განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.07.2019
საქმის ნომერი
210210014449648
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
29.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 210210014449648

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5233-18 27 ივნისი, 2019 წელი

 

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - თამარ ალანია

მოსამართლეები - ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე

 

სხდომის მდივანი – ოთარ ჯუგაშვილი

 

აპელანტი - მე------------–---–ი

 

წარმომადგენელი - გი----------------ე

 

მოწინააღმდეგე მხარე - მუ-------–-----–--ა

 

წარმომადგენელი - და-------–----ე

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. მუ-------–-----–--ამ სიღნაღის რაიონული სასამართლოში მე------------–---–ის მიმართ სარჩელი აღძრა და მისთვის 19 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.

 

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 გადაწყვეტილებით მუ-------–-----–--ას სარჩელი დაკმაყოფილდა. მე------------–---–ს მუ-------–-----–--ას სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

 

4. აღნიშნული გადაწყვეტილება მე------------–---–მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა. მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

5. 2007 წლის 05 ივნისის სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე მე------------–---–მა სრულად მიიღო 05.05.2006 წელს გარდაცვლილი მეუღლის გი-----------–---–-ს სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით (ტომი II, ს.ფ. 31-35).

 

6. სა----------------------------–---------–------–--------------------–---------------------–----–-------–-------------------------------------------------------------------------, სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კა----ის სამხარეო სამმართველოს 27.02.2009 წლის მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი N4 ოქმის საფუძველზე, საკუთრების უფლებით მე------------–---–ის სახელზეა რეგისტრირებული (ტომი II, ს.ფ. 15, 16, 22).

 

7. სა----------------------------–---------–------ში მდებარე მიწის ნაკვეთის, საკადასტრო კოდი N5-----------, ნაწილს 25 ჰა. ოდენობით მიწის ნაკვეთს მუ-------–-----–--ა სარგებლობდა და ფლობდა (მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები).

 

8. მოწმე გუ-----------–--ის ჩვენებიდან დგინდება, რომ მუ-------–-----–--ასთან და ბაბუამისთან გუ-----------–--ესთან ერთად კა----ში წავიდა, მგზავრობისას მანქანაში ყური მოჰკრა, რომ მუ-----ს ბეს მიცემა უნდოდა, გი-----------–---–- და მუ-----ი უკვე შეთანხმებულები იყვნენ, რომ მუ-----ის მიწის ნაკვეთი უნდა ეყიდა, საუბარი იყო 25 ჰა მიწის ნაკვეთის ყიდვაზე. მოწმის ჩვენებით დადგენილია, რომ კა----ში ვიზიტის შემდგომ მათთან სახლში დი-----------ში ბინა N62-ში იგი შეესწრო ფაქტს, როდესაც მუ-------–-----–--ამ გი-----------–---–ს მიწის ნაკვეთის ყიდვის გამო 12000 აშშ დოლარი გადასცა. ამის შემდგომ მან გადმოცემით ოჯახისგან და მუ-----ისგან იცის, რომ კიდევ მოხდა თანხის ნაწილის 7 000 აშშ დოლარის გადახდა, რასაც იგი არ დასწრებია. თანხის 12000 აშშ დოლარის დათვლას არ შესწრებია, მაგრამ ფული გადაცემას შეესწრო. მხარეებს იმდენად ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, რომ არ მიიჩნიეს საჭიროდ ხელწერილის დაწერა. როდესაც გი-----------–---–- გარდაიცვალა მუ-----ი აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა, ამის შემდგომ მუ-----ი მე------------–---–ს გადაფორმებასთან დაკავშირებით ეხმიანებოდა. მოწმემ მიუთითა, რომ 12000 აშშ დოლარის გადაცემას ესწრებოდა ასევე მუ-------–-----–--ა, თი-------------–-ძე, ნი------------–-ძე, ნე-–----------ძე და გუ-----------–--ე - მოწმის ბაბუა. აღნიშნული გარემოება, ასევე, დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მოწმის დაკითხვის ოქმით დასტურდება.

 

9. მოწმე თი-------------–-ძის ჩვენებიდან დგინდება, რომ იგი შეესწრო თუ როგორ შეიძინა მუ-------–-----–--ამ აღნიშნული მიწა. მან მიუთითა, რომ დაახლოებით 2004 წლის შემოდგომა იყო, მამამისის ოჯახში, დი-----------ში, სახლში იყვნენ მოწმე მისი მამა, დედა და გუ-----------–--ე. იყო შეთანხმება, რომ გი-----------–---–- და მუ-------–-----–--ა მათთან უნდა მისულიყვნენ. მუ-------–-----–--ამ გი-----------–---–ს 12000 აშშ დოლარი მოუტანა, მუ-----მა გი--ს თანხა დაუთვალა, გი--მ ფული გადაითვალა და წაიღო, 12000 აშშ დოლარი 100 დოლარიანი კუპიურებისგან შედგებოდა. მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მათ შორის დიალოგი შედგა საიდანაც მოწმემ გაიგო, რომ ეს ფული 15 ჰა. მიწის საფასური იყო, მუ-----ს სურდა მეტი ფართობის მიწის ნაკვეთის შეძენა, გი-----------–---–მა უთხრა მუ-----ს, რომ როგორც კი გათავისუფლდებოდა მიწა მერე მიჰყიდიდა. მოწმემ მიუთითა, რომ ამ ფაქტის შემდგომ, ერთი წლის თავზე, კვლავ მათ ოჯახში, მუ-------–-----–--ამ გი-----------–---–ს 7000 აშშ დოლარი გადასცა, ამ ფაქტს თავად, მოწმის დედა, მუ-------–-----–--ა, მისი მეუღლე და გი-----------–---–- ესწრებოდნენ. მოწმის მამა იყო ნდობის ფაქტორი, როგორც მუ-----ი ენდობოდა მამამისს ისე, გი-- და ამიტომ ხდებოდა ეს შეხვედრა მოწმის მამის სახლში. ამ შეთანხმებას სხვანაირად ვერ გააფორმებდნენ რადგან გი--ს მიწა იჯარით ჰქონდა აღებული. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მოწმის დაკითხვის ოქმით.

 

10. მოწმე ნი------------–-ძის ჩვენებით დგინდება, რომ მის მეუღლეს მუ-------–-----–--ას კა----ში მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა, ამ მიზნით ბიძამისმა გი-----------–---–- გააცნო, რომელსაც მოწმე სტუდენტობიდან იცნობდა. მუ-----მა რამდენჯერმე ნახა მიწის ნაკვეთი, მიწის ნაკვეთის ფასი ეძვირა, მაგრამ რადგან კარგი ნაკვეთი იყო მისი შეძენა გადაწყვიტა. 2004 წლის შემოდგომაზე მიწის ნაკვეთი შეიძინეს, თანხის გადაცემა მოწმის ბიძის სახლში მოხდა, თანხის გადაცემას მოწმის ბიძა, ბიცოლა, ბიძაშვილი და გუ-----------–--ე, ესწრებოდნენ. თანხა გადასცა მუ-----მა ფული მიუთვალა და გი--მ დაითვალა თანხა, ამ თანხის გადაცემის შემდგომ მოწმის მეუღლემ აღნიშნული მიწის ნაკვეთის დამუშავება დაიწყო. მუ-----ს 25 ჰა. მიწის ნაკვეთის შეძენა სურდა, მაგრამ 10 ჰა. მიწის ნაკვეთი გი--ს გაქირავებული ჰქონდა და დაახლოებით ერთი წელი მოუწევდათ მოცდა. შემდგომ 2005 წელს გი--მ 10 ჰა. მიწის ნაკვეთი მიჰყიდა, რომელშიც 7000 აშშ დოლარი გადაიხადეს. ამ თანხის გადაცემაც მოწმის ბიძის სახლში იგივე მისამართზე მოხდა. გი--ს გარდაცვალების შემდეგ, მე------------–---–ის სახლში მივიდნენ და მან უთხრათ რომ 6 თვეში მიიღებდა სამკვიდროს და ყველაფერს მოაგვარებდა. ასევე, მათ 2009 წელს მე------------–---–ი და მისი შვილი თელავში მიწის პრივატიზების მიზნით წაიყვანეს, მაგრამ მე------------–---–ი ყოველთვის იმიზეზებდა, რომ ფული არ ჰქონდა და ვერ გაიფორმებდა, მუ-----მა იჯარის ქირაც გადაიხადა ბანკში, რასაც ესწრებოდა მოპასუხის შვილი გი-----ი. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება საქმეზე წარმოდგენილი მოწმის დაკითხვის ოქმით.

 

11. მოწმე თარიხ ისამბალიევის ჩვენებით დგინდება, რომ აწ გარდაცვლილ გი-----------–---–ს 82 ჰა. მიწის ნაკვეთი ჰქონდა. მასთან 2005 წელს აწ გარდაცვლილი გი-----------–---–- მივიდა, რომელმაც გააცნო მუ-------–-----–--ა და უთხრა, რომ მას 25 ჰა. მიწის ნაკვეთი მიჰყიდა, ამასთან გი--მ უთხრა მას, რომ მუ-----ისათვის მოხვნა- კულტივაციაზე გაეწია დახმარება.

 

12. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ მე------------–---–ს მუ-------–-----–--ას სასარგებლოდ 19 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება მართებულად დაეკისრა.

 

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას.

 

სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში.

 

მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38).

 

მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოპასუხისგან 19 000 აშშ დოლარის დაბრუნებას მოითხოვდა, რომლის გადაცემაც, მისივე განმარტებით უძრავი ქონების შეძენის მიზნებისთვის მოხდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის გადაწყვეტის მიზნებისთვის საკვლევ გარემოებათა წრეს თანხის გადაცემის ფაქტის დადასტურება, გადაცემული თანხის ოდენობის დადასტურება და იმ სამართლებრივი საფუძვლის/უსაფუძვლობის დადგენა წარმოადგენს, რომლის საფუძველზეც სადავო თანხის გადაცემა მოხდა.

 

13. ნიშანდობლივია აღნიშნოს, რომ მხარემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად, შესაძლოა წარმოადგინოს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი მტკიცებულება. შესაბამისად, გადაწყვეტილების დასაბუთების დროსაც არის შესაძლებელი ორივე სახის მტკიცებულებაზე მითითება, თუმცა, გადაწყვეტილება მხოლოდ არაპირდაპირ მტკიცებულებას არ უნდა ემყარებოდეს. სასამართლოს განმარტებით, მტკიცებულებები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე არაპირდაპირი ვარაუდისა თუ დასკვნის შესაძლებლობას იძლევა, შესაძლებელია, მხედველობაში იქნეს მიღებული, მხოლოდ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად და მისი კიდევ უფრო სარწმუნოობის განსამტკიცებლად, ან პირიქით, მტკიცებულების სარწმუნოობაში ეჭვის შესატანად. არაპირდაპირი მტკიცებულება, მნიშვნელოვანია მაშინაც, როდესაც სახეზეა პირდაპირ მტკიცებულებათა არასაკმარისობა და, გარკვეულწილად, არაპირდაპირი მტკიცებულებით ხდება ამ ხარვეზის შევსება.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობისას მოწმეთა დაკითხვის ოქმები, რომლებიც თავისი არსით არაპირდაპირ მტკიცებულებებს წარმოადგენს. მათი შეფასებისას სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაპყრობს იმ მოწმეთა ჩვენებებზე, რომელთაც ნათესაური კავშირი, მოდავე მხარეთა მიმართ არ აკავშირებთ. კერძოდ, მოწმე ალ-----------------–---–მა, რომელიც სა------------------ის მიწის მართვის სამმართველოში, მთავარი მიწათმომწყობის პოზიციაზე მუშაობდა, განმარტა, რომ 2004 წლის პერიოდში გი-----ი ხო-----–---–ს სახელმწიფოსგან სა------------------–----------–-------------–--ში ე.წ „დუ---------ს“ ტერიტორიის მიმდებარედ 82 ჰა. მიწის ნაკვეთი იჯარით ჰქონდა აღებული. 2004 წელს, მათთან სამმართველოში გი-----------–---–თან მუ-------–-----–--ა გუ-----------–--ესთან ერთად მივიდა, მათი შეხვედრის მიზანს 25 ჰა. მიწის ნაკვეთის შესყიდვის თაობაზე მოლაპარაკებების წარმოება წარმოადგენდა. მოლაპარაკებების შედეგად გი-----------–---–- თანახმა იყო 25 ჰა. მიწის ნაკვეთი გაეყიდა. ამ მოლაპარაკებებს ასევე, ესწრებოდა სამმართველოს რიგითი თანამშრომელი ვა----------------–---–-ც. ის ფაქტი თუ რა თანხაში უნდა გაყიდულიყო მიწის ნაკვეთი მოწმისთვის უცნობია, იგი არც თანხის გადაცემას შესწრებია (ტომი II, 102-104).

 

საქმეზე ასევე, წარმოდგენილია და-------------–---–ის ჩვენება, რომელიც 1978 წლიდან სა------------------ის მელიორაციის სამსახურის ხელმძღვანელი იყო. მისი განმარტებით, 2005 წელს გი-----------–---–მა მინდორში მუ-------–-----–--ა გააცნო და უთხრა, რომ თუ წყალი დასჭირდებოდა მისი მომხმარებელი იქნებოდა. 2006 წელს აღნიშნულ მიწაზე მუ-----ს სიმინდი ჰქონდა დარგული, რის გამოც მოწმემ წყლის მიწოდების მომსახურება გაუწია, 25 ჰა. მიწის მორწყვის საფასური მუ-------–-----–--ამ სრულად გადაიხადა. მოწმემ აღნიშნა, რომ მან ადგილობრივი მოსახლეობისგან იცოდა, რომ ეს მიწის ნაკვეთი მუ-------–-----–--ას ეკუთვნოდა. გი-----------–---–მა მას უთხრა, რომ მუ-------–-----–--ას მიწა ჰქონდა და წყლით მომსახურება თუ დასჭირდებოდა დახმარებოდა. მიწის ნაკვეთის მიყიდვის ფაქტზე მოწმისთვის გი-----------–---–ს არაფერი უთქვამს. მისივე განმარტებით, გი-----------–---–-ს შვილებს სამელიორაციო სამსახურთან წყლით სარგებლობის ხელშეკრულება მხოლოდ, 57-ჰა. მიწის ნაკვეთზე ჰქონდათ გაფორმებული. ამავე საქმეზე მოწმის სახით ბელარუსის მარკის ტრაქტორის მექანიზატორი მუ----------ი დაიკითხა. მისი განმარტებით, 2005 წელს გი-----------–---–მა, რომლის 80 ჰა. მიწის ნაკვეთს წლების განმავლობაში მოწმე ამუშავებდა, განუცხადა, რომ 25 ჰა. მიწის ნაკვეთი მუ-------–-----–--ას მიჰყიდა. გი-----------–---–მა მოწმეს უთხრა, რომ საჭიროების შემთხვევაში მუ-----ისთვის ტრაქტორით მომსახურება გაეწია. 2006 წელს მოწმემ მუ-----ის სარგებლობაში არსებული 25 ჰა. მიწის ნაკვეთის კულტივაცია განახორციელა, რომელზეც მუ-----ს მზესუმზირა ჰქონდა დათესილი, აღნიშნული მომსახურების საფასური თავად მუ-----მა გადაიხადა. მოწმის განცხადებით, გი-----------–---–-ს შვილები 80 ჰა-დან დარჩენილ ნაწილს ამუშავებდნენ (ტომი II, ს.ფ. 106-108, 111-113).

 

გამოძიების ეტაპზე მოწმის სახით აბ--------------ძე დაიკითხა, რომელმაც 2005 წელს სიმინდის ყიდვის მიზნით მუ-------–-----–--ას შესახებ შეიტყო. სიმინდის ყიდვის თაობაზე შეთანხმება მათ შორის ფასზე შეუთანხმებლობის გამო არ მოხდა, თუმცა, მოწმემ 2008 წელს მუ-----ისგან 10 ჰა. მიწის ნაკვეთი იქირავა, მოწმისთვის ცნობილი იყო, რომ ლა----–--- 25 ჰა. მიწის ნაკვეთს ფლობდა და შესთავაზა კიდეც მთლიანი ნაკვეთის მიქირავება. კითხვაზე თუ საიდან ჰქონდა მას ინფორმაცია, რომ ეს მიწის ნაკვეთი მუ-------–-----–--ას ეკუთვნოდა, მოწმემ განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია სოფლის მოსახლეობისგან შეიტყო, ამავე წყაროდან იცის, რომ მუ-----ს მიწის ნაკვეთი სოფელ გი------–------ში მცხოვრებ გი-----ი ხო-----–---–ისგან ჰქონდა ნაყიდი (ტომი II, ს.ფ. 109-110).

 

ამავე საქმეზე გამოძიების დროს მოწმის სახით ბა-----–--------–---ი დაიკითხა, მისი განცხადებით მუ-------–-----–--ას დაახლოებით ორი წელი ეძებდა, რადგან მისგან მიწის ნაკვეთის ქირით აღება სურდა. მისი ნომერი სოფლის მაცხოვრებლებმა მისცეს, სოფელში ბევრმა ადამიანმა იცის, რომ მიწა მუ-----მა საგარეჯოში მცხოვრები გი-----ი ხო-----–---–ისგან შეიძინა. მოწმემ მუ-----ისგან 2009 და 2012 წლებში მიწის ნაკვეთი იქირავა და თანხაც მასვე გადაუხადა. კითხვაზე თუ მოწმე რატომ არ მივიდა გი-----------–---–-ს შვილებთან უძრავი ქონების დასაქირავებლად, მოწმემ განაცხადა, რომ მისი ცნობით, ეს მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა და ეკუთვნის თბილისში მცხოვრებ მუ-------–-----–--ას ამიტომაც მივიდა სწორედ მასთან (ტომი II, 114-116).

 

ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა თა-----------–---მა განაცხადა, რომ 2005 წელს მასთან მივიდა გი-----------–---–-, მან გამაცნო მუ-----ი და მითხრა, რომ 25 ჰა. მიწის ნაკვეთი მას მიჰყიდა და სთხოვა საჭიროების შემთხვევაში, მიწის მოხვნა-კულტივაციაში დახმარებოდა. მიწის დარჩენილ ნაწილს, რომელიც გი--ს არ გაუყიდია მისი შვილები ამუშავებდნენ (ტომი II, 118-121).

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოძიების მიმდინარეობის პროცესში მოწმის სახით პა-------------–---–ი დაიკითხა, რომელიც 2006 წლის ოქტომბრიდან, ხსენებული გამოძიების მიმდინარეობისას ს----------- საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსად მუშაობდა. მოწმის განმარტებით, საჯარო რეესტრში მუ-------–-----–--ა ჯერ 2007 წელს (მარტო) ხოლო 2011 ან 2012 წელს გი-----ი ხო-----–---–თან (შვილი) და მე------------–---–თან ერთად მივიდა, რეესტრში მისვლის მიზანს მიწის ნაკვეთის გაყოფა წარმოადგენდა. გასაყოფი მიწის ნაკვეთი სა------------------ის სოფელ გი------–-----ის მიმდებარე მიწებზე ე.წ. „ლ------–-“ მდებარეობდა. საჯარო რეესტრმა სარეგისტრაციო წარმოება დაიწყო, ოთხი სამუშაო დღის შემდეგ საქმისწარმოება შეჩერდა ეკონომიკის სამინისტროს რეგიონალური სამსახურის თანხმობის საჭიროების გამო, აღნიშნული თანხმობის გაცემა საჭირო გახდა ვინაიდან სადავო მიწა სახელმწიფოს საკუთრებას წარმოადგენდა. როგორც მოწმე იხსენებს, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შემდგომ მე------------–---–ს მისი განახლების თაობაზე განცხადებით აღარ მიუმართავს, რის გამოც საქმისწარმოება შეწყდა. რამდენიმე თვის შემდეგ მუ-------–-----–--ა ჩასული იყო კა----ის ქონების მართვისა და პრივატიზაციის სამსახურში, საიდანაც მოწმეს ტელეფონის საშუალებით ხსენებული სამსახურის იურისტი - ეკ---------ძე გაასაუბრა. იურისტმა მოწმეს განუმარტა, რომ მათი სამსახურიდან ნებართვის გაცემა საჭირო აღარ იყო. მოწმისთვის უცნობია ამ პერიოდის შემდეგ მუ-------–-----–--ას, მე------------–---–სა და გი-----------–---–ს შორის რა გარიგება შედგა, თუმცა თავად, მოწმისთვის მუ-------–-----–--ასგან და მასთან ერთად მყოფი ქალისგან გახდა ცნობილი, რომ ის 20 თუ 25 ჰა. მიწის ნაკვეთი, რომელიც უნდოდათ, გი-----------–---–-სგან შეიძინა (ტომი II, 129-131).

 

ამავე პროცესის მიმდინარეობისას მოწმის სახით ლო-–-----------–---–ის დაკითხვაც მოხდა, რომელიც ქ. ს----------- მცენარეთა დაცვის რაიონული სადგურის უფროსად მუშაობდა. საქმესთან მიმართებით მოწმემ განმარტა, რომ გი-----------–---–- და თვითონ ერთ სამსახურში მუშაობდნენ, გი--მ მასთან მუ-------–-----–--ა მიიყვანა, გამაცნო, როგორც მისი ახლობელი და მითხრა, რომ მუ-----მა მიწის ნაკვეთი იყიდა სა------------------ის სოფელ გი------–-----ის კუთვნილ მიწის ფართობზე, სოფელ იო---------–---------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ შემთხვევაში თუ აგრონომი დასჭირდებოდა მთხოვა მუ-----ს დავხმარებოდი. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ მისთვის უცნობია კონკრეტულად ვისგან შეიძინა მუ-------–-----–--ამ მიწის ნაკვეთი (ტომი II, 132-134).

 

ამასთან, მიმდინარე გამოძიებისას მოწმის სახით, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზების საქმიანობით დაკავებული მა---------------–---–-ც დაიკითხა. მოწმემ განმარტა, რომ მე------------–---–ი და მისი შვილი გი-----ი ხო-----–---–ი მასთან მუ-------–-----–--ასთან ერთად მივიდნენ, რა დროსაც 82 ჰა. მიწის ნაკვეთის გაყოფა და ახალი საკადასტრო გეგმის შედგენა სთხოვეს. გი-----ი ხო-----–---–ს ხსენებული მიწის ნაკვეთიდან 25 ჰა-ს გაფორმება მუ-------–-----–--ასთვის გადაფორმება სურდა. მოწმემ მისულ პირებს განუცხადა, რომ მომსახურების საფასური 50 ლარი იქნებოდა, მუ-------–-----–--ამ 50 ლარი გი-----ი ხო-----–---–ს გადასცა, მეორე დღეს კი მას მიუტანეს გადახდის ქვითარი, რომელიც როგორც მას ახსოვს, გი-----ი ხო-----–---–ის სახელით იყო გადახდილი. იმავე დღეს მოწმემ მე------------–---–ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი ორ ნაწილად გაყო და ორი საკადასტრო აზომვითი ნახაზი გასცა. მოწმის განმარტებით, გი-----ი ხო-----–---–სა და მუ-------–-----–--ას მისი თანდასწრებით კამათი მოუვიდათ, კამათი მუ-------–-----–--ას ნაკვეთის მიმდებარედ არსებული თავისუფალი მიწის გაფორმების შესახებ მოხდა, რომელიც ნახაზებით არსად არ იყო ფიქსირებული და ნაწილობრივ მუ-----ის ნაკვეთს ესაზღვრებოდა. მაშინდელი კანონმდებლობით, შესაძლებელი იყო ისეთი ნაკვეთის გაფორმება, რომელიც მოქალაქეს გააჩნდა საკუთრებაში და რეგისტრირებული უნდა ჰქონოდა საჯარო რეესტრში. საქმესთან დაკავშირებული სხვა დეტალები მოწმისთვის უცნობია (ტომი II, 135-137).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს გულისხმობს. მოწმის ჩვენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე (1) მუხლის კონტექსტში გადმოცემულ ინფორმაციას წარმოადენს, რომელიც სანდოობის, სარწმუნოობისა და ობიექტურობის თვალსაზრისით უნდა შეფასდეს, რაც, რა საკვირველია, არა მხოლოდ ამ ჩვენების, როგორც ინდივიდუალურად აღებულის, არამედ, მხარეთა შორის უდავო/სადავო ფაქტებისა და მათი განვითარების ქრონოლოგიასთან, ასევე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოთქმულ შედავებებთან ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს და ამ გზით უნდა დადგინდეს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება საქმეზე Nას-28-25-2017). ამასთანავე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილი პრეცედენტული სამართლის თანახმად, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი მხოლოდ პროცესუალურ დონეზე მტკიცებულების ადმინისტრაციას მოიცავს. მტკიცებულების დასაშვებობაა ან ის გზა თუ როგორ უნდა შეფასდეს იგი, პირველ ყოვლისა ეროვნული სასამართლოების კომპეტენციაა. ეროვნული სასამართლოების ამოცანაა შეაფასონ მათ წინაშე არსებულ მტკიცებულებები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე: García Ruiz v. Spain [GC], § 28, და ამავე სასამართლოს განჩინება საქმეზე: Farange S.A. v. France (dec.)).

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეების, ასევე გამოძიების მიმდინარეობისას დაკითხული სხვადასხვა მოწმის დაკითხვის ოქმების, როგორც წერილობითი მტკიცებულების შეფასების საფუძველზე, მოდავე მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა დგინდება. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოსაზრებას, მასზედ, რომ მოწმედ გამოკითხული პირებიდან ყველა პირი მოდავე მხარეებთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირები არიან, რის გამოც მათი გაზიარება არ უნდა მოხდეს. სასამართლოს მიერ წინამდებარე განჩინების მე-13 პუნქტში მითითებული პირები, რომლებიც გამოძიების ეტაპზე გამოიკითხნენ და საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები დაადასტურეს არც ნათესაურ კავშირში მყოფ პირებს და არც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირებს არ წარმოადგენენ, შესაბამისად, მათ გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი არ არებობს.

 

14. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრეზუმფცია (ალბათობა), როგორც ლოგიკური სუბსტანცია, წარმოიშობა, თუ ის ბუნებრივ, ცხოვრებისეულ ჭეშმარიტებაზე მიუთითებს. არ შეიძლება პრეზუმფცია ეხებოდეს ლოგიკურად წარმოუდგენელ, უჩვეულო გარემოებას (გამონაკლისი შეიძლება იყოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებული პრეზუმფციები, მაგალითად, კანონის ცოდნის პრეზუმფცია, რაც თავისი შინაარსით უფრო ფიქციაა და ა.შ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც მოწმედ დაკითხული პირებიდან სრულმა უმრავლესობამ დაადასტურა, რომ მუ-------–-----–--ამ გი-----------–---–-სგან მიწის ნაკვეთი იყიდა, საჯარო რეესტრის სააგენტოს უფროსმა მოდავე მხარეების სააგენტოში ერთობლივი მისვლა და მიწის ნაკვეთის გამიჯვნის მოთხოვნა დაადასტურეს, ასევე საკადასტრო აზომვითი ნახაზების სფეროში მოქმედი ინდ. მეწარმის წარმომადგენელმა მიწის ნაკვეთის მიყიდვისა და მიწის ნაკვეთის გამიჯვნის მოთხოვნა დაადასტურა, რომლის მიზანსაც მუ-------–-----–--ასთვის 25 ჰა. მიწის ნაკვეთის გადაცემა წარმოადგენდა, იგულისხმება, რომ მოდავე მხარეთა მიერ სარეგისტრაციო სამსახურში მისვლა და მიწის ნაკვეთის სწორედ იმგვარად გაყოფა, რომ 25 ჰა. 82 ჰა. მიწის ნაკვეთს გამოყოფოდა, გარკვეული სამართლებრივი საფუძვლით ხდებოდა. საწინააღმდეგოს დაშვების პირობებში პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, თუ რა საერთო ჰქონდა მუ-------–-----–--ას ხო-----–---–ების ოჯახთან და რა საერთო ინტერესი ამოძრავებდათ მათ მიწის სარეგისტრაციო ორგანოში ერთად მისვლის დროს. აღნიშნულ პრეზუმფციას ვერ აქარწყლებს აპელანტის მითითება მასზედ, რომ მუ-------–-----–--ას ის მიწის ნაკვეთი, რომელზეც დღეს პრეტენზიას აცხადებდა იჯარით ჰქონდა აღებული. ხსენებული პოზიცია, ბუნდოვანია და სამართლებრივი კვალიფიკაციისათვის საკმარის შემადგენლობას არ იძლევა. იჯარის ხელშეკრულების თაობაზე მითითებები, განხორციელებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის მისეულ შეფასებებთან ერთად (ორი შვილი ჰყავდა და ამიტომ გამიჯნა მიწის ნაკვეთი), თითქოს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ აპელანტს (თავდაპირველ მოპასუხეს) სურდა მითითება გაეკეთებინა მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობის არა ნასყიდობის ხელშეკრულების არამედ, სხვა საფუძველზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, მის შედავებას საკმარისი იურიდული საფუძველი არ გააჩნია და არ ჯდება იმ ლოგიკურ ჯაჭვში, რომლის საქმის გარემოებებით იკვეთება. შესაბამისად, აპელანტის მხრიდან იჯარის ხელშეკრულებაზე მითითება, მხოლოდ მისი ზეპირი ახსნა-განმარტების მიწოდების პირობებში, როდესაც ეს ფაქტი არცერთი სხვა სხვა მტკიცებულებით გამყარებული არ არის სასამართლოსათვის ბუნდოვანი რჩება.

 

15. ნიშანდობლივია აღნიშნოს, რომ თავდაპირველი მოსარჩელის მიერ სადავო უძრავი ნივთის შესახებ ნასყიდობის გარიგების არსებობის ფაქტი, მე-13 პუნქტში მითითებული მტკიცებულებების გარდა საქმის მასალებში არსებული პირდაპირი მტკიცებულებებითაც დასტურდება, კერძოდ: საქმის მასალებში წარმოდგენილია 2009 წლის 27 თებერვლის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების კა----ის სამხარეო სამმართველოს, მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი ოქმი N94, რომლითაც დასტურდება, რომ მე------------–---–ს ს----------- მუნიციპალიტეტის სოფელ გი------–------ში, 82,92 ჰა. მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლება მიეცა. უძრავი ქონების პრივატიზაციისთვის გადასახდელ პირველად თანხას 5 971 ლარი (საერთო ღირებულების 20 %) წარმოადგენდა (ტომი I, ს.ფ. 15). მოსარჩელემ მიუთითა და მოპასუხემაც დაადასტურა, რომ სწორედ ამ პერიოდში მუ-------–-----–--ამ მე------------–---–ი და მის ვაჟებს 1 800 ლარი გადასცა, თუმცა, თანხის გადაცემის მიზანს ორივე მხარე სხვადასხვანაირად განმარტავს. მუ-------–-----–--ა მიუთითებს, რომ გადახდილი 1 800 ლარი სწორედ პრივატიზაციისთვის გადასახდელი თანხის ნაწილი იყო, რომელიც ზუსტად ემთხვევა მისი წილი ქონების (25 ჰა) პრივატიზაციისთვის გადასახდელ თანხას, ხოლო, მე------------–---–ი და გი-----ი ხო-----–---–ი მიუთითებდნენ, რომ მუ-------–-----–--ამ თანხა დაგროვილი საიჯარო ქირის გადახდის მიზნებისთვის მიუტანა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით აპელანტების აღნიშნული მითითება ნაკლებ სარწმუნოა, პირველ რიგში იმიტომ, რომ თავად გი-----ი ხო-----–---–ი სისხლის სამართლის საქმეზე წინასწარი გამოძიების ეტაპზე მიუთითებდა, რომ 2009 წლამდე მის ოჯახს მუ-------–-----–--ასთვის საიჯარო ქირის გადახდა არ მოუთხოვია (ტომი II, ს.ფ. 92), ამასთან, თავდაპირველი მოსარჩელის მიერ გადახდილი 1800 ლარი ზუსტად იმ თანხის პროპორციულია, რომელიც მას 25 ჰა. მიწის პრივატიზაციის პირველადი შენატანის სახით უნდა გადაეხადა და ბოლოს, უმნიშვნელოვანესია გადახდის პერიოდულობა, ვინაიდან საქმის მასალებით ლა----–---ს მიერ თანხის ერთჯერადი გადახდა სწორედ მე------------–---–ის მიერ უძრავი ქონების პრივატიზაციის განხორციელების ფაქტს ემთხვევა. ყოველივე ზემოაღნიშნული, იმ გარემოებებთან ერთად, რომ უძრავი ქონება გი-----------–---–-ს მიერ მუ-------–-----–--ასთვის ფაქტობრივ მფლობელობაში ჰქონდა გადაცემული, ლა----–--- იხდიდა 25 ჰა. მიწის ნაკვეთზე, როგორც წყლის მომსახურების ასევე მიწის სხვადასხვაგვარი დამუშავების საფასურს, აქირავებდა სხვადასხვა პიროვნებებზე, ასევე, ის უმნიშვნელოვანესი გარემოება, რომ ჯერ კიდევ გი-----------–---–-ს სიცოცხლეში, იგი მუ-------–-----–--ას სოფლის მაცხოვრებლებს აცნობდა, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ადასტურებს, რომ ლა----–---სა და გი-----------–---–ს შორის ნამდვილად წარმოიშვა, შესაბამისი კანონმდებლობის ამოქმედებისთანავე, ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით ქონების გადაცემის ვალდებულება. ამ ვალდებულების წარმოშობისთანავე, ლა----–---ს მიწის ნაკვეთი ფაქტობრივ მფლობელობაში გადაეცა და იგი უძრავ ქონებას ფლობდა და განკარგავდა, როგორც საკუთარს. ის ფაქტი, რომ აღნიშნულის თაობაზე გი-----------–---–-ს მეუღლემ და შვილებმა იცოდნენ ან/და შეიძლებოდა სცოდნოდათ, მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, კერძოდ, ქ. გ----------- საჯარო რეესტრის სამსახურის უფროსის ჩვენებით დადასტურებულია, რომ მუ-------–-----–--ა, გი-----ი ხო-----–---–ი და მე------------–---–ი სააგენტოში ერთად მივიდნენ, რა დროსაც უძრავი ქონების რეგისტრაციასა და მის გაყოფას ითხოვდნენ. ასევე, დადასტურებულია გ----------- რაიონში საკადასტრო აზომვითი ნახაზების სფეროში მოქმედი ინდ. მეწარმის წარმომადგენლის ჩვენებით, რომლის თანახმად, მასთან გი-----ი ხო-----–---–ი და მუ-------–-----–--ა მივიდნენ, რა დროსაც, მიწის ნაკვეთის გაყოფა და სხვადასხვა საკადასტრო ნახაზის დამზადება მოითხოვეს, სერვისის საფასური მუ-------–-----–--ამ გი-----ი ხო-----–---–ს მოწმის თანდასწრებით გადასცა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გარდა, მსგავსი კატეგორიის საქმეების განხილვისას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ეთმობა დაინტერესებული პირის მიერ საკუთარი უფლებების დაცვასთან მიმართებით განხორციელებულ ქმედებებსა და ინტენსივობას, რადგან მათ შეუძლიათ მოსარჩელის უფლების რეალური დარღვევისა და სადავოდ ქცეული უფლება-ვალდებულებების არსებობა/არასებობის თაობაზე საჭირო ინფორმაცია მოგვაწოდონ. მოსარჩელე მიუთითებს და მოპასუხეებიც თანხმდებიან, რომ მუ-------–-----–--ა სადავო უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით გარდაცვლილი გი-----------–---–-ს ოჯახს, მისი გარდაცვალებიდან ორმოცი დღის გასვლის შემდეგ მიმართა. ამ პერიოდში ცალსახაა, რომ მათ შორის კომუნიკაცია არსებობდა, ვინაიდან უტყუარად დასტურდება საჯარო რეესტრში და აზომვითი ნახაზების მოსამზადებლად მათი ერთობლივი შეხვედრები. მას შემდეგ რაც მუ-------–-----–--ასთვის გასაგები გახდა, რომ გარდაცვლილის ოჯახი მისთვის ქონების გადაცემას არ აპირებდა, მან საჩივრით კა----ის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა, რის შედეგადაც სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო, თუმცა, 2013 წლის 30 სექტემბერს, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო შეწყდა. 2014 წელს მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ მე------------–---–ის მიერ ქონების ნაწილის გასხვისება მოხდა, რის შემდეგაც მუ-------–-----–--ამ, სამოქალაქო საქმეთა განმხილველ სასამართლოს რამდენიმე თვეში, 2014 წლის 06 მარტს წარედგინა, სააპელაციო პალატა ასკვნის, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული მოსარჩელის ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობის თაობაზე ლეგიტიმურ ვარაუდს ქმნის.

 

16. როგორც უკვე აღინიშნა წინამდებარე განჩინებაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით წარმოიშვა პრეზუმფცია გი-----------–---–სა და მუ-------–-----–--ას შორის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე (სათანადო კანონმდებლობის ძალაში შესვლის შემდეგ), ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ხოლო, ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. შესაბამისად, ვინაიდან ნასყიდობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება და ნასყიდობის საგნის მუ-------–-----–--ასთვის საკუთრებაში გადაცემა არც გი-----------–---–-ს და არც მისი მამკვიდრებლების მიერ არ განხორციელებულა, ამდენად სასამართლო ასკვნის, რომ სახეზეა, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მიხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. სააპელაციო პალატის საკვლევ შემდეგ გარემოებას კი, უსაფუძვლო გამდიდრების წესით აპელანტებისთვის დაკისრებული თანხის ოდენობის განსაზღვრას წარმოადგენს.

 

17. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ აპელანტებს სწორედ იმ ოდენობის თანხის გადახდის ვალდებულება უნდა დაკისრებოდათ რა ოდენობით ანაზღაურებასაც მოსარჩელე მოითხოვდა (19 000 აშშ დოლარი).

 

საქმის მასალების თანახმად, მუ-------–-----–--ას მიერ 19 000 აშშ დოლარის გადაცემის ფაქტი მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება (იხ. წინამდებარე განჩინების 8-10 პუნქტი). სასამართლო განმეორებით აღნიშნავს, რომ მოწმეთა ჩვენება, რომლებიც რომელიმე მოდავე მხარესთან ნათესაურ კავშირში იმყოფება განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს. უზენაესმა სასამართლომ არაერთხელ განმარტა რომ, მოწმის, რომელიც საქმის შედეგით დაინტერესებულ პირს, მხარეთა ნათესავს ან სხვა ისეთ პირს წარმოადგენს, რომლის ობიექტურობაში შეტანის საფუძველიც არსებობს, მის მიერ მიცემული ჩვენება განსაკუთრებით კრიტიკულად უნდა შეფასდეს, კრიტიკულად შეფასება კი, სასამართლოს მიერ იმგვარი პრეზუმფციის დაშვებას გულისხმობს, რომ მხარეს საქმეში მონაწილე კონკრეტული პირების ან/და საქმის კონკრეტული გარემოების მიმართ იმგვარი დამოკიდებულება აქვს, რომელმაც მისი აღქმისა და მისი გადმოცემის ობიექტურობაზე შესაძლებელია გავლენა იქონიოს, რაც მის ობიექტურობას ეჭვქვეშ აყენებს. ამ მიმართებით სასამართლო მიუთითებს, რომ თი-------------–-ძის, ნი------------–-ძისა და გუ-----------–--ის, როგორც მუ-------–-----–--ასთან ნათესაურ კავშირში მყოფი პირების ჩვენებები, თანხის გადაცემის ფაქტისა და მისი ოდენობისთვის დასადგენად მთავარ მტკიცებულებად განხილული ვერ იქნება და მას სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, როგორც ერთ-ერთ მტკიცებულებას ისე შეაფასებს.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო სამართალში მოქმედ მტკიცების ტვირთის ობიექტურ და სამართლიან გადანაწილების სტანდარტზე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

 

მტკიცების ტვირთი – ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

 

მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ შემთხვევებში, როდესაც სახეზეა პრეზუმფცია. აღსანიშნავია, რომ სამართალწარმოებაში პრეზუმციების არსებობა იმითაა განპირობებული, რომ ფაქტების გარკვეული ნაწილი მტკიცებას არ საჭიროებს. სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ. ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზუმფციები სასამართლოში მტკიცების მოვალეობისაგან კი არ ათავისუფლებს მხარეს, არამედ წარმოადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების წესს. მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს მტკიცების საგანში შემავალი გარკვეული ფაქტების ნაწილი, ხოლო ამ ფაქტების მეორე ნაწილი ვალდებულია დაამტკიცოს მოპასუხემ. ნორმები, რომლებიც შეიცავს პრეზუმფციებს, წარმოადგენენ კანონის პირდაპირ მითითებას იმის შესახებ, რომელმა მხარემ კონკრეტულად რა ფაქტები უნდა დაამტკიცოს სამოქალაქო პროცესში. ამა თუ იმ ფაქტის დამტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლება წარმოადგენს არა მიზეზს, არამედ ამ ტვირთის განაწილების შედეგს, ანუ პრეზუმფციების მეშვეობით კანონმდებელი ანაწილებს დამტკიცების ტვირთს მხარეთა შორის და მტკიცების ტვირთის გამოხატვის სხვა ფორმებს შორის, რომელსაც იცნობს მატერიალური სამართალი, პრეზუმფციები ყველაზე სრულყოფილი და პრაქტიკულად ხელმისაწვდომი ფორმაა (თ. ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი, თბ., 2005, გვ. 230). თუ რომელი მხარისათვის უფრო ადვილია დაამტკიცოს ესა თუ ის ფაქტი, აგრეთვე რომელი ფაქტების დამტკიცების საფუძველზე წარმოიშობა ვარაუდი (პრეზუმფცია) გადაწყვეტილებისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტების არსებობის შესახებ, განსაზღვრულია კანონით, ხოლო ზოგიერთ შემთხვევებში კი, სასამართლო პრაქტიკით (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 05 აპრილის განჩინება საქმეზე №ას-1344-2018).

 

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ იმ ფაქტობრივი გარემოებების დადგენით, რომ წლების განმავლობაში მუ-------–-----–--ა სადავო მიწის ნაკვეთს ფლობდა და განკარგავდა, როგორც საკუთარს, იხდიდა მასთან დაკავშირებულ გადასახადებს (წყლის მომსახურების გადასახადი), აქირავებდა, მის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ფაქტი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, სოფელში მცხოვრები პირების გამოკითხვით დადგინდა, რომ მაცხოვრებლებს გი-----------–---–- მუ-------–-----–--ას აცნობდა, როგორც მიწის მეპატრონეს, ასევე, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მუ-------–-----–--ას ვიზიტი აპელანტ მხარესთან ერთად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში და მის ვაჟთან ერთად საკადასტრო ნახაზის შესადგენად შესაბამის სამსახურში მისვლა, მიწის პრივატიზაციის პერიოდში მუ-----ის მიერ აპელანტისთვის სწორედ იმ ოდენობის თანხის გადახდა, რაც 25 ჰა. მიწის ნაკვეთის საფასურის პროპორციული იყო, დაუშვა პრეზუმფცია, რომ მუ-------–-----–--ასა და გი-----------–---–ს შორის არსებობდა მიწის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ვალდებულება და სწორედ ამ ვალდებულების ფარგლებში გადაეცა მას სადავო თანხა. თანხის გადაცემის გარეშე ივარაუდება, რომ ლა----–---ს უძრავი ქონება სარგებლობაში არ გადაეცემოდა, ვინაიდან უძრავი ქონების შესაბამისი საფასურის გარეშე გადაცემის ინტერესი გი-----------–---–ს ვერ ექნებოდა. ამგვარი პრეზუმფციის დაშვების პირობებში მტკიცების ტვირთი მოპასუხის მხარეს შებრუნდა და სწორედ მას უნდა გაექარწყლებინა სასამართლოს წინაშე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულების არსებობის ვარაუდი, ასევე მათვე უნდა ემტკიცებინათ, რომ მოთხოვნილი თანხის ოდენობა 19 000 აშშ დოლარი შეუსაბამო იყო სადავო პერიოდში მიწის ნაკვეთებზე არსებულ ფასებთან ან/და რელევანტური მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაემტკიცებინათ, რომ მათ მიერ აღიარებული თანხა, 1800 ლარი საიჯარო ქირის გადასახადს და არა, მუ-------–-----–--ას წილი ქონებისთვის საპრივატიზაციო თანხას წარმოადგენდა. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე (აპელანტი) მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოების ზეპირსიტყვიერად მითითებით შემოიფარგლა, რომ მითითებული გარემოებები სიმართლეს არ შეესაბამება. მას სასამართლოს წინაშე არ წარუდგენია არცერთი მტკიცებულება, მათ შორის არც მოწმის ჩვენება, რომელიც მოდავე მხარეთა შორის 2006 წლიდან მოყოლებული საიჯარო ურთიერთობის არსებობას დაადასტურებდა. ამ ვითარებაში ივარაუდება, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთი ვერ დასძლია, რაც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი სრულიად მართებულად გახდა.

 

18. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან მიმართებით და განმარტავს, რომ მხარე უსაფუძვლო გამდიდრების წესებით ანუ კონდიქციური ვალდებულებიდან გამომდინარე, თანხის დაკისრებას ითხოვს, რომელზეც სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა მოქმედებს. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. კიდეც რომ სასამართლოს ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება გი-----------–---–სა და მუ-------–-----–--ას შორის სამართალურთიერთობის წარმოშობის თარიღისთვის ანუ 2005 წლისთვის დაეკავშირებინა, სარჩელი 2014 წლის 06 მარტსაა წარდგენილი, ანუ სრულად დაცულია ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა, რაც აპელანტების მიერ წარდგენილ მოთხოვნის შემაფერხებელ შესაგებელს უსაფუძვლოს და დაუსაბუთებელს ხდის.

 

19. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

20. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინამძღვრები, შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განვითარებულ სამართლებრივ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გი----------–-–---–-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

21. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სარჩელზე უარის თქმაში იგულისხმება ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, 1978,02 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დარჩეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე, 390-ე, 55-ე მუხლებით, და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მე------------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;

 

5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

თავმჯდომარე თამარ ალანია

მოსამართლეები ქეთევან მესხიშვილი

თამარ ზამბახიძე