განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 33021001--02381984
N2ბ/6633-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
სა---------–--- სახელით
22 მაისი, 2019 წელი ქალაქ თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - თა---- თვ--–----ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ----------------’’
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი - საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა, ხელშეკშლის აღკვეთა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით, თა---- თვ--–----ის სარჩელი მოპასუხე სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის’’ მიმართ, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გადატანისა და ხელშეშლის აღკვეთის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე წყ--–-------ს რაიონის სოფ. ფა--–---------ი, დაზუსტებული ფართობით 4---.00 კვ.მ. ნაკვეთის დანიშნულება - სასოფლო-სამეურნეო, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01, განაშენიანების ფართობი 1-- კვ.მ. ს/კ 2-----------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია თა---- თვ--–----ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის 21 სექტემბერი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებია - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №-- და საარქივო ცნობა №AA2----------03.
2.2. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე წყ--–-------, სოფელი ფარცხანაყანევი, დაზუსტებული ფართობი 1-- კვ.მ, საკადასტრო კოდი 2-----------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ----------------“-ს სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 28 ნოემბერი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სეგხი ,,კო-–-------’’-ს №1-- ანძა.
2.3. დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე წყ--–-------, სოფელი ფარცხანაყანევი, დაზუსტებული ფართობი 153 კვ.მ, საკადასტრო კოდი 29.11.37.008, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ----------------“-ს სახელზე, უფლების რეგისტრაციის თარიღი 2009 წლის 27 ნოემბერი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე მდებარეობს სეგხი ,,კო-–-------’’-ს №1-- ანძა.
2.4. დადგენილია, რომ წყ--–-------ს რაიონის სოფ. ფა--–---------ში მდებარე თა---- თვ--–----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი ს/კ 2-----------, მთლიანად მოქცეულია სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ (სსე) საკუთრებაში არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის - მოქმედი 220 ათასი ვოლტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (სეგხ) ,,კო-–-------“-ის (ს/კ 3--------) სადენების ქვეშ და დაცვის ზონაში, №1---1-- ანძების შუალედში. საცხოვრებელი სახლის განაპირა წერტილსა და სეგხ-ის უახლოეს განაპირა სადენს (ფაზას) შორის თარაზული დაშორება შედგენდა 6 მეტრს.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.5. სასამართლომ მიუთითა სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 4.1, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ანძებთან შეერთების ადგილებში ჩნდება ცეცხლი, ისმის აფეთქების ხმა და ძაბვა გადმოდის ხაზის ქვეშ მდებარე ხეებზე. საქმეში ასევე არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ კუთვნილი №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების მიზეზით ზიანდებოდა მოსარჩელის კუთვნილი ბოსტნეული კულტურები და აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ მოყავდა მოსავალი.
საქმის მასალებით არ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, რომ დარღვეული იყო №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის პირობები. საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე მოსარჩელის მითითება, რომ №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების გამო არ შეეძლო საცხოვრებელი სახლის აგება და არ ეძლევოდა საშუალება არსებული სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების.
სასამართლომ მიუთითა ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ სა---------–--- მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ბ.’’ ქვეპუნქტის შესაბამისად 220 კვ. ძაბვის სეგხ-ისათვის დაცვის ზონად დადგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 25 მეტრით. ხოლო ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე.
დასახელებული საკანონმდებლო დანაწესების საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და მშენებლობაც დასაშვები იყო შესაბამისი პირობების დაცვის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ იყო წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მან მოქმედი კანონმდებლოს დაცვით წამოიწყო მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მშენებლობა (რეკონსტრუქცია) და აღნიშნული ვერ განახორციელა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების გამო.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. სასამართლომ მიუთითა სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული ნორმით რეგლამენტირებულია საკუთრების უფლების უმნიშვნელოვანესი ელემენტები: ფლობა, სარგებლობა და განკარგვა, თუმცა, მსგავსად სხვა სამოქალაქო უფლებებისა, იგი არ არის აბსოლუტური და შესაძლოა დაექვემდებაროს გარკვეულ შეზღუდვებს. თავის მხრივ, უდავოა, რომ უფლების შეზღუდვის პროპორციულობა მოწმდება შეპირისპირებულ სიკეთეთა სამართლიანი ბალანსის დადგენის გზით, როდესაც თანაბარი უფლების მქონე სუბიექტებს შორის უნდა მოხდეს ამ სიკეთით (უფლებით) სარგებლობის მართლზომიერად განსაზღვრა.
სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო, რომ უძრავი ნივთი მდებარე წყ--–-------ს რაიონის სოფ. ფა--–---------ი, დაზუსტებული ფართობით 4---.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო- სამეურნეო, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01, განაშენიანების ფართობი 1-- კვ.მ. (ს/კ 2-----------), საკუთრების უფლებით აღრიცხული იყო თა---- თვ--–----ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი: 2015 წლის 21 სექტემბერი; უფლების დამადასტურებელ დოკუმენტები - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №-- და საარქივო ცნობა №AA2----------03. დადგენილი იყო ასევე, რომ თა---- თვ--–----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ N2-----------) მთლიანად მოქცეული იყო სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ (სსე) საკუთრებაში არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის - მოქმედი 220 ათასი ვოლტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (სეგხ),,კო-–-------“-ის (ს/კ 3--------) სადენების ქვეშ და დაცვის ზონაში, №1---1-- ანძების შუალედში.
სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ 2016 წლის 11 აგვისტოს წერილით დგინდებოდა, რომ თა---- თვ--–----ის საცხოვრებელი სახლის განაპირა წერტილსა და სეგხ-ის უახლოეს განაპირა სადენს (ფაზას) შორის თარაზული დაშორება შეადგენდა 6 მეტრს.
სასამართლომ მიუთითა, რომ სა---------–--- ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ სა---------–--- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვალი №1-1/251 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად, სა---------–--- ტერიტორიაზე შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებულ იქნეს დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები, აგრეთვე მათი ის ნაწილები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან სა---------–--- მოქმედ კანონმდებლობას და რომელთა ალტერნატივა არ არსებობს ეროვნული სამშენებლო ნორმების და წესების ან ნორმატიული აქტების სახით.
,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესები’’-ს (ედმწ-ს) 2.5.24 ცხრილის მიხედვით, 220 კვ ძაბვის სეგხი დასახლებულ პუნქტში მიწის ზედაპირიდან დაშორებული უნდა იყოს 8 მეტრი სიმაღლით, ხოლო შენობა-ნაგებობების ზედაპირიდან - 5 მეტრი სიმაღლით (ორივე ვერტიკალური მანძილია). ამავე წესების 2.5.1-- პუნქტის მიხედვით, შენობა - ნაგებობიდან 220 კვ ძაბვის სეგხ-ი ჰორიზონტალურად დაშორებული უნდა იყოს 6 მეტრით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იყო ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით დადგენილი მოთხოვნები და მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლამდე ელექტროგადამცემი ხაზების დაცილება არ შეესაბამებოდა ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესებს’’
სასამართლომ მიუთითა, რომ ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ სა---------–--- მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №366 დადგენილება არეგულირებს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობანაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს, რომლის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება (1-ლი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები). ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებული ტერმინი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობაა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა (მე-2 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტი).
დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ბ.’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, 220 კვ. ძაბვის სეგხ-ისათვის დაცვის ზონად დადგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 25 მეტრით. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია (ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; (გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ სეგხ-ის დაცულ ზონა არ ნიშნავს აღნიშნულ ზონაში შენობა-ნაგებობების არსებობის აკრძალვას, ნაკვეთის სამურნეო დანიშნულებით გამოყენების აკრძალვას. სეგხ-ის დაცვის ზონაში დასაშვებია, როგორც შენობა-ნაგებობის აღმართვა, ასევე ნაკვეთის სამურნეო დანიშნულებით გამოყენება, თუმცა ამავდროულად დაცული უნდა იქნას შესაბამისი წესები და ნორმები, მიწით მოსარგებლემ არ უნდა დაარღვიოს უსაფრთხოების მოთხოვნები, არ აწარმოოს თვითნებური მშენებლობები, არ აღმართოს არაგაბარიტული კონსტრუქციები, სეგხ-ის მფლობელს არ შეუქმნას დაბრკოლება ელექტროენერგეტიკულ ობიექტთან თავისუფალ მისვლასა და სამუშაოების განხორციელებაში.
სასამართლომ ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს.კ. 2-----------), საკუთრებაში მიღებული ჰქონდა 1992-1993 წლებში სა---------–--- რესპუბლიკაში განხორციელებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესების საფუძველზე გამოცემული მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან მხარეები სადაოდ არ ხდიდნენ და თავად მოსარჩელეც ადასტურებდა თავის ახსნა-განმარტებაში, რომ სს ,,სა---–-–----- ელ---------------ის’’ საკუთრებაში რიცხული 220 კვ. ძაბვის გადამცემი ხაზი აგებული იქნა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. შესაბამისად, არსებობდა პრეზუმფცია იმისა, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის და იქ არსებული აკრძალვების შესახებ, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა, მოპასუხის უკანონო ქმედებას, მოსარჩელისათვის მისი საკუთრების უკანონო ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობას.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტმა მიუთითა სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 176-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მისი, როგორც მესაკუთრის ქონებით სარგებლობის შეზღუდვას. აპელანტის განმარტებით სადავოს არ წარმოადგენდა, რომ №1---1-- ანძები მდებარეობდა მისი მიწის ნაკვეთის შუაში და ელექტროხაზები გადიოდა სახლის წინ, შესაბამისად ვერ ახერხებდა სახლის რეაბილიტაციას.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, სასამართლომ გამოიყენა ძველი საბჭოთა კანონმდებლობა მიწის, როგორც საერთო სახალხო საკუთრების ნაწილში და არ გამოიყენა დღეს სა---------–--- კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ნორმები, რითაც დაირღვა მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის უფლებები, რაც გამოიხატა იმაში, რომ მოსარჩელე ვერ სარგებლობს სრულყოფილად მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, მეტიც მას და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა დგას მომეტებული საფრთხის ქვეშ. სა---------–--- კონსტიტუციით კი ყველა ადამიანს უფლება აქვს ცხოვრობდეს ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სა---------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს (წინამდებარე განჩინების 2.1.-2.5. პუნქტები), მიუთითებს მათზე და დამატებით განმარტავს შემდეგს:
4.2. წინამდებარე სასაჩელო განცხადებით, თა---- თვ--–----ე მოითხოვს დაევალოს სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ----------------“-ს თა---- თვ--–----ის საკუთრებაში არსებული (წყ--–-------ს რაიონი სოფ. ფარცხანაყანევი, ს/კ 2-----------) მიწის ნაკვეთსა და საცხოვრებელ სახლზე გამავალი სს ,,სა---–-–----- ელ---------------ის’’ საკუთრებაში რიცხული 220 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის - კო-–--------ის (ს/კ 3--------) №1-- და №1-- ანძების გადატანას და უკანონო ხელშეშლის აღკვეთას.
მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ აღნიშნული საჰაერო ხაზის ქვეშ, მომეტებული საფრთხის ზონაში, მდებარეობს მისი საცხოვრებელი სახლი, საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და შესაბამისად საფრთხე ექმნება ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რაც გამოიხატება იმაში, რომ: ა) №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ანძებთან შეერთების ადგილებში ჩნდება ცეცხლი, ისმის აფეთქების ხმა და ძაბვა გადმოდის ხაზის ქვეშ მდებარე ხეებზე; ბ) სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ კუთვნილი №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების მიზეზით ზიანდება მოსარჩელის კუთვნილი ბოსტნეული კულტურები და აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ მოყავს მოსავალილ გ) დარღვეულია №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის პირობები; დ) №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების გამო არ შეულძია საცხოვრებელი სახლის აგება და არ ეძლევა საშუალება არსებული სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების.
]
4.3. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა (საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა, ხელშეკშლის აღკვეთა) მოპასუხე სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის’’ მიმართ, სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე მუხლებს ეფუძნება.
4.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინაღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
სხვა საქმეზე ევროპული სასამართლო იმეორებს, რომ „საკუთრების ცნებას დამატებითი №1 ოქმის პირველი მუხლის მიხედით, დამოუკიდებელი მნიშვნელობა აქვს, რომელიც არ შემოიფარგლება ფიზიკური ნივთების ფლობით და ის დამოუკიდებელია ეროვნულ კანონმდებლობაში არსებული ოფიციალური კლასიფიკაციისგან: „საკუთრების“ ცნება არ შემოიფარგლება „არსებული საკუთრებით“, არამედ ის შეიძლება მოიცავდეს აქტივებს, სარჩელების ჩათვლით, რომლებთან დაკავშირებითაც განმცხადებელს შეუძლია განაცხადოს, რომ მას გააჩნია, საკუთრების უფლებისა ან ქონებრივი ინტერესის ეფექტური გამოყენების გონივრული და „კანონიერი მოლოდინი“ (იხ. იონერილდიზი თურქეთის წინააღმდეგ, დიდი პალატა, №48939/99, § 124, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2004-XII და პრინცი ჰანს-ადამ II ლიხტენშტეინი გერმანიის წინააღმდეგ; დიდი პალატა, N42527/98, § 83, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-VIII).
4.5. სა---------–--- სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას, არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით. ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მესაკუთრეს ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა და ამასთან, ამის რაიმე საფუძველი ხელშემშლელს არ გააჩნია. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ფაქტის არსებობა კი დადასტურებული უნდა იქნეს სათანადო მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და სარჩელის შინაარსის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში სასამართლოს შეფასების საგანია ხდება თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელის, როგორც უძრავი ქონების მესაკუთრის უფლების ხელყოფა.
4.6. პალატა განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა (სსსკ-ის მე-3, მე-4 და 102-ე მუხლები). მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
მტკიცების ტვირთისაგან უნდა გავმიჯნოთ ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის შეფასების საგანია. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას (კვალიფიციური შედავების მნიშვნელობა ფაქტობრივი გარემოებების დადგენის მიზნებისათვის). მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. იმავდროულად, ახსნა-განმარტება უნდა დასტურდებოდეს რელევანტური მტკიცებულებებით (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი).
აღნიშნულ სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე ხელს უშლის მას საკუთრებით სარგებლობაში, ამასთან, ხელშეშლით ზიანი ადგება მას.
4.7. მოცემულ შემთხვევაში საქმეში მოსარჩელე მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ანძებთან შეერთების ადგილებში ჩნდება ცეცხლი, ისმის აფეთქების ხმა და ძაბვა გადმოდის ხაზის ქვეშ მდებარე ხეებზე. საქმეში ასევე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ კუთვნილი №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების მიზეზით ზიანდება მოსარჩელის კუთვნილი ბოსტნეული კულტურები და აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ მოყავს მოსავალი, ისევე როგორც, საქმის მასალებით არ დასტურდება ასევე მოსარჩელის მითითება, რომ №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების გამო არ შეულძია საცხოვრებელი სახლის აგება და არ ეძლევა საშუალება არსებული სახლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების (ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ სა---------–--- მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №366 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება. დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ბ.’’ ქვეპუნქტის თანახმად, 220 კვ. ძაბვის სეგხ-ისათვის დაცვის ზონად დადგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 25 მეტრით. ხოლო, დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, ან/და მშენებლობა აკრძალულია ელექტროგადამცემი ხაზის დამცავი ღონისძიებების გატარების ან მისი წინასწარი გადატანის გარეშე. ამდენად, ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონაში შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია და მშენებლობაც დასაშვებია შესაბამისი პირობების დაცვის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მან მოქმედი კანონმდებლოს დაცვით წამოიწყო მის კუთვნილ მიწის ნაკვეთში მშენებლობა (რეკონსტრუქცია) და აღნიშნული ვერ განახორციელა მოპასუხის არამართლზომიერი ქმედების გამო).
4.8. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, რომ დარღვეულია №1---1-- ანძებზე გამავალი ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციის პირობები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ უძრავი ნივთი მდებარე წყ--–-------ს რაიონის სოფ. ფა--–---------ი, დაზუსტებული ფართობით 4---.00 კვ. მეტრი, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო - სამეურნეო, შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: N01, განაშენიანების ფართობი 1-- კვ.მ. (ს/კ 2-----------), საკუთრების უფლებით აღრიცხულია თა---- თვ--–----ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის თარიღი 2015 წლის 21 სექტემბერი. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტებია - მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი №-- და საარქივო ცნობა №AA2----------03. დადგენილია ასევე, რომ თა---- თვ--–----ის კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ N2-----------) მთლიანად მოქცეულია სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ (სსე) საკუთრებაში არსებული განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის - მოქმედი 220 ათასი ვოლტი ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი (სეგხ) ,,კო-–-------“-ის (ს/კ 3--------) სადენების ქვეშ და დაცვის ზონაში, №1---1-- ანძების შუალედში.
სა---------–--- ტერიტორიაზე ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმების, წესების და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტების გამოყენების შესახებ სა---------–--- ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 18 თებერვალი №1-1/251 ბრძანების პირველი მუხლის შესაბამისად სა---------–--- ტერიტორიაზე შესაბამისი სამშენებლო ნორმებისა და წესების, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტების დამტკიცებამდე, სამშენებლო საქმიანობისას გამოყენებულ იქნეს დანართში მოცემული ტექნიკური ზედამხედველობისა და სამშენებლო სფეროში 1992 წლამდე მოქმედი ნორმები, წესები და ტექნიკური რეგულირების სხვა დოკუმენტები, აგრეთვე მათი ის ნაწილები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან სა---------–--- მოქმედ კანონმდებლობას და რომელთა ალტერნატივა არ არსებობს ეროვნული სამშენებლო ნორმების და წესების ან ნორმატიული აქტების სახით.
,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესები’’-ს (ედმწ-ს) 2.5.24 ცხრილის მიხედვით, 220 კვ ძაბვის სეგხი დასახლებულ პუნქტში მიწის ზედაპირიდან დაშორებული უნდა იყოს 8 მეტრი სიმაღლით, ხოლო შენობა-ნაგებობების ზედაპირიდან - 5 მეტრი სიმაღლით (ორივე ვერტიკალური მანძილია). ამავე წესების 2.5.1-- პუნქტის მიხედვით, შენობა- ნაგებობიდან 220 კვ ძაბვის სეგხ-ი ჰორიზონტალურად დაშორებული უნდა იყოს 6 მეტრით.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ზემოაღნიშნული საკანონმდებლო დანაწესით დადგენილი მოთხოვნები და მოსარჩელის კუთვნილ საცხოვრებელ სახლამდე ელექტროგადამცემი ხაზების დაცილება არ შეესაბამება ,,ელექტროდანადგარების მოწყობის წესებს’’. სს ,,სა---------–--- სა---–-–----- ელ---------------ის“ 2016 წლის 11 აგვისტოს წერილით კი დგინდება, რომ თა---- თვ--–----ის საცხოვრებელი სახლის განაპირა წერტილსა და სეგხ-ის უახლოეს განაპირა სადენს (ფაზას) შორის თარაზული დაშორება შეადგენს 6 მეტრს.
4.9. პალატა მიიჩნევს, რომ ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ სა---------–--- მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბერის №366 დადგენილების შესაბამის მუხლებზე (დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ბ.’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, 220 კვ. ძაბვის სეგხ-ისათვის დაცვის ზონად დადგენილია საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის გასწვრივ მიწის ნაკვეთი და საჰაერო სივრცე, შემოსაზღვრული ვერტიკალური სიბრტყეებით, რომლებიც ხაზის ორივე მხარეს გადაუხრელ მდგომარეობაში მყოფი განაპირა სადენებიდან დაშორებულია 25 მეტრით. დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტების შესაბამისად, ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე აკრძალულია (ა) ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება; (გ) მცენარეების, ხეების დარგვა, ღობეების, ცხოველების სადგომების, საკვებისა და სასუქების საწყობების მოწყობა და სხვ.) მითითებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ სეგხ-ის დაცულ ზონა არ ნიშნავს აღნიშნულ ზონაში შენობა-ნაგებობების არსებობის აკრძალვას, ნაკვეთის სამურნეო დანიშნულებით გამოყენების აკრძალვას. სეგხ-ის დაცვის ზონაში დასაშვებია, როგორც შენობა-ნაგებობის აღმართვა, ასევე ნაკვეთის სამურნეო დანიშნულებით გამოყენება, თუმცა ამავდროულად დაცული უნდა იქნას შესაბამისი წესები და ნორმები, მიწით მოსარგებლემ არ უნდა დაარღვიოს უსაფრთხოების მოთხოვნები, არ აწარმოოს თვითნებური მშენებლობები, არ აღმართოს არაგაბარიტული კონსტრუქციები, სეგხ-ის მფლობელს არ შეუქმნას დაბრკოლება ელექტროენერგეტიკულ ობიექტთან თავისუფალ მისვლასა და სამუშაოების განხორციელებაში.
ამასთან, სასამართლომ მართებულად გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთი (ს/კ 2-----------), საკუთრებაში მიღებული აქვს 1992-1993 წლებში სა---------–--- რესპუბლიკაში განხორციელებული მიწის საკუთრებაში გადაცემის წესების საფუძველზე გამოცემული მიღება-ჩაბარების აქტით. ამასთან, სადავო არ არის, რომ სს ,,სა---–-–----- ელ---------------ის’’ საკუთრებაში რიცხული 220 კვ. ძაბვის გადამცემი ხაზი აგებული იქნა მე-20 საუკუნის 50-60-იან წლებში. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ მოსარჩელეს უნდა სცოდნოდა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის დაცვის ზონის და იქ არსებული აკრძალვების შესახებ.
ამდენად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა ის ფაქტობრივ გარემოება, რომ მოპასუხე მხარის მიერ ადგილი აქვს ხელშეშლას, რაც ზიანის მომტანია მისთვის. შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო დაუსაბუთებლობის გამო.
4.10. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა სა---------–--- წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახ. ბაჟის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თა---- თვ--–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სა---–-–----- ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით სა---------–--- უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი