განაჩენი

სისხლის სამართლის 22.08.2019
საქმის ნომერი
010100119003004588
ინსტანცია
თარიღი
22.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100119003004588

№1/ბ-517-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

15 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ---- ა-------–ის ძე პ--––ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, დაუოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული მისამართზე: რუსეთის ფედერაცია, ქ.სანქტ პეტერბურგი, პუკოვსკაიას ქუჩა N---------------------------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, დ---------------–--------------

აღწერილობით ნაწილი:

წარდგენილი ბრალდების მიხედვით დ---- პ--––მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2019 წლის 16 აპრილს, ღამის საათებში, დ---- პ--––მა თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - მ----- ა-–--------ას, რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, ხელების სახის არეში დარტყმებით და ხელის მარჯვენა ხელზე მოჭერით, მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 05 ივნისის განაჩენით დ---- პ--––ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ას ოცი) საათის ოდენობით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის შესაბამისად, შეუმსუბუქდა და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით.

სააპელაციო საჩივრის არსი:

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----- ც-–--–--ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.

დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.

სამოტივაციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ დ---- პ--––ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ მ----- ა-–--------ას ჩვენებით, მოწმეების - ს---–------------------------–------–----------------------–----–---–---------------–---------------------–-–------------–--–--------–------------–-----–----------–-------------------–--------------–-----------------------------------–----------------–-----------–-–------------–--–--------–-----------–----------–---------------------------- და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.

ამდენად, მსჯავრდებულ დ---- პ--––ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

მსჯავრდებულ დ---- პ--––ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - პ----- ც-–--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 05 ივნისის განაჩენი დ---- პ--––ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

დ---- პ--––ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით, რაც სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ორდღიანი ვადის - 2019 წლის 16 აპრილიდან 2019 წლის 18 აპრილამდე პერიოდის გათვალისწინებით - შეუმსუბუქდეს და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 110 (ას ათი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.

დ---- პ--––ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით გადახდილი თანხა - 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის შემტანს, იულია დუმბაძეს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე