განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100116001392519
№1/ბ-494-2017 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 იანვარი, 2017 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატაის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმ----ძე, მარინა მაკარიძე
პროკურორის - რ----- ხ----–-ას
გამართლებულის - დ----- ჟ------ის
ადვოკატის - ე--- ნ--------ს მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ა-–---------ეს ძე ჟ------ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პირადი ნომ----: 4----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ჩოხატაურის რაიონის სოფელ ხიდისთავში.
აღწერილობით ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2014 წლის 28 აპრილს დაბა მესტიაში ბ. კ-----ის ქუჩა N20-ში არსებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მესტია ჭალას სანაპიროზე დ----- ჟ------მა ტ------– ნ----ს მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები, კერძოდ: მარცხენა თვალის, შუბლის, ცხვირის და საფეთქლების არეში, რამაც გამოიწვია პარაჰიპოკამპული ზონების დაზიანება, მარცხენა საფეთქლის ქიცვზე კორტიკალური შრის ხაზოვანი რღვევა. სასამართლო-ფსიქიატრიული დასკვნის მიხედვით: ტ------– ნ----ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა, თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ტ------– ნ----ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: ტ------– ნ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 28 აპრილს დაბა მესტიაში ბ. კ-----ის ქუჩა N20-ში არსებული კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ჟ------სა და ტ------– ნ----ს შორის მოხდა შელაპარაკება. მათ შორის ურთიერთობის გასარკვევად მდინარის სანაპიროზე შეხვდნენ ერთმანეთს ტ------– ნ----ი, დ----- ჟ------ი, მ--–---- რ------ი, თ-------ე ხ----–---ი და ლ---- ხ----–---ი. იქ მომხდარი ინციდენტის შემდეგ ტ------– ნ----ს აღენიშნებოდა დაზიანებები. ინციდენტიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ ტ------– ნ----ს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დ----- ჟ------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
სააპელაციო საჩივრის არსი:
მესტიის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ხ----–-ას მიერ, გასაჩივრებულ იქნა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენი, რომელმაც მისი გაუქმება და დ----- ჟ------ის საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.
პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვა.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ რ----- ხ----–-ას, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, მსჯავრდებულ დ----- ჟ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს - ე--- ნ--------ს, რომელმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლ--–-დ დატოვება მოითხოვეს.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე-----–- ნ----ის ჩვენებით მან ტ------– ნ----ის გადმოცემით შეიტყო, რომ მას უნდოდა დ.ჟ------ის ცემა, მაგრამ ამოსწიეს და ამის მერე აქვს დაზიანებები. ასევე მ--–---- რ------ს უთქვამს, მახსოვს, ქვაზე ფეხს აბიჯებდა, რომ არ აეღოო დ.ჟ------ს. სხვა ვინმეს მისთვის დაზიანება არ მოუყენებია. დ.ჟ------ის დარტყმის მერე თვალთ დამიბნელდაო და მეტი არ მახსოვსო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ---–----- ს----–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ ნახა, როგორ წაბარბაცდა და ჩოქზე დავარდა ტ------– ნ----ი. ის და დ. ჟ------ი იდგნენ იქ. ადგილზე როცა მივიდა, ჩხუბი დასრულებული იყო, ბრალდებული იქაჩებოდა ტ------– ნ----ისკენ, დანარჩენები აკავებდნენ.
მოწმის მ---- მ--------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც ნახა ტ------– ნ----ი ჩაშავებული ჰქონდა თვალი, შუბლი - გაჭრილი, საფეთქელი - გასისხლიანებული. წარბთან ჰქონდა გატეხილი. ჩხუბამდე ჯანმრთელობის პრობლემა არ ჰქონია - გაწონასწორებული იყო, კონტაქტური. მას ტ------– ნ----მა უთხრა, დ.ჟ------მა მუშტი ჩამარტყა თვალში და ნაპერწკლები ჩამომცვივდაო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ--–---- რ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ეზოში იდგა ტ------– ნ----ი. დ.ჟ------მა ჰკითხა, რატომ მომაყენეო შეურაცხყოფა, რაც გადაიზარდა ლაპარაკში. მერე ტ------– ნ----მა მოუქნია ხელი და დ.ჟ------ი წაიქცა. ამის მერე გააშველეს ისინი. მეტი არაფერი ყოფილა. წამებში მოხდა ყველაფერი. დ----- ჟ------ი დაჭერილი ჰყავდა, რომელსაც გაშველებისას მაისური შემოეხა. არ უნახავს, რომ დ----- ჟ------მა დაარტყა ტ------– ნ----ს, ამჟამად ტ------– ნ----ი მას ვერ ცნობს.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- ხ----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ეზოში შეკამათებას შეესწრო დ.ჟ------სა და ტ------– ნ----ს შორის წყლის თემაზე. შეკამათება, რომ არ გადაზრდილიყო რამეში, გააშველა ისინი. მ--–---- რ------ი იყო მათთან ერთად. დაბალი ხმით საუბრობდნენ. ხმას რომ აუწიეს, მივიდა მათთან. როცა მივიდა, დ----- ჟ------ი და ტ------– ნ----ი იწევდნენ ერთმანეთზე, მაგრამ არ მიუშვა. ჩხუბი არ ყოფილა დ----- ჟ------სა და ტ------– ნ----ს შორის, შეკამათდნენ. ტ------– ნ----ს შუბლზე ნაკაწრი მანამდეც ჰქონდა. კამათიდან 15 წუთის მერე ისევ შეხვდა ტ------– ნ----ი და არაფერი ეტყობოდა. კამათიდან ნახევარ საათში ტ------– ნ----ი ტრაქტორით შეხვდა ცენტში, სამუშაოდ მიდიოდა. რამდენიმე დღის მერეც მუშაობდა ტ------– ნ----ი ტრაქტორზე.
მოწმის მ--- ს--------ს მიერ მიცემული ჩვენებით დადგენილია, რომ ჩხუბის დეტალები იცის ტ------– ნ----ის მონაყოლიდან, კერძოდ, უთხრა, რომ თვალში ჩაარტყა დ.ჟ------მა ძლიერად. მოწმემ თავიდან თქვა, რომ არ იცის ვინ ჩაარტყა თვალში ტ------– ნ----ს, შემდეგ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ჩაარტყა. ტ------– ნ----ს არ უთქვამს მისთვის ქვის ჩარტყმაზე, მაგრამ ეს ვარაუდი ექიმებმა გამოთქვეს. ექიმებმა ასევე უთხრეს, რომ საფეთქლებზე ერთდროულად არის ჩარტყმული ტ------– ნ----ისთვის მისი გათიშვის მიზნით. როგორც იცის, შემთხვევის ადგილზე მყოფი ლ---- ხ----–---ი კარატისტი იყო, მ--–---- რ------ი - ყოფილი მოკრივე, ბრალდებული - სპეცრაზმელი.
მოწმის სახით დაკითხული გ---–----- ს----–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ ტ------– ნ----ს დაზიანება მოწმინდა. შუბლზე ჰქონდა ჭრილობა, საფეთქელთან კანი ჰქონდა გამსკდარი, სისხლი სდიოდა, ცხვირზეც დაზიანებული იყო. 3 დღის მერე გახდა ცუდად ტ------– ნ----ი. მანამდე ჩვეულებრივად ლაპარაკობდა. შუბლიდან სისხლი ძლიერ სდიოდა.
მოწმის მ---- მ----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ ტ------– ნ----ს მანამდე რამე აშლილობა არ ჰქონია. 2010 წელს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და ბეჭი დაუზიანდა. საღამოს მივიდა ტ------– ნ----თან და ნახა, რომ თვალი გასიებული ჰქონდა, შუბლზე ჩაზნექილი ჭრილობა ჰქონდა, ნაცემი იყო.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ნაირა ფალიანის ჩვენებით დასტურდება, რომ ტ------– ნ----ს თვალები ჩალურჯებული ჰქონდა, 1 კვირის შემდეგ კი გაითიშა. მანამდე ჯანმრთელი იყო.
ექსპერტიზის დასკვნების თანახმად, დადგენილია, რომ ტ------– ნ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნებით, დაზიანებანი ჰემატომების, ექსკორაციისა და თავის ტვინის შერყევის სახით განვითარებულნი არიან რამე მკვრივ-ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, ხოლო ნაკაწრი განვითარებული უნდა იყო რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. ტ------– ნ----ის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულნი არიან დაზიანების მიმყენებელი საგნების არაერთჯერადი ზემოქმედებით. ტ------– ნ----ის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობის ტრავმასთან (მათ შორის 2014 წლის 28 აპრილს მიღებულ ტრავმასთან) კატეგორიულად დაკავშირება შეუძლებელია. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა - ზ------ გ------–-–---–მა დაადასტურა ხსენებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.
ამბულატორიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დადგენილია, რომ შეუძლებელია იმის დადგენა ცემამ გამოიწვია თუ არა დაზიანება. ტ------– ნ----ს ფსიქიკური აშლილობის ტრამვასთან დაკავშირება შეუძლებელია. ფსიქიკური ტრამვა შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციამ, გენეტიკამ, სტრე--- და სხვა. ფსიქიკური დაზიანება განვითარდა თავის ტვინის დაზიანების შედეგად, მაგრამ 28 აპრილს თუ სხვა დროს, ამის დადგენა ვერ მოხერხდა. ტრამვასაც შეეძლო გამოეწვია ასეთი დაზიანება. ტრამვით გამოწვეული თუ არის დამდგარი შედეგი, დროულად, რომ მიემართა სამედიცინო დახმარებისთვის ტ------– ნ----ს, შეიძლებოდა არ დამდგარიყო ასეთი შედეგი. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა------------–--ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
მოწმის სახით დაკითხული ე------ ს-----–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2014 წლის მაისში ტ------– ნ----ი მიიყვანეს საავადმყოფოში თავის ტრამვით, რომელიც ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს თავის ტკივილით, თავბრუსხვევის ჩივილით. მანამდე ტ------– ნ----ი ფაქტიურად ჯანმრთელი იყო, ეხლა - კი ფსიქიკური პაციენტია. ტ------– ნ----ს ინტრაკრანული ტრამვა დაესვა დიაგნოზად. რასაც ახასიათებდა გონების კარგვა, ყნოსვითი ჰალუცინაციები - ვარდის სურნელი პალატაში. ტრამვის მიზეზად კიბიდან ჩამოვარდნას უთითებდნენ.
მოწმის ა--- ნ---------ის ჩვენებით დადგენილია, რომ როცა მივიდნენ ადგილზე, ტ------– ნ----ს შუბლზე ქონდა გაჭრილი, მარცხენა თვალი კი ჩალურჯებული. ტ------– ნ----ი მდინარისკენ იდგა, დ.ჟ------ი - ცოტა აქეთ, რომელსაც უყვირეს, ტ------– ნ----ს მოკიდეს ხელი და ამოიყვანეს სახლში. დ.ჟ------ი ძალიან გაღიზიანებული იყო. დაუმუშავეს ჭრილობა ტ------– ნ----ს და სახლში დააწვინეს. გ---–----- ს----–---მა ჩამოიტანა სპირტი, ბამბა, გაუწმინდა ჭრილობა. მას შემდეგ ტ------–ი შეიშალა, ვერ ცნობს ვერავის, ვერც ოჯახის წევრებს.
ამბულატორიული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ------– ნ----ს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებით და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ტ------– ნ----ს არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, მისცეს ჩვენება, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. არის თუ არა გამოწვეული ტ------– ნ----ის მდგომაროება ცემის შედეგად, ამის კატეგორიულად დადგენა შეუძლებელია, ვინაიდან თავის ტვინის დაზიანება შეიძლება მოხდეს ბევრი გზით, მათ შორის ტრამვული გზით. მას დაუდგინდა ასევე თავის ტვინის ატროფიაც, რასაც ფიზიკური დაპირისპირება ვერ გამოიწვევდა. ატროფიასაც შეიძლებოდა გამოეწვია ეს შედეგი. ისიც შესაძლებელია, ეს დაავადება არსებობდეს და გარეგნულად არ გამოვლინდეს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქე-------–----------ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ტ------– ნ----ის დაზიანებები განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები ჰემატომის, სისხლჩაქცევისა და ექსკორიაცების სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლ--–-დ. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ--------------ემ დაადასტურა დასკვნის სისწორე.
მოწმის სახით დაკითხული ლ---- ხ----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ტ------– ნ----ს შუბლზე ჰქონდა ნაკაწრი მანამდეც. კამათიდან 15 წუთის მერე ისევ შეხვდა ტ------– ნ----ი და არაფერი ეტყობოდა. კამათიდან ნახევარ საათში ტ------– ნ----ი ტრაქტორით შეხვდა ცენტში, სამუშაოდ მიდიოდა. რამდენიმე დღის მერეც მუშაობდა ტ------– ნ----ი ტრაქტორზე.
მოწმის სახით დაკითხული ლ--–- რ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ტ------– ნ----ს ეტყობოდა ნაკაწრი. ამის შემდეგ რამდენიმე დღე ტ------– ნ----ი ტრაქტორზე მუშაობდა. მერე ითქვა, რომ ის მეორე სართულიდან გადმოვარდა და გადაიყვანეს საავადმყოფოშიო. მანამდე ტ------– ნ----თან სასწრაფო დახმარების ბრიგადა რამდენჯერმე მივიდა. ტ------– ნ----ს მანამდეც ხშირად აწუხებდა თავის ტკივილები, ავიწყდებოდა მოვლენები. მისი მეუღლეც წუხდა, ტ------–ს ჯანმრთელობის პრობლემები აქვსო.
გამართლებულის ჩვენებით ირკვევა, რომ ის წყლის ჩასართავად ჩავიდა დილით ადრე ტ------– ნ----თან, თუმცა მან წყალი არ ჩაურთო და დაზიანების გაკეთება მოსთხოვა. ამის შემდეგ წავიდა და როცა დაბრუნდა, ტ------– ნ----მა ფარდულებში გასვლა სთხოვა, რაზეც უპასუხა, რომ წყალი მას უკვე გაკეთებული ჰქონდა და თუ უნდოდა, ერთად ენახათ. ტ------– ნ----ი აგრესიაზე გადმოვიდა, თუმცა ისინი გააშველეს. ფიზიკური დაპირისპირება ტ------– ნ----თან არ ჰქონია.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მტკიცერბულებებმა ვერ დაადასტურეს დ. ჟ------ის მიერ ტ------– ნ----ისთვის თუნდაც ერთხელ ხელის დარტყმა, რის გამოც სასამართლო შეუძლებლად მიიჩნევს დ.ჟ------ის მიერ და---რალებულისთვის დარტყმის მიყენების ფაქტის კატეგორიულად დადგენას. მით უმეტეს, რომ გამართლებულისათვის ბრალად წარდგენილი მუხლი მოითხოვს არა მხოლოდ დარტყმის დადასტურებას, არამედ იმის დადგენასაც, რომ ეს დარტყმა იყო სიცოცხლისათვის სახიფათო.
საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია და მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებებით ირკვევა, რომ ტ------– ნ----ის ტრამვას კატეგორიულად ვერ უკავშირდება მისი ფსიქიკური აშლილობა, რაც სააპელაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და ვერ მიუთითებენ დ----- ჟ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ სააპელაციო სასამართლო აკეთებს დასკვნებს, რომლებიც გამყარებულია არსებული მტკიცებულებების თავისუფალი შეფასებით და გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებებიდან. ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების არსებობისას წარმოუდგენელია ესა თუ ის მტკიცებულება სასამართლოს მიერ გამოყენებულ იქნეს შემაჯამებელი დასკვნის გამოტანისას. ამიტომ სასამართლოს მიაჩნია, რომ მტკიცებულებები, რომელთა მოპოვების შესახებაც გაუქარწყლებელი ეჭვი არსებობს, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა აფასებს რა გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიაჩნია, რომ დ----- ჟ------ის მიერ დაზარალებულ ტ------– ნ----ისათვის სხეულის განძრახ მძიმე დაზიანების მიყენების ჩადენის ფაქტი დადასტურებული არ არის. არსებობს ეჭვი, რომლის გაქარწყლებაც ვერ შეძლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებებმა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo’’, რომლის თანახმად დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დ----- ჟ------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა დ----- ჟ------ის ბრალეულობაში, რის გამოც იგი უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ნაწილში.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენი კანონიერია და უცვლ--–-დ უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო მესტიის რაიონული პროკურატურის პროკურორის რ----- ხ----–-ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მესტიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - რ----- ხ----–-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 23 სექტემბრის განაჩენით დ----- ჟ------ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ.
დ----- ჟ------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
დ----- ჟ------ისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 4 მაისის №12/164-2016 განჩინებით 10 000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ, ა-–---------ე ჟ------ის კუთვნილ უძრავ ქონებას, მდებარე ოზურგეთის რაიონის სოფელ გურიანთაში (საკადასტრო კოდი 2-----------), მოეხსნას ყადაღა განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში.
დ----- ჟ------ს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ უფლების თაობაზე.
ნივთმტკიცებები: ფოტოსურათები, დისკები, MRT ფირები და რენტგენოგრამები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით; მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს მ--- ს--------ს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე