განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002201292
საქმე №3ბ/2577-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
13 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე - მანანა ჩოხელი
მოსამართლეები - თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ი“
წარმომადგენელი - მ---- პ-------–---–-
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
წარმომადგენელი - თ----- ბ--------
მესამე პირი - შპს „მ--“
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტის მოთხოვნა
აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირის პოზიცია
2.1. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი არ დაეთანხმა სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვა.
2.2. მესამე პირს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით წერილობითი პოზიცია არ წარმოუდგენია.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1.გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2017 წლის 2-----–--ს შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა კ--–----ში, კ----- ა-------- ქუჩა N20-ში მდებარე ობიექტის (შპს ,,მ--’’ სასტუმრო) სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, მრიცხველის გვერდის ავლით ობიექტზე ხორცილდებოდა სასმელი წყლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ა-------- და აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,მ--“-ს დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 1,440.29 ლარი.
შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის განხილვის საფუძველზე, 2017 წლის 2-----–---ს N1--- დადგენილებით შპს ,,მ--“-ს დაედო ადმინისტრაციული სახდელი - გაფრთხილება.
2017 წლის 2 აგვისტოს შპს ,,მ--“-ის დირექტორმა განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მოითხოვა შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ 2017 წლის 2-----–--ის აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტით თანხის დარიცხვისა და გაფრთხილების შესახებ 2017 წლის 2-----–---ს N1--- დადგენილების გაუქმება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 2-------------ის №7---- გადაწყვეტილებით შპს ,,მ--“-ის განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ძალაში დარჩა ,,გაფრთხილების სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ’’ შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ 2017 წლის 2-----–---ს N1--- დადგენილება, ხოლო შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ 2017 წლის 2-----–--ის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,მ--“- ისთვის 1440,29 ლარის დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ და შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ს“ დაევალა გაეუქმებინა უსაფუძვლოდ მიჩნეული დარიცხვა, ასევე შესაბამისი ცვლილებები შეეტანა აბონენტის პირადი აღრიცხვის ბარათში.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ განცხადების ნაწილობრივ დაკმაყოფილებისა და შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ 2017 წლის 2-----–--ის ,,აღურიცხავი წყლის მოხმარების“ N0----- აქტით შპს ,,მ--“- ისთვის 1440,29 ლარის უსაფუძვლოდ დარიცხვის საფუძვლად მიჩნეული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნების დაუცველობა, კერძოდ, მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელებული იყო 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, ხოლო, მოცემულ შემთხვევაში იმის დასადასტურებლად, რომ შპს ,,მ--’’-ს საქმიანობა არ ჰქონდა დაწყებული 2017 წლის 9----–---მდე, შპს ,,მ--’’-ის მიერ წარდგენილი იქნა ამონაწერი სალარო აპარატიდან ნულოვანი მონაცემით. აქედან გამომდინარე, ვინაიდან ცნობილი იყო სასმელი წლის უკანონოდ მოხმარების პერიოდი, კომისიამ მიიჩნია, რომ დარიცხვა უნდა განხორცილელებულიყო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. ამასთან, კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 12 დღე და დღის განმავლობაში სასმელი წყლის მოხმარების პერიოდად 10 საათის განსაზღვრა, რის გამოც მომხმარებლის მიერ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასური დარღვევის პერიოდზე განსაზღვრა 576,12 ლარით.
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 2-------------ის №7---- გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.
სასამართლომ განმარტა, რომ ,,ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია წარმოადგენს საქართველოში მოქმედ ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოს. ამავე საკანონმდებლო აქტის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე იგი უფლებამოსილია გადაწყვიტოს მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული დავები ამ მარეგულირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებს შორის ან ლიცენზიების ან/და ნებართვების მფლობელებსა და მომხმარებლებს შორის. ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა მომხმარებელთა საჯარო ინფორმაციით უზრუნველყოფა, მათი განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და გადაწყვეტა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (შემდგომ – კომისია) არის „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირი, რომელიც არ არის შექმნილი სახელმწიფო ქონების საფუძველზე. კომისიის ძირითადი ფუნქციები განსაზღვრულია ამავე მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, მის ერთ-ერთ კომპეტენციას წარმოადგენს ლიცენზიატებს, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურებს, იმპორტიორებს, ექსპორტიორებს, მიმწოდებლებს, მომხმარებლებსა და ბაზრის ოპერატორს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში. ამავე კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, ბაზრის ოპერატორი, ლიცენზიატები, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები, იმპორტიორები, ექსპორტიორები, მიმწოდებლები და მომხმარებლები უფლებამოსილი არიან, კომისიაში შეიტანონ განაცხადი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სფეროებში სადავო საკითხის განხილვაზე, თუ აღნიშნული დავის გადაწყვეტა კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის, სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის N32 დადგენილებით დამტკიცებული იქნა ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომელიც არეგულირებს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს. ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას.
ხსენებული წესების მე-2 მუხლის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს მომხმარებლის შესაბამისი ხარისხის სასმელი წლით უსაფრთხო, უწყვეტი და საიმედო წყალმომარაგება კანონმდებლობის, ამ წესებისა და მისი შესაბამისი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის საფუძველზე, წყალმომარაგების ხელშეკრულებით, გამყიდველი კისრულობს ვალდებულებას, მიაწოდოს მყიდველს სასმელი წყალი მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო მყიდველი კისრულობს ვალდებულებას, გადაიხადოს მიღებული (მოხმარებული) სასმელი წყლის საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით, ამ წესებითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები. ამ წესების მიზნებისათვის კი სასმელი წყლის მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიები იყოფა ორ ჯგუფად: ა) საყოფაცხოვრებო მომხმარებელი - ფიზიკური პირი, რომელიც სასმელი წყალს ყიდულობს და მოიხმარს მხოლოდ საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის; ბ) არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელი - საყოფაცხოვრებო მომხმარებლის გარდა ყველა სხვა მომხმარებელი. ამასთან, მე-4 მუხლის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, აბონენტად დაარეგისტრიროს ის პირი, რომელიც ამ წესების შესაბამისად, სასმელი წყლით მომარაგებისას სარგებლობს (ან ისარგებლებს) მისი მომსახურებით.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსელით უკანონო სარგებლობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, ხოლო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალე---არული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. ამავე ნორმის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, როდესაც კალე---არული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 2-----–--ს შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა კ--–----ში, კ----- ა-------- ქუჩა N20-ში მდებარე ობიექტის (შპს ,,მ--’’ სასტუმრო) სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, მრიცხველის გვერდის ავლით ობიექტზე ხორცილდებოდა სასმელი წყლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ას N0----- და აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,მ--“-ს დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 1,440.29 ლარი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღიანი მოხმარებით, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
დადგენილია ასევე, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 2-------------ის №7---- გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან კომისიამ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მ--’’-ს საქმიანობა არ ჰქონდა დაწყებული 2017 წლის 9----–---მდე, მიიჩნია, რომ დარიცხვა უნდა განხორცილელებულიყო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
სასამართლომ მიუთითა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
ამდენად, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ შპს ,,მ--’’-ის მიერ ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა - სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარება, კანონი იმპერატიულად ადგენს, რომ უფლებამოსილმა პირმა აბონენტს უნდა მოსთხოვოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში, მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება.
სასამართლომ აღნიშნა, რომ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების განსაზღვრისას ერთმანეთისაგან განასხვავებს შემთხვევებს, რამდენად შესაძლებელია ასეთი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა; კერძოდ, ამ წესების მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის განსაზღვრა მოხდება შესაბამისი აქტის საფუძველზე შემდეგი წესით: იმ შემთხვევაში, როდესაც უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ან/და საერთო რაოდენობის დადგენა შესაძლებელია, მიმწოდებელის მიერ შესაბამისად მოხდება მონაცემების ჩასწორება-დარიცხვა. ხოლო ამავე წესების 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში როდესაც კალე---არული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, შპს ,,მ--“ სასტუმროს სალარო აპარატის ამონაწერის საფუძველზე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება მასზედ, რომ 2017 წლის 2-----–--ის N0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,მ--’’-ზე 1440.29 ლარის დარიცხვა განხორციელდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუცველად, კერძოდ, არასწორად იქნა გათვალისწინებული ობიექტის მიერ სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმი. მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელდა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,მ--’’ აღნიშნულ ობიექტზე საქმიანობა დაწყებული არ ჰქონდა 2017 წლის 9----–---მდე, რაც დასტურდებოდა სალარო აპარატიდან ამონაწერით ნულოვანი მონაცემით, შეუძლებელი იყო მის მიერ იმ რაოდენობის სასმელი წყლის მოხმარება, რაც შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------მა“ მას დაარიცხა.
სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 2-------------ის №7---- გადაწყვეტილება გასაჩივრებულ ნაწილში კანონიერია, მასში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ, ისევე როგორც კომისიამ, არასწორად გაიზიარა შპს „მ--.-ის“ განმარტება, თითქოს მან მუშაობა დაიწყო 2017 წლის 9----–--იდან, რადგან დადგენილია, რომ აღნიშნული ობიექტი წარმოადგენს სასტუმროს. იმისათვის, რომ სასტუმროს ფუნქციონირება დაეწყო და მიეღო კლიენტურა (რაც დადასტურდებოდა სალარო აპარატის მონაცემებით), აუცილებელი იყო მისი მოწესრიგება და მოწყობა სასტუმროსათვის, რისთვისაც აუცილებელია სასმელი წყლის გამოყენება, კერძოდ, სველი წესით ოთახების დასუფთავება, გარეცხვა და ა.შ. დადგენილია ასევე, რომ შპს „მ--.“ დაფუძნდა 2017 წლის 2--------ს. მაშასადამე, კომპანიას დაფუძნებიდან სამი თვე დასჭირდა იმისათვის, რომ ფინქციონირება დაეწყო და ამუშავებულიყო. შესაბამისად, სასტუმროს მიერ სასმელი წყლის მოხმარების დაწყება და სასტუმროს მიერ ფუნქციონირების დაწყება კლიენტების მიღებით არ უნდა იქნეს გაიგივებული ერთმანეთთან, რადგან კომპანიამ სასმელი წყლის მოხმარება უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე სტუმრებს მიიღებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ვერ შეძლებდა სტუმრების მიღებას. შესაბამისად, კომისიამ არასწორად დაადგინა (ხოლო სასამართლომ არასწორად გაიზიარა) სასმელი წყლის მოხმარების დაწყების თარიღად 2017 წლის 9----–--ი. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ არის საკმარისად დასაბუთებული, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სამართლებრივი თვალსაზრისით, სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, სადავოა შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ მიერ შპს „მ---თვის“ წყლის აღურიცხავი მოხმარებისთვის დარიცხული თანხის გაანგარიშების კანონიერება.
სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სასმელი წყლის ყიდვის, გაყიდვის, მიწოდებისა და მოხმარების დროს სასმელი წყლის მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებული „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები“, რომლის პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, ამ წესებით დადგენილი პირობები სავალდებულოა ყველა იმ პირისათვის, რომელიც ახორციელებს მომხმარებელთა წყალმომარაგებას ან/და სასმელი წყლის მოხმარებას. ამ წესებთან შეუსაბამო ვალდებულებების დაკისრება აკრძალულია.
„სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარებაში იგულისხმება სასმელი წყლის წყალმომარაგების სისტემაზე მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთება, შეწყვეტილი სასმელი წყლის მიწოდების თვითნებური აღდგენა, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანება (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბება, სასმელი წყლის დატაცება, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარება; ასევე, ხანძარსაწინააღმდეგო წყალსადენიდან და მისი შემადგენელი ქსელიდან, მოწყობილობებიდან ან/და სხვა სახის ელემენტებიდან სასმელი წყლის არახანძარსაწინააღმდეგო მიზნებისთვის არასანქცირებული მოხმარება. ამავე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კი, მიმწოდებელი სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტის გამოვლენისთანავე ვალდებულია, შეადგინოს შესაბამისი აქტი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასმელი წყლის უკანონო მოხმარება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლი ითვალისწინებს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისგებლობას. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასმელი წყლის უკანონო მოხმარება, აგრეთვე წყალარინების ქსლით უკანონო სარგებლობა – გამოიწვევს გაფრთხილებას.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქციის გარდა სამართალდამრღვევს ეკისრება სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულების ანაზღაურება. კერძოდ, „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მომხმარებლის მიერ ქსელზე სასმელი წყლის მოწყობილობებისა თუ მილსადენის თვითნებურად მიერთების, სასმელი წყლის მრიცხველის ბრჯენების განზრახ დაზიანების (აღრიცხვის სიზუსტის დარღვევის შემთხვევაში), სასმელი წყლის მრიცხველის ციფრული მაჩვენებლის გაყალბების, სასმელი წყლის დატაცების, მათ შორის, სასმელი წყლის მრიცხველის (აღრიცხვის სისტემის) გვერდის ავლით ან/და მის გარეშე სასმელი წყლის არასანქცირებული მოხმარების შემთხვევაში, სასმელი წყლის უკანონოდ მომხმარებელი ვალდებულია, გადაიხადოს სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების პერიოდში მის მიერ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება.
განსახილველ შემთხვევაში, სადავოა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის, არამედ სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარებისათვის სასმელი წყლის ღირებულების დარიცხვის კანონიერება. პალატა აღნიშნავს, ზემოთ მითითებული წესები სასმელი წყლის მომხმარებლის ვალდებულებას, გადაიხადოს სასმელი წყლის ღირებულება, ავტომატურად არ უკავშირებს მომხმარებლის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენას და მის სამართალდამრღვევად ცნობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 149-ე მუხლით, არამედ ცალსახად და უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, რომ ადგილი ჰქონდა სასმელი წყლის არასანქცირებულ მოხმარებას. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო წესით მოხდეს დასარიცხი თანხის გაანგარიშება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 2-----–--ს შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ შემოწმდა კ--–----ში, კ----- ა-------- ქუჩა N20-ში მდებარე ობიექტის (შპს ,,მ--’’ სასტუმრო) სასმელი წყლის მიწოდების სისტემა. შემოწმების შედეგად გამოვლინდა სასმელი წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი, კერძოდ, მრიცხველის გვერდის ავლით ობიექტზე ხორცილდებოდა სასმელი წყლის მოხმარება, რის გამოც შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ა-------- და აღურიცხავი წყლის მოხარების N0----- აქტი, რომლითაც შპს ,,მ--“-ს დაერიცხა უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის ღირებულება - 1,440.29 ლარი, რომელიც დაანგარიშებულ იქნა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღიანი მოხმარებით, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 2-------------ის №7---- გადაწყვეტილებით ზემოაღნიშნული დარიცხვა მიჩნეული იქნა უსაფუძვლოდ, ვინაიდან კომისიამ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ მოცემულ შემთხვევაში შპს ,,მ--’’-ს საქმიანობა არ ჰქონდა დაწყებული 2017 წლის 9----–---მდე, მიიჩნია, რომ დარიცხვა უნდა განხორცილელებულიყო ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ სასმელი წყლის უკანონო მოხმარების შემთხვევაში, ,,სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, თუ შეუძლებელია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღის და კალე---არული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება ერთთვიანი პერიოდის განმავლობაში მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმიდან გამომდინარე (სეზონურობის გათვალისწინებით). ამ მეთოდით დარიცხული სასმელი წყლის რაოდენობა არ უნდა იყოს ამ მომხმარებლის მიერ, ნორმალური აღრიცხვის პერიოდში მოხმარებული სასმელი წყლის საშუალო თვიურ რაოდენობაზე ნაკლები. ამავე ნორმის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, როდესაც კალე---არული დღის განმავლობაში უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ ცნობილია სასმელი წყლის უკანონოდ მოხმარების დაწყების თარიღი, მოხმარებული სასმელი წყლის რაოდენობა გამოითვლება დარღვევის პერიოდის განმავლობაში, მომხმარებლის მუშაობისა და გამოყენებული დანადგარების გამტარუნარიანობისა და შესაძლო დატვირთვის რეჟიმისა და სეზონურობის გათვალისწინებით.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, კერძოდ, შპს ,,მ--“ სასტუმროს სალარო აპარატის ამონაწერის საფუძველზე, სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს განმარტება მასზედ, რომ 2017 წლის 2-----–--ის N0----- აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით შპს ,,მ--’’-ზე 1440.29 ლარის დარიცხვა განხორციელდა „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესების“ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაუცველად, კერძოდ, არასწორად იქნა გათვალისწინებული ობიექტის მიერ სასმელი წყლის მოხმარების რეჟიმი. მომხმარებელზე დარიცხვა განხორციელდა 20 მმ დიამეტრის პოლიეთილენის მილის გამტარუნარიანობით, 30 დღეზე, თუმცა იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს ,,მ--’’ აღნიშნულ ობიექტზე საქმიანობა დაწყებული არ ჰქონდა 2017 წლის 9----–---მდე, რაც დასტურდებოდა სალარო აპარატიდან ამონაწერით ნულოვანი მონაცემით, შეუძლებელი იყო მის მიერ იმ რაოდენობის სასმელი წყლის მოხმარება, რაც შპს ,,ჯ--------- უ------- ე--- ფ------მა“ მას დაარიცხა. რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ სასტუმრო გახსნამდე საჭიროებდა მოწესრიგებას, რაც წყლის გამოყენების გარეშე შეუძლებელია, სასტუმროს ფართის, მასში სველი წერტილების რაოდენობის გათვალისწინებით არ დასტურდება დარიცხული თანხის გონივრულობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება და აპელანტის მიერ ვერც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად, იმ გარემოებების დასადგენად, რომ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის განხილვის ფარგლებში სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 (ას ორმოცდაათი) ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჯ--------- უ------- ე--- ფ------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
თავმჯდომარე მანანა ჩოხელი
მოსამართლეები თამარ ონიანი
გიორგი ტყავაძე