განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.05.2019
საქმის ნომერი
330310018002331381
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
14.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310018002331381

საქმე №3ბ/2756-18

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

I შ ე ს ა ვ ა ლ ი

14 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მანანა ჩოხელი

 

სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი - თ----- ც-------

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ----- დ----–---–ი

წარმომადგენლები - ქ-------------–---–--------------–-–---–-

 

მესამე პირები - ჯ----– ფ------ე, ნ---- ფ------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება

 

I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. აპელანტის მოთხოვნა

 

აპელანტი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

2. მოწინააღმდეგე მხარისა და მესამე პირების პოზიცია

 

თ----- დ----–---–ი, ჯ----– ფ------ე და ნ---- ფ------ე არ დაეთანხმნენ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება მოითხოვეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილებით თ-----ი დ----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 0-----------–-ს №1-- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაევალა მოპასუხეს - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა თ----- დ----–---–ის ოჯახისათვის (განაცხადით გათვალისწინებული პირებისათვის) საცხოვრებელი ფართის გადაცემის თაობაზე.

 

3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2013 წლის 1------------ს თ----- დ----–---–ის სახელზე გაცემულია იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა, რომლის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად, იძულებით გადაადგილებამდე, მითითებულია ც------–ი, ხოლო დროებით საცხოვრებელ ადგილად (რეგისტრაციის ადგილი) - შიდა ქართლი, გ---------------–---–--------------–---------------“.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-----------–ის N9---- მიმართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით თ----- დ----–---–ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 2-----------–-ს N9---- მიმართვის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით ჯ----– ფ------ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის.

 

ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (მომზადების თარიღი 2---------) უძრავ ნივთზე, მდებარე, ქ. გ-----, ს----–---–ის ქუჩა N5-, ბინა N-, საკადასტრო კოდი 6------------------. რეგისტრირებულია ნ-----–- გ-----ას საკუთრების უფლება.

 

თ----- დ----–---–ის განაცხადის მიხედვით, მისი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ - ჯ----– ფ------ე - მეუღლე; ნ---- ფ------ე - შვილი.

 

მონიტორინგის მასალების მიხედვით, განმცხადებელი თ----- დ----–---–ი გამოთქვამდა თანხმობას, დაკმაყოფილებულიყო სამოთახიანი ბინით, მშობლებთან და დასთან ერთად.

 

2017 წლის 1--------------ს დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ თ----- დ----–---–ის მეუღლის მშობლების - მ--–---- ფ------ის და ნ---- მ------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. გ-----, ს----–---–ის ქუჩა N5-, ბინა N--ში, თუმცა კარი დახვდათ დაკეტილი. გაესაუბრნენ, ამავე კორპუსში, პირველ სართულზე მცხოვრებ თ--------ის ოჯახს, რომლებმაც განმარტეს, რომ ბინაში ამჟამად იმყოფებოდა ჯ----– ფ------ე ოჯახთან ერთად. ამავე ბინაში ცხოვრობენ თ----- დ----–---–ის დედამთილ-მამამთილი, მაზლი - გ------ი ფ------ე, მისი მეუღლე და შვილი, ასევე ბებია. აღსანიშნავია, რომ ოქმზე არ არის მითითებული თ--------ის ოჯახის ხელმოწერა.

 

2017 წლის 1-------------ის დათვალიერების, ადგილზე გამოცხადებისა და გასაუბრების ოქმის მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფის წევრები გამოცხადდნენ თ----- დ----–---–ის მეუღლის მშობლების - მ--–---- ფ------ის და ნ---- მ------–---–ის საცხოვრებელ მისამართზე, ქ. გ-----, ს----–---–ის ქუჩა N5-, ბინა N--ში. მისამართზე დახვდათ - ნ---- მ------–---–ი და მისი დედა - ნ-----–- გ-----ა. ნ---- მ------–---–მა განმარტა, რომ მისამართზე ცხოვრობენ ის, მისი მეუღლე მ--–---- ფ------ე, შვილი გ------ი ფ------ე მეუღლესთან და შვილთან ერთად, ასევე დედა - ნ-----–- გ-----ა.

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის 2017 წლის 2------------ს №9- გადაწყვეტილებით თ----- დ----–---–ს უარი ეთქვა საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე, იმ საფუძვლით, რომ ამ ეტაპზე არ საჭიროებს გადაუდებელ განსახლებას, ცხოვრობს მეუღლის მშობლებთან, (დააკლდა ნათესავთან/ახლობელთან ქირის გარეშე ცხოვრება - 1,5 ქულა).

 

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 0-----------–-ს №1-- ბრძანებით თ----- დ----–---–ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. გ----ში, ა-–-----–---ს ქ. N--–- მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო.

 

მოწმეების - მ----- ფ--–---–-–---–ის და თ----ა ჯ--------ის ჩვენებებით, თ----- დ----–---–ი, მშობლებთან, დასთან, მეუღლესთან - ჯ----– ფ------ესთან და შვილთან - ნ---- ფ------ესთან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შპს „ტ--------ში“. გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს „ტ--------ში“.

 

3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 0-----------–-ს №1-- ბრძანება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამდენად, გასაჩივრებული აქტის კანონიერების შემოწმებისას, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი შესაბამისობა კანონმდებლობასთან.

 

სასამართლომ მიუთითა „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის პირველ, მეორე, მე-6 მუხლებზე და აღნიშნა, რომ თ----- დ----–---–ს აქვს დევნილის სტატუსი. შესაბამისად, მასზე ვრცელდება აღნიშნული კანონით და სხვა კანონქვემდებარე აქტებით გათვალისწინებული ნორმები, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან ამ კატეგ-----ის პირთა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, აღნიშნული ქმედებისათვის აუცილებელ პროცედურებს და თვით ამ პირთა უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, დევნილის რეგისტრაციის ადგილი არის სამინისტროში არსებულ დევნილთა მონაცემთა ბაზაში აღნიშნული დევნილის საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი დევნილობის პერიოდში დარეგისტრირდა, მიუხედავად ამ ადგილის საკუთრების ფორმისა. ამავე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დევნილის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის მიერ დევნილობის პერიოდში არჩეული საცხოვრებელი ადგილი, სადაც იგი რეგისტრაციის გარეშე ფაქტობრივად ცხოვრობს, ხოლო ამავე მუხლის „ო” ქვეპუნქტის მიხედვით, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

ამავე კანონის მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, იძულებითი გადაადგილებისას უსახლკაროდ დარჩენილ დევნილს სამინისტრო სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად უზრუნველყოფს სათანადო საცხოვრებლით. სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფისას სამინისტრო არეგისტრირებს დევნილს განსახლების ადგილზე. ხოლო ამავე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს დევნილისათვის ამ კანონით განსაზღვრული უფლებების განხორციელებას, იღებს ზომებს მისი უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელი სოციალურ-ეკონომიკური პირობების შესაქმნელად.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებულ დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესზე, აღნიშნული წესის პირველ, მეორე, მე-3, მე-6 მუხლებზე. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული პირისათვის არსებობს დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, სახელმწიფო ორგანოების ან მუნიციპალიტეტების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ განსახლების მიზნით, მათთვის საცხოვრებელი ფართის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

დადგენილია, რომ ქ. გ----ში ი. ს----–---–ის ქუჩა N-3, შპს „ტ--------ი“ წარმოადგენს მოსარჩელე თ----- დ----–---–ის ოჯახის, როგ----ც დევნილის სტატუსის მქონე პირების, დროებითი რეგისტრაციის ადგილს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შპს „ტ--------ში“ მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, თუ დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2014 წლის 3 თებერვლის №382 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის დებულებაზე, რომლითაც განსაზღვრულია დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ამოცანები და უფლებამოსილებები. აღნიშნული დებულების მეორე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“, „ს“ და „ტ“ ქვეპუნქტების თანახმად, დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებში შედის: დევნილთა განსახლების ორგანიზება; განსახლების პოლიტიკის შემუშავება, განსახლების პროცესის მართვა და მონიტორინგი; დევნილთა გრძელვადიანი განსახლების ორგანიზება მინისტრის ნორმატიული აქტის საფუძველზე; დევნილთა ერთიანი მონაცემთა ბაზის ადმინისტრირება, მასში დაცული მონაცემების ფორმირება, დახვეწა და დაცვა კანონმდებლობის შესაბამისად; დევნილთა განსახლების ობიექტებში არსებული საყოფაცხოვრებო პირობების შესწავლა; ობიექტების მდგომარეობის შესახებ დევნილთა განცხადებების განხილვა და რეაგირება.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებები ადასტურებენ იმას, რომ მოსარჩელის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გ---------------–---–--------------–---------------“.

 

მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით, სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევადი ობიექტების მდგომარეობის დადასტურების საშუალებად მიჩნეულია სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნა. შესაბამისად, ამგვარი ობიექტისა და მასში მცხოვრები პირების მდგომარეობის დასკვნით დადასტურების პირობებში, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან მისამართზე პირთა ფაქტობრივი ცხოვრების დამადასტურებლად არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს მხოლოდ ის გარემოება, რომ საკითხის გადაწყვეტის პროცესში განხორციელებული მოქმედების - მისამართზე გამოცხადების მომენტში, პირი ბინაში არ იმყოფებოდა ან დადგინდა, რომ გარკვეული დროის მონაკვეთში იგი მისამართზე არ ცხოვრობდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ საკითხის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, ასევე, გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ რა მიზეზით შეიძლებოდა პირი მისამართზე არ ყოფილიყო, იმ პირობებში, როდესაც საცხოვრებელი შენობა ნგრევად ობიექტად არის აღიარებული და შესაძლოა მასში მცხოვრები პირის მდგომარეობა დროებით არ იძლეოდა ბინაში ცხოვრების საშუალებას, ან არსებობდა სხვა გარემოება.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ თ----- დ----–---–ი არ ცხოვრობდა შპს „ტ--------ში“. დადგენილია, რომ თ----- დ----–---–ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. მოწმეები მიუთითებენ, რომ თ----- დ----–---–ი, მშობლებთან, დასთან, მეუღლესთან - ჯ----– ფ------ესთან და შვილთან - ნ---- ფ------ესთან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შპს „ტ--------ში“. გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს „ტ--------ში“.

 

მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა მოსარჩელის ოჯახის ქ. გ----ში, დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში - შპს „ტ--------ში“, მისთვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ ბინაში ფაქტობრივად არ ცხოვრების ფაქტი, მხოლოდ 2017 წლის 1--------------ს ოქმი არ შეიძლება გახდეს იმის დასკვნის საფუძველი, რომ მოსარჩელე ოჯახთან ერთად არ ცხოვრობს შპს „ტ--------ში“, ვინაიდან აღნიშნულ ოქმს ხელსაც კი არ აწერს ის პირი, რომელმაც თ----- დ----–---–ის ოჯახის შპს „ტ--------ში“ არ ცხოვრების შესახებ განაცხადა.

 

სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

მითითებულ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო გადაწყვეტილების გამოცემისას მოპასუხის მიერ დარღვეულ იქნა ზემოაღნიშნული ნორმები და ბათილად უნდა იქნას ცნობილი გასაჩივრებული ბრძანება. ამასთან, უნდა დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი თ----- დ----–---–ის დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ.

 

4. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

აპელანტი აღნიშნავს, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ თ----- დ----–---–ის საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს გ-----, ს----–---–ის ქ. N-3, შპს „ტ--------ი“, თუმცა მოცემული გარემოება საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება. სასამართლოს არ გამოუკვლევია, როგ---- ცხოვრობდა მოსარჩელე 35 კვ.მ ოთახში მშობლებთან და ქმარ-შვილთან ერთად (6 სული). საქმეში წარმოდგენილია კომპაქტური ობიექტისა და ქმრის ოჯახის კუთვნილი სახლის ფოტოსურათები, ამ უკანასკნელში კი ერთ-ერთი ოთახი საბავშვოა. სასამართლოში პროცესის მსვლელობისას სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოთახში ბავშვის სათამაშოები მრავლად იყო, რაც იძლეოდა ვარაუდის საფუძველს, რომ ოთახი განკუთვნილი იყო მოსარჩელის მცირეწლოვანი ბავშვისთვის, ხოლო მოსარჩელემ აღნიშნა, რომ სტუმრად მისვლისას იყენებდნენ ოთახს. მოცემული ფაქტები წარმოაჩენს მოსარჩელის განმარტების ალოგიკურობას, რომელიც ცდილობს დააჯეროს სასამართლო, რომ 6-სულიანი ოჯახი ცხოვრობდა 35 კვ.მ ოთახში და უარს ამბობდა გაცილებით უფრო დიდ და კომფორტულ სახლში ცხოვრებაზე.

 

აპელანტი მიუთითებს, რომ მოსარჩელისთვის უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი გახდა ალტერნატიული საცხოვრებლის არსებობა, მონიტორინგის თანამშრომელთა მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, მოსარჩელე წლების განმავლობაში ცხოვრობს მეუღლის ოჯახის კუთვნილ სახლში. ამ ფაქტის გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ მიმდინარე ეტაპზე მიიღო უარყოფითი გადაწყვეტილება მოსარჩელის საცხოვრებლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რადგან ოჯახი არ საჭიროებდა გადაუდებელ განსახლებას. აპელანტი აღნიშნავს, რომ აუცილებელია თითოეული შემთხვევის დეტალურად შესწავლა, რადგან ხშირ შემთხვევაში განმცხადებლები იძლევიან არასწორ ინფორმაციას, რათა უფრო მალე მოხდეს მათი საცხოვრებლით დაკმაყოფილება.

 

აპელანტი მიუთითებს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლზე, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან „იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 2 თებერვლის N47 განკარგულებაზე, მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებაზე.

 

აპელანტი, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2, მე-3, მე-13 მუხლებზე მითითებით, აღნიშნავს, რომ სამინისტრო ნორმატიული აქტის საწინააღმდეგოდ ვერ იმოქმედებს. მინისტრის N320 ბრძანება ნორმატიული აქტია, რომელიც მიღებულია „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 13 ივნისის №1162 განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად (დღეს მოქმედი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 თებერვლის N127 განკარგულება).

 

აპელანტი აღნიშნავს, პირველ რიგში საცხოვრებლით უნდა დაკმაყოფილდნენ ისეთი ოჯახები, რომელთაც არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი, აქვთ ფართის მისაღებად საკმარისი ქულები და მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა სასიცოცხლო მნიშვნელობის არის. თუკი სამინისტრო თავისი მოქმედებით არ დაიცავს აღნიშნული სტრატეგიის პრინციპებს, წარმოიქმნება ქაოტური სიტუაცია და დაირღვევა ბინის მიღების მსურველთა რიგითობა, რაც გააჩენს უსამართლობის განცდას საზოგადოებაში.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ სამინისტრომ მოცემულ შემთხვევაში დაიცვა ყველა მოთხოვნა, რაც გათვალისწინებულია საკითხის მომწესრიგებელი აქტებით და მიმდინარე ეტაპზე არ დააკმაყოფილა პირი საცხოვრებლით, რომელიც არასწორი ინფორმაციის მიწოდებით ცდილობდა მიეღო საცხოვრებელი ფართი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით აპელანტს მიაჩნია, რომ უნდა გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნას ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.

 

III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

 

5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატა ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და უთითებს მათზე.

5.2. სამართლებრივი დასაბუთება:

 

პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტმა თავის სააპელაციო საჩივარში ვერ გააქარწყლა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითა და ვერ წარმოადგინა ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.

 

მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს თ----- დ----–---–ის, როგ----ც დევნილის ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირად - დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება. ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილს უფლება აქვს ისარგებლოს სათანადო საცხოვრებლით საქართველოს ფარგლებში, მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი გრძელვადიანი საცხოვრებლით არის უზრუნველყოფილი.

 

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის დევნილის სტატუსიდან გამომდინარე, დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით მისთვის სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საერთაშორისო, დონორი ან ადგილობრივი ორგანიზაციების, ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ საცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ან სანაცვლოდ მისი სათანადო ფულადი ან სხვა სახის დახმარებით უზრუნველყოფა.

 

დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული „დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ წესის“ შესაამისად.

 

აღნიშნული წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გრძელვადიანი საცხოვრებელ ფართით უზრუნველყოფის მიზნით, ამ წესის მე-3-მე-5 მუხლებით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას, კრიტერიუმების საფუძველზე, განისაზღვრება დევნილი ოჯახების საჭიროებების პრიორიტეტულობა. კრიტერიუმების გათვალისწინების პროცესის გამარტივების მიზნით, თითოეული კრიტერიუმი ტოლია გარკვეული რაოდენობის ქულისა, რომლებიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. ქულები მითითებულია კრიტერიუმების პრიორიტეტულობის საჩვენებლად. დევნილ ოჯახს, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, ენიჭება პრიორიტეტი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კრიტერიუმები განსაზღვრულია ამ ბრძანების პირველი მუხლის მე-6 პუნქტით დამტკიცებული „საცხოვრებელი ფართით სარგებლობის შესაძლებლობის შეფასების კრიტერიუმის“ №6 დანართისა და „სოციალური კრიტერიუმის“ №7 დანართის შესაბამისად.

 

2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ წესის მე-3-მე-6 მუხლებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებისას, კომისია უფლებამოსილია პრიორიტეტი მიანიჭოს და ამ მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების გარეშე განახორციელოს: იმ დევნილი ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა, რომლებიც ცხოვრობენ სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ნგრევად და/ან საცხოვრებლად უვარგის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემულ საცხოვრებელ ფართობში (ყოფილ დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტში). ამგვარი ობიექტების მდგომარეობა უნდა დასტურდებოდეს სამინისტროს ან კონკრეტული კომპაქტურად განსახლების ობიექტში მაცხოვრებელი დევნილი ოჯახების დაკვეთით მომზადებული შესაბამისი საექსპერტო დასკვნით.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ----- დ----–---–ი არის იძულებით გადაადგილებული პირი - დევნილი, რომელიც არ არის დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 0-----------–-ს №1-- ბრძანებით თ----- დ----–---–ის ოჯახს უარი ეთქვა ქ. გ----ში, ა-–-----–---ს ქ. N--–- მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე გადაუდებელი განსახლების საჭიროების არარსებობის გამო, მიჩნეულ იქნა, რომ მოსარჩელე ცხოვრობს მეუღლის მშობლებთან. თავად თ----- დ----–---–ის განმარტებით კი, იგი ცხოვრობს გ----ში, „ტ--------ის“ შენობაში.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ ქ. გ----ში. ი. ს----–---–ის ქუჩა N-3-ში მდებარე შპს „ტ--------ის“ შენობა წარმოადგენს თ----- დ----–---–ის ოჯახის, როგ----ც დევნილის სტატუსის მქონე პირების, დროებითი რეგისტრაციის ადგილს, რომელიც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ შეფასებულია ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ნგრევად ობიექტად. შესაბამისად, კომისია უფლებამოსილი იყო ეხელმძღვანელა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს №320 ბრძანებით დამტკიცებული დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-5 პუნქტში მოცემული კრიტერიუმების შეფასების გარეშე გადაეწყვიტა შპს „ტ--------ში“ მცხოვრები ოჯახების გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ სათანადო გამოკვლევის შედეგად დადასტურდებოდა, რომ ოჯახი მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად ცხოვრობდა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი აპელანტმა განსაზღვრა მონიტორინგის განხორციელების შედეგად დაშვებული ვარაუდის საფუძველზე. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს N320 ბრძანების N12 დანართით დამტკიცებული დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის დებულების მე-5 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების თაობაზე შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება მინისტრს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს. მინისტრი უფლებამოსილია, გააუქმოს კომისიის მიერ მიღებული ცალკეული გადაწყვეტილებები. ამდენად, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი იღებს დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ წარდგენილი ინფორმაციის გათვალისწინებით, თუმცა აღნიშნული არ გულისხმობს, რომ კომისიის გადაწყვეტილებას წინასწარ დადგენილი სავალდებულო ხასიათი აქვს, ის უნდა გახდეს მინისტრის მიერ შეფასების საგანი და არა გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი და უპირობო საფუძველი.

 

სააპელაციო პალატა მოსარჩელის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თვალსაზრისით ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ თ----- დ----–---–ს უძრავი ქონება საკუთრებაში არ გააჩნია. ამასთან, მოწმეები ადასტურებენ, რომ თ----- დ----–---–ი მშობლებთან, დასთან, მეუღლესთან - ჯ----– ფ------ესთან და შვილთან - ნ---- ფ------ესთან ერთად ნამდვილად ცხოვრობს შპს „ტ--------ში“. გათხოვებამდე და გათხოვების შემდეგაც ცხოვრობდა და ცხოვრობს „ტ--------ში“. ამდენად, მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები, სხვა დამატებითი მტკიცებულებების მოძიების გარეშე, არ ქმნიდა მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე ფაქტობრივად არცხოვრების მტკიცების საკმარის საფუძველს. საკითხის დადებითად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს ცხოვრების ფაქტის დადგენას, რაც გამოიხატება აღნიშნულ მისამართზე ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრებით. მითითებული გარემოება კი შესაძლებელია დადასტურდეს მეზობლების გამოკითხვით და სხვა მსგავსი მტკიცებულებების ერთობლიობით. შესაბამისად, მხოლოდ ის გარემოება, რომ შემოწმებისას კონკრეტულ მოქალაქესთან გასაუბრების შედეგად განმარტებული იქნა, რომ თ----- დ----–---–ი სადავო მისამართზე არ ცხოვრობს, ვერ იქნება მიჩნეული ფაქტის დადასტურების საკმარის მტკიცებულებად, რამეთუ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა და მხარეთა ახსნა-განმარტებები საწინააღმდეგო დასკვნის გაკეთების საფუძველს ქმნის.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და მათი სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სადავო საკითხი მართებულად გადაწყვიტა.

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

აპელანტი გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

 

IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის გადაწყვეტილება;

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე მანანა ჩოხელი