განაჩენი

სისხლის სამართლის 26.08.2019
საქმის ნომერი
080100118002734423
ინსტანცია
თარიღი
26.08.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100118002734423

№1/ბ-510-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

14 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე

სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე

პროკურორის - გ------ი ხ----ის

ადვოკატის - დ----- ბ------ის მონაწილეობით

გამართლებულის - ჯ--–---ი კ---------–--ის მონაწილეობის გარეშე

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ჯ--–---ი მ-----ას ძე კ---------–--ის მიმართ, დაბადებული:0--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ქ. ქუთაისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N7---.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ჯ--–---ი კ---------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის ივლისის თვეში ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი---- გ--------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ--–--- კ---------–--ემ, კერძოდ, დაზიანება მიაყენა ცხვირის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის ივნისის თვეში ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი---- გ--------ეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ--–--- კ---------–--ემ, კერძოდ, დაზიანება მიაყენა ხელის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის 18 ოქტომბერს, დაახლოებით 1400 საათზე ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირი N--ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ი---- გ--------ეს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ ჯ--–--- კ---------–--ემ - მოქაჩა თმებში, ხელი კრა მკერდის არეში, ასევე ფეხი დაარტყა ფეხის არეში. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენით ჯ--–--- კ---------–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2018 წლის ივლისის ეპიზოდი), სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) და სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით - (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი).

სააპელაციო საჩივრის არსი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ჯ--–---ი კ---------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2 ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა მოითხოვა.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, პროკურორ გ------ი ხ----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა.

– მოწინააღმდეგე მხარეს, გამართლებულ ჯ--–---ი კიბორზალიძის ინტერესების დამცველ ადვოკატს - დ----- ბ------ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდებულის ახლო ნათესავებმა ბრალდებულ ჯ--–--- კ---------–--ის შვილმა - მ-----ა კ---------–--ემ და მეუღლემ, დაზარალებულმა - ი---- გ--------ემ ისარგებლეს მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის ლ-–- მ---------ს გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, დადგენილია, რომ 2018 წლის 18 ოქტომბერს, საღამოს საათებში იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ქ. ქუთაისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, N7----ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან მოქალაქე ი---- გ--------ე ითხოვდა დახმარებას მეუღლის მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე გავიდა თავად, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლ---- მ-----–--ესთან ერთად. მისვლისას მათ დახვდათ აღელვებულ და შეშინებულ მდგომარეობაში მყოფი ი---- გ--------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მეუღლემ მას მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, წვდა თმებში, ხელი ჰკრა და წააქცია ლოგინზე, შემდეგ ხელს უჭერდა ყელში და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ეს ფაქტი ხორციელდებოდა მათი შვიდი თვის შვილის თანდასწრებით. ამ საუბარს ასევე ესწრებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც. ი---- გ--------ე მათ გადაიყვანეს პოლიციის მე-4 განყოფილებაში, სადაც შეადგინეს შემაკავებელი ორდერი.

ს--–---ე კ---------–--ის გამოკითხვის ოქმით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, ირკვევა, რომ ცხოვრობს მის შვილთან ერთად მშობლების ოჯახში, სადაც ასევე ცხოვრობენ მისი ძმა ჯ--–--- კ---------–--ე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად. ჯ--–--- კ---------–--ე და ი---- გ--------ე 2011 წლიდან იმყოფებიან ქორწინებაში. 2018 წლის 18 ოქტომბერს ის არ იმყოფებოდა სახლში და არ იცის თუ რა კონფლიქტი მოხდა მის ძმასა და რძალს შორის, ადრეც ის არასოდეს შესწრებია მეუღლეებს შორის კონფლიქტის ფაქტს. მოწმის განმარტებით, თავად მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ი---- გ--------ესთან და მისთვის უცნობია, თუ რატომ განაცხადა ი---- გ--------ემ მათ შორის კონფლიქტის თაობაზე. მოწმის განმარტებით, მან იცოდა მის ძმას ჯ--–--- კ---------–--ეს ლიკა ცომაიასგან რომ ჰყავდა ვაჟიშვილი. მის ძმას და რძალს ჰქონდათ თუ არა რაიმე კონფლიქტი ამ ფაქტთან დაკავშირებით მისთვის უცნობია.

საქმეში წარმოდგენილი N2------ 18/10/2018 წლის 20:28 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ი---- გ--------ემ 2018 წლის 18 ოქტომბერს 18:52:20 საათზე საკუთარი მობილურის ნომრიდან 5----------- დარეკა და გააკეთა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და არ აძლევდნენ ბავშვების ნახვის უფლებას, კითხვაზე თუ რომელი ოჯახის წევრის მიმართ და ვის მიერ ხორციელდებოდა ძალადობა (კონფლიქტი) განაცხადა, რომ მეუღლესთან და დედამთილ-მამამთილთან.

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული N2------ 18/10/2018 წლის 20:29 საათზე შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად ირკვევა, რომ შსს სპდ იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამსახურის (ქუთაისი) ,,107’’ საპატრულო ეკიპაჟის პატრულ ინსპექტორმა გ.გ-------ემ ელ-სმენის საშუალებით აცნობა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილების მორიგეს ინსპექტორ დ----- ქათამაძეს, რომ ქუთაისში ი. ჭავჭავაძის გამზ. N- ბ. 38-ში 1990 წელს დაბადებულ ი---- გ--------ეს მცირეწლოვანი შვილის, 6 წლის მ-----ა კ---------–--ის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლემ, 1987 წელს დაბადებულმა ჯ--–--- კ---------–--ემ, ასევე დაახლოებით სამი თვის წინ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის დამ, 1985 წელს დაბადებულმა ს--–---ე კ---------–--ემ.

საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - ,,19.10.2018წ. 00:53-01:10 საათზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქალაქე ი---- გ--------ეს სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება’’. შესამოწმებლის გადმოცემით, 2018 წლის 18 ოქტომბერს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურცხყოფა.

საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2018 წლის 18 ოქტომბერს, დაზარალებულის განმარტებით, მოძალადე ჯ--–--- კ---------–--ემ მსხვერპლს ი---- გ--------ეს მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ორდერის თანახმად ჯ--–--- კ---------–--ეს აეკრძალა ი---- გ--------ესთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია.

საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული სასამართლო ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის №8----- დასკვნის თანახმად - ,,ჯ--–--- კ---------–--ე კლინიკურად არ იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. დადგინდა ნარკოტიკული საშუალება - ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა)“.

საქმეში წარმოდგენილი და დაცვის მხარის მიერ უდავოდ მიჩნეული ამბულატორიული სასამართლო - ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად - ,,ი---- გ--------ის ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ჯ--–--- კ---------–--ის მხრიდან განხორციელებული ქმედება შეიცავს დამცირების შეურაცხყოფის ელემენტებს, თუმცა კლინიკური გასაუბრებისას მოპოვებული მონაცემებით და ი---- გ--------ის ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით აღნიშნული ქმედება არ აღწევს ფსიქოლოგიური ტანჯვის ხარისხს.

სააპელაციო პალატას ჯ--–---ი კ---------–--ის მიერ ოჯახურ ძალადობის განხორციელების ფაქტებთან დაკავშირებით მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, სისტემატიურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით ჯ--–---ი კ---------–--ის მიერ, მეუღლის - ი---- გ--------ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ქმედებების შედეგად დაზარალებულმა განიცადეს თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან დაზარალებულმა არ მისცა ოჯახის წევრის - მეუღლის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება.

მართალია საქმეში არსებობს ლ-–- მ---------ს, ს--–---ე კ---------–--ის გამოკითხვის ოქმები, შეტყობინებები, შემაკავებელი ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა ეს მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ წარდგენილ ბრალს და წარმოადგენენ მხოლოდ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ჯ--–---ი კ---------–--ემ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ, ასევე ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი), ვინაიდან არც ერთი მტკიცებულება არ არის პირდაპირი.

პალატა განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. ამასთან მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულების მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. მტკიცებულებების ამგვარი ტესტით შეფასების შემდეგ არის შესაძლებელი, სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს პირის ქმედებას და დაეკისროს პასუხისმგებლობა. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.

მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში, ჯ--–---ი კ---------–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ი---- გ--------ის ჩვენება, რომელმაც სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ ჯ--–---ი კ---------–--ის წინააღმდეგ.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი კანონიერია და უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ქუთაისის რაიონული პროკურატურის პროკურორის გ------ი ხ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 13 მაისის განაჩენი ჯ--–---ი კ---------–--ის მიმართ დარჩეს უცვლელად:

ჯ--–---ი კ---------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის ივნისის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ--–---ი კ---------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 18 ოქტომბრის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

ჯ--–---ი კ---------–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებუკლია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 08 ნოემბრის განჩინებით - ჯ--–--- კ---------–--ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს - 5000 (ხუთი ათასი) ლარის გადახდის უზრუნველსაყოფად ს--–---ე კ---------–--ის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ქუთაისი, რუსთაველის ქუჩა მე-6---------–--------------------------------------- - 5000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.

გამართლებულ ჯ--–--- კ---------–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე