განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/2706-18
საქმე №3303100-8002332766
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 მარტი, 2-19 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - გ------- ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ბ----------------
აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური
წარმომადგენელი - გ----------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - შ-ს „ე----“
წარმომადგენელი - უ--------–---–-
მესამე პირი - გ------- ს---–--ე
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ი----ის გადაწყვეტილება
1.1. აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ი----ის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ი----ის გადაწყვეტილებით შ-ს „ე-----ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილსის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- დ--------------რის №-- ბრძანება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მინიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----------–---------------–-----------------------------------–---------------–------------------- გადაწყვეტილებები და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შ-ს „ე-----ის“ მიერ წარდგენილ განცხადებებთან დაკავშირებით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2.1. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწამეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2--- წლის 09 ი------ს დარეგისტრირებულ იქან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „ე----“ და მიენიჭა საიდენტიფიკაციო ნომერი 4--------. საზოგადოების იურიდიულ მისამართად განისაზღვრა თბილისი, ი--------------ს რაიონი, ო------- დასახლება, ე------ს ქუჩა №1, ელექტრონულ ფოსტად - e----------- ხოლო ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად მიეთითა ე-–----- ბ---------ი.
2.2. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 12 ი-----ის ამონაწერის თანახმად (განცხადების რეგისტრაცია 1----------–----------------------–----------------–------------- წ.), უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისი, ნ-ჩ----ის №3--სა და №4--ს შორის, ნაკვეთი №---------------------------------------------------------------- დაზუსტებული ფართობი 1134,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს შ-ს ,,ი--–---ი“. 2--- წლის 14 ი------ს, ერთი მხრივ, შ-ს ,,ი--–---სა“ და, მეორე მხრივ, შ-ს ,,ე-----ს“ შორის შედგა უძრავი ნივთის (მის: ქ. თბილისი, ნ-ჩ----ის №3--სა და №4--ს შორის ნაკვეთი №62/12, №62/11, №62/0-4, საკადასტრო კოდი №----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება და იმავე დღეს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
2.3. საჯარო რესტრის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 31 ი-----ის ამონაწერის (განცხადების რეგისტრაცია 31.0-.2--- წ. №------------; უფლების რეგისტრაცია 19.03.2--- წ.) მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისი, ნ---- ჩ----ის №4- (ნ-ჩ----ის №3-სა და №4- შორის ნაკვეთი №62/12, №62/11, №62/0-4), საკადასტრო კოდი 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1729,00 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს შ-ს ,,ე----''.
2.4. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 11 ი-----ის №------3 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2----------–--------- გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ, საკადასტრო კოდად დაფიქსირდა №----------------, ფართობი 1729 კვ.მ. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ ის გამოყენებულ უნდა ყოფილიყო 2----------–--------- და 1----------–--------- ბრძანებასთან ერთად.
2.5. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული 2----–-–------------–-------------------------–----–-----------------------------–-–------------------------------------–-----–------------------- გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს წარდგენილ დოკუმენტაციაში დაუდგინდა რა ხარვეზები, დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
2.6. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 2-----–------------- გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ სამსახურში შესულ იქნა გ------- და პ---–- ს---–--ის საჩივრები, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ნ-ჩ----ის ქ. №3--ს და №4--ს შორის ნაკვეთი №62/12-ში ნაწარმოებმა მშენებლობამ დააზიანა მის მოსაზღვრედ - ქ. თბილისი, ნ-ჩ----ის ქუჩა №3--ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სამსახურის მიერ საკითხის განხილვისას გამოვლენილ იქნა სხვა ხარვეზებიც და დაინტერესებულ პირს დაევალა პარამეტრების გაზრდის შედეგად მომატებულ კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებისა და შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლებისა და ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასების საბოლოო დასკვნის წარდგენა.
2.7. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 0- სექტემბრის №------- გადაწყვეტილებით (0-.06.2--- წ. განცხადება №---------) შ-ს ,,ე-----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საპროექტო ობიექტის მომიჯნავედ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების პროექტის მომზადებას. ამავდრულად მოეთხოვა მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების პროექტის წარდგენა/ჩატარება, რაც, თავის მხრივ, დადასტურდება შესაბამისი დადებითი საექსპერტო შეფასებით, რის შემდეგაც სამსახური იმსჯელებდა სანებართვო აქტის გაცემასთან დაკავშირებით.
2.8. 2--- წლის 13 მ---- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ იქნა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--სა და №4--ს შორის მდებარე ნაკვეთი №62/12-ის მიმდებარე ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დაფიქსირება და აღნიშნულ ნაგებობებზე პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენის შეფასების თაობაზე, გამოკვლევის შედეგების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2--- წლის 19 ი----იდან დღემდე ნ-ჩ----ის №3--სა და №4--შ შორის მდებარე ნაკვეთი №62/12-ზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა მიმდებარე შენობა-ნაგებობების მდგრადობასა და ტექნიკურ მდგომარეობაზე.
2.9. 2--- წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ იქნა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ნ- ჩ----ის ქუჩა №3--ში მდგარ შენობის მზიდი კონსტრუქციების ვიზუალური გამოკვლევის, 2--- წლის 19 ი----ის №-----------------------–-–--------------------------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების შედეგების შედარებისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ 2--- წლის 19 ი----ისდან დღემდე ნ- ჩ----ის ქ. №3--ში მდგარ შენობის მზიდ კონსტრუქციზაზე დამატებითი რაიმე ტიპის დაზიანებები და დეფექტები არ ფიქსირდება. ე.ი. ნ- ჩ----ის ქ. №3--სა და №4--შ შორის №62/12 მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშნებელო სამუშაოებს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია მიმდებარე შენობა-ნაგებობების, კერძოდ, ნ- ჩ----ის №3--ში მდებარე შენობის მდგრადობაზე და ტექნიკური მდგომარეობაზე.
2.10. შ-ს „ი--–---ი-ს“ დაკვეთით მომზადებულ იქნა საექსპერტო შეფასება ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქუჩა №4--ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შესახებ, რომლის მიხედვით, მშენებლობისათვის გამოყოფილი მოედანი აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.
2.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 27 ა-----–ის ექსპერტიზის დასკვნით №--------- დგინდება, რომ ქ. თბილისში, ნ---- ჩ----ის ქუჩა №3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მხიედვით საკვლევ შენობაზე განვითარებული დაზიანებები III-IV ხარისხისაა, რომლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ის ძირითადად გამოწვეულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრებით, ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით. მომიჯნავე ნაკვეთში მიმდინარე მშენებლობა დაფუძნების პირობებიდან გამომდინარე საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანების ხარისხის გაზრდას არ გამოიწვევს. ნ- ჩ----ის ქ. №3--ში მდებარე შენობის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამშენებლო მოედანს, ავარიულია და უსაფრთხოების მიზნით საჭიროა განხორციელდეს მისი დემონტაჟი.
2.12. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 თ------ლის ექსპერის დასკვნით №---------, ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--ში საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟნრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დგინდება, მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვან ნაწილის ჩამონგრევა მოხდა იმის გამო, რომ წლების მანძილზე შენობის ზღვრული არამდგრადი მდგომარეობა დაირღა მომიჯნავე ნაკვეთზე ქვაბულის ამოღებისას.
2.13. 2--- წლის 1- ი----ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ იქნა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--სა და №4--ს შორის მდებარე ნაკვეთი №62/12-ზე მშენებარე საცხოვრებელი სახლის მუშა პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ შენობა მდგრადია, როგორც სტატიკურ დატვირთებზე, აგრეთვე სეისმურ ზემოქმედებაზე. მუშა ნახაზების კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია მაღალ დონეზე და ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახელმწიფო სტანდარტებთან და რეგულაციებთან-
2.14. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2----–-–------------------------------------------–-–-------------------------------------) შ-ს „ე-----ის“ წარმომადგენელმა წარადგინა ადმინისტრაციული საჩვარი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----------–------------------------- წ. №------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2--- წლის 2- დ-----ერს მიღებულ იქნა ბრძანება №--, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შ-ს ,,ე----''-ს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----------–------------------------- წ. №------- გადაწყვეტილებები.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
სასამართლომ განმარტა შემდეგი:
2.15. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სასამართლოსადმი მიმართვის უფლების მნიშვნელობაზე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლზე, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე და აღნიშნა, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2----.2--- წ. №-- ბრძანება, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----------–------------------------- წ. №------- გადაწყვეტილებები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
2.1-. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის გამოცხადების მოთხოვნით დასაბუთებულია, თუ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი კანონსაწინააღმდეგოა და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამასთან, ნებისმიერი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მის ფორმალურ და მატერიალურ კანონიერებას უკავშირდება, რომელთაგან ერთ-ერთის არარსებობა ზემოაღნიშნულ სამართლებრივი შედეგის წინაპირობაა. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დავის საგანს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტის მატერიალური და ფორმალური კანონიერება წარმოადგენს.
2.17. სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2--- წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე №ბს-246-24- (კ-14)).
2.18. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2-13 წლის 02 ა-----–ის გადაწყვეტილებაში საქმე №ბს-5---535(კ-12), განმარტა, რომ „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება. აღნიშნული პრინციპი პირდაპირ გამომდინარეობს სამართლებრივი სახელწიფოს პრინციპიდან, რომელიც პირველ რიგში გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას - სამართლებრივი ნორმის სიცხადის და სამართლებრივი შედეგების განჭვრეტადობის უზრუნველყოფის თაობაზე''. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოება უნდა განხორციელდეს ადმინისტრაციული სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპის -კანონიერების პრინციპის ზედმიწევნით დაცვის საფუძველზე“.
2.19. დადგენილია, რომ 2--- წლის 14 ი-----ის უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მიწის ნაკვეთის, მდებარე ქ. თბილისი, ნ-ჩ----ის ქუჩა №3--45, საკადასტრო კოდი №----------------, მესაკუთრეს წარმოადგენს შ-ს ,,ე----'', რომელმაც იმავე წლის 14 დ-----ერს განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში შესაბამისი ცვლილების ასახვა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდის ასახვა და შეთანხმებულ პროექტში ფუნქციური დანიშნულების დაზუსტება, რაზედაც ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ 2----–-–-------------- მიღებულ იქნა გადაწყვეტილება №------3 მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. იმავე წლის 23 თ------ალს A-------- განცხადებით მიმართა შ-ს ,,ე-----მ“ და მოითხოვა 2--- წლის 24 დ-----ერს შეთანხმებული პროექტის კორექტირება, აღნიშნულ განცხადებაზე 2--------- წ. გამოცემულ იქნა შუალედური გადაწყვეტილება №-------- რომლითაც დაინტერესებულ პირს დაუდგინდა ხარვეზები და დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა, აღნიშნულის შემდგომ იმავე წლის 26 ა-----–ს გამოცემულ იქნა ახალი შუალედური გადაწყვეტილება №-------, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაუდგინდა სრულიად სხვა სახის ხარვეზები, რაც ასახული არ იყო წინამდებარე №------- შუალედურ გადაწყვეტილებაში. აღნიშნულის შემდგომ სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2-----–--ს გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება №-------, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაევალა პარამეტრების გაზრდის შედეგად მომატებულ კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებისა და შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლებისა და ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასების საბოლოო დასკვნის წარდგენა. შუალედურ აქტებში მის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ შ-ს ,,ი--–---ი-ს“ მიერ ნაწარმოები მიწის სამუშაოების (საძირკვლის ქვაბულის ამოჭრა და ხიმინჯების მოწყობის მიზნით ბურღვა) ჩატარებით ზიანი მიადგა ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ავარიულ შენობას, მშენებლობის შედეგად არსებული ვიბრაციით კი ჩამოინგრა ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გვერდითი მზიდი კედელი. სადავო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს დაევალა ასევე კ2 კოეფიცენტის გაზრდის მოსაკრებელის (რომელიც განხორციელდა წინა მესაკუთრის - შ-ს ,,ი--–---ის'' დროს და რომლის გათვალისწინებითაც უკვე შეთანხმებული იყო არსებული გადაწყვეტილების არქიტექტურული პროექტი) ქვითრისა და გეოლოგიური კვლევის (რომელიც მანამდე დადგენილ ხარვზებში არ იყო მოთხოვნილი) წარდგენა. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--------- წ. №--------- დასკვნა, რომლითაც შეფასდა წინა მესაკუთრის - შ-ს ,,ი--–---ი-ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოების უარყოფითი გავლენა მომიჯნავე ნაგებობეზე, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2--- წლის 13 მ---- გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შეეხება უკვე ახალი მესაკუთრის - შ-ს ,,ე-----ს“ პირობებში არსებულ და განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს, რომლის გაგრძელებაც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე. აღსანიშნავია, რომ მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო სხოდმაზე გამოკითხულ იქნენ სპეციალისტები ა---------– რ-----–-–---–ი და ზ------ გ-----–-ძე, რომლებმაც განმარტეს, რომ შ-ს ,,ე-----ს” მიერ ნაწარმოებ მშენებლობას არანაირი ზიანი არ გამოუწვევია მეზობელ შენობა-ნაგებობეზე, რამეთუ გამოყენებულია ისეთი ტექნოლგიები, რაც სრულად გამორცხავს ზიანის მიყენების ფაქტს და მშენებლობის წესების დაცვით მშენებლობის განხორციელება არ გამოიწვევს ზინის მიყენებას (იხ. 2----.2--- წ. სხ.ოქმი). საქმეში წარმოდგენილია, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილება, რომლითაც დგინდება, რომ საბჭომ დადებითი შეფასება მისცა შ-ს ,,ე-----ს” მიერ 2--- წლის 23 თ------ალს წარდგენილი პროექტის კორექტირების საკითხს. დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს ასევე მოეთხოვა გეოლოგიური დასკვნის წარდგენა (რომელიც მანამდე არ იყო მოთხოვნილი), რაც 0-.07.2--- წ. განცხადების საფუძველზე წარდგენილ იქნა, ასევე წარდგენილ იქნა ფუძე-საძირკვლების შეფასების დასკვნა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებულმა მხარემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა ხელახალი კვლევა, სადაც 2--- წლის 27 ა-----–ს მომზადდა დასკვნა №---------, რომლითაც დადგინდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მომიჯნავე ავარიულ შენობაზე უარყოფით გავლენას, დაზიანების ხარისხის ზრდას ვერ მოახდენდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით სასურველი იყო, რომ ეს ავარიული შენობა დაქვემდებარებოდა დემონტაჟს. ახალი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს 0----------–------------- განაცხადით მიმართა დაინტერესებულმა მხარემ, თუმცა 0--------7 წ. მიღებულ იქნა სადავო №------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა გაზიარებული ჩატარებული/წარდგენილი კვლევების შინაარსი და დაევალა მომიჯნავე ავარიული შენობა-ნაგებობის გამაგრების პროექტის მომზადება და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც შემდგომში უნდა დადასტურებულიყო საექსპერტო შეფასებით. ამავე გადაწყვეტიოლებით შ-ს-ს დაუდგინდა ის ხარვეზები, რაც მანამდე, შუალედური გადაწყვეტილებით (2--------- წ. №-------) განესაზღვრა მხარეს და რომელიც 2----.2--- წ. №------- გადაწყვეტილებაში აღარ იყო ასახული (გამოსწორდა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად). აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ იმ პერიოდში, როდესაც პროექტის კორექტირებისას მოთხოვნილ იქნა ფუძე-საძირკვლების კვლევის და გეოლოგიური კვლევის წარდგენა, შ-ს ,,ე-----ს” მიერ უკვე ნაწარმოები იყო ორი ნიშნულის მოწყობის სამუშაოები და დაუსაბუთებელია ნებართვის გამცემის ეს მოთხოვნა მის მიერვე შეთანხმებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე ნაწარმოები სამუშაოებისათვის, მას შემდეგ რაც მიწის ნამუშაოების გარდა განხორციელებულია სხვა სამუშაოებიც (მოწყობილი იყო რკინა-ბეტონის კარკასი). აღნიშვნის ღირსია ასევე ისიც, რომ საქმე ეხება სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ/მომიჯნავედ არსებული ავარიული შენობისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, თუმცა ეს იმ დროს როდესაც აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე შ-ს ,,ე----'' გახდა 2--- წლის 14 ი------ს შ-ს ,,ი--–---თან'' გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ზიანის მიყენების ფაქტი ამ თარიღიდან საკმაოდ დიდი ხნით წინ დგინდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული დავის პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილება მიღებულ/დაფუძნებულ იქნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებსა და არგუმენტებზე, რაც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
2.2-. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა. ამ ვალდებულების შესრულება ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოს ასევე უმნიშვნელოვანეს - მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულებას - ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ახსნას, განმარტოს, დაასაბუთოს, თუ რატომ, რა ფაქტებზე დაყრდნობით მიიღო ამგვარი გადაწყვეტილება, გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია. აგრეთვე, დასაბუთებული აქტის გამოცემა აადვილებს საჩივრის ან სარჩელის განმხილველი ორგანოების მიერ მისი კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების პროცესს.
2.21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ბს-60-55(კ-13) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის სპეციალურად განსაზღვრული აუცილებელი პროცედურის - ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების მიზანს სწორედ საქმის გარემოებათა ობიექტური და კვალიფიციური გამოკვლევა-შეფასება წარმოადგენს. სწორედ ეს ფუნქცია განაპირობებს კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96.1 მუხლით კანონმდებელი იმპერატიული შინაარსით ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, რომ ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებებისა და საქმის განხილვისას გამოვლენილი გარემოებების არსებობის პირობებში, მოპასუხე მხარის პოზიცია სასამართლოსათვის ვერ იქნება საკმარისად მიჩნეული იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის მიზნით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად ჩაატარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წარმოება და საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევით დაადგინა, სადავო აქტში მითითებული გარემოებები.
2.22. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2--- წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში №ბს-180-177(კ-15) განმარტა, რომ ,,ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას“.
2.23. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ. თბილისის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, ადმინისტრაციული საჩივრის საფუძველზე წარმოეშვა მიღებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება, რომლის შესაბამისად არ იქნა გამოკვლეულ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასებისშედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანება სზაკ-ის ნორმების მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მიღებაში, ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება როგროც უკვე აღინიშნა, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლომ მიუთითა, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო შესაბამისი გადაწყვეტილება.
2.24. სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ, „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს: 1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლიანად; 2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას''.საკასაციო სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ,,საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციით დადგენილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპის რეალიზაცია მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლო ხელისუფლების როლით, სასამართლოს მიერ ობიექტური, მიუკერძოებელი და კვალიფიციური მართლმსაჯულების განხორციელებით, ვინაიდან სასამართლო ახორციელებს რა სახელმწიფო ხელისუფლების განსაკუთრებულ ფუნქციას _ მართლმსაჯულებას, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში ეს მოიცავს არა მხოლოდ კონკრეტული კონფლიქტების (დავები) გადაწყვეტას, არამედ - სახელმწიფო დაადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა საქმიანობაზე სასამართლო კონტროლის განხორციელებას. მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის.“
განსახილველ შემთხვევში სასამართლომ მიიჩნია, რომ დარღვეულია ბალანსი კერძო ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც დაცვის ღირსი ინტერესის საფუძველია და საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შედეგად უნდა მოხდეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის გამოცემა, რომელიც არ გამოიწვევს პირის კანონიერ უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელ შეზღუდვას.
2.25. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევით, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამავე საკანონმდებლო აქტის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ხოლო 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე და მტკიცებულებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოებისას.
სასამართლომ განმარტა, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო აქტის გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები. სადავო აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოებებ, რომ საკითხის შესწავლისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეულ იქნა ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები.
2.26. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტად ბათილად ცნოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი. მოცემული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი გასაჩივრებული აქტები - 2----------–---------------–-----------------------------------–---------------–------------------- გადაწყვეტილებები და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოპასუხუ მხარემ კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
3.1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტები აღნიშნავენ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 31 დ-----რის N------ ბრძანებით შ-ს „ე-----ის“ საკუთრებაში არსებულ, N--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის არქიტექტურული პროექტი, გაიცა მშენებლობის ნებართვა და გაცემულად ჩაითვალა სანებართვო მოწმობა. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 24 მარტის N------- გადაწყვეტილებით შ-ს „ე-----ს“ საკუთრებაში არსებულ, N--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შეთანხმებულ პროექტში ცვლილების შეტანის შესახებ განცხადებაზე დადგენილ იქნა ხარვეზი. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 26 ა-----–ის N------- გადაწყვეტილებით წარდგენილ განცხადებაზე კვლავ დადგინდა ხარვეზი, ხოლო 2--- წლის 2-----–--ის N------- გადაწყვეტილებით წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად განმეორებით დადგინდა ხარვეზი. კერძოდ, მიეთითა, რომ სამსახურში შესული გ------- ს---–--ის და პ---–- ს---–--ის საჩივრების მიხედვით, ქ. თბილისში ნ- ჩ----ის ქ. N3--სა და N4--ს შორის (ნაკვეთი N62/12) ნაწარმოებმა მშენებლობამ დააზიანა მის მოსაზღვრედ - ქ. თბილისი, ნ- ჩ----ის ქ. N3--ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რასაც ადასტურებს 2--------- წლის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N---------4 დასკვნა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟის მიზანშეწონილობის საკითხზე პოზიცია დააფიქსირა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, რომელმაც არამართებულად ჩათვალა ძეგლის დემონტაჟი და მიუთითა „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლიც ძეგლის დემონტაჟს არ ითვალისწინებს, ხოლო ამავე კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა, მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქცია) ფარგლებში მისი აღდგენის პირობით. გარდა აღნიშნულისა, სადავო აქტში მიეთითა სხვა დარღვევებზეც, კერძოდ, განმცხადებელს დაევალა პარამეტრების გაზრდის შედეგად მომატებული კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლებისა და ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასებების წარდგენა.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 1 სექტემბრის N------- გადაწყვეტილებით მიეთითა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ (ოქმი N-; 19.02.2---წ) რეკომენდაცია გაუწია საპროექტო ობიექტის მომიჯნავედ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების პროექტის მომზადებას. შესაბამისად, კორექტირების თაობაზე მსჯელობა მოხდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მშენებლობის მწარმოებელი პირის მიერ წარდგენილი იქნებოდა მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების პროექტი და ჩატარდებოდა აღნიშნული პროექტით გათვალისწინებული გამაგრებითი, ასევე ძეგლის აღდგენისთვის საჭირო შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რაც დადასტურდებოდა შესაბამისი დადებითი საექსპერტო შეფასებით. ამავე გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ საკითხის განსახილველად საჭირო იყო: განმარტებით ბარათში კორექტირებით გათვალისწინებული სამუშაოების სრული აღწერა; ამასთან, ვინაიდან შეცვლილი იყო არქიტექტურული პროექტის არქიტექტორი, განმცხადებელს დაევალა პროექტის ავტორის თანხმობა კორექტირებასთან დაკავშირებთ; დათარიღებული ფოტომასალის წარდგენა მომიჯნავე (ძეგლის) შენობის ფიქსაციით და განმცხადებელს ასევე დაევალა საპროექტო გეგმაზე აბსოლუტური (გეოდეზიური ნიშნული) ნიშნულის მითითება.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 ივლისის N---------4 დასკვნით დასტურდება, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი, ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამონგრევა მოხდა იმის გამო, რომ წლების მანძილზე შენობის ზღვრული არამდგრადი მდგომარეობა დაირღვა მომიჯნავე ნაკვეთზე ქვაბულის ამოღებისას. ასევე მიეთითა, რომ შენობა არ ექვემდებარება აღდგენა-გაძლიერებას და დემონტირებული უნდა იქნეს. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს 2--- წლის 19 თ------ლის N- სხდომის ოქმით სადავო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის წარდგენილი პროექტის შეთანხმებას გაეწია რეკომენდაცია იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი იქნებოდა ესკიზის მიხედვით დამუშავებული პროექტი და საპროექტო ობიექტის გვერდით მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების პროექტი.
სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა 2--- წლის 6 ი----ის N--1----- წერილით მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ.N3-–სა და N4--ს შორის მდებარე, N---------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. N3--ში, N---------------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე მე-19 საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის მდგომარეობის გაუარესებასთან, შესაბამისად, მოთხოვნილ იქნა მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის მიზანშეწონილობის საკითხის განხილვა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 1-----–---------------- წერილით დასტურდება, რომ ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. N3-–ში, N---------------9 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, მე-19 საუკუნეში აშენებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე მოსალოდნელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით და შესაბამისი რეაგირებისთვის, სააგენტომ ჯერ კიდევ 2--- წლის 29 ი------ს N-------- წერილით მიმართა შსს თბილისის მთავარ სამმართველოს. „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებია ძეგლის ან მისი ნაწილის დაშლა მხოლოდ ძეგლზე ამ კანონით დაშვებული სამუშაოების (რეკონსტრუქცია) ფარგლებში მისი აღდგენის პირობით. შესაბამისად, სააგენტომ ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ.N3--ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დემონტაჟი არამართებულად ჩათვალა და რეკომენდაცია გაუწია მის აღდგენა-გამაგრების პროექტს.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 27 ა-----–ის N----------- დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში ნ- ჩ----ის ქ. N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საკვლევ შენობაზე განვითარებული დაზიანებები მე-4 კლასისაა. შენობის დაზიანების ხასიათიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ დაზიანებები ძირითადად გამოწვეულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრით, ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით. მომიჯნავე ნაკვეთში მიმდინარე მშენებლობა დაფუძნების პირობებიდან გამომდინარე საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანებების ხარისხის გაზრდას არ გამოიწვევს. ნ---- ჩ----ის ქ. N3--ში მდებარე შენობის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამშენებლო მოედანს, ავარიულია და უსაფრთხოების მიზნით საჭიროა განხორციელდეს მისი დემონტაჟი.
აპელანტები აღნიშნავენ, რომ სასამართლომ არ შეაფასა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2--- წლის 2 აგვისტოს N--------- წერილი, რომლის თანახმადაც, საპროექტო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით პოზიცია დააფიქსირა სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ 2--- წლის 28 ივლისის N----- წერილით, რომელიც სრულად გაიზიარა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ. სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 2--- წლის 28 ივლისის N------ წერილის თანახმად კი, სააგენტომ გაიზიარა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 27 ა-----–ის N----------- დასკვნა.
აპელანტები მიუთითებენ „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, 36-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებზე და აღნიშნავენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მიმდებარედ დაუშვებელია ყოველგვარი სამშენებლო საქმიანობა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან საპროექტო შენობა-ნაგებობა მდებარეობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაცვის არეალში, სადავო აქტის გამოცემისას გათვალისწინებულ იქნა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაცვის ინტერესი და მოსარჩელეს დაევალა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის შესაბამისად უძრავი ძეგლის აღდგენა-გამაგრების პროექტი წარდგენა, რაც შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს.
აპელანტები, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 76-ე მუხლის მე-2 პუნქტზე მითითებით, აღნიშნავენ, რომ ნორმატიული აქტი IV კლასის შენობა-ნაგებობათა მშენებლობის ნებართვის გასაცემად აუცილებელ საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში აწესებს ისეთ სპეციალურ რეგულაციას, როგორიცაა სათანადო საექსპერტო შეფასების განხორციელების აუცილებლობა. ადმინისტრაციული ორგანო მიიჩნევს, რომ სათანადო საექსპერტო დასკვნაში, რომელიც სხვა საექსპერტო დასკვნებისგან განსხვავებით, IV კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის სამართლებრივი საფუძველია, იგულისხმება „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 26-ე მუხლის პირველ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათანადო საექსპერტო შეფასება, რომელიც მოიცავს პროექტის კონსტრუქციული ნაწილისა და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ექსპერტიზას. აპელანტები ასევე მიუთითებენ „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლზე და აღნიშნავენ, რომ სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის სფეროში საჯარო ინტერესებს განეკუთვნება ობიექტების უსაფრთხო განვითარება. ამდენად, აპელანტები თვლიან, რომ სადავო აქტებით სწორედ კანონმდებლობის შესაბამისად იქნა მოთხოვნილი საინჟინრო-გეოლოგიური კვლევისა და ფუძე საძირკვლების საექსპერტო შეფასების წარდგენა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა ადამიანის სიცოცხლის/ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო პირობების უზრუნველმყოფი ღონისძიებების გატარება.
სააპელაციო საჩივრების თანახმად, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დასკვნები წინააღმდეგობაში მოდის საქმეში წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 ივლისის N---------4 დასკვნასთან, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს პოზიციასთან და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს რეკომენდაციასთან- შესაბამისად, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის, ფუძე საძირკვლების საექსპერტო შეფასების წარდგენა და საპროექტო ტერიტორიის მომიჯნავედ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების პროექტის მომზადება წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნას და მისი წარდგენის გარეშე მშენებლობის ნებართვის გაცემა იქნებოდა კანონშეუსაბამო.
აპელანტები არ ეთანხმებიან სასამართლოს მითითებას, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები. აპელანტები მიუთითებენ, რომ სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ ხარვეზების დადგენა ემსახურებოდა სწორედ საქმის ყოველმხრივ გამოკვლევისა და შესწავლის მიზანს, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გამოკვლეულია საქმისთვის მნიშვნელობის ყველა გარემოება. სწორედ ამ მიზნით მოეთხოვა მოსარჩელეს საპროექტო ტერიტორიის მიმდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გამაგრების პროექტის მომზადება და დაევალა საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის და ფუძე-საძირკვლების საექსპერტო შეფასების წარდგენა, რომელიც ემსახურება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შენარჩუნებას, უსაფრთხო გარემოს შექმნასა და მშენებლობის შედეგად გამოწვეული ზიანის აღკვეთას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტები სააპელაციო საჩივრების სრულად დაკმაყოფილებას ითხოვენ-
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-7-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
ფაქტობრივი დასაბუთება
4.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2--- წლის 12 ი-----ის ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისში, ნ-ჩ----ის №3--სა და №4--ს შორის მდებარე უძრავი ნივთის - ნაკვეთი №---------------------------------------------------------------- დაზუსტებული ფართობით 1134,00 კვ.მ. მესაკუთრეს წარმოადგენს შ-ს „ი--–---ი“.
4.5. 2--- წლის 14 ი------ს, ერთი მხრივ, შ-ს ,,ი--–---სა“ და, მეორე მხრივ, შ-ს „ე-----ს“ შორის შედგა უძრავი ნივთის (მის: ქ. თბილისი, ნ-ჩ----ის №3--სა და №4--ს შორის ნაკვეთი №62/12, №62/11, №62/0-4, საკადასტრო კოდი №----------------) ნასყიდობის ხელშეკრულება და იმავე დღეს მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილ იქნა განცხადება უფლების რეგისტრაციის თაობაზე.
4.6. საჯარო რესტრიდან 2--- წლის 31 ი-----ის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, ნ---- ჩ----ის №4- (ნ-ჩ----ის №3--სა და №4--ს შორის, ნაკვეთი №62/12, №62/11, №62/0-4), საკადასტრო კოდი 0---------------, დაზუსტებული ფართობი 1729,00 კვ.მ, მესაკუთრეს წარმოადგენს შ-ს „ე----“.
4.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 11 ი-----ის №------3 ბრძანებით ცვლილება შევიდა 2----------–--------- გადაწყვეტილებით დამტკიცებულ სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობებში, კერძოდ, საკადასტრო კოდად დაფიქსირდა №----------------, ფართობი 1729 კვ.მ. ამავე ბრძანებით დადგინდა, რომ ის გამოყენებულ უნდა ყოფილიყო 2----------–--------- და 1----------–--------- ბრძანებასთან ერთად.
4.8. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ მიღებული 2--- წლის 26 ა-----–ის №------- (2--------- წ. განცხადება №A--------) და 2--- წლის 24 მარტის №------- (2--------- წ. განცხადება №A--------) გადაწყვეტილებებით დაინტერესებულ პირს წარდგენილ დოკუმენტაციაში დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა.
4.9. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 2-----–------------- გადაწყვეტილების თანახმად, სამსახურში შესულ იქნა გ------- და პ---–- ს---–--ის საჩივრები, სადაც მითითებულია, რომ ქ. თბილისში, ნ-ჩ----ის ქ. №3--ს და №4--ს შორის, ნაკვეთზე №62/12 ნაწარმოებმა მშენებლობამ დააზიანა მის მოსაზღვრედ - ქ. თბილისი, ნ-ჩ----ის ქუჩა №3--ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. სამსახურის მიერ საკითხის განხილვისას გამოვლენილ იქნა სხვა ხარვეზებიც და დაინტერესებულ პირს დაევალა პარამეტრების გაზრდის შედეგად მომატებულ კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებისა და შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლებისა და ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასების საბოლოო დასკვნის წარდგენა.
4.10. სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 0- სექტემბრის №------- გადაწყვეტილებით (0-.06.2--- წ. განცხადება №---------) შ-ს ,,ე-----ს“ დირექტორს ეცნობა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთაგან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილმა კომისიამ რეკომენდაცია გაუწია საპროექტო ობიექტის მომიჯნავედ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გამაგრების პროექტის მომზადებას. ამავდრულად განმცხადებელს მოეთხოვა მომიჯნავე შენობა-ნაგებობის გამაგრების პროექტის წარდგენა/ჩატარება, რაც დადასტურდებოდა შესაბამისი დადებითი საექსპერტო შეფასებით, რის შემდეგაც სამსახური იმსჯელებდა სანებართვო აქტის გაცემასთან დაკავშირებით.
4.11. 2--- წლის 13 მ---- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ იქნა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--სა და №4--ს შორის მდებარე №62/12 ნაკვეთის მიმდებარე ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის დაფიქსირებისა და აღნიშნულ ნაგებობებზე პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენის შეფასების თაობაზე. დადგინდა, რომ 2--- წლის 19 ი----იდან დღემდე ნ-ჩ----ის №3--სა და №4--შ შორის მდებარე ნაკვეთზე №62/12 მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები არავითარ ზეგავლენას არ ახდენდა მიმდებარე შენობა-ნაგებობების მდგრადობასა და ტექნიკურ მდგომარეობაზე.
4.12. 2--- წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ იქნა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით, ნ- ჩ----ის ქუჩა №3--ში მდგარი შენობის მზიდი კონსტრუქციების ვიზუალური გამოკვლევის, 2--- წლის 19 ი----ის №-----------------------–-–--------------------------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნების შედეგების შედარებისა და ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ 2--- წლის 19 ი----ისდან დღემდე ნ- ჩ----ის ქ. №3--ში მდგარი შენობის მზიდ კონსტრუქციაზე დამატებითი რაიმე ტიპის დაზიანებები და დეფექტები არ ფიქსირდება. ე.ი. ნ- ჩ----ის ქ. №3--სა და №4--შ შორის №62/12 მიწის ნაკვეთზე მიმდინარე სამშნებელო სამუშაოებს არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია მიმდებარე შენობა-ნაგებობების, კერძოდ, ნ- ჩ----ის №3--ში მდებარე შენობის მდგრადობასა და ტექნიკური მდგომარეობაზე.
4.13. შ-ს „ი--–---ის“ დაკვეთით მომზადებულ იქნა საექსპერტო შეფასება ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქუჩა №4--ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების შესახებ, რომლის მიხედვით, მშენებლობისათვის გამოყოფილი მოედანი აკმაყოფილებს საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმების მოთხოვნებს.
4.14. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 27 ა-----–ის ექსპერტიზის დასკვნით №--------- დგინდება, რომ ქ. თბილისში, ნ---- ჩ----ის ქუჩა №3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. დეფორმაციათა მიღებული კლასიფიკაციის მიხედვით საკვლევ შენობაზე განვითარებული დაზიანებები III-IV ხარისხისაა, რომლის დაზიანების ხარისხიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ის ძირითადად გამოწვეულია ხანგრძლივი ექსპლუატაციის მანძილზე გადატანილი სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრით, ასაკობრივი ცვეთით და ტექნიკური მოუვლელობით. მომიჯნავე ნაკვეთში მიმდინარე მშენებლობა დაფუძნების პირობებიდან გამომდინარე საკვლევ შენობაზე არსებული დაზიანების ხარისხის გაზრდას არ გამოიწვევს. ნ- ჩ----ის ქ. №3--ში მდებარე შენობის მონაკვეთის ტექნიკური მდგომარეობა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სამშენებლო მოედანს, ავარიულია და უსაფრთხოების მიზნით საჭიროა განხორციელდეს მისი დემონტაჟი.
4.15. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--- წლის 21 თ------ლის ექსპერის დასკვნით №---------, ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--ში საცხოვრებელი სახლის ვიზუალური საინჟნრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დგინდება, რომ მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფი საცხოვრებელი სახლის მნიშვნელოვანი ნაწილის ჩამონგრევა მოხდა იმის გამო, რომ წლების მანძილზე შენობის ზღვრული არამდგრადი მდგომარეობა დაირღა მომიჯნავე ნაკვეთზე ქვაბულის ამოღებისას.
4.1-. 2--- წლის 1- ი----ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ იქნა ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--სა და №4--ს შორის მდებარე ნაკვეთი №62/12-ზე მშენებარე საცხოვრებელი სახლის მუშა პროექტის კონსტრუქციულ ნაწილზე, რომლითაც დადგენილ იქნა, რომ შენობა მდგრადია, როგორც სტატიკურ დატვირთებზე, აგრეთვე სეისმურ ზემოქმედებაზე. მუშა ნახაზების კონსტრუქციული ნაწილი შესრულებულია მაღალ დონეზე და ტექნიკური დოკუმენტაცია სრულ შესაბამისობაშია საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, სახელმწიფო სტანდარტებსა და რეგულაციებთან-
4.17. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2----–-–------------------------------------------–-–-------------------------------------) შ-ს „ე-----ის“ წარმომადგენელმა წარადგინა ადმინისტრაციული საჩვარი სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2----------–------------------------- წ. №------- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2--- წლის 2- დ-----ერს მიღებულ იქნა ბრძანება №--, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივარი.
სამართლებრივი დასაბუთება
4.18. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით; მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
4.19. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
მოცემულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს გასაჩივრებული, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურის 2--- წლის 2-----–--ის და 2--- წლის 0- სექტემბრის №------- გადაწყვეტილებებისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2--- წლის 2- დ-----რის №-- ბრძანების შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან-
4.2-. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ეს დადგენილება მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. კერძოდ, არეგულირებს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს. მითითებული დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია: ა) ამ დადგენილების შესაბამისად გაცემული მშენებლობის ნებართვა; ბ) ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაცია, რომელიც ცალსახად მიუთითებს მშენებლობის შესაძლებლობაზე; გ) კანონმდებლობა, მათ შორის, ეს დადგენილება, სამშენებლო რეგლამენტი და ტერიტორიების სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების მოთხოვნები.
4.21. დასახელებული დადგენილების მე-3 მუხლის 4--ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. 3-.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა სამ სტადიად, გარდა 38-ე და 39-ე მუხლებით დადგენილი შემთხვევებისა, რომელთაგან თითოეულზე მიმდინარეობს დამოუკიდებელი ადმინისტრაციული წარმოება. მხოლოდ წინა სტადიით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების დასრულებისა და დადებითი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდეგ შეუძლია ნებართვის მაძიებელს მოითხოვოს შემდგომი სტადიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.
4.22. სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამუშაოების ნებართვის გაცემისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოხდეს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევის საფუძველზე, საჯარო და კერძო პირთა ინტერესების ურთიერთშეპირისპირების შედეგად. პალატა მიუთითებს, რომ მშენებლობის განხორციელება გავლენას ახდენს არა მხოლოდ ქალაქის იერსახეზე, არამედ გავლენას ახდენს უსაფრთხო გარემოს არსებობაზე. სწორედ ამიტომ, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2-09 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო პირობების დადგენა ხორციელდება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პრინციპების გათვალისწინებით. „სივრცითი მოწყობისა და ქალაქმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 4.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, ამ კანონის მიზანია დაადგინოს სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის ძირითადი ასპექტები, მათ შორის: მოსახლეობისათვის ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი და სამოღვაწეო გარემოს შექმნისათვის, ხოლო ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კულტურული მემკვიდრეობისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და განვითარებისათვის.
4.23. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 14 დ-----ერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა სადავო მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებში შესაბამისი ცვლილების ასახვა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის ფართის გაზრდის ასახვა და შეთანხმებულ პროექტში ფუნქციური დანიშნულების დაზუსტება, რაზედაც ადმინისტრაციული ორაგნოს მიერ 2----–-–-------------- მიღებულ იქნა №------3 გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე. იმავე წლის 23 თ------ალს A-------- განცხადებით შ-ს ,,ე-----მ“ მოითხოვა 2--- წლის 24 დ-----ერს შეთანხმებული პროექტის კორექტირება, აღნიშნულ განცხადებაზე 2--------- წ. გამოცემულ იქნა შუალედური გადაწყვეტილება №-------- რომლითაც დაინტერესებულ პირს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა. იმავე წლის 26 ა-----–ს კი გამოცემულ იქნა ახალი შუალედური გადაწყვეტილება №-------, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაუდგინდა სრულიად სხვა სახის ხარვეზები, რაც ასახული არ იყო წინამდებარე №------- შუალედურ გადაწყვეტილებაში. ამასთანავე, სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2--- წლის 2-----–--ს გამოცემულ იქნა გადაწყვეტილება №-------, რომლითაც დაინტერესებულ პირს დაევალა პარამეტრების გაზრდის შედეგად მომატებულ კ2 კოეფიციენტის მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის, საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო შეფასებისა და შენობა-ნაგებობის ფუძე-საძირკვლებისა და ძირითადი კონსტრუქციების საექსპერტო შეფასების საბოლოო დასკვნის წარდგენა. შუალედურ აქტებში მის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო განმარტავს, რომ შ-ს ,,ი--–---ი-ს“ მიერ ნაწარმოები მიწის სამუშაოების (საძირკვლის ქვაბულის ამოჭრა და ხიმინჯების მოწყობის მიზნით ბურღვა) ჩატარებით ზიანი მიადგა ქ. თბილისში, ნ- ჩ----ის ქ. №3--ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ავარიულ შენობას, მშენებლობის შედეგად არსებული ვიბრაციით კი ჩამოინგრა ძეგლის სტატუსის მქონე შენობის გვერდითი მზიდი კედელი. საგულისხმოა, რომ სადავო აქტებით მოსარჩელეს დაევალა კ2 კოეფიცენტის გაზრდის მოსაკრებელის (რომელიც განხორციელდა წინა მესაკუთრის - შ-ს „ი--–---ის“ დროს და რომლის გათვალისწინებითაც უკვე შეთანხმებული იყო არსებული გადაწყვეტილების არქიტექტურული პროექტი) ქვითრისა და გეოლოგიური კვლევის (რომელიც მანამდე დადგენილ ხარვეზებში არ იყო მოთხოვნილი) წარდგენა.
4.24. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--------- წ. №--------- დასკვნა, რომლითაც შეფასდა წინა მესაკუთრის - შ-ს ,,ი--–---ი-ს“ მიერ განხორციელებული სამუშაოების უარყოფითი გავლენა მომიჯნავე ნაგებობეზე, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ 2--- წლის 13 მ---- გაცემული ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა შეეხება უკვე ახალი მესაკუთრის - შ-ს ,,ე-----ს“ პირობებში არსებულ და განხორციელებულ სამშენებლო სამუშაოებს, რომლის გაგრძელებაც ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენდა მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე. ამასთანავე, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკითხულ იქნენ სპეციალისტები - ა---------– რ-----–-–---–ი და ზ------ გ-----–-ძე, რომლებმაც განმარტეს, რომ შ-ს ,,ე-----ს” მიერ ნაწარმოებ მშენებლობას არანაირი ზიანი არ გამოუწვევია მეზობელ შენობა-ნაგებობეზე, რამეთუ გამოყენებულია ისეთი ტექნოლგიები, რაც სრულად გამორცხავს ზიანის მიყენების ფაქტს და მშენებლობის წესების დაცვით მშენებლობის განხორციელება არ გამოიწვევს ზინის მიყენებას.
4.25. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით დგინდება, რომ საბჭომ დადებითი შეფასება მისცა შ-ს ,,ე-----ს” მიერ 2--- წლის 23 თ------ალს წარდგენილი პროექტის კორექტირების საკითხს. დგინდება, რომ სადავო გადაწყვეტილებით დაინტერესებულ მხარეს ასევე მოეთხოვა გეოლოგიური დასკვნის წარდგენა (რომელიც მანამდე არ იყო მოთხოვნილი), რაც 0-.07.2--- წ. განცხადების საფუძველზე წარდგენილ იქნა, ასევე წარდგენილ იქნა ფუძე-საძირკვლების შეფასების დასკვნა. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში დაინტერესებულმა მხარემ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს დაუკვეთა ხელახალი კვლევა, სადაც 2--- წლის 27 ა-----–ს მომზადდა დასკვნა №---------, რომლითაც დადგინდა, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობა მომიჯნავე ავარიულ შენობაზე უარყოფით გავლენას, დაზიანების ხარისხის ზრდას ვერ მოახდენდა, თუმცა უსაფრთხოების მიზნით სასურველი იყო, რომ ეს ავარიული შენობა დაქვემდებარებოდა დემონტაჟს. ახალი საექსპერტო კვლევების საფუძველზე ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს 0----------–------------- განაცხადით მიმართა დაინტერესებულმა მხარემ, თუმცა 0--------7 წ. მიღებულ იქნა სადავო №------- გადაწყვეტილება, რომლითაც არ იქნა გაზიარებული ჩატარებული/წარდგენილი კვლევების შინაარსი და განმცხადებელს დაევალა მომიჯნავე ავარიული შენობა-ნაგებობის გამაგრების პროექტის მომზადება და გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება, რომელიც შემდგომში უნდა დადასტურებულიყო საექსპერტო შეფასებით. ამავე გადაწყვეტიოლებით შ-ს-ს დაუდგინდა ის ხარვეზები, რაც მანამდე, შუალედური გადაწყვეტილებით (2--------- წ. №-------) განესაზღვრა მხარეს და რომელიც 2----.2--- წ. №------- გადაწყვეტილებაში აღარ იყო ასახული (გამოსწორდა მხარის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად). აღსანიშნავია, რომ იმ პერიოდში, როდესაც პროექტის კორექტირებისას მოთხოვნილ იქნა ფუძე-საძირკვლების კვლევის და გეოლოგიური კვლევის წარდგენა, შ-ს ,,ე-----ს” მიერ უკვე ნაწარმოები იყო ორი ნიშნულის მოწყობის სამუშაოები და ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად აღნიშნა, რომ დაუსაბუთებელია ნებართვის გამცემის ეს მოთხოვნა მის მიერვე შეთანხმებული პროექტისა და ნებართვის საფუძველზე ნაწარმოები სამუშაოებისათვის მას შემდეგ, რაც მიწის ნამუშაოების გარდა განხორციელებულია სხვა სამუშაოებიც (მოწყობილი იყო რკინა-ბეტონის კარკასი). ამასთანავე, საქმე ეხება სამშენებლო ტერიტორიის მიმდებარედ/მომიჯნავედ არსებული ავარიული შენობისათვის ზიანის მიყენების ფაქტს, თუმცა აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე შ-ს ,,ე----'' გახდა 2--- წლის 14 ი------ს შ-ს ,,ი--–---თან“ გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო ზიანის მიყენების ფაქტი ამ თარიღიდან საკმაოდ დიდი ხნით ადრე დგინდება. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მოცემული დავის პირობებში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ჩატარებულა სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოება და გადაწყვეტილება მიღებულ/დაფუძნებულ იქნა იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებსა და არგუმენტებზე, რაც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
4.26. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის ვალდებულება, კერძოდ- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციულ წარმოებაში გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა)გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ)შეაგროვოს ცნობები; გ)მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ)დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ)გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
4.27. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის სადავო აქტები გამოიცა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, რაც გამოიხატა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის გარეშე აქტის მიღებაში, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეაფასა და არ შეისწავლა საქმის კანონიერად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტები. კერძოდ, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში არ იქნა ნამსჯელი იმის შესახებ, თუ როდის გახდა შ-ს „ე----“ სადავო ქონების მესაკუთრე, არ იქნა შეფასებული კონკრეტულად რა სამუშაოების განხორციელებას გააგრძელებდა მოსარჩელე და სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული წარდგენილი დასკვნები, რამდენად გამოიწვევდა საწარმოს მიერ მშენებლობის გაგრძელება უსაფრთხოების ზომების დარღვევასა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებას. ამდენად, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებამოსილება, რათა სრულყოფილას შეისწავლოს და დაადგინოს საქმის გადაწყვეტისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე, სადავო გარემოებები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ სადავო საკითხი მართებულად იქნა გადაწყვეტილი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ი----ის გადაწყვეტილება.
6. საპროცესო ხარჯები
აპელანტი - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან-
აპელანტის - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გადახდილი სახემწიფო ბაჟი - 150 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესი კოდექისის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 3-2-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 28 ი----ის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე გ------- ტყავაძე