განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3ბ/1146-19
N330310018002452928
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
2 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მირანდა ერემაძე
სხდომის მდივანი - გიორგი სანიკიძე
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ----------------
აპელანტი (მოპასუხე) - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - გ---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ა---- კ------–---–ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
აპელანტის მოთხოვნა - გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
1.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა---- კ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N1-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის № N------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
1.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.2.1. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი (მდ. ქ. თბილისი, თბილისის ზღვა, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ნაკვეთი 0-----, ს/კ 0---------------) საკუთრების უფლებით აღრიცხულია ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის სახელზე (ს.ფ. 126).
1.2.2. 2017 წლის 6 მარტს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის N------ მითითების თანახმად, ქ. თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს.კ.0---------------) ა---- კ------–---–მა მოაწყო მავთულბადის ღობე, რომლის შიგნით განთავსებულია ორი დამხმარე სათავსო. ამავე მითითებით ა---- კ------–---–ს დაევალა მოახდინოს ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 10 ( ათი) კალენდარული დღე (ს.ფ. 165-166; 169-170).
1.2.3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 21 მარტს შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმად დაფიქსირდა, რომ ა---- კ------–---–მა სრულყოფილად არ შეასრულა 2017 წლის 6 მარტის N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებულია ერთი დამხმარე სათავსო, ხოლო მეორე დამხმარე სათავსო და მავთულღობე არ არის დემონტირებული (ს.ფ. 167-168).
1.2.4. 2017 წლის 18 აპრილს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლის დროსაც ა---- კ------–---–მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განმარტა, რომ საამშენებლო სამუშაოები მის მიერ განხორციელებულია 2000 წლამდე, მანვე განაცხად, რომ ორი დამხმარე სათავსო დემონტირებული აქვს, ხოლო ღობესთან დაკავშირებით მიმართული აქვს მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით საკრებულოსთვის. ამასთან, ითხოვა ვადა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად (ს.ფ.116-117).
1.2.5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის N------ დადგენილებით ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ს/კ 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე უნებართვოდ მოწყობილი მავთულღობისა და მის შიგნით დამხმარე სათავსოს განთავსებისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში (ს.ფ. 39-41).
1.2.6. 2017 წლის 3 ნოემბერს ა---- კ------–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17მაისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა (ს.ფ. 75-80).
1.2.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2017 წლის 8 დეკემბერს გაიმართა ზეპირი მოსმენა ა---- კ------–---–ის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით (ს.ფ. 90-130).
1.2.8. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N1-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ა---- კ------–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის N------ დადგენილება (ს.ფ. 21-30).
1.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
1.3.1. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო 2017 წლის 17 მაისის N------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის N1-- ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის N------ დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ს/კ 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე უნებართვოდ მოწყობილი მავთულღობისა და მის შიგნით დამხმარე სათავსოს განთავსებისათვის. ამავე დადგენილებით დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
სასამართლოს განმარტებით, დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 6 მარტს ა---- კ------–---–ის მიმართ შედგენილ იქნა N------ მითითება, რომლის თანახმად ა---- კ------–---–ის მიერ ქ. თბილისში, თბილისის ზღვა, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ(ნაკვეთი 0-----) ს/კ0---------------.) თვითმმართველის ტერიტორიაზე უნებართვოდ მოწყობილია მავთულბადის ღობე, რომლის შიგნით განთავსებულია ორი დამხმარე სათავსო. დარღვევის გამოსასწორებლად დაევალა უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 10 კალენდარული დღე.
1.3.2. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 21 მარტს შედგენილ იქნა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმადაც ა---- კ------–---–მა სრულყოფილად არ შეასრულა 2017 წლის 6 მარტის N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, დამონტირებულია ერთი დამხმარე სათავსო, ხოლო მეორე დამხმარე სათავსო და მავთულღობე არ არის დემონტირებული.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე უნებართვო მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 17 მაისს მიღებული იქნა N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც, ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10000 ლარით, ქ. თბილისში, თბილისის ზღვა, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ (ნაკვეთი 0-----) ს/კ 0--------------- თვითმმართველის ტერიტორიაზე შესაბამისი სანებრთვო დოკუმენტაციის გარეშე მოწყობილი მავთულღობის მოწყობისათვის და მის შიგნით დამხმარე სათავსოს განთავსებისათვის, ა---- კ------–---–ს დაევალა თბილისში, ქ. თბილისში, თბილისის ზღვა, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ ს/კ 0--------------- თვითმმართველის ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვოდ მოწყობილი მავთულღობისა და მის შიგნით უნებრთვოდ განთავსებული დამხმარე სათავსოს დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
1.3.3. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება.
ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
სასამართლომ აქვე მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). I კლასს განეკუთვნება: ა) 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა; გ) გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე; ლ) კონდიციონერისა და სავენტილაციო მილის მოწყობა; პ) შენობა-ნაგებობის ფასადისა და სახურავის ისეთი სარემონტო და მოპირკეთებითი სამუშაოები, რომელთა დროსაც ხდება შენობა-ნაგებობის ფერის ან მოსაპირკეთებელი მასალის ცვლილება; ყ) ანტრესოლის, კიბის, ვიტრინის, კარის, ფანჯრის და სხვა ღიობების მოწყობა/დემონტაჟი. თუ აღნიშნული სამუშაოები ეხება შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, ამ დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე მოიპოვოს შესაბამისი დასკვნა განსახორციელებელი სამუშაოების უსაფრთხოების შესახებ; შ) შენობა-ნაგებობის ექსტერიერზე მცირე ზომის არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება. ამავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტით, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო 5 დღის ვადაში წარდგენილი სრულყოფილი დოკუმენტ(ებ)ის საფუძველზე წერილობით ადასტურებს დაგეგმილი მშენებლობა/მონტაჟის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტებთან შესაბამისობას და მშენებლობის განხორციელების შესაძლებლობას, ხოლო მე-10 პუნქტით კი, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობა განმარტებულია შემდეგნაირად - მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ;
1.3.4. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს, კერძოდ დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით (53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მოსარჩელის მიერ ჩადენილი საამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ, 2017 წლის 17 მაისის N1-- მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დგინდება, რომ 2017 წლის 17 მაისს ხელმეორედ გადამოწმებულ იქნა სადავო ობიექტი, რის საფუძველზეც გაირკვა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა არ იქნა გამოსწორებული სრულად, კერძოდ, არ იქნა დემონტირებული მავთულღობე და ერთი დამხმარე სათავსო, რის საფუძველზეც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის № N------ დადგენილებით ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10 000 ლარით. განსახილველ შემთხვევაში, როგორც სადავო დადგენილების მიმღები, ასევე საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოები აპელირებენ იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არ შესრულდა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები, კერძოდ მართალია მოსარჩელე მხარემ დაანგრია შენობა-ნაგებობა, თუმცა სრულად არ იქნა განხორციელებული ნებართვის გარეშე აშენებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (მათ შორის ფოტო მასალა, ორთოფოტო) უტყუარად არ არის დადასტურებული. კერძოდ ყოველივე აღნიშნული სასამართლოს აძლევს საფუძველს დაასკვნას, რომ სადავო დადგენილება მიღებულია საქმის ყველა არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შეჯერების გარეშე.
1.3.5. სასამართლოს განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა (ამჟამად ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა - ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, მოსარჩელის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
საქმეზე დადგენილი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის № N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
სასამართლოს მოსაზრებით, საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება, ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები, კერძოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციამ საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევისა და შეფასების შედეგად უნდა იმსჯელოს არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და დაადგინოს მოსარჩელის მიერ შენობის დემონტაჟის განხორცილების შემდეგ ისევ სახეზეა თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაისრების სამართლებრივი საფუძველი.
1.3.6. სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №1-- ბრძანების ბათილად ცნობა, - სამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადნიმისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „ადმინისტრაციულ საჩივარს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია: 1. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება; 2. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თვითკონტროლის განხორციელების შესაძლებლობა. ადმინისტრაციული საჩივარი, როგორც უფლების დაცვის საშუალება მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ადმინისტრაციულ საჩივარს გააჩნია უპირატესობა, კერძოდ, ადმინისტრაციულ საჩივარზე ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მოწმდება გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა და კანონიერება, მაშინ როდესაც სასამართლო იფარგლება აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალების სრული მასშტაბით გამოყენებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას''. აღნიშნული კი გულისხმობს იმას, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება.
სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე უთხრა უარი განმცხადებელს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ ფაქტობრივად არც გამოუკვლევია საქმეში არსებული უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები, არ გაუკეთებია სამართლებრივი შეფასება სადავო საკითხთან დაკავშირებით, რაც ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №1-- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლს წარმოადგენს.
2. სააპელაციო საჩივრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
2.1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი არ ეთანხმება გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილს, მიიჩნევს, რომ არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 323-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი კი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2017 წლის 6 მარტს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის (მუნიციპალური ინსპექციის) N------ მითითების თანახმად, ქ. თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) ა---- კ------–---–მა მოაწყო მავთულბადის ღობე, რომლის შიგნით განთავსებულია ორი დამხმარე სათავსო. ამავე მითითებით ა---- კ------–---–ს დაევალა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი. დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წლის 21 მარტს შეადგინა N------ შემოწმების აქტი, რომელშიც დაფიქსირდა, რომ ა---- კ------–---–მა სრულყოფილად არ შეასრულა 2017 წლის 6 მარტის N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებული იყო ერთი დამხმარე სათავსო, ხოლო მეორე დამხმარე სათავსო და მავთულღობე არ იყო დემონტირებული. 2017 წლის 18 აპრილს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში გაიმართა ზეპირი მოსმენის სხდომა, რომლის დროსაც ა---- კ------–---–მა დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განმარტა, რომ სამშენებლო სამუშაოები მან განახორციელა 2000 წლამდე, ორი დამხმარე სათავსო დემონტირებული აქვს, ხოლო ღობესთან დაკავშირებით, მიწის ნაკვეთის დაკანონების მოთხოვნით მიმართა საკრებულოს, ამასთან, მოითხოვა ვადა სამართალდარღვევის გამოსასწორებლად. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის N------ დადგენილებით ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ს/კ 0----------------ით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე უნებართვოდ მოწყობილი მავთულღობისა და მის შიგნით დამხმარე სათავსოს განთავსებისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი და ჯარიმის გადახდა დაჯარიმების შესახებ დადგენილების ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაში მიუთითებს გარემოებაზე, რომლის თანახმად, მუნიციპალური ინსპექციის აქტი არ არის საკმარისად დასაბუთებული. დასაბუთება მოიცავს ფაქტობრივ გარემოებას, რომელსაც შესაძლებელია ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის კვლევისას არ მიაქცია ყურადღება, ან საკითხის გამოკვლევისას არ მისცა კანონშესაბამისი განმარტება. მუნიციპალური ინსპექციის გასაჩივრებულ აქტში კი სრულად და სწორად არის შეფასებული ის უმთავრესი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც გადაწყვეტილების მიღებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა. სასამართლო ასევე არ უთითებს, მატერიალური კანონიერების კუთხით, თუ რატომ არ არის აქტი დასაბუთებული, ანუ სამართალდარღვევის ფაქტის შეფასებისას შესაბამისი ნორმა რამდენად სწორად იქნა გამოყენებული. ერთადერთი, რის შესახებაც სასამართლო მიუთითებს, არის ფოტომასალა, რომლითაც, თითქოს ზუსტად ვერ დადგინდა სამართალდარღვევის არგამოსწორების საკითხი. ადმინისტრაციულმა ორგანოებმა სასამართლო სხდომაზე წარადგინეს ფოტომასალა, რომლითაც სრულად დადასტურდა დარღვევის გამოუსწორებლობა, შესაბამისად, თუ სასამართლომ კონკრეტული მტკიცებულება მიიჩნია არასაკმარისად, მას შეეძლო ადმინისტრაციული ორგანოებისთვის დაევალებინა დამატებით ფოტომასალის წარდგენა. მუნიციპალური ინსპეცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ზემოაღნიშნული არ უნდა გამხდარიყო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
2.2. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტი არ ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას, მიიჩნევს, რომ არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სამოქალაქო საპროცესოს კოდექსის 394-ე მუხლი კი განსაზღვრავს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს.
აპელანტის განმარტებით, უდავო გარემოებაა, რომ ა---- კ------–---–ის მიმართ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება დაიწყო ზედამხედველობის სამსახურის 2017 წლის 3 მარტის მითითების გაცემით, რომლითაც ა---- კ------–---–ს განესაზღვრა 10 (ათი) კალენდარული დღის ვადა მითითების შედგენის მომენტისათვის გაცემული შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარსადგენად ან უკანონოდ განხორციელებული მშენებლობის ობიექტის დემონტაჟის განსახორციელებლად. ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 21 მარტს შედგენილ N------ შემოწმების აქტში დაფიქსირდა მითითებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შეუსრულებლობა. ამასთანავე, 2017 წლის 18 აპრილს ზედამხედველობის სამსახურში გამართულ სხდომაზე გამოცხადებულმა ა---- კ------–---–მა დააფიქსირა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე აღნიშნა, რომ მითითებაში აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები განახორციელა 2000 წლამდე. მისივე განმარტებით, 2 დამხმარე სათავსო დემონტირებულია, ხოლო მავთულბადის ღობის დემონტაჟს ვერ მოახდენს, რადგან მიმართული აქვს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით. ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირებისა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის სამმართველოს სპეციალისტის 2017 წლის 17 მაისის N1-- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ ა---- კ------–---–მა არ შეასრულა 2017 წლის 3 მარტის N------ მითითებით გათვალისწინებული პირობები, კერძოდ არ იქნა დემონტირებული მავთულბადის ღობე და დამხმარე სათავსო. ასევე უდავო გარემოებაა, რომ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის N9002396 დადგენილებით ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10 000 ( ათი ათასი) ლარით, ქ. თბილისში, თბილისის ზღვა, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, მავთულბადის ღობისა და დამხმარე სათავსოს უნებართვოდ მშენებლობისთვის. ამავე დადგენილებით სამართალდამრღვევს დაევალა აღნიშნული ობიექტების დემონტაჟი.
აპელანტი მიუთითებს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის სახეობებია: ახალი მშენებლობა (მათ შორის მონტაჟი), რეკონსტრუქცია, რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, დემონტაჟი, ლანდშაფტური მშენებლობა, დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ახალი მშენებლობა განმარტებულია, როგორც მშენებლობა, რომელიც ხორ−ციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება; მოცემულ შემთხვევაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს ახალ მშენებლობას, ვინაიდან შენობა-ნაგებობა და ღობე განთავსებულია ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც შენობა-ნაგებობა არ იდგა. ახალი მშენებლობის განხორციელებისათვის კი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საჭიროა შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის მოპოვება, რომლის გარეშე განხორციელებული სამშენებლო სამუშაო განიხილება უნებართვო მშენებლობად, რომელიც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების მე-3 მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, განმარტებულია შემდეგნაირად: უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57 დადგენილების 65-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობას მიეკუთვნება 60მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა და გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. იმავე დადგენილების 66-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე და მეათე პუნქტების შესაბამისად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს. ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმების სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობით დადგენილია პირველი კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განსხვავებული წესი. ღობისა და 60მ2-მდე ფართობის მქონე შენობას, როგორც პირველი კლასის ობიექტებს, არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა, თუმცა მათი მშენებლობისათვის, საჭიროა, კანონით დადგენილი პროცედურების დაცვა, კერძოდ, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა და წერილობითი დასტურის მიღება სამშენებლო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. ამ წესის დარღვევა, სამართლებრივი შედეგების თვალსაზრისით, გათანაბრებულია უნებართვო მშენებლობასთან.
აპელანტი მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 24.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, სახელმწიფო/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 (ათი ათასი) ლარით. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის, კერძოდ, უნებართვო მშენებლობის პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად დაკვალიფიცირებისათვის, სახეზე უნდა იყოს მშენებლობა, რომელიც შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე განხორციელებულია სახელმწიფოს/თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. ასევე, აუცილებელი პირობაა სამართალდარღვევაზე პასუხიმგებელი სათანადო სუბიექტის არსებობა. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი წარმოადგენს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებას. ასევე დადგენილია, რომ სადავო დადგენილებით უნებართვოდ მიჩნეული სამშენებლო სამუშაოები განხორციელებულია ა---- კ------–---–ის მიერ, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე, თვითნებურად და საქმეში არ მოიპოვება მათი კანონიერების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. შენობა-ნაგებობისა და ღობის უნებართვოდ მშენებლობის ფაქტს ადასტურებს თავად საჩივრის ავტორიც. პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-14 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ) დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ) სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ) შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. აღნიშნული ნორმის სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად განსაზღვრავს, თუ ვინ შეიძლება იყოს სამართალდამრღვევი და ვის შეიძლება დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა ჩადენილი სამართალდარღვევისათვის. კერძოდ, სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის შემთხვევაში, პირველ რიგში პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს (სუბიექტს), რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთი პირის დადგენა, სამართალდარღვევაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს/მოსარგებლეს, მრავალბინიანი სახლის მესაკუთრეს/მოსარგებლეს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით დგინდება, რომ იგი თავად წარმოადგენს უნებართვოდ მიჩნეული შენობა-ნაგებობისა და ღობის მწარმოებელ პირს, რომლის ქმედებამაც უშუალოდ გამოიწვია სამშენებლო სამართალდარღვევა. შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, საქმის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო დადგენილად მიიჩნევს, რომ სახეზეა პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის 44.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის ფაქტობრივი შემადგენლობა.
აპელანტის განმარტებით, საქმეზე წარმოდგენილი ფოტომასალით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად არ შესრულდა მითითებით განსაზღვრული მოთხოვნები, არ იქნა დემონტირებული მავთულბადის ღობე და დამხმარე სათავსო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად დაადგინა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რამაც გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე და მიღებულ იქნა უკანონო გადაწყვეტილება. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც, უნდა გაუქმდეს აღნიშნული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
3.1. ფაქტობრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.
3.2. სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.
3.2.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 25.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა, ბ) მითითება არ შესრულდა, გ) მითითება არადროულად სრულდება. 25.9 მუხლის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
მითითებული კოდექსის სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციის 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა---- კ------–---–ის მიმართ 06.03.2017წ. შეადგინა N------ მითითება, რომლითაც დგინდება, რომ ქ. თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (ს/კ 0---------------) ა---- კ------–---–მა მოაწყო მავთულბადის ღობე, რომლის შიგნით განთავსებულია ორი დამხმარე სათავსო. ა---- კ------–---–ს მითითებით დაევალა ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე უნებართვო მშენებლობის დემონტაჟი და დარღვევის გამოსწორების ვადად განისაზღვრა 10 ( ათი) კალენდარული დღე. ამავე სამსახურმა 21.03.2017წ. შეადგინა N------ შემოწმების აქტი, რომლის თანახმად, ა---- კ------–---–მა სრულყოფილად არ შეასრულა 06.03.2017წ. N------ მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნები, კერძოდ, დემონტირებულია ერთი დამხმარე სათავსო, ხოლო მეორე დამხმარე სათავსო და მავთულღობე არ არის დემონტირებული. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 17.05.2017წ. N------ დადგენილებით ა---- კ------–---–ი დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით, თბილისში, წ-------–-ს მ----------ის ირგვლივ, N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე უნებართვოდ მოწყობილი მავთულღობისა და მის შიგნით დამხმარე სათავსოს განთავსებისათვის. მასვე დაევალა უნებართვოდ ობიექტის დემონტაჟი.
3.2.2. სააპელაციო პალატა მიუთითებს ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 24.03.2009წ. №57 დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილების 4.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი); ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. 3.5 მუხლის თანახმად, ახალი მშენებლობა არის მშენებლობა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება, ხოლო 3.74 მუხლის შესაბამისად, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ.
ამავე დადგენილების 65.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობების მშენებლობას არ ესაჭიროება მშენებლობის ნებართვა (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ამასთან, 65.1 მუხლის „ა“, „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, I კლასს განეკუთვნება: 60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა და გრუნტის ზედაპირიდან 4 მ-მდე სიმაღლის მქონე ღობე. დადგენილების 66.1 მუხლის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობა წარმოებს ნებართვის მიღების გარეშე, მშენებლობის მწარმოებელი ვალდებულია დაიცვას კანონმდებლობით, მათ შორის, სამშენებლო რეგლამენტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის მწარმოებელი/დამკვეთი ვალდებულია განზრახული მშენებლობის შესახებ განცხადებით აცნობოს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს, ხოლო 66.10 მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების მოთხოვნათა დარღვევით I კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობის განხორციელება განიხილება როგორც უნებართვო მშენებლობა.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა ზაკ-ის მე-17, 96-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას სათანადოდ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. საქმეში არსებული 17.05.2017წ. N1-- მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ 2017 წლის 17 მაისს ხელმეორედ გადამოწმდა სადავო ობიექტი და გამოვლინდა, რომ მითითებით გათვალისწინებული სამართალდარღვევა სრულად არ იყო გამოსწორებული (დემონტირებული არ იყო მავთულღობე და ერთი დამხმარე სათავსო). პალატა საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელე არ უარყოფს შესაბამისი დარღვევების არსებობას და მათი მხოლოდ ნაწილობრივ გამოსწორების ფაქტს, თუმცა მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ დადგენილ ვადაში, საპატიო მიზეზით (მეუღლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა) ვერ შეძლო დარღვევის სრულად გამოსწორება და მოითხოვა დადგენილი ვადის გაგრძელება. ამასთან, დღეის მდგომარეობით, მისი მხრიდან სრულად არის დემონტირებული უკანონოდ განხორციელებული მშენებლობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის გარემოებები ხელახლა უნდა გამოიკვლიოს, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, შეაგროვოს მტკიცებულებები ან უზრუნველყოს სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია, სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ჩადენილი (სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა დაადგინოს, მოსარჩელის მიერ შენობის დემონტაჟის განხორცილების შემდეგ ისევ სახეზეა თუ არა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ საფუძველზე მოსარჩელის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაისრების სამართლებრივი საფუძველი.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის № N------ დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №1-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის № N------ დადგენილება.
პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 მაისის № N------ დადგენილება, მოსარჩელისათვის ინტერესის მქონე საკითხის გადაწყვეტა, ასევე ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებულია სადავო საკითხზე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოცემული ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შინაარსზე. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 03 აპრილის №1-- ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოაღნიშნული გარემოებების ანალიზის საფუძველზე სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, რის გამოც, არ არსებობს სააპელაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები.
5. საპროცესო ხარჯები
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის საფუძველზე, აპელანტები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 390-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მირანდა ერემაძე