განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100117002004392
#1/ბ-454-2018წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 დეკემბერი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი მარინა მაკარიძე
პროკურორ - კ---- ს-----ის
ადვოკატის - ნ----- ც---–---ის მონაწილეობით
მსჯავრდებულ - კ------------ე ე---------ის მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე კ------------ე გ------ის ძე ე---------ის მიმართ დაბადებული 1----–-–----7 თებერვალს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №2----------, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------ში;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, კ------------ე ე---------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის გაზაფხულზე (ზუსტი დრო დაუდგენელია), კ------------ე ე---------ემ, პირადი მოხმარების მიზნით, თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------ში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში და საყანე ნაკვეთში უკანონოდ დათესა, კულტივირება გაუკეთა და მოიყვანა ოთხი ძირი ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე - კანაფი (მცენარე), საერთო წონით 35.41 გრამი, რაც 2017 წლის 9 ივნისს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა თერჯოლის შს რაიონული სამმართველოს მუშაკების მიერ.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენით კ------------ე ე---------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.
კ------------ე ე---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კ------------ე ე---------ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვა საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება;
სააპელაციო საჩივრის არსი.
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ კ------------ე ე---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - ნ----- ც---–---ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მისი დისი დაცვის ქვეშ მყოფი კ.ე---------ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას.
სააპელაციო საჩივარი ასევე წარმოდგენილ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კ---- ს-----ის მიერ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში საუარესო ცვლილების შეტანით, მსჯავრდებულ კ------------ე ე---------ის წარდგენილ ბრალდებაში სრულად დამნაშავედ ცნობას და უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
სააპელაციო საჩივრებზე დაცვისა და ბრალდების მხარეებს შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ კ------------ე ე---------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - ნ----- ც---–---ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– აპელანტს მხარეს, ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორ კ---- ს-----ეს, რომელიც არ ეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და ითხოვს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრების მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეთა სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხული თერჯოლის რაიონული სამმართველოს, უბნის ინსპექტორ გამომძიებლის - ზ-----ი კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივნისს, მეწყვილე ზ----- ლ---–----ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, რა დროსაც შეამჩნიეს მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში ედო პლასტმასის ბოთლი, თავზე ფოლგის ქაღალდით. შეჩერების და გადამოწმების შედეგად მოქალაქე აღმოჩნდა კ------------ე ე---------ე, რომელმაც განუცხადათ, რომ აღნიშნული ბოთლით, რამდენიმე ხნით ადრე მოიხმარა „მარიხუანა“. აღნიშნულზე, ვინაიდან შესაძლოა მას თან ჰქონოდა რაიმე ნივთიერება, კ------------ე ე---------ეს გააცნეს დადგენილება ჩხრეკის წარმოებების შესახებ, მისი უფლებები და ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ქაღალდში გახვეული ნივთიერება და პლასტმასის ბოთლი. ამოღებული ნივთები დალუქული იქნა ადგილზე, რასაც მოაწერეს ხელი. ასევე, ხელის მოწერით დაადასტურეს ჩხრეკის ოქმი. ასევე, ჩატარებული იქნა კ------------ე ე---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ეზოში მდგარი ვედროდან და ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ოთხი ძირი, მწვანე ფერის მცენარე.
მოწმის სახით დაკითხული თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ზ----- ლ---–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივნისს, მეწყვილე ზ-----ი კ--------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მოძრაობდნენ თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში, რა დროსაც შეამჩნიეს მოქალაქე, რომელსაც ჯიბეში ედო პლასტმასის ბოთლი, თავზე ფოლგის ქაღალდით. გადამოწმების შედეგად მოქალაქე აღმოჩნდა კ------------ე ე---------ე, რომელმაც განუცხადა მათ, რომ აღნიშნული ბოთლით, რამდენიმე ხნით ადრე მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება „მარიხუანა“. აღნიშნულის შემდეგ, გადაუდებელი აუცილებლობით ჩატარებული იქნა კ.ე---------ის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც შარვლის ჯიბიდან ამოღებული იქნა ქაღალდი, მასში გახვეული მასით, ხოლო მეორე ჯიბიდან ამოღებული იქნა პლასტმასის ბოთლი, რაც დალუქულ იქნა ადგილზე.
მოწმის სახით დაკითხული თერჯოლის რაიონული სამმართველოს ნახშირღელეს პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის - ლ---- ზ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 9 ივნისს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ ბ------ ს---–------ესთან და ზ-----ი კ--------ესთან ერთად მონაწილეობა მიიღო კ------------ე ე---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. სოფელ ჭ-------ში მისვლისას, გამომძიებელმა ბ------ ს---–------ემ კ.ე---------ეს გააცნო მისი უფლებები და დადგენილება ჩხრეკის წარმოების შესახებ, რასაც კ.ე---------ე დათანხმდა. ჩატარებული ჩრეკის შედეგად ამოღებული იქნა მწვანე ფერის ნივთიერებები, რომლებიც განთავსებული იყო ეზოში მდებარე ქოთნებში და ეზოში.
მოწმის სახით დაკითხული თ-----ა ე---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------ში, შვილებთან ბ---- და კ------------ე ე---------ეებთან ერთად. 2017 წლის 9 ივნისს, დილის საათებში, კ------------ე გავიდა სახლიდან, ხოლო საღამოს დაბრუნდა პოლიციელებთან ერთად. პოლიციელებმა სახლის ეზოდან ამოიღეს ოთხი ძირი მცენარე, რომელიც მას ყვავილი ეგონა. ორი ძირი ეზოში, მინდორში იყო, ხოლო ორი ძირი ვედროში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულ მცენარეებს უვლიდა კ------------ე.
მოწმის სახით დაკითხული ბ---- ე---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------ში, დედასთან - თ-----ა ე---------ესთან და ძმასთან - კ------------ე ე---------ესთან ერთად. არის მხატვარ-რესტავრატორი და ხშირად არ იმყოფება სახლში. 2017 წლის 9 ივნისის შესახებ, გაიგო დედისგან, რომელმაც უთხრა, რომ იყვნენ მისულები პოლიციელები, რომლებმაც წაიღეს „პლანი“. მოწმის განმარტებით მისთვის უცნობია ვინ მიიტანა აღნიშნული ნივთიერება სახლში, აღნიშნულ ნივთიერებასთან შეხება არ ჰქონია.
პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ „თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთში ქვეითად მოძრავ თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------ში მცხოვრებ კ------------ე ე---------ის პირადი ჩხრეკის დროს მის ტანზე ცმული შორტის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა გამჭვირვალე ,,სნოს’’ წყლის 0.5 ლ ბოთლი, რომელსაც თავზე დამაგრებული აქვს ცეცხლგამძლე მოყვითალო ფერის ქაღალდი, რომელზედაც განმარტა, რომ აღნიშნულ ბოთლი არის მისი საკუთრება, რომლითაც რამოდენიმე წუთის წინ მოიხმარა ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა. აღნიშნული ბოთლი დაილუქა თერჯოლის რაიონული სამმართველოს 33/14/4 ლუქის ბეჭდით. ასევე კ.ე---------ის ტანზე ცმული შორტის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა წარწერებიან თეთრ ქაღალდში გახვეული მომწვანო მოყავისფრო ფერის ფხვიერი მასა, რომელზედაც კ------------ე ე---------ემ განმარტა, რომ აღნიშნული ფხვიერი ნივთიერება არის მისი საკუთრება და წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებას მარიხუანას, რომელიც ამოღების შედეგად დაილუქა თერჯოლის რაიონული სამმართველოს 33/14/4 ლუქის ბეჭდით“.
საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ „თერჯოლის რაიონის სოფელ ჭ-------ში მცხოვრებ კ------------ე ე---------ის საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული ნივთიერება ამოღებული ვერ იქნა. ჩხრეკა გაგრძელდა ეზო საკარმიდამოში. კ------------ე ე---------ის საცხოვრებელი სახლის წინ აღმოსავლეთ მხარეს სახლთან ორ მეტრის მოშორებით მიწაში ჩარგულია მომწვანო ფერის მცენარე ზომით 20 (ოცი) სმ. სიმაღლის, რაც დაცულია ლითონის მავთულებით შეკრული ბადით. აღნიშნული მცენარიდან 3.20 მეტრის მოშორებით მიწის ზედაპირზე მოთავსებული ორი ცალი ლითონის ვედროდან ამოღებული იქნა ორი ძირი მოწვანო ფერის მცენარე ზომით 42 სმ. სიმაღლის, ხოლო მეორე 32 სმ. სიმაღლის მომწვანო ფერის მცენარე. ასევე, სამხრეთ მხარეს არსებული საყანე ნაკვეთიდან ამოღებულია მიწიდან 35 სმ. სიმაღლის მომწვანო ფერის მცენარე. კ------------ე ე---------ის ეზო-კარმიდამოდან ამოღებული იქნა ოთხი ძირი მომწვანო ფერის მცენარე, რაც დაილუქა.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების N8----- დასკვნით დასტურდება, რომ ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად, კ------------ე ე---------ეს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდრო-კანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების ფაქტი.
ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურებულ იქნა მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ელდარ კვიტატიანის მიერ.
საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის, იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ქიმიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით დასტურდება, რომ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა) მომწვანო და მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი, წონით - 1.96 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანას შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას წონაა - 0.784 გრამი. ბ) 0.5 ლიტრის ტევადობის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლის შიგა ზედაპირზე და ოქროსფერ ფოლგის ნაჭრებზე არსებული მოშავო - მოყავისფრო ფერის ნაწილაკები და დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით - 0.000032 გრამს. გ) 4 ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფს (მცენარეს) საერთო წონით - 35.41 გრამს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დადასტურებულ იქნა მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დავით გაბუნიას მიერ.
პალატა ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის, მოყვანის ან კულტივირების საზოგადოებრივი საშიშროება ძირითადად განპირობებულია იმით, რომ ეს ქმედებები თითქმის ყოველთვის მიმართულია აღნიშნულ მცენარეთა შემდგომი გასაღებისაკენ, ანდა მათი გადამუშავების გზით მიღებული ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისაკენ. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში, კერძოდ: ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვაში, მოყვანაში ან კულტივირებაში. დათესვა ნიშნავს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე, იმისდა მიუხედავად, არის თუ არა ეს ნაკვეთი კონკრეტული პირის მფლობელობაში. ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში. მოყვანის მიზანია ზრდასრული ნარკოტიკული მცენარის მიღება. განსახილველი დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა პირი შეასრულებს მუხლის დისპოზიციაში მითითებულ მოქმედებათანაგან ერთ-ერთს, ე.ი. ნებისმიერ ადგილზე დათესავს ან მოიყვანს, ან დაასრულებს ამ მცენარეთა კულტივირების პროცესს. დანაშაულის ამსრულებელი არის ნებისმიერი 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი. სუბიექტური მხრივ, ვინაიდან დანაშაულის მოტივზე ან მიზანზე არ არის სპეციალური მითითება სსკ-ის 265-ე მუხლში, ისინი კვალიფიკაციაზე არ ახდენენ გავლენას და მხედველობაში მიიღებიან მხოლოდ სასჯელის დანიშვნისას. როგოც წესი, ამ დანაშაულის ჩადენა ხდება ანგარებით ან ნარკოტიკულ საშუალებაზე პირადი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით. ბრალის ფორმის მიხედვით განსახილველი დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, ე.ი. პირს შეგნებული აქვს, რომ ახდენს სწორედ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კანონსაწინააღმდეგო დათესვას, მოყვანას ან კულტივირებას და სურს ეს.
პალატამ, თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დასტურდება, რომ კ------------ე ე---------ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა კ.ე---------ის ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული ქმედების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები საკმარისად აღმოჩნდა, მისი ბრალეულობის დასადასტურებლად, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას კ------------ე ე---------ის უდანაშაულობის შესახებ იმ გარემოებაზე მითითებით, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მის ბრალეულობას. აღნიშნული გარემოებები, არ დადასტურდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, რის გამოც პალატა მთლიანად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს.
მსჯავრდებულ კ------------ე ე---------ის მიერ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვასა და მოყვანასთან დაკავშირებით პალატას უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც მეტი ინფორმაციულობით გამოირჩევა. ისინი ადასტურებენ, რომ კ------------ე ე---------ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ეზოს ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ოთხი ძირი, მწვანე ფერის მცენარე, რაც ასევე დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებით, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული მსჯავრდებულის დედის - თ----- ე---------ის ჩვენებით, რომლებმაც განმარტა, რომ ,,პოლიციელებმა სახლის ეზოდან ამოიღეს ოთხი ძირი მცენარე, რომელიც მას ყვავილი ეგონა. აღნიშნულ მცენარეებს უვლიდა კ------------ე“. მტკიცებულებები ასევე გამყარებულია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: ა) მომწვანო და მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი, წონით - 1.96 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანას შემცველ ნარევს, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება - გამომშრალი მარიხუანას წონაა - 0.784 გრამი. ბ) 0.5 ლიტრის ტევადობის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლის შიგა ზედაპირზე და ოქროსფერ ფოლგის ნაჭრებზე არსებული მოშავო - მოყავისფრო ფერის ნაწილაკები და დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით - 0.000032 გრამს. გ) 4 ძირი მწვანე ფერის ნედლი მცენარე წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება - კანაფს (მცენარეს) საერთო წონით - 35.41 გრამს.
რაც შეეხება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებას, აღნიშნული ნიშნავს მათ დამუშავებას, გაშენებას, ახალი სახეობების გამოყვანას, იმდაგვარ გადამუშავებას, რომ ამაღლდეს მისი მოსავლიანობა და გამძლეობა არახელსაყრელი გარემო პირობებისადმი.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატას ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი თუმდაც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა კ------------ე ე---------ის ბრალეულობას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებაში.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. შესაბამისად ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland).
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილ სასჯელის გამკაცრებასთან დაკავშირებით კი პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნებები, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულების სიმძიმე, მსჯავრდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი კ------------ე ე---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ კ------------ე ე---------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ----- ც---–---ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის - კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად:
კ------------ე ე---------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდების იმ ნაწილში, რომელიც ეხება - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირებას.
კ------------ე ე---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 265-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა და მოყვანა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა - 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
კ------------ე ე---------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, კ------------ე ე---------ეს - 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საექიმო, ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: კ------------ე ე---------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული და საექსპერტო კვლევის შემდეგ დაბრუნებული თეთრ ქაღალდში მოთავსებული მომწვანო მოყავისფრო მცენარეული მასის ნარევი - საერთო წონით 1.96 გრამი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას წონით 0.784 გრამს (საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩა 1.86 გრამი); 0.5 ლიტრი ტევადობის გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლი, თავზე ოქროსფერი ფოლგის ნაჭრით, რომლის შიდა ზედაპირზე და ოქროსფერ ფოლგის ნაჭრებზე არსებული დანაშრევები შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს წონით 0.000032 გრამს (კვლევის შემდეგ დარჩა დანაშრევები და ნაწილაკები ტჰკ შემცველობით) და კ------------ე ე---------ის საცხოვრებელი სახლის, დამხმარე სათავსოების, ეზოს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთის ჩხრეკის შედეგად ამოღებული 4 ძირი ნარკოტიკული საშუალება კანაფი (მცენარე) საერთო წონით 35.41 გრამი (საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩა 34.61 გრამი), რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე