განაჩენი

სისხლის სამართლის 22.07.2019
საქმის ნომერი
010100119002983565
ინსტანცია
თარიღი
22.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119002983565

№1/ბ-440-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ს------ ვ-–--------ის ძე პ---–----------ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი ნომერი: 5----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: ხ---------–-------–-----------------------------------------------–---------------------------–-------–------------ში.

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით ს------ პ---–----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 06 აპრილს, ქ. ბათუმში, პუშკინის ქუჩა N99-ში მდებარე რესტორან „მეფაიტონეში“, ს------ პ---–----------მა ხელის სახეში დარტყმით ფიზიკური ძალადობა განახორციელა თავისი ოჯახის წევრის - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის - მ------ ბ------–---ის მიმართ, რომელთანაც ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენით ს------ პ---–----------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ი-----–- გ------–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ს------ პ---–----------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ------ ბ------–---ის ჩვენებით, მოწმეების - მ--–---------------------------–------------–------------------------- ბ------–---ის ჩვენებებით, 2019 წლის 06 აპრილს შედგენილი №0----- შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ ს------ პ---–----------ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ ს------ პ---–----------ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა და სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების, დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად დაუნიშნა სასჯელი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქციის ფარგლებში, რაც სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენში ცვლილების შეტანისა და მისი დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ი-----–- გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მაისის განაჩენი ს------ პ---–----------ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ს------ პ---–----------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

მასვე, სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 06 აპრილიდან 2019 წლის 17 აპრილამდე.

ს------ პ---–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, ხ--------------ას, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.~

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე