განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-175-2018 წელი
№110100117001771425
g a n a C e n i
saqarTvelos saxeliT
19 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამარ-თლემ მარინე იმერლიშვილმა ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე მ--- კ-----–---–ის ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.
მ--- კ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართ-ლობის არ მქონე, მცხოვრები ზ------------------------------–-----–-------ში, მსჯავრდე-ბულია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეფარდებული აქვს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით;
aRwerilobiTi nawili:
მ--- კ-----–---–ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო ცემისათვის (ძალადო-ბისათვის), რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყო-ლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით 20 საათიდან, 21 საათამდე პერიოდში, ზ-------------------------------–------–--ში, შელაპარაკების ნიადაგზე, მ--- კ-----–---–მა ხელი ორჯერ დაარტყა სახეში, ცხვირის არეში, მ--- ე-------ეს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯან-მრთელობის მოუშლელად.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სტაჟიორმა პროკურორმა გ--- დ--------–--ემ, რომელიც ითხოვს მ--- კ-----–---–ის მიმართ შეფარდებული სასჯელის გამკაცრებას, რასაც ასაბუთებს იმ მო-ტივირებით, რომ დაზარალებულსა და მსჯავრდებულს მომხდარ ფაქტამდეც და მის შემდგომაც კონფლიქტური დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთთან. მ--- კ-----–---–ი-სათვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანა-შაულის სიმძიმეს და აღნიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას. მოსამართლემ განაჩენში მიუთითა, რომ მ--- კ-----–---–ს პასუხის-მგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნდა. მაშინ, რო-ცა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 531 მუხლის მეორე ნაწილში მითითე-ბულია, რომ - დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მი-მართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, ... არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსის გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანა-შაულისათვის.
სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულმა მ--- კ-----–---–მა, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.
samotivacio nawili:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ მ--- კ-----–---–ის ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იური-დიული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით.
რაც შეეხება მსჯავრდებულ მ--- კ-----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მ--- კ-----–---–ის მიმართ სასჯე-ლის დანიშვნისას გაითვალისწინა ის გარემოებები, რომ იგი წარსულში ნასამართლევი არ არის, არ არის შემჩნეული ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში და აღნიშნული ქმედების ჩადენის შემდგომ არ არის კონფლიქტში კანონთან, ხასიათდება დადებითად და არის ოთხი შვილის დედა. სასამართლოს მიერ გათვალისწინებული იქნა აგრეთვე საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები, იმავე კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრული სასჯელის დანიშვნის ზოგადი საწყისები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლ-საწინააღმდეგო ნება, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი და მ--- კ-----–---–ს შეუფარდა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. სააპე-ლაციო პალატას მიაჩნია, რომ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსე-ბობს გასაჩივრებული განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულისათ-ვის საუარესო ცვლილების შეტანის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი მ--- კ-----–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სა-აპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
sarezolucio nawili:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპრო-ცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
d a a d g i n a :
მ--- კ-----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 თებერვლის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
მ--- კ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვ-როს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
მ--- კ-----–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – შეთანხმება გაუსვ-ლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ გაუქმებულია.
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 2016 წლის 16 ნოემბერს გა-დაღებული ფოტომასალის ამსახველი ერთი ცალი „CD-R“ დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ნივთმტკიცება – შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 2016 წლის 16 ნოემბერს, მ--- ე-------ის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული მ--- ე-------ის კუთვნილი მოწითა-ლო ფერის მაისური, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბ-რუნდეს მ--- ე-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სა-აპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.
მოსამართლე: marine imerliSvili