განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 060100119002945219
1/ბ-397-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
05 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს-------- ს------ს ძე მ--–---–ის მიმართ, დაბადებული: 3--------- წელი, პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, მცხოვრები: ქ. სამტრედია, კ-–----–---–ის ქ.12-ში.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ს-------- მ--–---–მა ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 08 მარტს, დაახლოებით 2300 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ს-------- მ--–---–მა თავისი საცხოვრებელი სახლში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში თეფაში დარტყმით ფიზიკურად იძალადა მამაზე - ს------ მ--–---–ზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენით ს-------- მ--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ს-------- მ--–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.
სააპელაციო საჩივრის არსი:
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის - მ------ მ--–--ის მიერ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანას და მსჯავრდებულისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს-------- მ--–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: ბრალდბეულ ს-------- მ--–---–ის გამოკითხვის ოქმით, დაზარალებულ ს------ მ--–---–ის გამოკითხვის ოქმებით, მოწმეების ნ-----–----------------–-----–--–-–---–----------------–---–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ს-------- მ--–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ს-------- მ--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორის მ------ მ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 02 მაისის განაჩენი ს-------- მ--–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად:
ს-------- მ--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის 111,120-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ს-------- მ--–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 01 (ერთი) წელი.
ს-------- მ--–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ლეილა მ--–---–ის, მარინა ბანძელაძისა და ს------ მ--–---–ის თანასაკუთრებაში არსებულ უძრავი ქონების - (მდებარე სამტრედია კ-–----–---–ის ქუჩა 12-ში ზონა სამტრედია 3-----------------------------------------–-------------------------------------) ½ ნაწილს, კერძოდ ს------ მ--–---–ის (პ/ნ3----------) სახელზე რეგისტრირებულ უძრავი ქონების - 2 000 ( ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 14 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა.
ს-------- მ--–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობის დრო - 2019 წლის 09 მარტიდან 2019 წლის 14 მარტის ჩათვლით.
თეფშის ნატეხები და სისხლის მაგვარი ლაქები, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე