განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.10.2018
საქმის ნომერი
330310017001852962
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310017001852962

საქმე N3ბ/2225-17

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე - მარიამ ცისკაძე

მოსამართლეები - ნინო ქადაგიძე

გელა ბადრიაშვილი

 

სხდომის მდივანი - დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოსარჩელე) - ი/მ ლ----ი ჟ---------ა

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო

 

მესამე პირი - მ--- მ----–-–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები

 

1.1. ი.მ. ლ---- ჟ---------ამ 2017 წლის 22 მარტს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი ს------------------------–-------------------–-–--------------------------------, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ, იმავე ბრძანების №1 დანართით დამტკიცებულ, №2 ობიექტზე ელექტრონული აუქციონის ჩატარებაზე, აუქციონის გამოცხადების ნაწილში; ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ოქტომბრის ბ-------------- ფ/პ მ--- მ----–-–---–ზე (---------------) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების №1------ ლიცენზია და დაევალოს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------–ში მდებარე თ-------–--–--–--------------–ზე, სასარგებლო წიაღისეულის ლიცენზიის გაცემის მიზნით, ხელახალი ელექტრონული აუქციონის გამოცხადება.

 

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით ი/მ ლ----ი ჟ---------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 21 აგვისტოს განცხადებით მიმართა ლიცენზიის მაძიებელმა მ--- მ----–-–---–მა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით. განცხადებაში მითითებული იყო მოსაპოვებელი რესურსის სახეობა: წყალი - მიწისქვეშა თ-------–- (თ-----------------–--------–----–----) წყლები; ადგილმდებარეობა - ხ---ი, ს--------–----------------------------------; ასევე ლიცენზიის მოქმედების ვადა და სავარაუდო ოდენობა. განცხადებით წარმოდგენილი იქნა ტოპოგრაფიული რუკა სალიცენზიო ობიექტის ზუსტი კოორდინატების მითითებით (ტ.1. ს.ფ. 18).

 

2.2. ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემმა - სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მოამზადა გეოსაინფორმაციო პაკეტი, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, შეიცავდა წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელებას: ხ---ის მუნიციპალიტეტის ს-------------ს მიმდებარედ №1 ჭაბურღილიდან თ-------–- წყლის მოპოვებას, წიაღთსარგებლობის ობიექტის (წყაროს, ჭის, ჭაბურღილის) მდებარეობას: ს--------–--- ზ-------------, ხ---ი, უახლოესი დასახლებული პუნქტი ს-------------. გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული იქნა წიაღსარგებლობის ობიექტის კოორდინატები X--------------------, რომელიც შეესაბამება სალიცენზიო ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------------- ბრძანების N1 დანართით დამტკიცდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. იმავე დანართის შესაბამისად გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი და დამტკიცდა ბიჯის ოდენობა (ტ.1. ს.ფ. 19-27);

 

2.3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, 2014 წლის 9 სექტემბერს, გამოქვეყნდა განცხადება, ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ, გაზეთ „-----------–-------------–---–-- (--------- და იმავე წლის 8 სექტემბერს - ელექტრონულ ვებ. გვერდზე www. eauction.ge. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სალიცენზიო ობიექტის ადგილმდებარეობად მითითებულია: ხ---ის მუნიციპალიტეტი. ს-------------ს მიმდებარე ტერიტორია და X და Y კოორდინატები, რომლებიც ემთხვევა სალიცენზიო ობიექტის კოორდინატებს.

 

2.4. დადგენილია, რომ 2014 წლის 9 ოქტომბერს ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი მ--- მ----–-–---–ი. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 287 ოქტომბრის N1133 ბრძანების საფუძველზე, მ--- მ----–-–---–ზე, 25 წლის ვადით, გაიცა ხ---ის მუნიციპალიტეტში, ს-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, №1 ჭაბურღილზე, მიწისქვეშა თ-------–- წყლის (თ-----------------–- დანიშნულებით) მოპოვების მიზნით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1------ (ტ.1. ს.ფ. 29, 31, 33-34).

 

2.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ი/მ ლ----ი ჟ---------ას საკუთრებაში ირიცხება ხ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–--------––- მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2-------- ოდენობით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს.კ. 4-----------), ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი (ს.კ. 4-----------).

 

2.6. ხ---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის წერილით დასტურდება, რომ ხ---ის ა---–------–ის ადმინისტრაციულ ერთეულს 2000-2017 წლების მდგომარეობით ესაზღვრება ადმინისტრაციული ერთეულები: გ----------–ი, პირველი ა, შუა ხ-----ა, ჭ--–------ი, ს------ო და ქვემო ქ---–---ი.

 

2.7. ხ---ის მუნიციპალიტეტის დასახელებული სოფლების ადმინისტრაციულ საზღვრებთან სხვა თ-------–- ჭაბურღილი არ არსებობს, ხოლო მ--- მ----–-–---–ისათვის გადაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია ემიჯნება ი/მ ლ----ი ჟ---------ას საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს (ტ.1.ს.ფ. 36-39, 114-116, 119);

 

2.8. მოსარჩელემ 2017 წლის 20 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 24 თებერვლის №ი-81 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ 43-46, 49-50).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-601 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10, მე-18 მუხლებით, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ მე-3 მუხლით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რამდენად სწორად იქნა მითითებული ლიცენზიის გამცემის მიერ სააუქციონო პირობებში სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობა გეოგრაფიულ ტოპონიმთან მიმართებით (სოფ. ხ-----ას მიმდებარე ტერიტორია) და შესაძლებელი იყო თუ არა ამ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ობიექტის იდენტიფიცირება. შესაბამისად, რამდენად იქნა უზრუნველყოფილი ლიცენზიის მოპოვების პროცესის საჯაროობა და გამჭვირვალობა.

 

4.2. მხარეთა ახსნა-განმარტებსა და საქმეში არსებული მტკიცებულებების (ტოპოგრაფიული რუკებით, საკადასტრო მონაცემებით) საფუძველზე, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ მითითებულ კოორდინატებზე განთავსებული სასარგებლო წიაღისეულის ჭაბურღილი და მოსარჩელის მიერ დასახელებული ობიექტი არის ერთიდაიგივე.

 

4.3. სასამართლოს მითითებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სალიცენზიო ობიექტი მდებარეობს უფრო ახლოს ხ---ის რაიონის სოფელ გ----ა პირველი ხ-----ას ადმინისტრაციულ ერთეულთან, ვიდრე სოფელ ა---–-------–ის ადმინისტრაციულ საზღვართან (ტ.1.ს.ფ. 129). შესაბამისად, მისი ადგილმდებარეობის მითითება, გარდა გეოგრაფიული კოორდინატებისა, უნდა მომხდარიყო იმ ადგილის გეოგრაფიულ ტოპონიმთან ერთად, რომელთანაც ის ყველაზე ახლოს მდებარეობდა. სასამართლოს მითითებით, როგორც ლიცენზიის მაძიებელის განცხადებაში, ისე სააუქციონო პირობებში, ობიექტის ადგილმდებარეობად მითითებულია არა უშუალოდ სოფელ ხ-----ას ტერიტორია, არამედ სოფელ ხ-----ას მიმდებარე ტერიტორია, ხოლო გეოსაინფორმაციო პაკეტში, წიაღთსარგებლობის ობიექტის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია უახლოეს დასახლებულ პუნქტთან სიახლოვით. ორივე შემთხვევაში სალიცენზიო ობიექტის ადგილმდებარეობა განსაზღვრულია არა სიზუსტით, არამედ გეოგრაფიულ ადგილმდებარეობასთან სიახლოვით. ამასთან, საქმეში არსებული მტკიცებულებით - ტოპოგრაფიული რუკის მიხედვით დგინდება, რომ სალიცენზიო ობიექტი გაცილებით უფრო ახლოს მდებარეობს სოფელ პირველ ხ-----ასთან, ვიდრე სოფელ ა---–-------–თან. შესაბამისად აუქციონის პირობებში, დაახლოებითი ადგილმდებარეობის განსაზღვრის მიზნით, უახლოესი დასახლებული პუნქტის მითითება, არ გამოიწვევდა ობიექტის თაობაზე დაინტერესებული პირის მხრიდან არასწორი ინფორმაციის აღქმას.

 

4.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ გეოგრაფიული დასახელება „ხ-----ა“ არ არსებობს, ვინაიდან ხ---ის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს არა სოფელი ხ-----ა, არამედ პირველი ხ-----ა, შუა ხ-----ა და გამოღმა პირველი ხ-----ა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მითითებით, მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ არც აღნიშნული სოფლების და არც სოფ. ა---–-------–ის ტერიტორიაზე სხვა თ-------–--–--–--------------–ი არ არსებობს, რაც გამორიცხავდა დაინტერესებული პირის მხრიდან სააუქციონო ობიექტის იდენტიფიცირების შეუძლებლობას. აღნიშნული უზუსტობის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილმდებარეობის მთავარი მახასიათებელი, გეოგრაფიული კოორდინატები, სწორად იქნა მითითებული, რაც დაინტერესებული პირს აძლევდა საშუალებას, ობიექტის ადგილმდებარეობა ზუსტად განესაზღვრა.

 

4.5. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილი, ისე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის აუცილებელ პირობად ადგენს მოსარჩელის კანონიერი უფლებისათვის ან ინტერესისათვის ზიანის მიყენებას. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია შეფასება მიეცა იმ ფაქტისათვის, მოსარჩელეს სადავო სალიცენზიო უფლებასთან მიმართებით გააჩნდა თუ არა კანონიერი უფლება ან ინტერესი.

 

4.6. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, გასაჩივრებულ აქტს მოსარჩელე მხარის კანონიერ ინტერესებზე რაიმე პირდაპირი და უშუალო გავლენა არ მოუხდენია. ი/მ ლ---- ჟ---------ას არასოდეს მიუმართავს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის გამოცხადების შესახებ. გარემოება, რამაც იგი აიძულა მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მდგომარეობს მასში, რომ ლიცენზიის გარეშე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის შესაძლებლობა შეუწყდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა არ წარმოშობს მოსარჩელისათვის პირდაპირ და უშუალო იურიდიულ შედეგს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ი/მ ლ---- ჟ---------ას შესაძლოა გაუჩნდეს აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა არ წარმოადგენს მხარის კანონიერ ინტერესს, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ადრესატის კანონით დაცულ უფლებას, ისარგებლოს გადაცემული სალიცენზიო ობიექტით და ასევე კანონით დაცულ ინტერესს, შეინარჩუნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული შედეგი დამატებითი პროცედურების (ხელახლა გამართულ აუქციონში კვლავ მონაწილეობის მიღების) გავლის გარეშე.

 

4.7. პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ი/მ მ--- მ----–-–---–ის სალიცენზიო პროცედურაში კანონსაწინააღმდეგოდ ჩარევას ან რაიმე ისეთ ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა, რომელიც აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიუთითა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას საფუძვლად არ უდევს თავად მ--- მ----–-–---–ის რაიმე არაკეთილსინდისიერი ქმედება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ--- მ----–-–---–ის მიერ წარდგენილი განცხადება შეიცავს სოფელ ხ-----აზე მითითებას, არ ქმნის თავად განმცხადებლის ქმედების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის რაიმე საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული განცხადების შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოამზადა გეოსაინფორმაციო პაკეტი უძრავი ნივთის გეოგრაფიული ობიექტის კოორდინატების (X, Y) გათვალისწინებით. სწორედ ამგვარად განსაზღვრული სალიცენზიო ობიექტი იქნა წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აუქციონის გამართვისათვის.

 

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ. ლ---- ჟ---------ამ, რომელმაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა; ი.მ. ლ---- ჟ---------ას საპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

5.1. სააპელაციო საჩივრის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების 7.1 პუნქტში არასწორად განმარტა სადავო აუქციონის გამოცხადების მარეგულირებელი კანონები, კერძოდ სასამართლომ ვერ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება იმ გარემოებას, რომ ლიცენზიის გამცემის მიერ, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის ჩატარების შესახებ ბრძანების გამოცემისას დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის მოთხოვნები, კერძოდ: მე-18 მუხლი, რომელიც განსაზღვრავს სარგებლობის ლიცენზიის აუქციონის წესით გაცემის წესს. აპელანტის მითითებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის წარმოების დაწყების საფუძველია როგორც ლიცენზიის მაძიებლის განცხადება, ისე ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილება; 8. აუქციონის წესით ლიცენზიის გაცემაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა ლიცენზიის მაძიებელს; 9. კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას ლიცენზიის გამცემი აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც. 10. გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელება, ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს (ანუ ზუსტად უნდა იყოს მითითებული ობიექტის მდებარეობის ადგილი, სახეობა, მოცულობა და ა.შ). გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს. ხოლო იმავე კანონის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად -აუქციონში მონაწილეობაზე განცხადება მიიღება აუქციონის გამოცხადებიდან არანაკლებ 15 დღის განმავლობაში. განცხადებების მიღების საბოლოო ვადას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ადგენს ლიცენზიის გამცემი.

 

5.2. აპელანტის მითითებით, კანონმდებლობა როგორც წესი, არ ითვალისწინებს აუქციონის ჩატარების შესახებ კონკრეტული პირისათვის შეტყობინების გაგზავნას, რადგან ეს ეწინააღმდეგება საჯარო აუქციონის სამართლებრივ ბუნებას, ხოლო კანონმდებლობის თანახმად აუქციონის ჩატარების შესახებ საჯარო გამოცხადებით ხდება პრეზიუმირება იმისა, რომ გამოქვეყნებული ინფორმაცია ყველასათვის ცნობილია. აუქციონი თავისი არსით არის საჯარო მოწვევა, მისი გამომცხადებლის წინადადება, მიმართული პირთა განუსაზღვრელი წრისადმი; რის გამოც ეს წინადადება (განცხადება) უნდა იყოს გასაგები მისი მიმღებისათვის და მასში ნათლად უნდა იყოს მითითებული თუ რასთან (რა უფლების შეძენასთან) დაკავშირებით ტარდება აუქციონი. ე.ი აუქციონის ობიექტი უნდა იყოს გამოკვეთილი. ანუ მის თაობაზე სააგენტოს მიერ არასწორი ინფორმაციის საჯაროდ გამოცხადებით, აპელანტისათვის ვერც იქნებოდა ცნობილი აუქციონის შესახებ, თუ მის თაობაზე ცენტრალურ პრესაში ან ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში მიეთითებოდა, რომ აუქციონი ლიცენზიის გაყიდვაზე იმართებოდა, ს-------------ს ტერიტორიაზე არსებულ ჭაბურღილზე და არა ხ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–------–ის ტერიტორიაზე მდებარე ჭაბურღილზე, ვინაიდან არ არსებულ ს-------------ში ჭაბურღილის არსებობა და მასზე ლიცენზიის გაცემა არ იყო აპელანტის ინტერესის სფერო.

 

5.3. აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილების 7.2 პუნქტში არაწორად განმარტა ადმინისტრაციული კანონმდებლობის მოთხოვნები კანონიერ ნდობის პრინციპთან დაკავშირებით და ასეთი ნდობის არსებობა მ--- მ----–-–---–ის შემთხვევაში სადავო-გასაჩივრებული აქტების მიმართ. სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, მ--- მ----–-–---–ის შემთხვევაში ვერ გავრცელდება კანონიერი ნდობის პრინციპი, ვინაიდან კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება, ან როდესაც აქტი არსებითად არღვევს პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო მ--- მ----–-–---–მა სააგენტოს განცხადებაში განზრახ მიუთითა ჭაბურღილის მდებარეობად სოფელი ხ-----ა, ნაცვლად ა---–------–ისა, ვინაიდან მასზე ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის გამოცხადებით დაინტერესებულ პირებისთვის არ ყოფილიყო ამ კონკრეტული ობიექტზე ცნობილი. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მ--- მ----–-–---–ის, როგორც დაინტერსებული მხარის უკანონო ქმედება ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ სააგენტოს მიერ ბრძანების გამოცემის მოთხოვნისას, რასაც შემდგომში შედეგად მოყვა უკანონო აქტის გამოცემა და აუქციონის კანონმდებლობის დარღვევით ჩატარება. იმავე დროს ზემოთმითითებული საფუძვლებით სადავო აქტით არსებითად დაირღვა ი.მ. ლ---- ჟ---------ას, როგორც ლიცენზიის მაძიებელი პირის ინტერსები, რომელსაც უკანონო აქტების გამოცემით მოესპო აუქციონში მონაწილეობისა და ლიცენზიის მიღების საშუალება.

 

5.4. აპელანტის მითითებით, მ--- მ----–-–---–ის მხრიდან კანონიერი ნდობის არსებობის პირობებშიც სასამართლოს სადავო აქტებთან მიმართებით უნდა გამოეყენებინა ზაკ-ის მე-601 მუხლის მე-6 ნაწილი, რომლის თანახმად - თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი. სააპელაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მცდარია სასამრთლოს მსჯელობა 7.2 პუნქტში მასზედ, რომ მ--- მ----–-–---–ის განცხადების შემდეგ მომზადებულ იქნა გეოსაინფორმაციო პაკეტი, ვინაიდან ასეთი რამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დგინდება. ხოლო მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადასტურა, რომ რაიმე ადმინისტრაციულ წარმოებას ადგილი არ ჰქონია და სასამართლოს ვერ წარუდგინა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

6. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ ი.მ. ლ---- ჟ---------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

7. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

7.1. სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 21 აგვისტოს განცხადებით მიმართა ლიცენზიის მაძიებელმა მ--- მ----–-–---–მა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მიზნით აუქციონის გამოცხადების მოთხოვნით. განცხადებაში მითითებული იყო მოსაპოვებელი რესურსის სახეობა: წყალი - მიწისქვეშა თ-------–- (თ-----------------–--------–----–----) წყლები; ადგილმდებარეობა - ხ---ი, ს--------–----------------------------------; ასევე ლიცენზიის მოქმედების ვადა და სავარაუდო ოდენობა. განცხადებით წარმოდგენილი იქნა ტოპოგრაფიული რუკა სალიცენზიო ობიექტის ზუსტი კოორდინატების მითითებით (ტ.1. ს.ფ. 18).

 

7.2. ლიცენზიის მაძიებლის განცხადების საფუძველზე, ლიცენზიის გამცემმა - სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მოამზადა გეოსაინფორმაციო პაკეტი, რომელიც სხვა ინფორმაციასთან ერთად, შეიცავდა წიაღით სარგებლობის ობიექტის დასახელებას: ხ---ის მუნიციპალიტეტის ს-------------ს მიმდებარედ №1 ჭაბურღილიდან თ-------–- წყლის მოპოვებას, წიაღთსარგებლობის ობიექტის (წყაროს, ჭის, ჭაბურღილის) მდებარეობას: ს--------–--- ზ-------------, ხ---ი, უახლოესი დასახლებული პუნქტი ს-------------. გეოსაინფორმაციო პაკეტით განსაზღვრული იქნა წიაღსარგებლობის ობიექტის კოორდინატები X--------------------, რომელიც შეესაბამება სალიცენზიო ობიექტის გეოგრაფიულ მდებარეობას. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2-----–-–------------------------- ბრძანების N1 დანართით დამტკიცდა, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, ელექტრონული აუქციონის ჩატარებისათვის, გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია. იმავე დანართის შესაბამისად გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი და დამტკიცდა ბიჯის ოდენობა (ტ.1. ს.ფ. 19-27).

 

7.3. სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, 2014 წლის 9 სექტემბერს, გამოქვეყნდა განცხადება, ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ, გაზეთ „-----------–-------------–---–-- (--------- და იმავე წლის 8 სექტემბერს - ელექტრონულ ვებ. გვერდზე www. eauction.ge. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სალიცენზიო ობიექტის ადგილმდებარეობად მითითებულია: ხ---ის მუნიციპალიტეტი. ს-------------ს მიმდებარე ტერიტორია და X და Y კოორდინატები, რომლებიც ემთხვევა სალიცენზიო ობიექტის კოორდინატებს. (ტ. 1. ს.ფ. 33-34)

 

7.4. 2014 წლის 9 ოქტომბერს ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შედეგების მიხედვით გამარჯვებულად გამოცხადდა ფიზიკური პირი მ--- მ----–-–---–ი. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 28 ოქტომბრის N1133 ბრძანების საფუძველზე, მ--- მ----–-–---–ზე, 25 წლის ვადით, გაიცა ხ---ის მუნიციპალიტეტში, ს-------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, №1 ჭაბურღილზე, მიწისქვეშა თ-------–- წყლის (თ-----------------–- დანიშნულებით) მოპოვების მიზნით, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია №1------ (ტ.1. ს.ფ. 29, 31, 33-34).

 

7.5. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ი/მ ლ----ი ჟ---------ას საკუთრებაში ირიცხება ხ---ის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–--------––- მდებარე სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2-------- ოდენობით და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (ს.კ. 4-----------), ასევე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 500 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი (ს.კ. 4-----------). (ტ. 1. ს.ფ. 36)

 

7.6. ხ---ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 26 აპრილის წერილით დასტურდება, რომ ხ---ის ა---–------–ის ადმინისტრაციულ ერთეულს 2000-2017 წლების მდგომარეობით ესაზღვრება ადმინისტრაციული ერთეულები: გ----------–ი, პირველი ხ-----ა, შუა ხ-----ა, ჭ--–------ი, ს------ო და ქვემო ქ---–---ი.(ტ. 1. ს.ფ. 114)

 

7.7. ხ---ის მუნიციპალიტეტის დასახელებული სოფლების ადმინისტრაციულ საზღვრებთან სხვა თ-------–- ჭაბურღილი არ არსებობს, ხოლო მ--- მ----–-–---–ისათვის გადაცემული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიით გათვალისწინებული ტერიტორია ემიჯნება ი/მ ლ----ი ჟ---------ას საკუთრებაში არსებულ შენობა-ნაგებობებს.

 

7.8. მოსარჩელემ 2017 წლის 20 იანვარს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 24 თებერვლის №ი-81 ბრძანებით ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა (ტ. 1. ს.ფ 43-46, 49-50).

 

8.1. სააპელაციო პალატა იზიარებს აღნიშნავს, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, რამდენად სწორად იქნა მითითებული ლიცენზიის გამცემის მიერ სააუქციონო პირობებში სასარგებლო წიაღისეულის ადგილმდებარეობა გეოგრაფიულ ტოპონიმთან მიმართებით (სოფ. ხ-----ას მიმდებარე ტერიტორია) და შესაძლებელი იყო თუ არა ამ გეოგრაფიული ადგილმდებარეობის მიხედვით ობიექტის იდენტიფიცირება.

 

8.2. სააპელაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმარტებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების (ტოპოგრაფიული რუკების, საკადასტრო მონაცემების) საფუძველზე,თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ მითითებულ კოორდინატებზე განთავსებული სასარგებლო წიაღისეულის ჭაბურღილი და მოსარჩელის მიერ დასახელებული ობიექტი არის ერთიდაიგივე.

 

8.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად არ გაიზიარა მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, თითქოს გეოგრაფიული დასახელება „ხ-----ა“ არ არსებობს; სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ სწორადაა დადგენილი, რომ აღნიშნული უზუსტობის მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ადგილმდებარეობის მთავარი მახასიათებელი, გეოგრაფიული კოორდინატები, სწორად იქნა მითითებული, რაც დაინტერესებული პირს აძლევდა საშუალებას, ობიექტის ადგილმდებარეობა ზუსტად განესაზღვრა, რაც გამორიცხავდა დაინტერესებული პირის მხრიდან სააუქციონო ობიექტის იდენტიფიცირების შეუძლებლობას.

 

8.4. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელთა საფუძველზე ასევე სწორად ჩათვალა, რომ ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმები ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის აუცილებელ პირობად მიიჩნევს მოსარჩელის კანონიერი უფლებისათვის ან ინტერესისათვის ზიანის მიყენებას.

 

8.5. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ გასაჩივრებულ აქტს მოსარჩელის კანონიერ ინტერესებზე რაიმე პირდაპირი და უშუალო გავლენა არ მოუხდენია. ი/მ ლ---- ჟ---------ას არასოდეს მიუმართავს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოსათვის, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით, აუქციონის გამოცხადების შესახებ. გარემოება, რამაც იგი აიძულა მიემართა ადმინისტრაციული ორგანოსთვის, მდგომარეობს მასში, რომ ლიცენზიის გარეშე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის შესაძლებლობა შეუწყდა. შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა არ წარმოშობს მოსარჩელისათვის პირდაპირ და უშუალო იურიდიულ შედეგს. მხოლოდ ის გარემოება, რომ ი/მ ლ---- ჟ---------ას შესაძლოა გაუჩნდეს აუქციონში მონაწილეობის შესაძლებლობა არ წარმოადგენს მხარის კანონიერ ინტერესს, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის ადრესატის კანონით დაცულ უფლებას, ისარგებლოს გადაცემული სალიცენზიო ობიექტით და ასევე კანონით დაცულ ინტერესს, შეინარჩუნოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული შედეგი დამატებითი პროცედურების (ხელახლა გამართულ აუქციონში კვლავ მონაწილეობის მიღების) გავლის გარეშე.

 

9.1. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემული დავის ფარგლებში არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ი/მ მ--- მ----–-–---–ის სალიცენზიო პროცედურაში კანონსაწინააღმდეგოდ ჩარევას ან რაიმე ისეთ ქმედების განხორციელებას დაადასტურებდა, რომელიც აქტის ადრესატის კანონიერი ნდობის უფლებას ეჭვქვეშ დააყენებდა. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიუთითა, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას საფუძვლად არ უდევს თავად მ--- მ----–-–---–ის რაიმე არაკეთილსინდისიერი ქმედება. მხოლოდ ის გარემოება, რომ მ--- მ----–-–---–ის მიერ წარდგენილი განცხადება შეიცავს სოფელ ხ-----აზე მითითებას, არ ქმნის თავად განმცხადებლის ქმედების კანონშეუსაბამოდ მიჩნევის რაიმე საფუძველს, ვინაიდან აღნიშნული განცხადების შემდეგ ადმინისტრაციულმა ორგანომ მოამზადა გეოსაინფორმაციო პაკეტი უძრავი ნივთის გეოგრაფიული ობიექტის კოორდინატების (X, Y) გათვალისწინებით. სწორედ ამგვარად განსაზღვრული სალიცენზიო ობიექტი იქნა წარდგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აუქციონის გამართვისათვის.

 

9.2. სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონზე, რომლის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად სარგებლობის ლიცენზია გაიცემა აუქციონის წესით, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა. იმავე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, კონკრეტული სახელმწიფო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციას, ლიცენზიის გამცემი, აუქციონის გამართვამდე არა უგვიანეს ერთი თვისა აქვეყნებს ცენტრალურ პრესაში. ასევე შესაძლებელია ინფორმაციის გავრცელებისათვის დამატებით გამოყენებული იქნეს სხვა საშუალებებიც, ხოლო მე-10 პუნქტის მიხედვით გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ლიცენზიის გამცემის დასახელებას; ბ) სარგებლობის ლიცენზიის კონკრეტულ ობიექტს; გ) ლიცენზიის მაძიებლის მიერ განცხადების მიღებისა და აუქციონის გამართვის ვადებს; დ) კანონმდებლობით დადგენილ სალიცენზიო პირობებს; ე) მოთხოვნებს კონკრეტული ობიექტით სარგებლობისათვის; ვ) გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებს; ზ) სხვა მონაცემებს – ლიცენზიის გამცემის გადაწყვეტილებით.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ დარღვეულა ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის, ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის“ მოთხოვნები. ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება, სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის პროცესში შეესაბამება ზემოაღნიშნული ნორმატიული აქტების მოთხოვნებს.

 

9.3. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს ი.მ. ლ---- ჟ---------ას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს ი.მ. ლ---- ჟ---------ას სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება.

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

თავმჯდომარე: მარიამ ცისკაძე

 

მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე

 

გელა ბადრიაშვილი