განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 110100119003053391
№1/ბ-529-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ბ---- შ--–--ს ძე ი----–---–ის მიმართ, დაბადებული: 2--------- წელი, პ/ნ 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: საჩხერის რაიონი, სოფელი ჭორვილა.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით ბ---- ი----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 3 მაისს, დაახლოებით 00:30 საათიდან 01:00 საათამდე პერიოდში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭორვილაში მცხოვრები, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი ბ---- ი----–---–ი, გაღიზიანდა რა შვილზე - ს--–---ე ი----–---–ზე, რომელმაც მას შენახული ალკოჰოლური სასმელი არაყი გადაუღვარა, საცხოვრებელ სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, წინასწარი შეცნობით, 09.08.2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვან ს--–---ე ი----–---–ს ორჯერ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 25 ივნისის განაჩენით ბ---- ი----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და სსკ 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი;
სააპელაციო საჩივრის არსი:
ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ ბ---- ი----–---–ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: დაზარალებულ ს--–---ე ი----–---–ის და მოწმეების - თ-- ი----–---–ის, ი-----–--–---–----------------------ის გამოკითხის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოსურათებით; ქიმიურ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით; შემაკავებელი ორდერით და შემაკავებელი ორდერის ოქმით; ს.ი----–---–ის დაბადების მოწმობის ასლით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ ბ---- ი----–---–ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ ბ---- ი----–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩხერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ი-–-- გ--–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ზესტაფონის რაიონული სასამართლო 2019 წლის 25 ივნისის განაჩენი ბ---- ი----–---–ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
ბ---- ი----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, რაც სსკ 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობითად და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.
ბ---- ი----–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია, შესაბამისად, გაუქმდეს საჩხერის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 მაისის N12/8-19 განჩინებით, ბ---- ი----–---–ის (პ/ნ 3----------), თ-- ი----–---–ის (პ/ნ 3----------) და ნინო ი----–---–ის (პ/ნ ნ-----------) თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საკადასტრო კოდით 3-----------) დადებული ყადაღა;
ბ---- ი----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 3 მაისიდან, 2019 წლის 16 მაისის ჩათვლით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე