განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100118002344172
საქმე №1/ბ-619-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ივლისი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
თავმჯდომარე - მაკა გორგოძე
მოსამართლეები: თეიმურაზ სვანიძე
მარინე იმერლიშვილი
სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე
პროკურორის - გ------- ხ----ის,ადვოკატის - პ---–- კ------ის,თარჯიმნის - თ----- შ-----–-ას,მსჯავრდებულის - მ--------- გ------ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--------- თ-------ის ძე გ------ის მიმართ, დაბადებული 2--- წლის 25 ი----ს, პირადი №1----------, თურქეთის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქუთაისი, ჟ-–-------ას მეორე შესახვევი N18.
აღწერილობითი ნაწილი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--------- გ------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცელობა დამნაშვისათვის წინასწარ შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ. რაც გამოიხატა შემდეგში:
მ--------- გ------ს არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ არარსრულწლოვან 2--- წლის 11 ნოემბერს დაბადებულ მეუღლესთან ნ------ ო------თან საყოფაცხოვრებო ნიადაგზე კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდა. 2018 წლის 09 თებერვალს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქუთაისში, კ-------ის ქუჩა N49-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ--------- გ------მა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე არსებული კონფლიქტის გამო, მოკვლის მიზნით, ბასრი საგნის სხულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის გულმკერდის და მუცლის არეში ჩარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა არასრუწლოვან მეუღლეს - ნ------ ო------ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს განაჩენით მ--------- გ------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼- ით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.
მ--------- გ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულია.
მ--------- გ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 თებერვლიდან.
სააპელაციო საჩივრის მოტივები:
აპელანტი - ზემოაღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულ მ--------- გ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ---–- კ------ემ, რომელიც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს გამატყუნებელი განაჩენის გაუქმებას და მ--------- გ------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას, შემდეგ მოტივებზე მითითებით: სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მ--------- გ------ს არანაირი განზრახვა არ ჰქონია მისი არასრულწლოვანი მეუღლის მოკვლისა, უფრო მეტიც მას პირადად არანაირი სხეულის დაზიანება არ მიუყენებია ნ------ ო----იზე და თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს სხვადასხვა სახის სხეულის დაზიანება, ეს გამოძიების დასადგენი იყო, რაც არ მომხდარა. მ---------მ სასამართლოს დამაჯერებლად უჩვენა, რომ მას მეუღლის წინააღმდეგ, რომ ჰქონოდა დანაშაული ჩადენილი, ის იმავე საღამოს კაზინოში არ წავიდოდა და შეეცდებოდა დამალვას, ხოლო შემდეგ საქართველოს- თურქეთის საზღვრის ფარულად დატოვებას, თუმცა მან ეს არ გაკეთა ერთი მარტივი მიზეზის გამო, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. აღნიშნულს ასევე ადასტურებენ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხული ბ--------– გ------ი და თ------- გ------ი. დაცვის მხარის მოწმეებმა უჩვენს, რომ მ--------- გ------ს უყვარდა მისი მეუღლე და მ--------- დანას არასოდეს ატარებდა, ისინი კატეგორიულად გამორიცხავენ მსჯავრდებულის მიერ ნ------ ო------ მოკვლის მცდელობას. საქმეში არ არსებობდა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მ--------- გ------ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მ--------- გ------ის მიერ ნ------ ო------ არა თუ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს, არამედ უბრალოდ ძალადობის განხორციელების მცდელობასაც კი.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტ - მსჯავრდებულ მ--------- გ------ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს პ---–- კ------ეს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვეს;
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ------- ხ----ეს, რომელმაც არ დაუჭირა მხარი წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მ. გ------ის მიმართ გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მოისმინა პროცესის მონაწილეთა მოთხოვნები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--------- გ------ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ:
არასრულწლოვანი დაზარალებულის ნ------ს ო------ გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, მას მისი მეუღლე მ--------- გ------ი ხშირად სცემდა და მიუხედავად იმისა, რომ იყო ავად არ აძლევდა წამლის ფულს, არ აძლევდა მკურნალობის საშუალებას და აგრძელებდა მის ცემას, ასევე ემუქრებოდა მოკვლით და ეუბნებოდა, რომ თუ იგი სახლში წავიდოდა მოკლავდა. ყოველივე ამის გამო 2018 წლის 07 თებერვალს იგი თავისთან წაიყვანა მისმა დედამ, რადგანაც თვითონ მარტო, დედის გარეშე ვერ ბედავდა მშობლების სახლში დაბრუნებას. სახლში დაბრუნების შემდეგ 2018 წლის 09 თებერვალს მას სახლში მიაკითხა მ--------- გ------მა, რომელმაც უთხრა, რომ გაყოლოდა მისი რძლის ოთახში სალაპარაკოდ, რომელიც უკანა გასასვლელს ესაზღვრება, მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ იგი გაჰყვა მ---------ს, რომელმაც უთხრა, რომ წაყოლოდა სახლში, უარის შემთხვევაში ადგილზე მოკლავდა. დაზარალებული შეყოყმანდა, მაგრამ რადგანაც იცოდა, რომ თუ წაჰყვებოდა მ---------ს ის მუდმივად ცემის ქვეშ ეყოლებოდა, ამიტომ უარი უთხრა. მისგან უარის შემდეგ მ--------- გ------მა, შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო საშუალო ზომის დასაკეცი დანა, მოიქნია იგი და ჩაარტყა მარჯვენა მხარეს, იგი წაიქცა და დაეცა იატაკზე, მ--------- მას ზემოდან მოექცა, პირზე ძლიერად მიაბჯინა და დააფარა ხელი, ხოლო დანა რამდენჯერმე ძლიერად ჩაარტყა მკერდში. იგი ფართხალებდა და ცდილობდა მოქნეული დანის აცილებას, მ--------- მას გამიზნულად ურტყამდა დანას მკერდის მიმართულებით და თუ დანა სხვა ადგილასაც მოხვდა, ეს გამოწვეული იყო მისი თავდაცვის გამო. ამის შემდეგ მ--------- სახლის უკანა კარიდან გაიქცა და დანაც თან წაიღო.
მოწმე ს---–---- ო------ გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, ნ------ ო----ი არის მისი შვილიშვილი, ისინი ცხოვრობენ ქ. ქუთაისში კ-------ის ქ. N49-ში, აღნიშნული შემთხვევის დროს ისინი, მისი ოჯახი, გარდა მისი შვილის ე----- ო------ა იმყოფებოდნენ სახლში, როდესაც დაახლოებით 21:00 საათზე მათთან მივიდა მ--------- გ------ი, ოჯახის წევრები ამ დროს ვახშმობდნენ და მ--------- სუფრასთან მიიწვიეს, მაგრამ მ--------- იყო არეული, ანერვიულებული, რომელმაც ვახშმის დამთავრების შემდეგ ნ------ს მოთხოვა, რომ ცალკე გაჰყოლოდა სასაუბროდ, თავიდან ნ------ უარზე იყო და არ სურდა მ---------სთან საუბარი, მით უმეტეს მასთან მარტო დარჩენა, მაგრამ მ---------მ მას არაერთხელ, დაჟინებით გაუმეორა და ნ------ იძულებული გახდა დამორჩილებოდა მის მოთხოვნას. მ--------- და ნ------ გავიდნენ მისი შვილიშვილის ე----ს მეუღლის ნ----- გ------ის ოთახში, სადაც დაახლოებით ხუთი წუთი დაჰყვეს. ხუთი წუთის შემდეგ ნ------ გასისხლიანებული გამოლასლასდა მათთან მისაღებ ოთახში, იგი მკერდზე და სხეულზე იჭერდა ხელს, თუმცა სისხლი ძლიერი ნაკადით ასხამდა. მისი დანახვისას შიშისგან ადგილზე გაშეშდა, ნ------მ მას სთხოვა, რომ მიშველებოდა რადგან მ---------მ მას მკერდში დანა ჩაარტყა, იგი იქვე მის წინ ჩაიკეცა. თვითონ შეეცადა, რომ როგორმე სისხლდენა შეეჩრებინა, მაგრამ ვერ ახერხებდა. ნ------ მაშინვე მათსავე ავტომანქანით გადაიყვანეს იქვე მდებარე საავადმყოფოში. მისი აზრით მ--------- გ------ს თავიდანვე ჰქონდა განზრახული ნ------ს მოკვლა, ვინაიდან მას დანა დამალული ჰქონდა, ვიდრე საავადმყოფოში გადაიყვანდნენ ნ------მ მას უთხრა, რომ მ---------მ შარვლის უკანა ჯიბიდან ამოიღო დანა და მისი საშუალებით მიაყენა რამდენიმე დაზიანება. მ---------ს მიერ მათი სახლიდან ან მათ სახლში აღებული დანა ან სხვა სახის მსგავსი ცივი იარაღი მ---------ს მიერ გამოყენებული ვერ იქნებოდა, რადგანაც სამზარეულოში არსებული დანა არის ადგილზე, შესაბამისად მ--------- მათთან მივიდა დანით, რომელიც დამალული ჰქონდა. ნ------ შემთხვევიდან რამდენიმე დღის წინ სახლში დააბრუნა მისმა რძალმა ს----- გ---–---მა, ვინაიდან თვითონ ნ------ დამოუკიდებლად მ---------ს სახლიდან წამოსვლას ვერ ბედავდა შიშის გამო, რადგანაც მ--------- სახლიდან წამოსვლის შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა.
მოწმე ს----- გ---–---ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, იგი საქართველოში ბოლოს ათი თვის წინ ჩამოვიდა და იმყოფება ქ. ქუთაისში, სადაც ცხოვრობს ოთხ შვილთან ერთად. ნ------ ო----ი მისი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ქალიშვილია, ხოლო მისი მეუღლეა ასევე არასრულწლოვანი მ--------- გ------ი, რომელთაც ერთმანეთი უყვარდათ გაიპარნენ და დაქორწინდნენ, თუმცა იგი წინააღმდეგი იყო და ქალიშვილი სახლში დააბრუნა, მაგრამ მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა მისი ქალიშვილი ნ------ ო----ი მაინც გაჰყვა მ---------ს ცოლად რომლებიც ასევე გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად და ცხოვრობდნენ ქ. ქუთაისში. როგორც მისთვის ცნობილია მის ქალიშვილს კონფლიქტი ჰქონდა ქმართან და დედამთილთან. დედამთილი ლანძღავდა მის ქალიშვილს, უყვებოდა მ---------ს, რომელიც შემდგომ სცემდა მის ქალიშვილს ნ------ ო------. სამი დღის წინ ის იმყოფებოდა თავის ქალიშვილთან, რომელიც დახვდა ავად, სიცხიანი. ის წამოიყვანა თავისთან სახლში, რა დროსაც შეამჩნია, რომ სახეზე და ხელებზე ჰქონდა სილურჯეები, რაზედაც ნ------ ო----იმ უთხრა, რომ იგი მ---------მ ცემა. აღნიშნულის გამო ქალიშვილი თავისთან დაიტოვა და მ---------ს ოჯახში აღარ გაუშვა. 2018 წლის 09 თებერვალს, იგი იმყოფებოდა სახლში დედამთილთან, რძალთან, ვაჟიშვილ ე----სთან, მცირეწლოვან მ---------ან, ე-----თან და ქალიშვილ ნ------სთან ერთად. დაახლოებით საღამოს 21:00 საათზე მათთან სახლში მივიდა მათი სიძე მ--------- გ------ი, რომელმაც შემოსვლისთანავე როგორც წესი გაიძრო ფეხსაცმელები და ისე შევიდა მათთან. მას ეცვა მუქი ფერის მაისური და ეხურა კეპიანი ქუდი, ის ვახშამზე მიიწვიეს, მაგრამ იუარა და თქვა, რომ მას სალაპარაკო ჰქონდა ნ------სთან და ხუთი წუთით დაელაპარაკებოდა. ნ------მ განუცხადა რომ მასთან შერიგებას არ აპირებდა და მასთან სალაპარაკოც არაფერი ჰქონდა, მაგრამ მ--------- მაინც არ მოეშვა და მისი ქალიშვილიც გაჰყვა მისი რძლის ოთახში სასაუბროდ, ხოლო დანარჩენები მისაღებ ოთახში დარჩნენ ჩვეულებრივად, უყურებდნენ ტელევიზორს და ეთამაშებოდნენ ბავშვებს. დაახლოებით 5 წუთის შემდეგ ოთახში შემოვიდა ნ------ ო----ი და მისუსტებული ხმით თქვა: „დედა მ---------მ დამჭრა, მას ჩემი მოკვლა უნდოდაო“ ამის თქმა იყო და ნ------ წაიქცა და დაეცა იატაკზე, თვითონ შვილთანაც არ მისულა, პირდაპირ გაიქცა გარეთ ეზოსკენ, რადგან მიხვდა, რომ მ--------- სახლში აღარ გაჩერდებოდა, როდესაც ქუჩაში გავარდა მან დაინახა, რომ მისგან 15 მეტრში მ--------- გარბოდა, ჩაჯდა ტაქსში და წავიდა საავადმყოფოს მიმართულებით. მ--------- ისე გაიქცა მათი სახლიდან ფეხსაცმელებიც არ წაუღია, რომელიც კეპთან ერთად მათ სახლში დარჩა, მასთან ერთად მ---------ს გამოეკიდა მისი შვილი ე----ც, რომელიც 16 წლისაა, მაგრამ ისიც ვერ დაეწია. როდესაც უკან დაბრუნდა მისი ქალიშვილი ისევ იატაკზე იწვა, როდესაც ხელზე მოკიდა ხელი უთხრა, რომ ხელშიც იყო დაჭრილი, მას სისხლი სდიოდა გულ- მკერდის და გვერდის არეში. უშუალოდ მ---------ს ხელში დანა არ დაუნახავს და არც მისი შვილის დაჭრის ფაქტს შესწრებია, მ---------მ იცოდა, რომ ნ------ არასრულწლოვანი იყო, სწორედ ამის გამო თხოვდა რომ არ წაეყვანა ცოლად არასრულწლოვანი. რაც შეეხება დანას, იგი მ---------ს თან უნდა მოეტანა, რადგანაც მათი სახლის დანა წაღებული ან გადაადგილებული არ ყოფილა. მას თავიდანვე ჰქონდა ნ------ს მოკვლის განზრახვა. აღსანიშნავია, რომ როდესაც მ--------- და ნ------ გავიდნენ ცალკე ოთახში სალაპარაკოდ, მას რაიმე კამათის ან ყვირილის ხმა არ გაუგონია.
არასრულწლოვანი მოწმის ნ----- გ------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, იგი ცხოვრობს ქ. ქუთაისში, კ-------ის N49-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლესთან ე---- ო------თან, მეუღლის დედა ს----- გ---–---თან, მეუღლის მამა ე----- ო------თან, ასევე მეუღლის მცირეწლოვან და-ძმებთან ერთად. მისი მეუღლის და ნ------ ო----ი დაქორწინებული იყო მის ნათესავზე, მ--------- გ------ზე, რომელიც ასევე თურქეთის მოქალაქეა და ისინი დაქორწინდნენ თურქეთში. მისთვის ცნობილი იყო რომ მ--------- გ------სა და ნ------ ო------ შორის იყო გარკვეული უსიამოვნებები, თუმცა ცდილობდა, რომ მათ ურთიერთობებში არ ჩარეულიყო. სამი დღის წინ მისი მეუღლის დედა ს----- გ---–---ი იმყოფებოდა მ---------სთან და ნ------სთან სახლში, სადაც ნახა, რომ ნ------ იყო ავად, სიცხიანი, რის გამოც ის წამოიყვანა სახლში, მისი წამოყვანის მიზეზი იყო ის, რომ მ--------- ეპყრობოდა უხეშად, სახლში მოყვანისას ნ------ს აღენიშნებოდა დაზიანებები სილურჯეების სახით, რაზედაც ნ------მ თქვა, რომ მ--------- სცემდა. 2018 წლის 09 თებერვალს მთელი ოჯახი იმყოფებოდა სახლში, როდესაც საღამოს 21:00 საათზე მათთან სტუმრად მივიდა მ--------- გ------ი, მან მოსვლისას თურქული ტრადიციის მიხედვით ფეხზე გაიძრო და დატოვა ფეხსაცმელები. ისინი ამ დროს ვახშმობდნენ, მაგრამ მ--------- სუფრასთან არ დაჯდა და ნ------ს უთხრა, რომ გასულიყვნენ ცალკე სასაუბროდ, რაზედაც ნ------მ უარი განუცხადა, მაგრამ შემდეგ მ---------მ შეძლო მისი დაყოლიება და ისინი ცალკე გავიდნენ სასაუბროდ, თურქული ტრადიციების მიხედვით ისინი მეუღლეების საუბარში არ ჩაერივნენ რადგანაც მათი თანდასწრებით რაიმე უხეშობას ადგილი არ ჰქონია, ისინი სასაუბროდ გავიდნენ მის ოთახში, საიდანაც დაახლოებით ხუთ წუთში ნ------ გამოვიდა მისაღებ ოთახში, მას ხელი ჰქონდა მკერდზე მიჭერილი და მისუსტებული ხმით თქვა, რომ მ---------მ დაჭრა, როგორც კი ეს თქვა იქვე ჩაიკეცა და დაეცა იატაკზე, მაშინვე მ---------ს დაედევნა მისი მეუღლე, მაგრამ დაწევა ვერ შეძლო. აღსანიშნავია, რომ მ---------სათვის ხელში დანა არ შეუმჩნევია, სავარაუდოდ მას ის ტანსაცმელში ქონდა დამალული. რა თქმა უნდა მ---------სათვის ცნობილია, რომ ნ------ არის არასრულწლოვანი, ვინაიდან ისინი დაქორწინებულნი არიან და მისთვის მისი ასაკი ცნობილია. ნ------ ამბობდა, რომ მას მ--------- სისტემატურად სცემდა და იმიტომ ეშინოდა სახლში წამოსვლა, რადგან მას მოკვლით ემუქრებოდა.
მოწმის სახით დაკითხული ბ--------– გ------ის ჩვენების თანახმად, მ--------- გ------ი არის მისი შვილი, ის არის და იყო ძალიან ზრდილობიანი და დამჯერე. საქართველოში ისინი ჩამოსულნი არიან ოჯახით და აქვთ საკუთარი მცირე ბიზნესი. ბ--------– გ------ს ჰყავს 6 შვილი, მათგან ყველაზე უფროსია მ--------- გ------ი. რაც შეეხება ნ------ ო------, მოწმის განმარტებით ის არის მისი რძალი, მ--------- გ------ის მეუღლე, ისინი დაქორწინებული არიან დაახლოებით წელიწად ნახევარია, მ---------ს და ნ------ს ძალიან უყვართ ერთმანეთი და აქვთ ძალიან კარგი ურთიერთობა, მ---------ს არასდროს უძალადია მის მეუღლეზე. 2018 წლის 09 თებერვალს ის იმყოფებოდა სახლში, ხოლო მ--------- ნ------ს მამასთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში, ნ------ დედამისის სახლში იმყოფებოდა, ნ------ს არ უნდოდა დედამისთან წასვლა, მაგრამ დედამ ძალით წაიყვანა. მოწმის განმარტებით ნ------ს დედას მისი გაყიდვა უნდოდა 15 ათას დოლარად და სწორედ ამიტომ ჰქონდათ მათ უთანხმოება, ნ------ს დედას უნდოდა დაეშორებინა ნ------ და მ---------, მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ. მ--------- როდესაც ჩამოვიდა ბათუმიდან, იკითხა ნ------ს ადგილსამყოფელი და დაუყოვნებლივ წავიდა მის წამოსაყვანად. მოწმის განმარტებით მ--------- გ------ი არასოდეს არ ატარებდა თან დანას. მ---------მ მას განუმარტა რომ როდესაც ნ------ს წამოსაყვანად მივიდა იქ იჩხუბა, რადგან ნ------მ უთხრა, რომ მას დედამისი ფულის სანაცვლოდ სხვა კაცზე ათხოვებდა. მოწმე გამორიცხავს იმას, რომ მ---------ს შეეძლო ნ------ დაეჭრა, რადგან მას ის ძალიან უყვარს. ნ------ დღემდე რე--ვს და კითხულობს მ---------ს ამბებს, ჩამოსვლაც უნდა, მაგრამ დედამისის ეშინია.
მოწმის სახით დაკითხული თ------- გ------ის ჩვენების თანახმად, იგი დაახლოებით 10 წელია ცხოვრობს საქართველოში ოჯახთან ერთად, მოწმის განმარტებით მ--------- გ------ი არის მისი შვილი და ის დაქორწინებულია ნ------ ო----იზე, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, გადაუხადეს ქორწილი და ჩამოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად, ისინი ცხოვრობდნენ ერთად. თ------- გ------ის განმარტებით მის შვილს მ---------ს სიდედრი ყოველთვის ამცირებდა და ეუბნებოდა რომ ნ------ს წაართმევდა და სხვაზე გაათხოვებდა 15 ათასის სანაცვლოდ, ნ------ც იგივეს ეუბნებოდა მ---------ს, ისიც მუდვმივად ამცირებდა, ამის გამო მ--------- ძალიან ნერვიულობდა და ერთი თვე საჭმელსაც არ ჭამდა. 2018 წლის 9 თებერვალს იმყოფებოდა საქმეზე ბათუმში, ნ------ დედამისმა წაიყვანა სახლიდან, რომელსაც მ---------მ მიაკითხა, რა დროსაც სიდედრმა მ--------- ისევ დაამცირა. როცა ბათუმიდან დაბრუნდა მას მ---------მ დაურე--, იგი ნასვამი იყო და ვერ გაიგო რა უთხრა, შემდეგ ტელეფონი გაუთიშა, სამი სხვადასხვა ნომრიდან დაურე--, უთხრა რომ მამა ნასვამი ვარ, ვიჩხუბე და არ ვიცი რა გავაკეთეო. სასამართლო სხდომაზე, მოწმემ დააზუსტა თავისი ჩვენება და განმარტა, რომ 9 თებერვალს მას მობილურზე დაუკავშირდა მისი შვილი მ--------- გ------ი და უთხრა, რომ მას უთანხმოება მოუვიდა მისი მეუღლის დედასთან, რადგანაც ნ------ ო------ დედას მ---------სთვის უთქვამს, რომ ნ------ უკვე გაყიდული ჰყავდა 15 ათას დოლარად და სხვას უნდა წაეყვანა, რის გამოც მ---------ს ნ------სთან მოსვლია კონფლიქტი და შელაპარაკება, რა დროსაც მ---------ს დანა დაურტყამს მისი ყოფილი მეუღლისათვის და დაუჭრია იგი. მოწმემ დააზუსტა აღნიშნული ჩვენება და განმარტა, რომ მას ეს ყველაფერი შეატყობინა ნ------ს დედამ, ხოლო მ---------მ მხოლოდ ის უთხრა, რომ იყო ტაქსში ნასვამი და იჩხუბა, მას სხვა არაფერი უთქვამს.
მოწმე ე----- ო------ გამოკითხვის ოქმის თანახმად, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული სასამართლო სხდომაზე, იგი ნ------ ო------ მამაა, მისი შვილი 14 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა 17 წლის მ--------- გ------ს, რომლის წინააღმდეგნიც იყვნენ, მაგრამ რადგანაც მათ ქალიშვილს მ--------- ძლიერ უყვარდა ისინი ამ ქორწინებას დათანხმდნენ. მისი ქალიშვილი, რომელიც ქ. ქუთაისში სხვა მისამართზე ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად, ავადმყოფობის გამო იგი სახლში წამოიყვანა მისმა მეუღლემ ანუ ნ------ს დედამ, რადგანაც ავადმყოფ ნ------ს მისი სიძე და სიძის ოჯახის წევრები არ უვლიდნენ და არ მკურნალობდნენ. 2018 წლის 09 თებერვალს ის იმყოფებოდა ქ. ბათუმში, როდესაც დაახლოებით 23:00 საათზე ტელეფონით დაუკავშირდა მისი მეუღლე ს----- გ---–---ი და უთხრა, რომ მასთან სახლში მისულმა სიძემ მ--------- გ------მა დანით დაჭრა მათი ქალიშვილი ნ------ ო----ი, რომელიც საავადმყოფოში იყო გადაყვანილი, როდესაც ქუთაისში ჩამოვიდა ოჯახის წევრებისგან გაიგო, რომ საღამოს საათებში მათთან სტუმრად მისულა მ--------- გ------ი, ამ დროს სახლში იმყოფებოდნენ დანარჩენი ოჯახის წევრები: მისი მეუღლე, ქალიშვილი ნ------ ო----ი, დედა ს---–---- ო----ი, მისი ვაჟი ე---- ო----ი და მისი მეუღლე ნ----- გ------ი, ასევე მისი მცირეწლოვანი შვიდი წლის შვილი, გოგონა ე---- ო----ი და ექვსი წლის ვაჟი მ------- ო----ი. როგორც შეიტყო მის სიძეს მ---------ს ოჯახის წევრებთან მშვიდად უსაუბრია, შემდეგ უთხოვია ნ------ ო------თვის ცალკე გასულიყვნენ სასაუბროდ, როდესაც ისინი ცალკე ოთახში გავიდნენ, მისი ქალიშვილი ნ------ მალევე შემობრუნებულა და უთქვამს, რომ იგი დანით დაჭრა მ--------- გ------მა, თვითონ მ--------- კი სხვა გასასვლელით გასულა და იქაურობა დაუტოვებია.
მოწმის სახით დაკითხული კ------------- ბ---------ას ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2005 წლიდან. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 10 თებერვალს მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. შემთხვევის ადგილი მის მიერ დათვალიერდა ღამის საათებში, ექსპერტებთან და თარჯიმან ე---------- ა----–---სთან ერთად. სახლი მდებარეობდა კ-------ის N49-ში, სახლის შესასვლელი კარი იყო მოსვრილი სისხლით, მისაღებ ოთახში მაგიდასთან იყო ბოტასები და კეპიანი ქუდი, რომელზეც დაზარალებულის მამამ მიუთითა რომ ეს ნივთები იყო მისი სიძის, მ--------- გ------ის. აღნიშნული ნივთები ამოღებულ და დალუქულ იქნა. აგრეთვე ამოღებულ იქნა ანაწმენდები. შემთხვევის ადგილის დათვალიერება მოხდა 2018 წლის 10 თებერვალს. მოწმე კ------------- ბ---------ას განმარტებით დაზარალებულის მამას მისთვის არ უთქვამს დაინახა თუ არა დანა რომ დაარტყა მ--------- გ------მა მის შვილს, არც ის უთქვამს დანა ეჭირა თუ არა გ------ს.
მოწმის სახით დაკითხული ბ------- კ--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2014 წლიდან. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მის მიერ დაკითხულ იქნა ბრალდებულის მამა თ------- გ------ი, აგრეთვე დაკითხულ იქნა დაზარალებულის მამა ე--- ო----ი და თ------- გ------ისგან ამოღებულ იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი სიმ ბარათთან ერთად. მისთვის საქმესთან დაკავშირებით ცნობილია, რომ გამოძიება დაიწყო არასრულწლოვან ნ------ ო------ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, რომელიც ჩაიდინა მისმა ყოფილმა მეუღლემ მ--------- გ------მა.
მოწმის სახით დაკითხული დ----- კ--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 თებერვალს 112-დან შევიდა შეტყობინება რომ თურქეთის მოქალაქე მ--------- გ------მა დანის გამოყენებით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მის არასრულწლოვან მეუღლეს ნ------ ო------. გამოძიება დაიწყო 111-109-ე მუხლით. გამომძიებელ დ----- კ--------ის მიერ ჩატარებულ იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ: მის მიერ გამოიკითხა დაზარალებულ ნ------ ო------ რძალი ნ----- გ------ი, ასევე დაზარებულის ძმა, მამა, თავად დაზარალებული ნ------ ო----ი და ასევე ტაქსის მძღოლები, აგრეთვე მის მიერ დაინიშნა ექსპერტიზა. დაკავებულიდან აღებული იქნა ნიმუშები, რაზეც მათ თანხმობა განაცხადეს და იძულებას ადგილი არ ჰქონია. დაზარალებულმა ნ------ ო----იმ გამოძიებას განუმარტა რომ მ--------- გ------მა დაარტყა მას დანა, დღეის მდგომარეობით ნ------ ო----ი იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში, სამკურნალოდ.
მოწმის სახით დაკითხული დ----- ნ-–-----ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლად 2016 წლის იანვრის თვიდან. მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილია ის, რომ 2018 წლის 9 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში შევიდა შეტყობინება მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით, ქალბატონი იმყოფებოდა დაჭრილ მდგომარეობაში, რომელიც მიყვანილ იქნა ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი და დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები. უშუალოდ მას დაევალა დაჭრილი ქალბატონის ტანსაცმლის ამოღება საავადმყოფოდან, მის მიერ გამოკითხულ იქნა „ემერჯენსის“ მედდა, რომლიდანაც შემდგომ ამოიღო დაზარალებული ქალბატონის ტანსაცმელი. ტანსაცმელზე აღინიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები, ისინი დაილუქა და გადატანილ იქნა პოლიციის განყოფილებაში. ასევე დ----- ნ-–-----ის მიერ დაკითხულ იქნა დაზარალებულის დედა.
მოწმის სახით დაკითხული კ------------- ნ-–------ის ჩვენების თანახმად, ის არის ტაქსის მძღოლი, დღეის მდგომარეობით ჰყავს „ოპელის“ მარკის ავტომობილი, ხოლო 2018 წლის თებერვალში ჰყავდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილი. 2018 წლის 9 თებერვალს ის იმყოფებოდა სამტრედიის ხიდთან, სავაჭრო ცენტრ „სავარძელთან“ ეგრეთწოდებულ „ბირჟაზე“ იქნებოდა დაახლოებით ღამის 11 საათი მას ავტომობილში ჩაუჯდა თურქი ეროვნების მგზავრი და სთხოვა მობილური ტელეფონი, საიდანაც დარე--, მაგრამ კ------------- ნ-–------ისთვის უცნობია თუ რაზე ისაუბრა მისმა მგზავრმა, რადგან საუბრობდა თურქულ ენაზე, მისამართიც ხელის კარნახით მიასწავლა, მიიყვანა „სულიკოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოწმის განმარტებით მგზავრი ცოტა ხანს იქ იდგა, შემდგომ მოვიდა უცნობი მამაკაცი და ისაუბრეს ერთმანეთში და შემდეგ სთხოვა ავტოსადგურზე გაყვანა. მგზავრი ჩამოვიდა ჭავჭავაძეზე, გადაუხადა მძღოლს 20 ლარი და წავიდა. კ------------- ნ-–------ე 2018 წლის 9 თებერვლის მდგომარეობით სარგებლობდა მობილური ტელეფონის ნომრით: 5--------- მოწმე კ------------- ნ-–------ემ სხდომის დარბაზში მყოფ მ--------- გ------ზე მიუთითა, რომ ის სწორედ ის პირია, რომელიც 2018 წლის 9 თებერვალს მას ჩაუჯდა ავტომობილში.
მოწმის სახით დაკითხული ე-- ჯ----–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოში, „ემერჯენსის“ განყოფილებაში მედდის თანამდებობაზე, 2018 წლის თებერვლის თვეში, ღამის საათებში შემოიყვანეს პაციენტი, ახალგაზრდა გოგონა რომელსაც აღენიშნებოდა სუნთქვის უკმარისობა, გულ-მკერდის არეში შემავალი ჭრილობები რომელიც მიყენებული იყო ბასრი იარაღით. პაციენტი იყო თურქი ეროვნების. მას გაეწია პირველადი დახმარება, პაციენტი ამბობდა, რომ ის დაჭრა მისმა მეუღლემ.
მსჯავრდებულ მ--------- გ------ის განმარტებით, ის ნ------ ო------თან ერთად არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2016 წლიდან, მათ ჰქონდათ ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა, თუმცა ნ------ს ოჯახს არ მოსწონდა მ---------ს ოჯახი. ისინი ნებაყოფლობით შეუღლდნენ და არანაირ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. 2018 წლის 09 თებერვალს მ--------- გ------ი მამამისთან და ნ------ს მამასთან ერთად იმყოფებოდა ბათუმში, ბათუმიდან დაურეკა დედას და ჰკითხა თუ სად იყო ნ------, რაზეც დედამ უპასუხა, რომ ის დედამისმა წაიყვანა, მ--------- ჩამოვიდა თუ არა ბათუმიდან პირდაპირ მეუღლის სახლში მივიდა, სადაც სიდედრმა უთხრა რომ ნ------ სხვისთვის უნდა მიეთხოვებინა, მ---------მ მოითხოვა მეუღლესთან დალაპარაკება, შევიდნენ ოთახში, სადაც ნ------მ უთხრა მ---------ს რომ სხვა კაცს უნდა გაყვეს და სახლში ვერ დაბრუნდება, რადგან მისმა მშობლებმა უკვე 15 ათასი დოლარი აიღეს იმ კაცისგან ვისაც ის უნდა გაატანონ ცოლად. თუმცა ნ------ს არ უნდოდა სხვა კაცზე გათხოვება, რადგან მას მ--------- უყვარდა. მოწმის განმარტებით ის არასოდეს არ ატარებდა ცივ იარაღს და არასოდეს არ ჰქონია შეხება პოლიციასთან. მ--------- გ------ის განმარტებით როდესაც ის ოთახში ნ------სთან ერთად საუბრობდა განერვიულდა და გაარტყა ხელი სახეში მეუღლეს, მას ხელი მოხვდა ცხვირში, ცხვირზე ეკეთა საყურე და წამოუვიდა სისხლი, მან დასახმარებლად დაუძახა ოჯახის წევრებს, მ---------ს შეეშინდა მისთვის რამე არ დაეშავებინათ, გამოვიდა სახლიდან და ტაქსით წავიდა. გზიდან დაურეკა მამამისს, და წავიდა კაზინოში განტვირთვისთვის, შემდგომში აიყვანა პოლიციამ და გადაიყვანეს განყოფილებაში, მას თარჯიმნის მოსვლამდე ჰკითხეს თუ სად ჰქონდა დანა, მოწმის განმარტებით მას ქართული ესმის ნაწილობრივ, შემდგომ თარჯიმანიც მოიყვანეს. მისი განმარტებით მას ნ------სთვის დანა არ დაურტყამს და ასე რომ მომხდარიყო ის კაზინოში არ დაჯდებოდა და დაუყოვნებლივ გადავიდოდა თურქეთში. მ---------მ ნ------ს დაჭრის შესახებ გაიგო თარჯიმნისგან. მ--------- გ------ი განმარტავს რომ მის მეუღლეს დედასთან ჰქონდა უთანხმოება და დედა ცემდა კიდეც ნ------ს, მოწმის განმარტებით მისი სიდედრო ს----- გ----–---ი დღეის მდგომარეობით იმყოფება ციხეში, ნარკოტიკული დანაშაულისათვის. მ--------- გ------ს სურს მის მეუღლესთან შერიგება ნ------საც უნდა მ---------სთან მოსვლა მაგრამ დედის ეშინია. ნ------ ო----ი 15 წლის იყო როდესაც მ--------- გ------ის მეუღლე გახდა.
მოწმის სახით დაკითხული გ------- ჯ-------ას ჩვენების თანახმად, ის მუშაობს იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის სახანძრო კვლევის მიმართულების მთავარი ექსპერტის თანამდებობაზე 7 წელია. მის მიერ აღნიშნულ საქმეზე 2018 წლის 09 თებერვალს შეტყობინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა საცხოვრებელი სახლის დასურათება, ობიექტების დამუშავება, კერძოდ მოახდინა მოწითალო ფერის ლაქების და ანაწმენდების ამოღება, აგრეთვე ამოიღო სპორტული სტილის ფეხსაცმელი და კეპი.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ შ------- კ--–-----ის ჩვენების და მის მიერ გაცემული N--------- ბიოლოგიური დასკვნის თანახმად, პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახში შესასვლელი კარების გარე ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე (ობ. N1) და პაკეტში, წარწერით: „სახლის დერეფნის იატაკის ზედაპირიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. N2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს.
პაკეტში, წარწერით: „სახლის საძინებელ ოთახში შესასვლელი კარების შიგა სახელურის ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდი“ მოთავსებული ჩხირის ბამბიან ბოლოზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი და მ--------- გ------ის (ობ. N24, პაკეტი წარწერით: „მ--------- გ------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი ცალი ქუდი კეპით“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიომასალის (ობ. N4) შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი მ--------- გ------ის (ობ. N24), ხოლო მეორე წილი (ობ. N1,2-ის) გენეტიკური პროფილების იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: „სასტუმრო ოთახის იატაკიდან ამოღებული ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. N5,6) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N5-ის პროფილის ერთი წილი მ--------- გ------ის (ობ. N24) ხოლო მეორე წილი (ობ. N1,2-ის) პროფილების იდენტურია. ობ. N6-ის პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი და მ--------- გ------ის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N6-ის პროფილის მინორული წილი იდენტიფიკაციისთვის არაინფორმატიულია.
პაკეტში, წარწერით: „მ--------- გ------ისგან აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაწმენდები“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცრისფრო ლაქები (ობ. N7,8) სისხლს არ წარმოადგენს.
პაკეტში, წარწერით: „ფრჩხილის ნიმუშები.. მ--------- გ------ი“ მოთავსებულ ფრჩხილის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N9,10) გენეტიკური პროფილი და მ--------- გ------ის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი იდენტურია.
პაკეტში, წარწერით: „მ--------- გ------ისგან ამოღებული ტანსაცმელი“ მოთავსებულ შარვალზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ. N11) სისხლს არ წარმოადგენს. პაკეტში მოთავსებულ მაისურზე (ობ. N18) საცვალზე (ობ. N19) აზღუდზე (ობ. N20) ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. N21) მარჯვენა (ობ. N22) და მარცხენა (ობ. N23) ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს (ობ. N16,20,23)-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პირს. (ობ. N16,20,23)-ის პროფილი და (ობ. N1,2,12,15)-ის პროფილი იდენტურია. ობ. N21,22-ში გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ექსპერტმა განმარტა, რომ ამოღებული ორი ცალი N1, N2 მოწითალო ფერის ლაქა არის ადამიანის სისხლი და იგი ეკუთვნის მდედრობითი სქესის ერთსა და იმავე პიროვნებას, ხოლო ამოღებული ანაწმენდი და მ--------- გ------ის ბიომასალა იდენტურია, ამოღებულ კეპიან ქუდზე არსებული ბიომასალა არის შერეული ტიპის ერთი წილი არის მ--------- გ------ის, ხოლო მეორე წილი ობიექტების N1, N2-ის იდენტურია. ნ------ ო------ შარვალზე, მაისურზე, საცვალზე, ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის მდედრობითი სქესის პირს.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ თ----- შ--–-----–---–ის ჩვენების და მის მიერ გაცემული N--------- ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნ------ ო------ ტანსაცმლიდან (მოკლესახელოებიანი და უსახელო- ე.წ „ბრეტელებიანი“ მაისური, შარვალი, აზღუდი ერთი სამხრით („ბრეტელით“), ქვედა საცვალი-ტრუსი, ერთი წყვილი ფეხსაცმელი-ქოში, ქსოვილის ფრაგმენტი, ერთი წყვილი სამედიცინო ხელთათმანი) მხოლოდ მაისურებზე და შარვალზე, დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალურ მიდამოებში, არსებული დაზიანებები მექანიკური ხასიათისაა და განვითარებულია ჭრით, მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე საგნის მოქმედებით, როგორიც შესაძლებელია ყოფილიყო დანაც.
მ--------- გ------ის ტანსაცმელზე (ქურთუკი, სპორტული ქურთუკი, მაისური, სპორტული შარვალი, უთათებო წელწინდა, ერთი წყვილი წინდა) საერთო ექსპლუატაციური ცვეთის ფონზე, გარდა საექსპერტოდ საჭირო მარკირებული უბნების, მათზე მექანიკური ზემოქმედებისთვის დამახასიათებელი დაზიანება არ აღინიშნება.
მოწმის სახით დაკითხული შ----- თ------ის ჩვენების და მის მიერ გაცემული N--------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს ქუთაისის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N-------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N---- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 1---------)- მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------ ო----იმ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 0--------- წელს 22:00 საათზე, საიდანაც გაეწერა 10.02.2018 წლის 02:25 საათზე დიაგნოზით: გულმკერდის კედლის მრავლობითი ღია ჭრილობა/ფილტვის სხვა ტრავმა. ტრავმული ჰემოთორაქსი/ღვიძლის ტრავმა. სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა მრავლობითი სისხლმდენი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა და უკანა ზედაპირებზე.
თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (აკ. ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის ასლი და ამავე საავადმყოფოს ცნობა N------- ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 1---------)- მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ: ნ------ ო----იმ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 10.02.2018 წლის 02:50 საათზე საიდანაც გაეწერა 1--------- წელს 20:25 საათზე დიაგნოზით: მრავლობითი ტრავმები, გულმკერდის და მუცლის ღრუში შემავალი მრავლობითი ჭრილობები. ორმხრივი პნევმოთორაქსი, კანქვეშა ემფიზემა. ამავე სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერების თანახმად მას ასევე აღენიშნებოდა ჭრილობები მარჯვენა მხრის მიდამოში. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მჩხვლეტავ- მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით.
მარჯვენა მხრის ზედა მესამედში გვერდითა და უკანა ზედაპირებზე არსებული ჭრილობები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები იზოლირებულად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,19-109-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. დაცვის მხარეს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებული განაჩენი მ--------- გ------ის მიმართ დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ მ--------- გ------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ---–- კ------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--------- გ------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19-109-ე მუხლი მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 13 (ცამეტი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს ¼- ით და განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლისა და 09 (ცხრა) თვის ვადით.
მ--------- გ------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული პატიმრობა გაუქმებულია.
მ--------- გ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 თებერვლიდან.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები; ანაწმენდი - განადგურედეს.
რუხი ფერის, ვარდისფერზოლებიანი „ადიდასის ფირმის ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, კეპიანი შავი ფერის ქუდი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შავი ფერის ტყავის ელვაშესაკრავიანი კაპიშონიანი ქურთუკი, მაჯებზე და წელზე ე.წ მანჟეტებით გაწყობილი, მოთეთრო ფერის მოკლესახელოიანი უსაყელო მაისური ირგვლივ მუქი ფერის ვარსკვლავის ფორმის ფიგურებით გაწყობილი, მოშავო ფერის ნაჭრის სპორტული შარვალი და ასეთივე ფერის სპორტული ელვაშესაკრავიანი ზედაწელი გვერდებზე ჯიბეებით, ჯიბეებზე წითელი ჩანართებით, შარვლის გვერდებზე და ზედაწელის სახელოებზე სამი თეთრი ფერის ზოლებით. ზედაწელზე და შარვალზე არსებული წარწერით „adidas“, შავი ფერის წყვილი წინდა და შავი ფერის პიჟამო - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
მ--------- გ------ის ხელების ანაწმენდები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად; მ--------- გ------ის ფრჩხილების ნიმუში - განადგურდეს.
მოლურჯო ფერის თეთრი ჩანართებით გრძელი ნაჭრის შარვალი, ჭრელი ფერის მაისური რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მცირე ზომის ნახევები, მოყავისფრო ფერის ქალის ზედაწელი, მოწითალო ფერის ბიუსტჰალდერი, ვარდისფერი საცვალი, შავი ფერის სახლის ფეხსაცმელი ე.წ „ჩუსტიკი“ მოთეთრო ფერის ზეწრის ნაჭერი - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
თ------- გ------ის „samsung“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და სიმბარათი, ინახება პოლიციის მეორე განყოფილებაში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
თავმჯდომარე მაკა გორგოძე
მოსამართლეები თეიმურაზ სვანიძე
მარინე იმერლიშვილი