განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/ბ-454-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- ა-------ს ძე შ-----ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ქ.ბათუმი, ს---–-------ის ქ.N--.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით კახაბერდ----- ა-------ს ძე გონგაძემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 14 მარტს დაახლოებით 1340 საათზე ქ.ბათუმი, ს---–-------ის ქN-- მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ----- შ-----ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის არეში ხელის დარტყმით და ყელის არეში ხელის მოჭერით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახის წევრს - არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ პირს რ---- ჩ-----ს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 15 მაისის განაჩენით დ----- შ-----ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ოდენობით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 15 მაისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ი-----–- გ------–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ----- შ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედებების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: მოწმეების რ---- ჩ-----ს, ლ---–- ქ--–--ის და დ----- შ-----ის გამოკითხვის ოქმები, რ---- ჩ-----ს სხეულის დათვალიერების ოქმით, შეტყობინების ოქმით, შემაკავებელი ორდერით, შემაკავებელი ორდერის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ დ----- შ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ დ----- შ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურორის მოადგილის - ი-----–- გ------–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 15 მაისის განაჩენი დ----- შ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
დ----- შ-----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 135 საათის ოდენობით.
დანიშნული სასჯელი საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის საფუძველზე შეუმსუბუქდეს და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 საათის ოდენობით
მსჯავრდებულ დ----- შ-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დიანა შ-----ეს დაუბრუნდეს სს „საქართველოს ბანკში“ 2019 წლის 20 მარტს - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით შეტანილი საგირავნო თანხა.
საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ჯემპრი დაუბრუნდეს მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე