განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 11.06.2019
საქმის ნომერი
330210014676464
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210014676464

თბილისის სააპელაციო სასამართლო

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

11 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

საქმე №2ბ/5383-18

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე, მომხსენებელი მოსამართლე - ვანო წიკლაური

მოსამართლეები: ნათია გუჯაბიძე, გოდერძი გიორგიშვილი

 

სხდომის მდივანი - ელენე ომანიძე

 

აპელანტი - ს----------–-----------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--- - ს--–---–--------------–------------------ (ს----------–-----------–---------–----------------–-----------------ს უფლებამონაცვლე)

წარმომადგენელი - ე----- შ-----–--

 

მოწინააღმდეგე მხარე - ა-–---------- ქ-------, ბ------ პ-------–---–-

წარმომადგენელი - ლ-–- ს---–-------- (ა-–---------- ქ-------), ნ-----–- ს-------- (ბ------ პ-------–---–-)

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ს------–---------–----------------–-----------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ განსახილველ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–---------------------ის თავმჯდომარის ზ---- ხ----ს 18.02.2013 წლის ბრძანების თანახმად, ა-–---------- ქ------- დაინიშნა ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 18.02.2013 წლის ბრძანება (ს.ფ. 17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.2. ს------–---------–---------------------ის #-- დაწესებულების ხელმძღვანელობამ 2013 წლის 23 აპრილს წერილობით მიმართა ს------–---------–---------------------ის თავმჯდომარეს, დ-------------ზე რიცხული ავტომანქანის - ო------- შ------ს დაწესებულების დირექტორის მოადგილე ა-–---------- ქ-------სთვის მიმაგრების თაობაზე.

 

აღნიშნული მიმართვა ხელმოწერილია #-- დაწესებულების დირექტორის, ი------–--------–-------ის მ. ა-------–--ის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- #3-------- მიმართვა (ს.ფ. 14);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.3. 2015 წლის 25 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა თ.ს-–------მ #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილე ა. ქ-------ს გადასცა, ხოლო ა. ქ-------მ ჩაიბარა ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე რიცხული 1 ერთეული ავტომანქანა შ------ ო-------, სახ. ნომერი W------.

 

აქტი დადასტურებული და ხელმოწერილია ტრანსპორტის განყოფილების უფროსი ინსპექტორის თ. ს-–-----ის და #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილე ა. ქ-------ს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.04.2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 15);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.4. 2013 წლის 16 აპრილის ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის მ-----– ღ----–----ს ბრძანების თანახმად, ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილი ,,შ------- ო-------“, სახ. ნომრით W------, მიემაგრა ამავე დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ა-–---------- ქ-------ს, რომელსაც დაევალა სათანადოდ უზრუნველეყო მიმაგრებული ავტომობილის შენახვა და ექსპლუატაცია. ამავე ბრძანების საფუძველზე, ს------–---------–--ის დ-------------ის მატერიალურ- ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს მომარაგების განყოფილებას, ს------–---------–--ის დ-------------ის საფინანსო სამმართველოს სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის განყოფილებასთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველეყო ავტომობილის სათადარიგო ნაწილებით მომარაგება და საექსპლუატაციოდ გაშვება.

 

კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაეკისრა ს------–---------–--ის დ-------------ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ტრანსპორტის განყოფილების უფროსს ც------ ა---------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 26.04.2013 წლის ბრძანება #---- (ს.ფ. 16);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.5. მ–-----------------–- სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენის თანახმად, დადგენილ იქნა, რომ 2013 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 03.00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ---- კ------- თავისი მართვის ქვეშ მყოფი ,,შ------ს“ მარკის ავტომანქანით, სახ. ნომრით #W------, მოძრაობდა მ–----ის რაიონის სოფელ ქ---იდან თბილისის მიმართულებით, რა დროსაც სოფელ ქ---ში მდებარე გზაჯვარედინზე გ---- კ-------მ ვერ უზრუნველყო ტრანსპორტის უსაფრთხო მართვა, დაარღვია ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები - გადაკვეთა საავტომობილო გზა, გადავიდა სამოძრაო მონაკვეთიდან და გადავარდა დაბლობში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო მგზავრმა მ------ მ----–-----მა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენი (ს.ფ. 18-21);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ.22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- სპერტის დასკვნა (ს.ფ. 25-30);

 

2.6. ს------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს და შ-- ,,ს--------------------------–---ს“ შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #--- ხელშეკრულების 7.6 პუნქტის თანახმად, ავტოტრანსპორტის განადგურებად ითვლება ზიანი, რომლის დროსაც აღდგენითი შეკეთების ღირებულება მისი საბაზრო ღირებულების 75%-ს შეადგენს.

 

სადაზღვევო მომსახურების ტექნიკური პირობების 4.4. პუნქტში მითითებული საერთო

გამონაკლისების თანახმად, დაზღვევა არ ანაზღაურებდა შემთხვევას, დაზიანებას ან ზარალს, თუ დაზღვეული ავტომობილის მძღოლი ავტომობილის მართვისას იმყოფებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ (მიუხედავად იმისა, სადაზღვევო შემთხვევა დაზღვეული ავტომობილის მძღოლის ბრალეულობით მოხდა თუ მესამე მხარის მიზეზით), დაზღვეულ ავტომობილს მართავდა არაუფლებამოსილი მძღოლი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზღვეული ავტომობილი გაიტაცეს ან მოიპარეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ #--- (ს.ფ. 117-123);

- სადაზღვევო მომსახურების ტექნიკური პირობები (ს.ფ. 124-130);

- ფასების ცხრილი (131-132);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.8. ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის 2013 წლის 04 ივნისის ბრძანების თანახმად, ბ------ პ-------–---–- გადაყვანილ იქნა ს------–---------–--ის დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის 04 ივნისიდან. ბრძანება ძალაში შევიდა ხელმოწერისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 04.06.2013 წლის ბრძანება (ს.ფ. 195);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.9. 2015 წლის 16 ივლისის გასაუბრების შესახებ ოქმის თანახმად, ა-–---------- ქ-------მ განმარტა, რომ 2013 წლის 15 სექტემბერს, ზემოაღნიშნულ ფაქტამდე, დაწესებულების დირექტორმა ბ----- პ-------–---–მა ავტომანქანა გადასცა გ---- ჭ------ს. ა-–---------- ქ-------ს განმარტებით, მან რამოდენიმეჯერ გააფრთხილა დაწესებულების დირექტორი, რომ გ---- კ------ისთვის არ გადაეცა ავტომანქანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის მაინც გადასცემდა ხოლმე ავტომანქანას გ. კ-------ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2015 წლის 16 ივლისის გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 235-238);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე არ დგინდება, #-- დაწესებულების დირექტორის ბ------ პ-------–---–-ს უშუალო დავალების საფუძველზე, ა-–---------- ქ-------ს მიერ გ---- კ------ისთვის, სამსახურებრივი ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით W------ გადაცემის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ 2015 წლის 25 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა თ. ს-–------მ #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილე ა. ქ-------ს გადასცა, ხოლო ა. ქ-------მ ჩაიბარა ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე რიცხული 1 ერთეული ავტომანქანა შ------ ო-------, სახ. ნომერი W------. ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის მ-----– ღ----–----ს ბრძანების თანახმად, ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილი ,,შ-------ო-------“, სახ. ნომრით W------, მიემაგრა ამავე დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ა-–---------- ქ-------ს, რომელსაც დაევალა სათანადოდ უზრუნველეყო მიმაგრებული ავტომობილის შენახვა და ექსპლუატაცია.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მიუთითებს მოპასუხე - ა-–---------- ქ-------ს მიერ 2015 წლის 16 ივლისის გასაუბრების შესახებ ოქმში დაფიქსირებულ პოზიციაზე და აღნიშნავს, რომ არსებობს ცალსახა წერილობითი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს აღნიშნულს და მოპასუხე ბ------ პ-------–---–-ს შედავება დასაბუთებული არ არის. სასამართლო მტკიცების ტვირთის სათანადოობის გათვალისწინებით მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეში არის ორი მოპასუხე რომელთა მიმართ წარდგენილია მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე. ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობის არ არსებობას ა-–---------- ქ------- ადასტურებს იმ გარემოებით რომ მან არა თავისი ნებით, არამედ ხელმძღვანელის მითითებით გადასცა მესამე პირს ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესაბამისად, ერთი მოპასუხე მეორე მოპასუხის ბრალეულ მოქმედებაზე მითითებით ახდენს პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებას/მისგან თავის არიდებას. თავად ბ------ პ-------–---–- გამორიცხავს აღნიშნული მითითების/განკარგულების გაცემას. შესაბამისად, სახეზეა ორი ერთი დონის მტკიცებულება - მოპასუხეთა ახსნა-განმარტებები და არ ააქვს მნიშვნელობა აღნიშნული დაწერილი ფორმით არსებობს, თუ ხდება მისი ზეპირსიტყვიერად დაფიქსირება. მოსარჩელე მხარის მითითება, რომ აღნიშნული დაწერა ა-–---------- ქ-------მ და ამიტომ წერილობითი მტკიცებულება უნდა იქნას უაპელაციოდ გაზიარებული საფუძველს მოკლებულია, მით უფრო იმ ვითარებაში რომ აღნიშნული განცხადების ფარგლებში თავად ბ------ პ-------–---–- არ გამოკითხულა და არც რაიმე სახის შიდა გამოკვლევა ჩატარებული ადმინისტრაციულ ორგანოში. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული სადავო გარემოების დადასტურება მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, რაც წარმოდგენილ შემთხვევაში საქმეზე არსებული სარწმუნო მტკიცებულებით დადასტურებული ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 25.04.2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 15);

- 2015 წლის 16 ივლისის გასაუბრების ოქმი (ს.ფ. 235-238);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

2.11. სასამართლომ არ გაიზიარა ავტოსატრანსპორტო საშუალების, რომლის რეკვიზიტებია: მარკა - ,,შ------ს ო-------“ , გამოშვების წელი-2013, ფერი რუხი 1/8, ტიპი - ჰეტჩბეკი, ძრავის მოცულობა - 18000, სახ. ნომერი #W------ დაზიანების მომენტში (2013 წლის 16 სექტემბერი) 32790.91 ლარის ღირებულების, როგორც ზიანის ოდენობის/მოცულობის ფაქტი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარის მირ საქმეში წარმოდგენილი იქნა 2013 წლის 13 მარტის ხელშეკრულება N120 დანართით, რომლის საფუძველზე ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის მიერ შეძენილი იქნა 22 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება თითოეულის ღირებულება - 32790.91 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების თანხმად მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ რადგან მანქანა იყო ახალი შესაბამისად, 2013 წლის 15 სექტემბრის მდგომარეობით მისი ღირებულება იყო უცვლელი. სასამართლო განხილვისას მოპასუხე მხარის მიერ შედავებული იქნა მითითებული ფაქტობრივი გარემოება.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ოდენობის, რომელიც წარმოდგენილ შემთხვევაში ქონების საბაზრო ღირებულებასთან უნდა იქნეს დაკავშირებული, მოსარჩელე მხარის მირ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნება დადასტურებული. სასამართლომ მიუთითა, რომ მანქანის მიუხედავად 2013 წლის მარტში შეძენისა, რაც ლოგიკური ვარაუდის საფუძველს იძლევა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო კარგ მდგომარეობაში, იგი მაინც ვერ იქნება განხილული ,,ახალ“ ავტოსატრანსპორტო საშუალებად და მისი ღირებულება ვერ იქნება უცვლელი 6 თვის გასვლის შემდგომ მისი ინტენსიური ექსპლუატაციის რეჟიმის გათვალისწინებით. შესაბამისად, წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მიერ სათანადო, სარწმუნო მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული სადავო ფაქტობრივი გარემოება, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 13 მარტის N120 ხელშეკრულება, დანართი, ინფორმაცია გარანტიის შესახებ (ს.ფ. 133-147);

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განაჩენი (ს.ფ. 18-21);

- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (ს.ფ.22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 999-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

აღნიშნული ნორმების დანაწესიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში.

ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხეზე დასაკისრებლად საჭიროა სახეზე იყოს, სამართალდარღვევის შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხეთა მიმართ სოლიდარულია. მოსარჩელე მხარის მითითებით ბ------ პ-------–---–-ს თვითნებური, უკანონო მითითების შედეგად გ---- კ-------ს გადაეცა სატრანსპორტო საშუალება, ხოლო ა-–---------- ქ-------ს ბრალი გამოიხატება იმაში რომ მან მასზე მიმაგრებული ავტოსატრანსპორტო საშუალება საფუძვლის გარეშე გადასცა პირს.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების (იხ. გადაწვეტილების 3.1.10 პუნქტი) შესაბამისად მოპასუხე ბ------ პ-------–---–-ს რაიმე სახის მითითება რასაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მესამე პირზე გადაცემა მოჰყვა საქმეზე დადასტურებული ვერ იქნა. აღნიშნულის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურებისათვის პასუხიმგებლობის სავალდებულო ელემენტები სახეზე არ არის და მოპასუხე ბ------ პ-------–---–-ს მიმართ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

მოპასუხე ა-–---------- ქ-------ს ბრალეულობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მას მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე გადაეცა კონკრეტული ავტოსატრანსპორტო საშუალება, საქმეზე დგინდება, რომ აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალება იყო მის უშუალო მფლობელობაში, აპროტესტებდა სხვა მესამე პირებზე მისი გადაცემის შესაძლებლობას, რადგან მიაჩნდა იგი მის უშუალო განკარგულებაში და მოპასუხე მხარის შედავება, რომ მას კონკრეტულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტზე ხელის მოწერით აღნიშნული ნივთის მიმართ მატერიალური პასუხისმგებლობა არ დაუდასტურებია, არ გამორიცხავს მის სამართლებრივ მფლობელობაში აღნიშნული ავტომანქანის ყოფნის ფაქტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესის შესაბამისად, მოპასუხე ა-–---------- ქ------- წარმოდგენს პასუხისმგებელ სუბიექტს მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების და განადგურებისათვის დამდგარი ზიანის მიმართ.

 

2.13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეებს ა-–---------- ქ-------ს და ბ------ პ-------–---–ს მოსარჩელე ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, უზრუნველყონ დაზიანებული ავტომანქანის სანაცვლოდ, იგივე წლოვანებისა და იგივე მახასიათებლების (მოდელი - შ------ ო-------, გამოშვების წელი - 2013, ძრავა 1.8., ვერცხლისფერი მეტალიკი, 7 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ა.შ.) გამართული ავტომანქანის გადაცემა, რომლის ღირებულება შეადგენს 32 790.91 ლარს.

 

სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებიდან გამომდინარე, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ითხოვს კონკრეტული მახასიათებლების მქონე, ავტომანქანის გადაცემას გამართულ მდგომარეობაში, სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მოთხოვნის იგივე ფორმულირება განაპირობებს სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობას, ვინაიდან გონივრული ვარაუდის ფარგლებში, მოსალოდნელია, რომ ზუსტად იგივე მახასიათებლების მქონე ავტომანქანა აღმასრულებლის მიერ ვერ იქნას მოძიებული. ამასთან, მოთხოვნაში მითითებული ავტომანქანის ,,გამართული“ მდგომარეობა აბსტრაქტული ხასიათის მოცემულობაა და არ არის კონკრეტიზებული, თუ რას გულისხმობს მოსარჩელე მხარე ავტომანქანის გამართულ მდგომარეობაში.

 

საქმეზე სასამართლო განხილვისას, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელს არაერთხელ მიეთითა მითითებული სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე და არაერთხელ იქნა წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელიც, თუმცა საბოლოო ფორმულირება მოთხოვნის მოსარჩელე მხარის გადაწყვეტილებით სწორედ მითითებული სახით იქნა დაყენებული.

 

სასამართლომ მიუთითა, რომ ვინაიდან მოპასუხე ბ------ პ-------–---–-ს მიმართ მოსარჩელის მოთხოვნა რაიმე ფორმით ზიანის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა, ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხე ა-–---------- ქ-------ს მიმართ წარდგენილი მოთხოვნა აღნიშნული ფორმულირების გამო ვერ დაკმაყოფილდება. უპირველს ყოვლისა სასამართლომ გაითვალისწინა, რომ იმავე მახასიათებლებისა და იმავე წლოვანების მანქანის მოძიება, გამართულ მდგომარეობაში სასარჩლო მოთხოვნის აბსტრაქტული და ბუნდოვანი ფორმულირების გათვალისწინებით შეუძლებელია, თუმცა ამავე დროს არსებითია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებაც; კერძოდ, სასამართლო ქონების მიკუთვნებისას ვალდებულია მიუთითოს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, (იხ. გადაწყვეტილების 3.1.11 პუნქტი) ქონების ღირებულების დადასტურება მოსარჩელე მხარის მიერ ვერ მოხდა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–-----------–---------–-----------------–-----------------ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

 

3.1.1. აპელანტი არ იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას ბ------ პ-------–---–-ს მიერ 16.09.2013 წელს გ---- კ------ისთვის ავტომანქანის გაცემის ფაქტთან მიმართებით მოსარჩელის მტკიცების ნაკლთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ა-–---------- ქ-------ს მიერ სხვადასხვა უწყებისთვის მიცემული ახსნა-განმარტება საკმარისი იყო ბ------ პ-------–---–-ს მიერ თანხმობის გაცემის დადასტურებულად მისაჩნევად. აპელანტის განმარტებით იმ პირობებში, როდესაც ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის 26.04.2013წ. ბრძანებით ავტომანქანა დამაგრებული იყო პირადად ა-–---------- ქ-------სთვის არც ამ უკანასკნელს და არც ბ------ პ-------–---–ს ამ ავტომობილის სხვა პირისთვის გადაცემის უფლება არ ჰქონდათ.

 

3.1.2 აპელანტი არ იზიარებს სასამართლოს მსჯელობას დაზიანებული ავტომობილის ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულებების ნაკლთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შემთხვევაში სახეზე იყო საწინააღმდეგო დასკვნას გააკეთების წინაპირობა.

 

3.1.3. აპელანტის განმარტებით სარჩელზე ა-–---------- ქ-------ს პასუხისმგებლობის დადასტურების პირობებში გაუმართლებელია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით, რომ მოთხოვნა აღუსრულებელია.

 

3.1.4. აპელანტი მიიჩნევს, რომ როგორც ა-–---------- ქ-------, ასევე ბ------ პ-------–---–- მოქმედებდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მათი პასუხისმგებლობა დადასტურებულად უნდა მიეჩნია.

 

4.1. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

4.1.1. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

- ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დეპარტამენტის თავმჯდომარის 18.02.2013 წლის ბრძანებით, ა-–---------- ქ------- დაინიშნა საქართველოს ს------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. (ტ.1.ს.ფ. 17)

- ს----------–-----------–---------–-------------–---------------------–---------------------------------------ს ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის 2013 წლის 04 ივნისის ბრძანებით ბ------ პ-------–---–- გადაყვანილ იქნა ს------–---------–--ის დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე 2013 წლის 04 ივნისიდან.

- 2013 წლის 16 სექტემბერს მ–----ის რაიონის სოფელ ქ---ში მდებარე გზაჯვარედინზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას, დაზიანდა ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა ,,შ-------ო-------’’, სახ. ნომრით: W------, რომელსაც მთვრალ მდგომარეობაში მყოფი გ---- კ------- მართავდა. (ტ.1.ს.ფ. 18-21)

- უდავოა, რომ გ---- კ------- დასაქმებული იყო ს------–---------–--ის დ-------------ის #მე-15 დაწესებულებაში და ავტოსაგზაო შემთხვევის დღესაც ის ამ დაწესებულების თანამშრომელს წარმოადგენდა.

 

4.1.2. სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ 2013 წლის 16 სექტემბერს მომხდარი შემთხვევასთან დაკავშირებით არ არსებობს ა-–---------- ქ-------სთვის და ბ------ პ-------–---–-სთვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ # ას 15-29-1443-2012, 09.12.2013წ.; შდრ. სუსგ საქმე #ას-973-1208-04).

 

4.1.2.1. სააპელაციო პალატა პირველ რიგში შენიშნავს, რომ მოსარჩელე მისი კუთვნილი ავტომობილის დაზიანებით გამოწვეულ ზიანს ედავება არა უშუალოდ ზიანის მიმყენებელ პირს გ---- კ-------ს, რომელმაც უშუალოდ მოახდინა 2013 წლის 16 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა (იხ. ს.ფ. 18-21) და დააზიანა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი, არამედ დ-------------ის #-- დაწესებულების დირექტორს და დირექტორის მოადგილეს, რომლებმაც გ---- კ-------ს დროებით სარგებლობაში გადასცეს დასახელებული ავტომობიმლი. მოსარჩელე მოპასუხე მხარეებისთვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას იმაზე მითითებით მოითხოვს, რომ 16.09.2013 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის ბრძანებით მიმაგრებული იყო რა პირადად დაწესებულების დირექტორის მოადგილის - ა-–---------- ქ-------სთვის, არც ამ უკანასკნელს და არც დაწესებულების დირექტორს - ბ------ პ-------–---–ს, ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე უფლება არ ჰქონდათ აღნიშნული ავტომანქანა სხვა პირისთვის სამართავად გადაეცათ. ამდენად, მოსარჩელე (აპელანტი) 16.09.2013 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ზიანის დადგომას მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უკავშირებს, რაც მოსარჩელის მითითებით მათი მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებაში, კერძოდ, კონკრეტული პირისთვის (ა-–---------- ქაჩიბაიასთვის) დამაგრებული ავტომობილის სხვა პირისათვის (გ---- კუჭაიძისათვის) გადაცემაში გამოიხატა, რომლის მართვის შედეგადაც საბოლოოდ დაწესებულების ბალანსზე არსებული ავტომობილი დაზიანდა. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც წინამდებარე დავის ფარგლებში მოსარჩელეს სურს, (მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება) სარჩელში ამ უკანასკნელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე (,,პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი’’) და 408.1. (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება’’) მუხლების შემადგენლობიდან გამომდინარეობს.

 

სააპელაციო პალატა აქვე დასძენს, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების და იმ ფაქტის მხედველობაში მიღებით, რომ ს----------–-----------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--- - ს--–---–--------------–------------------ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ამავე დაწესებულებაში შემთხვევის დროს დასაქმებულ პირებს ედავება, განსახილველი საკითხი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის რეგულირების ფარგლებში არ ექცევა, რადგან დასახელებული ნორმით გათვალისწინებულია იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც არ არიან უშუალოდ მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან და მათი ქმედება არც მართლსაწინააღმდეგო და არც ბრალეულია. ამ მხრივ, ასევე, საყურადღებოა საკასაციო პალატის განმარტება, რომლის თანახმად სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 22 აპრილის განჩინება საქმეზე ას-143-139-2016)

 

4.1.2.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992–ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს.

 

დელიქტიდან გამომდინარე სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. თავის მხრივ, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ს----------–-----------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--- - ს--–---–--------------–------------------ს (ს----------–-----------–---------–----------------–-----------------ს უფლებამონაცვლე) სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეების ა-–---------- ქ-------ს და ბ------ პ-------–---–-სთვის 16.09.2013 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის სანაცვლოდ, იგივე წლოვანებისა და იგივე მახასიათებლების (მოდელი - შ------ ო-------, გამოშვების წელი - 2013, ძრავა 1.8., ვერცხლისფერი მეტალიკი, 7 საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი და ა.შ.) მქონე გამართული ავტომანქანის გადაცემის ვალდებულების დაკისრება. შესაბამისად, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებებს წარმოადგენდა ფაქტების მტკიცება მასზედ, რომ ავტომანქანა, რომელიც 16.09.2013 წელს დაზიანდა მის საკუთრებას წარმოადგენდა; მოქმედებები, რასაც შედეგად მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის დაზიანება მოჰყვა, მოპასუხეებმა განახორციელეს; ზიანი, რომელიც დადგა, მიზეზობრივ კავშირშია მოპასუხეების ა-–---------- ქ-------ს და ბ------ პ-------–---–-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, კერძოდ, მათ მიერ უფლებამოსილების გადამეტებასთან.

 

სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ 16.09.2013 წელს დაზიანებული ავტომობილის მოსარჩელისთვის კუთვნილება და ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ამ ავტომობილის დაზიანების ფაქტი სადავოდ არ გამხდარა, სადავოა მოპასუხეთა მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის და ამ ქმედების შედეგად მოსარჩელის ბალანსზე არსებული ავტომანქანის დაზიანების ფაქტი.

 

4.1.2.3. მოსარჩელემ მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების - მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედების და სწორედ ამ ქმედების შედეგად მოსარჩელის საკუთრების დაზიანების ფაქტის სამტკიცებლად შემდეგი მტკიცებულებები წარმოადგნინა: 1. ს------–---------–--ის #-- დაწესებულების დირექტორის 23.04.2013 წერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა ს----------–-----------–---------–-------------–--------------------–----------------------------ს დაწესებულების დირექტორის მოადგილის - ა-–---------- ქ-------სთვის დ-------------ის ბალანსზე არსებული ავტომობილის - ,,შ-------ო-------’’ მიმაგრების თხოვნით მიმართა; 2. 25.04.2013 წლის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც ერთი მხრივ ს------–---------–--ის დ-------------ის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა და მეორე მხრივ ა-–---------- ქ-------მ დაადასტურეს, რომ ა-–---------- ქ-------მ ჩაიბარა დ-------------ის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა შ-------ო-------, სახ. #W------; 3. ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის 26.04.2013 წლის ბრძანება ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილის შ-------ო-------, სახ. #W------ #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილის - ა-–---------- ქ-------სთვის მიმაგრების შესახებ; და 4. 16.07.2015წ. გასაუბრების ოქმი და 26.06.2015 წლის ახსნა-განმარტება, სადაც ა-–---------- ქ-------მ განმარტა ავტომობილის გასაღების დირექტორის - ბ------ პ-------–---–-ს კაბინეტში გადაცემის შესახებ.

 

სააპელაციო პალატა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება თანამოპასუხეთა, ბ------ პ-------–---–-ს და ა-–---------- ქ-------ს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც უშუალო კავშირში იქნეობდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის დაზიანებასთან და დამდგარ ზიანთან.

 

პირველ რიგში სააპელაციო პალატა შენიშნავს, რომ 16.09.2013 წელს ს------–---------–--ის დ-------------ის ბალანსზე არსებული ავტომობილის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით უწყების შიდა მოკვლევა ჩატარებული არ ყოფილა, სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენით (იხ. ს.ფ. 18-21) კი მხოლოდ მძღოლის, გ---- კუჭაიძის პასუხისმგებლობის საკითხი განისაზღვრა.

 

მოსარჩელის მხრიდან სადავოდ არ ხდება ის გარემოება, რომ ა-–---------- ქაჩიბაიამ დ-------------ის #15 დაწესებულების დირექტორის, ბ------ პეტრიაშვილის მითითების საფუძველზე დასახელებული ავტომობილი გადასცა დროებით სარგებლობაში ამავე დაწესებულების თანამშრომელს გ---- კ-------ს. მოპასუხეთა ამ ქმედების მართლწინააღმდეგობა მოსარჩელის მტკიცებით, იმაში მდგომარეობს, რომ ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის თანხმობის გარეშე მოპასუხეებს უფლება არ ჰქონდათ აღნიშნული ავტომანქანა სხვა პირისთვის გადაეცათ სამართავად. პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარემ გარდა მისი ახსნა-განმარტებისა, ვერ მიუთითა დაწესებულებაში მოქმედ რაიმე რეგულაციაზე, რომელიც დაწესებულების დირექტორს დაწესებულების ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალების თანამშრომლისთვის დროებით მართვაში გადაცემას უკრძალავდა. მოსარჩელე მხარე ვერ უთითებს შესაბამისი დებულების რომელიმე ნორმაზე, რომელიც დარღვეულია ბ------ პ-------–---–-ს მხრიდან. უფრო მეტიც, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს, საქმეში მოსარჩელის მიერვე წარმოდგენილ საქართველოს სასჯელაღსრუელბის პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დ-------------ის თავმჯდომარის 2013 წლის 26 აპირლის #---- ბრძანების შინაარსზე, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტზე (იხ. ს.ფ. 16), რომლის თანახმადაც, #-- დაწესებულების დირექტორს დ-------------ის თავმდჯდომარემ მიანდო ამ კონკრეტული ავტომობილის ექსპლუატაციის უფლებამოსილება. ავტომობილის ექსპლუატაციის ცნება საკმაოდ ფართო შინაარსისაა და იგი დაწესებულების საქმიანობის კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე დაწესებულების დირექტორის მიხედულების მიხედვით რომელიმე თანამშრომმლისათვის ამ ავტომობილის დროებითი მართვაში გადაცემის უფლებამოსილებასაც მოიაზრებს. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე ამკრძალავი ნორმა, რომ დაწესებულების დირექტორმა მხოლოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით უნდა გადასცეს დაწესებულების თანამშრომელს დროებით მართვაში ავტომობილი, პალატა მიიჩნევს, რომ მართლწინააღმდეგობა და დარღვევა კონკრეტულ შემთხვევაში დირექტორის მხრიდან არ იკვეთება.

 

თავად მოსარჩელე მხარე მიუთითებს (იხ. ტ.1, ს.ფ. 365-369), რომ ა-–---------- ქ-------მ დირექტორის ბ------ ბეტრიაშვილის მითითების საფუძველზე გადასცა ავტომობილი გ---- კ-------ს. საკითხის სწორი შეფასებისათვის მნიშნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინება, რომ გ---- კ------- წარმოადგენდა იმავე #---ე დაწესებულების თანამშრომელს და არა გარეშე პირს. ამასთან საგულისხმოა, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ გოჩა კუჭაიძისათვის ავტომობილის გასაღების გადაცემის მომენტში გ---- კ------- იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. ის ფაქტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას გ---- კ-------ს აღმოაჩნდა ალკოჰოლური თრობა, აღნიშნული არ შეიძლება მიჩნეული იქნეს საკმარის საფუძლად იმ დასკვნის გასაკეთბლად, რომ იგი ნასვამ მდომარეობაში იმყოფებოდა, ასევე მოპასუხეთა მიერ ავტომობილის მისთვის გადაცემის მომენტშიც. ამისათვის მოსარჩელეს ესაჭიროებოდა დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენა, რაც მისი მხრიდან არ განხორციელებულა. ამდენად იმ პირობებში, როდესაც უდავოა რომ პირი ვისაც ავტომობილი დროებით მართვაში გადასცეს მოპასუხეებმა წარმოადენს თავად #15 დაწესებულების თანამშრომელს და ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ არ დადასტურდა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---- კ------- მისთვის ავტომობილის მფლობელობაში გადაცემის მომენტში იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხეთა ქმედება არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, მით უფრო, რომ ბ------ პ-------–---–ი, როგორც #-- დაწესებულების დირექტორი აღჭურვილი იყო გადაცემული ავტომობილის ექსპლუატაციის უფლებამოსილებით.

 

სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას შეაჩერებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის 26.04.2013 წლის ბრძანების, რომლითაც დ-------------ის თავმჯდომარემ დ-------------ის ბალანსზე რიცხული ავტომობილის შ-------ო-------, სახ. #W------ #-- დაწესებულების დირექტორის მოადგილის - ა-–---------- ქ-------სთვის დამაგრების შესახებ ბრძანა და რომელიც თავისი სამართლებრივი ბუნებით ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს, ა-–---------- ქ-------სთვის გაცნობის ფაქტი არ დასტურდება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ პუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

ამავე კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მხარისათვის კანონით დადგენილი წესით გაცნობისთანავე ან გამოქვეყნების დღეს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, დაინტერესებული მხარისათვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ოფიციალური გაცნობა ნიშნავს მისთვის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გადაცემას ან ფოსტის მეშვეობით გაგზავნას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით არ დასტურდება ა-–---------- ქ-------სთვის ს------–---------–--ის დ-------------ის თავმჯდომარის 26.04.2013 წლის ბრძანების გაცნობის ფაქტი, ამასთან მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის უშუალოდ მისთვის ავტომობილის დამაგრებას და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ მიუთითებს დაწესებულებაში არსებულ პრაქტიკაზე, ხელმძღვანელობის მხრიდან სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას თანამშრომლების მიერ ავტომობილით სარგებლობის შესახებ (იხ. შესაგებელი ტ.1.ს.ფ. 62).

 

4.1.3. ამგვარად, ის ფაქტობრივი გარემოება, რასაც მოსარჩელე უთითებს თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად, კერძოდ ის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ა-–---------- ქ-------მ #15 დაწესებულების დირექტორის - ბორის პეტრიაშვილის მითითებით, სამსახურებრივი ავტომობილი დროებით მართვაში გადასცა ამავე დაწესებულების თანამშრომელს გ---- კ-------ს (რომელმაც მოახდინა ავტოსაგზაო შემთხვევა), პალატის მოსაზრებით, არ წარმოშობს თანამოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების შესახებ პასუხისმგებლობის დაკისრების საკმარის ფაქოტბრივ საფუძველს და შესაბამისად სკ-ის 992-ე მუხლის კვალიფიკაციის წინაპირობებს, ვინაიდან კონკრეტულ შემთხვევაში არ გამოიკვეთა თანამოპასუხეთა, ბ------ პ-------–---–-ს და ა-–---------- ქ-------ს მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომელიც უშუალო კავშირში იქნეობდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის დაზიანებასთან და დამდგარ ზიანთან. მოსარჩელის ის არგუმენტი (იხ. ტ. 1, ს.ფ. 369), რომ ვინაიდან გ---- კ-------ს თვითნებურად არ მიუთვისებია ეს ავტომობილი, არამედ მოპასუხეებმა გადაცეს მართვაში და ამიტომ მათ უნდა აგონ პასუხი ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული ზიანისათვის, პალატის მოსაზრებით დაუსაბუთებელია, რამდენადაც ბ------ პ-------–---–- 2013 წლის 26 აპირლის #---- ბრძანების შინაარსიდან გამომდინარე, კერძოდ ბრძანების მე-2 პუნქტის დანაწესიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც ის უფლებამოსილი იყო ავტომობილის ექსპლუატაციაზე და იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს რაიმე ამკრძალავი ნორმა, რომ დაწესებულების დირექტორმა მხოლოდ დეპარტამენტის თავმჯდომარის თანხმობით უნდა გადასცეს დაწესებულების თანამშრომელს დროებით მართვაში ავტომობილი, პალატა ასკვნის, რომ მართლწინააღმდეგობა და დარღვევა კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხეთა მხრიდან არ იკვეთება. აღნიშნული კი საფუძველს აცლის ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის სარჩელს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.

 

6. საპროცესო ხარჯები

6.1. აპელანტი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–-----------–---------------------------–--–------–-------–-–-------------–---------–-------–--- - ს--–---–--------------–------------------ს (ს----------–-----------–---------–----------------–-----------------ს უფლებამონაცვლე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

სხდომის თავმჯდომარე: /ვანო წიკლაური /

 

მოსამართლეები: /ნათია გუჯაბიძე /

 

/გოდერძი გიორგიშვილი /