განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210018002564545
N2ბ/471-2019
თბ--–--ის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
03 ივლისი, 2019 წელი ქალაქ თბ--–--ი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - ლევან გვარამია, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - რუ-------ი ხუ-–----ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ი’’ (ამხანაგობის თავმჯდომარე ირ-- გე–--ე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - უკანონო ხელშეშლის აღკვეთა
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილ იქნა ხელშეშლა და დადგინდა, რომ მოპასუხე რუ-------ი ხუ-–----ას მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე - ქ. თბ--–--ი, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №-, ბინა №-1-დან გაყვანილი ყოფილიყო იქ მობინადრე ძაღლები და კატები.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ქ. თბ--–--ში, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №--ში მდებარე კორპუსში დაფუძნებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ი’’, რომლის თავმჯდომარეც არის ირ-- გე–--ე. ამხანაგობა შედგება 50 რეგისტრირებული მესაკუთრისგან.
2.2. საჯარო რეესტრის მონაცემებით ქ. თბ--–--ში, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №--ში მდებარე №-1 უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) მესაკუთრე არის ელეონორა ჯაფარიძე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა, გაფორმებული 2001 წლის 27 თებერვალს.
2.3. ქ. თბ--–--ში, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №--ში მდებარე №-1 უძრავ ქონებას (ს/კ 0----------------------) ფლობს ელეონორა ჯაფარიძის შვილი - რუ------- ხუ-–----ა.
2.4. 2016 წლის 3 ივლისს და 2017 წლის 15 ივლისს ქ. თბ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე რუ------- ხუ-–----ას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები - საჯარიმო ქვითრები, ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის’’ დარღვევისთვის. კერძოდ, რუ------- ხუ-–----ას მფლობელობაში არსებული ცხოველების რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო.
თბ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის წერილის თანახმად მოცემული დროისათვის რუ------- ხუ-–----ას მფლობელობაში არსებული არცერთი ცხოველი რეგისტრირებული არ არის. სამართალდამრღვევს არ გადაუხდია მასზე დაკისრებული ჯარიმა.
2.5. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმების თანახმად, მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რუ------- ხუ-–----ას ბინიდან გამომავალი ანტისანიტარიის და ცხოველების მხრიდან ხმაურის გამო.
2.6. 2018 წლის 13 მაისს ჩატარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ის’’ კრება, რომელსაც ესწრებოდა 36 ბინის მესაკუთრე და დღის წესრიგში განისაზღვრა №-1 ბინაში მცხოვრები რუ------- ხუ-–----ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის აღძვრის და სასამართლოში წარმომადგენლის დანიშვნის საკითხი. ამხანაგობამ მიიღო გადაწყვეტილება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით მიემართა სასამართლოსთვის.
2.7. რუ------- ხუ-–----ა არის ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდ ,,არგუსის’’ დირექტორი, რომელსაც საცხოვრებელ ბინაში შეფარებული ჰყავს 5 ზრდასრული და 12 ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული კატა და 5 კნუტი.
2.8. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ი. ბადრიძის მიერ გაცემული დასკვნის თანახმად, შემოწმებული იქნა ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის ,,არგუსის’’ კურატორობის ქვეშე მყოფი ძაღლების და კატების ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, ქ. თბ--–--ში, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №-, ბინა №-1-ში. დასკვნის თანახმად, შემოწმებული იქნა 5 ზრდასრული, ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული კატა და 5 კნუტი. სტანდარტული ტესტების გამოყენების შედეგად დადგინდა, რომ ყველა ძაღლის და კატის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა ნორმის ფორ--ში იყო, ასევე, ყველა ცხოველი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
გარდა აღნიშნულისა, წარმოდგენილი ამონაწერების თანახმად, ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდი ,,არგუსის’’ რეგისტრაციის ჟურნალების მიხედვით, რომელიც ხელმოწერილია ექიმების ქეთევან კვირკველიას და ეკატერინე ჩაჩუას მიერ, ცხოველებს ჩატარებული აქვთ ვაქცინაცია: ანტირაბიული და ანტიპარაზიტული.
2.9. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 02 ოქტომბრის №5006280118 წერილის მიხედვით დადგენილია, რომ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში დღეის მდგომარეობით არ ტარდება ოდოროლოგიური (სუნის გამოკვლევა) და სანიტარულ ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებული ექსპერტიზა, შესაბამისი სპეციალობის ექსპერტების არყოლის და შესაბამისი მოწყობილობების არქონის გამო.
2.10. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 სექტემბრის პასუხის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა, რომ აღსრულების ეროვნული ბიურო ფაქტების კონსტატაციის სერვისის ფარგლებში, ქონების მესაკუთრის თანხმობის გარეშე, მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხორციელებინა სხვის საკუთრებაში არსებულ ბინაში ფაქტების კონსტატაცია.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.11. სასამართლომ განმარტა, რომ საკუთრების, როგორც საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით გარანტირებული უფლების საკანონმდებლო შეზღუდვა დადგენილია უზენაესი კანონის ამავე ნორმით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მესამე პირველი და მეორე თავებით, რომელიც საკუთრებით სარგებლობას და სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელი ნორმების ერთობლიობას წარმოადგენს, ასევე მნიშვნელოვანია ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებები, შესაბამისად, აღნიშნული ნორმების სისტემური ანალიზის გზით უნდა მოხდეს განსახილველი სამართალურთიერთობის გადაწყვეტა.
სამეზობლო სამართალი ეს არის იმ ნორ--თა ერთობლიობა, რომლებიც არეგულირებენ მეზობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას. იგი არის სანივთო სამართლის შემადგენელი ნაწილი და უზრუნველყოფს მეზობლების მშვიდობიან თანაცხოვრებას.
სამოქალაქო კოდექსის მეორე თავი სულ ცხრა მუხლს აერთიანებს, რომელთაგან 174-176 მუხლებით მოწესრიგებული ურთიერთობის თაობაზე, საკასაციო სასამართლომ ერთ - ერთ საქმეზე განმარტა:,,სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორ--, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. საკუთრება, როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლება, სოციალური მოვლენაა, რომელსაც დაცვა და მეზობელთა შორის ურთიერთიერთობისას მოფრთხილება სჭირდება. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლის მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორ--ლურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს...’’ (იხ. სუსგ ას-413-396-2016, 15.07.2016წ.), სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი დეკლარაციული ხასიათისაა და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. ურთიერთპატივისცემა ნიშნავს, არ განახორციელონ ისეთი ქმედებები, რომლებიც ხელს შეუშლიან მეზობელს, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმოქმედონ იმისთვის, რომ ხელი არ შეეშალოს მეზობელს საკუთრების უფლების სრულფასოვნად განხორციელებაში. ურთიერთპატივისცემის პრინციპიდან გამომდინარეობს ასევე, მეზობლის მიერ თმენის ვალდებულება. ნორმის გაგებით, მეზობლები ქმნიან განსაზღვრულ სივრცობრივ ურთიერთდაკავშირებულ ერთობას, რაც მათ აიძულებს პატივი სცენ ერთმანეთს, ასევე, სამეზობლო სივრცე საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით გონივრულად მოაწყონ.
სამეზობლო ურთიერთპატივისცემის ელემენტები შემდეგნაირად არის ჩამოყალიბებული: ა) დაიცვან კანონით დადგენილი წესი და აკრძალვები; ბ) პატივი სცენ ერთმანეთს. ჩამოთვლილთაგან, პირველი ობიექტურ ფაქტორს წარმოადგენს და მის დარღვევად ყოველთვის შეიძლება მივიჩნიოთ მატერიალური კანონმდებლობით დადგენილი კონკრეტული აკრძალვები; რაც შეეხება მეორე ელემენტს, ის შეფასების საგანს წარმოადგენს და, საქმის გარემოებების გათვალისწინებით, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება მსჯელობის საგნად იქცეს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს აღძრული ჰქონდა ნეგატორული სარჩელი, რომელიც სანივთო-სამართლებრივი სარჩელის ის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული.
სასამართლომ განმარტა, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლა გულისხმობს მესაკუთრისათვის ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდება თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა წარმოადგენს საკუთრების საწინააღმდეგოდ მესაკუთრის საკუთრების უფლებაში ჩარევას. იმავდროულად ხელშეშლა უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ხელშემშლელს არ უნდა გააჩნდეს ამის უფლებამოსილება რაიმე საფუძვლით. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე, მომთხოვნი მხარის მიერ უნდა დადასტურდეს მისი ინტერესი და მოწინააღმდეგე მხარის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რაც ხელყოფს და აზიანებს მესაკუთრის საკუთრების ნებისმიერი ფორმით რეალიზაციის უფლებას.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, ნეგატორული სარჩელი იყო აღძრული ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მიერ, რასაც საფუძვლად ედო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის 2018 წლის 13 მაისის კრების ოქმი, რომლის თანახმადაც ამხანაგობამ გადაწყვიტა რუ------- ხუ-–----ას მიმართ უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე სარჩელის აღძვრა.
სასამართლომ მიუთითა ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია: ა) ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში.
მოპასუხის განმარტებით, ის წარმოადგენს ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდ ,,არგუსის’’ პრეზიდენტს, რომელიც არსებობს 90-იანი წლებიდან, რომლის მთავარი მიზანი იყო მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობა. ცხოველთა თავშესაფარი არსებობდა ორხევში, თუმცა, რამდენჯერმე მოხდა ვანდალური ფაქტი დაანგრიეს თავშესაფარი, ასევე გართობის მიზნით დახოცეს ცხოველები. მოპასუხის მიზანს არ წარმოადგენდა ამდენი ცხოველის ბინაში მიყვანა, თუმცა, ვინაიდან გადარჩენილ ცხოველებს ესაჭიროებოდათ დაცვა, ის ვალდებული იყო წაეყვანა სახლში და მოეხდინა მათი მოვლა და კურირება. თუმცა ცხოველებს ის არ ამრავლებს, მხოლოდ პატრონობს. სახლში მიიყვანა მაკე კატა და ამიტომ ყავს კნუტები. ეს არ არის თავშესაფარი. აივანზე განთავსებული აქვს ჯამები და საკვები. ევროპული სტანდარტებით არის გამზადებული ყველაფერი. დღეში 4-ჯერ ალაგებს სახლს. შესაბამისად, სუნი და ანტისანიტარია ვერ იქნება, ამასთან, სამსახურიდან დაბრუნებული გზად მიწიდან აგროვებს გირჩებს, რომელსაც სახლში წვავს, რათა კარგი სურნელი დატრიალდეს. ნაყიდი აქვს სპეციალური ,,სპრეი’’, რომ ცხოველების სუნის განეიტრალება მოახდინოს. კონფლიქტი არის პირადული ზოგიერთ მეზობელთან. მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ცხოველები მონიტორინგის რეგისტრაციაში არ იმყოფებიან. სახლში და აივანზე არსებული ანტისანიტარია არცერთხელ არ დაუდგენია და დაუდასტურებია ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს. ასევე, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სახლში მყოფი ცხოველები მოვლილები არიან, ჩატარებული აქვთ შესაბამისი მოვლა-პატრონობა.
საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ თებეა რუსაძე, ელენე სულხანიშვილი, მაია ესებუა, ლევან იაშვილი, ნინო სახვაძე, ანელია იანუშევსკაია, რომლებმაც დაადასტურეს სადარბაზოში არსებული აუტანელი მდგომარეობა, რაც უკავშირდებოდა მოპასუხის კუთვნილ ღია აივანზე დიდი რაოდენობით ძაღლების და კატების განთავსებას. კერძოდ, აუტანელი სუნი, სიბინძრე, ანტისანიტარია, ღამით ძაღლების ყეფა, ბუზები. მეზობლებმა არაერთხელ სცადეს მოპასუხესთან საუბარი სიტუაციის გამოსასწორებლად, თუმცა უშედეგოდ. არსებული ვითარების გამო მოპასუხესთან მეზობლებს აქვთ კონფლიქტური სიტუაცია, რის გამოც ხშირად უწევთ რეაგირებისთვის სხვა და სხვა უწყებების გამოძახება.
სასამართლომ განმარტა, რომ ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესი (შემდგომში - წესი) ადგენს ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე (შემდგომში - ქალაქ თბ--–--ი) ძაღლების და კატების (შემდგომში – ცხოველები) ყოლის, მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის პირობებს. წესი აგრეთვე განსაზღვრავს ცხოველებისათვის, როგორც ცოცხალი არსებებისათვის მინიჭებულ ბუნებრივ უფლებებს და მათი დაცვის მექანიზმებს.
ამავე წესის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ რუ------- ხუ-–----ას საცხოვრებელ ბინაში შეფარებული ჰყავდა 5 ზრდასრული და 12 ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული კატა და 5 კნუტი.
მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ცხოველები მონიტორინგის რეგისტრაციაში არ იმყოფებოდნენ.
სასამართლოს მითითებით, მე-6 მუხლი განსაზღვრავს ცხოველის შენახვასა და მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პატრონის ვალდებულებებს. აღნიშნული მუხლის თანახმად:
1. ცხოველის პატრონი პასუხისმგებელია ცხოველის ჯანმრთელობაზე, მოვლა- პატრონობაზე და მის კეთილდღეობაზე, ასევე სხვა ადამიანებისა და ცხოველების მიმართ საკუთარი ცხოველისგან მომდინარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე.
3. ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის შენახვა და მოვლა- პატრონობა, კონკრეტული ჯიშის ცხოველის ბიოლოგიური და ეტოლოგიური თავისებურებების შესაბამისად. კერძოდ: ა) ცხოველის სათანადო კვება და დაწყურვება; ბ) ცხოველისთვის საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება; გ) ცხოველის გასეირნება და სათანადო ფიზიკური აქტივობა;
დ) ცხოველისთვის სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების შექმნა.
6.1. მუხლის თანახმად, ცხოველის პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი სივრცის დასუფთავება, ცხოველის მიერ საზოგადოებრივი სივრცის დაბინძურების შემთხვევაში.
მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად ცხოველთა თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომლის დაშორების მანძილი საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან 300 მეტრზე ნაკლებია, გააგრძელებს ფუნქციონალურ საქმიანობას, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სხვა ნორმებს.
სასამართლომ მიუთითა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის დანაწესის მიხედვით, საზოგადოების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით სამინისტრო ადგენს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს ხარისხობრივ ნორმებს (ატმოსფერული ჰაერი, წყალი, ნიადაგი, ხმაური, ვიბრაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება), რომლებიც მოიცავს ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციებისა და მავნე ზემოქმედების ნორმებს.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N297/ნ ბრძანების VII თავი ადგენს ხმაურის მანორმირებელ პარამეტრებს და დასაშვებ დონეებს საცხოვრებელი, საზოგადოებრივი შენობების სათავსებში და საცხოვრებელი განაშენიანების ტერიტორიაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ იყო წარმოდგენილი იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოპასუხე მხარეს მოუვლელი ჰყავდა ცხოველები, წარმოდგენილი იყო შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ცხოველებს ჩატარებული ჰქონდათ შესაბამისი ვაქცინაცია, ასევე არ იყო წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადარბაზოში იყო ანტისანიტარია და აღნიშნული გამოწვეული იყო უშუალოდ მოპასუხის ცხოველების მიერ, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს პასუხი, რომლითაც განმარტებული იყო, რომ კონკრეტულ საცხოვრებელ ბინაში მესაკუთრის თანხმობის გარეშე ვერ ჩატარდებოდა ფაქტების კონსტატაცია, თუმცა რაც შეეხება სადარბაზოს და მიმდებარე ტერიტორიას ის საერთო საკუთრება იყო და აღნიშნული არ უშლიდა მოსარჩელე მხარეს უზრუნველეყო შესაბამისი მტკიცებულების წარმოდგენა, აღნიშნულის დასტურად მხოლოდ ვიდეო ჩანაწერს, რომლითაც კონკრეტულად არ დგინდებოდა როგორ და რა ვითარებაში მოხდა მისი ჩაწერა სასამართლო ვერ გაიზიარებდა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ ამ მიმართებით ასევე წინააღმდეგობრივი იყო მოწმეთა ჩვენება. თუმცა, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (რეაგირების ოქმების, მოწმეთა ჩვენების, ამხანაგობის კრების ოქმი, მხარეთა ახსნა-განმარტება) ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე იყო უკანონო ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან. ხელშეშლა გულისხმობდა უფლებამოსილი პირისათვის (პირებისთვის) ისეთი მდგომარეობის შექმნას, რომლის გათვალისწინებითაც მას ეზღუდებოდა თავისი უფლებამოსილების სრულყოფილად განხორციელების შესაძლებლობა. ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის წარმოშობის აუცილებელ პირობას წარმოადგენდა ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის ფაქტის არსებობა. განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები, სათანადოდ, ვერ სარგებლობდნენ კონსტიტუციით და არაერთი საერთაშორის აქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით, მათ ხელი ეშლებოდათ ბინიდან გამომავალი ხმაურით, ბინიდან გამომავალი სუნით, რაც სცილდებოდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას. ასევე დარღვეული იყო ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანგობის შესახებ’’ საქართველოს კანონით და 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული დანაწესები (საცხოვრებელ სახლში მრავალრიცხოვანი ცხოველების ყოფნით). ზემოაღნიშნული კი, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენდა, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ რ. ხუ-–----ას ცხოველები ჰყავდა მფლობელობაში (შეფარებული), ვინაიდან, მას ცხოველები ჰყავდა არა მფლობელობაში, არამედ, საკუთრებაში;
3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად, რომ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმების თანახმად, მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რუ------- ხუ-–----ას ბინიდან გამომავალი ანტისანიტარიის და ცხოველების მხრიდან ხმაურის გამო.
აპელანტის განმარტებით, მოცემული შეფასება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან, საპატრულო პოლიციის ოქმებში, აღნიშნულია მეზობლებს შორის კონფლიქტი, თუმცა, არცერთ ოქმში არ არის საუბარი ანტისანიტარიისა და ცხოველების მხრიდან ხმაურზე.
3.3. აპელანტმა მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლზე, და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას წარმოადგენდა მტკიცება იმისა, რომ: 1) მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან ზემოქმედება მომდინარეობდა მეზობელ ბინებში მაცხოვრებელი პირების მიმართ; 2) ზემოქმედება მომდინარეობდა მოპასუხის კუთვნილი ცხოველების ან/და მოპასუხის მოქმედების ანდა უმოქმედობის შედეგად; 3) ზემოქმედება იმდენად არსებითია, რომ მეზობლებს მისი თმენა უწევთ; 4) ზემოქმედება იმდენად არსებითია, რომ იგი ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას აღემატება; 5) ზემოქმედება ბინის ჩვეულებრივად გამოყენების შედეგად არ არის გამოწვეული.
აპელანტის განმარტებით, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის. კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ: 1) ადგილი ჰქონდა ანტისანიტარიას, როგორც რ. ხუ-–----ას ბინაში, ასევე, სადარბაზოში; 2) მოპასუხის ბინიდან მომდინარე ხმაური კანონით დადგენილ დასაშვებ ზომენს აღემატება; 3) მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მომდინარე ზემოქმედება არ არის გამოწვეული საცხოვრებელი ბინის ჩვეულებრივი გამოყენებით (ამ კუთხით, მოსარჩელეს უნდა ედასტურებინა, რომ მოპასუხეს სახლში მოწყობილი აქვს ცხოველთა თავშესაფარი, რაზედაც, მხარე არ აპელირებდა. ხოლო, რაც შეეხება სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში მოყვანილ მსჯელობას ქ. თბ--–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 06 აპრილის 7-28 დადგენილების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნასთან მიმართებაში, საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისათვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება მოპასუხის ბინაში არსებული პირობების მოთხოვნილ სტანდარტებთან შეუსაბამობის შესახებ. სამეზობლო ზემოქმედებათ თმენის დადასტურება მოცემულ შემთხვევაში, მხოლოდ, მოწმეთა ჩვენებით შეუძლებელია.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო პალატა ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილად მიჩნეულ ფაქტობრივ გარემოებებს, მიუთითებს მათზე და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.1. ქ. თბ--–--ში, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №--ში მდებარე კორპუსში დაფუძნებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ი’’, რომლის თავმჯდომარეც არის ირ-- გე–--ე. ამხანაგობა შედგება 50 რეგისტრირებული მესაკუთრისგან (ტომი 1; ს.ფ. 19-22 - ბმა ,,პრ-----–ის’’ საერთო კრების ოქმი №7; ს.ფ. 54-60 - ბმა ,,პრ-----–ი’’-ს საერთო კრების ოქმი №6; ს.ფ. 23-35- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
4.2. ამავე მისამართზე მდებარე №-1 უძრავი ქონების (ს/კ 0----------------------) მესაკუთრეს წარმოადგენს ელეონორა ჯაფარიძე (ტომი 1; ს.ფ. 23-35 - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან);
4.3. სადავო არ არის ის გარემოება, რომ №-1 უძრავი ქონების ამჟამინდელ მფლობელს წარმოადგენს ელეონორა ჯაფარიძის შვილი, მოპასუხე რუ------- ხუ-–----ა (ამავდროულად, ცხოველთა დაცვის საქველმოქმედო ფონდ ,,არგუსის’’ დირექტორი), რომელსაც, საცხოვრებელ ბინაში ჰყავს 5 ზრდასრული და 12 ახალგაზრდა ძაღლი, 2 ზრდასრული და 5 ახალგაზრდა კატა.
4.4. წინამდებარე სასარჩელო განცხადებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ი’’ მოითხოვს აღკვეთილ იქნას ხელშეშლა და მოპასუხე რუ-------ი ხუ-–----ას მფლობელობაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე ქ. თბ--–--ი, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №-, ბინა №-1-დან გაყვანილ იქნას იქ მობინადრე ძაღლები და კატები.
მოსარჩელე მხარე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებებზე, რომ რუ------- ხუ-–----ამ მის საცხოვრებელ სახლში და ღია აივანზე (ქ. თბ--–--ი, ვა–--ფშ----–-ს ჩიხი №-, ბინა №-1) განათავსა 24 კატა და ძაღლი. აღნიშნულის გამო, კორპუსის სადარბაზოში არის ანტისანიტარია და აუტანელი სუნი. სადარბაზოს გარდა აუტანელი სუნია აივნებზე ვა–--ფშ----–-ს ქუჩის მხარეს. ამხანაგობის ვერცერთი წევრი ვერ აღებს კარებს და ფანჯრებს, საერთოდ ვერ სარგებლობენ აივნებით, ვერ ფენენ სარეცხს. ცხოველებს და მათ საკვებს ეხვევა უამრავი მწერი, სადარბაზოში არის უამრავი რწყილი, ტკიპები, რაც საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა შორისაც არიან ბავშვები. ამხანაგობის წევრი მაია ესებუა და მისი შვილიშვილი დაკბინეს რწყილებმა. სუნის გარდა აუტანელია ძაღლების მუდმივი ყეფა და კატების კნავილი დღე და ღამე, რასაც ემატება თავად რუ------- ხუ-–----ას კივილი, როცა ის სცემს ცხოველებს.
4.5. პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორ-- (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორ-- (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორ--ში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორ-- გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ ას-1529-1443-2012, ას-973-1208-04; ას 664-635-2016).
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან.
4.6. დადგენილია, რომ მოპასუხის კუთვნილი საცხოვრებელი ბინა, სადაც, ასევე ბინადრობს 17 ძაღლი და 7 კატა, წარმოადგენს მოსარჩელე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,პრ-----–ის’’ მისამართზე მდებარე, ინდივიდუალური საკუთრების საგანს. ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის ,,ა’’ პუნქტის თანახმად, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი ვალდებულია ისეთ მდგომარეობაში შეინარჩუნოს და იმგვარად გამოიყენოს ინდივიდუალური საკუთრება და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონება, რომ ამით სხვა მესაკუთრეს არ მიადგეს ზიანი, და იმოქმედოს სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების ფარგლებში. შესაბამისად, მართებულია საქალაქო სასამართლოს მიერ სამეზობლო სამართლის მომწესრიგებელ ნორ--თა გამოყენება. „სამეზობლო ურთიერთთმენის ვალდებულებას ადგენს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლი, რომლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობისა, ვალდებული არიან, პატივი სცენ ერთმანეთს. აღნიშნული ნორ-- არ არის დეკლარაციული ხასიათის და გულისხმობს მეზობელი მიწის ნაკვეთის მესაკუთრეთა ვალდებულებას, პატივი სცენ სხვისი საკუთრებისა თუ სხვა სამოქალაქო უფლებას და თავიანთი უფლებები გამოიყენონ ისე, რომ ამით ზიანი არ მიაყენონ სხვის უფლებას. კანონი უშვებს მეზობელი უძრავი ქონებიდან მომდინარე ზემოქმედების არსებობას კანონით დასაშვებ ფარგლებში (სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლი) და ამ ზემოქმედებათა თმენა სამეზობლო ურთიერთობისათვის დამახასიათებელი თვისებაა, რომელიც ეთანხმება მეზობლების ურთიერთპატივისცემის მოვალეობას. სამოქალაქო კოდექსის 176-ე მუხლი არეგულირებს დაუშვებელი ხელყოფასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს“ (იხ. სუსგ N 526-500-2013, 29.10.2013წ).
4.7. სსკ-ის 174-ე მუხლის შესაბამისად, მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება. აღნიშნული ნორ--, რომელიც სამეზობლო თანაცხოვრებისას მესაკუთრეთა ინტერესების დაბალანსებას ეხება, კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობების გარდა, მეზობლებს ავალდებულებს, პატივი სცენ ერთმანეთს. ურთიერთპატივისცემა, უწინარესად, თითოეული მესაკუთრის მიერ ქონებით სარგებლობისას, საკუთარ ვალდებულებას ეხება, პატივი სცეს მეზობლის უფლებას, რაც შესაძლოა საკუთარი ქონებით სარგებლობის გარკვეულ შეზღუდვაშიც გამოიხატოს. სსკ-ის 175-ე მუხლის პირველი ნაწილი, საკუთრებით სარგებლობის შესაძლო შეზღუდვისას, სწორედ თმენის ვალდებულებას ეხება, თუკი მესაკუთრის ნაკვეთზე მეზობელი მიწის ნაკვეთიდან მომდინარე ზემოქმედებანი ხელს არ უშლიან მესაკუთრეს თავისი ნაკვეთით სარგებლობაში, ან უმნიშვნელოდ ხელყოფენ მის უფლებას. ამავე ნორმის მეორე ნაწილი ეხება იგივე ვალდებულებას, როცა ზემოქმედება არსებითია, მაგრამ იგი გამოწვეულია სხვა ნაკვეთით ან სხვა უძრავი ქონებით ჩვეულებრივი სარგებლობით და მისი აღკვეთა არ შეიძლება ისეთი ღონისძიებებით, რომლებიც ამ სახის მოსარგებლეთათვის ნორ--ლურ სამეურნეო საქმიანობად მიიჩნევა. სსკ-ის 175-ე მუხლის მესამე ნაწილით, დადგენილია მესაკუთრის შესაძლებლობა, მოითხოვოს შესაბამისი ფულადი კომპენსაცია სამეზობლო ზემოქმედებათა თმენისას, თუკი ასეთი ზემოქმედება აღემატება მოცემულ ადგილას ჩვეულებრივად მიჩნეულ სარგებლობას და ეკონომიკურად დასაშვებ ფარგლებს (შდრ. სუსგ-ებს: Nას 368-352-3026, 21.10.2016წ; Nას-413-396-2016, 15.07.2016წ.).
4.8. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, 1. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. 2. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. 3. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
4.9. მოცემულ შემთხვევაში, პალატა დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ სწორედ მოპასუხის საცხოვრებელი ბინიდან მომდინარეობს გარკვეული ზემოქმედება, მეზობელი მესაკუთრეების და მათი ოჯახების მიმართ, რაც გამოწვეულია აპელანტის (მოპასუხის) საცხოვრებელ ბინაში 17 ძაღლის და 7 კატის განთავსებით, რაც უდავო გარემოებას წარმოადგენს.
უპირველეყოვლისა, პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ამ რაოდენობით შინაური ცხოველის ბინაში განთავსება ეწინააღმდეგება ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა- პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესს.
მითითებული წესის 4.5. მუხლის თანახმად, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ეკრძალება საკუთრებაში (მფლობელობაში) კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს ამ წესით ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს.
ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა - პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის თანახმად, ცხოველთა თავსესაფარი არის საქართველოს კანონმდებლობის და ამ წესის მოთხოვნების გათვალისიწნებით შექმნილი დაწესებულება, რომელშიც განთავსებულია ან შესაძლებელია განთავსდეს 10 ცხოველზე მეტი და რომელთა ნაშიერის ასაკი არ აღემატება 6 თვეს, კომპეტენციის და დანიშნულების გათვალისწინებით შეყვანილი ცხოველების სამართლებრივი სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და მათ მიმართ შემდგომი პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
ამავე წესების მე-7 მუხლის თანახმად, (1) ცხოველთა თავშესაფარი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალური სტანდარტებს: ა)გააჩნდეს ცხოველების: ა.ა) ლაბორატორია, რომელიც უზრუნველყოფს ბეწვის, ნაცხის, ფეკალის და სისხლის კვლევას ან ლაბორატორიული კვლევის უზრუნველყოფის ქმედითი შესაძლებლობა; ა.ბ) ვეტერინარული სივრცე, რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფრის დანიშნულებით განსაზღვრული აუცილებელი ვეტერინარული მანიპულაციების ჩატარებას; ა.გ) საკარანტინო სივრცე (ვოლიერები), რომელიც უზრუნველყოფს თავშესაფარში შემოყვანილი ცხოველის იზოლაციას სხვა ცხოველებისგან, ლაბორატორიული კვლევის შედეგად ცხოველის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენამდე ან დაავადებული ცხოველის განკურნებამდე, თავშესაფრიდან გაყვანამდე, ევთანაზიამდე; ა.დ) განთავსების ვოლიერები; ა.ე) გასეირნების უზრუნველყოფის სივრცე. ბ) უზრუნველყოფილი იყოს წყლით, ელექტროენერგიით, კანალიზაციით, ვენტილაციით, სახანძრო სიგნალიზაციით; გ) უზრუნველყოს ცხოველების ყოფა-ცხოვრების მინიმალური პირობები - სათანადო კვება, დაწყურვება, სისუფთავე, დათბუნება, განათება; დ) ცხოველის განთავსების ვოლიერის სივრცე უნდა აძლევდეს ცხოველს მინიმალური გადაადგილების, საკვების მიღებისა და გადამუშავების შესაძლებლობას. ვოლიერის ფართი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 3 კვადრატულ მეტრს, სიმაღლე - მინიმუმ 150 სანტიმეტრს; ე) აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სამშენებლო და საწარმოო ნორმებს და წესებს, სხვა მოთხოვნებს: საპროექტო-სამშენებლო, სანიტარიულ-ჰიგიენური, სახანძრო უსაფრთხოების, შრომის უსაფრთხოების და ა.შ. (4) ცხოველთა თავშესაფარი, მინიმუმ 300 მეტრით უნდა იყოს დაშორებული საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან. ამ წესის ამოქმედებამდე მოქმედი ცხოველთა თავშესაფარი, რომლის დაშორების მანძილი საცხოვრებელი ტერიტორიიდან, საწარმო ობიექტებისგან და დაწესებულებებისგან 300 მეტრზე ნაკლებია, გააგრძელებს ფუნქციონალურ საქმიანობას, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით და ამ წესით დადგენილ სხვა ნორმებს.
უდავოა, რომ მოპასუხეს კონკრეტულ მისამართზე ჰყავს ერთდროულად 10-ზე მეტი ცხოველი, კერძოდ, 17 ძაღლი და 7 კატა (თითოეულის ასაკი აღემატება 6 თვეს), რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მათი განთავსების ადგილი უნდა აკმაყოფილებს ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და კერძოდ ხსებული წესების 7.1 მუხლის მოთხოვნებს. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია რ. ხუ-–----ა აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მას ბინა მოწყობილი აქვს ცხოველთა თავშესაფრისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა, იგი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, ვერ ადასტურებს აღნიშნულ გარემოებას. ასეც რომ იყოს, პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილი ნორმები მაინც არ ანიჭებს უფლებას აპელანტს თავის საცხოვრებელ ბინაში მოაწყოს ცხოველთა თავშესაფარი, შემდეგ გარემოებათა გამო: მოქმედი წესების თანახმად (7.4 მუხლი), მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მსგავსი თავშესაფრის მოწყობა დაუშვებელია, რადგან პირველ რიგში ის ვერ დააკმაყოფილებს თავშესაფრის საცხოვრებელი ტერიტორიიდან 300 მ. დაშორებით მოწყობის პრინციპს. ხსენებული წესები კონკრეტულ მისამართზე, ერთ საკადასტრო კოდზე რეგისტრირებულ ტერიტორიად მიიჩნევს არა მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ერთ კონკრეტულ ბინას, არამედ ისეთი ინდივიდუალური სკუთრების ტერიტორიას, მაგალითად კერძო საცხოვრებელი სახლი, რომელიც დააკმაყოფილებს ცხოველთა თავშესაფრისთვის დადგენილ მინიმალურ სტანდარტებს და რომელიც საცხოვრებელი ტერიტორიიდან დაშორებული იქნება მინიმუმ 300 მეტრით. პალატა მიიჩნევს, რომ ცხოველთა თავშესაფრის საცხოვრებელი ტერიტორიიდან დაშორების მინიმალური ზღვარის დაწესების მიზანია, ასეთი თავშესაფრიდან მომდინარე მავნე ზემოქმედების განეიტრალება, რაც მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის პირობებში ვერ მიიღწევა.
4.10. ამასთან, წესების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პატრონი ან მიმკედლებელი ვალდებულია მოახდინოს ცხოველის რეგისტრაცია, რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობიდან ერთი თვის ვადაში. მოცემულ შემთხვევაში მოპაუხეს სადავოდ არ გაუხდია, რომ ცხოველები მონიტორინგის რეგისტრაციაში არ იმყოფებიან. დადგენილია, რომ 2016 წლის 3 ივლისს და 2017 წლის 15 ივლისს ქ. თბ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ-ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს უფლებამოსილ თანამშრომელთა მიერ, შეტყობინების საფუძველზე, მოქალაქე რუ------- ხუ-–----ას მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები-საჯარიმო ქვითრები, ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ,,ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა-პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესის’’ დარღვევისთვის. კერძოდ, რუ------- ხუ-–----ას მფლობელობაში არსებული ცხოველების რეგისტრაციის განუხორციელებლობის გამო. თბ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის წერილის თანახმად მოცემული დროისათვის რუ------- ხუ-–----ას მფლობელობაში არსებული არცერთი ცხოველი რეგისტრირებული არ არის. სამართალდამრღვევს არ გადაუხდია მასზე დაკისრებული ჯარიმა (ტომი 1; ს.ფ. 53 - თბ--–--ის მუნიციპალიტეტის მერიას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის 2017 წლის 31 ივლისის წერილი; ს.ფ. 156 - საჯარიმო ქვითარი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი).
4.11. რაც შეეხება ხელშეშლის ფაქტს, სააპელაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საცხოვრებელი სახლიდან მომდინარე ზემოქმედება არსებითად ხელყოფს მოსარჩელის უფლებას, რაც დასტურდება როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა (თეა რუსაძე, ელენე სულხანიშვილი, მაია ესაბუა, ლევან იაშვილი, ნინო სახვაძე, ანელა იანუშევსკაია) ჩვენებებით (მოწმეებმა ერთხმად დაადასტურეს, რომ მოპასუხის მფლობელობაში არსებულ საცხოვრებელ ბინაში, კორპუსის სადარბაზოში არის ანტისანიტარია და აუტანელი სუნი. სადარბაზოს გარდა აუტანელი სუნია აივნებზე. ამხანაგობის ვერცერთი წევრი ვერ აღებს კარებს და ფანჯრებს, საერთოდ ვერ სარგებლობენ აივნებით, ვერ ფენენ სარეცხს. ცხოველებს და მათ საკვებს ეხვევა უამრავი მწერი, სადარბაზოში არის უამრავი რწყილი, ტკიპები, რაც საფრთხეს უქმნის კორპუსში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთა შორისაც არიან ბავშვები. ამხანაგობის წევრი მაია ესებუა და მისი შვილიშვილი დაკბინეს რწყილებმა. სუნის გარდა აუტანელია ძაღლების მუდმივი ყეფა და კატების კნავილი დღე და ღამე, რასაც ემატება თავად რუ------- ხუ-–----ას კივილი, როცა ის სცემს ცხოველებს), ასევე, საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმებით, რომელთა თანახმად, მეზობლების შეტყობინების საფუძველზე, არაერთხელ იქნა გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი რუ------- ხუ-–----ას ბინიდან გამომავალი ანტისანიტარიის და ცხოველების მხრიდან ხმაურის გამო (ტომი 1; ს.ფ. 36; ს.ფ. 43-44; ს.ფ. 41-42; ს.ფ. 50; ს.ფ. 45-46; ს.ფ. 47-48);
4.12. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ სახეზე არის უკანონო ხელშეშლა მოპასუხის მხრიდან. ხელშეშლა გამოიხატება იმაში, რომ განსახილველ შემთხვევაში, ამხანაგობის წევრები, სათანადოდ, ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით და საერთაშორისო აქტით გათვალისწინებული საკუთრების უფლებით, მათ ხელი ეშლებათ ბინიდან გამომავალი ხმაურით, სუნით და ა.შ, რაც სცილდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 175-ე მუხლით გათვალისწინებულ სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებას, რადგან აღნიშნული ზემოქმედებები არ გამომდინარეობს საკუთრების ჩვეულებრივი გამოყენებიდან. ანუ, ისეთი გამოყენებისაგან რაც ამ ქონებისთვის არ არის უცხო. ცხოველთა თავშესაფრის მოწყობა კი, მრავალბინიან კორპუსში, დაუშვებელია და ეწინააღმდეგება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანგობის შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №7-28 დადგენილებით დამტკიცებული ქალაქ თბ--–--ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოველების (ძაღლების, კატების) მოვლა - პატრონობის და მათი პოპულაციების მართვის წესებს, რაც სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
4.13. სააპელაციო საჩივრის იმ არგუმენტებზე, რომლებსაც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა ჰქონდა, პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა.
ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რუ-------ი ხუ-–----ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. სასამართლო ხარჯები დაეკისროს აპელანტს, რაც მის მიერ გადახდილია წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: ლევან გვარამია
გოგიტა თოთოსაშვილი