განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №330210018002328248
საქმე №2ბ/539-19
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 აგვისტო, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - მიხეილ გოგიშვილი
სხდომის მდივანი - ნატო გოგიშვილი
აპელანტი - შპს ,,პ------- კ--ი“
წარმომადგენ--–- - დ----- ქ--–---–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ--------- ჩ-----–---ი, ფ---- ბ-----–---–ი, გ------- გ--–--ე
წარმომადგენლები - მეგი ჯღარკავა
მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,ე--------პ-----ჯ--------"
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მ--------- ჩ-----–---ის, ფ---- ბ-----–---–ის და გ------- გ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე შპს „პ------- კ--ს“ მოსარჩელე მ--------- ჩ-----–---ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 4 500 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს „პ------- კ--ს“ მოსარჩელე ფ---- ბ-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით. მოპასუხე შპს „პ------- კ--ს“ მოსარჩელე გ------- გ--–--ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2 500 ლარის ოდენობით. მ--------- ჩ-----–---ის, ფ---- ბ-----–---–ის და გ------- გ--–--ის სარჩელი მოპასუხე სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. მსხვილფეხა პირუტყვი №0------- და №0- 6---- საყურე ნიშნებით რეგისტრირებულია მ--------- ჩ-----–---ის სახელზე, მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია გ------- გ--–--ის სახელზე, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია ფ---- ბ-----–---–ის სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ცნობა (ს.ფ. 19)
2.2. 2014 წლის 20 ოქტომბერს 18:18 საათზე ქ. თბილისში, დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე ნ--–- კ----–---ის მიერ გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. მისი განმარტებით, გაწყდა აღნიშნულ მისამართზე მდებარე მაღალი ძაბვის დენის სადენები, რომლებიც დაეცა საძოვარზე მყოფ ოთხ ძროხას. აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაიღუპა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით - №0-------, №0- 6----, №0- 6---- და №0- 6----.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - შეტყობინება, ოქმი, ფოტოსურათები, გამოკითხვის ოქმი, აქტი (ს.ფ. 20-21; 27-30; 31-37; 92)
2.3. მ--------- ჩ-----–---ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნომრით - №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო №0- 6---- საყურე ნიშნის მქონე მსხვილფეხა პირუტყვის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს. გ------- გ--–--ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის, საყურე ნიშნით №0- 6----, საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს, ხოლო ფ---- ბ-----–---–ის სახელზე რეგისტრირებული მსხვილფეხა პირუტყვის, საყურე ნიშნით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 24-25)
2.4. ქ. თბილისში, დ---ი ლ--–ოს ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ------- კ--ის’’ სახელზე.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას - ამონაწერები, ინფორმაცია გადასახადის შესახებ (ს.ფ. 41-42; 86-91; 202-213)
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისში, დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მაღალი ძაბვის დენის სადენის დაცემის შედეგად დაიღუპა ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი, რომლებიც წარმოადგე---ა მოსარჩელეთა საკუთრებას და აღნიშნულის შედეგად მ--------- ჩ-----–---ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 4 500 ლარს, გ------- გ--–--ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს, ხოლო ფ---- ბ-----–---–ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს.
დადგენილია, რომ მსხვილფეხა პირუტყვი №0------- და №0- 6---- საყურე ნიშნებით რეგისტრირებულია მ--------- ჩ-----–---ის სახელზე, მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია გ------- გ--–--ის სახელზე, ხოლო პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია ფ---- ბ-----–---–ის სახელზე. უდავოა 2014 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი შემთხვევის შედეგად მოსარჩელეთა კუთვნილი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვის ფაქტი. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის თანახმად, მურათზ ჩ-----–---ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნომრით №0------- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 000 ლარს, ხოლო №0- 6---- საყურე ნიშნის მქონე მსხვილფეხა პირუტყვის საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს. გ------- გ--–--ის საკუთრებაში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნიშნით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს, ხოლო ფ---- ბ-----–---–ის სახელზე რეგისტრირებული მსხვილფეხა პირუტყვის საყურე ნიშნით №0- 6---- საბაზრო ღირებულება შეადგენს 2 500 ლარს.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა მოპასუხეთა მიერ არსებითად სადავო არ გამხდარა. თითოეული მათგანი მიუთითებს, რომ ისინი არ წარმოადგენენ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებს, თუმცა უშუალოდ მოსარჩელეთა მიერ მოთხოვნილი ზიანის ოდენობა მათ მიერ არსებითად სადავო არ გამხდარა. სს "ე--------პ---- ჯ--------" სადავოდ ხდ---ა, რომ მოსარჩელეები ვერ ადასტურებენ რა სახის ზიანზეა საუბარი, რას გულისხმობენ აღნიშნულში და ა.შ. თუმცა მისი განმარტებით, მას არ შეიძლება რამე კავშირი ჰქონდეს დამდგარ შედეგთან, რადგან გაწყვეტილი ელ.ხაზი მის საკუთრებას არ წარმოადგენს. შესაბამისად, წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის გაზიარების შედეგად, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისში, დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე საჰაერო - საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების/გაწყვეტის და მისი დაცემის შედეგად ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვის შედეგად მ--------- ჩ-----–---ისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 4 500 ლარს, გ------- გ--–--ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს, ხოლო ფ---- ბ-----–---–ისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2 500 ლარს.
2.6. 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისში, დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გამოწვეულია შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამომავალი 6 კვტ საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემით.
საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,აფფირმანტი, ნონ ლეგატი, ინცუმბიტ პ----ბატიო’’.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პ----ცესში იგულისხმება პ----ცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პ----ცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).
სასარჩელო მოთხოვნა ემყარება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აუცილებელია სახეზე გვქონდეს ნორმის დამფუძნებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლ--–ი ელემენტების ერთობლიობა.
სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო პ----ცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპ----ცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის მე-4 მუხლიდან, ასევე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლიდან, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპ----ცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. (იხ. სუსგ, საქმე №ას-100--964-2016).
ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი სადავო გარემოება იყო წარმოდგენილ სარჩელზე პასუხისმგებელი პირის, ან პირთა წრის განსაზღვრა. ორივე მოპასუხე მიუთითებს მათი პასუხიმგებლობის გამომრიცხველ გარემოებებზე და მიყენებულ ზიანის ანაზღაურებასთან მიზეზობრივი კავშირის არ არსებობაზე.
უდავოა, რომ ქ. თბილისში, დ---ი ლ--–ოს ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ------- კ--ის’’ სახელზე. წარმოდგენილია შპს ,,პ------- კ--ის’’ 2015 წლის 26 ნოემბრის ცნობა (ს.ფ. 169), რომლის თანახმადაც, თ-------------ს ქვესადგურის 6 კვ. სალტებზე მიერთებულ და შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებულ №17 ფიდერის და მისი განშტოებების №19, 20, 21, 22, 23, 24, 25 და 26 ჩართვა-გამორთვაზე და შეკეთებაში ჩვენებაზე პასუხისმგებელ პირად, რომელსაც აქვს სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ ქვემო ქართლის დისპეჩერთან მოლაპარაკების უფლება, დანიშნულია გ------- თ---–---–ი. აღნიშნული ცნობით, თავად შპს ,,პ------- კ--ი’’ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის საკუთრებაშია №17 ფიდერი და მისი განშტოებებიც, მათ შორის ფიდერი №21.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მართალია აღნიშნული ცნობით გ------- თ---–---–ი დანიშნულია შესაბამის უფლებამოსილ პირად და ეს ცნობა გაცემულია 2015 წლის 26 ნოემბერს, მაგრამ აღნიშნული არ ადასტურებს შპს "პ------- კ--ის" განმარტებას, რომ ამ პერიოდამდე გ------- თ---–---–ი არ იყო უფლებამოსილი პირი, მათ შორის, შემთხვევის დღეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ რაიმე დამადასტურებელი, ვინ იყო მანამდე შესაბამისი უფლებამოსილი პირი, მას არ წარმოუდგენია და არც სარწმუნოდ არ მიუთითებია აღნიშნულზე სასამართლოსათვის, ხოლო საქმეში არსებული სხვა დოკუმენტებით (ოპერატიული ჟურნალი ს.ფ. 143-164) დასტურდება, რომ შესაბამისი ინფორმაცია სწორედ გ------- თ---–---–ს მიეწოდებოდა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა წარმოდგენილ ამონაწერებზე ოპერატიული ჟურნალიდან (ს.ფ. 143-164). აღნიშნულ ოპერატიულ ჟურნალში (ს.ფ. 149) მითითებულ თარიღში მომხდარი მოვლენები აღწერილია შემდეგნაირად: 18:00 საათზე ,,თ------------- - ლ-----ეს ი. გ------–---–ის მოთხ. გამოგვართვევინეს ფ№2 და ფ №21. ხაზია გაწყვეტილი, რომელი ფიდერია გასარკვევია. ორივე ფიდერი შეკეთებაშია. გ. თ---–---–თან შეთანხმებულია’’; 18:40 საათზე არსებული ინფორმაცია მითითებულია შემდეგნაირად: ,,თ------------- ლ-----ეს ჩაართვევინეს ფ №2. თ. გ------–---–ის ინფორმაციით ხაზი გაწყვეტილია ფ №21-ზე. დაიხოცა ძროხები (ორი). ფ №21 შეკეთებაშია. ფ ეკუთვნის ,,პ------- კ--ის ფირმას’’; ს.ფ. 158-ზე მითითებულ ინფორმაციაში კი ასახულია, რომ "10.08. თ-------------ს მორიგე კერვალიძემ მაცნობა, რომ ფ. 21 დამიწებულია.. გაწყვეტილი ხაზების აღდგენა.." 11:32 საათისათვის არსებული ინფორმაციით კი (ს.ფ. 159), მითითებულია რომ, გამოირთო ფიდერი №2, ვინაიდან იგი ხელს უშლიდა ფიდერი №21-ის მუშაობას. აღნიშნული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ------- თ---–---–ი წარმოადგენს შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებული შესაბამისი ფიდერის ჩართვა-გამორთვაზე და შეკეთების ჩაყენებაზე პასუხისმგებელ პირს (ს.ფ. 169-170). გარდა ამისა, აღნიშნული მტკიცებულებები ასევე ადასტურებენ, რომ სწორედ ფიდერი 21 იყო გამორთული, რამდენადაც დაზიანებული, გაწყვეტილი იყო სწორედ ამ ფიდერიდან გამომავალი 6 კვტ სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც თავის მხრივ წარმოადგე---ა სწორედ შპს "პ------- კ--ის" საკუთრებას.
სასამართლომ აღნიშნული ჩანაწერების გაანალიზების შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნია მოპასუხე შპს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ მითითება, რომლის თანახმადაც იგი აპელირებს მოპასუხე შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-ის დაზიანებაზე და მიუთითებს, რომ ფიდერი №2-ის გამორთვა გამოიწვია ფიდერი №21-ის დაზიანებამ და იქედან გამომავალმა შპს "პ------- კ--ის" საკუთრებაში არსებულმა 6 კვტ სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემმა ხაზმა და მისი გამორთვა აუცილებელი გახდა ფიდერი №21-ის გამართული მუშაობისათვის, ფიდერი №2-ის მუშაობა აღდგა მალევე, ხოლო ფიდერი №21 საჭიროებდა შეკეთებას. აღნიშნულის საპირისპიროდ, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე შპს ,,პ------- კ--ის’’ მითითება იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს დაინტერესებული პირის - შპს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ მიერ შექმნილ დოკუმენტაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აღნიშნული ჩანაწერები გაკეთებულია მიმდინარე მოვლენების პარალელურად - 2014 წლის 20 ოქტომბერს და არა მოგვიანებით საქმის წარმოებისას და მოსარჩელეთა მიერ ზიანის მოთხოვნისას, რაც ქმნის ობიექტურ და გონივრულ შინაგან რწმენას წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების გაზიარებისათვის. ამასთან, საქმის მასალებში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება შპს ,,პ------- კ--ის’’ მითითება იმის თაობაზე, რომ მითითებულ თარიღში ფიდერი №21 გამართულად მუშაობდა და იგი არ დაზიანებულა.
სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ასევე იმ გარემოებაზეც, რომ შპს ,,ჯ--------ნ უ------- ე--- ფ------ის’’ მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს წარმოდგენილი ცნობის თანახმად (ს.ფ. 174), უფლებამოსილი პირის მიერ 18:00 საათზე დისპეჩერ ბ---–---–ის მოთხოვნით, გამოირთო ფიდერი №2 და ფიდერი №21 და ჩადგა შეკეთებაში, ხოლო 18:35 საათის მონაცემებით, დისპეჩერ ბ-----–---–ის მოთხოვნით ფიდერი №2 გამოვიდა შეკეთებიდან და ჩაირთო, ხოლო ფიდერი №21 დამიწდა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საპატრულო პოლიციიდან წარმოდგენილ ინფორმაციაზე, რომლის თანახმადაც, შეტყობინება ელექტრო გადამცემი ხაზის ჩამოვარდნის და პირუტყვის დაზიანების შესახებ საპატრულო პოლიციაში შესულია 2014 წლის 20 ოქტომბრის 18:18 საათზე (ს.ფ. 20), რაც თავისთავად უსაფუძვლოს ხდის მოპასუხის - სს "ე--------პ---- ჯ--------ს" მითითებას ელექტრო გადამცემი ხაზის დამიწების გამო მითითებული შემთხვევის დადგომის გამორიცხვის თაობაზე. უფრო მეტიც, აღნიშნულიდან გამომდინარე, დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი არსებობს სწორედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი ფიდერის გამორთვა და დამიწება მოხდა სწორედ შესაბამისი შემთხვევის დადგომის გამო, თან მის შემდეგ და არა პირიქით.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსით დადგენილი ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად, საფუძვლიანად მიიჩნია მომხდარზე პასუხისმგებელ პირად შპს ,,პ------- კ--ის“ მითითება. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდებოდა მოპასუხე შპს ,,პ------- კ--ის’’ მითითება იმის თაობაზე, რომ ადგილი, სადაც მოხდა შემთხვევა წარმოადგენს მისი და შპს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ ელექტრო გადამცემი ხაზების გადაკვეთის ადგილს. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესზე და განმარტავს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ შემთხვევა მომხდარია ნამდვილად ელექტრო გადამცემი ხაზების გადაკვეთის ადგილას და, რაც მთავარია, 2014 წლის მდგომარეობით სწორედ ასე იყო განლაგებული ხაზობრივი ნაგებობები. მხოლოდ მოპასუხის განმარტება კი აღნიშნულის დასადასტურებლად ჯეროვან მტკიცებულებად ვერ განიხილება. ამასთან, სათანადო მტკიცებულებად ვარ განიხილება წარმოდგენილი ფაქტების კონსტატაციის მასალები (ს.ფ.175-177), ვინაიდან, აღნიშნულით არ დასტურდება მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისში, დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გამოწვეულია შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-იდან გამომავალი 6 კვტ. სიმლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების/გაწყვეტის შედეგად.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.7. სასამართლომ მიუთითა, ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტზე რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პ----ცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პ----ცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.
სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.
საქმეებზე - ,,დევიერი ბელგიის წინააღმდეგ’’ და ,,დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.
2.8. სასამართლომ მიუთითა, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი (მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა). მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პ----ცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდ---რების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით. მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით, სასამართლომ ასევე განმარტა, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება არამართლზომიერი მოქმედებაა. მართლზომიერი ქმედება კი, არა მარტო სამართლის ნორმათა მოთხოვნების დაცვას გულისხმობს, არამედ ზოგად მოვალეობას, რომ პირმა თავისი ქმედება/ურთიერთობა ადამიანებისა და საგნების მიმართ ისე წარმართოს, რომ არავინ და არაფერი დააზიანოს. ამდენად, თუ მოქმედება არღვევს საგანგებოდ დაცულ უფლებებს (სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების, პირად უფლებებს), მართლწინააღმდეგობა იმთავითვე ვლინდება (იხ. სუსგ საქმე №ას-1295-1215-2017).
ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა ბრალი კი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ამასთან, ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).
ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან თუ გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებსა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის გაზის, წყლის ან ნავთობპ----დუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით.
ამდენად, პასუხისმგებლობა ნივთიდან გამომდინარე მომეტებული საფრთხით გამოწვეული ზიანისათვის ყოველთვის დგება ბრალის მიუხედავად. უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-1000 მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ ზიანის მიყენების წყაროა მომეტებული საფრთხის შემცველი მოწყობილობა ან საგანი, რომლის მფლობელი ვალდებულია, აანაზღაუროს ამგვარ ობიექტსა თუ მოქმედებასთან დაკავშირებული ზიანი. მომეტებულ საფრთხეში იგულისხმება ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელება შეიცავს ზიანის მიყენების აშკარა შესაძლებლობას და რომლის კონტროლირებაც აღემატება ადამიანის შესაძლებლობებს (სუსგ, №ას-1287-1208-2015, 26.02.2016).
სასამართლომ მიუთითა, რომ ნებისმიერი ნაგებობა, რომელშიც ხდება ელექტროენერგიის წარმოება ან ამ ენერგიის მიწოდება, წარმოადგენს მომეტებული საფრთხის წყაროს, ვინაიდან ასეთი ობიექტების გამოყენება სრულად არ ექვემდებარება ადამიანის კონტროლს მათი მახასიათებელი თვისებებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ამასთან, უდავოა, რომ ზიანი მიყენებულია სწორედ მოპასუხე შპს "პ------- კ--ის" საკუთრებაში არსებული 6 კვტ საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემის შედეგად. აღნიშნული შემთხვევის შედეგად კი დაიღუპა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა ცხოველი №0-------, №0- 6----, №0- 6---- და №0- 6---- საყურე ნიშნებით. ასევე დადგენილია აღნიშნული ქმედების შედეგად მოსარჩელეთათვის მიყენებული ზიანის ოდენობა და ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს ,,პ------- კ--ი’’ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. კერძოდ, დადგენილია, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ქ. თბილისში, დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა გამოწვეულია შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამომავალი 6 კვტ სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემით. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელის ვალდებულებაა ბრალის მიუხედავად აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხე შპს ,,პ------- კ--ის’’ მიმართ დგინდება დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა, რაც განაპირობებს მის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს მოპასუხე შპს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმის მასალებით არ დადასტურდა დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, უპირველესად, რომ შესაბამისი ქმდება გამოწვეული იყო მის საკუთრებაში არსებული ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანებით.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს უდავოდ უნდა დაედგინა ფაქტი, რომ ფიდერი #2-დან გამომავალი ელექტროგადამცემი ხაზი ეკუთვნის სს „ე------- პ---- ჯ--------“-ს და დ--- ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე კვეთს შპს „პ------- კ--ი“-ს კუთვნილ ელექტროგადამცემ ხაზს.
სასამართლოს ასევე, უნდა დაედგინა 2014 წლის 20 ოქტომბერს თბილისში, დ---ი ლ--–ო, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე გაწყდა მაღალი ძაბვის დენის სადენები, რომლებიც დაეცა ოთხ ძროხას და დახოცა. მოსარჩელე ნ--–- კვიბლიანის გადმოცემით „გაწყდა მაღალი ძაბვის დენის სადენები. .. “ დაფიქსირებულია არა ერთი ელექტრო სადენის გაწყვეტა. ოპერატიულ ჟურნალშიც, რომელიც სასამართლოს შეფასებით ობიექტური შინაარსის მტკიცებულებაა, ჩაწერილია ინფორმაცია 22.10.2014 წლის 10:08 საათის მდგომარეობის ამსახველი სადაც, ასევე, საუბარია არაერთი-გაწყვეტილი სადენების აღდგენაზე.
სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოს ცხოველთა დახოცვის მიზეზი იყო შპს „პ------- კ--ის“ საკუთრებაში არსებული ფიდერი #21-დან გამომავალი ელექტროგადამცემი ხაზის დაცემა. იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი. ამ გარემოების დასასაბუთებლად სასამართლო საუბრობს მტკიცების ტვირთის სამართლიან განაწილების სტანდარტებზე და ეყრდნობა სანდოობის დაბალი ხარისხის სადავო მტკიცებულებას, როგორიც არის სს „ე------- პ---- ჯ--------ს“ წარმოებული „ოპერატიული ჟურნალი“. სასამართლოს დასკვნები სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებების ობიექტური და ყოველმხრივი ანალიზიდან და ემყარება მხოლოდ სუბიექტურ ვარაუდს.
3.2. აპელანტის მტკიცებით, განსახილველ საქმეში მთავარ დასადგენ გარემოებას წარმოადგენს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა -მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მოსარჩელე მხარეს დასახელებული ჰყავს ორი მოპასუხე; შპს „პ------- კ--ი“ და სს „ე------- პ---- ჯ--------“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების გათვალისწინებით მოპასუხეები ვერ იქნებიან სოლიდარული მოვალეები. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის სასამართლო ვალდებული იყო მკაფიოდ დაედგინა, რომელი მოპასუხის კუთვნილი ხაზის დაცემამ გამოიწვია ცხოველების დახოცვა. მიზეზობრივი კავშირის დადგენა შეუძლებელია ვარაუდის საფუძველზე. მტკიცებულებები უნდა იყოს პირდაპირი და ობიექტურად სანდო.
საქმის წარმოების პ----ცესში შპს „პ------- კ--ი“-მ წარმოადგინა ყველა მისთვის ობიექტურად ხელმისაწვდომი მტკიცებულება კანონით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში. მტკიცებულებებს შორის იყო: ა)ფაქტის კონსტატაციის შესახებ აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ორივე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზები იკვეთება სწორედ ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე. ამავე აქტით დაფიქსირებულია ფ№2-სთვის განკუთვნილი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი, რომელიც ამყარებს ვარაუდის საფუძველს, რომ ფ2-ის ელექტროგადამცემი ბოძის დაზიანებამ გამოიწვია ამავე ელ.ბოძზე დამაგრებული ხაზების გაწყვეტა და ცხოველებზე დაცემა. ბ)2015 წლიდან ქვემო ქართლის დისპეჩერთან ურთიერთობაში გ------- თ---–---–ის უფლებამოსილ პირად დანიშვნის შესახებ ცნობა, რომლითაც დგინდება, რომ გ------- თ---–---–ი 2014 წელს არ სარგებლობდა უფლებამოსილებით შპს „პ------- კ--ის“ სახელით ქვემო ქართლის დისპეჩერთან ურთიერთობაში. გ)2014 წლის პერიოდში შპს „პ------- კ--ის“ მიერ თანამშრომლებისათვის ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც დამატებით დგინდება, რომ გ------- თ---–---–ი არ წარმოადგე---ა შპს „პ------- კ--ის“ თანამშრომელს ან დაქირავებულ პირს და სხვა.
აპელანტი აღნიშნავს, რომ შპს,,პ------- კ--ი“-სთვის, როგორც ფ№21-დან გამომავალი ელექტროგადამცემი ხაზის მესაკუთრისათვის არავის უცნობებია 2014 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ფაქტის და მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის დაზიანების შესახებ. ასეთი ვალდებულება კი ჰქონდა სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“, ვინაიდან იგი ახორციელებდა ფ№21-დან გამომავალი ელხაზებით სარგებლობას, ხოლო, დაზიანების შემთხვევაში აღდგენაზე უფლებამოსილება გააჩნდა მესაკუთრეს. მოცემულ შემთხვევაში, შპს,,პ------- კ--ი“ არ იყო ინფორმირებული შემთხვევის შესახებ და არც აღდგენითი სამუშაოები უწარმოებია, ასევე, არ მიუღია მონაწილეობა ყველა ამ პ----ცესში შპს „პ------- კ--ის“ წარმომადგენელს.
აპელანტი განმარტავს, რომ იგი ობიექტურად ვერ წარმოადგე---ა პირდაპირ მტკიცებულებას, რომ მისი კუთვნილ ელექტროგადამცემი ხაზი არ დასცემია ცხოველებს და არ დაუხოცავს. იმ შემთხვევაში თუ ვერ დადგინდება ზუსტად ზიანზე პასუხისმგებელი პირი, შეუძლებელია სარჩელი დაკმაყოფილდეს ვარაუდის საფუძველზე. სასამართლომ თავისი დასკვნა ზიანზე შპს პ------- კ--ის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ დააფუძნა სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ წარმოებული „ოპერატიული ჟურნალის“ ჩანაწერებს დ. დაადგინა, რომ არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს ფიდერი #21 გამართულად მუშაობდა და არ დაზიანებულა.
აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ სასამართლო არ მსჯელობს გაცილებით ობიექტურ მტკიცებულებაზე №0618-0169286, სადაც ნათლად არის გადმოცემული ინფორმაცია, რომ ფ№2 ასევე იყო დაზიანებული და შეკეთდა, დეტალურად: ‘’შპს „ჯ--------ნ უ------- ე--- ფ------ი“ აცნობებს სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ 20 ოქტომბერი 2014 წელი 18.00-- დისპეჩერ ბ---–---–ის მოთხოვნით გამოვრთე ფ№2 და ფ№21 და ჩავაყენე შეკეთებაში.“ 18.35 დისპეჩერ ბ-----–---–ის მოთხოვნით ფ№2 გამოვიყვანე შეკეთებიდან და ჩავრთე, ხოლო ფ№21 დავამიწე. 22 ოქტომბერი 2014 წელი 11.30 დისპეჩერ ვ-------–---–ის მოთხოვნით გამოვრთე ფ№2 და ჩავაყენე შეკეთებაში დამიწებით. 12.25 ვ-------–---–ის მოთხოვნით ფ№2 და ფ.№21 გამოვიყვანე შეკეთებიდან და ჩავრთე.“ წარმოდგენილი მტკიცებულება მკაფიოდ ადასტურებს ფაქტს, რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს 18.00 საათზე გამოირთო და შეკეთებაში ჩადგა დაზიანებული ფ№2. 22 ოქტომბერს ასევე გამორთეს ფ№2 და ჩააყენეს შეკეთებაში დამიწებით. სასამართლოს ლოგიკის საწინააღმდეგოდ მითითებულ თარიღში არც სს „ე------- პ---- ჯ--------ს“ წარმოუდგენია მტკიცებულება მისი კუთვნილი ფ№2-ის გამართულად და დაუზიანებლად მუშაობის შესახებ.
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს,,პ------- კ--ი“ წლებია სამართლებრივად ედავება სს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით სარგებლობისათვის დაგროვილი დავალიანების გადახდას. (ეს ფაქტი არ უარყო სს „ე------- პ---- ჯ--------მაც“). არ გაითვალისწინა, რომ „ოპერატიული ჟურნალი“ წარმოებულია ცალმხრივად შპს ,,ე------- პ---- ჯ--------ს“ მიერ და მხარეებს შორის კონფლიქტური ვითარების ფონზე შესაძლებელია ჩანაწერები გაკეთებულიყო თავისთვის სასარგებლოდ. ოპერატიულ ჟურნალის ჩანაწერებისათვის სანდოობის მაღალი ხარისხის ლეგიტიმაციისათვის სასამართლო დაეყრდნო შპს,,პ------- კ--ის“ 2015 წლის 26 ნოემბრის ცნობას შპს ,,პ------- კ--ის“ კუთვნილი ელ.ხაზის ჩართვა-გამორთვაზე, შეკეთებაში ჩაყენებაზე და ქვემო ქართლის დისპეჩერთან მოლაპარაკების უფლებაზე პასუხისმგებელ პირად გ------- თ---–---–ის დანიშვნის შესახებ და დაასკვნა, რომ გ------- თ---–---–ი 2015 წლამდეც სარგებლობდა იგივე უფლებამოსილებით. სასამართლო უფრო შორს წავიდა და შპს,,პ------- კ--ს“ დააკისრა ტვირთი იმ მტკიცებულების წარმოსადგენად, რომ გ------- თ---–---–ი 2015 წლამდე არ სარგებლობდა სათანადო უფლებამოსილებებით. მიმაჩნია, რომ შპს,,პ------- კ--ის“ გაცემული ცნობა 2015 წლიდან გ------- თ---–---–ის უფლებამოსილ პირად დანიშვნის შესახებ და შპს „პ------- კ--ის“ მიერ 2014 წლის პერიოდში თანამშრომლებისათვის ხელფასის გაცემის შესახებ ინფორმაცია მკაფიოდ ადასტურებს, რომ გ------- თ---–---–ი 2015 წლამდე არ სარგებლობდა შპს,,პ------- კ--ის“ წარმომადგენლობის უფლებამოსილებით. შესაბამისად, სასამართლოს დასკვნა 2014 წელს გ------- თ---–---–ის უფლებამოსილების შესახებ დაუსაბუთებელია. იმის გათვალისწინებით, რომ შპს,,პ------- კ--ი“ წლებია სს,,ე------- პ---- ჯ--------ს“ ედავება დაგროვილი დავალიანების გადახდას, ხოლო „ოპერატიული ჟურნალი“ წარმოებულია ცალმხრივად სს,,ე------- პ---- ჯ--------ს“ მიმართ და შემთხვევის ირგვლივ პ----ცესში არ ყოფილა ჩართული შპს,,პ------- კ--ის“ წარმომადგენ--–-, სასამართლოს კრიტიკულად უნდა შეეფასებინა მტკიცებულება „ოპერატიული ჟურნალის“ ჩანაწერები და ერთობლიობაში შეეფასებინა სხვა მეტად ობიექტურ მტკიცებულებებთან ერთად, რაც მისცემდა საფუძველს საქმეზე მიეღო სწორი გადაწყვეტილება. მოცემულ საქმეზე დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა; რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს დაზიანდა მხოლოდ ფ№21 დან გამომავალი ელექტროგადამცემი ხაზი. რომ 2015 წლამდე გ------- თ---–---–ი წარმოადგე---ა შპს „პ------- კ--ს“ ქვემო ქართლის დისპეჩერებთან ურთიერთობაში. რომ შპს პ------- კ--ის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის დაცემამ გამოიწვია ცხოველების დახოცვა.
აპელანტის განმარტებით, არ არსებობს ობიექტური მტკიცებულება (მაგ. ექსპერტიზის დასკვნა) მიზეზობრივი კავშირის უტყუარად დასადგენად.
3.3. აპელანტის შეფასებით, სასამართლომ გამოიყენა სკ-ის 992-ე მუხლი, რომელსაც არ მისცა სწორი შეფასება დასადგენ ფაქტობრი გარემოებებთან დაკავშირებით. კერძოდ არ დაადგინა მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგს (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის. შედეგზე პასუხისმგებელი პირი დაადგინა ერთის მხრივ მტკიცების ტვირთის არასწორი განაწილების შედეგად, რომლითაც დაარღვია სსკ-ს 102-ე მუხლის მოთხოვნები და მეორეს მხრივ არასათანადო მტკიცებულებებზე და არაობიექტური შეფასების საფუძველზე, რომლითაც დაარღვია სსკ-ს 105-ე მუხლის მოთხოვნები.
3.4. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მოითხოვს გაუქმდეს თბილისის სქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება და შპს ,,პ------- კ--ის“ მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ შპს ,,პ------- კ--ის“ საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამავალი 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის დაცემამ გამოიწვია მოსარჩელეთა კუთვნილი ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა.
4.1.1. სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ შპს „პ------- კ--ის“ საკუთრებას წარმოადგენს ქ. თბილისში, დ---ი ლ--–ოს ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ------- კ--ის’’ სახელზე (იხ. ტ. І, ს.ფ. 41-42,86-91.202-213).
4.1.2. მსხვილფეხა პირუტყვი №0------- და №0- 6---- საყურე ნიშნებით რეგისტრირებულია მ--------- ჩ-----–---ის სახელზე, მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია გ------- გ--–--ის სახელზე, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია ფ---- ბ-----–---–ის სახელზე.
4.1.3. 2014 წლის 20 ოქტომბერს 18:18 საათზე ქ. თბილისში, დ---ი ლ--–ოში, ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს მდებარე ტერიტორიაზე გაწყდა მდებარე მაღალი ძაბვის დენის სადენები, რომლებიც დაეცა საძოვარზე მყოფ ოთხ ძროხას. აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაიღუპა მოსარჩელეთა საკუთრებაში არსებული ოთხი მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნებით - №0-------, №0- 6----, №0- 6---- და №0- 6---- (იხ. ტომი I, ს.ფ. 20-21; 27-30; 31-37; 92).
4.2. მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ შპს ,,პ------- კ--ი“, მოსარჩელეთა კუთვნილი საქონლის დაზიანებაზე პასუხისმგებელ პირს არ წარმოადგენს.
მოსარჩელეთა სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგე---ა მოპასუხეთათვის მ--------- ჩ-----–---ისათვის მიყენებული ზიანის 4 500 ლარის, გ------- გ--–--ისთვის მიყენებული ზიანის - 2 500 ლარის, ხოლო ფ---- ბ-----–---–ისთვის მიყენებული ზიანის - 2 500 ლარის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამავე კოდექსის 1000 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე ამ ნაგებობაში წარმოებული, მოთავსებული ან მიწოდებული ენერგიისაგან, ანდა ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ანდა მომწამვლელი ნივთიერებისაგან, მაშინ ამ ნაგებობის მფლობელი ვალდებულია, თუკი ამ საფრთხის პრაქტიკულ განხორციელებას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, სხეულის ან ჯანმრთელობის დაზიანება ანდა ნივთის დაზიანება, აუნაზღაუროს დაზარალებულს აქედან წარმოშობილი ზიანი. იგივე პასუხისმგებლობა გამოიყენება ხანძარსაშიში ან აფეთქებასაშიში, შხამიანი ან მომწამვლელი ნივთიერების მფლობელების მიმართ, როცა ამ ნივთიერებებიდან მომეტებული საფრთხე გამომდინარეობს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამა თუ იმ ნაგებობიდან ან ნივთიდან გამომდინარეობს მომეტებული საფრთხე სხვაგვარი საფუძვლით, ვიდრე ამ მუხლის პირველ ნაწილშია აღნიშნული, ნაგებობის ან ნივთის მფლობელი ვალდებულია ანალოგიურად აანაზღაუროს საფრთხის განხორციელების შედეგად წარმოშობილი ზიანი. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გამორიცხულია, თუ ზიანი გამოწვეულია დაუძლეველი ძალით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ზიანი გამოწვეულია ელექტროგადამცემი ხაზების ავარიით, ანდა ნავთობის, გაზის, წყლის ან ნავთობპ----დუქტების მიმწოდებელი მოწყობილობების დაზიანებით.
ამდენად, იმისთვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, სახეზე უნდა იყოს შესაბამისი პირობები. კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმებში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე #ას-72-72-2018).
საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო, მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
დადგენილია, რომ მსხვილფეხა პირუტყვი №0------- და №0- 6---- საყურე ნიშნებით რეგისტრირებულია მ--------- ჩ-----–---ის სახელზე, მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია გ------- გ--–--ის სახელზე, ხოლო მსხვილფეხა პირუტყვი საყურე ნიშნით №0- 6---- რეგისტრირებულია ფ---- ბ-----–---–ის სახელზე.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით არასწორად იქნა დადგენილი პასუხისმგებელი პირი მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ უდავოა, რომ ქ. თბილისში, დ---ი ლ--–ოს ტერიტორიაზე, 6 კვტ. საჰაერო-საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი, 400 კვა სიმძლავრის სატრანსფორმატორო ქვესადგური, ხაზობრივი ნაგებობის წერტილოვანი ობიექტი - 105, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია შპს ,,პ------- კ--ის’’ სახელზე. წარმოდგენილია შპს ,,პ------- კ--ის’’ 2015 წლის 26 ნოემბრის ცნობა, რომლის თანახმადაც, თ-------------ს ქვესადგურის 6 კვ. სალტებზე მიერთებულ და შპს ,,პ------- კ--ის’’ საკუთრებაში არსებულ №17 ფიდერის და მისი განშტოებების №19, 20, 21, 22, 23, 24, 25 და 26 ჩართვა-გამორთვაზე და შეკეთებაში ჩვენებაზე პასუხისმგებელ პირად, რომელსაც აქვს სს ,,ე--------პ---- ჯ--------ს’’ ქვემო ქართლის დისპეჩერთან მოლაპარაკების უფლება, დანიშნულია გ------- თ---–---–ი. აღნიშნული ცნობით, თავად შპს ,,პ------- კ--ი’’ ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მის საკუთრებაშია №17 ფიდერი და მისი განშტოებებიც, მათ შორის ფიდერი №21. შპს ,,პ------- კ--ს“ იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუ ვინ იყო მანამდე შესაბამისი უფლებამოსილი პირი, მას არ წარმოუდგენია, ამასთან აღნიშნული არც საქმეში წარმოდგენილი სხვა დოკუმენტებით დასტურდება.
შპს ,,ჯ--------ნ უ------- ე--- ფ------ის’’ მიერ 2018 წლის 16 ნოემბერს წარმოდგენილი ცნობაში მითითებულია, რომ უფლებამოსილი პირის მიერ 18:00 საათზე დისპეჩერ ბ---–---–ის მოთხოვნით, გამოირთო ფიდერი №2 და ფიდერი №21 და ჩადგა შეკეთებაში, ხოლო 18:35 საათის მონაცემებით, დისპეჩერ ბ-----–---–ის მოთხოვნით ფიდერი №2 გამოვიდა შეკეთებიდან და ჩაირთო, ხოლო ფიდერი №21 დამიწდა (იხ. ტომი I, ს.ფ. 174).
ასევე, საპატრულო პოლიციიდან წარმოდგენილი ინფორმაციის, შესაბამისად, შეტყობინება ელექტრო გადამცემი ხაზის ჩამოვარდნის და პირუტყვის დაზიანების შესახებ საპატრულო პოლიციაში შესულია 2014 წლის 20 ოქტომბრის 18:18 საათზე. აღნიშნულიდან გამომდინარე პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ დასაბუთებული და გონივრული ვარაუდი არსებობს სწორედ იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ შესაბამისი ფიდერის გამორთვა და დამიწება მოხდა სწორედ შესაბამისი შემთხვევის დადგომის გამო, მის შემდეგ და არა პირიქით.
ამდენად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მიყენებული ზიანის დადასტურების მიზნით, მოსარჩელემ მის მტკიცების საგანში შემავალი ყველა ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა, ხოლო მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ვერც მისი ბრალის გამომრიცხველი გარემოებების დადასტურება და ვერც ზიანის ოდენობის გამაქარწყლებელი მტკიცებულების წარმოდგენა. სასამართლო შპს ,,პ------- კ--ის“ საკუთრებაში არსებული ფიდერი №21-დან გამავალი 6 კვტ. სიმძლავრის საჰაერო-საკაბელო ელექტროგდამცემი ხაზის დაზიანება/გაწყვეტასა და მოსარჩელეთა ქონებისათვის ზიანის მიყენებას (ოთხი მსხვილფეხა პირუტყვის დაღუპვა) შორის მიზეზშედეგობრიობას დადასტურებულად მიიჩნევს.
მოქმედი სამოქალაქო საპ----ცესო კანონმდებლობის თანახმად სასამართლო არ ადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას. ყოველ სამოქალაქო საქმეზე საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დგინდება მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილების საფუძველზე, შეჯიბრობითობის პირობებში, იმის გათვალისწინებით, თუ რომელი მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იძლევა უფრო სარწმუნო ინფორმაციას სადაო ფაქტებთან დაკავშირებით. აპელანტის მიერ მითითებული ფაქტის კონსტატაციის შესახებ აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ორივე მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზები იკვეთება სწორედ ი--------–----ის ქარხნის უკანა მხარეს არსებულ ტერიტორიაზე; ამავე აქტით დაფიქსირებული ფ№2 სთვის განკუთვნილი დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის ბოძი; 2014 წლის პერიოდში შპს „პ------- კ--ის“ მიერ თანამშრომლებისათვის ხელფასის გაცემის შესახებ ცნობა არ იძლევა იმ მტკიცებულებებით მიღებულ ინფორმაციის გამომრიცხავ ცნობებს, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება.
რწმენა, რომელსაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება ჩამოყალიბებულია მტკიცებულებების სრული, ყოველმხრივი და ობიექტური განხილვით და არ არსებობს მასში ეჭვის შეტანის საფუძველი.
მხარეთა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით, სასამართლო შეზღუდულია მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებითა და მათ მიერ მითითებული მტკიცებულებებით. სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით. მტკიცების ნაკლი კი სამართალწარმოებაში მხარისათვის არასასურველ შედეგს იწვევს. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი არ კმაყოფილდება იმ მტკიცების ნაკლის გამო, რომელიც მან ვერ გასწია.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პ----ცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, ამდენად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპ----ცესო ხარჯები
აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპ----ცესო კოდექსის 377-ე, 386-ე, 393-ე, 394-ე,390-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს ,,პ------- კ--ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილება.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მიხეილ გოგიშვილი