განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.02.2018
საქმის ნომერი
330310016001481696
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
28.02.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 3b/2048-17, 330310016001481696

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი 2018 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

მოსამართლე- მარიამ ცისკაძე

სხდომის მდივანი - თამარ ბლიაძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ო-–--ი გ-----–--ე

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინება და 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინების (მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ) და 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. ო-–--ი გ-----–--ემ 2016 წლის 25 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის N1------ ბრძანების ბათილად ცნობა მისი ძალაში შესვლის დღიდან; მოპასუხისთვის ახალი ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება ო-–--ი გ-----–--ის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენის შესახებ და განაცდურის ანაზღაურება.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით ო-–-- გ-----–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ 2016 წლის 6 მარტს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების პროფილაქტიკური გადამოწმება. 2016 წლის 14 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N123 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უ-------ის/დეპარტამენტის დირექტორის ი-----–- ჭ--------–--ის მიერ დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურე ო-–-- გ-----–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა N M----------------. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული: პოლიციის ვ-–------–------- ო-–-- გ-----–--ეს შეეფარდოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი: ო-–--ი გ-----–--ემ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 (პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლასა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაში, მოქალაქისთვის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინტიმური ურთიერთობით დაკავების შეთავაზებაში და შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის და პირადი ხელმძღვანელის მოთხოვნების შეუსრულებლობაში, ასევე შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანების (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით) დარღვევაში (ტ.1. ს.ფ. 106-109).

 

2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 10 მარტს ქალაქ თბილისში დაკითხა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების უბნის უ-------ი ინსპექტორ-გამომძიებელი, მაიორი გ--- ს---------ე. მაიორ გ--- ს---------ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 მარტს იგი იმყოფებოდა ოპერატიული ჯგუფის სამორიგეოში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 22:30 საათზე, ორი უცნობი ქალის თანხლებით ადმინისტრაციულ შენობაში შემოვიდა განყოფილების უ-------ი ო-–-- გ-----–--ე და თავის კაბინეტში შევიდა. განაწესის მიხედვით, ამ დღეს ო-–-- გ-----–--ე ისვენებდა და მისი სამსახურში მისვლა მოსალოდნელი არ იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მაიორი გ--- ს---------ე პოლიციის ადმინისტრაციული შენობასთან ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში წავიდა, დაბრუნდა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ამ დროს მან დაინახა, რომ ო-–-- გ-----–--ე გამოვიდა პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან ორ პირთან ერთად, როგორც მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, იყვნენ გენერალური ინსპექციის თანმშრომლები. ო-–-- გ-----–--ე გამოეყო თანმხლებ პირებს და გ--- ს---------ეს სთხოვა, ვინაიდან, თავად მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, წაეყვანა სოფელ გ------ში, მეუღლის ნათესავების ოჯახში. გზად, ო-–-- გ-----–--ე უმეტესად ლაპარაკობდა ტელეფონზე, საუბარში შეიგრძნობოდა შეშფოთება, გ--- ს---------ეს კი მხოლოდ ორი სიტყვით უთხრა, თუ ვინ იყო ის ორი უცნობი პირი. ო-–-- გ-----–--ის ადგილზე მიყვანის შემდეგ, გ--- ს---------ე სამსახურში დაბრუნდა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მას იქ აღარ დახვედრიან. გ--- ს---------ის განმარტებით, გაიკითხა შემთხვევის დეტალები, აღმოჩნდა, რომ ო-–-- გ-----–--ეს კაბინეტში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები შეუყვანია. ამ ფაქტს შეესწრნენ გადამოწმების მიზნით მიწვეული გენერალური ინსპექციის თანამშრომლები. ო-–-- გ-----–--ემ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების შეკითხვებს არ უპასუხა და გარიდების მიზნით სასწრაფოდ დატოვა შენობა (ტ.1. ს.ფ. 114-115).

 

2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წლის 10 მარტს განმარტებები ჩამოერთვა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, უ------- ლეიტენანტ პ----- გ-------–---–ს. პ----- გ-------–---–ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 მარტს დამატებით ოპერატიულ ჯგუფში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 22:00 საათზე მას დაურეკა განყოფილების უ-------მა ო-–-- გ-----–--ემ და სთხოვა, ავტომანქანით მოსულიყო ს---–--------- ქუჩაზე. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ო-–-- გ-----–--ემ გ-------–---–ს სახლში წაყვანა სთხოვა. გზად, გ--------ას ქუჩაზე გ-----–--ემ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები დაინახა და ავტომანქანა გააჩერებინა. გ-----–--ე რამდენიმე წუთს ესაუბრებოდა ქალებს, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი. გ-------–---–ის კითხვაზე, დალოდებოდა თუ არა, უპასუხა, სამსახურში დაბრუნებულიყო. სამსახურში დაბრუნებიდან ორიოდე წუთში ო-–-- გ-----–--ეც მოვიდა თანმხლებ ქალებთან ერთად და სამივე ო. გ-----–--ის სამუშაო ოთახში შევიდნენ. 10 წუთში პოლიციის შენობაში შემოვიდა ორი პირი, მათივე განმარტებით, შს გენერალული ინსპექციის თანამშრომლები. მათ განყოფილების უ-------ის ნახვა სურდათ. ო-–-- გ-----–--ემ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან საუბარი არ ისურვა, გავიდა პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან და როგორც შემდეგ გაირკვა, სახლში წავიდა. ო-–-- გ-----–--ის წასვლის შემდეგ, პოლიციის ადმინისტრაციული შენობა დატოვეს გენერალური ინსპექციის თანმშრომლებმა და ზემოაღნიშნულმა ქალბატონებმა (ტ.1. ს.ფ. 131-132).

 

2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 10 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის მოადგილე, მაიორი მ-------- ნ-----–--ე. მ-------- ნ-----–--ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 მარტს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. განყოფილების პასუხისმგებელი მორიგე იყო, განყოფილების უ-------ის მოადგილე, დეტექტივ- გამომძიებელი ი---- ა-----ე. 2016 წლის 6 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ-------- ნ-----–--ეს დაურეკა განყოფილების უ-------მა ო-–-- გ-----–--ემ და უთხრა, რომ პირად საქმესთან დაკავშირებით აპირებდა გასვლას და იმ დღეს სამსახურში ვეღარ დაბრუნდებოდა. დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე ო-–-- გ-----–--ე სამსახურში დაბრუნდა. დაბრუნებიდან სულ მალე ო-–-- გ-----–--ემ მ-------- ნ-----–--ე სამუშაო ოთახში დაიბარა და დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწვეული პირისათვის მიექცია ყურადღება. სტუმარი მ-------- ნ-----–--ემ პირველი სართულის ფოიედან მეორე სართულზე აიყვანა. აღნიშნული პირი ო-–-- გ-----–--ემ სამუშაო ოთახში შეიყვანა, ხოლო მ-------- ნ-----–--ე უ-------ის სამუშაო ოთახთან ელოდებოდა შემდგომ მითითებას. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, კაბინეტიდან გამოვიდა ვიღაც უცნობი ქალბატონი. კარის გაღებისას ხმაური შემოესმა, ამიტომაც შევიდა და დაინახა, რომ გ-----–--ე სტუმარს ხმამაღლა და უკმაყოფილო ტონით ესაუბრებოდა, შემდეგ სთხოვა დაეტოვებინა ოთახი, ვინაიდან იმ დღეს ვალდებული არ იყო სამუშაოზე ყოფილიყო და თუ შემოწმება სურდა, უნდა გაეთვალისწინებინათ ეს ვითარება. მ-------- ნ-----–--ემ იკითხა, თუ ვინ იყო სტუმარი, რაზეც ო-–-- გ-----–--ემ უპასუხა, რომ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. აღნიშნული პირი სთხოვდა ო-–-- გ-----–--ეს, დამშვიდებულიყო და გასაუბრებოდა. ინსპექციის თანამშრომელმა მ-------- ნ-----–--ეს შესთავაზა, საუბარს დასწრებოდა. მ. ნ-----–--ის განმარტებით, იგი შეეცადა დაემშვიდებინა ო. გ-----–--ე, მაგრამ უშედეგოდ. ნასვამი ო. გ-----–--ე კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აგრესიულად იყო განწყობილი ინსპექციის თანამშრომლის მიმართ. აღნიშნულის შემდეგ, ო-–-- გ-----–--ე სწრაფად გავიდა სამუშაო ოთახიდან. პირველ სართულზე მას გენერალური ინსპექციის მეორე თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც ასევე მოუწოდა ო-–-- გ-----–--ეს დამშვიდებულიყო და არ გასულიყო შენობიდან. აღნიშნულის მიუხედავად, ო. გ-----–--ე გავიდა შენობიდან და ფეხით განაგრძო გზა. მ-------- ნ-----–--ის განცხადებით, მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ო. გ-----–--ესთან მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები იმყოფებოდნენ (მეორე ქალბატონი კი მას არ უნახავს) (ტ.1. ს.ფ. 134-136).

 

2.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 10 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა შსს ქ--------- საქალაქო სამმართველოს უ-------ი, გამომძიებელი, პოლკოვნიკი ნ--- ჯ----. ნ--- ჯ----ს ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, მის დაქვემდებარებულ სამმართველოში ირიცხება პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი ო-–-- გ-----–--ე, რომელსაც დაკავებული აქვს მ------- განყოფილების უ-------ის თანამდებობა. მიმდინარე წლის 6 მარტს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, დაუკავშირდა მოადგილე ვ-–--- მ-----–--ე, რომელმაც უთხრა, რომ მ------- განყოფილებაში მისული იყვნენ შსს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები ო-–--ი გ-----–--ის სავარაუდო სიმთვრალესთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი დაუყოვნებლივ მივიდა მ------- განყოფილებაში, სადაც ო-–-- გ-----–--ე არ დახვდა. როგორც განყოფილებაში უთხრეს, ო-–--ი გ-----–--ესთან კაბინეტში იყვნენ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მისი სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების მიზნით, მაგრამ შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგანაც ო-–-- გ-----–--ემ დატოვა პოლიციის შენობა. თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ ო-–-- გ-----–--ეს სამუშაო ოთახში ჰყავდა, სავარაუდოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, ეს ფაქტი შეიტყო სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მობილურ ტელეფონზე განყოფილების უ-------ის მოადგილესთან - მ-------- ნ-----–--ესთან საუბრის შემდეგ. ნ--- ჯ---- განმარტავს, რომ მობილური ტელეფონის საშუალებით ასევე ესაუბრა ო-–-- გ-----–--ეს და სთხოვა განყოფილებაში დაბრუნება, რომ მასთან დაკავშირებით ჩატარებულიყო ყველა აუცილებელი მოქმედება. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, გ-----–--ე სამსახურში არ გამოცხადდა. ნ--- ჯ---- აღნიშნავს, რომ ო-–-- გ-----–--ემ მისი მოთხოვნა შესაძლოა კარგად ვერ გაიგო, რადგანაც ესაუბრებოდა მისი უდანაშაულობის შესახებ, რომ იყო მართალი. მისი განმარტებით, ო-–-- გ-----–--ე სავარაუდოდ იყო ნასვამი და მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. საუბრის შემდეგ გააგზავნა მოადგილე ვ-–--- მ-----–--ე და განყოფილების უ-------ის მოადგილე მ-------- ნ-----–--ე იმ მისამართებზე, სადაც შეიძლება ყოფილიყო ო-–-- გ-----–--ე და მისცა მითითება დაებრუნებინათ სამსახურში, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ სცადა მობილურით დაკავშირებოდა ო-–-- გ-----–--ეს, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ნ--- ჯ---- განმარტავს, რომ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ო-–-- გ-----–--ის მხრიდან სხვა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ შეუნიშნავს (ტ.1. ს.ფ. 141-143).

 

2.6. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის I სამმართველოს დასავლეთის შემოწმების სამსახურის უ-------ის, პოლიციის ვ-–------–--------ს, ვ--–------ კ--–------ს მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, პროფილაქტიკური გადამოწმების მიზნით მივიდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილებაში, იმავე განყოფილების უ-------ის - ო-–-- გ-----–--ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შესამოწმებლად. შენობაში შეხვდა ო-–-- გ-----–--ეს, რომელსაც წარუდგინა თავი და განუცხადა, რომ იყო შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე. აღნიშნულის შემდეგ, შევიდნენ გ-----–--ის სამუშაო ოთახში, სადაც იმყოფებოდა ვ--–------ კ--–------სთვის უცნობი ქალბატონი. ამ უკანასკნელმა ვ--–------ კ--–------ს თხოვნით დატოვა ოთახი და გავიდა ფოიეში. ო-–-- გ-----–--ემ არ უპასუხა შეკითხვას, ხომ არ იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, უხეშად მოსთხოვა დაესახელებინა ვინაობა და წარედგინა შს სამინისტროს მოსამსახურის დამადასტურებელი მოწმობა. ვინაიდან ო-–-- გ-----–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად, ესაუბრებოდა უხეშად და არაკორექტულად, გამოხატავდა უკმაყოფილებასა და აგრესიას, ხმამაღალი ტონით აცხადებდა, დაეტოვებინა მისი სამუშაო ოთახი, გასულიყვნენ გარეთ და იქ ესაუბრათ. ამ დროს ოთახში შევიდა ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის მოადგილე მ-------- ნ-----–--ე, რომელიც ასევე მოუწოდებდა ო-–-- გ-----–--ეს სიმშვიდისაკენ. მიუხედავად ამისა, ო-–-- გ-----–--ემ განაგრძო უხეშობა და მოულოდნელად დატოვა სამუშაო ოთახი, ჩავიდა შენობის პირველ სართულზე, რითაც არ გაითვალისწინა ვ--–------ კ--–------ს მოწოდება არ დაეტოვებინა პოლიციის შენობა და დაბრუნებულიყო სამუშაო ოთახში. პოლიციის პირველ სართულზე გ-----–--ეს დახვდა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი კ------- ვ-----, რომელმაც ო-–-- გ-----–--ეს ასევე მოუწოდა, არ დაეტოვებინა შენობა. მიუხედავად ამისა, იგი ჯიუტად არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დატოვა შენობა (ტ.1. ს.ფ. 137).

 

2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 7 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა მოქალაქე შ------- ა----ა. შ------- ა----ას ახსნა- განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2016 წლის 6 მარტს მეგობარ ნ---- ჟ----–---–---თან ერთად ქალაქ ქუთაისში, გ--------ას ქუჩაზე იმყოფებოდა. დაახლოებით 22:00 საათზე მათთან მივიდა ქალაქ ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების უ-------ი ო-–-- გ-----–--ე, იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ო-–-- გ-----–--ემ ორივე პოლიციაში წაიყვანა, თავის სამუშაო ოთახში პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მოსთხოვა და ცოტა ხანში დაუბრუნა უკან. მისი თხოვნით, პოლიციელმა პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა შ------- ა----ა. დაახლოებით ნახევარ საათში ნ---- ჟ----–---–---ი გამოვიდა ო-–-- გ-----–--ის სამუშაო ოთახიდან და ერთად დატოვეს პოლიციის შენობა. როგორც შემდგომ, ნ---- ჟ----–---–---მა შ------- ა----ას უთხრა, ო-–-- გ-----–--ემ მას სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო (ტ.1.ს.ფ. 116-117).

 

2.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციამ 2016 წლის 7 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა ნ---- ჟ----–---–---ი. ნ---- ჟ----–---–---ის ახსნა- განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, დაუკავშირდა ნაცნობი ო-–-- გ-----–--ე, რომელიც მუშაობს ქალაქ ქუთაისში პოლიციის მ--------------–--------------ად. ო-–--ი გ-----–--ემ ნ---- ჟ----–---–---ი და მისი მეგობარი შ------- ა----ა, იგივე ს------, წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, შეიყვანა სამუშაო ოთახში - შენობის მეორე სართულზე. ო-–-- გ-----–--ე იყო ძლიერ ნასვამი, იქცეოდა აგრესიულად, ამბობდა, რომ მათ სულ თავს გაუვიდათ და ასწავლიდა ჭკუას. ამის შემდეგ, გ-----–--ემ მათ ჩამოართვა პირადობის მოწმობები და გადასცა უცნობ პოლიციელ მამაკაცს, რომელსაც უთხრა შეამოწმეო. ცოტა ხნის მერე, პოლიციელმა მოწმობები დაუბრუნათ. ამის შემდეგ, ს------ გაიყვანეს ოთახიდან და დარჩა ო-–-- გ-----–--ესთან ერთად. ო-–-- გ-----–--ემ ნ---- ჟ----–---–---ს მოსთხოვა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რაზეც ნ---- ჟ----–---–---მა უარი განუცხადა. ო-–-- გ-----–--ე გაბრაზდა და გააფრთხილა, უარის შემთხვევაში არ გაუშვებდა დილამდე. ნ---- ჟ----–---–---ი განმარტავს, რომ ო-–-- გ-----–--ემ ორალური სექსი მოსთხოვა მისსავე კაბინეტში. ნ---- ჟ----–---–---ის განმარტებით, რამდენიმე წუთში ოთახში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც ო-–-- გ-----–--ეს თავი შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად გააცნო. ამის შემდეგ, ნ---- ჟ----–---–---ი გავიდა ო-–-- გ-----–--ის კაბინეტიდან და მეგობარ ს------სთან ერთად დატოვა პოლიციის შენობა (ტ.1. ს.ფ. 139-140).

 

2.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ 2016 წლის 7 მარტს ქალაქ თბილისში დაკითხა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ი, ვ-–------–--------, ო-–-- გ-----–--ე. ო-–-- გ-----–--ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 5 მარტს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, 6 მარტს კი ისვენებდა. ო-–-- გ-----–--ის განმარტებით, მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 10-11 საათისთვის სახლიდან გამოვიდა. გზად, გ--------ას ქუჩაზე, შენიშნა ნაცნობი ქალბატონი, რომელიც მისი ინფორმაციით მსუბუქი ყოფაქცევისა იყო. ო-–-- გ-----–--ე განმარტავს, რომ მის თხოვნას, წაჰყოლოდა სამსახურში, სალაპარაკოდ ქალბატონი დასთანხმდა და სხვა, თანმხლებ ქალბატონთან ერთად ჩასხდნენ ავტომანქანაში. ო-–-- გ-----–--ეს თან ახლდა თანამშრომელი პ----- გ-------–---–ი, რომელიც ფხიზელ მდგომარეობაში იყო და მართავდა მის ავტომობილს. სამსახურში მისვლის შემდეგ, ო-–-- გ-----–--ემ ქალბატონები შეიყვანა სამუშაო ოთახში, რათა გასაუბრებოდა ნ----ს ო. გ-----–--ის შვილთან ურთიერთობაზე. ნ----ს თანმხლებმა ქალბატონმა დატოვა ოთახი და გავიდა გარეთ. ნ----სთან ისაუბრა მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე. ამ პერიოდში მის სამუშაო კაბინეტში შევიდა პირი, რომელმაც განუმარტა, რომ იყო გენერალური ინსპექციის მოსამსახურე, რომელიც დაინტერესდა, იყო თუ არა ო-–-- გ-----–--ე ნასვამ მდგომარეობაში, რაზეც უპასუხა, რომ არასამუშაო დროს მოუწია რამდენიმე ჭიქის დალევა, სამსახურში გამოცხადდა პირადი ნივთების წასაღებად, შესაბამისად, არ არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობას. გენერალური ინსპექციის თანამშრომელს არ უთქვამთ თუ რა მიზნით მივიდა მასთან, აღნიშნულით არც ო-–-- გ-----–--ე დაინტერესებულა. აღნიშნულის შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა დატოვა სამუშაო კაბინეტში, ხოლო თვითონ სახლში წაიყვანა თანამშრომელმა გ--- ს---------ემ. ო-–-- გ-----–--ე განმარტავს, რომ მისი მხრიდან გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიმართ აგრესიას ადგილი არ ჰქონია. პოლიციის შენობის შესასვლელთან, შეხვდა უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ ისიც გენერალური ინსპექციის თანამშრომელი იყო, რომლისთვისაც არ უკითხავს რა მიზნით მივიდა მასთან. განმარტავს, რომ იყო დაღლილი, არ მუშაობდა და მიდიოდა სახლში. სახლში მისვლის შემდეგ ტელეფონზე უპასუხა მხოლოდ ერთ თანამშრომელს, თუმცა არ ახსოვს ვის ესაუბრა. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ ნ---- ჟ----–---–---ისთვის კაბინეტში ყოფნისას სქესობრივი კავშირი არ შეუთავაზებია, ასევე არც მისთვის და არც შ------- ა----ასათვის არ გამოურთმევია პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმებისთვის. მხოლოდ ნ---- ჟ----–---–---ს გამოართვა პირადობის მოწმობა, ვინაიდან სურდა მისი ვინაობის გაგება. მან პირადობა ნებაყოფლობით აჩვენა, ხოლო მისი მეგობრისთვის პირადობის მოწმობის გამორთმევის ფაქტი არ ახსოვს. ო-–-- გ-----–--ისთვის უცნობია, როდის დატოვეს ნ---- ჟ----–---–---მა და შ------- ა----ამ პოლიციის შენობა. განმარტავს, რომ გენერალური ინსპექციის თანმშრომლებთან არ უსაუბრია უხეში ტონით და არც შეურაცხყოფა მიუყენებია მათთვის (ტ.1. ს.ფ. 149-153).

 

2.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უ-------ის მოადგილის 2016 წლის 09 მარტის N M---------------- წერილით დგინდება, რომ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისგან, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შს სამინისტროს მოსამსახურე ო-–-- ო------ ძე გ-----–--ის მიერ, მასზე განპიროვნებული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის საშუალებით, 2016 წლის 06 მარტს, შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის პორტალზე, იქნენ თუ არა გადამოწმებულნი მოქალაქეები: შ------- ო-----ს ასული ა----ა და ნ---- ა----ს ასული ჟ----–---–---ი. დადებით შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა პასუხი რამდენჯერ, რა დროს და რომელი IP მისამართიდან იქნა ამობეჭდილი აღნიშნული ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის 2016 წლის 09 მარტის MIA 9------------ პასუხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უ-------ის მოადგილისადმი დგინდება, რომ შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის ო-–-- ო------ ძე გ-----–--ის სახელზე განპირობებული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის საშუალებით, 2016 წლის 6 მარტს, 10 საათსა და 45 წუთზე, შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის პორტალზე, გადამოწმებული იქნა შ------- ო-----ს ასული ა----ა IP მისამართიდან 1---------- (გადამოწმებული პიროვნების შესახებ ინფორმაციის ამობეჭდვა არ განხორციელებულა), ხოლო ნ---- ა----ს ასული ჟ----–---–---ი 2016 წლის 6 მარტს მარტს, 10 საათსა და 46 წუთზე IP მისამართიდან 1---------- (გადამოწმებული პიროვნების შესახებ ინფორმაციის ამობეჭდვა არ განხორციელებულა) (ტ.1. ს.ფ.133, 138).

 

2.11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის N1------ ბრძანებით დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომისათვის, მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 მუხლებით დამტკიცებული დებულების მ--- მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ი (დეტექტივი-გამომძიებელი) პოლიციის ვიცე პოლკოვნიკი ო-–-- გ-----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში (ტ.1. ს.ფ. 19-20).

 

2.12. ქუთაისის ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების უ-------ი, პოლიციის ვ-–------–-------- ო-–-- გ-----–--ის მიერ 2016 წლის 1 მარტს დამტკიცებული ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების ოპერატიული ჯგუფის 2016 წლის მარტის თვეში მორიგეობის გრაფიკის თანახმად, ო-–--ი გ-----–--ის სამუშაო დღეებს წარმოადგენს: 2-5-8-11-14-17-20-23-26-29 მარტი. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების ოპერატიული ჯგუფის 2016 წლის მარტის თვეში მორიგეობის გრაფიკი დამოწმებულია ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების უ-------ის მოადგილის, პოლიციის მაიორის მ-------- ნ-----–--ის მიერ (ტ.1. ს.ფ. 156).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად ძირითადად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9, 22-24-ე, 33-ე მუხლები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, 601-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 55-ე, 102-ე, 105-ე მუხლები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-2, მე-11, 112-ე, 127-ე მუხლები, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მ---, მე-8, 41-ე, 57-ე, 59-ე მუხლები, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე, 70-ე მუხლები, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მ--- მუხლის პირველი პუნქტი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი - მე-4 მუხლები.

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, საქმეში არსებული მასალებით დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ ო-–-- გ-----–--ე, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის თანამდებობაზე, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2016 წლის 29 ივლისის №1------ ბრძანების საფუძველზე და დათხოვნილ იქნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. ხსენებული ბრძანების თანახმად, მოსარჩელე გათავისუფლდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომისათვის. გამოცემულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, ელ.ვერსია M----------------, 14.03.2016).

 

3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ 2016 წლის 6 მარტს განხორციელდა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების პროფილაქტიკური გადამოწმება. 2016 წლის 14 მარტს კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N1-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უ-------ის/დეპარტამენტის დირექტორის მიერ შედგენილ იქნა შს სამინისტროს მოსამსახურე ო-–-- გ-----–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა M----------------. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის შედეგად მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის ვ-–------–------- ო-–-- გ-----–--ისათვის შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით გათვალისწინებული სახდელის - სამსახურიდან დათხოვნის გამოყენება.

 

3.3. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის N1------ ბრძანებით დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ, შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ი (დეტექტივი-გამომძიებელი) პ---–-–------–------–-------- ო-–-- გ-----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. ბრძანება ეყრდნობა ო-–-- გ-----–--ის მიმართ შედგენილ სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას, რომლითაც დადგინდა, რომ: ო-–--ი გ-----–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაში, მოქალაქისთვის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინტიმური ურთიერთობით დაკავების შეთავაზებაში, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის და პირადი ხელმძღვანელის მოთხოვნების შეუსრულებლობაში, ასევე, შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაში, რომლითაც აეკრძალათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.

 

3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სარჩელში დაფიქსირებული განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მოპასუხის - ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნებოდა გაზიარებული. ამასთან, მოსარჩელის მითითებაზე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება სადავო პერიოდში განეხორციელებინა სამსახურებრივი შემოწმება, სასამართლომ მიუთითა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მიერ წარმოდგენილ 2017 წლის 21 თებერვლის MIA 2------------ მიმართვაზე, რომლის თანახმად: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე, შესაბამისად 2016 წლის 6 მარტს, კვირა დღეს, ღამის საათებში, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

3.5. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ უხეშად, განზრახ დაარღვია ზნეობრივი და ეთიკური ნორმებით გათვალისწინებული პრინციპები და წესები. ო-–-- გ-----–--ემ წინასწარი შეცნობით დაარღვია კანონი, 2016 წლის 6 მარტს იგი იმყოფებოდა პოლიციელისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში. პოლიციის ვ-–------–-----ის ო-–-- გ-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის.

 

3.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელი მიიჩნია უსაფუძვლოდ, რადგან მიიჩნია, რომ ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის №1------ ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს ასევე უარი ეთქვა თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების, კერძოდ სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

 

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო-–-- გ-----–--ემ, რომელთაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ასევე მოწმეთა დაკითვაზე უარის თქმის შესახებ იმავე სასამართლოს 2017 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; ო-–-- გ-----–--ის სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

აპელანტი მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო დაეყრდნო გენერალური ინსპექციის არათანმიმდევრულ და არასწორ დასკვნას, არ მოახდინა მისი შესწავლა და გაანალიზება, მაშინ როდესაც ამ დასკვნაში მითითებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელე მხარეს არ მისცა შესაძლებლობა მოეხდინა მოწმეთა დაკითხვა, რათა დეტალურად გამოკვლეულიყო მათი განმარტებები.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების და გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ ო-–-- გ-----–--ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

5.5. სააპელაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.

 

6. სააპელაციო პალატა ო-–--ი გ-----–--ის სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

6.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეების მიერ 2016 წლის 6 მარტს მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტორს იმერეთის, რაჭა - ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების პროფილაქტიკური გადამოწმება. 2016 წლის 14 მარტს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 თებერვლის N1-- ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გენერალური ინსპექციის უ-------ის/დეპარტამენტის დირექტორის ი-----–- ჭ--------–--ის მიერ დამტკიცდა შს სამინისტროს მოსამსახურე ო-–-- გ-----–--ის მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა N M----------------. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული: პოლიციის ვ-–------–------- ო-–-- გ-----–--ეს შეეფარდოს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა. დასკვნაში მითითებულია, რომ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგად დადგინდა შემდეგი: ო-–--ი გ-----–--ემ არ გაითვალისწინა საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.4 (პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება) პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა და ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა მოქალაქესთან კონფლიქტში შესვლასა და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებაში, ასევე, პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაში, მოქალაქისთვის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინტიმური ურთიერთობით დაკავების შეთავაზებაში და შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის და პირადი ხელმძღვანელის მოთხოვნების შეუსრულებლობაში, ასევე შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანების (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით) დარღვევაში (ტ.1. ს.ფ. 106-109).

 

6.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 10 მარტს ქალაქ თბილისში დაკითხა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების უბნის უ-------ი ინსპექტორ-გამომძიებელი, მაიორი გ--- ს---------ე. მაიორ გ--- ს---------ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 მარტს იგი იმყოფებოდა ოპერატიული ჯგუფის სამორიგეოში და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. 22:30 საათზე, ორი უცნობი ქალის თანხლებით ადმინისტრაციულ შენობაში შემოვიდა განყოფილების უ-------ი ო-–-- გ-----–--ე და თავის კაბინეტში შევიდა. განაწესის მიხედვით, ამ დღეს ო-–-- გ-----–--ე ისვენებდა და მისი სამსახურში მისვლა მოსალოდნელი არ იყო. რამდენიმე წუთის შემდეგ მაიორი გ--- ს---------ე პოლიციის ადმინისტრაციული შენობასთან ახლომდებარე სასურსათო მაღაზიაში წავიდა, დაბრუნდა დაახლოებით 30 წუთის შემდეგ. ამ დროს მან დაინახა, რომ ო-–-- გ-----–--ე გამოვიდა პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან ორ პირთან ერთად, როგორც მოგვიანებით მისთვის გახდა ცნობილი, იყვნენ გენერალური ინსპექციის თანმშრომლები. ო-–-- გ-----–--ე გამოეყო თანმხლებ პირებს და გ--- ს---------ეს სთხოვა, ვინაიდან, თავად მთვრალ მდგომარეობაში იმყოფებოდა, წაეყვანა სოფელ გ------ში, მეუღლის ნათესავების ოჯახში. გზად, ო-–-- გ-----–--ე უმეტესად ლაპარაკობდა ტელეფონზე, საუბარში შეიგრძნობოდა შეშფოთება, გ--- ს---------ეს კი მხოლოდ ორი სიტყვით უთხრა, თუ ვინ იყო ის ორი უცნობი პირი. ო-–-- გ-----–--ის ადგილზე მიყვანის შემდეგ, გ--- ს---------ე სამსახურში დაბრუნდა. გენერალური ინსპექციის თანამშრომლები მას იქ აღარ დახვედრიან. გ--- ს---------ის განმარტებით, გაიკითხა შემთხვევის დეტალები, აღმოჩნდა, რომ ო-–-- გ-----–--ეს კაბინეტში მსუბუქი ყოფაქცევის ქალები შეუყვანია. ამ ფაქტს შეესწრნენ გადამოწმების მიზნით მიწვეული გენერალური ინსპექციის თანამშრომლები. ო-–-- გ-----–--ემ გენერალური ინსპექციის თანამშრომლების შეკითხვებს არ უპასუხა და გარიდების მიზნით სასწრაფოდ დატოვა შენობა (ტ.1. ს.ფ. 114-115).

 

6.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ 2016 წლის 10 მარტს განმარტებები ჩამოერთვა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, უ------- ლეიტენანტ პ----- გ-------–---–ს. პ----- გ-------–---–ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 მარტს დამატებით ოპერატიულ ჯგუფში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. დაახლოებით 22:00 საათზე მას დაურეკა განყოფილების უ-------მა ო-–-- გ-----–--ემ და სთხოვა, ავტომანქანით მოსულიყო ს---–--------- ქუჩაზე. ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ო-–-- გ-----–--ემ გ-------–---–ს სახლში წაყვანა სთხოვა. გზად, გ--------ას ქუჩაზე გ-----–--ემ მსუბუქი ყოფაქცევის ქალები დაინახა და ავტომანქანა გააჩერებინა. გ-----–--ე რამდენიმე წუთს ესაუბრებოდა ქალებს, შემდეგ კი გააჩერა ტაქსი. გ-------–---–ის კითხვაზე, დალოდებოდა თუ არა, უპასუხა, სამსახურში დაბრუნებულიყო. სამსახურში დაბრუნებიდან ორიოდე წუთში ო-–-- გ-----–--ეც მოვიდა თანმხლებ ქალებთან ერთად და სამივე ო. გ-----–--ის სამუშაო ოთახში შევიდნენ. 10 წუთში პოლიციის შენობაში შემოვიდა ორი პირი, მათივე განმარტებით, შს გენერალული ინსპექციის თანამშრომლები. მათ განყოფილების უ-------ის ნახვა სურდათ. ო-–-- გ-----–--ემ გენერალური ინსპექციის თანამშრომლებთან საუბარი არ ისურვა, გავიდა პოლიციის ადმინისტრაციული შენობიდან და როგორც შემდეგ გაირკვა, სახლში წავიდა. ო-–-- გ-----–--ის წასვლის შემდეგ, პოლიციის ადმინისტრაციული შენობა დატოვეს გენერალური ინსპექციის თანმშრომლებმა და ზემოაღნიშნულმა ქალბატონებმა (ტ.1. ს.ფ. 131-132).

 

6.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 10 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის მოადგილე, მაიორი მ-------- ნ-----–--ე. მ-------- ნ-----–--ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 მარტს, იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას. განყოფილების პასუხისმგებელი მორიგე იყო, განყოფილების უ-------ის მოადგილე, დეტექტივ- გამომძიებელი ი---- ა-----ე. 2016 წლის 6 მარტს, დაახლოებით 13:00 საათზე, მ-------- ნ-----–--ეს დაურეკა განყოფილების უ-------მა ო-–-- გ-----–--ემ და უთხრა, რომ პირად საქმესთან დაკავშირებით აპირებდა გასვლას და იმ დღეს სამსახურში ვეღარ დაბრუნდებოდა. დაახლოებით 22:00 საათიდან 23:00 საათამდე ო-–-- გ-----–--ე სამსახურში დაბრუნდა. დაბრუნებიდან სულ მალე ო-–-- გ-----–--ემ მ-------- ნ-----–--ე სამუშაო ოთახში დაიბარა და დაავალა შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწვეული პირისათვის მიექცია ყურადღება. სტუმარი მ-------- ნ-----–--ემ პირველი სართულის ფოიედან მეორე სართულზე აიყვანა. აღნიშნული პირი ო-–-- გ-----–--ემ სამუშაო ოთახში შეიყვანა, ხოლო მ-------- ნ-----–--ე უ-------ის სამუშაო ოთახთან ელოდებოდა შემდგომ მითითებას. დაახლოებით ხუთი წუთის შემდეგ, კაბინეტიდან გამოვიდა ვიღაც უცნობი ქალბატონი. კარის გაღებისას ხმაური შემოესმა, ამიტომაც შევიდა და დაინახა, რომ გ-----–--ე სტუმარს ხმამაღლა და უკმაყოფილო ტონით ესაუბრებოდა, შემდეგ სთხოვა დაეტოვებინა ოთახი, ვინაიდან იმ დღეს ვალდებული არ იყო სამუშაოზე ყოფილიყო და თუ შემოწმება სურდა, უნდა გაეთვალისწინებინათ ეს ვითარება. მ-------- ნ-----–--ემ იკითხა, თუ ვინ იყო სტუმარი, რაზეც ო-–-- გ-----–--ემ უპასუხა, რომ იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელი. აღნიშნული პირი სთხოვდა ო-–-- გ-----–--ეს, დამშვიდებულიყო და გასაუბრებოდა. ინსპექციის თანამშრომელმა მ-------- ნ-----–--ეს შესთავაზა, საუბარს დასწრებოდა. მ. ნ-----–--ის განმარტებით, იგი შეეცადა დაემშვიდებინა ო. გ-----–--ე, მაგრამ უშედეგოდ. ნასვამი ო. გ-----–--ე კვლავ უკმაყოფილებას გამოთქვამდა და აგრესიულად იყო განწყობილი ინსპექციის თანამშრომლის მიმართ. აღნიშნულის შემდეგ, ო-–-- გ-----–--ე სწრაფად გავიდა სამუშაო ოთახიდან. პირველ სართულზე მას გენერალური ინსპექციის მეორე თანამშრომელი შეხვდა, რომელმაც ასევე მოუწოდა ო-–-- გ-----–--ეს დამშვიდებულიყო და არ გასულიყო შენობიდან. აღნიშნულის მიუხედავად, ო. გ-----–--ე გავიდა შენობიდან და ფეხით განაგრძო გზა. მ-------- ნ-----–--ის განცხადებით, მხოლოდ მოგვიანებით შეიტყო, რომ ო. გ-----–--ესთან მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონები იმყოფებოდნენ (მეორე ქალბატონი კი მას არ უნახავს) (ტ.1. ს.ფ. 134-136).

 

6.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 10 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა შსს ქ--------- საქალაქო სამმართველოს უფროსი, გამომძიებელი, პოლკოვნიკი ნ--- ჯ----. ნ--- ჯ----ს ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, მის დაქვემდებარებულ სამმართველოში ირიცხება პოლიციის ვიცე- პოლკოვნიკი ო-–-- გ-----–--ე, რომელსაც დაკავებული აქვს მ------- განყოფილების უ-------ის თანამდებობა. მიმდინარე წლის 6 მარტს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, დაუკავშირდა მოადგილე ვ-–--- მ-----–--ე, რომელმაც უთხრა, რომ მ------- განყოფილებაში მისული იყვნენ შსს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები ო-–--ი გ-----–--ის სავარაუდო სიმთვრალესთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი დაუყოვნებლივ მივიდა მ------- განყოფილებაში, სადაც ო-–-- გ-----–--ე არ დახვდა. როგორც განყოფილებაში უთხრეს, ო-–--ი გ-----–--ესთან კაბინეტში იყვნენ გენერალური ინსპექციის თანამშრომლები, მისი სიმთვრალე-სიფხიზლეზე შემოწმების მიზნით, მაგრამ შემოწმება ვერ მოხერხდა, რადგანაც ო-–-- გ-----–--ემ დატოვა პოლიციის შენობა. თანამშრომლებს არ უთქვამთ, რომ ო-–-- გ-----–--ეს სამუშაო ოთახში ჰყავდა, სავარაუდოდ მსუბუქი ყოფაქცევის ქალბატონი, ეს ფაქტი შეიტყო სიტუაციაში გარკვევის მიზნით, მობილურ ტელეფონზე განყოფილების უ-------ის მოადგილესთან - მ-------- ნ-----–--ესთან საუბრის შემდეგ. ნ--- ჯ---- განმარტავს, რომ მობილური ტელეფონის საშუალებით ასევე ესაუბრა ო-–-- გ-----–--ეს და სთხოვა განყოფილებაში დაბრუნება, რომ მასთან დაკავშირებით ჩატარებულიყო ყველა აუცილებელი მოქმედება. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, გ-----–--ე სამსახურში არ გამოცხადდა. ნ--- ჯ---- აღნიშნავს, რომ ო-–-- გ-----–--ემ მისი მოთხოვნა შესაძლოა კარგად ვერ გაიგო, რადგანაც ესაუბრებოდა მისი უდანაშაულობის შესახებ, რომ იყო მართალი. მისი განმარტებით, ო-–-- გ-----–--ე სავარაუდოდ იყო ნასვამი და მასთან საუბრის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა. საუბრის შემდეგ გააგზავნა მოადგილე ვ-–--- მ-----–--ე და განყოფილების უ-------ის მოადგილე მ-------- ნ-----–--ე იმ მისამართებზე, სადაც შეიძლება ყოფილიყო ო-–-- გ-----–--ე და მისცა მითითება დაებრუნებინათ სამსახურში, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ სცადა მობილურით დაკავშირებოდა ო-–-- გ-----–--ეს, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. ნ--- ჯ---- განმარტავს, რომ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში ო-–-- გ-----–--ის მხრიდან სხვა დისციპლინური გადაცდომის ფაქტი არ შეუნიშნავს (ტ.1. ს.ფ. 141-143).

 

6.6. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის დისციპლინური დევნის I სამმართველოს დასავლეთის შემოწმების სამსახურის უ-------ის, პოლიციის ვ-–------–--------ს, ვ--–------ კ--–------ს მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 6 მარტს, დაახლოებით 23:00 საათზე, პროფილაქტიკური გადამოწმების მიზნით მივიდა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--- განყოფილებაში, იმავე განყოფილების უ-------ის - ო-–-- გ-----–--ის სიმთვრალე-სიფხიზლეზე შესამოწმებლად. შენობაში შეხვდა ო-–-- გ-----–--ეს, რომელსაც წარუდგინა თავი და განუცხადა, რომ იყო შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურე. აღნიშნულის შემდეგ, შევიდნენ გ-----–--ის სამუშაო ოთახში, სადაც იმყოფებოდა ვ--–------ კ--–------სთვის უცნობი ქალბატონი. ამ უკანასკნელმა ვ--–------ კ--–------ს თხოვნით დატოვა ოთახი და გავიდა ფოიეში. ო-–-- გ-----–--ემ არ უპასუხა შეკითხვას, ხომ არ იმყოფებოდა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, უხეშად მოსთხოვა დაესახელებინა ვინაობა და წარედგინა შს სამინისტროს მოსამსახურის დამადასტურებელი მოწმობა. ვინაიდან ო-–-- გ-----–--ე იყო ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად, ესაუბრებოდა უხეშად და არაკორექტულად, გამოხატავდა უკმაყოფილებასა და აგრესიას, ხმამაღალი ტონით აცხადებდა, დაეტოვებინა მისი სამუშაო ოთახი, გასულიყვნენ გარეთ და იქ ესაუბრათ. ამ დროს ოთახში შევიდა ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის მოადგილე მ-------- ნ-----–--ე, რომელიც ასევე მოუწოდებდა ო-–-- გ-----–--ეს სიმშვიდისაკენ. მიუხედავად ამისა, ო-–-- გ-----–--ემ განაგრძო უხეშობა და მოულოდნელად დატოვა სამუშაო ოთახი, ჩავიდა შენობის პირველ სართულზე, რითაც არ გაითვალისწინა ვ--–------ კ--–------ს მოწოდება არ დაეტოვებინა პოლიციის შენობა და დაბრუნებულიყო სამუშაო ოთახში. პოლიციის პირველ სართულზე გ-----–--ეს დახვდა შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი კ------- ვ-----, რომელმაც ო-–-- გ-----–--ეს ასევე მოუწოდა, არ დაეტოვებინა შენობა. მიუხედავად ამისა, იგი ჯიუტად არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას და დატოვა შენობა (ტ.1. ს.ფ. 137).

 

6.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ 2016 წლის 7 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა მოქალაქე შ------- ა----ა. შ------- ა----ას ახსნა- განმარტებითი ბარათის მიხედვით, 2016 წლის 6 მარტს მეგობარ ნ---- ჟ----–---–---თან ერთად ქალაქ ქუთაისში, გ--------ას ქუჩაზე იმყოფებოდა. დაახლოებით 22:00 საათზე მათთან მივიდა ქალაქ ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების უ-------ი ო-–-- გ-----–--ე, იგი ნასვამ მდგომარეობაში იყო. ო-–-- გ-----–--ემ ორივე პოლიციაში წაიყვანა, თავის სამუშაო ოთახში პირადობის დამადასტურებელი მოწმობები მოსთხოვა და ცოტა ხანში დაუბრუნა უკან. მისი თხოვნით, პოლიციელმა პირველ სართულზე, ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა შ------- ა----ა. დაახლოებით ნახევარ საათში ნ---- ჟ----–---–---ი გამოვიდა ო-–-- გ-----–--ის სამუშაო ოთახიდან და ერთად დატოვეს პოლიციის შენობა. როგორც შემდგომ, ნ---- ჟ----–---–---მა შ------- ა----ას უთხრა, ო-–-- გ-----–--ემ მას სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო (ტ.1.ს.ფ. 116-117).

 

6.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციამ 2016 წლის 7 მარტს ქალაქ ქუთაისში დაკითხა ნ---- ჟ----–---–---ი. ნ---- ჟ----–---–---ის ახსნა- განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 6 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, დაუკავშირდა ნაცნობი ო-–-- გ-----–--ე, რომელიც მუშაობს ქალაქ ქუთაისში პოლიციის მ--------------–--------------ად. ო-–--ი გ-----–--ემ ნ---- ჟ----–---–---ი და მისი მეგობარი შ------- ა----ა, იგივე ს------, წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში, შეიყვანა სამუშაო ოთახში - შენობის მეორე სართულზე. ო-–-- გ-----–--ე იყო ძლიერ ნასვამი, იქცეოდა აგრესიულად, ამბობდა, რომ მათ სულ თავს გაუვიდათ და ასწავლიდა ჭკუას. ამის შემდეგ, გ-----–--ემ მათ ჩამოართვა პირადობის მოწმობები და გადასცა უცნობ პოლიციელ მამაკაცს, რომელსაც უთხრა შეამოწმეო. ცოტა ხნის მერე, პოლიციელმა მოწმობები დაუბრუნათ. ამის შემდეგ, ს------ გაიყვანეს ოთახიდან და დარჩა ო-–-- გ-----–--ესთან ერთად. ო-–-- გ-----–--ემ ნ---- ჟ----–---–---ს მოსთხოვა მასთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი, რაზეც ნ---- ჟ----–---–---მა უარი განუცხადა. ო-–-- გ-----–--ე გაბრაზდა და გააფრთხილა, უარის შემთხვევაში არ გაუშვებდა დილამდე. ნ---- ჟ----–---–---ი განმარტავს, რომ ო-–-- გ-----–--ემ ორალური სექსი მოსთხოვა მისსავე კაბინეტში. ნ---- ჟ----–---–---ის განმარტებით, რამდენიმე წუთში ოთახში შევიდა მისთვის უცნობი მამაკაცი, რომელმაც ო-–-- გ-----–--ეს თავი შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლად გააცნო. ამის შემდეგ, ნ---- ჟ----–---–---ი გავიდა ო-–-- გ-----–--ის კაბინეტიდან და მეგობარ ს------სთან ერთად დატოვა პოლიციის შენობა (ტ.1. ს.ფ. 139-140).

 

6.9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციამ 2016 წლის 7 მარტს ქალაქ თბილისში დაკითხა შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ი, ვ-–------–--------, ო-–-- გ-----–--ე. ო-–-- გ-----–--ის ახსნა-განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წლის 5 მარტს იყო მორიგე და ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, 6 მარტს კი ისვენებდა. ო-–-- გ-----–--ის განმარტებით, მეგობრებთან ერთად სასაფლაოზე იმყოფებოდა, შემდეგ კი სახლში მიიღო ალკოჰოლური სასმელი. დაახლოებით 10-11 საათისთვის სახლიდან გამოვიდა. გზად, გ--------ას ქუჩაზე, შენიშნა ნაცნობი ქალბატონი, რომელიც მისი ინფორმაციით მსუბუქი ყოფაქცევისა იყო. ო-–-- გ-----–--ე განმარტავს, რომ მის თხოვნას, წაჰყოლოდა სამსახურში, სალაპარაკოდ ქალბატონი დასთანხმდა და სხვა, თანმხლებ ქალბატონთან ერთად ჩასხდნენ ავტომანქანაში. ო-–-- გ-----–--ეს თან ახლდა თანამშრომელი პ----- გ-------–---–ი, რომელიც ფხიზელ მდგომარეობაში იყო და მართავდა მის ავტომობილს. სამსახურში მისვლის შემდეგ, ო-–-- გ-----–--ემ ქალბატონები შეიყვანა სამუშაო ოთახში, რათა გასაუბრებოდა ნ----ს ო. გ-----–--ის შვილთან ურთიერთობაზე. ნ----ს თანმხლებმა ქალბატონმა დატოვა ოთახი და გავიდა გარეთ. ნ----სთან ისაუბრა მხოლოდ აღნიშნულ საკითხზე. ამ პერიოდში მის სამუშაო კაბინეტში შევიდა პირი, რომელმაც განუმარტა, რომ იყო გენერალური ინსპექციის მოსამსახურე, რომელიც დაინტერესდა, იყო თუ არა ო-–-- გ-----–--ე ნასვამ მდგომარეობაში, რაზეც უპასუხა, რომ არასამუშაო დროს მოუწია რამდენიმე ჭიქის დალევა, სამსახურში გამოცხადდა პირადი ნივთების წასაღებად, შესაბამისად, არ არღვევდა სამსახურებრივ მოვალეობას. გენერალური ინსპექციის თანამშრომელს არ უთქვამთ თუ რა მიზნით მივიდა მასთან, აღნიშნულით არც ო-–-- გ-----–--ე დაინტერესებულა. აღნიშნულის შემდეგ, გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა დატოვა სამუშაო კაბინეტში, ხოლო თვითონ სახლში წაიყვანა თანამშრომელმა გ--- ს---------ემ. ო-–-- გ-----–--ე განმარტავს, რომ მისი მხრიდან გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიმართ აგრესიას ადგილი არ ჰქონია. პოლიციის შენობის შესასვლელთან, შეხვდა უცნობი პირი, რომელმაც უთხრა, რომ ისიც გენერალური ინსპექციის თანამშრომელი იყო, რომლისთვისაც არ უკითხავს რა მიზნით მივიდა მასთან. განმარტავს, რომ იყო დაღლილი, არ მუშაობდა და მიდიოდა სახლში. სახლში მისვლის შემდეგ ტელეფონზე უპასუხა მხოლოდ ერთ თანამშრომელს, თუმცა არ ახსოვს ვის ესაუბრა. გარდა ამისა, მიუთითებს, რომ ნ---- ჟ----–---–---ისთვის კაბინეტში ყოფნისას სქესობრივი კავშირი არ შეუთავაზებია, ასევე არც მისთვის და არც შ------- ა----ასათვის არ გამოურთმევია პირადობის დამადასტურებელი მოწმობები შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივი მიზნით გადამოწმებისთვის. მხოლოდ ნ---- ჟ----–---–---ს გამოართვა პირადობის მოწმობა, ვინაიდან სურდა მისი ვინაობის გაგება. მან პირადობა ნებაყოფლობით აჩვენა, ხოლო მისი მეგობრისთვის პირადობის მოწმობის გამორთმევის ფაქტი არ ახსოვს. ო-–-- გ-----–--ისთვის უცნობია, როდის დატოვეს ნ---- ჟ----–---–---მა და შ------- ა----ამ პოლიციის შენობა. განმარტავს, რომ გენერალური ინსპექციის თანმშრომლებთან არ უსაუბრია უხეში ტონით და არც შეურაცხყოფა მიუყენებია მათთვის (ტ.1. ს.ფ. 149-153).

 

6.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უ-------ის მოადგილის 2016 წლის 09 მარტის N M---------------- წერილით დგინდება, რომ შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილისგან, სამსახურებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია შს სამინისტროს მოსამსახურე ო-–-- ო------ ძე გ-----–--ის მიერ, მასზე განპიროვნებული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის საშუალებით, 2016 წლის 06 მარტს, შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის პორტალზე, იქნენ თუ არა გადამოწმებულნი მოქალაქეები: შ------- ო-----ს ასული ა----ა და ნ---- ა----ს ასული ჟ----–---–---ი. დადებით შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა პასუხი რამდენჯერ, რა დროს და რომელი IP მისამართიდან იქნა ამობეჭდილი აღნიშნული ინფორმაცია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის 2016 წლის 09 მარტის MIA 9------------ პასუხით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უ-------ის მოადგილისადმი დგინდება, რომ შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა- ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ის ო-–-- ო------ ძე გ-----–--ის სახელზე განპირობებული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის საშუალებით, 2016 წლის 6 მარტს, 10 საათსა და 45 წუთზე, შს სამინისტროს საინფორმაციო ცენტრის პორტალზე, გადამოწმებული იქნა შ------- ო-----ს ასული ა----ა IP მისამართიდან 1---------- (გადამოწმებული პიროვნების შესახებ ინფორმაციის ამობეჭდვა არ განხორციელებულა), ხოლო ნ---- ა----ს ასული ჟ----–---–---ი 2016 წლის 6 მარტს მარტს, 10 საათსა და 46 წუთზე IP მისამართიდან 1---------- (გადამოწმებული პიროვნების შესახებ ინფორმაციის ამობეჭდვა არ განხორციელებულა) (ტ.1. ს.ფ.133, 138).

 

6.11. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 29 ივლისის N1------ ბრძანებით დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომისათვის, მე-3 მუხლის „ზ“ (სამსახურიდან დათხოვნა) პუნქტის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 მუხლებით დამტკიცებული დებულების მ--- მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ე“, „ზ“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად შს სამინისტორს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, ქ. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ--------------–--------------ი (დეტექტივი-გამომძიებელი) პ---–-–------–------–-------- ო-–-- გ-----–--ე გათავისუფლდა დაკავებული თანმდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში. გამოცემულ ბრძანებას საფუძვლად დაედო შსს გენერალური ინსპექციის დასკვნა, ელ.ვერსია M----------------, 14.03.2016).(ტ.1. ს.ფ. 19-20).

 

6.12. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების უ-------ი, პოლიციის ვ-–------–-------- ო-–-- გ-----–--ის მიერ 2016 წლის 1 მარტს დამტკიცებული ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების ოპერატიული ჯგუფის 2016 წლის მარტის თვეში მორიგეობის გრაფიკის თანახმად, ო-–--ი გ-----–--ის სამუშაო დღეებს წარმოადგენს: 2-5-8-11-14-17-20-23-26-29 მარტი. ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების ოპერატიული ჯგუფის 2016 წლის მარტის თვეში მორიგეობის გრაფიკი დამოწმებულია ქ--------- ს----–-----------------–--------–-–--- მ------- განყოფილების უ-------ის მოადგილის, პოლიციის მაიორის მ-------- ნ-----–--ის მიერ (ტ.1. ს.ფ. 156).

 

7.1. სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ ო. გ-----–--ის სამსახურიდან დათხოვნის ბრძანება ეყრდნობა ო-–-- გ-----–--ის მიმართ შედგენილ სამსახურებრივი შემოწმების დასკვნას, რომლითაც დადგინდა შემდეგი: ო-–--ი გ-----–--ემ ჩაიდინა შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება), „დ“ (ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინული გადაცდომა, რაც მისი მხრიდან გამოიხატა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მთვრალ მდგომარეობაში ყოფნაში, მოქალაქისთვის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ინტიმური ურთიერთობით დაკავების შეთავაზებაში, შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის და პირადი ხელმძღვანელის მოთხოვნების შეუსრულებლობაში, ასევე, შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობაში, რომლითაც აეკრძალათ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით.

 

7.2. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოტივი იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად.

 

7.3. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ ასევე სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ ჰქონდა უფლებამოსილება სადავო პერიოდში განეხორციელებინა სამსახურებრივი შემოწმება; პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტორს მიერ წარმოდგენილ 2017 წლის 21 თებერვლის MIA 2------------ მიმართვაზე, რომლის თანახმად: „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელისათვის დადგენილია არანორმირებული სამუშაო დღე, შესაბამისად 2016 წლის 6 მარტს, კვირა დღეს, ღამის საათებში, გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.

 

7.4. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ანსამბლეის 1979 წლის 17 დეკემბრის მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირთა ქცევის კოდექსზე, რომლის პირველი მუხლის თანახმად, მართლწესრიგის დამცველ თანამდებობის პირნი მუდმივად ასრულებენ კანონით მათზე დაკისრებულ მოვალეობებს, ემსახურებიან საზოგადოებას და იცავენ ყველა პირს მართლსაწინააღმდეგო აქტებისაგან პასუხისმგებლობის იმ მაღალი ხარისხის შესაბამისად, მათი პროფესია რომ მოითხოვს; ხოლო მეორე მუხლის მოთხოვნაა, თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს სამართალდამცავმა პირებმა პატივი უნდა სცენ ადამიანის ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები; მე-8 მუხლში კი აღნიშნულია, მართლწესრიგის დამცველმა თანამდებობის პირებმა პატივი უნდა სცენ კანონსა და ამ კოდექსს. ამასთანავე, თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად უნდა აღკვეთონ და მკაცრად აღუდგნენ წინ შესაბამის დარღვევებს.

 

7.5. სააპელაციო პალატა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ხელმძღვანელობს ასევე „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. აღნიშნული კანონის მეორე თავით განმტკიცებული სამართლებრივი ნორმებით განსაზღვრულია პოლიციელის საქმიანობის ძირითად პრინციპები, კერძოდ, იმავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ამ პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს პოლიციელის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას. პოლიციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი და უმნიშვნელოვანესი პრინციპია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის პრინციპი, რომლის შესაბამისად, პოლიციის საქმიანობის განხორციელების ფორმები, მეთოდები და საშუალებები არ უნდა ხელყოფდეს ადამიანის პატივსა და ღირსებას, არ უნდა არღვევდეს ადამიანის სიცოცხლის, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და საკუთრების უფლებებს და სხვა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს გარემოს.

 

7.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერ დარღვევაზე რეაგირება უნდა განხორციელდეს პროპორციულობის მოთხოვნის დაცვით, საჯარო მოსამსახურისათვის დაკისრებული დისციპლინური სახდელი შესაბამისობაში უნდა იყოს მის მიერ ჩადენილი დისციპლინური გადაცდომის სიმძიმესთან და ითვალისწინებდეს დისციპლინური გადაცდომის ჩადენისას არსებულ გარემოებებს. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის შეფარდება ხდება დამდგარი შედეგის სიმძიმის, ვალდებულების დარღვევის მიზეზის, დამდგარი შედეგის თავიდან აცილების შესაძლებლობის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. ამდენად, სამსახურიდან გათავისუფლება, როგორც უკიდურესი ღონისძიება, უნდა იყოს დარღვევის სიმძიმის პროპორციული. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, პოლიციელი შეიძლება დაითხოვონ სამსახურიდან დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო. აღნიშნული კანონის IX თავში განსაზღვრულია პოლიციის საქმიანობის კონტროლი, რომლის 59-ე მუხლი განსაზღვრავს სამინისტროს მოსამსახურის პასუხისმგებლობის სახეებს, რომლის მესამე პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამსახურიდან დათხოვნა წარმოადგენს სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მიერ მოსამსახურის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელის სახეს. აღნიშნული სახდელის გამოყენების წესი კი რეგულირდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდებით“, რომლის მეორე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი; იმავე მუხლის მე-2 პუნქტში ჩამოთვლილია ამ დისციპლინური გადაცდომის სახეები: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე)თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.

 

7.7. სააპელაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ო-–--ი გ-----–--ის სამსახურიდან გათავისუფლება შესაბამისი იყო იმ დარღვევისა, რაც ო-–--ი გ-----–--ის მიერ იქნა ჩადენილი. აღნიშნულთან მიმართებით პალატა განმარტავს, რომ პოლიციელის ქცევის სტანდარტები მოწესრიგებულია ასევე საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსით, რომლის თანახმად, პოლიცია საზოგადოების სამსახურში მდგომი სახელმწიფო ორგანოა და პოლიციელის საქმიანობაც უკიდურესად მნიშვნელოვანია. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა პოლიციელის საზოგადოებრივ როლსა და სტატუსს, პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა აპელანტის მიერ უხეშად, განზრახ, ზნეობრივი და ეთიკური ნორმებით გათვალისწინებული პრინციპებისა და წესების დარღვევის ფაქტი. ო-–-- გ-----–--ემ წინასწარი შეცნობით დაარღვია კანონი, 2016 წლის 6 მარტს იგი იმყოფებოდა პოლიციელისთვის შეუფერებელ მდგომარეობაში. აღნიშნული კი დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, შსს გენერალური ინსპექციის დასკვნითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამდენად, პოლიციის ვ-–------–-----ის ო-–-- გ-----–--ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს მოქმედი კანონმდებლობის დარღვევას, ეწინააღმდეგება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის დადგენილი ქცევის წესებს და ეთიკის ნორმებს, რაც მიუღებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთათვის.

 

7.8. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი სარჩელი სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ და სწორად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან. შესაბამისად, სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად უთხრა უარი მოსარჩელეს თანმდევი სასარჩელო მოთხოვნების, კერძოდ სამსახურში აღდგენისა და განაცდური ხელფასის ანაზღაურების თაობაზე.

 

8.1. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტის მიერ ასევე მოთხოვნილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოელგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა გ--- ს---------ის, შ------- ა----ას, რ---–---- ს------–---–ის, პ----- გ-------–---–ის, მ-------- ნ-----–--ის, ვ--–------ კ--–------ს, ნ---- ჟ----–---–---ის, ნ--- ჯ----სა და ვ--–---ი ა-----ის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვაზე. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ა----ა შ-------, რ---–---- ს------–---–ის, პ----- გ-------–---–ის, მ-------- ნ-----–--ის, ვ--–------ კ--–------ს, ნ---- ჟ----–---–---ის, ნ--- ჯ----სა და ვ--–---ი ა-----ის მოწმის სახით დაკითხვის შესახებ შუამდგომლობა აპელანტის მიერ დაყენებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოშიც საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობა უსაფუძვლოა და არ არსებობს მითითებულ პირთა სასამართლო სხდომაზე მოწვევისა და მათი მოწმის სახით დაკითხვის საფუძველი, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილია გ--- ს---------ის, შ------- ა----ას, რ---–---- ს------–---–ის, პ----- გ-------–---–ის, მ-------- ნ-----–--ის, ვ--–------ კ--–------ს, ნ---- ჟ----–---–---ის, ნ--- ჯ----ს ახსნა - განმარტებანი, სადაც განსახილველ საკითხთან მიმართებით მათთვის ცნობილი ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შესახებაა მითითებული, რაც სააპელაციო პალატის მიერ საქმის განხილვისას შეფასებულ იქნა სხვა მტკიცებულებთან ერთობლიობაში. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა; ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მასზედ, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს შუამდგომლობაში, მითითებულ პირთა სასამართლოს სხდომაზე მოწვევისა და მოწმის სახით დაკითხვის საჭიროება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ აპელანტ ო-–--ი გ-----–--ეს უარი უნდა ეთქვას მითითებულ მოწმეთა დაკითხვის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევა- შეფასების საფუძველზე, შესაბამისად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც არ არსებობს ო-–-- გ-----–--ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ო-–-- გ-----–--ის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე

 

2. არ დაკმაყოფილდეს ო-–-- გ-----–--ის სააპელაციო საჩივარი.

 

3. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 23 მარტის განჩინება მოწმეთა დაკითხვაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება.

 

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის განმავლობაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა); ხოლო სააპელაციო პალატის განჩინების ის ნაწილი, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ო-–--ი გ-----–--ის შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით სააპელაციო სასამართლოს საბოლოო განჩინებასთან ერთად.

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე