განაჩენი

სისხლის სამართლის 25.07.2019
საქმის ნომერი
010100119002825578
ინსტანცია
თარიღი
25.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-383-2019 წელი

№010100119002825578

g a n a C e n i

/saqarTvelos saxeliT

10 ივლისი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მარინა სირაძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ვ-–-------- თ---------ის,ადვოკატის – ნ-------- გ-----–--ის,თარჯიმნის – ლ---- ბ--------ს,მსჯავრდებულის – ა----- ვ---ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა ა----- ვ---ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ა----- ვ---, დაბადებული 1----–-–-----------ს, თ--------ის რესპუბლიკის მოქალაქე, საშუა-ლო განათლების მქონე, ქორწინებაში მყოფი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები ქ. ბ-------–----------------------------------ში, მსჯავრდებულია ბათუმის საქალაქო სასამართ-ლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენით დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართ-ველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით და შეფარდებული აქვს თავი-სუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

aRwerilobiTi nawili:

ა----- ვ--ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო განზრახ მკვლელობის მცდელობი-სათვის, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 17 დეკემბერს დაახლოებით 03:00 საათზე ქ. ბ------–------------------------------------ში მდებარე ბინაში, ა----- ვ--ს, ეჭვიანობის ნიადაგზე, ურთიერთშელაპარაკება მო-უვიდა თავის მეუღლესთან - ლ------ მ--------–---–თან. ურთიერთშელაპარაკებისას, ა------ ვ--მა, განზრახ მკვლელობის მიზნით, ლ------ მ--------–---–ს, სხეულის სხვადასხვა ადგილზე, მათ შორის მუცლის ღრუში შემავალი სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხა-რისხის დაზიანება მიაყენა დანით და მიიმალა. ლ------ მ--------–---–ი გაწეული სამედი-ცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრა მსჯავრდებულ ა----- ვ---ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-------- გ------–--ემ, რომელიც სააპელაციო საჩივრით ითხოვს ა----- ვ---ს ქმედების გადაკვალიფიცი-რებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლიდან ამავე კოდექ-სის 111-117-ე მუხლის პირველ ნაწილზე. მოთხოვნას ასაბუთებს იმ მოტივირებით, რომ ა------ ვ--ს ლ------ მ--------–---–ის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ასეთი განზრახვის არსე-ბობის შემთხვევაში მას, იმ მომენტში, როდესაც ზურგს უკან ედგა მ--------–---–ს და ხელს არავის უშლიდა, შეეძლო სასიცოცხლო ორგანეობში დაერტყა მისთვის დანა და მოეკლა კი-დეც, მაგრამ ასე არ მოიქცა, არამედ მ--------–---–ს მსუბუქი ხარისხის დაზიანებები მია-ყენა უკნიდან წინამხრის, ბარძაყის და დუნდულოს მიდამოებში, ხოლო შემავალი ჭრილო-ბა ბადე ქონისა და კუჭ-ელენთის მიდამოებში მოხდა მას შემდეგ, რაც მ--------–---–ი შე-მობრუნდა მისკენ და შეშინებული ეჭიდებოდა და ეს მოხდა არა განზრახვით, არამედ უნე-ბლიედ.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ა----- ვ--ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ-------- გ-----–--ეს, რომლებიც ითხოვენ ა----- ვ---ს ქმედების გადაკვალიფიცირებას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლიდან ამავე კოდექსის 111-117-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ვ-–-------- თ---------ეს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს ა----- ვ---ს მიმართ მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლია-ნად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გა-საჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

დაზარალებულმა ლ------ მ--------–---–მა ჩვენები მიცემისას დაადასტურა, რომ ა----- ვ--- არის მის მეუღლე, რომელმაც სამზარეულოს დანით მიაყენა დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას, მათ შორის მუცლის ღრუში. 2018 წლის 17 დეკემბერს ა----- ვ--- იმყოფებოდა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ. დაახლოებით 03 საათზე ა----- ვ--ს და ლ------ მ--------–---–ს შელაპარაკება მოუვიდათ სახლის პირველ სართულზე განთავსე-ბულ სამზარეულოში. რა დროსაც ა----- ვ--მა აიღო სამზარეულო დანა, ზურგიდან მოუ-ლოდნელად თავს დაესხა ლ------ მ--------–---–ს და დაუწყო დანის დარტყმა. სწრაფად მიაყენა ჭრილობები ბარძაყში და კუდუსუნის მიდამოში, რის გამოც შეტრიალდა თავდამს-ხმელისკენ და პირისპირ აღმოჩნდა. ამიშ შემდეგ თავდასხმელმა მაინც გააგრძელა დანის დარტყმა. დანა მოუქნია და დაარტყა მუცელში. ლ------ მ--------–---–მა თავდამსხმელს გაუწია წინააღმდეგობა, ხელები მოკიდა იმ ხელზე, რომელშიც დანა ეჭირა და შეეცადა შეე-ჩერებინა თავდამსხმელი, რომელიც მაინც ცდილობდა დანის დარტყმას და აგრძელებდა დანის მოქნევას მისი მიმართულებით. იმავდროულად ლ------ მ--------–---–მა დაიწყო ხმამაღლა ყვირილი დასახმარებლად უხმო მეზობლებს. სახლის მეორე სართულზე ეძინათ ლ------ მ--------–---–ის მცირეწლოვან შვილიშვილებს, რომლებსაც ხმაურზე გაეღვიძათ და დაიწყეს ტირილი. ა----- ვ--მა დააგდო დანა და გაიქცა სახლიდან.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნით დად-გენილია, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს ლ------ მ--------–---–ი მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა მედცენტრში და დაესვა დიაგნოზი: მუცლის ღრუს შემავა-ლი ჭრილობა კუჭის, კუჭ-ელენთის იოგის, დიდი ბადექონის დაზიანებით, წინამხრის ღია ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედის მრავლობითი ღია ჭრილობა, კუდუსუნის ღია ჭრილობა მარცხენა დუნდულოში გავრცელებით. არსებული დაზიანებები განვითარე-ბულია, რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნე-ბიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. ხან-დაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

საქმეში არსებული, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი, სათანადო წესით დამო-წმებული ქორწინების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ა----- ვ--- რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლ------ მ--------–---–თან.

მსჯავრდებულმა ა----- ვ--მა პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცემისას წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ დაზარალებული ლა-რისა მ--------–---–ი არის მისი მეუღლე. მას მკვლელობის მცდელობა არ ჩაუდენია, თუმცა აღიარა, რომ 2018 წლის 17 დეკემბერს სამზარეულო დანით მეუღლეს ლ------ მ---------–---–ს დაზიანებანი მან მიაყენა. ასევე განმარტა, რომ დანის დარტყმის მომენტში მან „თავი დაკარგა“ და ამიტომ ჩაიდინა დანაშაული.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

გააანალიზა რა საქმეში არსებული ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, სააპელაციო საჩივ-რისა და პროცესის მონაწლეთა მოტივირებანი და მოთხოვნები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ა----- ვ--ს არ ჰქონია ლ------ მ--------–---–ის მოკვლის განზრახვა და რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაული არ სცილდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს.

ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის სააპელაციო სასამართლო შეფასებას აძლევს ჩა-დენილი დანაშაულის ყველა გარემოებას, მათ შორის დანაშაულის ჩადენის ხერხს და სა-შუალებას, ჯანმრთელობის დაზანებათა რაოდენობას, ხასიათს და მათ ლოკალიზაციას, ასევე დანაშაულის ჩადენამდე და შემდეგ დამნაშავისა და დაზარალებულის ქცევას.

დადგენილია, რომ ა----- ვ--- ეჭვიანობდა მეუღლეზე და მათ შორის კამათი სწორედ ეჭ-ვიანების საფუძველზე წარმოიქმნა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ა----- ვ--მა რამ-დენჯერმე დაარტყა დანა ლ------ მ--------–---–ს. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით მას მიყენებული აქვს: მუცლის ღრუს შემავალი ჭრილობა კუჭის, კუჭ-ელენთის იოგის, დიდი ბადექონის დაზიანებით, წინამხრის ღია ჭრილობა, მარცხენა ბარძაყის ზედა მესამედის მრავლობითი ღია ჭრილობა, კუდუსუნის ღია ჭრილობა მარცხენა დუნდულოში გავრცე-ლებით.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ზურგის მრიდან მიაყენა დაზიანებები, დაზარალებუ-ლის განმარტებით - „მისთვის სრულიად მოულოდნელად“- ლ------ მ--------–---–ი მის-კენ შებრუნდა, ა----- ვ--მა კი კიდევ გააგრძელა მისთვის დაზიანებების მიყენება და და-არტყა დანა მუცლის არეში.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს დაზარალებულ ლ------ მ--------–---–ის ჩვე-ნებას, სადაც ის განმარტავს, რომ წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, ხელები მოკიდა იმ ხელზე, რომელშიც დანა ეჭირა და შეეცადა შეეჩერებინა თავდამსხმელი, რომელიც მა-ინც ცდილობდა დანის დარტყმას და აგრძელებდა დანის მოქნევას მისი მიმართულებით.

აღნიშნულით სააპელაციო პალატას დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ ა----- ვ--- მოქმედებდა ლ------ მ--------–---–ის მოკვლის პირდაპირი განზრახვით, დაარტყა რა დანა რამდენჯერმე ამ უკანასკნელს და მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარის-ხის დაზიანებები.

მიუხედავად ამგვარი დაზიანებებისა, ლ------ მ--------–---–მა შეძლო და აქტიური ფიზი-კური წინააღმდეგობა გაუწია თავდამსხმელს, რომელიც კიდევ ცდილობდა დანის დარტყ-მას, თუმცა წინააღმდეგობის გამო ვერ შეძლო დანაშაულის ბოლომდე მიყვანა, მიატოვა შემთხვევის ადგილი და გაიქცა სახლიდან.

ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯავრდე-ბულ ა----- ვ---ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდიული კვალიფიკაცია სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ა----- ვ---ს მიმართ დანიშნულ სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა----- ვ---ს მიმართ შეფარდებული სასჯელი სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხასიათს, ხარისხს, მსჯავრდებულის პიროვნებას და არ არსებობს გასაჩივრებულ განაჩენში რაიმე ცვლილების შეტანის საფუძველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრი-ლის განაჩენი ა----- ვ---ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კო-დექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ა----- ვ---ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 აპრილის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ა----- ვ--- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-19-108-ე მუხლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით.

ა----- ვ---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

მსჯავრდებულ ა----- ვ--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან – 2018 წლის 17 დეკებრიდან.

ნივთმტკიცებები – ა----- ვ---სგან აღებული სისხლის ნიმუში და ლ------ მ--------–---–ი-სგან აღებული სისხლის ნიმუში განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მი-ღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ლ------ მ--------–---–ის ტანსაცმელი დაუბრუნდეს ლ------ მ--------–----–ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.

ნივთმტკიცება – ბალიშის გადასაფარებელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ა----- ვ---ს ტანსაცმელი დაუბრუნდეს ა----- ვ--ს ან მისი ნდობით აღ-ჭურვილ პირს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – დანა და მოწითალო ფერის ლაქები განადგურდეს საქმეზე საბოლოო გა-დაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცებები – ა----- ვ---ს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, თანხა 257 თურქული ლირა, ა----- ვ---ს საზღვრის კვეთის ფურ-ცელი, ა----- ვ---ს პირადობის მოწმობა, ტელეფონის ყურსასმენი, დაუბრუნდეს ა----- ვ--ს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართ-ლის საქმეთა პალატაში გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

marina siraZe