განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100115793193
საქმე № 1ბ/1358-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
16 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი
სხდომის მდივნები ლელა ბახტაძე, სოფიკო კაპანაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ-------- ჭ-----ე.
დაცვის მხარე:
გამართლებული: ვ----–-------, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------.
ადვოკატი - ლ---- ხ----------ე.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტი (სისხლის სამართლის კოდექსის 2002 წლის 02 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები (სისხლის სამართლის კოდექსის 2002 წლის 02 დეკემბერს მოქმედი რედაქცია).
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
ვ----–------- წადგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ბრალმდებელმა თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა გამართლებული ვ----– მ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კოდექსის 2002 წლის 02 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (სისხლის სამართლის კოდექსის 2002 წლის 02 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა. აპელანტი მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ვინაიდან, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები: დაზარალებულ ვ----------------ს ჩვენება, მოწმეების: ა----------–-–---–ის, ს------ დ-------ას, ნ------------ის, ი----- ჭ--–--ის, ლ---- ზ------–---–ის, ნ--- ზ------–---–ის, ნ--------–------ის, ლ--–--------–---–ის, რ----- უ----–---ს, კ------- კ-----ის, ლ---- გ-------ის, ი-–-- დ-----–---–ის, დ----- მ----ას, თ----- ლ----------ას, მ----- ჩ--------–---–ის, ბ---- ზ----------ის, ა---------– ც-------ის, დ-------------ის, ვ------- პ-----–---–-ს, გ---- ჩ-----–--ის, ნ-----–-ა ბ--–-------ას ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ექსპერტიზის დასკვნები, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი და სხვა მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ ვ----– მ----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თვითმხილველი მოწმეები არაერთხელ დაიკითხნენ გამოძიების ეტაპზე, რა დროსაც მათ ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ დაინახეს თუ როგორ ესროლა ვ----–-------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან ვ---------------ს. ამასთან, ი----- ჭ--–--ემ ფოტოსურათით ამოიცნო ვ----–------- და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირმა გაუხსნა ცეცხლი 2002 წლის 02 დეკემბერს ვ---------------ს. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ 2002 წლის პირველ დეკემბერს ვ---------------ს და ვ----–-------ს ჰქონდათ კონტაქტი. აპელანტის განმარტებით, ვ----–-------ს სრულად ჰქონდა გაცნობიერებული თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი და საზოგადოებრივი საშიშროება. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტმა მოითხოვა გამართლებული ვ----– მ----ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით (სისხლის სამართლის კოდექსის 2002 წლის 02 დეკემბერს მოქმედი რედაქცია), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით (სისხლის სამართლის კოდექსის 2002 წლის 02 დეკემბერს მოქმედი რედაქცია) დამნაშავედ ცნობა და მისთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც გამართლებულის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ---- ხ----------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება იმ მოტივით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილმა მოწმეებმა ი----- ჭ--–--ემ, ა----------–-–---–მა, აწგარდაცვლილმა მ----- ჩ--------–---–მა და ნ------------ემ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას უარყვეს 2002-2003 წლებში გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებები და განმარტეს, რომ არ დაუნახავთ ვინ ისროლა ვ----------------ს მიმართულებით. მათ ასევე აღნიშნეს, რომ არ წაუკითხავთ გამომძიებლისთვის მიცემული ჩვენებები და არ იციან რაზე მოაწერინეს ხელი. ამასთან, კლუბ „ჯ---ში“ შეხვედრისას, ვ---------------სა და ძმებ ვ----– და დ------------ებს შორის დაპირისპირება არ მომხდარა, ისინი თბილად მიესალმნენ ერთმანეთს. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ როგორც ი----- ჭ--–--ემ განმარტა, ფოტოსურათებით ამოცნობისას, მას პოლიციელმა ჰკითხა რომელი იყო ვ----–-------, რის შემდეგაც მიუთითა კონკრეტულ სურათზე, ხოლო შემდეგ რაზე მოაწერა ხელი არ იცის, რადგან არ წაუკითხავს. 2003 წელს, მოწმე მ----- ჩ--------–---–მა პროკურორის მოადგილეს განუმარტა, რომ მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ძალადობა და მას ძალით დააწერინეს ჩვენება, ამასთან, აძალებდნენ ამოეცნო ძმები მ----ეები. კლუბ ,-------- თანამშრომლებმა და დაცვის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ არ დაუნახავთ ვ--------------ს მიმართულებით ვინ განახორციელა გასროლა. მათვე აღნიშნეს, რომ გასროლა ხორციელდებოდა არაერთი იარაღიდან. დაცვის მხარის განმარტებით, წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დადასტურდა, რომ ვ----–-------ს ჰქონდა ვ--------------ს მკვლელობის მცდელობის ან ჯანმრთელობის დაზიანების განზრახვა, რადგან ვ----–-------სა და ვ-------------- შორის არასდროს ყოფილა კონფლიქტი, რაც ასევე დადასტურდა თავად ვ--------------ს ჩვენებით. მოწმეთა მიერ 2002-2003 წლებში მიცემულ ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, მოწმეები სხვადასხვაგვარად აღწერენ კლუბში და მის გარეთ განვითარებულ მოვლენებს. ამასთან, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ტყვიის მასრებით და ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილ იქნა, რომ სროლები განხორციელდა არაერთი იარაღიდან, სხვადასხვა ლოკაციიდან და სხვადასხვა მიმართულებით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------- ჭ-----ემ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამართლებულმა ვ----–-------მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
ბრალდების არსი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ვ----–-------ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და ტარება, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის პირველ დეკემბერს, საღამოს საათებში, თბილისში, მ-----------------------------------–--------------–---------------- „ჯ---ში“ ქეიფობდნენ ვ----------------, ძმები ნ--- და ლ---- ზ------–---–ები მეუღლეებთან ერთად, ა----------–-–---–ი, ნ------------ე, ს------ დ-------ა, ი----- ჭ--–--ე და დ-------------ე. ამავე რესტორანში სხვა სუფრასთან გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ისხდნენ ძმები - ვ----– და დ------------ები. რესტორანში ყოფნის დროს ვ---------------სა და ვ----–-------ეს შორის, რომლებიც ადრე იცნობდნენ ერთმანეთს, მოხდა შეკამათება. კამათით განაწყენებულმა ვ----–-------მ, შურისძიების მოტივით სუფრასთან მსხდომ დაუდგენელ პირებთან ერთად განიზრახა ვ----------------ს მოკვლა. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ის მის სუფრასთან მსხდომ ზემოაღნიშნულ გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად, გავიდა რესტორნის გარეთ, სადაც გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს ცეცხლსასროლი იარაღები - მაკაროვის სისტემის ორი პისტოლეტი და საბრძოლო მასალა, რასაც ასევე მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდნენ, რის შემდეგაც, ვ----–------- მათთან ერთად გაჩერდა კლუბ-რესტორან „------- მიმდებარე ტერიტორიაზე და დაელოდა ვ----------------ს გამოსვლას. 2002 წლის 2 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, ვ---------------- მეგობრებთან ერთად გამოვიდა კლუბ-რესტორან „---------- და აპირებდა რა იქვე მდგარი, თავისი კუთვნილი „მერსედესის“ ფირმის ავტომანქანის (----------------------- წინა, მარცხენა კარის გაღებას, ამ დროს იქვე მყოფმა ვ----–-------მ შურისძიების მოტივით, გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად, განზრახ მოკვლის მიზნით, ჯგუფურად, ცეცხლსასროლი იარაღიდან ვ----------------ს მიმართულებით მოახდინა მრავალი გასროლა, რის შედეგადაც წაიქცა ეს უკანასკნელი თავისივე ავტომანქანასთან და მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ვ----–------- თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ვ----–-------მ და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა, მათგან დამოუკიდებელი გარემოებათა გამო, სისრულეში ვერ მოიყვანეს ვ----------------ს მოკვლის განზრახვა. კერძოდ, დაჭრილი ვ---------------- დაუყოვნებლივ გადაყვანეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ცენტრალურ კლინ---ში, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების შედეგად გადაურჩა სიკვდილს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენით ვ----–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ვ----–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
მოწმე გ---- ჩ-----–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა დაცვის პოლიციაში, 2002 წლის 01 დეკემბერს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და იდგა კლუბ-რესტორან „------- მოპირდაპირე მხარეს, რა დროსაც დაინახა, რომ კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი და მივიდა აღნიშნული რესტორნის ეზოს შესასვლელთან. ამ დროს კლუბ ,----------- გამოვიდნენ რამდენიმე ახალგაზრდა ბიჭი და გოგონა, რომელთა მიმართ მანამდე მისულმა ორმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელეს, შემდეგ კი, ჩასხდნენ იმ ავტომანქანაში, რომლითაც მოვიდნენ და დატოვეს იქაურობა. ავტომანქანაში ჩასხდომისას, კლუბიდან გამოსულმა ახალგაზრდამ მათი ავტომანქანის მიმართულებით განახორციელა რამდენიმე გასროლა. მოწმის განმარტებით, მან მოგვიანებით შეიტყო, რომ დაჭრილი იყო ვ-------------------------, თუმცა ვინ დაჭრა იგი არ იცის და არც თავდამსხმელების ამოცნობა შეუძლია.
მოწმე ნ------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ვ-------------- იცნობს ბავშვობიდან. შემთხვევის დღეს კლუბში იმყოფებოდა ს----------------------, ა-------------–---–----, ვ----------------- და სხვებთან ერთად, რომელთა გვარებიც არ ახსოვს. კლუბიდან გამოსვლისას გაიგო გასროლის ხმა, თუმცა არაფერი დაუნახავს. შემდეგ კი, შეიტყო რომ დაიჭრა ვ--------------. მას კლუბში ვ----–------- არ შეუნიშნავს და არც ის დაუნახავს ვინ ან ვისი მიმართულებით ისროლა.
მოწმე ა----------–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2002 წლის პირველ დეკემბერს, ორი დეკემბერი რომ თენდებოდა, ღამის საათებში მეგობრებთან ს----------------------, ნ------------ესთან, ი----------–---სთან და სხვებთან ერთად იმყოფებოდა კლუბ ,------–--. კლუბში იყო ვ----------------–- მანვე კლუბში შენიშნა ვ----–-------ც, თუმცა ეს უკანასკნელი ვისთან ერთად იყო არ ახსოვს. კლუბიდან გამოსვლისას ატყდა სროლა, თუმცა ზუსტად არ ახსოვს რამდენი გასროლა განხორციელდა, სავარაუდოდ ორი ან სამი. აღნიშნულის შედეგად ვ---------------- დაიჭრა, თუმცა არ დაუნახავს ვინ ისროდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ იგი ვ---------------სა და ვ----–-------ს შორის კონფლიქტს არ შესწრებია.
მოწმე ი----- ჭ--–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2002 წლის პირველი დეკემბრის ღამეს მეგობრებთან ს----------------------, ნ------------ესთან, ა----------–-–---–თან, ვ----------------- და სხვებთან ერთად იმყოფებოდა კლუბ ,------–--, სადაც ასევე იმყოფებოდა ბევრი ადამიანი, მათ წინ მაგიდასთან ნახა ვ----–-------ც. ამის შემდეგ იგი მეგობრებთან ერთად ცეკვავდა ხმის გამაძლიერებელთან ახლოს. კლუბიდან გამოსვლისას, პარკინგსა და გასასვლელს შორის მდებარე ტრასასთან ატყდა სროლა, რისიც შეეშინდა და შევარდა სამზარეულოში. იგი ვ----–-------სა და ვ-------------- შორის კონფლიქტს არ შესწრებია და არც ის დაუნახავს ვინ ისროდა ამ უკანასკნელის მიმართულებით. ამის შემდეგ ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც გამომძიებელმა ჰკითხა წარმოდგენილი ფოტოსურათებიდან რომელი იყო ვ----–-------, თუმცა არ უკითხავს ვინ ესროლა ვ--------------.
მოწმე ს------- დ-------ას ჩვენებით ირკვევა, რომ 2002 წლის პირველ დეკემბერს ღამის საათებში, მეგობრებთან ა----------–-–---–თან, ნ------------ესთან, ი----- ჭ--–--ესთან და სხვებთან ერთად, იმყოფებოდა კლუბში, სადაც ალბათ იმყოფებოდა ვ--------------ც, თუმცა არ ახსოვს. მას შემთხვევის დღეს განვითარებული მოვლენები არ ახსოვს, მათ შორის არც ვ-------------- და ვ----–-------ს შორის კონფლიქტის შესახებ სმენია რამე. გამოძიებაში მას წარუდგინეს რამდენიმე ფოტოსურათი და თხოვდნენ ამოეცნო ადამიანები, თუმცა მან ხელი ვერავის დაადო, რადგან არაფერი დაუნახავს.
სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული დაზარალებულ ვ-------------------------ს დაკითხვის ოქმით დასტურდება, რომ 2012 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში, მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა კლუბ-რესტორან „ჯ---ში“. 2012 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებთ ღამის 03:00 საათზე, გავიდა შენობიდან და მივიდა კუთვნილ ავტომანქანასთან, რა დროსაც უეცრად მოწყდა და დაკარგა გონება. გონზე მოსვლისას იმყოფებოდა საავადმყოფოში, სადაც შეიტყო, რომ კისრისა და მარცხენა ხელის არეში მიყენებული ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობები, თუმცა კონფლიქტური ურთიერთობა არავისთან ჰქონდა, ამიტომ არ იცის ვის შეიძლება ესროლა მისთვის. მოწმის ჩვენებით, მას ვ----– და დ------------ები შემთხვევის დღეს კლუბში არ დაუნახავს, ამასთან, მათთან ჰქონდა ნორმალური ურთიერთობა და გამორიცხავს, რომ ამ პირებს ესროლათ მისთვის.
სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული მოწმე ლ---- გ-------ის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა კლუბ ,-------- დაცვის თანამშრომლად. 2002 წლის 01 დეკემბერს, 21:00 საათიდან, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 02 დეკემბერს, დაახლოებით ღამის სამ საათზე, იგი მეორე დაცვის თანამშრომელთან ერთად იდგა მისაღებში, რა დროსაც მოესმა დაახლოებით 5-6 გასროლის ხმა, რასაც მოჰყვა იარაღიდან 10-15 გასროლა. სროლის შეწყვეტის შემდეგ, იგი გავიდა კლუბის ეზოში, სადაც დაინახა უგონო მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც მოსდიოდა სისხლი და ტანსაცმელიც სისხლით ჰქონდა დასვრილი. მან დაჭრილი მოათავსა უცხო პირის ავტომანქანაში, რათა ამ უკანსკნელს გადაეყვანა საავადმყოფოში. მოწმის ჩვენებით, იგი სროლის ფაქტს არ შესწრებია, ამიტომ მისთვის უცნობია ვინ დაჭრა დაზარალებული. მისივე ჩვენებით რესტორანში იყო ხალხმრავლობა.
სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული მოწმე ა---------– ც-------ის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი კლუბ-რესტორან „------- მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ავტოსადგომზე მუშაობდა დარაჯად. 2012 წლის 01 დეკემბერს, ღამით ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 2012 წლის 02 დეკემბერს, ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე, დაინახა, რომ კლუბ „---------- გამოვიდა დაახლოებით 10-15 ადამიანი. მალევე კლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე ატყდა სროლა, თუმცა ვინ ვის ესროდა არ დაუნახავს და არც გარდაცვლილის ცხედარი უნახავს.
სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული მოწმე მ----- ჩ--------–---–ის 2002 წლის 02 დეკემბრის დაკითხვის ოქმით ირკვევა, რომ იგი 2012 წელს, პოლიციელის თანამდებობაზე მუშაობდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დაცვის პოლიციის სამმართველოში. 2012 წლის 01 დეკემბერს, 23:00 საათიდან, თანამშრომლებთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ღამის კლუბ „------- მიმდებარე ტერიტორიაზე. 2012 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მან დაინახა, რომ კლუბის წინ გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ორი ახალგაზრდა ბიჭი, რომლებმაც კლუბ „---------- გამოსულ ახალგაზრდებს გაუხსნეს ცეცხლი, რასაც რესტორნიდან გამოსული ერთი ახალგაზრდის მხრიდან მოჰყვა საპასუხო სროლა. მან დაინახა თავდამსხმელი, რომელიც ისროდა ვ-------------------------ს მიმართულებით, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაიჭრა. მას შეუძლია თავდამსხმელის ამოცნობა.
სააპელაციო სასამართლოში გამოქვეყნებული მოწმე მ----- ჩ--------–---–ის 2014 წლის 15 სექტემბრის გამოკითხვის ოქმით ირკვევა, რომ 2002 წელს დაკითხვისას მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა და იგი აიძულეს ხელი დაედო მისთვის უცნობი პირისთვის - დ----- მ----ისთვის, ხოლო ვ----–-------სთან დაკავშირებით არ დაკითხულა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ 2002 წლის 02 დეკემბერს, 04:55-06:10 საათზე, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს თბილისში, მ----------------------------------ში განთავსებულ კლუბ-რესტორან „------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დგას მოყავისფრო ავტომანქანა „მაზდა“, რომელსაც წინა მარჯვენა ფრთის დასაწყისი ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის შედეგად აქვს დაზიანებული, კერძოდ აღენიშნება ერთი ნატყვიარი. მანქანის უკანა სალონის მარჯვენა გვერდითა მინა ორ ადგილას არის გახვრეტილი. თითოეული დაზიანება არის რადიუსით - 2 სმ. აღნიშნული შუშის ზემოთ ავტომანქანის სახურავს 4 სმ-ზე აღენიშნება განაკაწრი. ავტომანქანიდან ხელმარჯვნივ დგას „ბმვ-ს“ ფირმის შავი ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------. ავტომანქანის წინა საქარე მინის კუთხეში, მარცხენა ზემოთა კუთხიდან 3 სმ-ში მინას აღენიშნება ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანების კვალი. აღნიშნული საქარე მინის დაზიანებიდან 5 სმ-ში, ავტომანქანას სახურავზე აცლილი აქვს საღებავი. კლუბ-რესტორანში შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე ძირს დაგდებულია რამდენიმე მასრა. კლუბ-რესტორან „------- მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე დგას მომწვანო ფერის, „ოპელის“ ფირმის ავტომანქანა. აღნიშნულ ავტომანქანას უკანა მარცხენა მხარეს საბარგულთან, საქარე მინიდან ქვემოთ აღენიშნება სავარაუდოდ ცეცხლნასროლი დაზიანება, სადაც ასევე აცლი-–-- საღებავი. იქვე ტროტუარზე, მცირეოდენი მანძილის დაშორებით დაყრი-–-- მასრები, ჯამში 18 ცალი. შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ამოღებული ყველა მასრა დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2002 წლლის 03 დეკემბერს, 18:20-19:00 საათზე გაჩხრეკილ იქნა, თბილისში, ფ----------------ში მდებარე ვ----– მ----ის საცხოვრებელი სახლი, რა დროსაც საძინებელი ოთახის პატარა მაგიდიდან ამოღებულ იქნა ყავისფერი იარაღის ქარქაში ე.წ ,,კაბურა“.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის 2002 წლის 9 დეკემბრის ექსპერტის №---- დასკვნით დასტურდება, რომ წარდგენილი სამედიცინო საბუთის მიხედვით ვ---------------ს 2002 წლის 02 დეკემბერს მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დადგენილი აქვს დიაგნოზი: კისრის მიდამოს ცეცხლსასროლი ჭრილობა ატლანტის მალის მოტეხილობით. ნაკვეთი ჭრილობა თხემის მარჯვენა ნახევარში. დაზიანებანი მიყენებულია, როგორც ცეცხლსასროლი, ასევე რაიმე მჭრელი საგნის ზემოქმედებით. აქედან ცეცხლსასროლი ჭრილობა ეკუთვნის სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხს, ხოლო ნაკვეთი ჭრილობა ატარებს მსუბუქი ხარისხის დაზიანების ნიშნებს.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით, ირკვევა, რომ 2003 წლის 29 იანვარს, 18:00-19:20 საათზე, წარდგენილ სამ ფოტოსურათს შორის, ი----- ჭ--–--ემ ამოიცნო მარცხნიდან პირველ ფოტოსურათზე გამოსახული პირი - ვ----–------- და განმარტა, რომ აღნიშნული პირი 2002 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, იმყოფებოდა კლუბ-რესტორან „------- მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა ვ----------------ს მიმართულებით.
საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტის №------- დასკვნით დასტურდება, რომ სს №------- საქმეზე წარმოდგენილი 31 მასრიდან 13 მასრა წარმოადგენს მაკაროვის და სტეჩკინის კონსტრუქციის ავტომატური პისტოლეტისთვის გათვალისწინებული 9 მმ კალიბრის ვაზნის შემადგენელი ნაწილს. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისთვის და
▪ 6 მასრა პირობითი აღნიშვნით „3“ გასროლი-–-- 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე მაკაროვის ან სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად ,,Б“.
▪ 5 მასრა პირობითი აღნიშვნით „4“ გასროლი-–-- 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე მაკაროვის ან სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად ,,B“.
▪ 2 მასრა პირობითი აღნიშვნით „5“ გასროლი-–-- 9 მმ კალიბრის ერთი და იმავე მაკაროვის ან სტეჩკინის კონსტრუქციის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად ,,C“.
▪ 1 მასრა არის აირის პისტოლეტისთვის განკუთვნილი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლი-–-- 9 მმ კალიბრის აირის ან საფანტის პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად ,,Д“.
▪ 17 მასრა წარმოადგენს 40 მმ კალიბრის მასრებს, გათვალისწინებულს ამავე კალიბრის პისტოლეტისთვის. მასრები ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლი-–-- ამავე კალიბრის ერთი და იმავე უცხოური წარმოების პისტოლეტიდან, იარაღი პირობითად ,,A“.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის 2002 წლის 26 დეკემბრის ექსპერტის №------- დასკვნით ირკვევა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ვ----------------ს ტანსაცმელზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ვ----– მ----ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენას. მართალია სააპელაციო სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ იქნა, რომ 2002 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით ღამის 03:00 საათზე, ვ---------------- მეგობრებთან ერთად გამოვიდა თბილისში, მ----------------------------------ში მდებარე კლუბ რესტორან „---------- და აპირებდა იქვე მდგარ, კუთვნილ ავტომანქანაში ჩაჯდომას, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელდა რამდენიმე გასროლა, რის შედეგადაც ვ---------------მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, მძიმე ხარისხის დაზიანება. აღნიშნულ გარემოებას არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. სადავო გარემოებას წარმოადგენს, დაზარალებულისთვის ამ დაზიანებების ვ----– მ----ის მიერ მიყენების ფაქტი.
პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, შემთხვევის ადგილზე მყოფი არცერთი მოწმის ჩვენებით არ დადასტურდა ვ----–-------ის მიერ დაზარალებულისთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან დაზიანებების მიყენების ფაქტი, მოწმეთა ჩვენებებით, მათ გაიგეს გასროლის ხმა, თუმცა არ დაუნახავთ ვინ მიაყენა დაზიანებები დაზარალებულს. თავად დაზარალებულმა ვ------------------------მა კი, გამოძიებაში მიცემულ ჩვენებაში გამორიცხა ვ----– მ----ის ან მისი ძმის მხრიდან მასზე თავდასხმის ფაქტი და აღნიშნა, რომ მათ შორის კონფლიქტს ადგილი არ ჰქონია.
პალატა ასევე განმარტავს, რომ მართალია ფოტოსურათებით ამოცნობის ოქმში მითითებულია, რომ ი----- ჭ--–--ემ წარდგენილ სამ ფოტოსურათს შორის ამოიცნო ვ----–------- და მიუთითა, რომ შემთხვევის დღეს აღნიშნულმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ვ--------------ს მიმართულებით გასროლა განახორციელა, თუმცა სააპელაციო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ არ იცის ვინ ესროლა ვ--------------. მისივე ჩვენებით, ამოცნობისას მას გამომძიებელმა ჰკითხა მიეთითებინა წარდგენილი ფოტოსურათებიდან რომელი იყო ვ----–------- და არა ის თუ რომელმა ესროლა ვ---------------ს, შესაბამისად აღნიშნული ამოცნობის ოქმი არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვ----– მ----ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაუდგენელია ვ----– მ----ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, საძინებელი ოთახის პატარა მაგიდიდან ამოღებული ყავისფერი იარაღის ქარქაშის ე.წ. ,,კაბურას“ ვ----– მ----ისადმი კუთვნილება. გარდა ამისა, აღნიშნული წარმოადგენს იარაღის ჩასადებს და არა თავად იარაღს, რაც საფუძვლად ვერ დაედება ვ----– მ----ის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკვალიფიცირებას.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ურთიერთშეთავსებად და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს ვ----– მ----ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი ვ----– მ----ის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენასა და ტარებაში, დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, § 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვი-–-- საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვ----–------- ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარ-----ლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 547-ე მუხლის პირველი ნაწილით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ვ----–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ----–------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ვ----– მ----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ვ----–-------ს უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
მურმან ისაევი