განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210118002317398
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/1014-19 30 მაისი, 2019 წელი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ნათია გუჯაბიძე
სხდომის მდივანი – ნათია ხოლოაშვილი
I აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) - შპს „G-- T----“
წარმომადგენელი - ს------- ნ------
II აპელანტი (მოწინააღმდეგე მხარე) – შპს „ს---- ლ------ი“
დავის საგანი – თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება
I აპელანტი მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება
II აპელანტი მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესახებ
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა
1. მოპასუხე შპს „G--T----“-სათვის მოსარჩელის სასარგებლოდ ჯამში 9681,90 ლარის გადახდის დაკისრება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადწყვეტილებით შპს „ს---- ლ------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „G--T----“-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3941,92 ლარის ანაზღაურება.
3. სამართლებრივი მხარე სასამართლომ დაასაბუთა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 629-ე მუხლების საფუძველზე.
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი სრულად დაკმაყოფილდება.
4.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება გაასაჩივრა მოსარჩელემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდება.
შპს „G--T----“-ის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელე შპს „ს---- ლ------მა“ მოპასუხეს 2010 ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურება გაუწია. სასამართლომ დაუსაბუთებლად გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი არათანმიმდევრული შინაარსის მქონე მიმოწერა იმის დასტურად, რომ 2----–-–------ რიცხვში მოპასუხე კომპანიამ სასტუმროს 6 ნომერი დაჯავშნა. ინვოისი გამოწერლია დაგვიანებით - 2----–-–------------------ს, ანუ უკვე გადმოგზავნილი ანგარიშფაქტურის შემდგომ და მისი შინაარსი ეწინააღმდეგება ანგარიშფატურას (ინვოისში მითითებულია თანხა, ჯამში 2019 ლარის ოდენობით). ინვოისი არის წინასწარი დოკუმენტი და მისი გამოწერა წინ უნდა უსწრებდეს მომსახურების გაწევას. მოცემულ შემთხვევაში კი, ინვოისი გამოწერილია უფრო გვიან, ანგარიშფაქტურის გაგზავნის შემდგომ - 1--------- წელს.
5.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად მოპასუხისათვის 2010 ლარის სასტუმრო მომსახურების გაწევის ფაქტი. ანგარიშფაქტურა #------------ შინაარსობრივად ასახავს სასტუმრო მომსახურების გაწევას 2010 ლარზე, რომელიც თავის თავში მოიცავს დამატებითი ღირებულების გადასახადს - 306 ლარს, რაც ნიშნავს, რომ სასტუმროს მომსახურება რეალურად გაეწია ტურისტს. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით ასეთი ფაქტობრივი გარემოება არ დგინდება. სასტუმრო ნომრები ამ პერიოდში (4---------------ს) არ ყოფილა დაკავებული მოპასუხე კომპანიის სტუმრების მიერ. შესაბამისად, სასტუმროს ამ დღეს არ დაუხარჯავს საკვები, ელექტროენერგია, გაზი და თეთრეული.
5.3. სასამართლომ არასწორად გადაანაწილა მტკიცების ტვირთი, როცა მიიჩნია, რომ მოპასუხე მხარეს უნდა გაექარწყლებინა მოსარჩელე მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობა, რადგან თავად მოსარჩელეს არ ჰქონდა უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ 2----–-–------ ოქტომბერს ნომრები დაჯავშნული იყო. ამის დასტურად ანგარიშფაქტურა ვერ გამოდგება, რადგან იგი არარსებულ მომსახურეობაზეა გამოწერილი. თავად მოსარჩელე აღირებს, რომ ამ დღეს 4---------------ს სასტუმროს მომსახურება მათ შპს „G--T----“-ის ტურისტებისთვის არ გაუწევიათ, სტუმრების გამოუცხადებლობის გამო. შესაბამისად, თავად სარჩელის ავტორს უნდა ემტკიცებინა თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
5.4. სასამართლოს მიერ მითითებული უზენაესი სასამართლოს (ას 3----------) გადაწყვეტილება მოცემულ საქმესთან შემხებლობაში არ არის, რადგან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეთა შორის განხორცელებულია რეალური ნასყიდობა და საქონლის მიწოდება, ხოლო მოცემულ საქმეში არ არის შესრულება, რასაც თავად „ს---- ლ------იც“ აღიარებს და ადასტურებს, რომ შეთანხმებულ დღეს სტუმრები არ გამოცხადებულან, რის გამოც დადგა ზიანი და ამიტომ გამოწერა ანგარიშფაქტურა სასტუმრო მომსახურებაზე. სადავოდ გამხდარი ანგარიშფატურა საერთოდ არ შეიცავს არც ერთ სავალდებულო ინფრორმაციას, კერძოდ, ნომრის ფასს, ოთახების სახეს, მის რაოდენობას, ჯგუფის დასახელებას, მომსახურების პერიოდს, სტუმრის რაოდენობას ან/და მითითებას ინვოისზე/ხელშეკრულებაზე; არ არის ზედნადები და არ არის შესრულება.
5.5. გადაწყვეტილებაში საგადასახდო ანგარიშფაქტურის ბუნებაზე მსჯელობა არ ნიშნავს პირდაპირ დასტურს, რომ არარსებულ მომსახურებაზე გამოწერილი ანგარიშფაქტურა ერთმნიშვნელოვნად უნდა ანაზღაურდეს, ამ ლოგიკით სასამართლოში დავის გაგრძელებას აზრი ეკარგება და ყველა დადასტურებული ანგარიშფაქტურა უნდა უპირობოდ ჩაითვალოს ანაზღაურებად თანხად. ასეთი პრაქტიკის დამკვიდრება მხარეს ართმევს რწმენას სასამართლოში დაიცვას მისი უფლება. თავად საგადასახდო კოდექსი არ კრძალავს დადასტურებული ანგარიშფატურების გაუქმების შესაძლებლობას, თანხის კორექტირებას, ღირებულების გაზრდას შემცირებას და გადახდილი დღგ-ს დაბრუნებას, ანუ საგადასახადო სისტემა უშვებს ატვირთულ ანგარისფატურაში შეცდომის დაშვების შანს, რაც ნიშნავს, რომ ანგარიშფატურა, მიუხედავად იმისა, რომ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, ექვემდებარება ცვლილებას.
5.6. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამრთლომ, ერთი მხრივ, მხარეთა ურთიერთობა მიიჩნია სკ 629-ე მუხლით მოსაწესრიგებელ შემთხვევად და მეორე მხრივ, მიუთითა, რომ დადასტურებული ანგარიშფაქტურის დროს სახეზე იყო ნასყიდობა. თუ ეს იყო ნასყიდობა, მაშინ სახეზე არ გვაქვს ნასყიდობისათვის დამახასიათებელი ელემენტები.
5.7. მოპასუხემ 1913.92 ლარის ნაწილში სარჩელი ცნო, სასამართლომ აღნიშნულთან ერთად, საფუძვლიანად მიიჩნია ასევე სასარჩელო მოთხოვნა 2010 ლარის მოთხოვნის ნაწილში, თუმცა ამ თანხების ჯამი არ შეესაბამება გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებული თანხის ოდენობას.
შპს „ს---- ლ------ის“ სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
5.8. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა სასტუმრო ნომრის ჯავშნის დაგვიანებით გაუქმების შემთხვევაში, ნომრის ღირებულების ანაზღაურების თაობაზე შეთანხმება. სადავო არ არის, რომ მოპასუხემ 2----–-–--------------ს დაჯავშნა 1-----------------------------ის, რომელიც 2----–-–-----------------ს გააუქმა. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ დაჯავშნილი ნომრების ღირებულება, ჯამურად, დღგ-ს გარეშე, 3739.4 ლარს შეადგენდა. მართალია, მოსარჩელის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილ ხელშეკრულებაზე მოპასუხეს ხელი არ მოუწერია, თუმცა საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის ელექტრონულ ფოსტაზე მიმოწერის ამსახველი მასალები, სადაც მოპასუხე მხარე ადასტურებს, რომ ჯავშანის დაგვიანებით გაუქმება ჯარიმდება. სწორედ, აღნიშნულ საკითხს არეგულირებდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გაგზავნილი ხელშეკრულება და მხარეები ურთიერთობისას ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების პირობებით. მართალია, მხარეები მიმოწერისას მიუთითებენ სიტყვა ჯარიმას, თუმცა რეალურად აღნიშნული წარმოადგენს ზიანს, რადგან 2----–-–--------------დან ამავე წლის 2--------------- სასტუმრო ვეღარ შეძლებდა ნომრის დაჯავშნას სხვა კლიენტის სასარგებლოდ. ზიანის თანხაში შედის მხოლოდ ნომრის ღირებულება. სხვა სერვისები აღნიშნულ თანხაში არ შედის.
5.9. თბილისის საქალაქო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ არ დასტურდება მოპასუხის შპს „G--T----“-ის მიერ 2----–-–---------–--- 6---------------------ს, ჯამური ღირებულებით 2018.58 ლარი, დაჯავშნის ფაქტი. საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამსახველი მასალები, სადაც ნათლად ჩანს, რომ მოპასუხემ - შპს „G--T-----მა 6--ასტუმრო ნომერი დაჯავშნა. წარმოდგენილი მიმოწერა თარიღდება 2----–-–---------–---თ. სასტუმრო ნომრების დაჯავშნა მოხდა 2----–-–--------------------------ვის. წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მიმოწერის მასალების ნამდვილობა მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, არ მოუთხოვია მიმოწერის საქმის მასალებიდან ამორიცხვა. ასეთ პირობებში სასამართლოს უნდა შეეფასებინა მიმოწერის შინაარსი. მოპასუხეს ასევე სადავოდ არ გაუხდია სარჩელში მითითებული დაჯავშნილი ნომრის ღირებულებაც, რის გამოც მოთხოვნა 2018.58 ლარის გადახდის ნაწილში სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის საფუძველზე, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
8. განსახილველ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ:
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
10.1. მოსარჩელე შპს „ს---- ლ------ი“ წარმოადგენს სასტუმრო ქსელის მფლობელს და მისი ძირითადი საქმიანობა არის სასტუმრო მომსახურეობის გაწევა.
10.2. 2----–-–----------–--ს შპს „ს---- ლ------მა“ შპს „G--T----“-ს 1913,92 ლარის ღირებულების სასტუმრო მომსახურება გაუწია. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი. შპს „G--T----“-მა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ცნო.
11. მოპასუხე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სადავოდ არის გამხდარი 2010 ლარის ოდენობით ზიანის დაკისრების ნაწილში.
12. სააპელაციო პალატა არ იზიარებს შპს „G--T----“-ის სააპელაციო პრეტენზიას და მიაჩნია რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოპასუხე კომპანიისათვის 2010 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში კანონიერია, შემდეგ გარემოებათა გამო:
12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი და დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით არ არის გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
12.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ვალდებულების წარმოშობის საფუძველს წარმოადგენს შპს „ს---- ლ------სა“ და შპს „G--T----“-ს შორის არსებული სასტუმრო მომსახურების შესახებ ზეპირი შეთანხმება. პალატის მოსაზრებით, სადავო გარიგება ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობას შეესაბამება და იგი ნარდობის ხელშეკრულებისათვის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ მოწესრიგებას ექვემდებარება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. განსახილველი ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგი მიღწევადი იქნება იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე მიუთითებს და დაამტკიცებს, რომ მან ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეასრულა.
12.3. პალატა აღნიშნავს, რომ ნარდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ფორმასავალდებულო გარიგებას და შეიძლება დაიდოს როგორც წერილობით, ისე -ზეპირად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე გარიგების ზეპირი ფორმით დადებაზე მიუთითებს. მოპასუხე მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც მხარეთა შორის სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობას გამორიცხავს.
12.4. საქმის მასალებში წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის ამსახველი მასალების საფუძველზე დადგენილია, რომ მოპასუხემ 2----–-–------ ო------------თვის 6--ასტუმრო ნომერი დაჯავშნა. საქმეში წარმოდგენილია, ასევე, მხარეთა შორის მომსახურების ურთიერთობის ფარგლებში, 2010 ლარის ღირებულების სასტუმროს მომსახურების საგადასახადო ანგარიშფაქტურა (№ე------------), რომელიც თავად მოპასუხე მხარის მიერ არის დადასტურებული დადგენილი წესით.
12.5. პალატა განმარტავს, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი საგადასახადო ანგარიშფაქტურას საქონლის/მომსახურების მიმღებს წარუდგენს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისას. აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობას იღებს, როგორც საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამომწერი (გამყიდველი), ასევე მიმღები (მყიდველი) და შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი. ანგარიშფაქტურის მყიდველის მიერ დადასტურებისას უტყუარად ივარაუდება, რომ მან მიწოდებული საქონელი/მომსახურება შეიძინა, ვინაიდან ანგარიშფაქტურა იგზავნება უშუალოდ მყიდველთან და მის დადასტურებაზე ხელი არ მიუწვდება სხვა მესამე პირს. ანგარიშფაქტურის გამოწერისა და დადასტურებისას, მხარეები განსაზღვრავენ საქონლის ტრანსპორტირების დაწყების თარიღს, აღიარებენ საქონლის მიწოდებასა და მის მიღებას“. (იხ. სუსგ #ას-381-381-2018, 04 მაისი, 2018 წელი).
12.6. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივ დასკვნას და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ელექტრონულად დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, როგორც მტკიცებულება, მხარეთა შორის მომსახურების ხელშეკრულების არსებობის ფაქტის დამადასტურებელ რელევანტურ მტკიცებულებას წრმოადგენს, რაც იმავდროულად, ადასტურებს მომსახურების მიღებასაც.
12.7. პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარეს №ე------------ ანგარიშფაქტურის კანონიერება დადგენილი (ადმინისტრაციული წარმოების) წესით სადავოდ არ გაუხდია. ამასთან, არც სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში მიუთითებია ამ ანგარიშფაქტურის არსებობის საპირისპირო გარემოებებზე, რომ მაგალითად დადასტურება განპირობებული იყო მექანიკური ან სხვაგვარი შეცდომით, ან სხვ. აღნიშნული გარემოებათა ერთობლიობა კი, პალატის მოსაზრებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საკმარის საფუძვლად.
13.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის შესაბამისად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. ამავე კოდექსის 649-ე მუხლის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში.
13.2. იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო გაიზიარებდა მოპასუხის შედავებას, რომ 2----–-–------ ო------------თვის დაჯავშნულ 6--ასტუმრო ნომერში (მომსახურების საერთო ღირებულებით 2010 ლარი) სტუმრები არ გამოცხადებულან და არ უსარგებლიათ შემოთავაზებული სერვისით, მაშინ სახეზეა ვითარება, რომ შპს „G--T----“-მა, როგორც შემკვეთმა, მენარდის - შპს „ს---- ლ------ის“ მიერ დადგენილ ვადაში არ მიიღო შესრულება, რადგან ჯავშანის გაქმების ფაქტობრივი გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება. ასეთ ვითარებაში კი მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვება სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის დანაწესის საფუძველზე, რადგან სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის ბოლო წინადადების შესაბამისად (სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში), ზემოაღნიშნული ფაქტობრივი მოცემულობა ქმნის იურიდიული ფიქციის - შპს „G--T----“-ის (შემკვეთის) მიერ სასტუმრო მომსახურების მიღებულად ჩათვლის საფუძველს და აქედან გამომდინარე, წარმოშობს მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას.
14. რაც შეეხება, მოპასუხის მიერ 1---------ს ჯავშნის დაგვიანებით გაუქმების შედეგად 3739,40 ლარის, ასევე, 2018.58 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოსარჩელე მხარის სააპელაციო პრეტენზიას, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება. კერძოდ:
14.1. სადავო არ არის გარემოება, რომ 2----–-–-------------------თვის გათვალისწინებული 1---ასტუმრო ნომრის ჯავშანი მოპასუხემ ორი დღით ადრე - 2----–-–-----------------ს გააუქმა.
14.2. სარჩელის თანახმად, მოპასუხის მიერ 1---ასტუმრო ნომრის ჯავშანის დაგვიანებით გაუქმების გამო, მოსარჩელეს 3739,40 ლარის ოდენობით ზიანი მიადგა.
14.3. აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება მოსარჩელის იმ განმარტებას, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ჯავშანის სამი დღით ადრე გაუქმების შემთხვევაში, კლიენტი ვალდებული იყო, ნომრის ღირებულება სრულად გადაეხადა. მოსარჩელემ შესაბამის მტკიცებულებად მიუთითა მხარეთა შორის ელექტრონული ფოსტით მიმოწერის ამსახველი მასალები და საგადასახდო ანგარიშფაქტურები (რომელიც მოპასუხე მხარის მიერ არ არის დადასტურებული).
14.4. მოპასუხემ სადავოდ გახადა როგორც სასტუმრო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების ფაქტობრივი გარემოება, ისე მხარეთა მიერ ზემოაღნიშნულ პირობაზე შეთანხმების ფაქტი.
14.5. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
14.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. დასახელებული ნორმა წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება.
14.7. განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ მოპასუხემ 2---------------თვის დაჯავშნულ 1---ასტუმრო ნომერზე ჯავშანი გააუქმა 2----–-–-----------------ს. შესაბამისად, მოსარჩელისათვის ორი დღით ადრე იყო ცნობილი, რომ 2----–-–-------------------თვის 17 ნომერი თავისუფალი იყო, რაც პალატის მოსაზრებით, საფუძველია ვარაუდისა, რომ სასტუმროს ოთახები 2----–-–-----------------ს შესაძლოა სხვა სტუმრების მიერ მოხმარებულიყო. აღნიშნული ვარაუდის საპირისპიროს მტკიცების წარმოდგენა კი მოსარჩელის მხარეზე იყო, რაც მან ვერ განახორციელა. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნულ ნაწილში მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დამადასტურებელი რელევანტური მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა, რაც მოთხოვნას ამ ნაწილში დაუსაბუთებლად აქცევს.
14.8. პალატას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2018,58 ლარის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან საქმის მასალებით არ დგინდება მხარეთა შეთანხმება მომსახურების გაწევის თაობაზე. ასევე, არ დგინდება ის გარემოება, რომ მოპასუხემ 6-7 ო------------თვის 6--ასტუმრო ნომერი დაჯავშნა.
14.9. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომლის არსებობის ფაქტი მოსარჩელისგან დადასტურებულია.
14.10. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ მისი მტკიცების ფაქრგლებში, ვერ დაადასტურა 3739,40 ლარისა და 2018.58 ლარის ოდენობით ზიანის არსებობის ფაქტი, რაც ამ სახის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს. პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა დარჩეს.
საპროცესო ხარჯები
16. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „G-- T----“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ს---- ლ------ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება;
4. აპელანტების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
6. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნათია გუჯაბიძე