განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №02--1051800-591042
საქმე №3/ბ-3--2019წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი
სხდომის მდივანი: ონისე გურეშიძე
აპელანტი _ ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია
მოწინააღმდეგე მხარე _ ე-----–-----------ა
მესამე პირები _ მ---------------, ტ------------------, ნ--------------
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ე-----–-----------ას სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2018 წლის 14 აგვისტოს ე-----–-----------ამ სარჩელით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა ე-----–-----------ას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-.0--2018 წ N2-- (2---------------------) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ე-----–-----------ას მიერ თვითნებურად დაკავებულ 4576 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ მოსარჩელე არის ა----–-ის მკვიდრი და საკუთრებაში გააჩნია მიწის ფართობი, რომელსაც იყენებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, კერძოდ, მოყავს სიმინდი, ამავე დროს ფლობს და სარგებლობს 2000 წლიდან მის მოსაზღვრედ მყოფ მიწის ნაკვეთს, რომელიც შეადგენს 4756 კვ/მ, რომელსაც ასევე იყენებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის და სადაც მოყავს სიმინდი. მოსარჩელემ 2000 წლიდან თვითნებურად, ერთ მთლიანობაში შემოღობა ეს ფართობები და ერთობლივად ამუშავებს მიწის ნაკვეთს, რისი მოწმეებიც არიან მოსარჩელის მოსაზღვრეთ მყოფი პირები. მოსარჩელემ კანონის შესაბამისად მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, რათა გაეცა ამ ფართზე საკუთრების მოწმობა, მათ კი გასცეს განკარგულება, რომ ამ ფართზე მიწის სარგებლობის კვალი არ არსებობს, ისინი დასათვალიერებლად მივიდნენ ადრეგაზაფხულს, მაშინ, როცა მიწა მოსარჩელეს დამუშავებული არ ჰქონდა, თუმცა ჰქონდა შემოღობილი. როგორც ზემოათ აღნიშნა ის (ე-----–-----------ა) ამუშავებს ასაღიარებელ მიწას და დღეის მდგომარეობით ამ ფართზე სიმინდის ყანაა, რაც დასტურდება სარჩელზე დართული ფოტომასალით.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 სექტემბრის საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაება მ---------------, ნ--- და ტ------- ტ-------ები.
მოპასუხე ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის წარმომადგენელმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იყო კანონიერი და არ არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
მესამე პირები მ---------------, ტ------- და ნ--- ტ-------ები არიან მოსარჩელის ოჯახის წევრები. მათი ინტერესია თვითნებურად დაკავებულ მიწაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარება. ისინი ადასტურებენ, რომ მოსარჩელესთან ერთად ამუშავებენ ამ ნაკვეთს 2000 წლიდან, აქვთ საოჯახო მეურნეობა, საიდანაც იღებენ გარკვეულ შემოსავალს.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-.0--2018წ N2-- (2---------------------) გადაწყვეტილება 4576 მ2 მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის შესახებ და მოპასუხეს დაევალა ახალი გადაწყვეტილების გამოცემა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას (საკუთრების მომიჯნავეა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, შენობის გარეშეა, საკუთრებაში არსებულზე ნაკლები ფართობის მქონეა, მოსარჩელე ახორციელებს მის ფლობას).
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ ე-----–-----------ას, მ---------------ს, ნ--------------ს და ტ------------------ს თანასაკუთრებაში ზუგდიდის რაიონის სოფ. ა----–--ში 12.0--201- წლიდან რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 4-.3-.4-.2-- (საერთო ფართი 5958 მ2).
რეგისტრაციის საფუძველია საარქივო ცნობა N3---, დამოწმების თარიღი 12.12.2017 წ, რომელიც შეიცავს ინფორმაციას საკომლო ჩანაწერების შესახებ 1996 წლიდან.
ამ ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 4576 მ2 მიწის ნაკვეთი, რომელიც მოსარჩელის მფლობელობაშია 2000 წლიდან.
ნაკვეთი შემოღობილია. იგი გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ძირითადად ითესება სიმინდი. მოსავალს მოსარჩელე იღებს და იყენებს ოჯახის კეთილდღეობისთვის.
0-.0-.2018 წ მოსარჩელემ განცხადებით მიმართა მოპასუხე კომისიას, მიაწოდა შესაბამისი მტკიცებულებები: საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, ორთოფოტო, მოწმეთა ჩვენება, პირადობის მოწმობის ასლი და მოითხოვა ამ ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება.
მოწმეები – დ---------–------ა, ბ---------–-----ი, მერაბ გულუა, ხ-----------–-- და რ-------–-----–-- ნოტარიუსთან ხელმოწერილი განცხადებით ადასტურებდნენ, რომ 2000 წლიდან მოსარჩელე თვითნებურად ფლობს და სარგებლობს მისი საკუთრების მომიჯნავედ მდებარე 4576 მ2 მიწის ნაკვეთს ზუგდიდის რაიონის სოფ.ა----–--ში.
კომისიას ეს პირები სხდომაზე არ მოუწვევია და არ გამოუკითხავს.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა რ-------–-----–--მ, თამელა ტ-------ამ, ოთარ უჩავამ დაადასტურეს, რომ ნაკვეთი შემოღობილია და მას სისტემატიურად ამუშავებს ე-----–-----------ა. გამონაკლისი არ ყოფილა გასული წელიც. ნაკვეთი დამუშავებული იყო და მოსავალი მიიღო ე-----–-----------ამ.
კომისიის 1-.0--2018წ. ოქმში მითითებულია რომ კომისიის წევრების ინფორმაციით ნაკვეთი დაუმუშავებელია და არ ფიქსირდება სარგებლობის კვალი. იგივე დააფიქსირა სასამართლო სხდომაზე კომისიის წარმომადგენელმა. მოპასუხის ამ პოზიციას მოსარჩელემ დაუპირისპირა წარმოდგენილი მტკიცებულებები და პოზიცია, დათვალიერების დროს ხვნა–თესვა არ იყო დაწყებული.
კომისიამ საკითხი განიხილა და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უარი უთხრა მოსარჩელეს საკუთრების უფლების აღიარებაზე.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი მოსარჩელის მიერ საკუთრების აღიარების მოთხოვნის წარდგენის მომენტში სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ მიუთითა ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონზე, რომლის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტის თანახმად მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვა და განკარგვა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც უფლებამოსილებას ახორციელებს კომისიის მეშვეობით.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილების მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტით თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ, არ აკმაყოფილებს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონით და ამ წესით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას, საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ" ქვეპუნქტის მიხედვით თვითნებურად დაკავებული მიწა არის ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 28.07.2016 წ №376 დადგენილების მე-2 მუხლის ,,ე" და ,,თ" ქვეპუნქტებით მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე, სასამართლოს აქტი, ორთოფოტო (აეროფოტოგადაღება), აბონენტად აყვანის დოკუმენტი, გადახდის ქვითარი ან/და სხვა დოკუმენტი; მოწმის ჩვენება არის მიწის თვითნებურად დაკავების ფაქტის თაობაზე მოწმის ნოტარიულად დამოწმებული განცხადება.
ასეთი დოკუმენტები მოსარჩელეს კომისიაში წარდგენილი აქვს.
,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების აღიარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა.
საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობდა, რის გამოც გასაჩივრებული აქტი (განკარგულება) ეწინააღმდეგება კანონს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
შესაბამისად, გასაჩივრებული განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი აქტის გამოცემა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს თვითნებურად დაკავებულ მიწას (საკუთრების მომიჯნავე, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, შენობის გარეშე, საკუთრებაში არსებულზე ნაკლები ფართობის მქონე, მოსარჩელე ახორციელებს მის ფლობას).
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ე-----–-----------ას სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, რომელთა თანახმადაც სწორედ კომისიის კომპეტენციას წარმოადგენს მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების საკითხის გადაწყვეტა, ადმინისტრაციული წარმოებისას კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, ზემოთ ხსენებული კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება მხოლოდ ისეთი მიწის ნაკვეთი, რომელიც კანონის ამოქმედებამდე იყო თვითნებურად დაკავებული, მიწის ნაკვეთის თვითნებურად დაკავების ფაქტის დადგენის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მიწის ნაკვეთის სარგებლობაში (მფლობელობაში) არსებობა რაც შეიძლება გამოიხატოს ნარგავებით, მიწის დამუშავების მდგომარეობით, შემოკავების სიძველით და სხვა, სწორედ აღნიშნული ფაქტების დადგენა წარმოადგენს კომისიის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას, მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის განცხადებებით გათვალისწინებულ მიწის ნაკვეთზე კომისიამ ვერ დააფიქსირა სარგებლობის კვალი, რომელიც დაადასტურებდა კანონის ამოქმედებამდე (2007 წლის 1- ივლისამდე) ნაკვეთების თვითნებურად დაკავების ფაქტს და გადაწყვეტილება მიიღებულ იქნა ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიუხედავად ამისა ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მოთხოვნა ბათილად ცნო კომისიის გადაწყვეტილება, რაც იწვევს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დარღვევას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მხარე მიიჩნევს, რომ არ არსებობდა საფუძველი კომისიის 2018 წლის 1- მარტის N2-- განკარგულების ბათილობის, რადგან განკარგულება ის არ ეწინაარმდეგება კანონს და არ დარღვეულა მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარის მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 10--ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „კანონის“ (,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“) მიზანს წარმოადგენს მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება.
მითითებული კანონის პირველი და მე-2 მუხლების და ამავე კანონის რეალიზების მიზნით გამოცემული ,,წესის“ („ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილების) პირველი მუხლის თანახმად, ის არეგულირებს და განსაზღვრავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების საკუთრების უფლების აღიარების წესებს.
საქართველოს ზოგადი ადმინიატრაციული კოდექსის მე-12 მუხლის შესაბამისად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ უკანასკნელის უფლებამოსილებას მიკუთვნებული იმ საკითხის გადასაწყვეტად, რომელიც უშუალოდ და პირდაპირ ეხება პირის უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განიხილოს მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხზე შეტანილი განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამავე კოდექსის 77.1 მუხლით, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, განცხადება შეტანილი უნდა იქნეს იმ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია გადაწყვიტოს განცხადებაში დასმული საკითხი და გამოსცეს შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 78.2 მუხლით, განცხადებას უნდა დაერთოს ყველა ის საბუთი, რომლის წარდგენის ვალდებულებაც განმცხადებელს კანონით ეკისრება.
„კანონის“ 4.1 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
„კანონის“ 51.3 მუხლით, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის დასადასტურებლად დაინტერესებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) მიწის თვითნებურად დაკავების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და მოწმის ჩვენება; ბ) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, ხოლო ამ კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, რომელზედაც მითითებული უნდა იყოს მაგისტრალური მილსადენის ადგილმდებარეობა და მაგისტრალურ მილსადენსა და მიწის ნაკვეთს შორის მანძილი; გ) ინფორმაცია საკუთრების უფლების აღიარების საფასურის ოდენობის დასადგენად; დ) დაინტერესებული პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ასლები.
დადგენილია, რომ 0-.0-.2018 წელს ე-----–-----------ამ განცხადებით მიმართა ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა სოფელ ა----–--ში მდებარე, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 4576 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება. განცხადებას ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, ცნობა ტექ.ბიუროს არქივიდან, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება (ს.ფ. 1-).
„კანონის“ მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწის ნაკვეთად მიიჩნევა ამ კანონის ამოქმედებამდე ფიზიკური პირის მიერ თვითნებურად დაკავებული სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული), ასევე დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე, თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე), რომლის ფართობიც ნაკლებია საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე... და რომელიც საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნის მომენტისათვის სახელმწიფოს მიერ არ არის განკარგული, გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაზე გასავრცელებლად სავალდებულოა, რომ საკუთრების უფლებით ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი წარმოადგენდეს სახელმწიფოს საკუთრებას (არ იყოს განკარგული) და საქმის მასალებით უტყუარად დასტურდებოდეს მისი თვითნებურად ფლობის ფაქტი, ამასთან სახეზე უნდა იყოს ერთერთი შემდეგი პირობა - 1) საკუთრების უფლებით გადასაცემ (თვითნებურად დაკავებულ) მიწის ნაკვეთზე განთავსებული უნდა იყო საცხოვრებელი სახლი (აშენებული ან დანგრეული) ან არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობა (აშენებული); 2) საკუთრების უფლებით გადასაცემი (თვითნებურად დაკავებული) ნაკვეთი (შენობით ან მის გარეშე) დაინტერესებული ფიზიკური პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავე უნდა იყოს და მისი ფართობი ნაკლები უნდა იყო საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის ფართობზე.
საქმეში დაცული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (0-.0-.2016წ) ირკვევა, რომ ზუგდიდის სოფელ ა----–--ში მდებარე 5958 კვ.მ. (დაზუსტებული), სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, ს/კ. 4-.3-.4-.2-- მესაკუთრეები არიან ე-----–-, ნ---, ტ------- ტ-------ები და მ---------------. უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებულია N3--- საარქივო ცნობა დამოწმებული 12.12.2007წ., ზუგდიდის არქვის მიერ (ს.ფ. 31).
საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ეროვნული არქივის 2-.1-.2017 წლის N 3-------- მომართვით ირკვევა, რომ სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცული ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ე-----–- ჟ-----ს ძე ტ-------ა. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. ე-----–- ჟ-----ს ძე ტ-------ა - ოჯახის უფროსი.
2. მ------------–----ის ასული ტ-------ა - მეუღლე.
3. ტ-------ი ე-----–-ს ძე ტ-------ა - შვილი.
4. ნ--- ე-----–-ს ასული ტ-------ა - შვილი.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-ის საკრებულოს 1996-2000 წლების საკომლო წიგნში 199- წელს კომლს ერიცხება მიწის ფართი 1 0 (დოკუმენტში ასეა). 1998-2001 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართი 1 (დოკუმენტში ასეა) ჰა. 200- წელს კომლს ქონებრივი მონაცემები არ უფიქსირდება.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-ის საკრებულოს 2001-2005 (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ფიქსირდება ე-----–- ჟ-----ს ძე ტ-------ა. (გადასწორებულია კორექტორით). კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:
1. ე-----–- ჟ-----ს ძე ტ-------ა-ოჯახის უფროსი.
2. მ------------–----ის ასული ტ-------ა-მეუღლე.
3. ტ-------ი ე-----–-ს ძე ტ-------ა-შვილი.
4. ნ--- ე-----–-ს ასული ტ-------ა-შვილი.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-ის საკრებულოს 2001-2005 (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში 2001-2005 წლებში კომლს ერიცხება მიწის ფართი 1 (დოკუმენტში ასეა, რთულად იკითხება) ჰა.
ზუგდიდის რაიონის სოფელ ა----–-ის საკრებულოს 1992-1995, 2007 წლების საკომლო წიგნები, მიწის განაწილების სიები და გადასახადის გადამხდელად აღრიცხვის შესახებ სიები სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცვაზე არ შესულა(ს.ფ. 2-).
ე-----–-----------ას 0-.0-.2018 წლის №34--/0- განცხადების საფუძველზე „კომისიამ“ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. განმცხადებელი ითხოვდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--ში მდებარე, მის მიერ თვითნებურად დაკავებული 4576კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას. განცხადებას დაერთო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვითი ნახაზი, ორთოფოტო, პირადობის მოწმობის ქსეროასლი, ინფორმაცია მიწის დანიშნულებისა და კატეგორიის შესახებ, ცნობა ტექ.ბიუროს არქივიდან, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ნოტარიულად დამოწმებული მოწმეთა ჩვენება.
მოწმეების დ---------–------ას, ბ---------–-----ის, მ-----------–---ს, ხ-----------–--ს, რ-------–-----–--ს ერთობლივი განცხადებით ირკვევა, რომ ე-----–-----------ა 2000 წლიდან დღემდე (16.1-.2017 წ) ზუგდიდის, სოფელ ა----–--ში თვითნებურად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, ფართობით - 4576 კვ.მ. რომელიც მდებარეობს ე-----–-----------ას საკუთრებაში (თანასაკუთრებაში) არსებული მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი 4-.3-.4-.2--) მომიჯნავედ, რასაც ადასტურებენ ხელმოწერით (ს.ფ. 22-23).
საქმეში არსებული 0-.0--2018 წლის მიწის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ კომისიის მიერ ადგილზე მისვლით დათვალიერდა ე-----–-----------ას განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთი, სადაც აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთი მომიჯნავეა ე-----–-----------ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის, რომელიც არის დაუმუშავებელი და არ ფიქსირდება სარგებლობის კვალი (ს.ფ. 34 ).
კომისიის 1-.0--2018 წლის სხდომის ოქმის N7 ამონაწერით ირკვევა, რომ N2-- საოქმო გადაწყვეტილებით ე-----–-----------ას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტისა და მე-51 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე (ს.ფ. 33).
კომისიის 2018 წლის 1- მარტის №2-- განკარგულებით ირაკლი ტ-------ას უარი ეთქვა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ა----–--ში მდებარე თვითნებურად დაკავებულ 4576 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე.
ე-----–-----------ას განმარტებით, ირკვევა, რომ მისი კუთვნილი მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მდებარეობს 4756 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომელიც მის მფლობელობაშია 2000 წლიდან. ასაღიარებელი ნაკვეთი მის ნაკვეთთან ერთად ერთ მთლიანობაში აქვს შემოღობილი და იყენებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისათვის, სადაც მოჰყავს სიმინდი. რაც შეეხება კომისიის წევრთა დასკვნას, რომ დათვალიერებისას მიწის სარგებლობის კვალის არ არსებობის შესახებ მოსარჩელე განმარტავს, რომ კომისიის წევრები დასათვალიერებლად მივიდნენ ადრე გაზაფხულზე, მაშინ, როცა მიწა დამუშავებული არ ჰქონდა, თუმცა ასაღიარებელი მიწის ნაკვეთი შემოღობილი იყო. როგორც ზემოათ აღნიშნა ის (ე-----–-----------ა) ამუშავებს ასაღიარებელ მიწას და მოჰყავს სიმინდის კულტურა, რაც დასტურდება სარჩელზე დართული ფოტომასალით.
„კანონის“ 51.7 მუხლით, თუ დაინტერესებული პირის მოთხოვნა საკუთრების უფლების აღიარების შესახებ არ აკმაყოფილებს ამ კანონით განსაზღვრულ პირობებს ან განცხადებისათვის დართული დოკუმენტებით არ დასტურდება თვითნებურად დაკავების ფაქტი, კომისია იღებს წერილობით გადაწყვეტილებას საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები ადასტურებს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულ გარემოებას, რომ მოსარჩელეს მის საკუთრებად რეგისტრირებული 5958 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ თვითნებურად აქვს დაკავებული 4756 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამდენად, სახეზე არ არის საკუთრების უფლების აღიარებაზე დაინტერესებული პირისათვის უარის თქმის საფუძველი, რაც მართებულად შეფასდა რაიონული სასამართლოს მიერ.
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, - რაც მოცემულ შემთვევაში აპელანტმა (მოპასუხე) კომისიამ ვერ დაამტკიცა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ გასაჩივრებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 1-.0--2018 წლის N2-- განკარგულება ეწინააღმდეგება ზემოთ დასახელებული საკანონმდებლო ნორმების მოთხოვნებს, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველს ქმნის.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რაიონული სასამართლომ კანონის მართებულად გამოყენებისა და განმარტების შედეგად საქმეზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გადაწყვეტილების უკანონობის თაობაზე, რის გამოც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 257-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2.უცვლელად დარჩეს ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3.აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4.განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
თავმჯდომარე: მურთაზ მეშველიანი
მოსამართლეები: გოჩა აბუსერიძე
ხათუნა ხომერიკი