განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.03.2018
საქმის ნომერი
330310017002102935
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები, დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
14.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/177-18, 330310017002102935

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მარტი, 2018 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - მ------- ხ--–-–---–ი

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება;

 

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ------- ხ--–-–---–ის სასარჩელო განცხადება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს №M---------------- წერილობითი მიმართვის მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბერის №M---------------- წერილობითი მიმართვის მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ ბათილად ცნობისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის მ------- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის - იძულებით განაცდური სახელმწიფო კომპენსაციის - 2030 ლარის ოდენობით ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–-----------–----------------------------------------------------–---------------------------- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, იმ დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დაწესებულების რეორგანიზაციის და შტატების შემცირების საფუძვლით). საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 20 აპრილიდან. ზემოთ აღნიშნული არცერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და ისინი ძალაშია შესული. (ს.ფ. 11,13).

 

2.2. სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, მისი სამსახურიდან დათხოვნამდე, 2017 წლის 9 იანვარს, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ითხოვა მისი ნამსახურების წლების თაობაზე ინფორმაციის გაცემა დადგენილი წესით, რაც საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 8 თებერვლის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი ჯერ არ იყო სამსახურიდან დათხოვნილი და საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა ზემოთ მითითებული კანონების დანაწესებიდან და არ ეწინააღმდეგებოდა მათ.

 

მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა 2017 წლის 20 აპრილს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ, განცხადებით, კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და ითხოვა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი ნამსახურების წლების თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა, რაც საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრისადმი, 2017 წლის 29 მაისის წერილობითი მიმართვით დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს დადგენილი წესით წარედგინა მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის ნამსახურობის თაობაზე ინფორმაცია, რის საფუძველზეც მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. (ს.ფ. 14-17).

 

2.3. მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა 2017 წლის 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს და ითხოვა 2017 წლის თებერვლიდან, 2017 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2030 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ მისი 2017 წლის 9 იანვრის განცხადება, ნამსახურების წლების თაობაზე ინფორმაციის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამის გამო მას არ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის მოთხოვნა განაცდური სახელმწიფო კომპენსაციის - 2030 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილება, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. (ს.ფ. 19-24).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-6-7, მე-13, 21-ე, 42-ე, 44-ე მუხლები, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი, ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლი, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლი, „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-11 მუხლები, „სახელმწიფო კომპენსაციისა და აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის N583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 32-34-ე, 601-ე, 207-208- მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-ე, 24-ე, 331-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი.

 

4.1. სასამართლომ მიუთითა, რომ დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–-----------–----------------------------------------------------–---------------------------- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, იმ დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დაწესებულების რეორგანიზაციის და შტატების შემცირების საფუძვლით).

 

4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მოსამსახურე თავისუფლდებოდა შესაბამისი თანამდებობიდან და გადაიყვანებოდა კადრების განკარგულებაში სტრუქტურულ ქვედანაყოფში მიმდინარე რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებისას (მათ შორის, შტატით განსაზღვრული თანამდებობის გაუქმებისას). მითითებული წესის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადა არ უნდა აღემატებოდეს ოთხ თვეს. აღნიშნული ვადის ამოწურვამდე კადრების განკარგულებაში ყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურე უნდა დანიშნულიყო შესაბამის თანამდებობაზე ან დათხოვნილ/განთავისუფლებული უნდა ყოფილიყო სამსახურიდან. თუ აღნიშნული ვადის ამოწურვისას მოსამსახურე არ დაინიშნება შესაბამის თანამდებობაზე, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ დათხოვნის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, მოსამსახურე ითვლება დათხოვნილად/ განთავისუფლებულად აღნიშნული ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს.

 

4.3. მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალიების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 20 აპრილიდან. შესაბამისად, 2017 წლის 20 აპრილამდე მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი არ ითვლებოდა სამსახურიდან გათავისუფლებულ/ დათხოვნილ პირად.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია მასზედ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–-----------–----------------------------------------------------–---------------------------- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ეწინააღმდეგება კანონს და იგი კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაცვლად იმავე პერიოდიდან უნდა დათხოვნილიყო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაზე, რამდენადაც იგი მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა კანონით დადგენილი წესით და იგი ძალაშია შესული.

 

4.5. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით. შესაბამისად, გამომდინარე იქედან, რომ მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის მიერ 2017 წლის თებერვლიდან, 2017 წლის ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია არ არის განპირობებული მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებით და ამ პერიოდში მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ზემოთ აღნიშნული კანონები არ ითვალისწინებს, ზიანის სახით, მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს №M---------------- და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბერის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, ასევე არ არსებობს მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 2030 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. მ------- ხ--–-–---–ის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივრით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება; წარდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. აპელანტი არასწორად მიიჩნევს მოსამართლის მითითებას იმის შესახებ, რომ მას სადავოდ არ გაუხდია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის N7--- ბრძანება თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განყოფილებაში გადაყვანის შესახებ, რადგან აღნიშნული ბრძანების შინაარსი მისი და მისი ოჯახის წევრებისთვის ცნობილი არ ყოფილა; მან აღნიშნულის შესახებ შეიტყო მხოლოდ საავადმყოფო ფურცლის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

5.2. აპელანტის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის კადრების განკარგულებაში გადაყვანა მიზნად ისახავს მის შესაძლო დასაქმებას რომელიმე თანამდებობაზე, რაც მ------- ხ--–-–---–ის შემთხვევაში მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო. სააპელაციო საჩივრის თანახმად, მ------- ხ--–-–---–მა 2017 წლის 09 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა სამინისტროს ეშუამდგომლა სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოში 20 კალენდარულ წელზე მეტი ნამსახურეობისათვის შესაბამისი კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავის მოთხოვნათა დარღვევით დაინტერესებული მხარის მონაწილეობით არ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და იმავე კოდექსის 201-202-ე მუხლების შესაბამისად არ მიიღო გადაწყვეტილება.

 

5.3. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ მან 2016 წლის 30 დეკემბერს მოსამზადებელ სხდომაზე შუამდგომლობით მიმართა ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და წარუდგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტები, რომლებიც ადგენდნენ, რომ იგი 2016 წლის 29 ნოემბრიდან 2017 წლის 24 იანვრამდე იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე, მაგრამ სასამართლომ ყოვლად უსაფუძვლოდ უთხრა უარი ამ დოკუმენტების საქმეში დართვაზე და დაუბრუნა უკან.

 

5.4. აპელანტი მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ განცხადების განუხილველად, 2017 წლის 08 თებერვლის წერილით უარი უთხრა მ------- ხ--–-–---–ს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს ამგვარი არარა, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით გამოცემული ინდვიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონიერების შესაფასებლად, უნდა ეხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინსტრაციული კოდექსის VI თავის გათვალისწინებით.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის,სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების , მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება - დასაბუთებულობის შეფასების შედეგად თვლის, რომ მ------- ხ--–-–---–ის წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებების გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით, ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–-----------–----------------------------------------------------–---------------------------- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, იმ დროს მოქმედი „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მოსამსახურეთა სამსახურის გავლის წესის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №583 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე (დაწესებულების რეორგანიზაციის და შტატების შემცირების საფუძვლით). საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 20 აპრილიდან. ზემოთ აღნიშნული არცერთი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ს არ გაუსაჩივრებია კანონით დადგენილი წესით და ისინი ძალაშია შესული. (ს.ფ. 11,13).

 

7.2. სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შემდგომ, მისი სამსახურიდან დათხოვნამდე, 2017 წლის 9 იანვარს, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, ითხოვა მისი ნამსახურების წლების თაობაზე ინფორმაციის გაცემა დადგენილი წესით, რაც საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის მიერ, 2017 წლის 8 თებერვლის წერილობითი მიმართვით არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ იგი ჯერ არ იყო სამსახურიდან დათხოვნილი და საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას. შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა მოქმედი კანონმდებლობიდან და არ ეწინააღმდეგებოდა მათ.

 

მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა 2017 წლის 20 აპრილს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ განცხადებით კვლავ მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და მოითხოვა მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, მისი ნამსახურების წლების თაობაზე ინფორმაციის დადგენილი წესით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის წარდგენა, რაც საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქ. ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრისადმი 2017 წლის 29 მაისის წერილობითი მიმართვით დაკმაყოფილდა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სოციალური მომსახურების ცენტრს დადგენილი წესით წარედგინა მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის ნამსახურობის თაობაზე ინფორმაცია, რის საფუძველზეც მას დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ოდენობით. (ს.ფ. 14-17).

 

7.3. მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა 2017 წლის 9 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბს და მოითხოვა 2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის 1 ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის ანაზღაურება 2030 ლარის ოდენობით იმ საფუძვლით, რომ მისი 2017 წლის 9 იანვრის განცხადება ნამსახურების წლების თაობაზე ინფორმაციის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა და ამის გამო მას არ დაენიშნა სახელმწიფო კომპენსაცია.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის მოთხოვნა განაცდური სახელმწიფო კომპენსაციის - 2030 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს №M---------------- გადაწყვეტილება მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–მა, ადმინისტრაციული საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. (ს.ფ. 19-24).

 

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია იმის შესახებ, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2016 წლის 20 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დ-----–-----------–----------------------------------------------------–---------------------------- თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა კადრების განკარგულებაში, ეწინააღმდეგება კანონს და იგი კადრების განკარგულებაში გადაყვანის ნაცვლად იმავე პერიოდიდან უნდა დათხოვნილიყო სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლო ვერ იმსჯელებს აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაზე, რამდენადაც იგი მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა კანონით დადგენილი წესით და იგი ძალაშია შესული.

 

8.2. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ან თანამდებობის პირის მიერ, პირისათვის მართლსაწინააღმდეგოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უპირობო ვალდებულება დადგენილია საქართველოს კონსტიტუციით და მითითებული ნორმატიული აქტებით. ამიტომ სააპელაციო პალატა თვლის, ვინაიდან მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის მიერ 2017 წლის თებერვლიდან 2017 წლის ივლისამდე მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაცია არ არის განპირობებული მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კანონსაწინააღმდეგო (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებით და ამ პერიოდში მისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ზემოთ აღნიშნული კანონები არ ითვალისწინებს, ამიტომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ზიანის სახით მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის მ. ხ--–-–---–ის სასარგებლოდ ანაზღაურების დავალების თაობაზე მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

 

8.3. სააპელაციო პალატა თვლის პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან; ასევე კანონიერად მიიჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს №M---------------- და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბერის №M---------------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძვლები, ასევე არ არსებობს მოსარჩელე მ------- ხ--–-–---–ის სასარგებლოდ მიუღებელი სახელმწიფო კომპენსაციის - 2030 ლარის ანაზღაურების საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის დავალების დაკმაყოფილების საფუძველი.

 

8.4. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება არ წარმოიშობა და წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში. კომპენსაციის /სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლების მქონე პირს კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დასანიშნად მიმართვა შეუძლია აღნიშნული უფლების წარმოშობიდან ნებისმიერ დროს. ამრიგად, პალატა განმარტავს, რომ კანონი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას ითვალისწინებს მხოლოდ სამსახურიდან გათავისუფლებული/დათხოვნილი პირებისათვის.

 

8.5. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანებით, მ------- ხ--–-–---–ი გათავისუფლდა სამსახურიდან 2017 წლის 20 აპრილიდან. შესაბამისად, 2017 წლის 20 აპრილამდე მ------- ხ--–-–---–ი არ ითვლებოდა სამსახურიდან გათავისუფლებულ/ დათხოვნილ პირად. ამდენად, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2017 წლის 8 თებერვლის წერილობითი მიმართვით, მ------- ხ--–-–---–ის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის საკითხთან დაკავშირებით, წელთა ნამსახურეობის ანგარიშის შედგენაზე უარი იმ საფუძვლით, რომ იგი ჯერ არ იყო სამსახურიდან დათხოვნილი (იმყოფებოდა კადრების განკარგულებაში) და საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას, გამომდინარეობდა ზემოთ მითითებული კანონების დანაწესებიდან და არ ეწინააღმდეგებოდა მათ.

 

8.6. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ უდავო გარემოების შესახებ, რომ მ------- ხ--–-–---–ისათვის ცნობილი იყო თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემის ფაქტი; ამდენად, მ------- ხ--–-–---–ს გარანტირებული ჰქონდა უფლება, კანონით დადგენილ ვადაში და წესით მიემართა სასამართლოსათვის და აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, თუ ის კანონშეუსაბამოდ მიაჩნდა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ასევე აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 18 აპრილის ბრძანება, რომლითაც მ------- ხ--–-–---–ი 2017 წლის 20 აპრილიდან გათავისუფლებულ იქნა სამსახურიდან. აღნიშნული აქტები დღეის მდგომარეობით კანონიერ ძალაშია შესული, მათ კანონიერ ძალაში შესვლას კი მოჰყვა შესაბამისი სამართლებრივი შედეგები. ამიტომ სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ კანონიერ ძალაში შესული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონშესაბამისობის თაობაზე მსჯელობა ვეღარ განხორციელდება.

 

8.7. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, ჯერ უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

8.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტებში-მიუღებელი კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 17 აგვისტოს №M---------------- და მ------- ხ--–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბერის №M----------------- ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან. სადავო აქტები მიღებულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის საფუძველზე, აგრეთვე დაცულია ადმინისტრაციული აქტის მომზადებისა და გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესი.

 

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ეფუძნება მოცემული საქმის მასალების ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას, მათ სწორ სამართლებრივ შეფასებას, რის გამოც არ არსებობს მ------- ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს მ------- ხ--–-–---–ის სააპელაციო საჩივარი.

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე