განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.09.2019
საქმის ნომერი
330310117001898078
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
რეესტრის ჩანაწერებთან დაკავშირებით
თარიღი
11.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №330310117001898078

საქმე N3ბ/1860-19

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

11 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - შოთა გეწაძე

 

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ს----- გ----–---–ი;

წარმომადგენ--–- - ი-----–--------–---–ი;

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;

წარმომადგენ--–- - მ-----------------ია;

 

მესამე პირი (ა.ს.კ 16.2) - ნ--–--–----ე;

 

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა;

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 გადაწყვეტილება;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილება;

 

2. მოპასუხისა და მესამე პირის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.

 

2.2. მესამე პირმა - ნ--–--–----ემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სადავო აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

 

ს----- გ----–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

 

4.1. 1992 წლის 06 ოქტომბერს მ–-----ს რაიონი, სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემულია №2-------- მიღება - ჩაბარების აქტი, რომლითაც დგინდება, რომ ზ-----ა ქ------–-–--ლს გადაეცა მ–-----ს რაიონი სოფელ დ-----მში მდებარე მიწის ნაკვეთი - ფართობი 0,10 ჰა; ნაკვეთის სიგრძე - 40მ, სიგანე - 25მ. მოსაზღვრეობის გრაფაში მითითებულია, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება გზა, სამხრეთით - ვ. ქ------–-–--ლი, აღმოსავლეთით - გ. ქ------–-–--ლი, ხოლო დასავლეთით - შ. ქ------–-–--ლის მიწის ნაკვეთები.

 

სოფელ დ-----ს საკრებულოს 2005 წლის 27 დეკემბრის N4--- ცნობის თანახმად, ზ-----ა დ-----ის ასული ქ------–-–--ლი ცხოვრობს სოფელ დ-----მში და საკუთრების უფლებით ფლობს 0,10 ჰა მიწის ნაკვეთს N7--------. აღნიშნულ ნაკვეთზე დავა არ ირიცხება.

 

სოფელ დ-----ს საკრებულოს 2005 წლის 27 დეკემბრის N4--- ცნობის თანახმად, ზ-----ა დ-----ის ასული ქ------–-–--ლი ცხოვრობს სოფელ დ-----მში და მისი კომლი შედგება შემდეგი წევრებისაგან: 1--- წელს დაბადებული ზ-----ა ქ------–-–--ლი.

 

საქმეში არსებული 2005 წლის 29 დეკემბრის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათით დადგენილია, რომ 1992 წლის 06 ოქტომბრის მიღება - ჩაბარების №2-------- აქტის, 2005 წლის 27 დეკემბრის №4--- სოფ. დ-----ს საკრებულოს ცნობისა და 2005 წლის 27 დეკემბრის №4--- სოფ. დ-----ს საკრებულოს ცნობის საფუძველზე, ზ-----ა ქ------–-–--ლი რეგისტრირებულია მ–-----ს რაიონი, სოფელ დ-----მში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 0,10ჰა, უძრავი ქონების სარეგისტრაციო №7--------) (ტომი I, ს.ფ. 232; 233; 235; 237).

 

4.2. 2006 წლის 5 იანვარს ზ-----ა ქ------–-–--ლსა და ნ--–--–----ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ზ-----ა ქ------–-–--ლმა (გამყიდველი) ნ--–--–----ეს (მყიდველი) მიჰყიდა უძრავი ქონება. ნასყიდობის საგანი: 0,1 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე დიდ დ-----მში. სარეგისტრაციო ზონა მ–----ა 72, სექტორი დ-----მი 14, კვარტლის N42, ნაკვეთის N127. უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო. სარეგისტრაციო N7--------. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანთან ერთად მყიდველის საკუთრებაში გადადის მასზე მყარად დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება. 2.1. მუხლის თანახმად, მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა 14 500 აშშ დოლარად. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

 

გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მ–-----ს განყოფილების უფროსის მიერ 05.01.06 წ. გაცემული N0------ ცნობის თანახმად, ზ-----ა ქ------–-–--ლმა 2006 წლის 5 იანვარს გორის საგადასახადო ინსპექციაში წარადგინა განცხადება, რომლის მიხედვითაც, მან გაყიდა 0,100 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მყიდველ ნ--–--–----ეზე (ტ. I, ს.ფ. 242-247,).

 

4.3. 2006 წლის 5 იანვარს ნ--–- ჟ----ემ განცხადებით მიმართა მ–-----ს სარეგისტრაციო სამსახურს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია 05.01.2006წ. უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი დ-----მი, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 1000.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2006 წლის 5 იანვრიდან აღირიცხა ნ--–--–----ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: ნასყიდობის ხელშეკრულება N1------------- წ. დამოწმებული (ტ. I, ს.ფ. 61-84; 135-136).

 

4.4. მ–-----ს მიწის მართვის სამმართველოს 2003 წ. 21 მაისის N7- ცნობის თანახმად, სოფ. დ-----მში მცხოვრები გ------ი ქ------–-–--ლი ფლობს 0.25 ჰა მიწის ნაკვეთს საიდენტიფიკაციო ნომრით N721442126.

 

სოფელ დ-----ს საკრებულოს 2003 წლის 22 მაისის N7-- ცნობის თანახმად, გ------ი ქ------–-–--ლი ცხოვრობს სოფელ დ-----მში და ნაკვეთზე 0,25 ჰა, რომლის ნომერია N7--------- დავა და დავალიანება არ ირიცხება.

 

2003 წ. 23 მაისის მიწის სააღრიცხვო ბარათის თანახმად, გ------ი ქ------–-–--ლის სახელზე 2003 წლის 23 მაისიდან რეგისტრირებულია 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი, N7--------- უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტია: სოფ. დ-----ს საკრებულოს 2003 წლის 22 მაისის ცნობა N7--, N7-- (ტ. I, ს.ფ. 86; 39; 98).

 

4.5. მ–-----ს მიწის მართვის სამმართველოს 2003 წ. 22 სექტემბრის N2-- ცნობის თანახმად, სოფ. დ-----მში მცხოვრები ა-–-------რე ქ------–-–--ლი ფლობს 0.25 ჰა მიწის ნაკვეთს საიდენტიფიკაციო ნომრით N7-------- (ტ. I, ს.ფ. 38).

 

4.6. 2003 წლის 16 ოქტომბერს გ------ი ქ------–-–--ლსა (გამყიდველი) და მ------–---ა ხ--–-–--ლს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა: 0,125 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე დ-----მში. სარეგისტრაციო ზონა - მ–----ა 72, სექტორი დ-----მი 14, კვარტალის N42, ნაკვეთის N176, უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, მიწის სარეგისტრაციო N7--------. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანთან ერთად მყიდველის საკუთრებაში გადადის მასზე მყარად დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება. 2.1. მუხლის თანახმად, მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა ორი ათას ლარად. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო (ტ. I, ს.ფ. 24-27).

 

4.7. 2004 წლის 14 მაისს მ------–---ა ხ--–-–--ლსა (გამყიდველი) და ა-–-------რე გ----–---–ს (მყიდველი) შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა: 0,125 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე დ-----მში. სარეგისტრაციო ზონა - მ–----ა 72, სექტორი დ-----მი 14, კვარტალის N42, ნაკვეთის N176, უფლება - კერძო საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია - სასოფლო-სამეურნეო, მიწის სარეგისტრაციო N7--------. ხელშეკრულების 1.4. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგანთან ერთად მყიდველის საკუთრებაში გადადის მასზე მყარად დაკავშირებული სხვა უძრავი ქონება. 2.1. მუხლის თანახმად, მხარეთა განცხადებით, ნასყიდობის საგანი გაიყიდა ორი ათას ხუთას ლარად. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, ნასყიდობის საგანი არის ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 1250.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2004 წლის 17 მაისიდან აღირიცხა ა-–-------რე გ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: N1-2--- ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული 14.05.2004 წ (ტ. I, ს.ფ. 20-23; 302-303).

 

4.8. გორის საგადასახადო ინსპექციის გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს მ–-----ს განყოფილების 2005 წლის 29 დეკემბრის N0-------- ცნობის თანახმად, ზ-----ა ქ------–-–--ლის მიერ სრულად არის შესრულებული საგადასახადო კოდექსის 27- (19) მუხლის მოთხოვნები, ქონების გადასახადის კუთხით საგადასახადო ვალდებულების შესრულების ნაწილში. 0,10 ჰა სასოფლო - სამეურნეო მიწის ნაკვეთი, სოფ. დ-----ს საკრებულოში (ტ. I, ს.ფ. 231).

 

4.9. 2013 წლის 19 ივნისს ა-–-------რე გ----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 24 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილებით ა-–-------რე გ----–---–ის განცხადება დაკმაყოფილდა.

 

2013 წლის 26 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება ბათილად იქნა ცნობილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3------14) (ტ. I, ს.ფ. 61-84; 301; 307).

 

4.10. 2014 წლის 13 ივნისს ნ--–--–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავ ნივთზე (მდებ: ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი) ცვლილების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 18 ივნისის N8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ წარმოსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 22 ივლისის N8------------04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება ნ--–--–----ის განცხადებაზე, ვინაიდან დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი) (ს.ფ. 61-84, ტ. I).

 

4.11. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 18 ნოემბრის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დანართი N2-ზე მოცემული სიტუაციური გეგმის, მიწის ნაკვეთების გაბარიტული ზომებისა და ობიექტის შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების მიხედვით, ექსპერტის მიერ შედგენილ იქნა მიწის ნაკვეთების სიტუაციური გეგმა სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში. სიტუაციური გეგმის მიხედვით ნ--–--–----ის საკუთრებაში არსებული N7----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა იხილეთ დანართ N7-ზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთისა და საჯარო რეესტრში N0-------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს შორის ფიქსირდება ურთიერთგადაფარვა, გადაფარვის ფართობი შეადგენს 617 კვ.მ-ს. (იხ.დანართი N7). აქვე აღსანიშნავია, რომ ექსპერტის მიერ გაორიენტირებისთვის ძირითადად აღებული იქნა ცენტრალური გზა, ვინაიდან დანართი N2 არ არის შესრულებული სახელმწიფო გეოდეზიურ კოორდინატთა სისტემაში, ასევე გზის კონტური აღნიშნულ ნაწილში უხვევს გაორიენტირებაში, შეიძლება იყოს მცირედი ცდომილება (ტ. I, ს.ფ. 257-269).

 

4.12. 2015 წლის 16 დეკემბერს საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 1250.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 6 ნოემბრიდან აღირიცხა ა-–-------რე გ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N M1--------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი 2--------- წ; N1-2--- ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 14.05.2004 წ.

 

2016 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 625.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 6 ნოემბრიდან აღირიცხა ა-–-------რე გ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N M1--------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი 2--------- წ; N1-2--- ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 14.05.2004 წ.

 

2016 წლის 26 თებერვლის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 625 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2014 წლის 6 ნოემბრიდან აღირიცხა ა-–-------რე გ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს N M1--------- გადაწყვეტილება, დამოწმების თარიღი 2--------- წ; N1-2--- ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 14.05.2004 წ. (ტ. I, ს.ფ. 187-188, 189-192).

 

4.13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე N3------14) ნ--–--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 16 ივლისის N8------------07 გადაწყვეტილება ა--- ქ------–-–--ლისთვის თბილისში, ს. დ-----მში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება ა-–-------რე გ----–---–ისთვის ქ. თბილისში, ს. დ-----მში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ. საქართველოს უზენაეს სასამართლოს 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით (საქმე Nბ------- (კ-16)), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება (ტ. I, ს.ფ. 61-84; 182-184, ტ. I).

 

4.14. 2016 წლის 21 იანვარს ა-–-------რე გ----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 იანვრის N8------------03 გადაწყვეტილებით ა-–-------რე გ----–---–ის 21.01.16 წლის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში შესული N1----------- განაცხადის დასრულებამდე.

 

2016 წ. 29 იანვარს ა-–-------რე გ----–---–მა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, რომელშიც განმარტა, რომ N1----------- განაცხადი შეწყვეტილია. ითხოვა N8----------- სარეგისტრაციო განაცხადზე წარმოების განახლება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 თებერვლის N8------------05 გადაწყვეტილებით ა-–-------რე გ----–---–ის 21.01.16 წლის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 თებერვლის N8------------06 გადაწყვეტილებით ა-–-------რე გ----–---–ის 21.01.216 წლის განცხადებაზე შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება საჯარო - სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრში შესული N1----------- განაცხადის დასრულებამდე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის N8------------07 გადაწყვეტილებით ა-–-------რე გ----–---–ის 21.01.16 წლის განცხადებაზე განახლდა სარეგისტრაციო წარმოება.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 თებერვლის N8------------08 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ა-–-------რე გ----–---–ის 21.01.16 წლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო უძრავი ნივთის დაყოფის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8 (ტ. I, ს.ფ. 312, 316; 322).

 

4.15. 2016 წლის 7 მარტს ა-–-------რე გ----–---–სა (მჩუქებელი) და ს----- გ----–---–ს (დასაჩუქრებული) შორის გაფორმდა უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, დასაჩუქრებულმა ს----- გ----–---–მა მიიღო მჩუქებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფელი დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8, დაზუსტებული ფართობი 625 კვ.მ, ს.კ. 0---------------. ხელშეკრულების თანახმად, დასაჩუქრებულს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება წარმოეშობა ამ ხელშეკრულების საფუძველზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. ჩუქების საგანი ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა.

 

2016 წლის 7 მარტს ს----- გ----–---–მა განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. 8/ განცხადებას თან ერთვოდა: პირადობის ასლი, ამონაწერი რეესტრიდან, მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, ჩუქების ხელშეკრულება, მხარეთა პ/ მოწმობის ასლები.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 11 მარტის N8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება ს----- გ----–---–ის 07.03.16 წლის განცხადებაზე, ვინაიდან რეესტრში შევიდა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა-იპოთეკის N1----------- განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ყადაღის წარმოშობის რეგისტრაცია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 02 მარტის განჩინებით (საქმე N2------16) მოსარჩელე ნ--–--–----ეს უარი ეთქვა სარჩელის განსახილველად მიღებაზე და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

 

2016 წლის 24 მარტს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება საქმეზე N2------16.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მარტის N8------------06 გადაწყვეტილებით განახლდა სარეგისტრაციო წარმოება ს----- გ----–---–ის 07.03.16 წლის განცხადებაზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მარტის N8------------07 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ს----- გ----–---–ის 07.03.16 წლის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. 8.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. 8, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 625.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 25 მარტიდან აღირიცხა ს----- გ----–---–ის სახელზე (ტომი I, ს.ფ. 330; 331-332; 337- 340, 343; 348).

 

4.16. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ი ქ. N8, ს.კ. 0---------------, დაზუსტებული ფართობი: 625.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით 2016 წლის 17 მაისიდან აღირიცხა შპს ,,A------’’-ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია: უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება N1--------, დამოწმების თარიღი: 17.05.2016 წ (ტომი I, ს.ფ. 193,).

 

4.17. საჯარო რეესტრიდან ამონაწერის (მომზადების თარიღი 02.09. 2016 წ.) თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქუჩა N8, ს.კ. 0---------------, დაუზუსტებელი ფართობი: 625.00 კვ.მ, საკუთრების უფლებით აღირიცხულია ს----- გ----–---–ის სახელზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები: თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N3------14; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 07.03.2016 წ (ტ. I, ს.ფ. 56-57).

 

4.18. 2016 წლის 16 აგვისტოს ნ--–--–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. 8.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--–- ჟ----ის 2016 წლის 16 აგვისტოს განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. N8 (ტ. I, ს.ფ. 353; 357).

 

4.19. 2016 წლის 16 აგვისტოს ნ--–--–----ემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ნივთზე, მდებარე: თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქ. 10.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------ 05 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--–- ჟ----ის 2016 წლის 16 აგვისტოს განცხადება (ტ. I, ს.ფ. 361-362, 366 ).

 

4.20. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილია წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე, მდებარე: ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ფ---------- მ-------ის ქუჩა N8.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 სექტემბრის N2----- წერილით ს----- გ----–---–ს, ა-–-------რე გ----–---–ს და ნ--–--–----ეს გაეგზავნათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებისა და უფლებების რეგისტრაციის ელექტრონულ წიგნში 2016 წლის 02 სექტემბრის 8------------03 პირობით განცხადებაზე მიღებული 2016 წლის 02 სექტემბრის სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ფოსტის შეტყობინების ბარათის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 02 სექტემბრის N2----- წერილი, ს----- გ----–---–ის ძმამ ა-–-------რე გ----–---–მა ჩაიბარა 2016 წლის 09 სექტემბერს.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 სექტემბრის N8------------05 გადაწყვეტილებაში განმარტებულია, რომ აზომვითი ნახაზი არ არის წარმოდგენილი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 სექტემბრის N8------------10 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება N8----------- სარეგისტრაციო განცხადებაზე, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი (ტ. I, ს.ფ. 44-45; 47-48; 400-401).

 

4.21. 2016 წლის 12 სექტემბერს ნ--–--–----ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი. განცხადებას თან ერთვოდა: დაინტერესებული პირის პირადობის ასლი, საკადასტრო აზომვითი ნახაზი ელ.ვერსიით, თანხმობა მედიატორის/ნოტარიუსის დანიშვნაზე, ფოტომასალა, განჩინების ასლი, ექსპერტიზის დასკვნის ასლი.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 15 სექტემბრის N8------------03 გადაწყვეტილებით ნ--–--–----ეს 2016 წლის 12 სექტემბრის განცხადებაზე განემარტა, რომ წარმოსადგენია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N3-- დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ასევე ეცნობა, რომ ორთოფოტოს მიხედვით უძრავი ნივთი გადადის გზაზე და ზედდებაა რეგისტრირებულ მონაცემებთან.

 

2016 წლის 23 სექტემბერს ნ--–--–----ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა კორექტირებული საკადასტო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსიები და ფოტომასალა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 29 სექტემბრის N8------------05 გადაწყვეტილებით ნ--–--–----ეს განემარტა, რომ წარმოსადგენია საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს N3-- დადგენილებასთან შესაბამისობაში მყოფი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი. ასევე ეცნობა, რომ ორთოფოტოს მიხედვით უძრავი ნივთი გადადის გზაზე და ზედდებაა რეგისტრირებულ მონაცემებთან.

 

2016 წლის 7 ოქტომბერს ნ--–--–----ემ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დამატებით წარადგინა კორექტირებული საკადასტო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელ. ვერსიები, ფოტომასალა.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 13 ოქტომბრის N8------------07 გადაწყვეტილებით ნ--–--–----ეს ეცნობა, რომ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი და N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის დადგინდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება. ნ--–--–----ეს განემარტა, რომ თუ ის ეთანხმება იმ მიწის ნაკვეთის (ს.კ. N0--------------- მესაკუთრე ს----- გ----–---–ი) კონფიგურაციას და მდებარეობას, რომელთანაც ფიქსირდება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემების ზედდება, მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად 30 კალენდარული დღის ვადაში წარმოსადგენია კორექტირებული აზომვითი/აგეგმვითი ნახაზი.

 

2016 წლის 17 ნოემბერს ნ--–--–----ემ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და დამატებით წარადგინა პირადი განცხადება, რომლის თანახმად, ნ--–--–----ის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე (მის: ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი, ს.კ.0---------------) არსებული ზედდება მის მიერ ვერ გამოსწორდება, ვინაიდან წარმოადგენს სადავო საკითხს.

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--–- ჟ----ის 2016 წლის 12 სექტემბრის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია, მდებარე ქ. თბილისი, სოფ. დ-----მი. (ტ. I, ს.ფ. 250; 27--277; 283-285; 290 - 291; 296).

 

4.22. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 01 მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს----- გ----–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ს/კ 0--------------- (რომელიც წარმოშობილია N0--------------- მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შედეგად) განთავსებული უნდა იყოს ისე, როგორც დღეის მდგომარეობით არის რეგისტრირებული, იმ მცირედი განსხვავებით, რომ ნაკვეთი ჩამოსაწევია სამხრეთის მიმართულებით, თუმცა აღნიშნული გავლენას არ ახდენს მოსაზღვრე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე.

 

რაც შეეხება ნ--–--–----ის საკუთრებაში არსებულ N1-------------- მიწის ნაკვეთს, იგი განთავსებული უნდა იყოს ს----- გ----–---–ის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოსაზღვრედ (დასავლეთ მიმართულებით), რა დროსაც N0--------------- და N0--------------- მიწის ნაკვეთებს შორის გადაფარვა არ დაფიქსირდება, თუმცა აღნიშნულის შედეგად მოხდება ნ--–--–----ის მიწის ნაკვეთით გადაფარვა N0--------------- მიწის ნაკვეთთან (იხ. დანართი N10) (ტ. I I, ს.ფ. 66-85).

 

4.23. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ივლისის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ს. გ----–---–ის დაკვეთით 2018 წლის 01 მარტს მომზადებულ 40-------- ექსპერტის დასკვნაში მოხსენიებული კვარტალი, სიტუაციური გეგმის მიხედვით ცენტრალური/კაპიტალური გზიდან უნდა მდებარეობდეს 70 მ-ში, ნაცვლად საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ელ.ვერსიების მონაცემებით მოცემული - 84 მ-სა (იხ.დანართი N7). 2. ნ--–- ჟ----ის საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობა იხილეთ დანართ N7-ზე. აღნიშნულ მიწის ნაკვეთსა და საჯარო რეესტრში N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთის ელ ვერსიას შორის ფიქსირდება ურთიერთგადაფარვა (იხ.დანართი N7). ნ--–--–----ის საკუთრებაში არსებული N0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი სრულად ფარავს 0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს (ტ. I I, ს.ფ. 114-125).

 

5. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა კანონიერ ძალაში შესულ, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაზე (საქმე N3------14) და დადგენილი ფაქტობრივი გარემეობების გათვალისწინებით გაიზიარა მოპასუხის მითითება მასზედ, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ სწორედ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაციის შეჯერების და სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ნ--–--–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ზ-----ა ქ------–-–--ლზე 1992 წლის 06 ოქტომბერს მ–-----ს რაიონი, სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული №2-------- მიღება - ჩაბარების აქტი და 2006 წლის 05 იანვარს ზ-----ა ქ------–-–--ლსა და ნ--–--–----ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ა-–-------რე გ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გ------ი ქ------–-–--ლის სახელზე სოფელ დ-----ს საკრებულოს მიერ გაცემული 2003 წლის 22 მაისის №7-- ცნობა, 2003 წლის 16 ოქტომბერს გ------ი ქ------–-–--ლსა და მ------–---ა ხ--–-–--ლს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2004 წლის 14 მაისს მ------–---ა ხ--–-–--ლსა და ა-–-------რე გ----–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ, მასთან დაცული და მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე (მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნების) დაადგენილ იმ გარემოებაზე, რომ მიწის ნაკვეთები იყო იდენტური და სახეზე იყო ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენცია, რომლის პირობებშიც უპირატესობა მიანიჭა ნ--–--–----ის რეგისტრაციას, ვინაიდან, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 1992 წლის 06 ოქტომბერის მ–-----ს რაიონის, სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული №2-------- მიღება - ჩაბარების აქტი. შესაბამისად, გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ--–--–----ის 2016 წლის 16 აგვისტოს განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილებით სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაციის საფუძველზე მოახდინა ნ--–--–----ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

 

6. ს----- გ----–---–ის სააპელაციო მოთხოვნა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

6.1. ს----- გ----–---–ის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

საპელაციო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შედეგს. განმარტავს, რომ ნ--–--–----ის რეგისტრაციასათვის უპირატესობის მინიჭება მოხდა 1992 წელს, ნ--–--–----ის სახელზე გაცემული მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე. საწინააღმდეგოდ მიუთითებს, რომ 1992 წელს ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე გაცემულ მიღება - ჩაბარების აქტში, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ მითითებულია გ------ი ქ------–-–--ლი, შესაბამისად მიიჩნევს, რომ გ------ი ქ------–-–--ლი უკვე ფლობდა მიწის ნაკვეთს. არ იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს მოსაზრებას ზ-----ა ქ------–-–--ლის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის უფრო ადრე ფლობის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორი ყურადღებას ამახვილებს სოფ. დ-----ს საკრებულოს 2003 წლის 22 მაისის N67--, N7-- ცნობებზე და განმარტავს, რომ აღნიშნული ცნობების საფუძველზე გ------ი ქ------–-–--ლი რეგისტრირებულია მ–-----ს რაიონში, სოფელ დ-----მში მდებარე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ. მიუთითებს, რომ გ------ი ქ------–-–--ლსა (გამყიდველი) და მ------–---ა ხ--–-–--ლს (მყიდველს) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (თარიღი 16.10.2003 წ) და ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა 0,125 ჰა მიწის ნაკვეთი, მდებარე სოფელი დ-----მი, უძრავი ქონების სარეგისტრაციო N7--------. მიუთითებს, რომ ამავე სააღრიცხვო ბარათისა და N1------ სანოტარო აქტის თანახმად, იგივე მიწის ნაკვეთი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მ------–---ა ხ--–-–--ლმა გაასხვისა ა-–-------რე გ----–---–ზე.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო ინსპექციის უფროსის N7-- ცნობაზე და განმარტავს, რომ ა-–-------რე გ----–---–ი არის გადასახადის გადამხდელი სოფელ დ-----მში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მის მიერ სრულად არის შესრულებული საგადასახადო ვალდებულება. ასევე, აპელირებს საქმეში წარმოდგენილ შემოსავლის ორდერზე, ასევე 1992 წლის 6 ოქტომბერს გაცმულ N-- მიღება - ჩაბარების აქტზე და მიიჩნევს, რომ გ------ი ქ------–-–--ლი 1992 წელსვე ფლობდა აღნიშნულ მიწის ნაკვთს. ამახვილებს ყურადღებას სანოტარო აქტებზე და განმარტავს, რომ სადავო მიწის ნაკვეთზე გ------ი ქ------–-–--ლსა და მ------–---ა ხ--–-–--ლს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება 2003 წლის 16 ოქტომბერს N7--------, მიუთითებს, რომ ამავე მიწის ნაკვეთზე 2004 წლის 14 მაისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება მ------–---ა ხ--–-–--ლსა და ა-–-------რე გ----–---–ს შორის, ხოლო ზ-----ა ქ------–-–--ლსა და ნ--–- ჟ----ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 5 იანვარს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, იმ პირობებში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე უპირატესობა მიანიჭა ნ--–--–----ეს, ესე იგი სასამართლოს მსჯელობით ნ--–--–----ე უფრო ადრე გახდა მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. აპელანტის მოსაზრებით, აღნიშნულ გარემოებას აქარწყლებს ის ფაქტი, რომ მიღება - ჩაბარების აქტში მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მითითებულია გ------ი ქ------–-–--ლი, პირი, რომელზედაც თავდაპირველად აღირიცხა მისი მიწის ნაკვეთი. რაც შეეხება მასსა და მესამე პირების საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის რიგითობას, მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში უპირატესობა მას გააჩნია.

 

აპელანტი ყურადღებას ამახვილებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად, უძრავი ქონება ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე აღირიცხა 2005 წლის 29 დეკემბერს, ხოლო გ------ი ქ------–-–--ლის სახელზე უძრავი ქონება აღირიცხა 2003 წლის 23 მაისს, შესაბამისად სააღრიცხვო ბარათის მიხედვით გ------ი ქ------–-–--ლის სახელზე უძრავი ქონება აღირიცხა უფრო ადრე, ვიდრე ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე. აპელირებს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 სექტემბრის განჩინებაზე (საქმე N2ბს-193-189-2015წ) და განმარტავს, რომ დაუზუსტებელი რეგისტრაცია არ ნიშნავს, რომ ასეთი სახით რეგისტრირებული უფლება საერთოდ არ არის დაცული. ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ დაზუსტებული ფართობის რეგისტრაციის შემდეგ ა-–-------რე გ----–---–მა დაყო უძრავი ქონება და მიენიჭა საკადასტრო კოდები: 0--------------- და 0--------------0, საიდანაც 0--------------- საკადასტრო კოდით არსებული მიწის ნაკვეთი, 2016 წლის 7 მარტის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადავიდა ს----- გ----–---–ის საკუთრებაში, ხოლო ზ-----ა ქ------–-–--ლსა და ნ--–--–----ეს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა 2006 წლის 5 იანვარს.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, 2013 წლის 19 იანვარს ა-–-------რე გ----–---–მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა, რაც დაკმაყოფილდა. ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 13 ივნისს განცხადებით მიმართა ნ--–--–----ემ და რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია მოითხოვა. სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება (გადაფარვა). გამომდინარე აღნიშნულიდან ა-–-------რე გ----–---–მა მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2013 წლის 19 იანვარს, ხოლო ნ--–--–----ემ 2014 წლის 13 ივნისს. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ რეგისტრაციის რიგითობით ნ--–--–----ეს უპირატესობა არ უნდა მიენიჭოს. როგორც დაზუსტებული, ისე დაუზუსტებელი რეგისტრაცა ა-–-------რე გ----–---–ის სახელზე უფრო ადრე განხორციელდა. მიუთითებს 2018 წლის 1 მარტის ექსპერტიზის დასკვნაზე და განმარტავს, რომ ექსპერტმა გაორიენტირებისათვის აიღო ძველი საკადასტრო რუკები. გაორიენტირებული იქნა ზემოაღნიშნული ნახაზები ფაქტობრივად არსებული გზების მიხედვით.

 

სააპელაციო საჩივრის ავტორს, მის მიერ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ ნ--–--–----ეს არ გააჩნია რეგისტრაციისათვის უპირატესი უფლება და მისივე მოსაზრებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება მიღებულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ეწინააღმდეგება სასამართლო პრაქტიკას და საჯარო წესრიგს.

 

7. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

7.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

პირველყოვლისა, პალატა განმარტავს, რომ შედეგობრივი თვალსაზრისით სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, იზიარებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, დამატებით მსჯელობს სამოტივაციო ნაწილში განვითარებულ საკითხებზე და სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით აღნიშნავს შემდეგს:

 

სადავო გარემოებებზე არსებითად მსჯელობისათვის, პალატა მნიშვნელოვნად მიიჩნევს გასაჩივრებული აქტების დიფერენცირებას და თითოეულ აქტზე მსჯელობას, რაც კიდევ უფრო ნათელს გახდის პალატის მიერ მიღებული განჩინების საფუძვლებს. პალატა მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.

 

7.2. გასაჩივრებულ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილებაზე მსჯელობისის პალატა მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგისტრაციით გაუქმდა ქ. თბილისში, სოფელ დ-----მში, ფ---------- მ-------ის ქუჩა N8-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 625 კვ. მიწის ნაკვეთის დაზუსტებული მონაცემები.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ საქმეში მესამე პირის სტატუსის მქონე ნ--–--–----ემ 2016 წლის 16 აგვისტოს N8----------- სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ქ. თბილისში, სოფელ დ-----მში, ფ---------- მ-------ის ქუჩა N8-ში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 625 კვ.მ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის გაუქმება, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე.

 

საქალაქო სასამართლოს ზემოთმითითებული გადაწყვეტილებით, ნ--–--–----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 16 ივლისის N8------------07 გადაწყვეტილება ა--- ქ------–-–--ლისთვის თბილისში, ს. დ-----მში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ. ასევე სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 24 ივნისის N8-------------- გადაწყვეტილება ა-–-------რე გ----–---–ისთვის ქ. თბილისში, ს. დ-----მში უძრავ ნივთზე რეგისტრირებული უფლების ცვლილებების რეგისტრაციის შესახებ და დაევალა მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გამოცემა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემეობების გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ სწორედ რომ ზემოთმითითებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციით, დაუზუსტებელი გახდა ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, ს----- გ----–---–ის სახელზე რეგისტრირებული დაზუსტებული მიწის ნაკვეთი. როგორც უძრავ ნივთზე უფლებათა რეესტრში დაცულ მონაცემებში, ასევე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებაში ნათლად ჩანს, რომ ს----- გ----–---–ის წინამორბედი იყო ა-–-------რე გ----–---–ი, რომელმაც 2013 წლის 24 ივნისს განახორციელა უძრავ ნივთზე (საკადასტრო კოდი 0---------------) რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაცია, ხოლო 2016 წლის 26 თებერვალს 1250 კვ.მ მიწის ნაკვეთი დაიყო ორ მიწის ნაკვეთად, რომლებსაც მიენიჭა საკადასტრო კოდი: 0--------------- და 0---------------. საქმის მასალებით პალატას ასევე დადასტურებულად მიაჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 25 მარტის N8------------07 გადაწყვეტილებით სწორედ რომ 0--------------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გახდა მოსარჩელე ს----- გ----–---–ი.

 

პალატა განმარტავს, რომ უძრავ ქონებაზე როგორც რეგისტრაცია, ასევე მათში ცვლილება, წარმოებს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა დოკუმენტაციის საფუძველზე. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი განსაზღვრავს, თუ რა წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტს, კერძოდ - დასახელებული კანონის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, ,,ლ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

 

საკითხზე მსჯელობის დროს მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლზე და იმ გარემოებაზე, რომ სწორედ ზემოაღნიშნული მუხლის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების აღსრულების ფარგლებში იქნა მიღებული გასაჩივრებული - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება. ცალსახაა, რომ კანონიერ ძალაში შესულმა გადაწყვეტილებამ, ადმინისტრაციულ ორგანოს - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიუთითა, რომ ბათილად არის ცნობილი ცვლილების რეგისტრაცია და შესაბამისად, ვერ მოხდებოდა იმ განაცხადის და აზომვითი ნახაზის გამოყენება, რამაც გამოიწვია აპელანტის (მოსარჩელე) ს----- გ----–---–ის მიწის ნაკვეთის დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთად გადაყვანა.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სადაო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის - 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების მიღების დროს ადგილი არ ჰქონია კანონის მოთხოვნათა დარღვევას და არ არსებობს სადავო აქტის გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7.3. რაც შეეხება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი აქტის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს, პალატა განმარტავს შემდეგს:

 

მარეგისტრირებელმა ორგანომ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე 2016 წლის 2 სექტემბრის N8------------05 გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ნ--–--–----ის 2016 წლის 16 აგვისტოს განცხადება რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე და 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილებით, განხორციელდა ქ. თბილისში, სოფელ დ-----მში მდებარე სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების 1000.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 0---------------) სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილების რეგისტრაცია.

 

ფაქტობრივი გარემოებების დეტალური ანალიზით და სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა - განმარტებების მოსმენის საფუძველზე, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ--–--–----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო ზ-----ა ქ------–-–--ლზე 1992 წლის 06 ოქტომბერს მ–-----ს რაიონი, სოფელ დ-----ს მიწის რეფორმის კომისიის მიერ გაცემული №2------- მიღება - ჩაბარების აქტი და 2006 წლის 05 იანვარს ზ-----ა ქ------–-–--ლსა და ნ--–--–----ეს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება, ხოლო ა-–-------რე გ----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირველად რეგისტრაციას საფუძვლად დაედო გ------ი ქ------–-–--ლის სახელზე სოფელ დ-----ს საკრებულოს მიერ გაცემული 2003 წლის 22 მაისის №7-- ცნობა, 2003 წლის 16 ოქტომბერს გ------ი ქ------–-–--ლსა და მ------–---ა ხ--–-–--ლს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და 2004 წლის 14 მაისს მ------–---ა ხ--–-–--ლსა და ა-–-------რე გ----–---–ს შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის №4 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-18 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს რეგისტრაციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების დამატებით პირობებს. ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. თავის მხრივ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონში (21-ე, 22-ე და 23-ე მუხლები) კონკრეტულად არის გაწერილი ის საფუძვლები, რომელთაც არსებობის შემთხვევაშიც სარეგისტრაციო ორგანო უფლებამოსილია უარი უთხრას პირს რეგისტრაციაზე, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს სარეგისტრაციო წარმოება.

 

იმ პირობებში, როდესაც სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში წარდგენილი დოკუმენტაცია აკმაყოფილებდა რეგისტრაციის პირობებს, პალატა მიიჩნევს, რომ მარეგისტრირებელ ორგანოს მიერ კანონიერად იქნა მიღებული რეგისტრაციის შესახებ 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილება და არ არსებობს მისი გაუქმების ფატობრივი და სამართლებრივი საფუძველი. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღების გამახვილება იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. დავის საგანი არ გამხდარა ნასყიდობის ხელშეკრულება. მხოლოდ მიღება - ჩაბარების აქტის უკანონობაზე მითითება კი არ ქმნის ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილობის საფუძველს, რამდენადაც აღნიშნული მიღება -ჩაბარების აქტი გაცემულია არა ნ--–--–----ის სახელზე, არამედ ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე. უფრო მეტიც, 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმებას მხარე ითხოვს ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე უფლების რეგისტრაციის დამდგენი დოკუმენტის კანონიერების შემოწმების გზით. ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე რეგისტრაცია კი, როგორც აღინიშნა, არ წარმოადგენს განსახილველი დავის საგანს. ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე რეგისტრაციის სადვოობის შემთხვევაში, ცალსახად მოჰყვებოდა მიღება - ჩაბარების აქტის რეგისტრაციის - აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნა, თუმცა ვინაიდან რეგისტრაცია მხარეს სადავოდ არ გაუხდია, დავის საგანი არ შეიძლება გახდეს უფლების დამდგენი დოკუმენტი. იმისათვის, რომ ნათელი იყოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი, პალატა კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მესამე პირის - ნ--–--–----ის სახელზე რეგისტრაციის გასაჩივრების საფუძვლად ზ-----ა ქ------–-–--ლის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტის მითითება ვერ გახდება მხარისათვის შედეგის მომტანი. ნ--–--–----ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის კანონიერება ვერ შემოწმდება ზ-----ა ქ------–-–--ლის რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტის კანონიერების შემოწმების გზით.

 

ამდენად, პალატა ეთანხმება და იზიარებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციას ნ--–--–----ის უფლების დამდგენი დოკუმენტის სათანადოდ მიჩნევის თაობაზე, განმარტავს, რომ 2016 წლის 24 ნოემბრის N8------------10 (რეგისტრაციის შესახებ) გადაწყვეტილება შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობას და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით და სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტებებით, აპელანტის მიერ ვერ იქნა გაბათილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი დასკვნები, რისი გათვალისწინებითაც, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აპელანტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 (ასორმოცდაათი) ლარი, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12, 22-ე, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. ს----- გ----–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ძალაში დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 150 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული განჩინების ასლის გადაცემის მომენტიდან. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე:

 

შოთა გეწაძე -