განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 180310018002259380
საქმე №3ბ/1151-18
განჩინება
საქართველოს სახელით
14 სექტემბერი, 2018 წელი
ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - მარიამ ჩუბინიძე
აპელანტი (მოპასუხე) - მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია
აპელანტი (მესამე პირი)- ლ---- ქ------–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ო----- ჩ-----–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდურის მიუღებელი ყოველთვიური ფულადი სარგოს გადახდევინების დაკისრება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
აპელანტის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა - მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
აპელანტის ლ---- ქ------–---–ის მოთხოვნა- მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ო----- ჩ-----–---–ის სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანება მოსარჩელის ო----- ჩ-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; ბათილად იქნა ცნობილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 დეკემბრის Nკ---- ბრძანება ლ---- ქ------–---–ის მცხეთის მუნიციპლიტეტის მერიის ე------------------------------------------------------–---------------–----------------------------------------------–-----------–------–---------–-დ დანიშვნის შესახებ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; დაევალა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას ინდივიდულური ადმინისტრაციული აქტის გამოცემა მოსარჩელე ო----- ჩ-----–---–ის მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ე------------------------------------------------------–---------------–----------------------------------------------–-----------–------–---------– თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ მისი ძალაში შესვლის მომენტიდან; მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალა 2017 წლის 12 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე სამსახურში აღდგენამდე პერიოდში მოსარჩელის სასარგებლოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1010 (ათას ათი) ლარი ოდენობით.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ო----- ჩ-----–---–ი 2015 წლის 10 ივლისის Nკ---- ბრძანებით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----------------------------–---------------დ. მოსარჩელე 2015 წლის 05 ოქტომბრის Nკ---- ბრძანებით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე----------------------------------------------------------------------------–---------------ს თანამდებობაზე. 2017 წლის 24 ივლისის N2---- ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 05 ოქტომბრის ბრძანებაში და მოსარჩელე დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე----------------------------------------------–---------------------------------–-----------–------–---------–-დ.
2.2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების შესახებ 2017 წლის 06 ოქტობრის სხდომის ოქმის მიხედვით რიგით 3--- ო----- ჩ-----–---–ის ე------------------------------------------------------------------------------–---------------------------------–-----------–------–---------–-- შეფასება იყო საუკეთესო.
2.3 საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 13 ივნისის N987-IIს დადგენილების და 2017 წლის 26 ივლისის საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე მოსარჩელე, როგორც 2017 წელს გაუქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პროფესიულ საჯარო მოხელე დაექვემდებარა მობილობას; შესაბამისად მისი სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბრძანება, ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა და არც წერილით განმარტებულია, რომ საარჩევნო კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება შესაბამის საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს; ამდენად გაუქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტთან მოსარჩელის ისევე, როგორც სხვა დანარჩენ პროფესიულ მოხელეთა სამსახურეობრივი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად მიიჩნევა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის არჩეულად გამოცხადების დღიდან მე-11 დღე 2017 წლის 12 ნოემბერი.
2.4. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის #-- დადგენილების თანახმად შევიდა ცვლილება მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N- დადგენილებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ; სადაც მითითებულია ს-----------------------------------------------------------------------------------------------–---- გ---------–--------------- მეორადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი პ------–------ რანგის მე-2 კატეგორია.
2.5. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-2ს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად, თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ერთეულად განისაზღვრა ქალაქი მცხეთა.
2.6. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანების თანახმად, გაუქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე-----------------------------------------------------------–----------------------------------------------–-----------–------–---------–- ო----- ჩ-----–---–ი, მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.
2.7. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 დეკემბრის #კ---- ბრძანების თანახმად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ე-----------------------------------------------------------–----------------------------------------------–-----------–-- ხელმძღვანელად დაინიშნა ლ---- ქ------–---–ი.
2.8. ო----- ჩ-----–---–ის თანამდებობრივი სარგო 2017 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით, 2018 წლის 23 თებერვლის N3----- ცნობის თანხმად შეადგენდა 1010 ლარს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლის მე-4 პუნქტით, 42-ე მუხლით; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე და 23-ე მუხლებით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, მე-4, მე-17, 22-ე მუხლით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105 მუხლებით; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტით; „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 1-2, მე-3, მე-7-18 მუხლებით, 52-53-ე მუხლებით; პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2016 წლის 4 აგვისტო N2/5/595).
4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა "2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების დროებითი წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2017 წლის 01 სექტემბრის N417 დადგენილების მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად შეფასების კომისია იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას ა) პუნქტი საუკეთესო შეფასება შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და გააჩნია მაღალი თანამდებობისათვის აუცილებელი პროფესიული უნარ-ჩვევები. იმავე წესის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 2017 წლის შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/ საკრებულოების აპარატებში მობილობის წესით გადაყვანისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ამ წესის შესაბამისად განხორციელებული მოხელის შეფასების შედეგები.
4.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე იხელმძღვანელა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №199 დადგენილებით, რომლის პირველი მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი გასაზღვრულია შემდეგნაირად: პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საჯარო დაწესებულებების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირებისას შესაბამისი პროფესიული საჯარო მოხელის (შემდგომში – მოხელე) მობილობის წესსა და პირობებს, მობილობის პროცესში ჩართული სუბიექტების უფლებამოსილების განხორციელების საკითხებს; იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ეს წესი ასევე არეგულირებს საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმისა და მოხელის რეზერვთან დაკავშირებულ საკითხებს.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა იმავე დადგენილების მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად მობილობის მიზანია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ პროფესიულ საჯარო მოხელეთა დასაქმების უზრუნველყოფა, საჯარო სამსახურში პროფესიონალი კადრებისა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის შენარჩუნება; იმავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი და მეორე ნაწილით მობილობის საფუძველია საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატების შემცირება; ხოლო მობილობას ექვემდებარება მხოლოდ საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მის სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო, შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე.
4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელემ 2017 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა მობილობის წესით გადაყვანა- დანიშვნა მის სამუშაო ადგილზე, მაგრამ განცხადების მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაცვლად მის სამუშო ადგილზე დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი საჯარო მოხელე ლ---- ქ------–---–ი, რომელიც მობილობის წესით ექვემდებარებოდა საკრებულოს აპარატში გადაყვანას თავის ტოლფას ადგილზე.
4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა შტატების შემცირებისა და მათ გაუქმებასთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკაზე (2016 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე Nბს-683-675(2კ-15). აღნიშნულიდან გამომდინარე პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, იმ პირობებში, როდესაც ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებულია ს--------------------------------------------------------------------------------–---------------–--------------- მეორადი სტრუქტურული ერთეული ხელმძღვანელი 1 მე-2 რანგის მე-2 კატეგორია, აღნიშნული გარემოება ნათლად ადასტურებს, რომ შტატი არ გაუქმებულა და მოსარჩელის თანამდებობა დღემდე არსებობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. სასამართლომ აღნიშნა, რომ მერიის განცხადებით, მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე არ გამოცემულა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. მათივე განმარტებით, მოსარჩელესა და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიას შორის სამსახურეობრივი ურთიერთობა ავტომატურად შეწყვეტილად ითვლება. ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში ახალი მერის არჩევიდან მე-11 დღეს. პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ ამგვარი მიდგომა, სრულიად შეუსაბამოა ადმინისტრაციული სამართლის ფუძემდებლურ პრინციპებთან და უკანონოდ ლახავდა მოსარჩელის კონსტიტუციით გარანტირებულ შრომით უფლებებს.
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე მიუთითა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (2017 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება საქმე N3/5/626 „საქართველოს მოქალაქე ოლეგ ლაცაბიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) და განმარტა, ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია მცხეთის მუნიციპალიტეტის პოზიცია, რომ დამატებით ინდივიდუალური აქტის გამოცემა და ამ ფორმით გადაწყვეტილების მიღება არ არის აუცილებელი. გარდა საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობისა, მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება ადმინისტრაციულ სამართალში მოქმედ პრინციპებსა და არსებულ სასამართლო პრაქტიკას. კერძოდ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. შესაბამისად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, იმისათვის რომ წარმოიშვას სამართლებრივი ურთიერთობა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ, აუცილებელია არსებობდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილება (ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი). გარდა იმისა, რომ აქტის გამოცემა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის/შეწყვეტის აუციელებელი წინაპირობაა, ამასთან, გამოცემული ინდ.აქტი ადმინისტრაციული კანონმდებლობის თანახმად სათანადო წესით უნდა გაეცნოს დაინტერესებულ მხარეს.
4.6. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი სხვა მოთხოვნებიც, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნები.
4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 118-ე მუხლით.
5. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს განმარტებას იმის შესახებ, რომ 2017 წლის 29 დეკემბრის N3----- წერილში მითითებულია, „მოცემულ შემთხვევაში არ დგას გათავისუფლების თაობაზე ბრძანების გამოცემის საჭიროება“. აპელანტის მოსაზრებით ამ შინაარსს აღნიშნული წერილი არ შეიცავს, რადგან 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით მერიაში მობილობის პროცესი ჯერ არ იყო დასრულებული, ხოლო განცხადებით ო. ჩ-----–---–ი მოითხოვდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების წარდგენას. საპასუხო წერილში მერიამ დაასაბუთა, რომ 2017 წლის 29 დეკემბრის მდგომარეობით ო. ჩ-----–---–ის, როგორც მობილობას დაქვემდებარებული პროფესიული საჯარო მოხელის მიმართ არ არსებობდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება.
5.2. აპელანტი თვლის, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების შედეგად განხორციელდა ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების გაუქმება და გაუქმების ფაქტის რეგისტრაცია 2017 წლის 15 ნოემბერს საჯარო რეესტრის მუნიციპალიტეტების რეესტრში.
5.3. აპელანტი აღნიშნავს, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ ო. ჩ-----–---–ის შემთხვევაში სახეზე არ იყო მობილობისთვის აუცილებელი ერთ-ერთი პირობა- დაწესებულების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შეტანილი ცვლილებებისა და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილების თანახმად, განხორციელდა ქ. მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტების ერთ თვითმმართველ ერთეულად გაერთიანება, რაც უკვე აპელანტის მოსაზრებით მოიცავს მობილობის პროცესის ერთ-ერთ კომპონენტს- დაწესებულების რეორგანიზაციას, ლიკვიდაციას ან/და მისი სხვა დაწესებულებასთან შერწყმას.
5.4. აპელანტი თვლის, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მუნიციპალიტეტში არ იყო შტატების შემცირება. მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ერთეულთა რაოდენობა გაუქმებული მუნიციპალიტეტების საშტატო ერთეულთა საერთო რაოდენობასთან შედარებით შემცირებულია. კერძოდ გაუქმებული ქალაქ მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ორგანოებში- გამგეობასა და მერიაში, ჯამში დასაქმებული იყო 170 მოხელე (აღნიშნულ რაოდენობაში არ შედიოდა ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლები, რომლებიც შრომითი ხელშეკრულებით იყვნენ დასაქმებულნი და მათი რაოდენობა შეადგენდა 18-ს). ახალი მუნიციპალიტეტის საშტატო ნუსხა კი ითვალისწინებს 166 საშტატო ერთეულს, რომელიც მოიცავს ადმინისტრაციულ ერთეულებში მერიის 19 წარმომადგენელს. ახალი ნუსხა ითვალისწინებს 147 ერთეულს, რაც 170-თან შედარებით მეტყველებს შტატების შემცირებაზე.
5.5. აპელანტი მიიჩნევს, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ახალი წარმონაქმნი არ არის და მასში ცვლილებები არ განხორციელებულა. ო. ჩ-----–---–ი წარმოადგენდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ადმინისტრაციული ორგანოს გამგეობაში დასაქმებულ საჯარო მოხელეს. მცხეთის ძველი მუნიციპალიტეტი და შესაბამისად მისი საჯარო დაწესებულება გამგეობა თვითმმართველობის რეფორმის საფუძველზე 2017 წლის 15 ნოემბერს მუნიციპალიტეტების რეესტრში გაუქმების ფაქტის რეგისტრაციის საფუძველზე აღარ არსებობს, ხოლო მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტი ჩამოყალიბდა მისი რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან 2017 წლის 24 ნოემბრიდან.
5.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის მერიის ქ----------------------------–---------------–--------–---------–-- თანამდებობა ო. ჩ-----–---–ის კუთვნილ სამუშაო ადგილად. ჩ-----–---–ი დასაქმებული იყო გაუქმებული მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ხოლო მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ახალ საჯარო დაწესებულებას, ამიტომ ეს ორი ორგანო არ შეიძლება გაიგივდეს.
5.7. აპელანტი არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს ის სამსახური და პოზიცია, რომელსაც ლ. ქ------–---–ი იკავებდა მუნიციპალიტეტების გაუქმებამდე. მცხეთის მუნიციპალიტეტის გაუქმებით გაუქმდა საკრებულოს აპარატიც, ამ ორგანოში მომუშავე ყველა მოხელე მათ შორის ლ. ქ------–---–იც დაექვემდებარა მობილობის პროცესს. ახალი მუნიციპალიტეტის აპარატის ხელმძღვანელი დანიშნულია კონკურსის საფუძველზე, ამიტომ აღნიშნული თანამდებობა დღეის მდგომარეობით უკვე შევსებულია.
5.8. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით და მე-601 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს ორგანული კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტით.
5.9. აპელანტი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელი დაწესებულების გაუქმების გამო მასში მომუშავე ყველა მოხელე დაექვემდებარა მობილობას „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული „პროფესიული საჯარო მოხელის წესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით.
5.10. აპელანტი აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დღეს 2017 წლის 21 ოქტომბერს. შესაბამისად ამ პერიოდიდან ფაქტობრივად არსებობს გაერთიანებული მუნიციპალიტეტი.
5.11. აპელანტი განმარტავს, საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით 2017 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ფაქტობრივად უკვე გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაუქმებულ საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მიჩნეულ იქნა 12 ნოემბერი. აპელანტმა ყურადღება გაამახვილა "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის 52-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ აღნიშნული ნორმის შინაარსი არ არის იმპერატიული და იგი არ (ვერ) ავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას საჯარო მოხელის მობილობის წესით დასაქმებას და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას დაწესებულების უფლებამოსილებას უქვემდებარებს. კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოხელეთა მობილობით გადაყვანის შესაძლებლობა და არა ვალდებულება. აპელანტი აღნიშნავს, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების, კერძო და საჯარო ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად მიიღო გადაწყვეტილება სადავოდ ქცეულ თანამდებობაზე მობილობას დაქვემდებარებული სხვა მოხელის- ლ. ქ------–---–ის გადაყვანასთან დაკავშირებით.
5.12. აპელანტი ასევე აღნიშნავს, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩ-----–---–ის მობილობით გადაყვანა ვერ განხორციელდა, რის შესახებაც კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად ეცნობა საჯარო სამსახურის ბიუროს, რომლის 19.12.17 წლის Nგ---- წერილით წარდგენილ იქნა ბიუროს მიერ მცხეთა- მთიანეთის მასშტაბით ვაკანტური თანამდებობების შესახებ მოძიებული ინფორმაცია. მერიამ მუნიციპალიტეტების შემცირებულ მოხელეთა მობილობის წესით დასაქმების მიზნით, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, თიანეთისა და დუშეთის მუნიციპალიტეტების მერიებში გაგზავნა მოხელეთა სიები, საპასუხოდ მათ დასაქმებაზე მიიღეს უარი. მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცემული იქნა 26.01.2018 წლის Nკ---- ბრძანება, სადაც ო. ჩ-----–---–ის ძველ მუნიციპალიტეტთან სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად მიეთითა 2017 წლის 12 ნოემბერი.
5.13. აპელანტი თვლის, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 53-ე მუხლი, რადგან აღნიშნული მუხლი ადმინისტრაციულ ორგანოს უდგენს მის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამსახურის ყოველწლიურად შეფასების ვალდებულებას. სააპელაციო საჩივარი ასევე დასაბუთებულია შეფასების დროებითი წესის მეორე მუხლით, მე-7, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით და აღნიშნავს, რომ შეფასების დროებითი წესი არ შეიცავს არცერთ ნორმას, რომელიც ახალ მუნიციპალიტეტს იმპერატიულად უდგენს „საუკეთესოდ“ შეფასებული მოხელის მობილობით გადაყვანის ვალდებულებას. აპელანტი თვლის, რომ დაუსაბუთებელია სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ ო. ჩ-----–---–ის შეფასება „საუკეთესო“ იყო გადაყვანის უპირობო გარანტია. ხოლო „სადავო თანამდებობაზე“ მობილობის წესით დანიშნულ ლ. ქ------–---–ს კომისიის მიერ მიღებული აქვს „კარგი“ შეფასება.
5.14. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს შეფასების დროებითი წესის შესახებ, რომლის თანახმად შეფასების კომისია ვალდებული იყო წესის დანართით გათვალისწინებული ცხრილის შესაბამისად შეეფასებინა მოხელე და დაესაბუთებინა თითოეული მოხელის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. კანონმდებლის მიერ აღნიშნული ვალდებულების დაკისრება კი განპირობებული იყო კომისიის საქმიანობის გამჭირვალობის უზრუნველყოფის, მიუკერძოებელი და ობიექტური შედეგების დადგენის მიზნით. აპელანტის განმარტებით კომისიის ოქმი, რომელიც მოსარჩელეს ჰქონდა წარდგენილი საქმეში არ შეიცავს შეფასებულ მოხელეთა, მათ შორის ო. ჩ-----–---–ის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების განმაპირობებელ არცერთ კრიტერიუმსა თუ კომპონენტს.
5.15. აპელანტი თვლის, რომ სასამართლოს მიერ უგულებელყოფილ იქნა ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს კანონის მეორე მუხლის მესამე პუნქტით თვითმმართველობის რეფორმის შედეგად მუნიციპალიტეტების სტატუსთან დაკავშირებით დადგენილი განმარტება. აღნიშნულმა ნორმამ კი გამიჯნა გაუქმებული და შექმნილი მუნიციპალიტეტების ცნებები.
6. მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ---- ქ------–---–მა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
6.1. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის მერიის ქ----------------------------–---------------–--------–---------–-- თანამდებობა ო. ჩ-----–---–ის კუთვნილ სამუშაო ადგილად; რადგან ო. ჩ-----–---–ი დასაქმებული იყო გაუქმებული მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ხოლო დღეის მდგომარეობით მცხეთის არსებული მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ახალ საჯარო დაწესებულებას, რის გამოც არ შეიძლება იგი განხილულ იქნეს ძველი გამგეობის იდენტურ ორგანოდ.
6.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არასწორად მიიჩნია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დღემდე იმ სამსახურისა და პოზიციის არსებობის ფაქტი, რომელსაც ლ. ქ------–---–ი იკავებდა მუნიციპალიტეტების გაუქმებამდე. ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის გაუქმების შედეგად გაუქმდა საკრებულოს აპარატიც. შესაბამისად, ამ ორგანოში მომუშავე ყველა მოხელე, მათ შორის ლ. ქ------–---–იც დაექვემდებარა მობილობის პროცესს. ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა-------------–---------–--- მოხელე დანიშნულია კონკურსის საფუძველზე. შესაბამისად, აღნიშნული თანამდებობა დღეის მდგომარეობით უკვე შევსებულია.
6.3. საჩივარი დასაბუთებულია სზაკ-ის მე-601 პრიმა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" შეტანილი ცვლილებებისა და საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-IIს დადგენილებით, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით.
6.4. აპელანტი აღნიშნავს, რომ დამსაქმებელი დაწესებულების გაუქმების გამო მასში მომუშავე ყველა მოხელე დაექვემდებარა მობილობას, "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის და საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის“ მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად.
6.5. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987–IIს დადგენილება ამოქმედდა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დღეს, 2017 წლის 21 ოქტომბერს. შესაბამისად, ამ პერიოდიდან ფაქტობრივად სახეზეა უკვე გაერთიანებული მუნიციპალიტეტი.
6.6. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ გარემოებაზე, რომ მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტი, როგორც ახალი თვითმმართველი ერთეული, მუნიციპალიტეტების რეესტრში დარეგისტრირდა 2017 წლის 24 ნოემბერს, ხოლო მცხეთის და ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტების გაუქმების ფაქტის რეგისტრაცია მუნიციპალიტეტების რეესტრში განხორციელდა 2017 წლის 15 ნოემბერს. შესაბამისად ამ პერიოდიდან, ანუ 2017 წლის 15 ნოემბრიდან მოყოლებული მცხეთის ძველი მუნიციპალიტეტი, რომლის ადმინისტრაციულ ორგანოში (გამგეობა) დასაქმებული იყო ო. ჩ-----–---–ი, ოფიციალურად აღარ არსებობდა.
6.7. აპელანტი აღნიშნავს, რომ აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებითა და საჯარო სამსახურის ბიუროს რეკომენდაციით, 2017 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით ფაქტობრივად უკვე გაუქმებული მუნიციპალიტეტების გაუქმებულ საჯარო დაწესებულებებთან მოხელეთა სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის თარიღად მიჩნეულ იქნა 12 ნოემბერი.
6.8. აპელანტი მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესისა" და "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლით დადგენილია მობილობის წესი, რომლის მიხედვით: საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის ან/და მისი სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის გამო შტატის შემცირებისას შესაბამისი მოხელე შესაძლებელია მისი თანხმობით გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა საჯარო დაწესებულებაში მისი თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას დაბალ თანამდებობაზე, მისი კომპეტენციის გათვალისწინებით. ასევე ამავე (52-ე) მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: მოხელის მობილობით სხვა საჯარო დაწესებულებაში გადასვლა შესაძლებელია მხოლოდ ამ საჯარო დაწესებულების თანხმობით.
6.9. აპელანტი განმარტავს, რომ დასახელებული ნორმების შინაარსი არ არის იმპერატიული ხასიათის და იგი არ (ვერ) ავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას საჯარო მოხელის მობილობის წესით დასაქმებას და აღნიშნული საკითხის გადაწყვეტას დაწესებულების "ნებას" უქვემდებარებს. ამდენად, კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მოხელეთა მობილობის წესით გადაყვანის შესაძლებლობა და არა - ვალდებულება. შესაბამისად მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, როგორც ახლადშექმნილმა საჯარო დაწესებულებამ, ისარგებლა რა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად, მიიღო გადაწყვეტილება მისი, როგორც მობილობას დაქვემდებარებული მოხელის გადაყვანასთან დაკავშირებით.
6.10. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლო, მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისას, დაეყრდნო შეფასების კომისიის მიერ ო. ჩ-----–---–ის შეფასების შედეგს, რომლის დროსაც არასწორად განმარტა N417 დადგენილებით დამტკიცებული შეფასების დროებითი წესი, კერძოდ დადგენილების მე-7 მუხლის "ა" პუნქტი, მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი, პირველი მუხლის მე-2 პუნქტი. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის ანალიზი (გვ.12 და გვ.14) ცხადყოფს სასამართლოს მოსაზრებას დროებითი კომისიის მიერ მოხელის შეფასების მნიშვნელობაზე, რის შედეგად სასამართლოს მიერ არასწორად იქნა მიჩნეული ო. ჩ-----–---–ის კომისიის მიერ "საუკეთესოდ" შეფასება მისი მობილობის წესით ახალ მუნიციპალიტეტში გადაყვანის უპირობო გარანტიად. აღნიშნული მიდგომა დაუსაბუთებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
6.11. აპელანტი განმარტავს, რომ შეფასების დროებითი წესი არ შეიცავს არცერთ ნორმას, რომელიც ახალ მუნიციპალიტეტს იმპერატიულად უდგენს "საუკეთესოდ" შეფასებული მოხელის მობილობით გადაყვანის ვალდებულებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს მოხელის მობილობით გადაყვანის შესაძლებლობას ტოლფას ან უფრო დაბალ თანამდებობაზე, ანუ, კანონმდებლობის თანახმად, მობილობით გადაყვანა გამორიცხავს მოხელის დაწინაურებას. შესაბამისად, შეფასების დროებითი წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ "საუკეთესო" და "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ "კარგ" შეფასებას შორის არსებითი განსხვავება არ არსებობს და ორივე მათგანი ერთი შინაარსის მატარებელია - "შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას". ამიტომ აპელანტი დაუსაბუთებლად მიიჩნევს სასამართლოს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ქმნიდა "საუკეთესო" შეფასება ო. ჩ-----–---–ის მობილობით გადაყვანის უპირობო გარანტიას. ამასთან, აპელანტი მიიჩნევს, რომ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ იგი დროებითი კომისიის მიერ შეფასებულია "კარგი" შეფასებით.
6.12. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლომ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას არ გაითვალისწინა და უგულებელყო "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; 108-ე მუხლის "გ" პუნქტი და 110-ე მუხლი; საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის N199 დადგენილებით დამტკიცებული "პროფესიული საჯარო მოხელის მობილობის წესის" მე 12 მუხლის პირველი და მე 6 პუნქტები; ამასთან აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს მოხელის მიმართ მობილობის განხორციელების წესს, რომელიც ადგენს მობილობით გადაყვანის მხოლოდ შესაძლებლობას და არა ვალდებულებას.
6.13. აპელანტის განმარტებით, ზემოდასახელებული ნორმების შინაარსი არ არის იმპერატიული ხასიათის და იგი არ (ვერ) ავალდებულებს სხვა საჯარო დაწესებულებას საჯარო მოხელის მობილობის წესით გადაყვანაზე. ცალსახაა, რომ კანონმდებელმა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დაწესებულების "ნებას" დაუქვემდებარა და ამასთან, არ დააკისრა მას მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. კანონმდებლობით დადგენილია მხოლოდ მობილობით გადაყვანის შესაძლებლობა, შეუძლებლობის შემთხვევა კი მიჩნეულია მოხელის გათავისუფლების საფუძვლად.
6.14. ამდენად აპელანტი მიიჩნევს, რომ მსჯელობა იმაზე, რომ მცხეთის ახალი მუნიციპალიტეტის მერია ვალდებული იყო მობილობით დაენიშნა ო. ჩ-----–---–ი, საფუძველს მოკლებულია.
6.15. აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი მობილობის წესით სადავოდ მიჩნეულ თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ 2017 წლის 26 ივლისის N1251-რს საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტი და მიუთითა, რომ აპელანტი მობილობის წესით დანიშვნას ექვემდებარებოდა საკრებულოს აპარატში. აღნიშნული შეუსაბამობაში მოდის დასახელებული სამართლებრივი ნორმის შინაარსთან, რომლის მიხედვით: "2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ არჩეულმა მუნიციპალიტეტების მერებმა/საკრებულოების თავმჯდომარეებმა საჯარო სამსახურის ბიუროსთან კოორდინაციით უზრუნველყონ 2017 წელს გაუქმებული მუნიციპალიტეტების საჯარო მოსამსახურეთა მობილობის წესით გადაყვანა 2017 წელს შექმნილი შესაბამისი მუნიციპალიტეტების მერიებში/საკრებულოების აპარატებში".
6.16. აპელანტი განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ერთმანეთისგან არ მიჯნავს მერიასა და საკრებულოს აპარატს და არ გამორიცხავს მოხელეთა მობილობის წესით ურთიერთგადასვლის შესაძლებლობას. სხვა სამართლებრივი ნორმა, რომელიც ახლდაშექმნილ მუნიციპალიტეტს აუკრძალავდა გაუქმებული მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში მომუშავე მოხელის მობილობით მერიაში დასაქმებას და პირიქით, არ არსებობს. შესაბამისად, აპელანტის თვლის, რომ სასამართლოს პოზიცია მისი მობილობის წესით მხოლოდ და მხოლოდ ახლადშექმნილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმების ქვემდებარეობასთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია. მერიის ახალი სტრუქტურა დაკომპლექტდა გაუქმებული მუნიციპალიტეტების ორგანოებში (გამგეობა/მერია/საკრებულოს აპარატი) მომუშავე მობილობას დაქვემდებარებულ მოხელეთაგან, რომელთა გადაყვანის თაობაზეც გადაწყვეტილება კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულ იქნა საჯარო დაწესებულების მიერ.
6.17. აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს განცხადებას იმის შესახებ, რომ ლ. ქ------–---–ის თანამდებობა დღემდე არსებობს უწყებაში და კანონის თანახმად, იგი როგორც უვადოდ დანიშნული მოხელე უნდა იკავებდეს სწორედ მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. აპელანტის განმარტებით, ქ. მცხეთის მუნიციპალიტეტის გაუქმების შედეგად გაუქმდა საკრებულოს აპარატიც. შესაბამისად, ამ ორგანოში მომუშავე ყველა მოხელე, მათ შორის ლ. ქ------–---–იც დაექვემდებარა მობილობის პროცესს. დღეის მდგომარეობით, ახალი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ა-------------–---------–---, კონკურსის საფუძველზე, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, დანიშნულია სხვა მოხელე და აღნიშნული თანამდებობა დღეის მდგომარეობით უკვე დაკავებულია.
6.18. აპელანტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ იგი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან აქტიურად შეუდგა დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ გააჩნდა მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება მუნიციპალიტეტის ორგანოებში. ამასთან, მისთვის მერისგან ცნობილი გახდა, რომ დანიშვნისთანავე პირად კონტროლზე უნდა აეყვანა სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციიდან თხოვების ფორმით (2015 წლის 8--------------- თხოვების ხელშეკრულება) გადმოცემული გრეიდერის (სახელ.N---- საქმე. მისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული გრეიდერს 2016 წლის აგვისტოში გაუჩნდა ხანძარი, რამაც სერიოზულად დააზიანა. 2016 წლის ბოლოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიიღო გადაწყვეტილება გრეიდერის შეკეთების თაობაზე, რისთვისაც შესაბამისი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადდა ტენდერი SP----------. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ შესყიდვის ხელშეკრულების (მუხლი 3, პუნქტი 5) თანახმად, შესრულებულ სამუშაოზე კონტროლის განხორციელება ევალებოდა ბ-ნ ო----- ჩ-----–---–ს. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2017 წლის იანვრის ბოლოს, თუმცა განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების ვადამ გადაიწია 2017 წლის მაისის ბოლოსთვის. სატენდერო დოკუმენტაციაში მკაფიოდ იყო მითითებული, რომ საჭირო იყო გადაცემათა კოლოფისა და ძრავის აღდგენა კომპლექტში. რეალურად მოხდა გადაცემათა კოლოფისა და ძრავის შეცვლა ისე, რომ არ არსებობს არანაირი ექსპერტიზის დასკვნა იმ დეტალებზე, რომლებიც ჩანაცვლდა; არც სათანადო ცვლილებების განხორციელება მომხდარა ხელშეკრულებაში.
6.19. აპელანტის განმარტებით დღეის მდგომარეობით, მის მიერ მოძიებულ იქნა ძველი გადაცემათა კოლოფი და ძრავი სოფ. ნატახტარში, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა, რათა დადგინდეს თუ რა მდგომარეობაშია ეს დეტალები. აპელანტი ასევე აღნიშნავს, რომ ახალი ძრავი დაახლეობით 90 000 ლარი ღირს.
6.20. აპელანტი მიუთითებს, რომ აღნიშნული სამუშაოების დასრულების შემდგომ 2017 წლის 29 მაისს გაფორმდა შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი. თუმცა, გრეიდერს დიდხანს არ უმუშავია და როგორც მისთვის გახდა ცნობილი, 2017 წლის აგვისტოში გაფუჭდა. ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელს ევალებოდა 6 თვის მანძილზე ნაკლის გამოვლენის შემთხვევაში, საკუთარი ხარჯით დაზიანების აღმოფხვრა. მიუხედავად ამისა, მიმწოდებლისათვის ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით - დაზიანებული გრეიდერის შეკეთებასთან დაკავშირებით, მაშინდელი გამგეობიდან არავის მიუმართია. იმის გათალისწინებით, რომ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე კონტროლის შესრულება ევალებოდა ო. ჩ-----–---–ს, სწორედ მის პირდაპირ ვალდებულებას წარმოადგენდა შესაბამისი რეაგირების განხორციელება, რასაც ადგილი არ ჰქონია.
6.21. აპელანტი აღნიშნავს, რომ სწორედ მისი დანიშვნისთანავე, მის მიერ მიემართა ხელშეკრულების მეორე მხარეს და დაჟინებული მოთხოვნის საფუძველზე, ამ უკანასკნელის მიერ შესრულებულ იქნა ნაკისრი ვალდებულება გრეიდერის შეკეთებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ, მძიმე ტექნიკა ისევ გაფუჭდა, რის გამოც აპელანტის ინიციატივით შპს „თ--------------------ნ“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შპს-ს თანამშრომლების მიერ განხორციელდა ტექნიკის დათავლიერება, რომლის დროსაც შედგა დეფექტური აქტი. აქტში მრავალი დეტალია ჩამოთვლილი იმასთან დაკავშირებით, თუ რა დაზიანებები გააჩნია ტექნიკას. აქტის ჩანაწერის თანახმად, თეგეტა მოტორსი ტექნიკის ქარხნული ტექნოლოგიით აღდგენასთან დაკავშირებით რეკომენდაციას არ იძლევა.
6.22. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობებზე ინსპექტირების განმახორციელებელი პირის – ო. ჩ-----–---–ის მიერ თავის დროზე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა და მათი უგულებელყოფის შედეგად მუნიციპალიტეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი. თავის დროზე სწორად განხორციელებული ინპექტირების ფარგლებში და ასევე ო. ჩ-----–---–ის, როგორც მუნიციპალიტეტის ქონებაზე პასუხისმგებელი პირის მიერ ტექნიკის შეკეთებამდე მის მდგომარეობაზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის მოთხოვნა, მუნიციპალიტეტს აღნიშნულ ზიანს თავიდან ააცილებდა. აპელანტი აღნიშნული გარემოების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობის მიზეზად სწორედ იმ გარემოებას ასახელებს, რომ სასამართლო განხილვისას გრეიდერის შეკეთების საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით რიგი პროცედურები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული; საბოლოო დასკვნა - დეფექტური აქტი, რამაც დაადასტურა ნაკლიანი მძიმე ტექნიკის აღდგენის შეუძლებლობა აპელანტის განმარტებით თეგეტა მოტორსის მიერ მას მიეწოდა 2018 წლის 28 მარტს.
6.23. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპელანტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ დასახელებულ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას ხშირად აწყდება ო. ჩ-----–---–ის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე სხვადასხვა დარღვევებსა და ხარვეზებს. აპელანტი ასევე აღნიშნავს მუნიციპალიტეტში არსებული რამდენიმე საბავშვო ბაღის შენობის რეგისტრაციის საკითხებს: მაგალითად, სოფ. მ-------–- ძველი საბავშვო ბაღის შენობა მთლიანად დაანგრიეს, მის ადგილზე კი ახალი ააშენეს. მაშინდელ ქონების მართვის განყოფილებას, ო. ჩ-----–---–ის ხელმძღვანელობით არანაირი სამუშაოები არ ჩაუტარებია, დემონტაჟსა და წარმოებულ მშენებლობაზე ცვლილებები არ დაურეგისტრირებია საჯარო რეესტრში, მიუხედავად იმისა, რომ მათი შესრულება პირდაპირ ო. ჩ-----–---–ისა და მის დაქვემდებარებაში არსებული განყოფილების ვალდებულებას წარმოადგენდა. აპელანტის განმარტებით აღნიშნიშნული ხარვეზები გამოსწორდა მის მიერ, თანამდებობაზე დანიშვნიდან უმოკლეს პერიოდში. შესაბამისად აპელანტი აღნიშნავს, რომ ო. ჩ-----–---–ის საქმიანობის „საუკეთესოდ“ შეფასებისას, მისთვის გაუგებარია თუ რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელა მაშინდელმა შეფასების დროებითმა კომისიამ; აპელანტი თვლის, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და ულოგიკოა.
7. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
7.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03 Vande Hurkv. Netherlands, par. 61, Garcia Ruizv.Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); PerezvFrance [GC],par.81).
8. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
8.1. ო----- ჩ-----–---–ი 2015 წლის 10 ივლისის Nკ---- ბრძანებით სამი თვის გამოსაცდელი ვადით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ქ----------------------------–---------------დ. მოსარჩელე 2015 წლის 05 ოქტომბრის Nკ---- ბრძანებით დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე------------------------------------------------------------------------------–---------------- თანამდებობაზე. 2017 წლის 24 ივლისის N2---- ბრძანებით ცვლილება შევიდა 2015 წლის 05 ოქტომბრის ბრძანებაში და მოსარჩელე დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე----------------------------------------------–---------------------------------–-----------–------–---------–-დ (ტ.1. ს.ფ. 21;27).
8.2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ პოზიციებზე დასაქმებულ პროფესიულ საჯარო მოხელეთა შეფასების შედეგების შესახებ 2017 წლის 06 ოქტობრის სხდომის ოქმის მიხედვით რიგით 3--- ო----- ჩ-----–---–ის ე------------------------------------------------------------------------------–---------------------------------–-----------–------–---------–-- შეფასება იყო "საუკეთესო" (ტ.1. ს.ფ. 30-38).
8.3. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის N16 დადგენილებით ცვლილება შევიდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N- დადგენილებაში მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის და მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ; ამ დოკუმენტში მითითებულია ს-----------------------------------------------------------------------------------------------–---- გ---------–--------------- მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პ------–------ რანგის მე-2 კატეგორია.
8.4. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 15 ივნისის N987-2ს დადგენილების მე-3 პუნქტის თანახმად თვითმმართველი ქალაქი მცხეთა და მცხეთის მუნიციპალიტეტი გაერთიანდა ერთ თვითმმართველ ერთეულად მცხეთის მუნიციპალიტეტად და მის ადმინისტრაციულ ერთეულად განისაზღვრა ქალაქი მცხეთა.
8.5. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 26 იანვრის Nკ---- ბრძანებით გაუქმებული მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ე-----------------------------------------------------------–----------------------------------------------–-----------–------–---------–- ო----- ჩ-----–---–ი, მობილობის განხორციელების შეუძლებლობის გამო სამსახურიდან გათავისუფლდა 2017 წლის 12 ნოემბრიდან.
8.6. მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის 2017 წლის 15 დეკემბრის Nკ---- ბრძანებით მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ე-----------------------------------------------------------–----------------------------------------------–-----------–-- ხელმძღვანელად დაინიშნა ლ---- ქ------–---–ი.
8.7. ო----- ჩ-----–---–ის თანამდებობრივი სარგო 2017 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, 2018 წლის 23 თებერვლის N3----- ცნობის თანხმად შეადგენდა 1010 ლარს.
8.8. მოსარჩელემ 2017 წლის 04 დეკემბერს განცხადებით მიმართა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერს და მოითხოვა მობილობის წესით გადაყვანა - დანიშვნა მის სამუშაო ადგილზე, მაგრამ განცხადებული მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაცვლად მის სამუშო ადგილზე დაინიშნა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი საჯარო მოხელე ლ---- ქ------–---–ი, რომელიც მობილობის წესით ექვემდებარებოდა საკრებულოს აპარატში გადაყვანას თავის ტოლფას ადგილზე.
9.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ცნო ბათილად ლ---- ქ------–---–ის დანიშვნის შესახებ 2017 წლის 15 დეკემბრის Nკ---- ბრძანება, ასევე ო. ჩ-----–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2018 წლის 26 იანვრის ბრძანება, რადგან ერთის მხრივ არ არსებობდა მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, ხოლო მეორეს მხრივ სანამ ოფიციალურად მოხდებოდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება ე.ი 2018 წლის 26 იანვრამდე, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ 2017 წლის 15 დეკემბერს ლ---- ქ------–---–ი უკვე დანიშნა მობილობის წესით მოსარჩელის მიერ დაკავებულ თანამდებობაზე. ყოველივე აღნიშნული ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ო. ჩ-----–---–ის საშტატო ერთეული რეორგანიზაციის შემდეგ არ შემცირებულა და იგი როგორც უვადოდ დანიშნული მოხელე უნდა იკავებდეს სადავო თანამდებობას.
9.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით; ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ასევე გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სწორად იქნა მითითებული, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლით დადგენილი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისა და ადმინისტრაციული წარმოების მოთხოვნები; აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
9.3. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად და ყოველმხრივ გამოიკვლია მოცემულ დავასთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და შესაბამისად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ლ---- ქ------–---–ის სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მხცეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი
2. არ დაკმაყოფილდეს ლ---- ქ------–---–ის სააპელაციო საჩივარი
3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე მცხეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარიამ ცისკაძე