განაჩენი

სისხლის სამართლის 26.07.2018
საქმის ნომერი
110100117001828537
ინსტანცია
თარიღი
26.07.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 110100117001828537

საქმე №1/ბ-104-2018 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 ივლისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

 

პროკურორის - გ--------------–--ის, ვ---------------ის

გამართლებულების - გ-------–------ის, მ-----------–--–ის

ადვოკატების - დ-------------–---ის, გ---------------ის, ი-----–---------–---–ის, ტ------–--------ის, ბ----------–--ის, ლ--------------ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------ მ---–----ის ძე ც------ის მიმართ, დაბადებული: 12.11.1--- წელი, პირადი ნომერი: 1----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში.

მ----- ა---------–ის ძე ხ----–--–ის მიმართ, დაბადებული: 20.10.1979 წელი, პირადი ნომერი: 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ.თბილისი, ვ---------–ი 3, პირველი მ/რ, კორპუსი 2----------. ფაქტობრივად მცხოვრები: ზესტაფონის რაიონის სოფელ მეორე ს----ში.

აღწერილობით ნაწილი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-------–------ემ და მ-----------–--–მა ჩაიდინეს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით, ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

გ-------–------ე: 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლები - დ----- ნ---–--ე და ა---------– ვ-------ე, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სამსახურებრივი TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილით პატრულირებდნენ ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 1210 საათზე, ცენტრალური ბაზრის გამოსასვლელიდან ჭ----------ს ქუჩაზე, გზაჯვარედინზე გამოვიდა ლურჯი ,,ROVER”-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I--------, რომელმაც გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ვერ ჩაეტია ავტომანქანებს შორის მონაკვეთში, შეაფერხა ორივე მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი და შექმნა საცობი. აღნიშნული საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, პოლიციის მუშაკის დ----- ნ---–--ის კანონიერ მოთხოვნაზე გაეჩერებინა ავტომობილი, მძღოლმა გ-------–------ემ ირონიულად უპასუხა, რომ ეჩქარებოდა და თავი დაენებებინა მისთვის. პოლიციელებმა დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილით გადაუსწრეს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ გ-------–------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების მიზნით შეაჩერეს. პოლიციელი დ----- ნ---–--ე გადავიდა ავტომობილიდან, მივიდა ავტომობილში მყოფ მძღოლთან გ-------–------ესთან, მას თავი წარუდგინა და მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რაზეც გ-------–------ემ კვლავ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ თუ მისი ვინაობა აინტერესებდათ, შეეძლოთ დაერეკათ და გაერკვიათ მის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მძღოლის პიროვნების იდენტიფიცირებისა და მისი შემოწმების მიზნით, გ-------–------ეს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადმოსვლა, რათა იგი გადაეყვანა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც გ-------–------ემ კატეგორიული უარი განაცხადა. პოლიციის მუშაკებისაგან მიღებულ განმარტებაზე, რომ მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო, დადგებოდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, პოლიციის მუშაკებისა და გ-------–------ის საუბარში ჩაერთო მის გვერდით ავტომობილში მყოფი მ-----------–--–ი, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ თავი დაენებებინათ მათთვის, თორემ მათ გაასაცოდავებდა. ვინაიდან, მძღოლი გ-------–------ე არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის კანონიერ მოთხოვნას, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მას ხელი მოკიდა მკლავში და სცადა მისი ავტომანქანიდან გადმოყვანა, თუმცა გ-------–------ემ კვლავ განაგრძო წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა საჭეზე ხელებით ჩაჭიდებაში. ამ დროს მ-----------–--–ი უკნიდან მიუახლოვდა პოლიციის მუშაკებს - დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს და ორივეს ხელი უბიძგა. პოლიციის მუშაკების მოწოდებაზე, შეეწყვიტათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, მ-----------–--–მა და გ-------–------ემ, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაუწიეს წინააღმდეგობა - მ-----------–--–ი განადგურებით დაემუქრა დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს, იმავდროულად, თავი ჩაარტყა სახეში ა---------– ვ-------ეს. ასევე, დ----- ნ---–--ეს, მისი დაკავების მომენტში, რამდენჯერმე დაარტყა მუჭი მარჯვენა თვალ-ბუდისა და ცხვირის არეში. ამავდროულად, გ-------–------ე, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ტანისამოსზე ექაჩებოდა და ბოჭავდა დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს, რათა მათ არ მოეხდინათ მ-----------–--–ის დაკავება. ამ მომენტში, მ-----------–--–ი განაგრძობდა დ----- ნ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მუშტების გვერდებში რამდენჯერმე დარტყმით და აგინებდა პოლიციის მუშაკებს დედის მისამართით. დამხმარე ჯგუფის გამოძახების შემდეგ მოხერხდა მ-----------–--–ისა და გ-------–------ის წინააღმდეგობის დაძლევა და დაკავება.

მ-----------–--–ი: 2017 წლის 13 იანვარს, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებლები-დ----- ნ---–--ე და ა---------– ვ-------ე, ასრულებდნენ რა სამსახურებრივ მოვალეობას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, სამსახურებრივი TOYOTA HILUX-ის მარკის ავტომობილით პატრულირებდნენ ქალაქ ზესტაფონის ტერიტორიაზე. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, დაახლოებით 1210 საათზე, ცენტრალური ბაზრის გამოსასვლელიდან ჭ----------ს ქუჩაზე, გზაჯვარედინზე გამოვიდა ლურჯი ,,ROVER”-ის მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით I--------, რომელმაც გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე სხვა სატრანსპორტო საშუალებას, ვერ ჩაეტია ავტომანქანებს შორის მონაკვეთში, შეაფერხა ორივე მიმართულებით მოძრავი საავტომობილო ნაკადი და შექმნა საცობი. აღნიშნული საგზაო მოძრაობის წესის დარღვევის გამო, პოლიციის მუშაკის დ----- ნ---–--ის კანონიერ მოთხოვნაზე გაეჩერებინა ავტომობილი, მძღოლმა გ-------–------ემ ირონიულად უპასუხა, რომ ეჩქარებოდა და თავი დაენებებინა მისთვის. პოლიციელებმა დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილით გადაუსწრეს საგზაო მოძრაობის წესების დამრღვევ გ-------–------ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს და ადმინისტრაციული ღონისძიებების გატარების მიზნით შეაჩერეს. პოლიციელი დ----- ნ---–--ე გადავიდა ავტომობილიდან, მივიდა ავტომობილში მყოფ მძღოლთან გ-------–------ესთან, მას თავი წარუდგინა და მოსთხოვა შესაბამისი დოკუმენტების წარდგენა, რაზეც გ-------–------ემ კვლავ უარი განუცხადა და უპასუხა, რომ თუ მისი ვინაობა აინტერესებდათ, შეეძლოთ დაერეკათ და გაერკვიათ მის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მძღოლის პიროვნების იდენტიფიცირებისა და მისი შემოწმების მიზნით, გ-------–------ეს მოსთხოვა ავტომანქანიდან გადმოსვლა, რათა იგი გადაეყვანა პოლიციის განყოფილებაში, რაზეც გ-------–------ემ კატეგორიული უარი განაცხადა. პოლიციის მუშაკებისაგან მიღებულ განმარტებაზე, რომ მათი კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წინააღმდეგობის გაწევის გამო, დადგებოდა მისი პასუხისმგებლობის საკითხი, პოლიციის მუშაკებისა და გ-------–------ის საუბარში ჩაერთო მის გვერდით ავტომობილში მყოფი მ-----------–--–ი, რომელმაც პოლიციელებს უთხრა, რომ თავი დაენებებინათ მათთვის, თორემ მათ გაასაცოდავებდა. ვინაიდან, მძღოლი არ დაემორჩილა პოლიციის მუშაკის კანონიერ მოთხოვნას, პოლიციელმა ა---------– ვ-------ემ მას ხელი მოკიდა მკლავში და სცადა მისი ავტომანქანიდან გადმოყვანა, თუმცა გ-------–------ემ კვლავ განაგრძო წინააღმდეგობა, რაც გამოიხატა საჭეზე ხელებით ჩაჭიდებაში. ამ დროს მ-----------–--–ი უკნიდან მიუახლოვდა პოლიციის მუშაკებს - დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს და ორივეს ხელი უბიძგა. პოლიციის მუშაკების მოწოდებაზე, შეეწყვიტათ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და დამორჩილებოდნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, მ-----------–--–მა და გ-------–------ემ, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ძალადობითა და ძალადობის მუქარით გაუწიეს წინააღმდეგობა - მ-----------–--–ი განადგურებით დაემუქრა დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს, იმავდროულად, თავი ჩაარტყა სახეში ა---------– ვ-------ეს. ასევე, დ----- ნ---–--ეს, მისი დაკავების მომენტში, რამდენჯერმე დაარტყა მუჭი მარჯვენა თვალ-ბუდისა და ცხვირის არეში. ამავდროულად, გ-------–------ე, პოლიციის მუშაკებს, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ტანისამოსზე ექაჩებოდა და ბოჭავდა დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს, რათა მათ არ მოეხდინათ მ-----------–--–ის დაკავება. ამ მომენტში, მ-----------–--–ი განაგრძობდა დ----- ნ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მუშტების გვერდებში რამდენჯერმე დარტყმით და აგინებდა პოლიციის მუშაკებს დედის მისამართით. დამხმარე ჯგუფის გამოძახების შემდეგ მოხერხდა მ-----------–--–ისა და გ-------–------ის წინააღმდეგობის დაძლევა და დაკავება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 იანვრის განაჩენით გ-------–------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

ასევე, ამავე განაჩენით, მ-----------–--–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

სააპელაციო საჩივრის არსი:

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 იანვრის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება, გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა და გ-------–------ისა და მ-----------–--–ის საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაედო ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებებს შორის არსებულ მცირედი და საქმისათვის არავითარი მნიშვნელობის მქონე წინააღმდეგობები, არ იქნა გაზიარებული ექვსი პოლიციის თანამშრომლის ჩვენება, რომლებიც მომხდარი ფაქტის უშუალო მონაწილენი იყვნენ. ასვე ყურადღების მიღმა დარჩა დაზარალებულის სხეულზე არსებული დაზიანებები, პოლიციის თანამშრომლის დაზიანებული მაისური და საქმეში არსებულ სხვა არაერთი მტკიცებულება.

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ სასამართლო იზიარებს მხოლოდ ბრალდებულებისა და მისი ოჯახის წევრების ჩვენებებს, მაშინ როდესაც საქმეში მოიპოვება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ გ-------–------ისა და მ-----------–--–ის დანაშაულებრივ ქმედებაზე: სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, რომლითაც დასტურდება დაზარალებულების სხეულზე და ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები: ნივთიერი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 იანვრის განაჩენი გამომდინარეობს მხოლოდ გამოკვლეული მტკიცებულებების ნაწილობრივი და ცალმხრივად შეფასებიდან და არა მტკიცებულებების სრულყოფილი ანალიზიდან.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე შეკრებილი და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა შესაბამისი ანალიზით აშკარად და უტყუარად დასტურდება მ-----------–--–ისა და გ-------–------ის მიერ გამოძიებისას ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

პროკურორის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ--------------–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულებს: გ-------–------ეს, მ-----------–--–ს და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ა---------– ვ-------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, დ----- ნ---–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და სამსახურებრივი ავტომანქანით პატრულირებდა ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე. თავად იჯდა საჭესთან. დაახლოებით პირველის წუთებზე, ჭ----------ს ქუჩაზე, ახალი ბაზრის გამოსასვლელიდან სწრაფად გამოვიდა ,,ROVER”-ის მარკის ავტომანქანა, გზა არ დაუთმო გავლის უპირატესობის მქონე მანქანას, შეეცადა ჩამდგარიყო მანქანების მწკრივში, ვეღარ შეძლო მოძრაობის გაგრძელება და გაჩერდა. რამდენიმე წუთში ავტომანქანა ჩადგა მანქანების ნაკადში. ისინი გამოვიდნენ საავტომობილო ნაკადიდან, გვერდით დაუდგნენ ,,ROVER”-ის მარკის ავტომანქანას და დ----- ნ---–--ემ მიმართა მძღოლს გაეჩერებინა მანქანა. გ.ც------ემ გააგრძელა მოძრაობა. დ.ნ---–--ე ჩავიდა ავტომანქანიდან, მივიდა მძღოლთან და მოსთხოვა მანქანის გაჩერება. როდესაც გ.ც------ემ მანქანა გააჩერა, მან ავტომობილი გააჩერა გ.ც------ის მანქანის წინ. თვითონ მანქანიდან არ გადასულა, ელოდებოდა დ.ნ---–--ეს როდის მიიტანდა საბუთებს და შეადგენდა შესაბამის ოქმს. ვინაიდან დ.ნ---–--ეს დააგვინდა მისვლა, სარკეში კი დაინახა, რომ დ.ნ---–--ეს და გ.ც------ეს შორის საუბარი მიდიოდა, გადავიდა მანქანიდან, მივიდა დ.ნ---–--ესთან და იკითხა რა ხდებოდა. როგორც აღმოჩნდა, ავტომანქანის მძღოლი - გ-------–------ე უარს აცხადებდა პოლიციელებისათვის საბუთების წარდგენაზე - ,,თქვენ რატომ უნდა მოგცეთ საბუთები, თქვენ უფროსს დაურეკეთ და იცის მან, მე ვინ ვარ”. ა.ვ-------ემ აუხსნა გ-------–------ეს, რომ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა. ამ დროს, საუბარში ჩაერთო გვერდით მჯდომი, მ-----------–--–ი, რომელმაც პოლიციელებს ცინიკურად უთხრა - ,,შეგვეშვით, არ ვართ ჩვენ ვიღაცეები.” ა.ვ-------ემ განუმარტა გ-------–------ეს, რომ თუ არ დაემორჩილებოდა პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, ადმინისტრაციული წესით დააკავებდა პოლიციის დაუმორჩილებლობისათვის. ამის შემდეგ გ-------–------ემ განაცხადა, რომ საბუთები თან არ ჰქონდა. ვინაიდან გ.ც------ეს თან არ ჰქონდა საბუთები, ასევე მას თვალები ჩაწითლებული ჰქონდა, გაუჩნდათ ეჭვი, რომ შესაძლოა ის ყოფილიყო ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში. ა---------– ვ-------ემ განუმარტა გ.ც------ეს ჩასულიყო ავტომანქანიდან და წასულიყო მათთან ერთად პოლიციაში პიროვნების დაზუსტების მიზნით. გ-------–------ემ უპასუხა, რომ წასულიყვნენ პოლიციელები და თვითონ გაყვებოდა მათ. ამის შემდეგ, ა---------– ვ-------ემ გააღო მანქანის კარები, მოკიდა ხელი გ.ც------ეს და მოუწოდა ჩასულიყო ავტომანქანიდან. ამ დროს,მ-----------–--–ი ავტომანქანიდან იძახდა, რომ ,,სამსახურს დააკარგვინებდა პოლიციელებს”.

მან მოუწოდა მ.ხ----–--–ს დაწყნარებულიყო, რადგან ის არ იყო სამართალდამრღვევი პირი და მას არ ესაუბრებოდა. მეორედ მოუწოდა გ-------–------ეს ჩასულიყო მანქანიდან და მოკიდა ხელი ჩამოსაყვანად, რა დროსაც გ-------–------ემ უხეშად ჰკრა ხელი - ,,გაწიე ხელი, ტელეფონზე უნდა დავრეკო და ჩამოვიდეო.” ამის შემდეგ ქამარში მოკიდა ხელი და შეეცადა ჩამოეყვანა მანქანიდან, რა დროსაც მანქანიდან გადმოხტა მ-----------–--–ი, შემოუარა მანქანას, ხელი ჰკრა ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს. ამავდროულად, მ-----------–--–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და ა---------– ვ-------ეს თავი ჩაარტყა შუბლის არეში. დარტყმის გამო ა.ვ-------ემ უკან დაიხია ინერციით. ამის შემდეგ დ----- ნ---–--ემ შებოჭა მ-----------–--–ი - ერთი ხელი კისერზე შემოახვია, მეორე იღლიის ქვემოთ და ჩაეჭიდა. ამ დროს ა.ვ-------ემ დარეკა პოლიციაში, მორიგე ი-–--------–-–---–თან და ითხოვა დამხმარე ჯგუფი. დ----- ნ---–--ე და მ-----------–--–ი ერთმანეთზე ჩაჭიდებულები გადაწვნენ მანქანის წინა ნაწილზე. მ-----------–--–ი მარცხენა ხელით ურტყამდა დ----- ნ---–--ეს და იგინებოდა. როდესაც მათთან მივიდა ა---------– ვ-------ე, მან მარცხენა ფეხი ჰკრა მას და მოიშორა. გ-------–------ე მანქანის ღია კარიდან გადმოიწია და დააკავა დ----- ნ---–--ე. მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ მოახერხეს და მ-----------–--–ი დააწვინეს ძირს. გ-------–------ე ჩავიდა მანქანიდან და უკნიდან დააკავა ა---------– ვ-------ე, რა დროსაც მას შემოეხა სამსახურებრივი მაისური. გ-------–------ემ დააკავა ა---------– ვ-------ე, რადგან ეს უკანასკნელი ვერ დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს მ-----------–--–ის დაკავებაში. როდესაც გ-------–------ემ დააკავა და მოაშორა დ----- ნ---–--ეს, მ-----------–--–მა მოახერხა ფეხზე წამოდგომა და ამ დროს მივიდა დამხმარე ჯგუფი. გ-------–------ე მაშინვე გაჩერდა, როდესაც პოლიციელმა ზ------ გ------–--ემ დაუყვირა გაჩერებულიყო და ხელი გაეშვა პოლიციელისთვის. მ-----------–--–ი აგრძელებდა პოლიციელების მისამართით სიტყვიერ შეურაცხყოფას. დ----- ნ---–--ემ, გ--- ფ------–--ემ და ზ------ კ--------ომ ძირს დააწვინეს მ-----------–--–ი და დააკავეს. მ-----------–--–ი პოლიციაში გადაიყვანეს სამსახურებრივი ავტომანქანით. დაკავებული მთელი გზა აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. რაც შეეხება გ-------–------ეს, ის დააკავა მან, ზ------ გ------–--ემ და გ--- ფ------–--ემ. ზ------ გ------–--ემ ადგილზე განუმარტა დაკავებულის უფლებები, ხოლო ხელბორკილი გ-------–------ეს ადგილზე დაადო თვითონ. დაკავების შემდეგ, გ.ც------ე მისი კუთვნილი მანქანით იქნა გადაყვანილი პოლიციის სამმართველოში. გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, დ----- ნ---–--ეს ცხვირი ჰქონდა გატეხილი და სისხლი მოსდიოდა. ასევე, თვალი და წარბი ჰქონდა დაზიანებული. როდესაც დამხმარე ჯგუფის წევრები მივიდნენ დ----- ნ---–--ეს დაზიანებები უკვე მიღებული ჰქონდა. მოწმის განმარტებით, დამხმარე ჯგუფის პოლიციელებს, შემთხვევის ადგილზე მისვლა დააგვიანდათ, დარეკვიდან დაახლოებით 5-6 წუთში მივიდნენ. პირველად რომელი პოლიციელი მივიდა მას არ დაუნახავს, როდესაც ზ------ გ------–--ის ხმა გაიგონა და მოშორდა გ.ც------ე, ოთხივე პოლიციელი - მ------ მ--–--ე, გ--- ფ------–--ე, ზ------ გ------–--ე და ზ------ კ--------ო დაინახა ერთად. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც გ-------–------ეს უფლებებს უმარტავდა, მანქანაში დაინახა ბავშვი და ქალბატონი, თუმცა ძირს ჩამოსული არც ერთი მათგანი არ დაუნახავს. რაც შეეხება მ-----------–--–ს, ის ერთხელ დააწვინა ძირს დამხმარე ჯგუფის მოსვლამდე, მაგრამ გ-------–------ემ მოაშორა მას და მ-----------–--–მა შეძლო წამოდგომა. დამხმარე ჯგუფის მოსვლის შემდეგ, გ-------–------ის გვერდით იყო და მისთვის უცნობია, დაკავების დროს მ-----------–--–ი დააწვინეს თუ არა ძირს პოლიციელებმა. დაკავების შემდეგ ჯერ მ.ხ----–--–ი იქნა მიყვანილი პოლიციის განყოფილებაში, ხოლო შემდეგ გ.ც------ე. დაზარალებულის განმარტებით, მან განყოფილების პირველ სართულზე გ-------–------ეს გაუხსნა ხელბორკილები და ამის შემდეგ აღარ უნახავს. ორივე დაკავებულის დაკავების ოქმი შეივსო პოლიციის განყოფილებაში, რადგან შემთხვევის ადგილზე ძლიერი წვიმა იყო.

მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა დ----- ნ---–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, იმყოფებოდა ოპერატიულ ჯგუფში და ა---------– ვ-------ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას სამსახურებრივი ავტომანქანით. ისინი პატრულირებდნენ ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე, რა დროსაც ახალი ბაზრის გამოსასვლელიდან გამოვიდა ლურჯი ფერის ,,ROVER”-ის მარკის ავტომანქანა, შეეცადა მანქანების ნაკადში ჩადგომას დასავლეთის მიმართულებით, ვერ მოახერხა მოძრაობის დასრულება ავტომანქანების სიმრავლის გამო და გაჩერდა, რის გამოც შექმნა საცობი მოპირდაპირე მხარეს. ისინი, სამსახურებრივი ავტომანქანით გაუსწორდნენ მათ და მოსთხოვეს ავტომობილის გაჩერება. ამის შემდეგ მათ მანქანა გააჩერეს ,,ROVER”-ის მარკის ავტომანქანის წინ, რომელიც უკვე გაჩერებული იყო. დ----- ნ---–--ე მივიდა მანქანის მძღოლთან გ-------–------ესთან, წარუდგინა თავი და მოსთხოვა საბუთების წარდგენა, რაზეც მიიღო უარი. ამ დროს მათთან მივიდა ა---------– ვ-------ე, საბუთების მოთხოვნის განმეორების შემდეგ, მძღოლმა გ-------–------ემ პოლიციელებს ცინიკურად უპასუხა, რომ მათმა უფროსმა იცოდა, ვინ იყო ის. ამის შემდეგ ა---------– ვ-------ემ გააღო გ-------–------ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის კარები და მოსთხოვა მას ჩასულიყო მანქანიდან და წაჰყოლოდა პოლიციის განყოფილებაში მისი პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით. როდესაც ა---------– ვ-------ემ და დ----- ნ---–--ემ ეჭვი შეიტანეს მძღოლის სიფხიზლეში, მან უპასუხა, რომ ნამგზავრი და დაღლილი იყო და ამიტომ ჰქონდა თვალები ჩაწითლებული. მძღოლის გვერდით იჯდა მ-----------–--–ი, რომელიც ცინიკურ რაღაცეებს იძახდა ავტომანქანიდან, რაზეც მათ მოუწოდეს სიმშვიდისკენ. რადგან გ-------–------ე პოლიციელების მოთხოვნის მიუხედავად არ ჩამოდიოდა ავტომანქანიდან, ა---------– ვ-------ემ ქამარში მოკიდა ხელი და შეეცადა ისე ჩაეყვანა. გ-------–------ემ საჭეს მოკიდა ხელი და არ ჩადიოდა. ა---------– ვ-------ემ მკლავში მოკიდა ხელი გ-------–------ეს ჩამოყვანის მიზნით, ამ დროს ავტომანქანიდან ჩამოვიდა მ-----------–--–ი და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რა დროსაც უხერხულად იგრძნეს თავი და ინერციით ორივე გადავარდნენ უკან. ა---------– ვ-------ემ უთხრა „დაგაკავებთ ახლა პოლიციელების წინააღმდეგობისათვის“ რა დროსაც მ-----------–--–მა თავი ჩაარტყა ა---------– ვ-------ეს. ის იძულებული გახდა გამოეყენებინა ძალა და ხ----–--–ი შებოჭა კისერზე. შებოჭვის მომენტში, ხ----–--–ი ხელს ურტყამდა მას - პირველი და მეორე დარტყმა სახეში მოხვდა, მერე რამდენჯერ მოხვდა ხ----–--–ის დარტყმული ხელი აღარ ახსოვს. ხ----–--–ი ძლიერი პიროვნება არის ფიზიკურად და პირველ შერკინებაზე ვერაფერი მოუხერხა, მაგრამ მეორე შერკინებაზე იმდენი მოახერხა, რომ მანქანის წინა ნაწილზე გადააწვინა, რომელიც იმ მომენტში ცემას და ხელის დარტყმას განაგრძნობდა მის მიმართ. თუმცა რამდენჯერ დაარტყა მ.ხ----–--–მა აღარ ახსოვს. ამ დროს გ.ც------ემ მანქანის გაღებული კარიდან დაიკავა ის და ა.ვ-------ესაც აკავებდა. ა.ვ-------ემ მოახერხა გათავისუფლება და ორივენი დაეცნენ მანქანის წინ. არ იცის როდის გამოიძახა ა---------– ვ-------ემ დამხმარე ჯგუფი. როდესაც მივიდნენ დამხმარე ჯგუფის პოლიციელები, დაეხმარნენ მ-----------–--–ის დაკავებაში. მ-----------–--–ი დააკავეს მან, ზ------ კ--------ომ და გ--- ფ------–--ემ. დაკავებული გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში სამსახურებრივი ავტომანქანით ა---------– ვ-------ესთან და ზ------ კ--------ოსთან ერთად. საჭესთან იჯდა ზ------ კ--------ო, ხოლო მ-----------–--–ი უკანა სავარძელზე მასსა და ა---------– ვ-------ესთან ერთად. დაკავების ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში ძლიერი წვიმის გამო. უფლებების ნაწილი ადგილზე განუმარტეს მ.ხ----–--–ს, ხოლო სრულყოფილად დაკავებულისათვის უფლებების განმარტება მოხდა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას, მ-----------–--–ი მთელი გზა სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს და უპატივცემულოდ იქცეოდა. დაზარალებულის განმარტებით, გ-------–------ის დაკავებაში მონაწილეობდნენ მ------ მ--–--ე, ზ------ გ------–--ე და ა---------– ვ-------ე. როგორც მისთვის ცნობილია გ-------–------ე პოლიციის განყოფილებაში წამოიყვანა მ------ მ--–--ემ გ-------–------ის კუთვნილი ავტომანქანით. დაზარალებულის განმარტებით, გ-------–------ის წინააღმდეგობა პოლიციელების მიმართ გამოიხატებოდა იმით, რომ ის აკავებდა ა---------– ვ-------ეს და საშუალებას არ აძლევდა მას დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს. ა---------– ვ-------ეს, რომ საშუალება ჰქონოდა დახმარებოდა მას, იმ დაზიანებებსაც არ მიიღებდა რაც მიიღო. აღნიშნულის შედეგად მას გახეთქილი ჰქონდა წარბი და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. ხოლო ა---------– ვ-------ეს შეწითლებული ჰქონდა თვალი და სამსახურებრივი მაისური ჰქონდა შემოხეული. დაზარალებულის განმარტებით, მ-----------–--–ი პირველი მიიყვანეს განყოფილებაში და დაახლოებით 5 წუთში მიიყვანეს გ-------–------ე. გ--- ფ------–--ე და ზ------ გ------–--ე გ-------–------ის მიყვანის შემდეგ მივიდნენ განყოფილებაში ერთად. დაკავების ოქმი შეადგინა განყოფილებაში და ამის შემდეგ დაკავებულებთან შეხება აღარ ჰქონია. მ-----------–--–ისათვის უფლებების განმარტების დროს მასთან ერთად ოთახში იყო ა---------– ვ-------ე და ზ------ კ--------ო. დ----- ნ---–--ემ დაკითხვისას განმარტა, რომ ავტომანქანაში დაინახა ქალბატონი, თუმცა ვინ იყო ეს ქალბატონი არ იცის. მან, ასევე, განმარტა, რომ არ დაუნახავს გ-------–------ის შვილი.

მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს ოპერატიულ ჯგუფში იყო ზ------ კ--------ოსთან ერთად. მოძრაობდნენ ჭ----------ს ქუჩაზე, რა დროსაც, დაახლოებით 1220 - 1225 საათზე, ზ------ კ--------ოს დაუკავშირდა პოლიციის განყოფილების სამორიგეოდან ი-–--------–-–---–ი და აცნობა, რომ ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს ესაჭიროებოდათ დახმარება, რადგან პირები დაკავებისას უწევდნენ წინააღმდეგობას. ა.ვ-------ე და დ.ნ---–--ე იმყოფებოდნენ სახაჭაპურე „ა---- მიმდებარე ტერიტორიაზე, მათგან დაახლოებით 100-150 მეტრის დაშორებით და დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მათი მისვლის შემდეგ გაირკვა, რომ მ-----------–--–ი იგინებოდა და დ----- ნ---–--ეს უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას. ა---------– ვ-------ე ცდილობდა დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს, მაგრამ გ-------–------ე აკავებდა მას, გულისპირით ეჭირა და არ აძლევდა საშუალებას დ----- ნ---–--ეს დახმარებოდა. როდესაც მივიდა პირდაპირ აღმოჩნდა გ-------–------ესთან და დაიძახა - ,,რას შვებით, რა ხდება აქ, ხელი გაუშვი”. გ-------–------ე გაჩერდა და ამ დროს მან დაინახა მ------ მ--–--ე და გ--- ფ------–--ე. მისვლისთანავე შეეხო გ-------–------ეს, მანამდე კი ორჯერ დაუყვირა. შეხებისთანავე გაჩერდა გ-------–------ე. ამ დროს მ-----------–--–ი აგრძელებდა წინააღმდეგობას. მოწმის განმარტებით, უფრო მალე და მარტივად დააკავეს გ-------–------ე. გ-------–------ეს მათი მისვლის შემდეგ წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. მას ადგილზე ოქმის შედგენაში ხელი აღარ შეუშლია. გ--- ფ------–--ე და ზ------ კ--------ო დ----- ნ---–--ეს ეხმარებოდნენ მ-----------–--–ის დაკავებაში, რომელიც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ყველა ფორმიანს. შემდეგ გ-------–------ეს აუხსნა ბრალდებულის უფლებები, განუმარტა, რომ ბრალად ედებოდა სსკ 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული პოლიციელების წინააღმდეგობის გამო და ამის შემდეგ ა---------– ვ-------ემ დაადო ხელბორკილი. მათ წინ იდგა სამსახურებრივი პიკაპი და უკან მწვანე ფერის ,,ROVER”- ის მარკის ავტომანქანა, რომელზეც გ-------–------ემ განმარტა, რომ იყო მისი საკუთრება. მ------ მ--–--ემ ჩასვა ამ ავტომანქანაში გ-------–------ე და წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის ავტომანქანით კი გადაიყვანეს მ-----------–--–ი. როდესაც ორივე დაკავებული წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ის და გ--- ფ------–--ე დარჩნენ შემთხვევის ადგილზე. პოლიციის განყოფილებაში მანქანის დაყენებისას, დაინახა, როგორ შეიყვანა მ------ მ--–--ემ გ-------–------ე განყოფილებაში. ამის შემდეგ, ისიც შევიდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მარჯვნივ იჯდა გ.ც------ე და მასთან ერთად იყვნენ მ------ მ--–--ე და ა---------– ვ-------ე. მან შეადგინა დაკავების ოქმი და დაკავებულ გ-------–------ეს განუმარტა ბრალდებულის უფლებები სრულად. შემთხვევის ადგილზე დაკავების ოქმის შედგენა ვერ მოახერხა ძლიერი წვიმის გამო. გაუგებარი მიზეზით გ-------–------ემ ხელი არ მოაწერა დაკავების ოქმს და ამის შესახებ შესაბამისი აღნიშვნა გაკეთდა ოქმზე. დაკავების ოქმზე ხელი მოაწერეს გ-------–------ის დაკავებაში მონაწილე პირებმა - ზ------ გ------–--ემ, მ------ მ--–--ემ და ა---------– ვ-------ემ. ამის შემდეგ დატოვა პოლიციის განყოფილების შენობა და წავიდა. მოწმის განმარტებით, გ-------–------ის წინააღმდეგობა გამოიხატა მასში, რომ ა---------– ვ-------ეს ხელს უშლიდა დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს. გულისპირით ეკავა და ეძახდა მ-----------–--–ზე, „ნუ აკავებთ“. მ-----------–--–ი კი ხელს იქნევდა, ხელს „წიანობდა“ პოლიციელებს, ეტაკებოდა ხელით - არ უშვებდა პოლიციელებს ახლოს, რომ დაეკავებინათ. მას არ დაუნახავს არც მუშტის და არც გაშლილი ხელის მოქნევა მ-----------–--–ის მიერ პოლიციელებისათვის. სამი პოლიციელი ცდილობდა მ-----------–--–ის დაკავებას და ის იშორებდა პოლიციელებს, ეჯიკავებოდა. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, დ----- ნ---–--ეს ჰქონდა სისხლი ცხვირთან და მარჯვენა წარბი გახეთქილი. ა---------– ვ-------ეს მაისური ჰქონდა ჩამოხეული და სიწითლე ეტყობოდა მარცხნივ ლოყის არეში. როდესაც მივიდა, გ-------–------ეს ხელით ეჭირა უკვე ა---------– ვ-------ე და დაზიანებული იყო მისი მაისური. დ----- ნ---–--ე რომ დაინახა, უკვე სისხლი ჰქონდა, დაზიანება ცხვირზე და წარბზე. მან, ასევე, განაცხადა, რომ შემთხვევის ადგილზე ბავშვი და ქალბატონი არ დაუნახავს.

მოწმის სახით დაკითხულმა მ------ მ--–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს იყო ოპერატიულ ჯგუფში და სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა გ--- ფ------–--ესთან ერთად ძველი აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი მოძრაობდნენ ფეხით. დაახლოებით პირველის ნახევარზე გ.ფ------–--ეს დაურეკეს და უთხრეს, რომ მის თანამშრომელ ბიჭებს დ.ნ---–--ეს და ა.ვ-------ეს სჭირდებოდათ დახმარება მათგან რამდენიმე მეტრში, დაახლოებით „ა---- ტერიტორიაზე. როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ნახეს, რომ დ----- ნ---–--ეს ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევდა პიროვნება, როგორც შემდეგ გაირკვა მ-----------–--–ი, ხოლო ა---------– ვ-------ე ხელით ეჭირა როგორც შემდეგ გაირკვა გ-------–------ეს. მივიდა ა---------– ვ-------ესთან და შეეცადა, რომ ხელი გაეშვებინა მაისურზე. მისვლიდან რამდენიმე წუთში გ.ც------ემ შეწყვიტა წინააღმდეგობა. ასევე, იქ მივიდა მისი თანამშრომელი ზ------ გ------–--ე, მან დააკავა გ-------–------ე და განუმარტა უფლებები, ჩასვეს მანქანაში და გადაიყვანეს ზესტაფონის პოლიციის სამმართველოში. მოწმის განმარტებით ა---------– ვ-------ეს ეცვა პოლიციის მაისური, აღნიშნული მაისურით ეჭირა გ.ც------ეს და არ აძლევდა საშუალებას მიხმარებოდა დ.ნ---–--ეს. შეამჩნია, რომ დ.ნ---–--ეს სისხლი ჰქონდა თვალზე, ხოლო ა.ვ-------ეს მაისური ჰქონდა დახეული. დაკავების შემდეგ გ-------–------ეს ჰქონდა ხელბორკილი დადებული. მოწმის განმარტებით, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, პირველად ის მივიდა გ-------–------ესთან და რამდენიმე წამში მივიდა ზ.გ------–--ე. ადგილზე, მანქანაში მან დაინახა ბავშვი და ქალბატონი, თუმცა გ.ც------ის ხელში ბავშვი არ შეუნიშნავს. ასევე უჭირს ბავშვის ასაკის დასახელება. მისივე განმარტებით გ.ც------ემ მას უთხრა, რომ ბავშვი მისი იყო, განყოფილებაში მისი მანქანით წასულიყვნენ, თორემ ბავშვი ინერვიულებდა.

მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ომ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, ზ------ გ------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე. დაახლოებით 1230 საათზე მას დაურეკა მორიგემ, ი-–--------–-–---–მა და უთხრა, რომ დ----- ნ---–--ესა და ა---------– ვ-------ეს ჭირდებოდათ დახმარება ჭ----------ს ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---- მიმდებარე ტერიტორიაზე. ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს ჰყავდათ გაჩერებული ავტომანქანა და ორი პიროვნება აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ზარიდან დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. მისვლისას, შემთხვევის ადგილას დაინახა გ--- ფ------–--ე, ისინი თითქმის პარალელურად მივიდნენ. თვითონ მივიდა დ----- ნ---–--ესთან და მ-----------–--–თან. გ--- ფ------–--ემ ხელი მოკიდა ხ----–--–ს. მისი მისვლის მომენტში დ----- ნ---–--ეს უკვე სისხლი მოსდიოდა. მისვლის მომენტში, მ-----------–--–მა ხელი მოუქნია დ----- ნ---–--ეს და მოხვდა. როცა შემთხვევის ადგილზე მივიდა, ასევე, ა---------– ვ-------ეს მაისური გახეული ჰქონდა და სიწითლეებიც ჰქონდა სახეზე. მ-----------–--–ის გაქნეული ხელი დ----- ნ---–--ეს მოხვდა სახეში, თუმცა რამდენჯერ მოხვდა, არ დაუთვლია. მ-----------–--–ი წინააღმდეგობას უწევდა მათ და მანქანაში ჩასმის დროს უკვე ხელბორკილი ეკეთა. მოწმის განმარტებით, გ-------–------ის წინააღმდეგობა გამოიხატებოდა მასში, რომ ა---------– ვ-------ე ცდილობდა დ----- ნ---–--ესთან მისვლას და გ-------–------ეს მაისურით ჰყავდა დაჭერილი ა---------– ვ-------ე და არ აძლევდა საშუალებას დახმარებოდა დ----- ნ---–--ეს. ამის გამო ა---------– ვ-------ის მაისური იყო შემოხეული. მოწმის განმარტებით, დ----- ნ---–--ეს თვალის და შუბლის არე ჰქონდა გახეთქილი და სისხლი მოსდიოდა. მათ ფიზიკური ძალის გამოყენებით დააწვინეს ძირს მ-----------–--–ი და დააკავეს. მ-----------–--–ის მოქნეული ხელი მას მოხვდა მკერდის არეში. გ--- ფ------–--ეს მოხვდა მ-----------–--–ის ხელი, დ----- ნ---–--ესაც - დაკავების მომენტში. მათი მისვლისას მ.ხ----–--–ი ეჯაჯგურებოდა დ----- ნ---–--ეს და მათაც, როდესაც მივიდნენ ხელს კრავდა და არ აძლევდა დაკავების საშუალებას. დაკავების შემდეგ მ-----------–--–ი სამსახურებრივი ავტომანქანით გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მან პოლიციის განყოფილებაში შეადგინა დაკავების ოქმი, რადგან დაკავების ადგილზე ძლიერი წვიმა იყო და იმის გამო, რომ მ-----------–--–ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და წინააღმდეგობას უწევდა მათ, ვერ მოხერხდა დაკავების ოქმის შედგენა. გ-------–------ე დააკავა მ------ მ--–--ემ. მოწმის განმარტებით, მას შემთხვევის ადგილზე გ-------–------ის ავტომანქანაში არც ქალბატონი დაუნახავს და არც ბავშვი. ავტომანქანაში უკან ვინ ისხდნენ, საერთოდ არ დაუნახავს.

მოწმის სახით დაკითხულმა გ--- ფ------–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, ქალაქ ზესტაფონში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჭ----------ს ქუჩაზე ახორციელებდა პატრულირებას მ------ მ--–--ესთან ერთად. დაახლოებით 1230 საათზე, როდესაც მათ დაურეკა პოლიციის განყოფილებიდან მორიგემ, ი-–--------–-–---–მა და უთხრა, რომ ა---------– ვ-------ეს და დ----- ნ---–--ეს ესაჭიროებოდათ დახმარება ,,ა---- სახაჭაპურეს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან ორი პიროვნება უწევდა ფიზიკურ წინააღმდეგობას და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. გამოძახებიდან დაახლოებით 2-3 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. როდესაც ის და მ------ მ--–--ე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, დაინახეს, რომ დ----- ნ---–--ე ვიღაც მაღალი სპორტული აღნაგობის პირთან ერთად შერკინებულივით იყო. აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მივიდა დასახმარებლად და ამის შემდეგ მათთან მივიდა ზ------ კ--------ო. ის და ზ------ კ--------ო დაეხმარნენ დ----- ნ---–--ეს და რამდენიმე ხანში მოახერხეს მ-----------–--–ის დაკავება და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. მ-----------–--–ი დაკავებამდე, ბოლომდე უწევდა წინააღმდეგობას მათ. ამ დროს ა---------– ვ-------ე იდგა იქვე მდგარ ლურჯ მანქანასთან და გ-------–------ე არ უშვებდა ა---------– ვ-------ეს დ----- ნ---–--ესთან დასახმარებლად. კისრით ჰყავდა ა---------– ვ-------ე დაკავებული. მერე ჯგუფის ბიჭები მივიდნენ და ისინი დაეხმარნენ ა---------– ვ-------ეს, მაგრამ მას ყურადღება არ მიუქცევია მათთვის. მ-----------–--–ი გადაიყვანეს ზესტაფონის პოლიციის განყოფილებაში, სადაც შედგა დაკავების ოქმი ზ------ კ--------ოს მიერ. დაკავების ოქმი შემთხვევის ადგილზე ვერ შეადგინეს ბუნებრივი პირობების და იმის გამო, რომ მ-----------–--–ი წინააღმდეგობას უწევდა პოლიციელებს. მოწმის განმარტებით, დ----- ნ---–--ეს აღენიშნებოდა ცხვირისა და თვალის არეში დაზიანება და მოდიოდა სისხლი. ა---------– ვ-------ეს სამსახურებრივი მაისური ჰქონდა შემოხეული და სახის არე ჰქონდა გაწითლებული. მ-----------–--–ის მიერ სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოიხატებოდა დედის მისამართით შეგინებაში, ზოგადად პოლიციელების მიმართ.

მოწმის სახით დაკითხულმა ი-–--------–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში, ზესტაფონის პოლიციის რაიონულ განყოფილებაში და იყო მორიგე. დაახლოებით 1220 საათზე მას დაუკავშირდა ა---------– ვ-------ე და უთხრა, რომ ჭირდებოდა დახმარება ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე, ვინაიდან გაჩერებული ჰყავდა ავტომანქანა, რომელშიც ისხდნენ პირები და უწევდნენ წინააღმდეგობას. აღნიშნულის გამო ა---------– ვ-------ე ითხოვდა ოპერატიული ჯგუფების დახმარებას. შეტყობინების მიღების შემდეგ დაუყოვნებლივ აცნობა სამმართველოს უფროსის მოადგილეს შ----- ფ--------ეს. მისგან მიიღო დავალება, რომ აღნიშნულის შესახებ ეცნობებინა ოპერატიული ჯგუფებისთვის და გაეგზავნა ისინი დასახმარებლად ა---------– ვ-------ესთან. 1225 საათზე ის დაუკავშირდა გ--- ფ------–--ეს, რომელიც მ------ მ--–--ესთან ერთად იყო ოპერატიულ ჯგუფში და აცნობა დახმარებოდნენ ა---------– ვ-------ეს. ასევე, დაუკავშირდა ყველა ოპერატიულ ჯგუფს და აცნობა აღნიშნულის შესახებ. დარეკვიდან დაახლოებით 15-20 წუთში პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს დაკავებულები. მისი განმარტებით, მ-----------–--–ი განყოფილებაში მიიყვანა ა---------– ვ-------ემ. მათი მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში, მ------ მ--–--ემ მიიყვანა გ-------–------ე. განყოფილებაში მიყვანისას ორივე დაკავებულს ეკეთა ხელბორკილები. მოწმის განმარტებით, როგორც მისთვის ცნობილია, მ-----------–--–ი სამსახურებრივი მანქანით მიიყვანეს განყოფილებაში, ხოლო გ-------–------ე არ იცის თუ ვისი მანქანით მიიყვანეს. განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებულები შეიყვანეს პირველ სართულზე სხვადასხვა ოთახებში. მოწმის განმარტებით, იმ დღესვე დ----- ნ---–--ემ და ა---------– ვ-------ემ მოუყვა რა მოხდა, რომ მათ შეაჩერეს აღნიშნული პირები მოძრაობის წესის დარღვევისათვის და მათ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ა---------– ვ-------ემ მას უთხრა, რომ ორივე დაკავებული აგრესიით გამოირჩეოდა, განსაკუთრებით კი მ-----------–--–ი. ა---------– ვ-------ემ უთხრა, რომ მ-----------–--–მა დაარტყა. მოწმის განმარტებით, ა---------– ვ-------ეს სახის არეში ჰქონდა ადვილად შესამჩნევი სიწითლე და სამსახურებრივი ფორმა ჰქონდა დაზიანებული. დ----- ნ---–--ეს კი მარცხენა თვალ-ბუდის არედან მოსდიოდა სისხლი.

მოწმის სახით დაკითხვისას ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს უფროსის მოადგილემ შ----- ფ--------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, დაახლოებით 1220 საათზე მას დაუკავშირდა მორიგე ი-–--------–-–---–ი და მოახსენა, რომ მათ თანამშრომლებს დ----- ნ---–--ეს და ა---------– ვ-------ეს ესაჭიროებოდათ დახმარება ჭ----------ს ქუჩაზე, რადგან ადმინისტრაციული წესით დაკავებისას პირები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მან მორიგეს მისცა დავალება, რომ დაკავშირებოდა ბაზრის ტერიტორიაზე განაწილებულ ჯგუფებს და გაეგზავნა ისინი დასახმარებლად. მოგვიანებით ა---------– ვ-------ემ მას უამბო, რომ მანქანაში ჩასმამდე გ-------–------ე უწევდა წინააღმდეგობას მათ. ის მ-----------–--–ის დაკავებაში უშლიდა ხელს პოლიციელებს. მ------ მ--–--ემ და გ--- ფ------–--ემ უთხრეს, რომ გ-------–------ე და მ-----------–--–ი ბოლომდე, დაკავებამდე უწევდნენ მათ წინააღმდეგობას. მოწმის განმარტებით, მ-----------–--–ი სამმართველოში მიიყვანეს სამსახურებრივი ავტომანქანით, ხოლო გ-------–------ე მისი კუთვნილი ავტომანქანით. მ-----------–--–ი მიიყვანა დ----- ნ---–--ემ და ზ------ კ--------ომ, ხოლო გ-------–------ე მ------ მ--–--ემ. მოწმის განმარტებით, ბრძანების გაცემიდან დაახლოებით 15-20 წუთში მიიყვანეს პოლიციაში დაკავებულები. დაკავებული პირები ნახა განყოფილებაში, როდესაც ჩადიოდა ქვემოთ, დაკავებულები კი აჰყავდათ მეორე სართულზე. ზ------ კ--------ოს მ-----------–--–ისთვის ეჭირა ხელი, ხოლო ა---------– ვ-------ეს გ-------–------ისთვის. ორივე დაკავებულს ეკეთა ხელბორკილი. მოწმის განმარტებით, როდესაც დ----- ნ---–--ე ნახა, სისხლი მოდიოდა ცხვირიდან და თვალი ჰქონდა ჩაწითლებული, თუმცა მასთან საუბრის მომენტში სისხლი უკვე აღარ მოდიოდა. ა---------– ვ-------ეს მაისური ჰქონდა შემოხეული და სახის მარჯვენა მხარე ჩალურჯებული.

მოწმის სახით დაკითხულმა მოწმე მ--- ც------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს შვილებთან გ------ და გ----- ც------ესთან, მცირეწლოვან შვილიშვილთან და მ-----------–--–თან ერთად იყო ბაზარში, შვილის გ----- ც------ის კუთვნილი ავტომანქანით. საჭესთან იჯდა გ-------–------ე, მის გვერდით მ-----------–--–ი. თავად იჯდა მძღოლის უკან, ბავშვი შუაში, ხოლო გ----- მ.ხ----–--–ის უკან. როდესაც ბაზრიდან გამოვიდნენ და ჩადგნენ მანქანების მწკრივში, რამდენიმე წამში მათი მანქანის გვერდით გაჩერდა პოლიციის პიკაპი და გააჩერებინეს გ------ს მანქანა. ერთერთმა პოლიციელმა უთხრა გ------ს საბუთები წარედგინა, რაზეც გ------მა უთხრა, რომ თან არ ჰქონდა. მან პოლიციელებს უთხრა პირადი ნომერი, თუმცა ამის მიუხედავად პოლიციელებმა მოითხოვეს, რომ პოლიციის განყოფილებაში უნდა წაეყვანათ. გ------მა აუხსნა, რომ მანქანაში დედა, შვილი და ძმა ჰყავდა და გაეშვათ. პოლიციელებმა გ------ს დაუწყეს ჯიკავი და უნდოდათ მისი მანქანიდან გადაყვანა. გ------ი არ ჩადიოდა მანქანიდან. ეს ჯიკავი რომ დაინახა გ------ის შვილმა, დაიწყო ტირილი და ჩაბჟირდა. ამ დროს მ-----------–--–ი გადავიდა მანქანიდან, უკნიდან შემოუარა მანქანას, მივიდა პოლიციელებთან მძღოლის მხარეს და უთხრა - „ბავშვი მაინც შეიცოდეთო“. ამ დროს მ-----ს ხელები უკან ჰქონდა. ერთერთმა პოლიციელმა - დაბალმა, სქელმა ბიჭმა უთხრა მ-----ს, რომ პოლიციის უფროსის დავალებით უნდა წაეყვანათ პოლიციის განყოფილებაში. ერთერთმა პოლიციელმა კი მისვლისთანავე შემოარტყა ხელი მ-----------–--–ს და შეაგინა დედის მისამართით. მ-----------–--–ს პოლიციელებისთვის ხელი არ დაურტყამს. გ------ი პოლიციელებს ხელით არ შეხებია, ის იყო ბავშვთან და არ შორდებოდა, რადგან ჩაბჟირებული იყო. როდესაც პოლიციელები ხელით შეეხნენ მ-----------–--–ს, ამ დროს შეიკრიბა ირგვლივ ხალხი და მათ შორის იყვნენ მოძრაობის მარეგულირებლები ე.წ. ,,სტაიანშიკები”. მათ ეცვათ ფორმა და ერთერთი მათგანი, თ------ რ-------ე იცნო. ეს პიროვნება უყურებდა მოვლენებს მ-----------–--–ზე პოლიციელების მიერ ხელის შეხებიდან, მისი დაკავების მომენტამდე. პოლიციელებმა მოკიდეს მ-----ს ხელი და „მიაფხოკიალებდნენ“ მანქანისკენ. ისინი ურტყამდნენ მ-----ს წიხლებს, შემდეგ ხელები გაუკრეს თავისავე კაშნეთი და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. არც გ-------–------ისთვის და არც მ-----------–--–ისთვის ხელბორკილები ადგილზე არ დაუდიათ. მ-----------–--–ის დაკავებას უყურებდა 3-5 მეტრის მანძილზე და როდესაც მ-----------–--–ი ჩასვეს პოლიციის მანქანაში, იმავე მანქანაში ჩასვეს თავდაპირველად გ-------–------ე, რომელიც მალევე ჩამოვიდა მანქანიდან და დარჩა შემთხვევის ადგილზე. პოლიციელებმა კი მ-----------–--–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. შემთხვევის ადგილზე სხვა პოლიციელებიც მივიდნენ, მაგრამ მათი მისვლის მომენტი არ დაუნახავს. როდესაც პოლიციელები მ-----------–--–ს აკავებდნენ და მანქანაში სვამდნენ, გ------ი იდგა მანქანასთან და ბავშვი ეჭირა ხელში და ამ დროს პოლიციელებთან საუბარი არ ჰქონია. ეს ყველაფერი გრძელდებოდა დაახლოებით 3-4 წუთი. შემთხვევის ადგილას შეიკრიბა ხალხი. ზოგიერთი მათგანი ვიდეოს იღებდა. ვიდეოს იღებდნენ პოლიციელებიც. გ-------–------ეც იღებდა ვიდეოს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონით, მაგრამ როდესაც გამომძიებელმა ლაშა პირველაშვილმა მოწმეს გადასცა გ-------–------ის მობილური ტელეფონი და პირადი ნივთები, ვიდეო წაშლილი აღმოჩნდა. მ-----------–--–ის დაკავებისას, იდგა მათ მანქანასთან, ხოლო მისი შვილი გ----- ც------ე იჯდა მანქანაში. მ-----------–--–ის წაყვანის შემდეგ შემთხვევის ადგილზე იყო პოლიციელი პაატა ჯუღელი, რომელმაც უთხრა გ------ს - ,,შენ აღარ ხარ საჭირო და წადი სახლში. თუ საჭირო გახდება, დაგირეკავენ და გამოხვალ ჩვენების მისაცემად.” მეორე პოლიციელმა კი უთხრა, ახლა უნდა დავკითხოთ მოწმის სახით და პოლიციაში წამობრძანდითო. ისინი მათი მანქანით ავიდნენ პოლიციაში. გ------ი იჯდა საჭესთან. მ-----------–--–ის წაყვანიდან დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ პოლიციის განყოფილებაში. გ------ი შევიდა პოლიციაში. მოწმის განმარტებით, ის იმ დღესვე დაკითხა პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელმა ლაშა პირველაშვილმა და ყველაფერი ასახა თავის ჩვენებაში რაც მოხდა. ჩვენება არ წაუკითხავს, ენდო გამომძიებელს და ისე მოაწერა ხელი. დაკითხვის დასრულების შემდეგ, დაახლოებით ერთ საათში ჩავიდა პირველ სართულზე და იქ დაინახა გ------ი, რომელსაც ხელბორკილი არ ჰკეთებია.

მოწმის სახით დაკითხულმა გ----- ც------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს დედასთან მ--- ც------ესთან, ძმასთან გ-------–------ესთან, მ-----------–--–თან და მცირეწლოვან ძმისშვილთან ერთად იყო ზესტაფონის ბაზარში საყიდლებზე. ბაზრის გამოსასვლელთან, ნახევარი საათი იდგნენ საცობში და შემდეგ სხვა მანქანების მსგავსად გამოვიდნენ ისინიც, რა დროსაც გააჩერა პოლიციამ და გ------ს მოსთხოვეს საბუთები. მათ განუმარტეს, რომ მოძრაობის წესების დარღვევისთვის აჩერებდნენ, თუმცა კონკრეტულად რა წესის დარღვევაზე მიუთითებდნენ პოლიციელები არ გაუგია. პოლიციელები იყვნენ სამსახურებრივი პიკაპის მარკის ავტომანქანით. მათი მანქანის წინ დაახლოებით 5 მეტრში გააჩერეს პოლიციელებმა თავიანთი მანქანა. გ------მა სახელი, გვარი და პირადი ნომერი უთხრა მათ შემოწმების მიზნით. ასევე, უხსენა მისი ნაცნობი პოლიციელების სახელი და უთხრა, რომ შეეძლოთ მათთან გადაემოწმებინათ მისი ვინაობა. პოლიციელებმა მათ განუმარტეს, რომ არ აინტერესებდათ, რადგან სამმართველოს უფროსის დავალებით აკავებდნენ. ორი პოლიციელიდან ერთი იყო სუსტი, ხოლო მეორე შედარებით ჭარბწონიანი. პირველად მანქანასთან მივიდა სუსტი პოლიციელი, ხოლო 30 წამში მივიდა მეორე პოლიციელი. მას შემდეგ, რაც გ------მა პოლიციელებს უთხრა, რომ საბუთები არ ჰქონდა, მათ გამოაღეს მანქანის კარები და დაუწყეს გ------ს ჯიკავი - ერთი მხარში კიდებდა ხელს, მეორე ქამარში. ამ დროს ბავშვმა დაიწყო ტირილი და ჩაბჟირდა. როდესაც პოლიციელები გ------ს ეჯიკავებოდნენ, მ-----ი გადავიდა მანქანიდან და უთხრა პოლიციელებს -,,ხომ ხედავთ ბავშვი რა დღეშია, რა დაგემართათ.” იმავე წამს პოლიციელებმა გ------ს დაანებეს თავი და ეცნენ მ-----ს. ხელები გადაუგრიხეს, ძირს დააწვინეს და ნიაღვარში ჩააყოფინეს თავი. თავისავე კაშნეთი გაუკრეს ხელები და სამმა პოლიციელმა ჩასვა პოლიციის მანქანაში. მოწმის განმარტებით შემთხვევის ადგილზე კიდევ მივიდა რამოდენიმე პოლიციელი, რომლებიც აკავებდნენ მ-----------–--–ს. მ.ხ----–--–ის მანქანიდან გადასვლის შემდეგ პოლიციელები გ------ს აღარ შეხებიან. კონფლიქტი გაგრძელდა პოლიციელებს და მ-----------–--–ს შორის. მ-----------–--–ის მხრიდან პოლიციელის მისამართით წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ხელის დარტყმა და მოქნევა განხორციელდა მხოლოდ პოლიციელების მხრიდან. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე არც მ-----------–--–ისთვის და არც გ-------–------ისთვის პოლიციას ხელბორკილი არ დაუდევს. მ-----------–--–ის დაკავებისას გ------ს ბავშვი ეჭირა ხელში, რადგან ბავშვი არ შორდებოდა მამას. გ------მა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ აიყვანა ბავშვი ხელში. მ-----------–--–ის წაყვანის შემდეგ, იქ შეიკრიბა ხალხი, მათ შორის მათი ნაცნობებიც და დაახლოებით 10 წუთი საუბრობდნენ. იქ მივიდნენ მოძრაობის მარეგულირებლები ე.წ. ,,სტაიანშიკები” რომლებსაც ეცვათ ფორმა. შემდეგ წავიდნენ პოლიციის განყოფილებაში. საჭესთან დაჯდა გ------ი. განყოფილებაში პირველად შევიდა გ-------–------ე, 5 წუთის შემდეგ კი, თვითონ და დედამისი. ბავშვი დატოვეს მანქანაში. მოწმის განმარტებით, როდესაც პოლიციის განყოფილებაში შევიდა, მან მისაღებში მარჯვენა მხარეს დაინახა მისი ძმა გ-------–------ე, რომელიც ესაუბრებოდა პროკურორ კ---- ს-----ეს. ამ დროს ხელბორკილები დადებული არ ჰქონია. ამის შემდეგ ის გარეთ გავიდა ორჯერ და როდესაც მესამედ შევიდა განყოფილებაში, დაახლოებით 30-40 წუთის შემდეგ, გ------ი ისევ პოლიციის განყოფილებაში დახვდა და მას ედო ხელბორკილები. მოწმის განმარტებით, ერთერთი მაღალი, შავგვრემანი, მელოტი ფორმიანი პოლიციელი იღებდა მ-----------–--–ის დაკავების მომენტს.

მოწმის სახით დაკითხულმა ჭ------ მ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ე.წ. „სტაიანშიკად“ ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე. 2017 წლის 13 იანვარს მუშაობდა და იდგა ჭ----------ს ქუჩის 27 ნომერში. ზუსტი დრო არ ახსოვს, დაახლოებით შუა დღეს ჭ----------ს ქუჩაზე შეიქმნა მანქანების კორდონი და გადაიკეტა მოძრაობა. ამ დროს ქვემოდან მიდიოდა პოლიციის პიკაპი, რომელიც გაჩერდა მის წინ, პოლიციელები გადავიდნენ მანქანიდან და ფეხით გაიქცნენ შემთხვევის ადგილისკენ. მან იფიქრა, რომ მანქანები დაეჯახნენ ერთმანეთს. იმ ადგილიდან, სადაც ის იდგა, ვერ ხედავდა შემთხვევის ადგილს, რადგან 400-500 მეტრით იყო დაშორებული. იმ დღეს არ გაუგია რა მოხდა. რამდენიმე დღის შემდეგ, შეიძლება ერთი კვირის შემდეგაც, ის სამსახურის დაკარგვის მუქარით წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც გაიგო რომ შეხლა-შემოხლა მომხდარა პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის. მუქარით მას ხელი მოაწერინეს ჩვენებაზე, თუმცა არ წაუკითხავს მისი შინაარსი და არც რაიმე სხვა ფორმით მომხდარა შინაარსის გაცნობა მისთვის. მოწმის განმარტებით, მან ჩვენებაზე მხოლოდ ხელი მოაწერა ერთგან, სხვა არაფერი დაუწერია გამოკითხვის ოქმზე.

მოწმის სახით დაკითხულმა თ------ რ-------ემ განაცხადა, რომ მუშაობს ე.წ. „სტაიანშიკად“ 2017 წლის 13 იანვარს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე. დაახლოებით 1230 საათზე სახაჭაპურე ,,ა---- მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა დიდი ჩოჩქოლი, როდესაც გაუსწორდა იმ ადგილს დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლები ცდილობდნენ ორი ახალგაზრდის პოლიციის მანქანაში ჩასმას. ერთი იყო მაღალი, ხოლო მეორე შედარებით დაბალი. ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციას, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ არ უნდოდათ პოლიციის მანქანაში ჩასხდომა. პოლიციელები იყვნენ პიკაპით. ეს ორი პიროვნება იდგა ერთმანეთის გვერდით და პოლიციელები იყვნენ მათ ირგვლივ. პოლიციელებმა ჩასვეს ისინი მანქანაში და წაიყვანეს. მოწმის განმარტებით, დაახლოებით 3-4 წუთი უყურებდა ამ ყველაფერს და დამხმარე პოლიციელების ჯგუფის მისვლის შემდეგ, წავიდა. მოწმის განმარტებით, მას არც ხელის დარტყმა დაუნახავს, არც იარაღი დაუნახავს. შემთხვევის ადგილზე დაჭრილი ან დასისხლიანებული არავინ ყოფილა. არც მუქარა გაუგონია. მან დაინახა, რომ ორივე ახალგაზრდა ერთმა და იმავე პოლიციელმა დააკავა და დაადო ხელბორკილები. მას არც შემოხეული ტანსაცმელი შეუნიშნავს და არც ძირს წაქცეული დაუნახავს ვინმე. მასთან ერთად იყო მისი თანამშრომელი ჭ------ მ--–--ე.

მოწმის სახით დაკითხულმა ლაშა პირველაშვილმა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს ზესტაფონის შს რაიონულ სამმართველოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე - პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე მ-----------–--–ის და გ-------–------ის მიმართ დაიწყო გამოძიება. იყო საქმის გამომძიებელი და ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, კერძოდ: დაკითხა მოწმეები, დანიშნა სასამართლო სამედიცინო, ალკოჰოლური და ნარკოტიკული ექსპერტიზები. ბრალდებულებს მ-----------–--–ს და გ-------–------ეს გააცნო დადგენილება მათი ბრალდების შესახებ. ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტი - დაზარალებულების ჩვენებების ადგილზე შემოწმება. ასევე, გამოითხოვა სხვადასხვა სახის ინფორმაცია.

მოწმის სახით დაკითხულმა გ-------–------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, მ--- ც------ესთან, გ----- ც------ესთან, მცირეწლოვან შვილთან და მ-----------–--–თან ერთად იყო ბაზარში. როდესაც ბაზრიდან გამოდიოდნენ, ჭ----------ს ქუჩაზე, გზა განაგრძო დასავლეთის მიმართულებით. რამდენიმე წამში გვერდზე ამოუდგა პოლიციის მანქანა და დ.ნ---–--ემ ხელით ანიშნა გაეჩერებინა. როდესაც მანქანა გააჩერა და მივიდა დ.ნ---–--ე, მოსთხოვა საბუთები. უთხრა, რომ თან არ ჰქონდა, თუმცა უთხრა სახელი, გვარი და პირადი ნომერი, ასევე დაუსახელა რამდენიმე პოლიციელი, რომელთაც შეეძლოთ დაედასტურებინათ მისი ვინაობა. საუბარში მათთან მივიდა ა.ვ-------ე, რომელმაც მოსთხოვა მას მანქანიდან ჩასვლა, თუმცა არ ჩავიდა. ა.ვ-------ემ კარი გაუღო და შეეცადა მის ძალით გადაყვანას, ასევე ხელი ჩაარტყა კისრის არეში. ამ დროს მანქანიდან გადავიდა მ-----------–--–ი, მივიდა მასთან და უთხრა გადასულიყო და წაყოლოდა მათ, რა პრობლემა იყო. ამ დროს გ.ც------ის მცირეწლოვანი შვილი შეშინდა, დაიწყო ტირილი და ჩაეჭიდა მას. მ-----------–--–ის სიტყვებზე პოლიციელებმა მიატოვეს მასთან საუბარი, შებრუნდნენ მ.ხ----–--–ის მიმართულებით და მთლიანად გადაერთვნენ მასზე. წააქციეს ძირს, თავი ჩააყოფინეს გუბეში, მისივე კაშნეთი შეუკრეს ხელები და ჩასვეს პოლიციის მანქანაში. ამ დროს, მას ბავშვი ეჭირა ხელში, რომელიც ტირილისგან ჩაბჟირებული იყო და არ შორდებოდა მას. მიუხედავად მისი მცდელობისა დედამისისთვის მიეცა, არ მოსცილებია. გ. ც------ის განმარტებით, არც მას და არც მ. ხ----–--–ს პოლიციისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც სიტყვიერი და არც ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სრულიად უმიზეზოდ მოხდა მ.ხ----–--–ის დაკავება ადგილზე, ხოლო მისი დაკავება ადგილზე არ მომხდარა. როდესაც მ.ხ----–--–ი წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, დაახლოებით ათ წუთში მივიდა პოლიციაში, შევიდა შენობაში მ-----ის ამბის საკითხავად. როდესაც იყო პოლიციის შენობაში, დაახლოებით ექვსი საათის შემდეგ მოახდინეს მისი დაკავება, უთხრეს, რომ ადმინისტრაციული წესით დააკავეს და დააჯარიმებდნენ. როდესაც საბუთები მიუტანეს ხელმოსაწერად, წაიკითხა, რომ ეწერა სისხლის სამართალი, რის გამოც უარი განაცხადა დოკუმენტებზე ხელის მოწერაზე.

მოწმის სახით დაკითხულმა მ-----------–--–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 13 იანვარს გ-------–------ესთან, მ--- ც------ესთან, გ----- ც------ესთან და გ------ის მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა ბაზარში. გამოსვლისას, ჩვეულებრივად ჩადგნენ მანქანების მწკრივში, რა დროსაც გააჩერა პოლიციამ და მოსთხოვეს საბუთები. გ------მა უთხრა, რომ სახლში დარჩა საბუთები, თუმცა უთხრა სახელი, გვარი და პირადი ნომერი. ამ დროს ა.ვ-------ე ტელეფონზე ესაუბრებოდა დ----- გ---შვილს, ისმოდა მისი სხმა „ხო შეფ, დიახ ბატონო დ-----“ ასე მიმართავდა. საუბრის დასრულების შემდეგ ა.ვ-------ე მივიდა მათთან და უთხრა უფროსის ბრძანებით უნდა დაგაკავოთო. ჩაარტყა ხელი გ.ც------ეს კეფაში და დაექაჩა გადასაყვანად. ამ დროს გ.ც------ის შვილი ატირდა. აღნიშნულზე გადავიდა მანქანიდან და გ.ც------ეს თხოვა ბავშვთან ერთად გადმოსვლა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ჩაეჭიდა მას. ა. ვ-------ე შეუბრუნდა „შენი დახმარება ვის ჭირდებაო“ და ფეხების რტყმევა დაუწყო წვივებში, ცდილობა პროვოკაციაზე წამოგებას. ჩაეჭიდა გულმკერდში და ანჯღრევდა. მ.ხ----–--–ს ხელები უკან ჰქონდა და ისე ესაუბრებოდა ა.ვ-------ეს. ამ უკანასკნელმა ხელი მოუქნია დასარტყმელად, რა დროსაც თავი დაწია და ხელი ყურზე მოხვდა. მეორედ როცა მოუქნია, დაუჭირა, მოიშორა და უთხრა გაწეულიყო. ამ მოქმედების შესრულება და პოლიციელები დაახტნენ უკნიდან, დააგდეს ძირს და თავი ჩააყოფინეს გუბეში. ცდილობა ადგომას, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. მისი კაშნეთი შეუკრეს ხელები, ჩასვეს პიკაპში და წაიყვანეს განყოფილებაში. მთელი ამ ხნის მანძილზე გ.ც------ე ბავშვით ხელში იდგა, ვინაიდან ბავშვი ჩაბჟირებული იყო და არ სცილდებოდა მას. მ.ხ----–--–ის განმარტებით, არც მას და არც გ.ც------ეს პოლიციელებისათვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და არც არავისთვის მიუყენებია ფიზიკური შეურაცხყოფა.

მ-----------–--–ის დაკავების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, 1222 წუთზე, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა დ----- ნ---–--ემ, გ--- ფ------–--ემ და ზ------ კ--------ომ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---- წინამდებარე ტერიტორიაზე დააკავეს მ-----------–--–ი პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის მიზნით. დაკავების ოქმი შედგა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, რადგან ძლიერი წვიმისა და ბრალდებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ოქმის შედგენა დაკავების ადგილზე ვერ მოხერხდა.

გ-------–------ის დაკავების ოქმის თანახმად, ირკვევა, რომ 2017 წლის 13 იანვარს, 1222 წუთზე, ზესტაფონის შს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ა---------– ვ-------ემ, მ------ მ--–--ემ და ზ------ გ------–--ემ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე, სახაჭაპურე ,,ა---- წინამდებარე ტერიტორიაზე დააკავეს გ-------–------ე პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისათვის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ხელის შეშლის მიზნით. დაკავების ოქმი შედგა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, რადგან ძლიერი წვიმისა და ბრალდებულის მიერ გაწეული წინააღმდეგობის გამო ოქმის შედგენა დაკავების ადგილზე ვერ მოხერხდა.

ა---------– ვ-------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმის თანახმად, ა---------– ვ-------ის მიერ წარმოდგენილი ლურჯი ფერის მაისურის დათვალიერება ჩატარდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოს შენობაში. მასში მონაწილეობდნენ ექსპერტი ზ------ გელაშვილი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა---------– ვ-------ე. საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა გამომძიებელმა ლაშა პირველაშვილმა. დასათვალიერებელი ობიექტი ნებაყოფლობით წარმოადგინა ა---------– ვ-------ემ და მისი განმარტებით, აღნიშნული მაისური ეცვა 2017 წლის 13 იანვარს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ მაისური საყელოს არეში არის გახეული. ა---------– ვ-------ის განმარტებით, მაისურის საყელო გაუხია მ-----------–--–მა, როდესაც დაკავებისას უწევდა წინააღმდეგობას.

საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა 2017 წლის 23 თებერვლის დაზარალებულ დ----- ნ---–--ის მონაწილეობით, მისი ჩვენების შემოწმების მიზნით. მან მიუთითა ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე ის ადგილი, საიდანაც გ-------–------ე გამოვიდა 2017 წლის 13 იანვარს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით. ასევე მიუთითა ადგილი, სადაც შეაჩერეს გ-------–------ე და ადგილი, სადაც ის და მ-----------–--–ი არ დაემორჩილნენ მისი და ა---------– ვ-------ის მითითებას და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.

2017 წლის 23 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარდა დაზარალებულ ა---------– ვ-------ის მონაწილეობით მისი ჩვენების შემოწმების მიზნით. მან მიუთითა ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე ის ადგილი, საიდანაც გ-------–------ე გამოვიდა 2017 წლის 13 იანვარს მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით. ასევე მიუთითა ადგილი, სადაც შეაჩერეს გ-------–------ე და ადგილი, სადაც ის და მ-----------–--–ი არ დაემორჩილნენ მითითებას და გაუწიეს ფიზიკური წინააღმდეგობა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N4------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილ ა---------– ვ-------ის პოლიციის ფორმის მაისურზე აღინიშნება მექანიკური დაზიანების ობიექტური კვლები, რომლებიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.

ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა -ო----- ხ-----------მ.

დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N0-------- და N0-------- დასკვნები დ----- ნ---–--ის და ა---------– ვ-------ის მიმართ, ასევე ექსპერტ გ------- გ-------–-–---–ის გამოკითხვის ოქმი.

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა დაფუძნებულია მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე. აღნიშნული ვლინდება მხარეთა მიერ მოპოვებულ მტკიცებულებათა გამოკვლევის წესშიც, რაც გულისხმობს იმას, რომ მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეთ, წარადგინონ და გამოიკვლიონ მტკიცებულებები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტით, რომლის თანახმად, ყოველ პირს, ვისაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს, დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხიოს დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის არსებობა არ გულისხმობს სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულებათა სიუხვეს, არამედ საჭიროა არსებობდეს ერთობლიობა წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებებისა, რომელთა ურთიერთშეჯერება და არა მათი განყენებულად შეფასება გონიერ და ობიექტურ ადამიანს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

პალატას პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად საყურადღებოდ მიაჩნია მტკიცებულებების შეფასებისას ბრალდების მხარის ურთიერგამომრიცხავი მტკიცებულებები - დაზარალებულების ა---------– ვ-------ისა და დ----- ნ---–--ის, ბრალდების მხარის მოწმეების ზ------ გ------–--ის, მ------ მ--–--ის, ზ------ კ--------ოსა და გ--- ფ------–--ის ჩვენებები, რომლებში არსებული წინააღმდეგობებიც დამაჯერებლობას და სანდოობას უკარგავს მათ და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის სტანდარტს, რის გამოც პალატამ, არ გაიზიარა ისინი, კერძოდ, დაზარალებულ ა---------– ვ-------ის ჩვენების მიხედვით, მ-----------–--–ი გადმოხტა მანქანიდან და ხელის კვრით ორივე პოლიციელი მოაშორა მანქანას და თავი ჩაარტყა მას შუბლის არეში. აღნიშნულის გამო, ორივე მათგანი ინერციით უკან დაიწია. დ----- ნ---–--ე კი მოწმის სახით დაკითხვისას განმარტავს, რომ მ-----------–--–ი გადმოვიდა მანქანიდან და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს, რის გამოც მათ თავი იგრძნეს უხერხულად და ინერციით მოშორდნენ მანქანას; ა---------– ვ-------ისა და მ------ მ--–--ის ჩვენებების თანახმად, მათ შენიშნეს ა/მანქანაში ქალბატონი და ბავშვი, თუმცა ძირს ჩამოსული არ დაუნახავთ არცერთი, ხოლო დ----- ნ---–--ის, ზ------ გ------–--ის და ზ------ კ--------ოს ჩვენებების თანახმად კი, მათ არც მანქანაში და არც შემთხვევის ადგილზე ქალბატონი და ბავშვი არ დაუნახავთ. მაშინ, როდესაც მოწმეების მ--- ც------ის, გ----- ც------ის, გ-------–------ის და მ-----------–--–ის ჩვენებებით, ქალაქ ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე მოძრაობისას, მათთან ერთად მანქანაში იჯდა გ-------–------ის 4 წლის შვილი, რომელმაც პოლიციელების მიერ განხორციელებული ქმედებების დროს დაიწყო ტირილი, ჩაეჭიდა გ-------–------ეს და არ აძლევდა მანქანიდან გადასვლის საშუალებას; მ------ მ--–--ემ თავის ჩვენებაში აღნიშნა, რომ ის პირველად მივიდა დასახმარებლად ა---------– ვ-------ესთან, რომელსაც მაისურით იჭერდა გ-------–------ე და მისი მისვლიდან რამდენიმე წუთში გ-------–------ემ შეწყვიტა წინააღმდეგობის გაწევა. მოწმე მიუთითებს, რომ შემდეგ მივიდა მისი თანამშრომელი ზ------ გ------–--ე, რომელმაც დააკავა გ-------–------ე. მოწმე ზ------ გ------–--ემ კი თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე მისვლისას ის პირველად შეეხო გ-------–------ეს, მანამდე ორჯერ დაუყვირა და ხელის მოკიდებისთანავე გაჩერდა გ-------–------ე და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ამის შემდეგ მოიხედა და იქ დაინახა მ------ მ--–--ე, როდესაც ის მივიდა გ-------–------ე უკვე გაჩერებული იყო; მოწმე გ--- ფ------–--ემ თავის ჩვენებაში მიუთითა, რომ მ-----------–--–ის და გ-------–------ის დაკავება თითქმის ერთდროულად მოხდა, ხოლო ზ------ გ------–--ემ ჩვენებაში აღნიშნა, რომ პირველად დააკავეს გ-------–------ე და შემდეგ 5-10 წუთის შემდეგ მ-----------–--–ი. გ--- ფ------–--ემ აღნიშნა, რომ მ-----------–--–ს მისთვის ხელი არ დაურტყამს, ხოლო მოწმე ზ------ კ--------ო აღნიშნავს, რომ მ-----------–--–ის მოქნეული ხელი მოხვდა გ--- ფ------–--ეს მკერდზე; ასევე დაზარალებულების ა---------– ვ-------ის და დ----- ნ---–--ის ჩვენებებს შორის არსებებობს წინააღმდეგობა, გ-------–------ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის გაჩერებასთან დაკავშირებით. ა---------– ვ-------ემ განაცხადა, რომ როდესაც გვერდით ამოუდგნენ გ-------–------ის მანქანას, დ----- ნ---–--ემ ანიშნა გ------ს გაეჩერებინა მანქანა, თუმცა მან განაგრძო სვლა. დ----- ნ---–--ე ჩავიდა მანქანიდან, მივიდა გ-------–------ის მანქანასთან და მოსთხოვა მანქანის შეჩერება. დ----- ნ---–--ემ დაკითხვისას თავდაპირველად მანქანიდან გადაუსვლელად მანქანის გაჩერებაზე მიუთითა, თუმცა შემდეგ ვერ დააკონკრეტა, კონკრეტულად როგორ მოხდა გ-------–------ის მართვის ქვეშ მყოფი მანქანის შეჩერება.

პალატა ასევე ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ისინი ბრალდებულების ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად არ გამოდგება, იმ გარემოებათა გამო, რომ ფაქტიურად წარმოადგენენ დაზარალებულთა ჩვენებების გაგრძელებას და მათი ცალ-ცალკე მტკიცებულებებად მიჩნევა, არ გამომდინარეობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

რაც შეეხება მოწმეების, მ--- ც------ისა და გ----- ც------ის ჩვენებებს, მათ პოლიციის მუშაკებისაგან განსხვავებით, რადიკალურად განსხვავებულ გარემოებებზე მიუთითეს: მ--- ც------ემ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა მისვლისთანავე შემოარტყა ხელი მ-----------–--–ს და შეაგინა დედის მისამართით. პოლიციელები ურტყამდნენ მ-----ს წიხლებს, შემდეგ ხელები გაუკრეს თავისავე კაშნეთი და ჩასვეს პოლიციის ა/მანქანაში. მ-----------–--–ის დაკავებას უყურებდა 3-5 მეტრის მანძილიდან. მ-----------–--–ს პოლიციელებისთვის ხელი არ დაურტყამს. გ------ი პოლიციელებს ხელით არ შეხებია, ის იყო ბავშვთან და არ შორდებოდა მას, რადგან ბავშვი ჩაბჟირებული იყო; გ----- ც------ის განცხადებით მ-----------–--–ის მხრიდან პოლიციელის მისამართით წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია. ხელის დარტყმა და მოქნევა განხორციელდა მხოლოდ პოლიციელების მხრიდან. მ-----------–--–ის დაკავებისას გ------ს ბავშვი ეჭირა ხელში, რადგან ბავშვი არ შორდებოდა მამას. გ------მა მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ აიყვანა ბავშვი ხელში.

სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება ბრალდების მხარის პოზიციას ხსენებული მოწმეების: მ--- და გ----- ც------ეების ჩვენებების არ გაზიარების თაობაზე, იმ გარემოებებზე მითითებით, რომ აღნიშნული მოწმეები არიან გამართლებულთა ახლობლები და შედეგით დაინტერესებული პირები. ამასთან პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, სადაც სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეზე - ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ ((Ochelkov v. Russia), რომელშიც სასამართლომ აღნიშნა, რომ "ფაქტობრივად, პოლიციის თანამშრომლების ვერსია ეწინააღმდეგებოდა მოვლენათა იმ აღწერას, რომელიც ორი მოწმის... მიერ იქნა წარმოდგენილი, რომლებიც დაკავებული პირის ახლობლები იყვნენ, მიუხედავათ აღნიშნულ მოწმეთა ახლობლობისა დაკავებული პირების მიმართ, მათი თანმიმდევრული ხასიათის ჩვენებათა გამო ისინი მაინც გაზიარებული იქნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ და უპირატესობა მიენიჭა პოლიციელების წინააღმდეგობრივ ჩვენებებთან მიმართებით, როდესაც საქმეში სხვა უტყუარი მტკიცებულება არ არსებობდა.

სააპელაციო სასამართლოს აზრით მტკიცების პროცესში განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს თვითმხილველი მოწმე, რომლის ჩვენებაც მეტი ინფორმაციულობით გამოირჩევა, კერძოდ, თ------ რ-------ე არის ნეიტრალური მოწმე, რომელიც მუშაობდა ე.წ. „სტაიანშიკად“. მოწმე თ------ რ-------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 13 იანვარს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ზესტაფონში, ჭ----------ს ქუჩაზე. დაახლოებით 1230 საათზე სახაჭაპურე ,,ა---- მიმდებარე ტერიტორიაზე დაინახა დიდი ჩოჩქოლი, როდესაც გაუსწორდა იმ ადგილს მან დაინახა 2 ახალგაზრდა პიროვნება, რომლებიც არ სხდებოდნენ პოლიციის მანქანაში, რაშიც გამოიხატებოდა მათ მიერ გაწეული წინააღმდეგობა. მან დაადასტურა, რომ ამ პირების მიერ პოლიციელების მიმართ ცემა, ხელის დარტყმა ან მსგავსი სახის ფიზიკური წინააღმდეგობა არ დაუნახავს, ხოლო მოწმე ჭ------ მ--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ ის არ ყოფილა თვითმხილველი მოწმე და რეალურად არ დაუნახავს რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რადგანაც შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 400-500 მეტრით იყო დაშორებული.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის ძირითადი მტკიცებულებ-ები პოლიციის მუშაკთა ჩვენებებია, რაც მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში არ არის საკმარისი და სარწმუნო, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ-----------–--–ისა და გ-------–------ის ბრალეულობას. ცხადია, რომ აღნიშნულ შემთხვევას უამრავი თვითმხილველი ჰყავდა, მაგრამ ბრალდების მხარემ სასამართლოში მხოლოდ ორი მოწმე: თ------ რ-------ე და ჭ------ მ--–--ე წარადგინეს, რომლებმაც სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის პოზიციის სრულიად საპირისპირო ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. შესაბამისად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავი, ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადგენდა, რომ სწორედ გამართლებულებმა ჩაიდინეს მათთვის ბრალად შერაცხული, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, განაცხადი N 5310/71, § 161).

ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ მოხდა იმის დადასტურება, რომ მ-----------–--–მა და გ-------–------ემ დანაშაული ჩაიდინეს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად ცნო მ-----------–--–ი და გ-------–------ე უდანაშაულოდ და გაამართლა წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 იანვრის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზესტაფონის რაიონული პროკურატურის პროკურორის კ---- ს-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 06 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად:

გ-------–------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

გ-------–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N12/1-2017 განჩინებით, ო-–-------- ა--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-–------ი, საკადასტრო კოდით №3-----------), დადებული ყადაღა;

გამართლებულ გ-------–------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

მ-----------–--–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში;

მ-----------–--–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის N12/1-2017 განჩინებით, ო-–-------- ა--–--ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მდებარე: ზესტაფონის რაიონი, სოფელი კ-–------ი, საკადასტრო კოდით №3-----------), დადებული ყადაღა;

გამართლებულ მ-----------–--–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება;

საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები: 2017 წლის 13 იანვარს, დ----- ნ---–--ის და ა---------– ვ-------ის გარეგნული დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი “CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

2017 წლის 13 იანვარს, ა---------– ვ-------ის მაისურის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოების ამსახველი ,,CD“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

ა---------– ვ-------ის მიერ წარმოდგენილი ლურჯი ფერის მაისური, შავი ფერის საყელოთი, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს ა---------– ვ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

2017 წლის 15 იანვრის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულ მ-----------–--–ისათვის ჩამორთმეული პირადობის მოწმობა (აიდი ბარათი) ნომრით 1-------- და საქართველოს მოქალაქის პასპორტი ნომრით 1--------, გაცემული მ-----------–--–ის სახელზე, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში (რომლებიც ჩამორთმეული ჰქონდა საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე), დაუბრუნდეს მ-----------–--–ს;

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე