განაჩენი

სისხლის სამართლის 01.08.2019
საქმის ნომერი
330100119002839303
ინსტანცია
თარიღი
01.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 330100119002839303

საქმე №1ბ/760-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 ივლისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: თ-------------

მსჯავრდებულის: ბ-----------–---–--

ადვოკატის: გ---–------------

 

მონაწილეობით,ქ.თბილისის ძ---–- თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------- და მსჯავრდებულ ბ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ ბ------------------------–---–-- მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------------- პირადი №0----------- საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები - თ---–------------–-------–------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენით, ბ-----------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბა-მისად, ბ-----------–---–- ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის და 9(ცხრა)თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.

ბ-----------–---–- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან მან ჩაიდინა ძარცვა ესე იგი, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 4 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. თ---–--–---------------–-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვანი ბ-----------–---–- ზ---------------------- ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა არასრულწლოვან ლ------------ კუთვნილ „-------------------ს მოდელის მობილურ ტელეფონს, ღირებულს 720 ლარად, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ.თბილისის ძ---–- თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ------------- და მსჯავრდებულმა ბ----------–---–---

ბრალდების მხარემ მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, პირობითი მსჯავრის გაუქმება.

დაცვის მხარემ მოითხოვა გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1. აპელანტის - მსჯავრდებულ ბ-----------–---–-- - მტკიცებით პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ვინაიდან არც დაზარალებულების ჩვენებებიდან და არც სხვა მტკიცებულებებიდან არ დასტურდება, რომ მან ზ---------------------- ერთად ჩაიდინა ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. დაზარალებულმა ლ------------ ნებაყოფლობით გადასცა კუთვნილი მობილური ტელეფონი ზ------------------ და მის მიმართ, ან მისი მეგობრების მიმართ ადგილი არ ჰქონია ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. განაჩენით არ დგინდება სასამართლომ რა მიიჩნია ნივთის აშკარად დაუფლებად და არ არის გამოკვეთილი ნივთის ფაქტობრივი დაუფლების მომენტი.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის აღნიშნულ არგუმენტაციას, ვინაიდან ის სამართლებრივად დაუსაბუთებელია და არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.

უპირველესად, უნდა აღინიშნოს ის გარემობა, რომ მსჯავრდებულმა ბ-----------–---–--- როგორც გამოძიებისას მისი ადვოკატის თანდასწრებით, ისე წინასასმართლო და არსებითი განხილვის სხდომაზე წარდგენილ ბრალდებაში სრულად ცნო თავი დამნაშავედ და ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება ცნო უდავოდ.

პალატა სამართლებრივ შეფასებას მისცემს მსჯავრდებულის ქმედებას იმ თვალსაზრისით, რა კუთხითაც აპელანტი სააპელაციო საჩივარში აყენებს საკითხს, ვინაიდან თავად ფაქტს არც მსჯავრდებული ბ-----------–---–- უარყოფს.

დაზარალებულ ლ------------ გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 4 თებერვალს მეგობრებთან, ი-----–------------–----------------------------- ერთად, დაახლოებით 4 საათისთვის ა----–-----–-- გამზირიდან ფეხით გადაადგილდებოდნენ კ------------–-- ქუჩაზე, რა დროსაც შეაჩერა ორმა ახალგაზრდა ბიჭმა, რომელთაგან მაღალმა(ზ------------------) შეეკითხა, თუ რა უბნელები იყვნენ. მათ, სამივემ უპასუხეს, რომ ვ-----------–--- იყვნენ. ამის შემდეგ, იმავე პიროვნებამ თქვა, რომ თავდებით იყვნენ გამოსულები და 850 ლარი სჭიდებოდათ და თუ რამე ჰქონდათ მათთვის მიეცათ. დაზარალებულის განმარტებით, ი-----–-- და დ------ ხურდა ფული მისცეს, თუმცა ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და მაღალი პიროვნების-ზ------------------ მითითებით მოფარებულში, სახლის ეზოში შევიდნენ სალაპარაკოდ. ზ------------------ თქმით, ისინი პ-–---------–- კარგი ბიჭები იყვნენ და თუ რამე გაქვთ ჯიბეში, მოგვეცითო. აღნიშნულზე მან(ლ------------) უპასუხა, რომ ჰქონდა მობილური ტელეფონი, აჩვენა, თუმცა ვერ მისცემდა, რადგანაც განვადებით ჰქონდა გამოტანილი. მაღალმა პიროვნებამ ხელიდან გამოართვა და ტელეფონს უყურებდა. შემდეგ ჯიბიდან ამოიღო რაღაც საგანი, რომელიც დანას მიამსგავსა, თუმცა ისევ ჯიბეში ჩაიდო. დაზარალებულის განმარტებით, მაღალი პიროვნება არ დამუქრებია, მაგრამ მაინც შეეშინდა. მისი განმეორებით მოთხოვნის შემდეგ, რომ ტელეფონს ვერ მისცემდა და დაებრუნებინათ მისთვის, უკვე ორივემ დაუწყო საუბარი: „თქვენი პრობლემები მოგვარდება და ჩვენი არაო და ტელეფონი მოგვეცითო“. რაზედაც დაზარალებულმა ისევ მოსთხოვა ტელეფონი დაებრუნებინათ, მაგრამ უშედეგოდ. მაღალმა პიროვნებამ უთხრა: ტელეფონს დავალომბარდებ, ხვალვე გამოვიტან და დაგიბრუნებო. მან(ზ------------------) დაუტოვა ტელეფონის ნომერი და შეუთანხმდა, რომ შემდეგ დღეს „--–----------- შეხვდებოდა და ტელეფონს დაუბრუნებდა. დაზარალებულის განმარტებით, ამის შემდეგ ორივე წავიდა, თუმცა მეორე დღეს ვერ შეძლო მათთან დაკავშირება და არც მობილური ტელეფონი დაუბრუნებიათ მისთვის.

გამოძიებას ანალოგიური ჩვენებები მისცეს მოწმეებმა: ი-----–------------–-------------------------- ორივე მოწმის ჩვენების თანახმად ლ----------- ითხოვდა ტელეფონის დაბრუნებას, თუმცა არ დაუბრუნეს.

აპელანტის მტკიცებით, ტელეფონის გადაცემა მოხდა ნებაყოფლობით და მათი მხრიდან დაზარალებულის მიმართ არც ფიზიკურ და არც ფსიქოლოგიურ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედების ძარცვით დაკავალიფიცირებისათვის აუცილებლობას არ წარმოადგენდა დაზარალებულის მიმართ განხორციელებულიყო რაიმე სახის ზეწოლა. კონკრეტულ შემთხვევაში ძარცვის, როგორც დანაშაულის შემადგენლობას გვაძლევს ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულების მიერ მობილური ტელეფონის დაუფლება მოხდა დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ, მისი თანხმობის გარეშე. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ დაზარალებულმა თავიდან „ნებაყოფლობით“ გადასცა მსჯავრდებულებს მობილური ტელეფონი, ეს გარემოება ვერ გამორიცხავს ძარცვის განხორციელების ფაქტს, ვინაიდან მობილური ტელეფონის აშკარად მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მოხდა იმ მომენტიდან, როდესაც მიუხედავად დაზარალებულის მოთხოვნისა, მისი ნების საწინააღმდეგოდ არ მოხდა მისთვის ტელეფონის დაბრუნება. სწორედ ამ მომენტიდან წარმოეშვა მსაჯვრდებულს მისი განკარგვის შესაძლებლობა, რაც განახორციელა კიდეც და ბ-----------–---–-- ტელეფონი ლომბარდში ჩააბარა.

ამდენად, დაცვის მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულის მხრიდან თითქოსდა ადგილი ჰქონდა მობილური ტელეფონის ნებაყოფლობით გადაცემას, რეალურ საფუძველს მოკლებულია და პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული.

გარდა აღნიშნულისა, გამოძიებაში ბ-----------–---–-- აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება და განმარტა, რომ ის ზ---------------------- ერთად მოქმედებდა შეთანხმებულად სამივე ბიჭის გაჩერებისას, ერთად გადაწყვიტეს მათთვის ფული გამოერთმიათ, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი მათგანისთვის ტელეფონი. მათ თავიდანვე ჰქონდათ ტელეფონის მისაკუთრების სურვილი და მიუხედავად ლ------------ წინააღმდეგობისა და თხოვნისა, ტელლეფონი არ დაუბრუნეს.

პალატა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებულმა ეს ჩვენება როგორც წინასასამართლო, ისე საქმის არსებითი განხილვისას ადვოკატთან შეთანხმებით უდაოდ სცნო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულის ქმედებას. ბ-----------–---–-- მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საქმეში არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ლ------------, მოწმეეების: ი-----–------------–----------------------------–-------------------------------------------–---–------- გამოკითხვის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დათვალიერების ოქმით, ბ-----------–---–-- ამოცნობის ოქმით, სალომბარდე ხელშეკრულებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ თანახმად, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვსმიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ ბ-----------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული და მისი გამართლების ობიექტური საფუძ---–- არ არსებობს.

 

2. პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ ბ-----------–---–-- მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მის მიმართ საპატიმრო სასჯელის გამოყენებასთან დაკავშირებით. ის ფაქტი, რომ მან სააპელაციო სასამართლოში აღიარა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მაგრამ სასამართლოს არ ეთანხმება სამართლებრივ შეფასებაში, ვერ გახდება პირობითი მსჯავრის გაუქმების საფუძ---–-.

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასრულწოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმების გათვალისწინებით, ბ-----------–---–- შეუფარდა სამართლიანი სასჯელი და მის მიმართ რეალურად მოსახდელი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრის გარეშე, შესაძლებელია სასჯელის მიზნების მიღწევა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების და დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი არის კანონიერი, ობიექტური, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ქ.თბილისის ძ---–- თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორის თ------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2.მსჯავრდებულ ბ-----------–---–-- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

3.თბილისის საქალაქო სასამართლოს სისიხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 25 მარტის განაჩენი დარჩეს უცვლელად;

4. ბ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა;

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ბ-----------–---–- ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3(სამი)წლის და 9(ცხრა)თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი და 9(ცხრა)თვე.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ბ------------–---–-- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო - გაუქმებულია;

6.პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ ბ-----------–---–-- ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7.ნივთმტკიცებები:

- ლ------------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე და ბ-----------–---–---- ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტოსურათები 1 ცალ ლაზერულ დისკზე დალუქული სახით 1 პაკეტად, რომელიც ერთვის საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- „-------------------ს მოდელის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შსს ძ---–- თბილისის სამმართველოს მ--- განყოფილებაში - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.

8.პალატის განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

9.პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი