განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3ბ/2427-17, 330310116001261662
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
თავმჯდომარე- მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი
სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე
აპელანტები (მოსარჩელეები) - შ-- ”ა----------. ჯ-”, შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----”
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ახალი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილება
აპელანტების მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მ--------–----------–-–----------------------------- და №------- წერილების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2----–-–--------------------------- სხდომის ოქმების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2015 წლის 11 დეკემბრის №------- და №------- წერილობითი შეტყობინებების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის 2----–-–--------------------- და №----- წერილობითი შეტყობინებების, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–--------------------------------- წერილების, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–------------------- და №--- წერილების, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–---------------–------- განკარგულების ბათილად ცნობისა და სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----სა“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“ შესყიდვების მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრიდან (შავი სიიდან) ამოღების დავალდებულების შესახებ არ დაკმაყოფილდა
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2015 წლის 03 დეკემბერს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი - S---------------). სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო ბილბორდების ბეჭვდისა და განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე წარდგენილი იქნა ორი პრეტენდენტის - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“ სატენდერო წინადადებები. მომსახურების გასაწევად შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ შეთავაზებული იქნა 4----- ლარი, ხოლო შ-- ”ა----------. ჯ-ს“ მიერ - 4-------–---ი.
2.2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2----–-–----------------- სხდომაზე ( ოქმი №2 და ოქმი №3) სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას გამოვლინდა ელექტრონულ ტენდერში S----------- მონაწილე ორივე პრეტენდენტის - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედება. კერძოდ, განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე კომპანიას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთული აქვთ იდენტური - შ-- ”ა----------. ჯ-ს“ ტექნიკური დოკუმენტაცია. მომსახურების გასაწევად შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ შეთავაზებული იქნა 4----- ლარი, ხოლო შ-- ”ა----------. ჯ-ს“ მიერ - 4-------–---ი.
2.3. მითითებული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით დგინდება, რომ სატენდერო კომისიამ განიხილა პრეტენდენტების მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციები. განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე კომპანიას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთული აქვთ იდენტური - შ-- ”ა----------. ჯ-ს“ ტექნიკური დოკუმენტაცია. აღნიშნული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასებული იქნა აფიდავიტის (სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობითი დოკუმენტი) წესების დარღვევად. კერძოდ, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით პრეტენდენტს - შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და კონკურენტს შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ შორის მოხდა კომუნიკაცია და სატენდერო წინადადების პირობები გამჟღავნდა სატენდერო წინადადების გასაჯაროების მომენტამდე. სატენდერო კომისიამ შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ ქმედება მიიჩნია ხელშეკრულების დადების მიზნით ჩადენილ არაკეთილსინდისიერ ქმედებად და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე 2015 წლის 03 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს - შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ”ა---------- მ----- ჰ----- “ მისცა დისკვალიფიკაცია აღნიშნული ტენდერიდან.
2.4. საქმის მასალებით დადგენილია, რომ იმავე სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს დაევალა განეთავსებინა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინამდებარე სატენდერო კომისიის ოქმი და შეტყობინებების წერილი შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ. (ტ.1. ს/ფ 54-55, ტ.3. ს/ფ 54-55).
2.5. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2----–-–----------------- №------- წერილით, შ-- ”ა----------. ჯ-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის მიანიჭოს დისკვალიფიკაცია.
2.6. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2----–-–----------------- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს №------- წერილით ასევე ეცნობა შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დირექტორს, რომ სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის მიანიჭოს დისკვალიფიკაცია. (ტ.1. ს/ფ 56, ტ.3. ს/ფ 56 ).
2.7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 11 დეკემბრის №------- და №------- წერილებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, გადაეგზავნა შეტყობინებები S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ და შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, დისკვალიფიკაციის თაობაზე.
2.8. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 11 დეკემბრის შეტყობინებების თანახმად, პრეტენდენტების მონაცემები არის შემდეგი: შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----“ ს--------------, მისამართი: ქ--------–-------–----–----–----------------------------–-; შ-- ,,ა----------. ჯ-“, ს/კ. 2--------, მისამართი: ქ-------–---------------------------------- (ტ.1. ს/ფ 58-59, ტ.3. ს/ფ 58-59).
2.9. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს №-------------- წერილებით, 2015 წლის 28 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეცნობა, რომ წერილობითი შეტყობინება შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ წარდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით. აღნიშნული შეტყობინების წარდგენისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განესაზღვრა ხუთდღიანი ვადა. (ტ.1. ს/ფ 60, ტ.3. ს/ფ 60).
2.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 06 იანვრის №----- და №----- წერილებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, გადაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების - შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, დისკვალიფიკაციის თაობაზე.
2.11. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 06 იანვრის შეტყობინებების თანახმად, პრეტენდენტების მონაცემები არის შემდეგი: შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----“ ს/კ. 4--------- მისამართი: ქ-------–------–-----–----–----------------------------–-, ელ-ფოსტა: n.urushadze@outdoor.ge; შ-- ,,ა----------. ჯ-“, ს/კ. 2--------, მისამართი: ქ-------–---------------------------------- ელ-ფოსტა: n.urushadze@outdoor.ge; (ტ.1. ს/ფ 61-62, ტ.3. ს/ფ 61-62).
2.12. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–------------------- და №--- წერილებით შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“, დაევალათ 05 სამუშაო დღის ვადაში წარედგინათ განმარტება S------------ ელექტრონულ ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. იმავე წერილებით მათვე განემარტათ, რომ მოსაზრების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოებას. (ტ.1. ს/ფ 57, ტ.3. ს/ფ 57).
2.13. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–---------------–------- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ”შავი სიის წარმოების წესის და პირობების” მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ და შ-- ”ა----------. ჯ-“ დარეგისტრირდა შავ სიაში. (ტ.1. ს/ფ 63-66).
2.14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ შ-- ,,ა----------. ჯ-“ (ს/კ 2--------) არის შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ (ს/კ 4--------) 50% წილის მფლობელი პარტნიორი. (ტ.1. ს/ფ 71-72).
2.15. დადგენილია, რომ შ-- ,,ა----------.ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის ხელმოწერა და დამოწმებულია შ-- ,,ა----------.ჯ-“-ს ბეჭდით. ასევე დადგენილია, რომ ორივე კომპანიის პროფილში საკონტაქტო პირისა და მომხმარებლის ველში მითითებულია ერთი და იგივე პირი - ნ----------–--ე, ხოლო - ელექტრონული ფოსტის მისამართი n.urushadze@outdoor.ge;
2.16. შ-- ,,ა----------.ჯ-ს“ დირექტორის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ----------–--ე 2008 წლის 01 აგვისტოდან მუშაობს შ-- ,,ა----------.ჯ-“ - ში მთავრი იურისტის თანამდებობაზე, ხოლო შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2012 წლის 01 თებერვლიდან ნ----------–--ე ასევე მუშაობს შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ იურისტად. (ტ.1., ს/ფ 46-53, 73-74, ტ.3. ს/ფ 46-53).
3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 22-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601 მუხლებით, ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი, მე-3, მე-7, მე-101 მუხლებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” პირველი, მე-10-14 მუხლებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ შავი სიის წარმოების წესისა და პირობების მე-2-5, მე-7 მუხლებით.
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოქმედი კანონმდებლობა იმპერატიულად ავალდებულებს პრეტენდენტს მომეტებული ყურადღებით წარადგინოს სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის ისეთი დოკუმენტები, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას და მკაცრად დაიცვას კონკურენციის პირობები. ამასთან, აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ტენდერში მონაწილეობისას არ განახორციელოს არაკეთილსინდისიერი ქმედება, რასაც საქმეში არსებული მასალების გათვალისწინებით, განსახილველ შემთხვევაში, ჰქონდა ადგილი. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ერთიდაიგივე პირი მონაწილეობდა ორი სხვადასხვა პირის სახელით.
3.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის კეთილსინდისიერება განისაზღვრება მის მიერ, შემსყიდველი ორგანიზაციისათვის მიწოდებული ინფორმაციის უტყუარობით და სატენდერო პირობებთან პრეტენდენტის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შესაბამისობის რეალურობით. სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვის უზრუნველსაყოფად, შემსყიდველ ორგანიზაციას ზუსტი და ნამდვილი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს პრეტენდენტის შესახებ, რათა სწორად შეაფასოს თუ ვის მიანდოს სამუშაოთა შესრულება და პასუხისმგებელი იყოს მათზე, ხოლო მეორე მხრივ, პრეტენდენტმა ნამდვილი უპირატესობით უნდა მოიპოვოს გამარჯვება სხვა პრეტენდეტებთან მეტოქეობაში, რათა ჯანსაღი კონკურენცია იქნეს უზრუნველყოფილი.
3.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები არ არის შემუშავებული ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. 2015 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთა შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ რეკვიზიტები და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბერს შ-- ,,ა----------. ჯ-მ“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთა შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ ატვირთული დოკუმენტების იდენტური, შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ დოკუმენტაცია. შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენილ დოკუმენტაციას დასმული აქვს ერთი და იმავე პირის ხელმოწერა და დამოწმებულია შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ ბეჭდით. ორივე კომპანიის პროფილში საკონტაქტო პირის და მომხმარებლის ველში მითითებულია ერთი და იგივე პიროვნება - ნ----------–--ე, რომელიც წარმოადგენს ორივე კომპანიის იურისტს. ყოველივე აღნიშნული კი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით წარმოადგენს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩადენილ არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
3.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიებს ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით მიანიჭა დისკვალიფიკაცია.
3.5. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 06 იანვრის №----- და №----- წერილებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, გადაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების - შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, დისკვალიფიკაციის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–------------------- და №--- წერილებით შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ,,ა----------. ჯ-ს“, დაევალათ 05 სამუშაო დღის ვადაში წარედგინათ განმარტება S----------- ელექტრონულ ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. იმავე წერილით მათ განემარტათ, რომ მოსაზრების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოებას. საქმის მასალებითა და მხარეთა განმარტებებით დადგენილია, რომ წერილობითი პოზიცია პრეტენდენტს ადმინისტრაციულ ორგანოში არ წარუდგენია.
3.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სააგენტოს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს მინიჭებული უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება პირის შავ სიაში რეგისტრაციის თაობაზე, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები აკმაყოფილებს მითითებული ნორმით განსაზღვრულ მოთხოვნებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში უდავოდ ჰქონდა ადგილი.
3.7. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 06 იანვრის წერილობით შეტყობინებაზე ჩაატარა ადმინისტრაციული წარმოება, გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დაადგინა, რომ შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მხრიდან სატენდერო წინადადების წარდგენისას, ადგილი ჰქონდა აფიდავიტის წესების დარღვევას. კერძოდ, პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები შემუშავებული არ იყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად და ადგილი ჰქონდა პრეტენდენტების მიერ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერ ქმედებას. შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი და 2016 წლის 10 თებერვალს მიიღო მიიღო №541 განკარგულება შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ შავ სიაში დარეგისტრირების თაობაზე.
3.8. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც კანონიერად იქნა მიჩნეული საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2----–-–--------------------------- საოქმო გადაწყვეტილებები, ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მეორე პუნქტის ,,ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დისკვალიფიკაციის თაობაზე, კანონიერია შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პრეტენდენტის შავ სიაში დარეგისტრირების მოთხოვნით, სააგენტოსადმი წერილობითი შეტყობინებით მიმართვა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილება შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ.
3.9. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვების, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესი”, ასევე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ”შავი სიის წარმოების წესი და პირობები” წარმოადგენენ შესასრულებლად სავალდებულო აქტებს, რომელთა მოთხოვნათა დაცვით გამოცემული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები, სასამართლოს მხრიდან ვერ შეფასდება უკანონოდ.
3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ სარჩელი იყო უსაფუძვლო და ადგილი არ ჰქონია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას. გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეების შ-- ”ა----------. ჯ-სა” და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს” წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
შ-- ”ა----------. ჯ-სა” და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს” სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
4.1. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 21 ივლისის Nბს-667-642(კ-13) გადაწყვეტილებაზე და განმარტავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საკანონმდებლო აქტს - „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონს აქვს უპირატესი იურიდიული ძალა საქართველოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის - „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანების მიმართ. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის კომპეტენციას არ მიეკუთვნება პირის არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში რეგისტრაცია. ამდენად, სააპელაციო საჩივრის თანახმად, სააგენტოს თავმჯდომარის მიერ, კანონით დადგენილი თავისივე უფლებების გაფართოება ეწინააღმდეგება, როგორც „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ასევე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
4.2. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (2015 წლის 04 აგვისტოდან 2017 წლის 29 ივნისამდე მოქმედი რედაქცია) 24-ე მუხლის მე-10 ნაწილში ჩამოთვლილია ის აქტები, რომელთა გამოცემაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისმა ადმინისტრაციულ ორგანოს, განსახილველ შემთხვევაში სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. სააპელაციო საჩივრის თანახმად, აღნიშნულ მუხლში არ არის მოხსენიებული „შავი სიის წარმოების წესისა და პირობების დამტკიცება“. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანება კანონსაწინააღმდეგოა და ამდენად, მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე გამოცემული სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 10 თებერვლის N541 განკარგულება შ-- ”ა----------. ჯ-სა” და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს” შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ არის უკანონო და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ექვემდებარება ბათილად ცნობას.
5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ შ-- ”ა----------. ჯ-სა” და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს” წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ
სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
5.5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
5.6. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2015 წლის 03 დეკემბერს შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებული იქნა ელექტრონული ტენდერი. სატენდერო დოკუმენტაციით შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო ბილბორდების ბეჭვდისა და განთავსების მომსახურება. შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებად განისაზღვრა 44000 ლარი დღგ-ს გარეშე. (ტ.1.ს.ფ 33-45).
5.7. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2----–-–--------------------------- სხდომის ოქმების თანახმად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე წარდგენილი იქნა ორი პრეტენდენტის - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“ სატენდერო წინადადებები. მომსახურების გასაწევად შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ შეთავაზებული იქნა 4----- ლარი, ხოლო შ-- ”ა----------. ჯ-ს“ მიერ - 4-------–---ი (ტ.1. ს.ფ.54-55; ტ.3. ს.ფ. 54-55).
5.8. აღნიშნული სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით დგინდება, რომ სატენდერო კომისიამ განიხილა პრეტენდენტების მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციები. განხილვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ორივე კომპანიას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთული აქვთ იდენტური - შ-- ”ა----------. ჯ-ს“ ტექნიკური დოკუმენტაცია. მითითებული გარემოება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შეფასებული იქნა აფიდავიტის (სატენდერო წინადადების დამოუკიდებლად განსაზღვრის თაობაზე წერილობითი დოკუმენტი) წესების დარღვევად. კერძოდ, მატერიალური გამორჩენის ან უპირატესობის მიღების მიზნით პრეტენდენტს - შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და კონკურენტს შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ შორის მოხდა კომუნიკაცია და სატენდერო წინადადების პირობები გამჟღავნდა სატენდერო წინადადების გასაჯაროების მომენტამდე. სატენდერო კომისიამ შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ ქმედება მიიჩნია ხელშეკრულების დადების მიზნით ჩადენილ არაკეთილსინდისიერ ქმედებად და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო მომსახურების შესყიდვაზე 2015 წლის 03 დეკემბერს გამოცხადებულ გამარტივებულ ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებს - შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ მისცა დისკვალიფიკაცია აღნიშნული ტენდერიდან (ტ.1. ს.ფ.54-55; ტ.3. ს.ფ. 54-55).
5.9. იმავე სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით, ადმინისტრაციული დეპარტამენტის სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს დაევალა განეთავსებინა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წინამდებარე სატენდერო კომისიის ოქმი და შეტყობინებების წერილი შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დისკვალიფიკაციის შესახებ. (ტ.1. ს.ფ 54-55, ტ.3. ს.ფ 54-55).
5.10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს №------- წერილით, 2----–-–----------------- შ-- ”ა----------. ჯ-ს“ დირექტორს ეცნობა, რომ სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის მიანიჭოს დისკვალიფიკაცია (ტ.1. ს.ფ. 56).
5.11. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2----–-–----------------- №------- წერილით ასევე ეცნობა შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დირექტორს, რომ სატენდერო კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის საფუძველზე, კომპანიას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედებისათვის მიანიჭოს დისკვალიფიკაცია. (ტ.3. ს.ფ 56).
5.12. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 11 დეკემბრის №------- და №------- წერილებით დგინდება, რომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, გადაეგზავნა შეტყობინებები S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ და შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, დისკვალიფიკაციის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 58-59; ტ.3. ს.ფ. 58-59).
5.13. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2015 წლის 11 დეკემბრის შეტყობინებების თანახმად, პრეტენდენტების მონაცემები არის შემდეგი: შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----“ ს--------------, მისამართი: ქ--------–-------–----–----–----------------------------–-; შ-- ,,ა----------. ჯ-“, ს/კ. 2--------, მისამართი: ქ-------–----------------------------------. (ტ.1. ს.ფ 58-59, ტ.3. ს.ფ 58-59).
5.14. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს №-------------- წერილებით, 2015 წლის 28 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ეცნობა, რომ წერილობითი შეტყობინება შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ წარდგენილი უნდა ყოფილიყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ,,შავი სიის წარმოების წესისა და პირობების“ მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ამ წესის დანართით დადგენილი ფორმით. აღნიშნული შეტყობინების წარდგენისათვის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განესაზღვრა ხუთდღიანი ვადა. (ტ.1. ს.ფ 60, ტ.3. ს.ფ 60).
5.15. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 06 იანვრის №----- და №----- წერილებით, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტრაციის მიზნით, გადაეგზავნა წერილობითი შეტყობინებები S----------- ელექტრონულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტების - შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო, დისკვალიფიკაციის თაობაზე (ტ.1. ს.ფ. 61-62; ტ.3. ს.ფ. 61-62).
5.16. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2016 წლის 06 იანვრის შეტყობინებების თანახმად, პრეტენდენტების მონაცემები არის შემდეგი: შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----“ ს/კ. 4--------- მისამართი: ქ-------–------–-----–----–----------------------------–-, ელ-ფოსტა: n.urushadze@outdoor.ge; შ-- ,,ა----------. ჯ-“, ს/კ. 2--------, მისამართი: ქ-------–----------------------------------. ელ-ფოსტა: n.urushadze@outdoor.ge; (ტ.1. ს.ფ 61-62; ტ.3. ს.ფ 61-62).
5.17. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2----–-–------------------- და №--- წერილებით შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“, დაევალათ 05 სამუშაო დღის ვადაში წარედგინათ განმარტება S------------ ელექტრონულ ტენდერიდან მათი დისკვალიფიკაციის შესახებ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენასთან დაკავშირებით. იმავე წერილებით მათვე განემარტათ, რომ მოსაზრების წარუდგენლობა არ აბრკოლებდა ადმინისტრაციული წარმოებას. (ტ.1. ს.ფ 57; ტ.3. ს.ფ 57).
5.18. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2----–-–---------------–------- განკარგულებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებული ”შავი სიის წარმოების წესის და პირობების” მე-7 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების საფუძველზე, შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----“ და შ-- ”ა----------. ჯ-“ დარეგისტრირდა შავ სიაში. (ტ.1. ს.ფ 63-66).
5.19. ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შ-- ,,ა----------. ჯ-“ (ს/კ 2--------) არის შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ (ს/კ 4--------) 50% წილის მფლობელი პარტნიორი. (ტ.1. ს.ფ 71-72).
5.20. შ-- ,,ა----------.ჯ-ს“ და შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულია ერთი და იგივე პირის ხელმოწერა და დამოწმებულია შ-- ,,ა----------.ჯ-“-ს ბეჭდით. ასევე დადგენილია, რომ ორივე კომპანიის პროფილში საკონტაქტო პირისა და მომხმარებლის ველში მითითებულია ერთი და იგივე პირი - ნ----------–--ე, ხოლო - ელექტრონული ფოსტის მისამართი n.urushadze@outdoor.ge;
5.21. შ-- ,,ა----------.ჯ-ს“ დირექტორის მიერ 2016 წლის 23 თებერვალს გაცემული ცნობით დგინდება, რომ ნ----------–--ე 2008 წლის 01 აგვისტოდან მუშაობს შ-- ,,ა----------.ჯ-“ - ში მთავრი იურისტის თანამდებობაზე, ხოლო შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ 2012 წლის 01 თებერვლიდან ნ----------–--ე ასევე მუშაობს შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ იურისტად. (ტ.1. ს.ფ. 73-74).
6. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე სწორად გამოიყენა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესები ვრცელდება ყველა სახის სახელმწიფო შესყიდვაზე, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების გარდა; ხოლო იმავე კანონის მე-101 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ელექტრონული სახელმწიფო შესყიდვა ხორციელდება გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ან ელექტრონული ტენდერის საშუალებით. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”თ1” ქვეპუნქტის თანახმად, შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი არის პირი, რომელსაც აქვს შესყიდვის პროცედურებში მონაწილეობის სურვილი, ”ი1” ქვეპუნქტის შესაბამისად, პრეტენდენტი არის პირი, რომელმაც სახელმწიფო შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით გადაიხადა საფასური, ხოლო ”მ” ქვეპუნქტის მიხედვით, შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრი არის შავი სია, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. შავ სიაში აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ არაკეთილსინდისიერ პირთა, პრეტენდენტთა და მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებსაც შავ სიაში შეტანიდან 1 წლის განმავლობაში არა აქვთ უფლება მონაწილეობა მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში და დადონ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება. შავი სია ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
6.1. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 07 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” პირველი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, წესის მიზანია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია, კოორდინაცია და მონიტორინგი. მე-3 პუნქტის თანახმად კი, წესის მოქმედება ვრცელდება გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის და ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე.
6.2. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-11 მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უფლებამოსილია განსაზღვროს მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტთა ტექნიკური დოკუმენტაცია და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით. იმავე წესის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად კი, ტენდერს ატარებს სატენდერო კომისია, ხოლო მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტთა შეფასება ხდება წინადადების ფასის, მათ მიერ სისტემაში განთავსებული ტექნიკური დოკუმენტაციისა და საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით ამ პუნქტით გათვალისწინებული თანმიმდევრობით. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება სატენდერო განცხადებასა და სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულ მოთხოვნებს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით ხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია, გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6.3. სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ ყურადღებას ამახვილებს იმის შესახებ, რომ 2015 წლის 03 დეკემბერს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით გამოცხადებულ იქნა ელექტრონული ტენდერი (განცხადების ნომერი - SPA – 1--------- სამინისტროს საქმიანობის ამსახველი სარეკლამო ბილბორდების ბეჭვდისა და განთავსების მომსახურების შესყიდვის მიზნით. ასევე დადგენილია, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემის მეშვეობით წინადადების მიღების ვადის დასრულებამდე წარდგენილი იქნა ორი პრეტენდენტის - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“ სატენდერო წინადადებები. მომსახურების გასაწევად შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ შეთავაზებული იქნა 4----- ლარი, ხოლო შ-- ”ა----------. ჯ-ს“ მიერ - 4-------–---ი.
6.4. სააპელაციო პალატა საქმის მასალების თანახმად დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სატენდერო კომისიის 2----–-–----------------- სხდომაზე ( ოქმი №2 და ოქმი №3) სატენდერო წინადადებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას გამოვლინდა ელექტრონულ ტენდერში S----------- მონაწილე ორივე პრეტენდენტის - შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ და შ-- ”ა----------. ჯ-ს“ არაკეთილსინდისიერი ქმედება, რადგან განხილვის შედეგად აღმოჩნდა ორივე კომპანიას ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით ატვირთული აქვთ იდენტური - შ-- ”ა----------. ჯ-ს“ ტექნიკური დოკუმენტაცია.
6.5. სააპელაციო პალატა მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. იმავე წესის №2 დანართით დამტკიცებული აფიდავიტის პირობების თანახმად, გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობის მიღების მიზნით წარდგენილი სატენდერო წინადადება შემუშავებული უნდა იყოს კონკურენტისაგან დამოუკიდებლად. ამასთან, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადება წინასწარი განზრახვით, პირდაპირ ან არაპირდაპირ, არ უნდა გაუმჟღავნოს კონკურენტს სატენდერო წინადადების გასაჯაროების მომენტამდე. ”სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ”შ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, აფიდავიტი, ამ კანონის მიზნებისთვის, არის წერილობითი დოკუმენტი, რომლის ხელმომწერი ადასტურებს დოკუმენტში მითითებული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პასუხს აგებს აღნიშნული ინფორმაციისა და გარემოებების უტყუარობისთვის.
6.6. სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას და თვლის, რომ ზემოაღნიშნული მუხლები იმპერატიულად ავალდებულებს პრეტენდენტს მომეტებული ყურადღებით წარადგინოს სატენდერო დოკუმენტაცია, მათ შორის ისეთი დოკუმენტები, რომელიც იძლევა მისი იდენტიფიცირების შესაძლებლობას და მკაცრად დაიცვას კონკურენციის პირობები. ამასთან, აფიდავიტის პირობებზე დათანხმებით პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ტენდერში მონაწილეობისას არ განახორციელოს არაკეთილსინდისიერი ქმედება, რასაც განსახილველ შემთხვევაში, ადგილი ჰქონდა, კერძოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ერთი და იმავე პირი ტენდერში მონაწილეობას იღებდა ორი სხვადასხვა პირის სახელით.
6.7. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით შეარჩიოს მიმწოდებელი და დადოს მასთან სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ხოლო ”ბ” ქვეპუნქტის თანახმად - ამ კანონით დადგენილი წესით მოახდინოს პრეტენდენტთა დისკვალიფიკაცია.
6.8. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, სადავო პერიოდში მოქმედ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ”გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სატენდერო კომისია ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის კონკრეტულ შემთხვევებს, კერძოდ, მითითებული პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტის თანახმად, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
6.9. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ პრეტენდენტების მიერ წარდგენილი სატენდერო წინადადებები არ არის შემუშავებული ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად. 2015 წლის 07 დეკემბერს შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთა შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ რეკვიზიტები და გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები, ხოლო 2015 წლის 09 დეკემბერს შ-- ,,ა----------. ჯ-მ“ ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ტექნიკური დოკუმენტაციის ველში ატვირთა შ-- ,,ა---------- მ----- ჰ-----ს“ მიერ ატვირთული დოკუმენტების იდენტური, შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ დოკუმენტაცია. შ-- ”ა----------. ჯ-ს“ და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს“ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონული სისტემის საშუალებით წარდგენილ დოკუმენტაციას დასმული აქვს ერთი და იმავე პირის ხელმოწერა და დამოწმებულია შ-- ,,ა----------. ჯ-ს“ ბეჭდით. ორივე კომპანიის პროფილში საკონტაქტო პირის და მომხმარებლის ველში მითითებულია ერთი და იგივე პიროვნება - ნ----------–--ე, რომელიც წარმოადგენს ორივე კომპანიის იურისტს.
6.10. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის №19 ბრძანებით დამტკიცებულ ”შავის სიის წარმოების წესისა და პირობების” მე-7 მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის თანახმად, საქმეში არსებული გარემოების გამოკვლევის, შეფასებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააგენტო ადგენს, არსებობს თუ არა პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ არსებობს პრეტენდენტის/მიმწოდებლის შავ სიაში დარეგისტრირების საფუძველი, სააგენტო, ამ მუხლის შესაბამისად, იღებს გადაწყვეტილებას პრეტენდენტის/მიმწოდებლის გაფრთხილების ან შავ სიაში დარეგისტრირების შესახებ. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად კი, თუ დადგინდა, რომ პრეტენდენტმა/მიმწოდებელმა ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება, იგი ექვემდებარება შავ სიაში რეგისტრაციას და მის მიმართ გაფრთხილება არ გამოიყენება.
6.11. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ნორმატიულ აქტებს (ბრძანებებს), რომელთა შესრულება სავალდებულოა შემსყიდველი ორგანიზაციებისა და შესყიდვების მონაწილე სხვა პირებისათვის, ხოლო იმავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შავი სიის წარმოების წესი და პირობები განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით (შემდგომ – კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი); ამდენად, სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის N19 ბრძანება მიღებულ იქნა სწორედ აღნიშნული ნორმების საფუძველზე და იგი სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.
6.12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში; შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც სააპელაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის, 390-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შ-- ”ა----------. ჯ-სა” და შ-- ”ა---------- მ----- ჰ-----ს” სააპელაციო საჩივრები.
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 06 ივლისის გადაწყვეტილება.
3. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ.#32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.#7ა).
თავმჯდომარე მარიამ ცისკაძე
მოსამართლეები ნინო ქადაგიძე
გელა ბადრიაშვილი