განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 040100119003091414
№1/ბ-547-2019 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 აგვისტო, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - თეიმურაზ სვანიძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ------- გ----ს ძე მ-----ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, დაუოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, მცხოვრები: ამბროლაურის რაიონი, სოფელი კვარცხუთი.
აღწერილობით ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების მიხედვით გ------- მ-----ემ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე.ი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
გ------- მ-----ემ, 2019 წლის 16 მაისს, დაახლოებით 0900 საათზე, ამბროლაურის რაიონის სოფელ კვაცხუთში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, უმიზეზოდ განაწყენებისას, სახის არეში ხელის დარტყმის შედეგად, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა მამას - გ---- მ-----ეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ცაგერის რაიონული სასამართლო 2019 წლის 11 ივლისის განაჩენით გ------- მ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ცაგერის რაიონული სასამართლო 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ცაგერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ----- შ--–--------ის მიერ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა.
დაცვის მხარეს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ გ------- მ-----ის მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გარდა მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის თანახმად, საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: შემაკავებელი ორდერის ოქმით და შემაკავებელი ორდერით, დაზარალებულ გ---- მ-----ის, მოწმის სახით დაკითხული გ------- მ-------------–--–---ა მ-----ის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ------- მ-----ის გამოკითხვის ოქმით; ბრალდებულ გ------- მ-----ის დაკავების ოქმით; გ------- მ-----ის ალკოტესტით შემოწმების ოქმით; სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 31 მაისის N0-------- დასკვნით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ გ------- მ-----ის ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (ბრალდების მხარე) ითხოვს დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
მსჯავრდებულ გ------- მ-----ის მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად გაითვალისწინა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების მოთხოვნები, კერძოდ, მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა მას სასჯელი, რაც სამართლიანია და სრულად შეესაბამება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებულ სასჯელის მიზნებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანისა და ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ცაგერის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ზ----- შ--–--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ცაგერის რაიონული სასამართლო 2019 წლის 11 ივლისის განაჩენი გ------- მ-----ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
გ------- მ-----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლიდან გამომდინარე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1 (ერთი) წელი, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 1 წლის ვადით.
გ------- მ-----ეს, სასჯელის მოხდილ ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და წინასწარ პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 მაისიდან, 2019 წლის 21 მაისის ჩათვლით.
გ------- მ-----ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით უზრუნველყოფილი გირაო გაუქმებულია და მოეხსნას ამბროლაურის რაონული სასამართლოს 2019 წლის 21 მაისის განჩინებით დადებული ყადაღა გ------- მ-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების 3 000(სამი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად ომარი ბაკურაძის (პ/ნ 0---------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს მდებარე ამბროლაურის რაიონის სოფელ საკეციაში (ნაკვეთი 070), დაზუსტებული ფართობი 440.00 კვ. მ. საკადასტრო კოდი 8-----------, ღირებულებით - 3 500 (სამიათას ხუთასი) ლარი.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), დადგენიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე