განაჩენი

სისხლის სამართლის 04.07.2019
საქმის ნომერი
330100114681876
ინსტანცია
თარიღი
04.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100114681876

საქმე №1ბ/201-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბი-–---- სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალა---ს

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

სოფიო კაპანაძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: ხა------------–---–-ს

მსჯავრდებულის: ფა-------------–---ს

ადვოკა---ს: მუ------------–----ს

 

მონაწილეობით,ქ.თბი-–---- გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ხა------------–---–-ს, ასევე მსჯავრდებულ ფა-------------–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკა---ს მუ------------–----ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ფა-------------–---ს მიმართ, დაბადებული 1----–-–------------------ პირადი #2----------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობა გაქარწყლებული, რეგისტრირებული მა-------–-------------------–------–----- ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------–-------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბი-–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენით, ფა-------------–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 16 000 ლარის ოდენობით. მასვე, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პა---მრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოდ, მოსახდელად განესაზღვრა 5000 ლარის ოდენობით.

ფა-------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

2014 წლის თებერვლის თვეში, მ--–-------------- მისი ნათესავის ა-–--–-------–---–-- საცხოვრებელ სახლში, მდებარე თბილისში, მ----------------–------------–-----------------------------------ში გაიცნო ფა--------------–--ა, რომელიც მოტყუებით დაპირდა, მისი ახლობლის - ვინმე დ------ მეშვეობით შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთით, რომელიმე ბანკიდან, სესხის 10 000 (ათი ათასი)ლარის ოდენობით გამოტანას. მოგვიანებით, მარტის თვეში, ფა-------------–---მ, მა-–-------------ს საკრედიტო ისტორიის გადამოწმების მიზნით, გამოართვა პირადობის მოწმობა და მას შემდგომ, რაც გაარკვია, რომ მა-–-------------ს ,,საქართველოს ბანკში“ ერიცხებოდა საკრედიტო დავალიანება 270 (ორასსამოცდაათი) ლარის ოდენობით და იგი ირიცხებოდა ე.წ. ,,შავ სიაში“, მოტყუებით, 2014 წლის მარტის თვეში ეტაპობრივად, თითქოს იმავე ახლობელ ვინმე დ------ მეშვეობით ამორიცხავდა ბანკის „შავი სიიდან“ და აიღებდა მისთვის სასურველ სესხს, გამოართვა ფულადი თანხა ჯამში 2040 ლარის ოდენობით.. ფა-------------–---ს ქმედებით დაზარალებულ მა-–-------------ს მიადგა 2040 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ.თბი-–---- გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხა------------–---–-ა, ასევე მსჯავრდებულმა ფა-------------–---მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მუ------------–----მ.

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, სასჯელის დამძიმება და მსჯავრდებულისთვის თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელის განსაზღვრა.

დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - დაცვის მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო, ვინაიდან სასამართლომ შეფასების გარეშე დატოვა ის არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომელიც დაფიქსირდა მოწმეთა ჩვენებებს შორის. ძირითადად განაჩენი დაეყრდნო ორი ცრუ მოწმის, მა-–-------------სა და ა-–--–-------–---–-- ჩვენებებს, რომელიც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის სხვა მოწმეების ჩვენებებთან. ამასთან, ყურადღება არ იქნა გამახვილებული დაცვის მხარის დასაბუთებულ არგუმენტაციაზე და გამოკვლეული მტკიცებულებები მორგებული იქნა ბრალდების მხარის პოზიციის გასამყარებლად.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ სასამართლომ დამახინჯებული შინაარსით გადმოსცა დაზარალებულ მა-–-------------ს ჩვენება იმ ნაწილში, სადაც აღწერილია მისი და ფა-------------–---ს გაცნობის, ავტომანქანის შეძენასა და სესხის აღებაში დახმარების მომენტი, ვინაიდან საერთოდ საუბარი არ არის ან–--–-------–---–--ე, რომელიც თავად იყო ყველაფრის ინიციატორი. აპელანტი ციტირებას უკეთებს დაზარალებულ მა-–-------------ს სასამართლოზე მიცემულ ჩვენებას და მიიჩნევს, რომ ის, როგორც მტკიცებულება, საერთოდ არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს, ვინაიდან წინააღმდეგობრივი ხასიათისაა, არათანმიმდევრული და არადამაჯერებელია თანხის გადაცემის ნაწილში და ასევე წინააღმდეგობაში მოდის მოწმეების ა-–--–-------–---–--, ნ----–----------------–-----–-------–---–-- ჩვენებებთან, ვინაიდან ისინი არ ადასტურებენ დაზარალებულის ჩვენებაში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში უთითებს: „დაზარალებულის ჩვენების მიხედვით მან 270 ლარი პირადად გადასცა ფა-------------–---ს ა-–--–-------–---–-- თანდასწრებით. ამის შემდეგ მან 250 ლარი მისცა მან ან–--–------------------ რომელმაც 50 ლარი დაამატა, 300 ლარამდე შეავსო თანხა და ორივენი წავიდნენ, სადღაც, ალბათ, იმ დ------თან შესახვედრად. ამის შემდეგ, მას უთხრეს, რომ კიდევ 300 ლარი იყო საჭირო და მან ეს 300 ლარი ა-–--–--------–---–-----–-----–-------–---–------------–---------- თანდასწრებით გადასცა ფა------. დაზარალებულისვე განმარტებით, ა-–--–--------------- ერთად წავიდნენ ვიღაც „დ------თან“ ფულის გადასაცემად. შემდეგ ისინი უკან დაბრუნდნენ და თქვეს: ,,კიდევ 800 ლარია საჭიროო’’. ამის შემდეგ დაზარალებული ახსენებს 500 ლარს, რომელსაც არ აკავშირებს 800 ლართან და ამბობს, რომ 500 ლარი და კიდევ გზის ფული 30 ლარი ცა------–---–-ა მისცა ჯი----–---ს. შემდეგ დაზარალებულმა თითქოს ფა-------------–---ს კიდევ მისცა 340 ლარი. ფა-----მ ამის შემდეგ კიდევ მოსთხოვა 200 ლარი, მაგრამ ეს თანხა არ გადაუცია და წავიდა პოლიციაში. გა------ს განმარტებით, მან ფა-------------–---ს ჯამში გადასცა 2040 ლარი. დაცვის მხარეს, დაზარალებულის ჩვენების აღნიშნული ინტერპრეტაციით დასადასტურებლად მოჰყავს განაჩენიდან დაზარალებულის ჩვენებიდან ამონარიდი და მიუთითებს, დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ა-–--–-------–---–--, ნ----–----------------–-----–-------–---–-- ჩვენებებთან, ვინაიდან ა-–--–-------–---–- არ ადასტურებს ფა-------------–---სთან ერთად ვინმე „დ------თან“ შესახვედრად წასვლის ფაქტს და არც იმას, რომ ბანკიდან გამოსულმა ფა-------------–---მ მა-–-------------სგან თანხა აიღო, ასევე ნა---–--------ა არ ადასტურებს მისი თანდასწრებით რაიმე თანხის გადაცემის ფაქტს, ხოლო ლე--- ცა------–---–-ა უარყო მისი და ბე--–---–-ს თანდასწრებით მა-–-------------ს მიერ ფა-------------–---სთვის ს----------–---------ს წინ 250 ლარის გადაცემის ფაქტი. იგი თანხის გადაცემას თავის თავზე იღებს სრულიად სხვა ადგილზე და არ ადასტურებს დაზარალებულის მიერ მისი თანდასწრებით თანხის გადაცემას. მოწმე ჩვენებაში ამბობს, რომ 250 ლარი გადასცა პა------–---–--, მეორე თანხა 300 ლარი გადასცა თვითონ, 500 ლარი მა-–------ გადასცა და მისგან იცის, რომ მა-–-----მ მისცა ფა------.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას, ვინაიდან დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში დაზარალებულის და სხვა მოწმეების ჩვენებებს არასწორი ინტერეპრეტაციით, ფრაგმენტულად, მისთვის სასურველ კონტექსტში გადმოსცემს და ისე აკეთებს შეფასებებს, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის მათ მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებებთან.

პალატა ეთანხმება აპელანტს იმ კუთხით, რომ დაზარალებულის ჩვენება ა-–--–-------–---–---- მიმართებაში გარკვეული სახეცვლილებით არის მოყვანილი განაჩენში, ვინაიდან დაზარალებულმა მა-–-------------ს განმარტებით სწორედ ა-–--–-------–---–-- ინცია---ვით გაიცნო მან ფა-------------–---, მისივე ინიცია---ვით წარიმართა საუბარი, რომ ფა-------------–--- მისი ახლობლისგან აყიდინებდა 800 ლარად ავტომანქანა „----–---------“ და მანვე უთხრა, რომ ფა-------------–--- დაეხმარებოდა და ბანკიდან ააღებინებდა სესხს 10.000 ლარის ოდენობით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში დაზარალებულმა მ--–-------------- დამაჯერებლად და თანმიმდევრულად მიუთითა თუ სად, ვისი თანდასწრებით და რა რაოდენობის თანხა გადასცა ფა-------------–---ს, კერძოდ, მას შემდე, რაც ფა-------------–--- შეპირდა დახმარებას ავტომანქანისა და ბანკიდან სესხის გამოტანაში, ა-–--–-------–---–---- და ფა-------------–---სთან ერთად წავიდა ბანკში და დადგინდა, რომ 270 ლარის დავალიანება ერიცხებოდა და შავ სიაში იყო შეყვანილი. ფა--------------–--ამ უთხრა, რომ ეს თანხა უნდა გადაეხადა, მას ჰყავდა ნაცნობი ვიღაც „დ-----“, ვისაც მიუტანდა თანხას და ის ამოაშლევინებდა შავი სიიდან. ამ საქმეს კი 300 ლარი ჭირდებოდა. ფა-------------–---მ ასევე უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი, მაიორი, გამომძიებელი, მიუტანა ქსეროქსზე გადაღებული ფურცელი იმის დასადასტურებლად, რომ 1600 ლარი ჰქონდა ხელფასი და თავდებში ჩაუდგებოდა ბანკიდან 10.000 გამოსატანად.

დაზარალებული მა-–------------- შემდეგი თანმიმდევრობით აღწერს, მსჯავრდებულს თუ სად და რა რაოდენობის თანხა გადასცა: „ სოციალური დახმარებიდან 252 ლარი მეკუთვნოდა და 250 ლარი ავიღე, 20 ლარი ა-–--–-------–---–- გამოვართვი, დავუმატე და მისივე თანდასწრებით ფა------ მივეცი.... ეს 270 ლარი წაიღო და გადავიხდიო, თან „დ------“ მოელაპარაკებოდა. შემდეგ მოვიდა და 300 ლარი უნდა ამ საქმესო, სამასი ლარი კი არა კაპიკი არ მქონდა და წავედი გუ-------–-, მივედი ცა------–---– ლე---ისთან და ვუთხარი, რომ 300 ლარი მჭირდებოდა, „კოლხოზნიკი უნდა წამოვიყვანო და თან ბანკიდან 10.000 ლარი უნდა გამოვიტანო-თქო. ამ საუბარს შემოესწრო პ-------–---–-----------’. დაზარალებულის განმარტებით, დანამდვილებით იცი, რომ ის დღე 21 თებერვალი იყო, ვინაიდან სოფელში იმ დღეს მიჰქონდათ დახმარების ფული და სწორედ ეს ფული - 300 ლარი ასესხა თ----- პა------–---–--. ამის შემდეგ ის და თ----- ცა------–---–- ამ უკანასკნელის მანქანით წამოვიდნენ თბილისში, თუმცა არ---------–ი მანქანა გაუფუჭდათ და ტაქსით წამოვიდნენ. ა-–--–-------–---–- და ფა-------------–--- „საქართველოს ბანკთან ელოდებოდნენ“ და გზაში „ასჯერ“ დაურეკეს. დაზარალებული აღნიშნული თანხის გადაცემას შემდეგნაირად აღწერს: „ტაქსით რომ წამოვედით, ტაქსაც ხომ ფული მივეცი, ცა------–---–-ს მანქანაც ხომ „გავაზაპრავკეთ“ და ფული დაგვაკლდა, რომ მივედით, მე ვუთხარი: ტაქსით წამოვედით და 250 ლარი მივეცი ცა------–---–-ს და ა-–--–--- თანდასწრებით. ქალბატონმა ფა-----მ მითხრა, არაუშავს, მე დავამატებ 50 ლარსო და რომ გამოიტან, მერე მომეციო“. მოწმის განმარტებით, საღამოს ფა----- ჯი----–--ა და ა-–--–-------–---–- წავიდნენ „დ------თან“ ფულის მისაცემად. დაბრუნებისას კი განაცხადეს, რომ ფული მიუტანეს და ყველაფერი ხუთიანზე იქნებაო. თუმცა ცოტა ხნის შემდეგ, ფა-------------–---მ უთხრა: ამ საქმეს კიდევ 300 ლარი სჭირდებაო. მას ფული არ ჰქონდა და ლე--- ცა------–---–-ა უთხრა: მე მოგცემო. დაზარალებული აღნიშნული თანხის გადაცემას შემდეგნაირად აღწერს: „ა-–--–- მეთექვსმეტე სართულზე ცხოვრობს, ფ----– იმავე სართულზე, შუაში ნა---–--------ა. ორივენი ნა---–--------ასთან იყვნენ, მივედით. პირადად ფ----- გადავეცი 300 ლარი ა-–--–---, ნ---- და ცა------–---–-ს თანდასწრებით.---–--–------------- ისევ დ------თან წავიდნენ, მოსვლისას კი თქვეს, რომ 800 ლარი არის საჭიროო...ცა------–---–-ა მე ვიშოვიო, იშოვა და თავისი ხელით მისცა ჯი----–---ს, 30 ლარიც დაამატა გზისთვის ფულად“

აპელანტი არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებს დაზარალებულის ჩვენებას და უთითებს, რომ თითქოს მა-–------------- არ აკავშირებს 500 ლარს უკვე ნახსენებ 800 ლართან, რასაც პალატა ვერ გაიზიარებს. დაზარალებულმა თავის ჩვენებაში ამ ეპიზოდთან დაკავშირებით რამდენჯერ განაცხადა: „ 500 ლარი, რომელიც ცა------–---–-ა იშოვა, მე უნდა დავაბრუნო, მე მასესხა, 500 ლარი და 300 ლარიც, რომ მიშოვა, ჩემი გადასახდელია ის“ (იხ.ტომი 2, ს.ფ 38), ადვოკა---ს შეკითხვაზე: „ 300 ლარი გამოვართვი პ-------–---–-, 300 ლარი ცა------–---–ს. 800 ლარი გამოვართვი ცა------–---–ს, 300 ლარი ერთი მივეცი და მეორედ 530 ლარი. დანარჩენი არის ჩემი ფული“ (იხ.ტომი 2, ს.ფ 39). ჩვენებიდან ნათლად ჩანს, რომ ნახსენები 800 ლარი შედგებოდა ლე--- ცა------–---–-სგან ნასესხები 300 და 500 ლარისაგან, ასევე 30 ლარი, რომელიც გზის ფულად მისცეს ფა-------------–---ს.

დაზარალებული მა-–------------- ამის შემდეგ განმარტავს, რომ ფა-------------–---მ ის და ა-–--–-------–---–- დაიბარა „კ------------“, სადაც ტაქსით მივიდნენ და შემდეგ შევიდნენ მოპირდაპირე მხარეს მდებარე „ს----------–---------ს“ ფილიალში შემდეგი თანმიმდევრობით, ჯერ შევიდა ფა-------------–---, შემდეგ ა-–--–-------–---–- და ბოლოს თავად. როგორც აღმოჩნდა, მას ისევ ერიცხებოდა ჯარიმა 327 ლარის ოდენობით. ამ შემთხვევაშიც ჯი----–---მ უთხრა, რომ ეს თანხა გადასახდელი იყო. დაზარალებულის თქმით, მას ბანკიდან აღებული ჰქონდა და 340 ლარი მას ბანკიდან გამოსვლის შემდეგ, ბანკის მოპირდაპირე მხარეს მისცა. ხოლო მოგვიანებით, იმავე დღეს ფა-------------–---ს მოთხოვნით, კიდევ 200 ლარი გადასცა.

დაზარალებულმა მ--–--------------, სასამართლოში ფა-------------–---ს შეკითხაზე ანალოგიური თანმიმდევრობით უჩვენა მასზე გადაცემული თანხების რაოდენობა და ადგილი, ხოლო ადვოკა---ს შეკითხვაზე კიდევ ერთხელ განმარტა: „თავიდან 270 ლარი მივეცი, მერე 250, 300, 500, 340, 150 და მანამდე 200 მივეცი“.

დაცვის მხარემ ჩვენების ამ ნაწილთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მითითებული თანხების საერთო ჯამი შეადგენს 2010 ლარს და არა 2040 ლარს, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს დაზარალებულის ჩვენების არასანდოობაზე.

პალატა არ ეთანხმება აპელანტის ამ შეფასებას, ვინაიდან ნებით თუ უნებლიეთ დაცვის მხარე გვერდს უვლის იმ 30 ლარს, რომელზეც დაზარალებული რამდენჯერმე უთითებს თავის ჩვენებაში და განმარტავს, რომ ლე--- ცა-------–---–-- 500 ლარის გადაცემისას ფა-------------–---ს გზის ფულად მისცა 30 ლარი, რაც მისი ვალია და გადასახდელია. აღნიშნული თანხის გათვალისწინებით კი ვღებულობთ იმ თანხის ოდენობას, რაზეც მიუთითებს დაზარალებული.

პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ მა-–-------------ს ჩვენება, როგორც ცალკე აღებული მტკიცებულება, არის დამაჯერებელი, თანმიმდევრული, მასში დეტალური სიზუსტით არის გადმოცემული საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისი არგაზიარების საფუძველი არ არსებობს.

აპელანტის მტკიცებით, დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმე ა-–--–-------–---–-- ჩვენებასთან, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ ადასტურებს ფა-------------–---სთან ერთად ვინმე „დ------თან“ შესახვედრად წასვლის ფაქტს და არც იმას, რომ ბანკიდან გამოსულმა ფა-------------–---მ მა-–-------------სგან თანხა აიღო.

დაცვის მხარის მიერ მოწმის ჩვენების ამ სახით ინტერპრეტაცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის თავად მოწმის მიერ სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ან–--–-------–---–-ა განმარტა, რომ ფა-------------–--- დაპირდა მა-–-------------ს, რომ მისთვის მისაღებ ფასში აყიდინებდა ავტომანქანას და ბანკიდან გამოატანინებდა 10.000 ლარს. მას შემდეგ, რაც გაარკვიეს, რომ მა-–-------------ს ბანკში დავალიანება ერიცხებოდა და შავ სიაში იყო შეყვანილი ფა-------------–---მ მოსთხოვა 300 ლარის მოტანა. მოწმე უჩვენებს: „რამდენჯერმე მოუტანა მა-–----- გა------მ ფა--- ჯი----–---ს თანხები. დაზუსტებით არ ვიცი, როდის რა მოუტანა, ბოლოს მახსოვს დიდუბეში.... პირველად სთხოვა 300 ლარი. მერე გავიდა დრო და არყოფნისო ეს 300 ლარი.... მა-–----- გა------მ 300 ლარი მისცა ფა--- ჯი----–---ს ჩემს სახლში, ოჯახში, მერე კიდევ სთხოვა, ზუსტად არ მახსოვს. მოწმემ დაადასტურა ნა---–--------ას სახლში ფულის გადაცემის ფაქტიც, ასევე მა-–-------------ს მიერ ბანკიდან თანხის გამოტანის და დიდუბეში, „კ------------“ ფა-------------–---სთან შეხვედრის და მასზე თანხის გადაცემის ფაქტი. რაც შეეხება ვინმე „დ------თან“ შესახვედრად წასვლის ფაქტს, რაზედაც აპელირებს აპელანტი, ამასთან დაკავშირებით მოწმე განმარტავს: „ რამდენჯერმე მოსთხოვა ფული 300-500 ლარი, „კიდობანი რომ არის, იქ შევხვდით და იქ მიუტანა მ--–-------------- ეს თანხა. მა-–------ უთხრა: შენ წადიო, მე და ა-–--–- წავალთ დიღომშიო, ს----------–---------ს უფროსს უნდა შევხვდეთო და გაგიკეთებთ ამ საქმესო. წავედით მე და ქალბატონი ფა--- დიღომში, მა---------------–---ნ გამოიარა შავმა ჯიპმა, დიდი მანქანა იყო. ჩაჯდა ქალბატონი ფა---, ნახევარ საათში, 40 წუთში მოვიდა უკან, ტყუილს ვერ გეტყვით და მითხრა ყველაფერი გაკეთებულიაო“.

დაცვის მხარის აზრით, დაზარალებულსა და მოწმე ა-–--–-------–---–-- ჩვენებებს შორის წინააღმდეგობა ასევე გამოიხატება იმაში, რომ ეს უკანასკნელი დაზარალებულისაგან განსხვავებით სხვა რაოდენობის თანხებს ასახელებს.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის ასეთ მსჯელობას, რადგანაც მოწმე ან–--–-------–---–-ა სასამართლოში ჩვენების მიცემისას რამდენჯერმე უჩვენა, რომ მას ზუსტად არ ახსოვს, თუ რა რაოდენობის თანხები გადასცა მ--–-------------- ფა-------------–---ს და შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებზე აპელირება უსაფუძვლოა.

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ მოწმის ჩვენების თანახმად, დაახლოებით 5-6 ჯერ მოხდა ფა-------------–---ს მხრიდან თანხის მოთხოვნა და თანხის გადაცემა ყოველთვის მისი თანდასწრებით ხდებოდა.

აპელანტი მოწმე ა-–--–-------–---–-- ჩვენებას მიიჩნევს არასანდო მტკიცებულებად, ვინაიდან მან გამოძიებაც მოატყუა და სასამართლოც, ცრუ ჩვენება მისცა გამოძიებას, ხოლო შემდეგ შეცვლა ის, რასაც თავადაც არ უარყოფს, ასევე სინამდვილეს არ შეეფერება მის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება, თითქოს, მან და ნა---–--------ამ ფა-------------–---ს მითითებით მისცეს ჩვენება და ისინი სამივენი ერთად წერდნენ ჩვენებებს, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის გამომძიებელ ბ----------------–-–---–-ს ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლოში არ დაადასტურა ასეთი ფაქტის არსებობა და განმარტა, რომ ა-–--–-------–---–---- ერთად ფა-------------–---ც იყო, თუმცა ა-–--–-------–---–- გასაუბრებაზე მარტო იყო.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოწმე ან–--–-------–---–-ა გამოძიებისას ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები მისცა, რაც თავის მხრივ არ უარყო და დაადასტურა სასამართლოში მიცემული ჩვენებითაც, თუმცა დაასახელა ამის მიზეზი და განმარტა, რომ ფა--------------–--ამ ის შეცდომაში შეიყვანა.

პალატა აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ განსახვავებული ჩვენებების მიცემა საქმეზე ობიექტურ დამკვირვებელში გარკვეულწილად კითხვებს აჩენს მოწმის სანდოობასთან დაკავშირებით, მაგრამ ასეთ შემთხვევაში შეფასება უნდა მიეცეს თავად გამომწვევ მიზეზს და რამდენად შესაძლებელია მას ადგილი ჰქონოდა.

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, თუ რა შეიძლება რეალურად გამხდარიყო ა-–--–-------–---–-- მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების შეცვლის მიზეზი. დაზარალებულ მა-–-------------ს მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად, სწორედ ა-–--–-------–---–-- ინცია---ვით გაიცნო მან ფა-------------–---, მისივე ინიცია---ვით წარიმართა საუბარი, რომ ფა-------------–--- მისი ახლობლისგან აყიდინებდა 800 ლარად ავტომანქანა „----–---------“. ასევე აღნიშნული პიროვნება ესწრებოდა თანხის გადაცემის ყველა ფაქტს და ფაქტობრივად საქმის კურსში იყო ფა-------------–---ს ყველა მოქმედებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არსებობდა იმის რისკი, რომ გამოძიებას მის მიმართ სამართლებრივი კუთხით, შეკითხვები გასჩენოდა. პალა---ს აზრით, სწორედ ამ ფაქტორმა განაპირომა ა-–--–-------–---–-- მიერ გამოძიებაში ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემა და საბოლოოდ ისეთი პოზიციის დაფიქსირება, რასაც რეალურად ადგილი ჰქონდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ბე---------------–-–---–-ა მოწმე ა-–--–-------–---–--აგან განსხვავებით ნამდვილად დაადასტურა ის ფაქტი, რომ ა-–--–-------–---–- გასაუბრებაზე ნამდვილად მარტო იმყოფებოდა. რაც აპელანტის აზრით გამორიცხავს ამ უკანასკნელის მტკიცებას, რომ მისგან ცრუ ჩვენების მიცემა განპირობებული იყო ფა-------------–---ს მიერ შეცდომაში შეყვანით. თუმცა მოცემულ შემთხვევაში პალატა ყურადღებას ამახვილებს მოწმე ნა---–--------ას სასამართლოში მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით, რომლითაც დასტურდება, რომ ვიდრე მოწმე გამომძიებელს ჩვენებას მისცემდა, მასთან კომუნიკაცია ჰქონდა ფა-------------–---ს, რომელმაც სთხოვა მისთვის სასარგებლო ჩვენება მიეცა გამოძიებისთვის, კერძოდ, ნა---–--------ა ჩვენებაში მიუთითებს: „მე იმ დღეს პოლიციაში, რომ დამიბარეს და ჩვენება რომ მივეცი, ფ----- დავურეკე და ვუთხარი: რატომ მახსენეთ მე საერთოდ, ამ საქმესთან მე შეხება არ მქონდა და მითხრა, რომ შენ არაფერ შუაში არ ხარო, ეს საქმე მოგვარებულიაო....არანაირი ზეწოლა არ ჰქონია. არ თქვა, რომ მოვიდნენ ჩემთანო......დიახ ვადასტურებ, რომ ფა-----მ მითხრა: არაფერი არ თქვაო“. ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ ჩვენებას დაცვის მხარე საერთოდ გვერდს უვლის და შეფასების გარეშე ტოვებს.

პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის შეფასებას მოწმე ლე--- ცა------–---–-ს ჩვენებასთან დაკავშირებით, თითქოს ეს უკანასკნელი უარყოფს მისი და ბე--–---–-ს თანდასწრებით მა-–-------------ს მიერ ფა--- ჯი----–---სთვის ს----------–---------ს წინ 250 ლარის გადაცემის ფაქტს.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ლე--- ცა------–---–-ა დაადასტურა, რომ მა-–-------------ს 2014 წლის თებერვლის თვეში ნამდვილად უნდოდა ავტომანქანის ყიდვა და ამ მიზნით, თავის მანქანით გამოყვა მას თბილისში. 300 ლარი გამოართვეს თ----- პ-------–---–-. მისივე განმარტებით, აღნიშნული თანხა მა-–-------------ს ესაჭიროებოდა კრედიტის აღებისათვის. თანხა უნდა მიეტანათ ფა-------------–---სთვის. ლე--- ცა------–---–- ფა-------------–---ზე აღნიშნული თანხის ასევე სხვა თანხების გადაცემას აღწერს სწორედ იმ რაოდენობით და იმ თანმიმდევრობით, როგორც დაზარალებული მა-–-------------, კერძოდ, მოწმე განმარტავს: „წამოვედით გზაზე, მანქანა გაგვიფუჭდა, დავსხედით ტაქსზე და ჩამოვედით. ეს 250 ლარი ფ----- და მეორე, მასთან ერთად ვინც იყო, ა-–--–-, მათ გადავეცით, 250 ლარი გადავეცით, ტაქსით წამოვედით და ხარჯი ხომ გვინდოდა“. სასამართლო სხდომის ოქმიდან დასტურდება, რომ მოწმისთვის არცერთ მხარეს არ დაუსვამს შეკითხვა კონკრეტულად, თუ სად გადასცეს ფა-------------–---ს თანხა და ამით აიხსნება, რომ ლე--- ცა------–---–- ადგილის დაკონკრეტების გარეშე ადასტურებს მისი თანდასწრებით თანხის გადაცემის ფაქტს. მოწმე დეტალურად აღწერს ფა-------------–---სთვის 300, 500 და 30 ლარის გადაცემის ფაქტს, ხოლო ადვოკა---ს შეკითხვაზე განმარტავს: „პირველი თანხა მისცა პა------–---–-- 300 ლარი, მაგრამ 50 ლარი გზაზე ტაქსში მივეცით, 250 ლარი ჩემთან ერთად გადასცა ფ-----, მეორე თანხა მე თვითონ მივეცი 300 ლარი, ყველა იქ ვიყავით და 300 ლარი მე მივეცი ფ-----. 500 ლარი მა-–------ მივეცი და მა-–-----მ მისცა მერე ფ-----, თუ მე მივეცი, აღარ მახსოვს“.

პალატა მიიჩნევს, რომ მოწმე ლე--- ცა------–---–-ს ჩვენება სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულ მა-–-------------ს ჩვენებასთან და მოცემულ შემთხვევაში ჩვენებებს შორის წინააღმდეგობებზე მითითება, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

აპელანტი თავისი პოზიციის დასასაბუთებლად ყურადღებას ამახვილემს მოწმე ნა---–--------ას ჩვენებასთან დაკავშირებით, სადაც ის უჩვენებს, რომ მის ბინაში არავითარი თანხის გადაცემას არ შესწრებია, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის დაზარალებულის ჩვენებასთან.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნა---–--------ას ჩვენებით დგინდება, რომ მას ან–--–-------–---–-ა გააცნო ფა-------------–---, რომელიც მათ მეზობლად ცხოვრობდა, ასევე მა-–-------------. ის ა-–--–-------–---–-- ბინაში, სადაც იყვნენ ა-–--–-, მისი მეუღლე გუ-----------–---–-, ფა---, მა-–-------------, შეესწრო საუბარს, რა დროსაც საუბრობდნენ ავტომანქანა „ვი-–----“ ყიდვაზე - 800 ლარად. მოწმემ დაადასტურა, რომ ამ ფაქტიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ მასთან ბინაში იმყოფებოდა თავად ა-–--–-------–---–-, ფა--- ჯი----–--- და მისი ახლობელი გოგონა. კარზე დააკაკუნეს და დაინახა, რომ შემოვიდა მა-–-------------, რომელსაც ახლდა მისთვის უცნობი პიროვნება. მათ გაიყვანეს ფა-------------–--- გარეთ და 5 წუთი არ იქნებოდა გასული, როდესაც ფა-------------–--- დაბრუნდა. მისივე განმარტებით, მან დაინახა, რომ მა-–------------- დერეფანში ესაუბრებოდა ფა-------------–---ს. თუმცა თანხის გადაცემის მომენტი არ უნახავს.

ამდენად, მოწმის ჩვენება იმ ნაწილში, რომ მასთან სახლში ფა-------------–--- შეხვდა დაზარალებულს და მის თანმხლებ პირს(ლე--- ცა------–---–ს) შესაბამისობაშია მა-–-------------ს და ლე--- ცა------–---–-ს ჩვენებასთან.

პალა---ს აზრით ის ფაქტი, რომ ნა---–--------ას, მისივე ჩვენების თანახმად, არ უნახავს ფულის გადაცემის მომენტი, ცალსახად არ ადასტურებს იმას, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამის თქმის შესაძლებლობას იძლევა ის გარემოება, რომ დაზარალებულისა და ლე--- ცა------–---–-ს ნ----–------------- მისვლას ჰქონდა ერთადერთი მიზანი, რომ ფა-------------–---სათვის გადეცათ თანხა. ამასთან, ნიშანდობლივია ის, რომ სწორედ ამ ფაქტის დამალვას სთხოვდა ფა-------------–--- ნა---–--------ას, რომ გამომძიებლისთვის არ ეთქვა მათი მოსვლის თაობაზე, რადგანაც ეს ცალსახად მიანიშნებდა მისთვის თანხის გადაცემის ფაქტზე. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ არც მა-–-------------ს და არც ლე--- ცა------–---–ს არანაირი დაინტერესება არ ჰქონდათ ნა---–--------ას მიმართ, რომ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიეცათ ისეთი არარეალური ჩვენება, რასაც სინამდვილეში ადგილი არ ჰქონია.

რაც შეეხება მოწმეებს: თ-------------- და თ----- პ-------–---–-, მათი ჩვენებებით დასტურდება, რომ მ--–-------------- ნამდვილად ისესხა 300 ლარი თ----- პა------–---–-----ნ, რომელიც უნდა მიეცა ვიღაც ქალისთვის, რომლის სახელი იყო „ფა---“, ასევე მა-–-------------ს ოჯახი ირიცხებოდა სოციალურად დაუცველ პირთა ბაზაში და იღებდა შესაბამის ფულად დახმარებას. მართალია, აღნიშნული მოწმეები უშუალოდ არ შესწრებიან დაზარალებულის მიერ ფა-------------–---სთვის თანხის გადაცემის ფაქტს, მაგრამ თავისი შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისობაში მოდიან დაზარალებულის ჩვენების შესაბამის ნაწილთან და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში განაპირობებენ საქმეზე რეალური ფაქტობრივი გარემოებების დადგენას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული იქნა ქ------–--–---–--------–------------------–ში მდებარე სს ,,ს----------–--------------- სერვის ცენტრის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული 2014 წლის 25 მარტის შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოჩანაწერები 2014 წლის 25 მარტის 09:59:54 სთ-დან 2014 წლის 25 მარტის 12:59:52 საათამდე, თავისი დათვალიერების ოქმით,. ასევე, ქ.თბილისში, მ--------------------------------------–---------------–--------–---------------“ სერვისცენტრის სამეთვალყურეო კამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები, რომელიც ასახავს 2014 წლის 25 მარტის 10:00 სთ–დან - 2014 წლის 25 მარტის 18:00 საათამდე პერიოდს, ასევე,.თავისი დათვალიერების ოქმით.

პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები სრულ თანხვედრაშია დაზარალებულ მა-–-------------ს ჩვენებასთან, კერძოდ, ქ------–--–---–--------–------------------–ში მდებარე სს ,,ს----------–--------------- სერვის ცენტრის გარე სამეთვალყურეო კამერის მიერ დაფიქსირებულია ზემოაღნიშნული ბანკის გარე პერიმეტრი.. ვიდეოჩანაწერში ფიქსირდება, რომ 2014 წლის 25 მარტს 11:59:10 საათზე ,,ს----------–---------ს“ მოპირდაპირე მხარეს გზის სავალ ნაწილზე ჩერდება გაურკვეველი მარკის ა/მანქანა. გადმოდის ქალი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი, რომელიც სავარაუდოდ არის ტყავის და ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა. დასახელებული პირი მა-–-------------ს განმარტებით არის ა-–--–-------–---–-, ხოლო იმავე ა/მანქანის მარჯვენა უკანა კარიდან გადმოდის მეორე ქალბატონი, რომელსაც ტანთ აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქი ფერის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, მუქი ფერის მოკლე კაპიშონიანი ქურთუკი და ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც ასევე მოწმე მა-–---- გა------ს განმარტებით, არის ფა--- ჯი----–---. ფა-------------–---, ა-–--–-------–---–- და დაზარალებული შედიან ,,ს----------–---------ს“ ფილიალში. შედიან იმ თანმიმდევრობით, როგორც ამას ჩვენებაში აღწერს მა-–-------------. ,,ს----------–---------ს“ შიდა პერიმეტრის ვიდეოჩანაწერით ფიქსირდება შესასვლელი კარის შიდა პერიმეტრი, სადაც განთავსებულია ,,ს----------–---------ს“ სწრაფი ჩარიცხვის ორი ცალი მოყვითალო ფერის აპარა---, რომლებიც დგას შესასვლელ კართან. ამავე ჩანაწერში 11:59:38 საათზე, ბანკის აღნიშნულ ფილიალში შედიან ზემოხსენებული ქალბატონები, რომლებიც დგებიან ,,ს----------–---------ს“ შიდა პერიმეტრში, შესასვლელ კართან განთავსებულ მოყვითალო ფერის სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან. რამდენიმე წამში შედის მამაკაცი, რომელიც მა-–-------------ს განმარტებით, არის თვითონ და მიემართება ქალბატონებისკენ. გა------ს განმარტებით, ერთი მათგანი არის ფა--------------–--ა, ხოლო მეორე ა-–--–-------–---–-. ჩანს, რომ თვითონ, ქურთუკის მარჯვენა წინა ჯიბიდან იღებს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ხელში აძლევს ფა-------------–---ს, რომელიც მიემართება სწრაფი ჩარიცხვის აპარა---სკენ და კონსულტანტის დახმარებით ასრულებს გაურკვეველ ოპერაციას, რომელიც გრძელდება დაახლოებით ერთი წუთი, ხოლო მა-–------------- და ა-–--–-------–---–- დგანან მის უკან. მა-–-------------ს განმარტებით, როგორც მას ფა-------------–---მ განუცხადა, მისი პირადი ნომრის საშუალებით უნდა შეემოწმებინა მა-–-------------ზე დარიცხული დავალიანება სწრაფი ჩარიცხვის აპარა---ს საშუალებით, ხოლო რა ოპერაცია შეასრულა ფა-------------–---მ მა-–-------------სთვის უცნობია, რადგან მისი განმარტებით, იგი ვერ ერკვევა. ფა-------------–--- ტრიალდება უკან და მიდის ა-–--–-------–---–---- და მა-–-------------სთან, რომლებიც საუბრობენ ერთად. ფა-------------–--- რეკავს მობილურ ტელეფონზე და გადის ,,ს----------–---------ს“ ფილიალიდან გარეთ და მიჰყვებიან მას უკან ა-–--–-------–---–- და მა-–------------- და დგებიან „ს----------–---------ს“ მოპირდაპირე მხარეს ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ ადგილას, სადაც ფა-------------–--- საუბრობს ტელეფონზე, რის შემდეგადაც ა-–--–----------–---–---- ერთად ბრუნდება ,,ს----------–---------ს“ ფილიალში, ხოლო მა-–------------- რჩება აღნიშნულ ადგილას, რომელიც დაახლოებით ერთ წუთში 12:04 საათზე შედის ,,ს----------–---------ს“ ფილიალში, სადაც ჩერდებიან რამდენიმე წუთი და 12:07 საათზე ფა--------------–--ა გადის ფილიალიდან გარეთ, ბანკიდან გასასვლელი კარით; საუბრობს მობილურ ტელეფონზე და მას უკან მიჰყვება ა-–--–-------–---–- და მა-–-------------, რომლებიც ასევე გადიან გარეთ, სადაც ფა--------------–--ა აგრძელებს მობილური ტელეფონით საუბარს, ხოლო მა-–------------- და ა-–--–-------–---–- დგანან მის გვერდით. მოწმე მა-–-------------ს განმარტებით, აღნიშნულ დროს ფა-------------–--- ესაუბრება ვინმე დ------ და ეუბნება, თუ სად შეხვდება მას, რადგან ფული აქვს გადასცემი, რომ მა-–------------- ამორიცხონ ,,ს----------–---------ს“ ე.წ „შავი სიიდან“. ფა-------------–--- ტელეფონზე საუბარს ასრულებს დაახლოებით 12:03:40 საათზე, რის შემდეგად ის, მა-–------------- და ა-–--–-------–---–- საუბრობენ ერთად, სადაც მოწმე მა-–-------------ს განმარტებით, ფა-------------–--- ეუბნება, რომ უნდა წასულიყო ვინმე დ------ შესახვედრად, რათა მისთვის გადაეცა ფულადი თანხა მა-–---- გა------ს ,,ს----------–---------ს“ „შავი სიიდან“ ამოწერის სანაცვლოდ. მოწმემ ვიდეოჩანაწერის დათვალიერებისას განაცხადა, რომ მან ფა-------------–---ს უთხრა თანხა მისი თანდასწრებით გადაეცა ვინმე დ------ათვის, რაზეც ფა-------------–---მ უპასუხა, რომ უნდა შეხვედროდა მარტო და თვითონ სახლში დალოდებოდა. საუბარი გრძელდება დაახლოებით ორი წუთი და დაახლოებით 12:12 საათზე სამივე პიროვნება ერთად ა-–--–-------–---–-, მა-–------------- და ფა-------------–--- მიემართებიან გზის სავალი ნაწილისკენ, სადაც ფეხით გადადიან გზის სავალი ნაწილის მეორე მხარეს და ვიდეოჩანაწერის კადრში აღარ ჩნდებიან.

ქ.თბილისში, მ--------------------------------------–---------------–--------–---------------“ სერვისცენტრის სამეთვალყურეო კამერების ვიდეოჩანაწერით ფიქსირდება შესასვლელი კარის გარეპერიმეტრი, სადაც ასახულია, რომ 2014 წლის 25 მარტს, დაახლოებით 10:40 საათზე, ბანკის შესასვლელ კარს აღებს და შედის ქალბატონი, რომელსაც აცვია მუქი ფერის შარვალი, მუქის ფერის ქურთუკი, რომელიც სავარაუდოდ არის ტყავის და ასევე ხელში უჭირავს მუქი ფერის ხელჩანთა, რომელიც მა-–-------------ს განმარტებით, არის ა-–--–-------–---–-, რომელსაც უკან მიჰყვება თვითონ. ორივე პირი, სერვისცენტრში ჩერდებიან რამდენიმე წუთით. დაახლოებით 10:40 საათზე სერვისცენტრიდან გამოდის ზ/ხსენებული ქალბატონი, რომელიც მოწმე მა-–-------------ს განმარტებით, არის ა-–--–-------–---–- და მასთან ერთად გამოდის მამაკაცი, რომელიც ასევე მოწმის განმარტებით არის თვითონ, სადაც ჩანს, რომ მა-–-------------ს ხელში უჭირავს ქაღალდის ფულის კუპიურები და ა-–--–-------–---–- ხელში აწვდის გაურკვეველ ნივთს, რომელიც მისივე განმარტებით, არის რკინის ფული, რის შემდეგაც სცილდებიან ,,ლიბერთი ბანკის“ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას..

დაცვის მხარის მტკიცებით, აღნიშნული ვიდეოჩანაწერები ვერ გამოდგება ფა-------------–---ს ბრალეულობის დასადგენად, ვინაიდან არც ერთი ჩანაწერით არ დასტურდება დაზარალებულის მხრიდან რაიმე თანხის გადაცემა, თავისთავად ბანკის შენობაში ყოფნა კი დანაშაულს არ წარმოადგენს. უფრო მეტიც მსჯავრდებულ ფა-------------–---ს მტკიცებით, ბანკში ის ზუ-----–--------–ს შეხვდა, რომელსაც მისთვის ლეპტოპი უნდა დაებრუნებინა, ხოლო ა-–--–-------–---–- რატომ ჰყავდა დაზარალებული ბანკში მიყვანილი, არ იცის.

პალატა აღნიშნავს, რომ ბანკის შენობაში ყოფნა მართლაც არ შეიცავს რაიმე დანაშაულის ნიშნებს, ამასთან, აღნიშნული ჩანაწერებით ნამდვილად არ დასტურდება დაზარალებულის მხრიდან მსჯავრდებულზე რაიმე თანხის გადაცემა, რასაც თავის მხრივ არც მა-–------------- მიუთითებს თავის ჩვენებაში, მაგრამ პალატა აღნიშნულ ჩანაწერებს აფასებს იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად რელე---ტურია ის, როგორც მტკიცებულება დაზარალებულის და მსჯავრდებულის ჩვენებასთან მიმართებაში.

პალატა მიიჩნევს, რომ ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული კადრები სრულ შესაბამისობაშია დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილთან, სადაც ის აღწერს მისი, ა-–--–-------–---–-- და მსჯავრდებულის შესვლას და ამ უკანასკნელის მოქმედებას ბანკის შენობაში, რის თქმაც არ შეიძლება ფა-------------–---ს პოზიციასთან მიმართებაში.

აპელანტი მხარის დაცვის ტაქტიკა ძირითადად აგებულია იმ გარემოებაზე, რომ გ-–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უფროსს ზუ-----–--------–ს პირადი დაინტერესება გააჩნდა ფა-------------–---ს მიმართ, რადგან ვერ უბრუნებდა ვალს. შესაბამისად, მოცემული სისხლის სამართლის საქმე სწორედ მან „შეაკერია“ ფა-------------–---ს მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით საქმეში წარმოდგენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოებული მასალები, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით არავინ არ დაკითხულა. რაც შეეხება მსჯავრდებულისა და ზუ-----–--------–ის ბანკის შენობაში შეხვედრის ფაქტს, ის არ დასტურდება არც ერთი მტკიცებულებით და თვით ვიდეოჩანაწერითაც, სადაც აშკარად ჩანს, რომ მსჯავრდებული ბანკის შენობაში იმყოფება მხოლოდ ა-–--–-------–---–---- და დაზარალებულთან ერთად. უფრო მეტიც, დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოში დასაკითხ პირთა სიიდან საერთოდ მოხსნა ზუ-----–--------–ი და სასამართლოს არ მიეცა საშუალება მითითებულ ფაქტთან დაკავშირებით მოწმისაგან ინფორმაცია მიეღო.

ამდენად, პალა---ს აზრით იმის მტკიცება, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერები, როგორც მტკიცებულებები თითქოს ვერ ადასტურებენ მსჯავრდებულის ბრალეულობას, სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ფა-------------–---ს ქმედება არ შეიცავს თაღლითობის, როგორც დანაშაულის შემადგენელ აუცილებელ სუბიექტურ და ობიექტურ ნიშნებს, კერძოდ, არ დგინდება მისი პირდაპირი განზრახვა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ფაქტი.

პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქმედება შეიცავს თაღლითობის როგორც სუბიექტურ, ისე ობიექტურ ნიშნებს, კერძოდ, მისი მხრიდან მოტყუება გამოიხატა მასში, რომ მან დაზარალებულს მასთან ნდობაში შესვლის მიზნით უთხრა, რომ იყო პოლიციის თანამშრომელი და შეძლებდა დახმარებოდა ბანკიდან კრედიტის გამოტანაში, რაც სინამდვილეს არ შეეფერებოდა. ამასთან, მან მოიგონა ვიღაც „დ------“ პიროვნება, რომლის საშუალებითაც ის შეძლებდა მა-–------------- ბანკის შავი სიიდან გარკვეული თანხის საფასურად ამოეშალა. სწორედ ამ მიზნით, არარეალური, მოგონილი საფუძვლით ართმევდა ის ეტაპობრივად თანხებს დაზარალებულს და თაღლითურად ეუფლებოდა. ყოველი მისი მოქმედებით დასტურდება, რომ ის დაზარალებულთან მიმართებაში მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით, მისი ნივთის-ფულის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

პალატა აანალიზებს, რა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებებს და აღნიშნავს, რომ მათ ფონზე მსჯავრდებულის მტკიცება, თითქოს მას არანაირი შეხება არ ჰქონია დაზარალებულ მა-–-------------სთან და მისთვის არანაირი თანხა არ გამოურთმევია, ყოველგვარ დამაჯერებლობას მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული. მტკიცებულებები პირდაპირ მიუთითებენ მსჯავრდებულზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ მისი მხრიდან საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას და მისი გამართლების ობიექტური საფუძველი არ არსებობს.

 

2.აპელანტის- ბრალდების მხარის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არასამართლიანია, ვინაიდან დანიშნული სასჯელის სახე არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და ჩადენილი ქმედების ხასიათს, ვერ უზრუნველყოფს ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ ყველა გარემოების და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით ფა-------------–---ს განუსაზღვრა ადეკვატური სასჯელი.

ბრალდების მხარეს სააპელაციო პალატაში არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი ახალი გარემოება, რაც განაპირობებდა მსჯავრებულისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.

პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებულის რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია სავსებით შესაძლებელია მისი საზოგადოებისაგან იზოლაციის გარეშეც.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ დაცვისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბი-–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ქ.თბი-–---- გ-–-----------–------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ხა------------–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. მსჯავრდებულ ფა-------------–---ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკა---ს მუ------------–----ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3. თბი-–---- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

3. ფა-------------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 16 000(თექვსმეტი ათასი) ლარის ოდენობით.

მასვე, სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პა---მრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოდ, მოსახდელად განესაზღვროს ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ფა-------------–---ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და ყადაღა მოეხსნას თბი-–---- საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 20 ივლისის განჩინებით გირაოს 4000(ოთხი ათასი) ლარის უზრუნველსაყოფად ბე----------ს (პ/ნ5---------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარეს თბილისი, მ----------------–---------------------–-----------------------------------------------------------

ასევე გაუქმებულია აღკვეთის ღონისძიების უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ვალდებულება სასამართლოში გამოცხადების შესახებ და მსჯავრდებულს დაუბრუნებული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

5.ნივთმტკიცებები:

-2 ცალი CD დისკი, რაც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

6. პალა---ს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

7. პალა---ს განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბი-–---- სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი