განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 240100116001478505
№1/ბ-573-2017 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 იანვარი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე რ--–- გ------ას მიმართ, (დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: სენაკის რაიონის სოფელ ხორში);
მ-------- ე------ს მიმართ, (დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ.სენაკი, ჭავჭავაძის ქ.№5-ში);
მ----- ფ-----ს მიმართ, (დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: წალენჯიხა, ვალტერ შ-----ს ქ.№18-ში);
ბ----- მ----–--ას მიმართ, (დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხობის რაიონი სოფელი ხიბულა);
ზ---– შ---------ს მიმართ, (დაბადებული: 1--------- წელი, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ხობის რაიონის სოფელი თორა);
მ----- მ------ის მიმართ, (დაბადებული: 3--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქობულეთის რაიონის სოფელი ბუკნარი);
აღწერილობით ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ რ--–- გ------ამ, მ-------- ე------მ, მ----- ფ-----მ, ბ----- მ----–--ამ, ზ---– შ---------მ და მ----- მ------ემ ჩაიდინეს ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის 9 ნოემბერს, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში მყოფმა სამხედრო მოსამსახურეებმა: რ--–- გ------ამ, მ----- ფ-----მ, ზ---– შ---------მ, ბ----- მ----–--ამ, მ----- მ------ემ და მ-------- ე------მ ,,ბრავო’’ ასეულის ყაზარმაში სცემეს სამხედრო მოსამსახურე ი----- გ--------ე.
სენაკისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენით:
რ--–- გ------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ-------- ე------ ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ----- ფ----- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ბ----- მ----–--ა ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---– შ--------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ----- მ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა: მსჯავრდებულ მ-------- ე------ს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ ბ----- მ----–--ას მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ მ----- მ------ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ რ--–- გ------ას მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ მ----- ფ-----ს მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
მსჯავრდებულ ზ---– შ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გურამ სამინავას მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო საჩივრებზე წარმოდგენილია შესაგებლები, რომლებითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვებას ითხოვენ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცე მხარდაჭერის მისიის (RSM) 22-ე ქვეითი ბატალიონის ტრამვების აღრიცვხის ჟურნალის თანახმად, 09.11.2015წ 09:30 სთ; ს/ნაწილი, წოდება-B ასეულის IV ოცეული; ი----- მ-----–ის ძე გ--------ეს წინასწარი დიაგნოზით აღენიშნებოდა სახის მარცხენა ნახევრის მსუბუქი დაჟეჟილობა, ცხვირიდან სისხლდენით.
მოწმის სახით დაკითხული, დაზარალებულ ი----- გ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის ოქტომბერში მისიაზე წავიდა, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, სადაც 22-ე ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა. ავღანეთის ბაზრობაზე მოიპარა საფულე 7 ნოემბერს. 9 ნოემბერს დილით დაიძახეს, ოცეულის შეკრება იყო, შევიდა ოთახში და მოაქციეს ჯარისკაცების შუაში, რა დროსაც ჰკითხეს მოპარული თუ ჰქონდა საფულე, სადაც განაცხადა, რომ მოპარული ჰქონდა. უთხრეს, რომ არცხვენდა ბატალიონის სახელს და ვიღაცამ დაარტყა მარცხენა მხრიდან მოულოდნელად, იგრძნო ტკივილი და ჩაიკეცა, თვალთ დაუბნელდა და სისხლი წამოუვიდა, არ იცის პირველი დარტყმის შემდეგ ურტყამდნენ თუ არა, თვალის არეში ქონდა დაზიანება და ცხვირიდან სდიოდა სისხლი, არ იცის თუ ვინ იმყოფებოდა იქ, რადგან ახალი გადასული იყო იმ ოცეულში.
მოწმის სახით დაკითხული პ----- ც------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 22-ე ბატალიონთან ერთად იმყოფებოდა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, 2 ოქტომბრიდან აპრილის 26 რიცხვამდე, ბრალდებულები მასთან ერთად იყვნენ. 9 ნოემბერს ეძინა. გააღვიძა ხმაურმა, ჩოჩქოლმა, ნახა გ--------ე იყო ჩაკეცილი და ურტყამდა პირადი შემადგენლობა მ--–---- გ-----, ე------, ფ-----, მ----–--ა, შ---------, მ----- მ------ე. ცემდნენ, 7 ა------ნი ურტყამდა ერთს, ცარიელი ხელებით, ერთი წუთი ურტყამდნენ რასაც ხედავდა, სერჟანტი დ----ე შემოვიდა და მოუწოდა შეეწყვიტათ და შეწყვიტეს ცემა. გ--------ეს ცემის გამო ცხვირიდან სდიოდა სისხლი, თვალები ჰქონდა დაწითლებული, სისხლი იატაკზე იყო. ამის შემდეგ ერთხელ ნახა იქ გ--------ე, თვალზე ჰქონდა ჩალურჯება და ცხვირზე ემჩნეოდა დაზიანება. ცემის მიზეზი, როგორც გაიგო იყო გ--------ის მიერ ავღანელების ბაზრობაზე საფულის ქურდობა, რაც დამალა, არ თქვა. ამის გამო პრობლემა ექმნებოდა რ--–- გ------ას, არ ამბობდა და მალავდა, გაიგეს შემდეგ, რ--–-მ თქვა. ამის გამო მას დაარტყეს ხელი, რადგან სხვა სამხედრო მოსამსახურეებს ექმნებოდათ პრობლემა.
მოწმის სახით დაკითხული პ----- ც------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში იმყოფებოდა 22-ე ბატალიონთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, 2 ოქტომბრიდან 26 აპრილამდე, ბრალდებულები მასთან ერთად იყვნენ. 9 ნოემბერს ეძინა, როდესაც ხმაურმა გააღვიძა, ჩოჩქოლი იყო, ნახა გ--------ე იყო ჩაკეცილი და ურტყამდა პირადი შემადგენლობა მ--–---- გ-----, ე------, ფ-----, მ----–--ა, შ---------, მ----- მ------ე. ცემდნენ, 7 ა------ნი ურტყამდა ერთს, ცარიელი ხელებით, ერთი წუთი ურტყამდნენ რასაც ხედავდა, სერჟანტი დ----ე შემოვიდა და მოუწოდა შეეწყვიტათ და შეწყვიტეს ცემა. გ--------ეს ცემის გამო ცხვირიდან სდიოდა სისხლი, თვალები ჰქონდა დაწითლებული, სისხლი იატაკზე იყო. ამის შემდეგ ერთხელ ნახა იქ გ--------ე, თვალზე ჰქონდა ჩალურჯება და ცხვირზე ემჩნეოდა დაზიანება. ცემის მიზეზი, როგორც შემდეგ გაიგო იყო გ--------ის მიერ ავღანელების ბაზრობაზე საფულის ქურდობა. ამის გამო პრობლემა ექმნებოდა რ--–- გ------ას, არ ამბობდა და მალავდა, შემდეგ გაიგეს, რ--–-მ თქვა. ამის გამო დაარტყეს მას ხელი, რადგან სხვა სამხედრო მოსამსახურეებს ექმნებოდათ პრობლემა.
მოწმის სახით დაკითხული დ----- მ------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ყაზარმაში ყოფნის დროს, იმ ოთახში შევიდა სადაც იყო ხმაური, ი----- გ--------ის მიმართ იყო აგრესიული ყვირილი და დაპირისპირება. ი. გ--------ე ჩაცუცქული იყო და ცემდნენ გ-----, ე------, ფ-----, შ---------, მ----–--ა, გ------ა, მ------ე. გ--------ეს საფულე ჰქონდა მოპარული და ბრალდებოდა გ------ას, რომ არ თქვა ამის გამო მოხვდა ხელი. სერჟანტმა დ----ემ გააშველა, ი. გ--------ეს სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან და სიწითლე ჰქონდა სახეზე.
მოწმის სახით დაკითხული მ--–---- გ-----ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის 2 ოქტომბერს იმყოფებოდა ავღანეთში. 9 ნოემბერს შევიდა ოთახში და ნახა, რომ იყო ატეხილი ჩოჩქოლი, შელაპარაკება. რა ხდებოდა არ იცოდა. როდესაც მიუახლოვდა, ზ. შ--------- ლაპარაკობდა, გარშემო წრე იყო შემორტყმული, ი----- გ--------ეს კითხვას უსვამდა - შენ მოიპარეო? ი. გ--------ემ უთხრა არაფერი მომიპარავსო, როგორ თუ არა შენ არ მოიპარეო, ამ დროს ი. გ--------ემ შეხედა სახეზე რ. გ------ას, მიხვდა, რომ რ. გ------ას ნათქვამი ჰქონდა ზ. შ---------სათვის. ზ. შ---------მ ხელი დაარტყა ი. გ--------ეს, როდესაც თქვა მე ავიღეო, უთხრეს - ვის ატყუებდი შენს გამო ხალხი რატომ უნდა გაიჩხრიკოსო და დაარტყა ხელი. აღნიშნულის გამო ი. გ--------ეს ყველამ დაარტყა ხელი, მანაც შეუბრუნა. ბრალდებულებიდან ყველამ დაარტყა მას ხელი, ცემა ერთი წუთის განმავლობაში გაგრძელდა, ი. გ--------ე დაჩოქილი, დასისხლიანებული იყო, მ. ე------ს ფეხი მოხვდა სახეში, სისხლი იყო ძირს, დაგლეჯილი ჰქონდა წარბები, ცხვირი და ტუჩი გახეთქილი, ჩალურჯებებიც ჰქონდა, რაც ჩხუბის შემდეგ მიიღო.
მოწმის სახით დაკითხული ნ------ შ-----ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ აეროპორტში საქართველოში გამომგზავრებამდე ნახა ბრალდებულები, სადაც ერთმანეთს გამოესაუბრნენ და მათ უთხრეს, ჩვენ ი. გ--------ესთან ჩხუბი მოგვივიდა და ამიტომ ვბრუნდებით საქართველოშიო.
მოწმის სახით დაკითხული გ------ი გ-------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის მონაცემებისა თანახმად: ი----- გ--------ეს გაეწია დახმარება 09.11.2015წ. და დაესვა დიაგნოზი: სახის მარცხენა ნახევრის მსუბუქი დაჟეჟილობა, ცხვირიდან სისხლდენით, რაც სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის თვალსაზრისით არ წარმოადგენს მექანიკური დაზიანების ობიექტურ ნიშანს.
მოწმის სახით დაკითხული მ-----– ა------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები. მოწმის განმარტებით ი----- გ--------ეს დაკითხვისას ეტყობოდა დაზიანებები, თვალბუდის არეში - ჰქონდა ჩაშავებები, ხოლო ცხვირის ნესტოები შესიებული.
მოწმე მ-------- ბ--------ის განმარტებით 7 ნოემბერს გაიგო, რომ ქართველ ჯარისკაცს საფულე ჰქონდა მოპარული ბაზრობიდან. აღნიშნულის გარკვევის მიზნით დაიბარა ორი ჯარისკაცი, მათ უთხრეს, რომ არ მოუპარავთ. ამის შემდეგ, 2-3 დღე იყო გასული ნახა ი----- გ--------ე, რომელსაც სახეზე აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, კერძოდ, ჩაშავებული ჰქონდა თვალები. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ნაცემი იყო იმ ასეულის მიერ რომელშიც იყო, ბრავო ასეული. აღმოჩნდა, რომ მას მოუპარავს საფულე, რასაც გამოუწვევია სხვა ჯარისკაცების გაღიზიანება.
მოწმის სახით დაკითხული ნ------- ა---–---ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 9 ნოემბერს დილით გაიღვიძა, ჯარისკაცები შემოვიდნენ საუბრობდნენ, გაიგო მისი ძილის დროს წაკამათება ყოფილა, ვის შორის, არ იცის, არ დაინტერესებულა, რამდენიმე დღის შემდეგ ნახა ი. გ--------ე, რომელსაც თვალზე ჰქონდა სილურჯე, მისი ცემის შესახებ არაფერი იცის.
მოწმის სახით დაკითხული ჰ---–--- ი-----–---ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ავღანელი პიროვნება ჩიოდა, რომ საფულე მოპარეს, დაიწყო ამ საკითხის გარკვევა, დაბარებული იქნა რ. გ------ა, რომელმაც განაცხადა, რომ მას არ მოუპარავს. შემდეგ გაიგო, რომ ი.გ--------ეს თვალი დაუზიანეს საფულის მოპარვის გამო, ცემისას.
მოწმის სახით დაკითხული გ------ი მ--------ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ 7-8 ნოემბერს, ზუსტად არ ახსოვს, მორიგე იყო სამედიცინო პუნქტში, დილით 6-7 საათებს შორის, მოიყვანეს ჯარისკაცი გარკვეული ტრავმის ნიშნებით. დაზიანებები ჰქონდა მარცხენა თვალბუდის და ცხვირის არეში. სერიოზული დაზიანების ნიშნები არ ჰქონია, იყო დაჟეჟილობა, სისხლჩაქცევები ცხვირის არეში, ასევე თვალბუდის არეში. შეავსო ტრავმის აღრიცხვის ჟურნალში შესაბამისი ჩანაწერით თარიღი, დრო, ტრავმის გარემოება, დიაგნოზი და შემდგომი გამოსავალი, მის მიერ იქნა გაკეთებული აღნიშნული ჩანაწერი.
მოწმის სახით დაკითხული მ------ ბ---–----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ გაიგონა ყაზარმიდან ხმაური, სადაც შევიდა და ნახა, რომ იყვნენ ბიჭები. მთლიანი ოცეული იყო, ბრალდებულებიც იქ იყვნენ, საფულეზე ყვიროდნენ, ი.გ--------ეს უყვიროდნენ, რომელიც ლოგინზე იჯდა. შემდეგ ნახა ი----- გ--------ე, მას სიწითლე ქონდა თვალზე, ხოლო ხელი ვინ დაარტყა ი. გ--------ეს ეს არ დაუნახავს.
მოწმის სახით დაკითხული დ----- დ----ის მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ როცა საძინებელში შემოვიდა, პირადი შემადგენლობა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ი. გ--------ის მიმართ, ამ უკანასკნელს სახეზე სიწითლეები აღენიშნებოდა, მაგრამ ვინ მიაყენა დაზიანება არ უნახავს, ყველა ბრალდებული იმყოფებოდა ოთახში.
მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა: ემ------–----------------–--------–-------------------–---------------------------------------------ემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნამდვილობა.
პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება ზ---– შ---------ს, რ--–- გ------ას, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–--ას, მ----- მ------ის და მ-------- ე------ს მიერ განზრახ, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დაცვის მხარის აღნიშნული მსჯელობა არასწორია, ვინაიდან პალატას, ისევე როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს უმთავრეს მტკიცებულებად მიაჩნია სამი პირდაპირი მოწმის: დ----- მ------ის, პ----- ც------ს და მ--–---- გ-----ს ჩვენებები, რომლების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან ისინი დამარწმუნებლად და ვარაუდების გარეშე გადმოსცემენ დანაშაულთან დაკავშირებულ ფაქტებს და გარემოებებს, რის გამოც მათი ჩვენებები კატეგორიულია. ამასთან, რ--–- გ------ას, ზ---– შ---------ს, ბ----- მ----–--ას, მ----- ფ-----ს, მ----- მ------ის და მ-------- ე------ს მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებათა ჩადენა პალატას დადასტურებულად მიაჩნია, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ბატალიონის ტრავმების აღრიცხვის ჟურნალის ჩანაწერებით; დაზარალებულ ი----- გ--------ის და მოწმეების: ნ------ შ-----ს, გ------ი გ-------–-–---–ის, მ-----– ა------ს, მ-------- ბ--------ის, ნ------- ა---–---ს, ჰ---–--- ი-----–---ის, გ------ი მ--------ის, მ------ ბ---–----ის, დ----- დ----ის მიერ მიცემული ჩვენებებით
ხსენებული მტკიცებულებებიდან სააპელაციო პალატა განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს ტრავმების აღრიცხვის ჟურნალზე, რომლის მიხედვით ი----- გ--------ეს სხეულზე ისეთ ადგილებზე აქვს დაზიანებები განვითარებული, რაც დამახასიათებელია ცემის დროს, მათ შორის სახის მარცხენა ნახევრის მსუბუქი დაჟეჟილობა ცხვირიდან სისხლდენით და სხვა.
პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო საჩივრების მოტივაციას იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაუსაბუთებელია და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ვინაიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ მსჯავრდებულთათვის შერაცხულ დანაშაულებს, ხოლო დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სარწმუნოს გახდიდა მსჯავრდებულთა ჩვენებებს, რომ მსჯავრდებულების: მ----- ფ-----ს, რ--–- გ------ას, ბ----- მ----–--ას, ზ---– შ---------ს, მ----- მ------ის და მ-------- ე------ს მხრიდან დაზარალებულ ი.გ--------ის მიმართ არ განხორციელებულა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადასტურებულია მსჯავრდებულთა: ზ---– შ---------ს, რ--–- გ------ას, მ----- ფ-----ს, ბ----- მ----–--ას, მ----- მ------ის და მ-------- ე------ს მიერ გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა და მათ ქმედებებს გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც არ არსებობს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ზ---– შ---------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის - გურამ სამინავას, ასევე მსჯავრდებულების: მ-------- ე------ს, ბ----- მ----–--ას, მ----- მ------ის, რ--–- გ------ას და მ----- ფ-----ს სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ოქტომბრის განაჩენი ზ---– შ---------ს, მ-------- ე------ს, ბ----- მ----–--ას, მ----- მ------ის, რ--–- გ------ას და მ----- ფ-----ს მიმართ დარჩეს უცვლელად:
რ--–- გ------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
რ--–- გ------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 27 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ ბ--–----–------------------------------------–-----------------------------------------–---------------------------------------–---------------------------------------–------------------------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხობის რაიონი სოფელი საჯიჯაო, დაზუსტებული ფართობი 3000.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01/2 და №02/1 საკადასტრო კოდით 4-----------. რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 8500 (რვაათასხუთასი) ლარს, დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მ-------- ე------ ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ-------- ე------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 22 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ თ--------–------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ქ.სენაკი, ჟ.შარტავას ქ.№24, დაზუსტებული ფართობი 267.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1 საკადასტრო კოდით 4-----------. რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 12 000 (თორმეტი ათასი) ლარს დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
მ----- ფ----- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ----- ფ-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 03 აგვისტოს განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ მათე ფ-----ს (პ/--------------------------------------------------------------------------------------------------–--------------------------4) საკუთრებაში არსებულ წალენჯიხა, ვ. შ-----ს №18-ში მდებარე, აუდიტორული დასკვნის თანახმად 18 500 (თვრამეტი ათას ხუთასი) ლარის ღირებულების, სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობას, საკადასტრო კოდით N4-----------. დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ბ----- მ----–--ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ბ----- მ----–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ ნ--------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავი ქონებას - მდებარე ხობის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ქვალონი, დაზუსტებული ფართობი 9554.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი 4-----------. რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 6500 (ექვსი ათას ხუთასი) ლარს დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ზ---– შ--------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
ზ---– შ---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა გირაოს შემტანს სრულად დაუბრუნდეს განაჩენის აღსრულებიდან 1(ერთი) თვის ვადაში.
მ----- მ------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის 09 ნოემბერს მოქმედი სსკ-ის რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მ----- მ------ეს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
გაუქმდეს სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 02 აგვისტოს განჩინებით გირაოს თანხის 3 000 ლარის სანაცვლოდ დემური შავლაძის პ/ნ 5-------------–---–--–---–------------------------------–---–----------------------------------–---–-------------------- თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე ხონის რაიონი სოფელი ნახახულევი, დაზუსტებული ფართობი 5040.00 კვ.მ, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №01 და №02, საკადასტრო კოდით 3-----------. რომლის ღირებულება აუდიტორული დასკვნის თანახმად შეადგენს 7000 (შვიდასი) ლარს დადებული ყადაღა და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა: 1 CD-R დისკი დარჩეს სისხლის სამართლის საქმეში, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე