განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002831157
№1/ბ-362-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - თეონა ქიმერიძე
პროკურორის - გ------- ხ----ის
ადვოკატის - ი-----–ი შ-----–-ას მონაწილეობით
გამართლებულის - ლ---- დ------–-ას მონაწილეობის გარეშე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ---- ბ---------ის ძე დ------–-ას მიმართ, დაბადებული: 16-------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქუთაისი, პ-–----–--------------.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლ---- დ------–-ას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 20 ნოემბერს მობილური ტელეფონის საშუალებით ლ---- დ------–-ა სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ნ--- კ--–--ეს. დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2018 წლის 08 ნოემბერს დაახლოებით 2200 საათზე, ქუთაისში, ც----–---------------ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში, ლ---- დ------–-ამ მეუღლეს ნ--- კ--–--ეს ფეხი დაარტყა ზურგის არეში და ასევე, ხელი დაარტყა რამდენჯერმე სახის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2015 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ლ---- დ------–-ა მეუღლეს ნ--- კ--–--ეს სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის ოქტომბრის თვეში ქუთაისში, ც----–---------------ში მდებარე თავისსავე საცხოვრებელ სახლში ლ---- დ------–-ამ მეუღლეს ხელი მოუჭირა ყელის არეში. დაზარალებულმა ძალადობის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით ლ---- დ------–-ა ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა ბრალდების ყველა ეპიზოდში:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლ---- დ------–-ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არსებითად არის დარღვეული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნები.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე დაცვის მხარემ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვეს.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, პროკურორ გ------- ხ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.
– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ლ---- დ------–-ას ინტერესების დამცველ ადვოკატს - ი-----–ი შ-----–-ას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
გამართლებულ ლ---- დ------–-ას ახლო ნათესავებმა მოწმეებმა ნონა ჯ-------მ და ბ--------- დ------–-ამ, ასევე დაზარალებულმა ნ--- კ--–--ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
პალატას ლ---- დ------–-ას მიერ ოჯახური ძალადობის და სიცოცხლის მოსპობის მუქარის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში პალატის აზრით ლ---- დ------–-ას მიერ, მეუღლის - ნ--- კ--–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, ასევე სიცოცხლის მოსპობის მუქარის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა და რეალურად აღიქვა თუ არა სხეულის დაზიანებისა და ქონების განადგურების მუქარა ვინაიდან - ნ--- კ--–--ემ არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.
ლ---- დ------–-ას წინააღმდეგ ასევე ჩვენებები არ მისცეს მამამ - ბ---------ი დ------–-ამ და დედამ - ნ---- ჯ-------მ, რომლებიც პირდაპირი მოწმეები არიან.
მართალია საქმეში არსებობს სხვა წერილობითი მტკიცებულებებიც, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს ვინაიდან არც ერთი მათგანი არ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას.
რაც შეეხება ბრალდებულ ლ---- დ------–-ას მიმართ წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მუქარისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა, ვლინდება ამ მუხლის დისპოზიციაში, სადაც მითითებულია, რომ ამ დანაშაულად მიჩნეულია სიცოცხლის მოსპობის, ან ჯანმრთელობის დაზიანების, ანდა ქონების განადგურების მუქარა, რა დროსაც, იმას ვისაც ემუქრებიან უნდა გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მუქარის შემადგენლობისათვის აუცილებელია, არა ზოგადი ხასიათის მოქმედების განხორციელების გამომჟღავნება, არამედ, ამ შემთხვევაში მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს უნდა ემუქრებოდეს კონკრეტული ძალადობის ჩადენით, რაც იმას ნიშნავს, რომ მუქარა აუცილებლად უნდა იყოს დაკონკრეტებული და გამოიხატებოდეს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურების მუქარაში.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში ლ.დ------–-ას მიერ ნ--- კ--–--ის მიმართ მუქარის განხორციელების ფაქტი წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილი და დადასტურებული ვერ იქნა. ხოლო, რაც შეეხება მოწმეებს ნონა ჯ-------ს და ბ--------- დ------–-ას, ასევე დაზარალებულ ნ--- კ--–--ეს, მათი მხრიდან გამოყენებულ იქნა მათთვის კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს ახლო ნათესავის წინააღმდეგ, რაც, ერთობლიობაში ვერ ადგენს ლ---- დ------–-ას მხრიდან ქონდა თუ არ ადგილი დაზარალებულ ნ--- კ--–--ის მიმართ, რაიმე სახის ფიზიკურ შეურაცყოფას ან მუქარას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------- ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი ლ---- დ------–-ას მიმართ დარჩეს უცვლელად:
ლ---- დ------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 20 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- დ------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 8 ნოემბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- დ------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2015 წლის მარტის თვიდან 2018 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- დ------–-ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ოქტომბრის თვის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.
ლ---- დ------–-ას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
გამართლებულ ლ---- დ------–-ას განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.
საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: საგამოძიებო ექსპერიმენტისას გადაღებული ფოტოსურათები, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე