განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 26.02.2019
საქმის ნომერი
330310018002448995
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3ბ/2613-18, 330310018002448995

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი: დიანა გოხაძე

 

აპელანტი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------- ი-----ე

 

კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ლ------- ი-----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დავალება

 

სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა- თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილების გაუქმება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ------- ი-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3------ ბრძანება ლ------- ი-----ის ნაწილში, ბათილად იქნა ცნობილი „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №8----- ბრძანება ლ------- ი-----ის ნაწილში, ასევე დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ლ------- ი-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ; დაევალა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ------- ი-----ის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის (თანამდებობრივი სარგო და დანამატის) ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან - 2017 წლის 15 დეკემბრიდან, მის აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით; გადაწყვეტილება, მოსარჩელე ლ------- ი-----ის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

2.1. მოსარჩელე ლ------- ი-----ე 2000 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 8 აპრილიდან იგი დაინიშნა და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–------------------–------------–-----–-----------–---–------ თანამდებობაზე (ს.ფ. 21-37).

 

2.2. რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №6----- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოში დადგენილი იყო ს---–-- საშტატო ერთეული, რომელთაგან 2---–------- ერთეული იყო წამყვანი სპეციალისტის და აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კი განსაზღვრული იყო მინიმალური სპეციალური წოდების სახით პ---–-–-------------- წოდების არსებობა. ასევე დადგენილია, რომ სწორედ აღნიშნულ საშტატო ერთეულზე იყო დანიშნული მოსარჩელე ლ------- ი-----ე.

 

2.3. რეორგანიზაციის შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №6----- ბრძანებაში, 2017 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოში დადგინდა ს---–-- საშტატო ერთეული, გაუქმდა პ------------–-------------–--------------------------–-- საშტატო ერთეული და განისაზღვრა გ---------–-----------------------------------------------------–------------------- საშტატო ერთეული. ამასთან, უფროსი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად გათვალისწინებული იქნა მინიმალური სპეციალური წოდების სახით პ---–-–------------------------------------------------------------–-----------–-–------------- წოდების არსებობა (ს.ფ. 40-41).

 

2.4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველო უზრუნველყოფდა მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზაციულად უზრუნველყოფდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებდა უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, თარგმნით უზრუნველყოფდა სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრებს, უზრუნველყოფდა სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობდა სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებდა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

2.5. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველო ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებებს მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზებას უწევს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, უზრუნველყოფს სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების განსახორციელებლად, თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას (ს.ფ. 42-54).

 

2.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლ------- ი-----ე რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში.

 

2.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №8----- ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლ------- ი-----ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 38).

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-6-7, მე-16, 29-ე, 42-ე, 44-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით, ევროპის სოციალურ ქარტიის მე-4, 24-ე მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, 53-ე, მე-601 მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, 22-24-ე, 32-33-ე მუხლებით, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-4-5, 41-42-ე მუხლებით, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით.

 

4.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).

 

4.2. ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მოცემულ შემთხვევაში მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 8 ივლისის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება- მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

 

4.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში შემოწმება- შეფასების შედეგად ჩათვალა, რომ სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მოსარჩელე ლ------- ი-----ე მუშაობდა, რეორგანიზაციის შედეგად, ფუნქციურად არ გარდაქმნილა და იმავე ფუნქციებით დაიტვირთა, რასაც რეორგანიზაციამდე ახორციელებდა იგი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით, რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არსებითად უცვლელად იქნა დატოვებული ანუ გათვალისწინებული იქნა იმავე ფუნქციური დატვირთვით, იმავე იერარქიულ საფეხურზე შეცვლილი სახელწოდებით. შესაბამისად, ცხადია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა და შტატების შემცირება განხორციელდა მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილის და მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე, რამდენადაც ინსპექტორის საშტატო ერთეულების რაოდენობა, რომლის დაკავებისათვის დადგენილია პოლიციის კაპიტნის წოდება და იგივე წოდება იყო გათვალისწინებული რეორგანიზაციამდე არსებული წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეულისათვის, 2---–------- ერთეულიდან 3 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა.

 

4.4. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა არ გაუქმებულა და მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა უფლება- მოვალეობები, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ლ------- ი-----ის ნაწილში „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

 

5.1. პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებით ისეთ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ლ------- ი-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირებას და შესაბამისად, არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი, კანონშეუსაბამოდ იქნა მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მისი დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც, როგორც თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის სამართლებრივი შედეგი მიუხედავად იმისა, რომ მის სამართლებრივ საფუძვლად კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლაა მითითებული, რადგან იგი წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანის სამართლებრივ შედეგს.

 

5.2. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია, ადგილი აქვს საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლების, აგრეთვე ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება არ შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათილად უნდა იქნას ცნობილი „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3------ და „შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №8----- ბრძანებები მოსარჩელე ლ------- ი-----ის ნაწილში.

 

5.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს ზოგადად პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, რომელიც მას დაკავებული ჰქონდა გათავისუფლებამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობა იმავე ფუნქციების მატარებელია, რაც რეორგანიზაციამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების წამყვან სპეციალისტს ჰქონდა. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც არსებობს იდენტური უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი თანამდებობა და შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი სამსახურში, მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

 

5.4. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ სამსახურში აღდგენის ნაწილში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომითი უფლების ბუნებიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი ასევე შეეხება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებებს, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ, კერძოდ, მოსარჩელე ლ------- ი-----ის თანამდებობაზე აღდგენისა და ხელფასის ანაზღაურების შეფერხებამ, მას შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მისი სოციალური ყოფის გაუარესების თვალსაზრისით, რამდენადაც შრომითი უფლების რეალიზაცია თავისი შინაარსით პირის სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაცაა და პირის ღირსეული არსებობა ერთგვარად სწორედ მასზეა დამოკიდებული, რის გამოც მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ იქნა მიქცეული აღსასრულებლად. სასამართლომ აღნიშნა, რომ ასევე დასაბუთებულია მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.

 

5.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, ვინაიდან მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ლ------- ი-----ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან მის სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და დანამატის) ყოველთვიური ოდენობით.

 

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელთაც სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

6.1. აპელანტის მითითებით კანონმდებლობა რეორგანიზაციის რამდენიმე სახეს იცნობს. შესაძლებელია რეორგანიზამდე და რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებული სუბიექტები ფუნქციური დანიშნულებით არსებითად არ განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან, თუმცა მიუხედავად ამისა, მითითებული ფაქტი რეორგანიზაციის ჩატარების საჭიროებას ან მართლზომიერებას არ გამორიცხავს. რეორგანიზაცია თუნდაც, მართლზომიერი და საჭიროებისამებრ ჩატარებული, ყოველთვის არ წარმოადგენს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ლეგიტიმურ საფუძველს. რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულთა სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შტატების შემცირება შეიძლება იქნეს მიჩნეული. გარდა შტატების შემცირებისა, ერთ-ერთ ასეთ საფუძვლად შეიძლება დასახელდეს ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრების უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია.

 

6.2. აპელანტი თვლის, მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო შტატების შემცირება, არსებული 9 საშტატო ერთეული შემცირდა 6 საშტატო ერთეულამდე. შესაბამისად ცალსახაა, რომ სამინისტრო უფლებამოსილი იყო გამოცა სადავოდ ქცეული ბრძანებები. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების 34-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად პოლიციელი, სამხედრო მოსამსახურე, საჯარო მოხელე და სამოქალაქო პირი უფლებამოსილი პირის ბრძანებით, შეიძლება გათავისუფლდეს თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით; იმავე ბრძანების 34-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად კი კადრების განკარგულებაში აყვანა (გარდა პირადი პატაკისა) გულისხმობს პირის თანამდებობიდან გათავისუფლებას და მისი საშტატო ერთეულის გაუქმებას/შემცირებას. ზემოხსენებული მუხლის თანახმად კადრების განკარგულებაში აყვანა თავისთავად გულისხმობს საშტატო ერთეულის გაუქმებას. აპელანტი აღნიშნავს, ის საშტატო ერთეული, რომელზეც დანიშნული იყო მოსარჩელე, გაუქმდა და შესაბამისად შემცირდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, რაც დაუსაბუთებლად არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან კადრების განკარგულებაში აყვანისა და სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ბრძანება სრულად გამოცემულია კანონმდებლობის მთხოვნათა დაცვით, არ არსებობდა მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. აპელანტის მითითებით, ვინაიდან სადავო აქტის ბათილად ცნობის ნაწილში სასამართლო გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, შესაბამისად უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნები სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის დაკისრების ნაწილშიც.

 

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში კერძო საჩივრით გაასაჩივრა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინების გაუქმება; წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

7.1. კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილებას მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას; მან განმარტა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები; გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ განჩინება სამართლებრივი თვალსაზრისით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მოსაზრებით დაუსაბუთებელია და უნდა გაუქმდეს.

 

7.2. კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, დაუყოვნებლივი აღსრულების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ადმინისტრაციული ორგანოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი. სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილების (საქმე N 3/3013-18) გაუქმება საქმის არსიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორს აუცილებლად მიაჩნია, რათა ხელი არ შეეშალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სწორ და გამართულ ფუნქციონირებას. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დისპოზიცია უკიდურესად ზოგადი ხასიათისაა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილების წინაპირობად იგი ადგენს მხოლოდ იმ კრიტერიუმს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღუსრულებლობამ შესაძლოა მოსარჩელეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, გადაწყვეტილებაში სასამართლოს უნდა განემარტა მოსარჩელისათვის დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების გარეშე მხარეს გამოუსწორებელი ზიანი ადგება და აღარ იარსებებს მისი უფლებების დაცვის სხვა ეფექტური მექანიზმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მიუთითებს, თეორიულად სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებით მოსარჩელეს „მნიშვნელოვანი ზიანი“ თუ ადგება (თუმცა მოცემულ საქმეში მოსარჩელე ვერანაირად ვერ ადასტურებს თუნდაც რაიმე სახის ზიანის დადგომის ფაქტს. ლაპარაკიც კი ზედმეტია მნიშვნელოვან ზიანზე); მსგავსი „მნიშვნელოვანი ზიანი“ არ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობა. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ უფლების შეზღუდვის მექანიზმის კუთხით სასამართლოს მიერ არ იქნა დაცული პროპორციულობის პრინციპი; არ იქნა გააზრებული საჯარო ინტერესის უპირატესობა კერძო პირის თანამდებობაზე ყოფნა არ ყოფნის საკითხთან მიმართებით.

 

7.3. კერძო საჩივრის ავტორი თვლის, დაუყოვნებლივი აღსრულების კუთხით მნიშვნელოვანია ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენით მოპასუხეს წარმოეშობა ვალდებულება გარდა თანამდებობრივი სარგოსი, ასევე მოახდინოს წოდებრივი დანამატის გადახდაც. გარდა წოდებრივი დანამატისა, ასევე განახორციელოს მოსარჩელისათვის იმ სოციალური უფლებების რეალიზაცია, რომელიც სამინისტროს მოსამსახურეს გააჩნია შესაბამისი კანონმდებლობით. შესაბამისად იმ შემთხვევაში, თუ საბოლოოდ დადგინდება სამინისტროს ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან, სამინისტროს ბიუჯეტის სახსრებიდან გაღებული ექნება დაუსაბუთებელი ხარჯი, რომლის უკან დაბრუნება სირთულეებით იქნება განპირობებული.

 

7.4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელის სამსახურში აღდგენის ნაწილში გადაწყვეტილების მიქცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად სამართლებრივად უსაფუძვლოა იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული დავა გრძელდება ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში და დავის საბოლოო შედეგის განსაზღვრა ამ ეტაპზე შეუძლებელია; აქედან გამომდინარე მოსარჩელის დაუყოვნებლივი აღდგენა სამსახურში არ არის მიზანშეწონილი სამსახურის ეფექტური და შეუფერხებელი მუშაობისთვის. გადაწყვეტილების რამდენიმე ინსტანციაში გასაჩივრების შესაძლებლობა ემსახურება კონკრეტულ მიზანს - მისი კანონიერება და დასაბუთებულობა გადამოწმებულ უნდა იქნას რამდენიმე სხვადასხვა ინსტანციისა შესაბამისად, სხვადასხვა მოსამართლის მიერ, რათა წაგებული მხარე დარწმუნდეს გადაწყვეტილების სამართლიანობაში. კერძო საჩივარში აღნიშნულია იმისათვის, რომ უგულებელყოფილი იყოს ეს პრინციპი და აღსასრულებლად მიექცეს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ არის შემოწმებული რამდენიმე ინსტანციის მიერ, საჭიროა სახეზე იყოს თანაბარი ან მასზე მნიშვნელოვანი სიკეთე.

 

7.5. კერძო საჩივრის ავტორისთვის ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაუგებარია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების აუცილებლობა მით უფრო იმ პირობებში, როცა მატერიალურ- სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტით, შუამდგომლობის ინიციატორის მხრიდან ვერ დადასტურდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების გარეშე მხარისათვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების ფაქტი. ამიტომ, კერძო საჩივრის ავტორი თვლის, რომ სახეზეა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

 

8. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის და კერძო საჩივრის მოტივები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეაფასა სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი და კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

8.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

8.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

8.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

9. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

9.1. მოსარჩელე ლ------- ი-----ე 2000 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობაზე, ხოლო 2014 წლის 8 აპრილიდან იგი დაინიშნა და მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–------------------–------------–-----–-----------–---–------ თანამდებობაზე (ს.ფ. 21-37).

 

9.2. რეორგანიზაციის გამოცხადებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №6----- ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს საშტატო ნუსხის მიხედვით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოში დადგენილი იყო ს---–-- საშტატო ერთეული, რომელთაგან 2---–------- ერთეული იყო წამყვანი სპეციალისტის და აღნიშნული თანამდებობის დასაკავებლად კი განსაზღვრული იყო მინიმალური სპეციალური წოდების სახით პ---–-–-------------- წოდების არსებობა. აღნიშნულ საშტატო ერთეულზე იყო მოსარჩელე ლ------- ი-----ე დასაქმებული.

 

9.3. რეორგანიზაციის შემდეგ კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 8 აპრილის №6----- ბრძანებაში, 2017 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოში დადგინდა ს---–-- საშტატო ერთეული, გაუქმდა პ------------–-------------–--------------------------–-- საშტატო ერთეული და განისაზღვრა გ---------–-----------------------------------------------------–------------------- საშტატო ერთეული. ამასთან, უფროსი ინსპექტორის თანამდებობის დასაკავებლად გათვალისწინებული იქნა მინიმალური სპეციალური წოდების სახით პ---–-–------------------------------------------------------------–-----------–-–------------- წოდების არსებობა (ს.ფ. 40-41).

 

9.4. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-10 მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველო უზრუნველყოფდა მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით საპროტოკოლო ღონისძიებების გატარებას, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზაციულად უზრუნველყოფდა საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებდა უცხოეთის ქვეყნებში სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, თარგმნით უზრუნველყოფდა სამინისტროს წარმომადგენლების უცხო ქვეყნის დელეგაციებთან შეხვედრებს, უზრუნველყოფდა სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების გატარების უზრუნველსაყოფად, თანამშრომლობდა სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, საჭიროებიდან გამომდინარე, ახორციელებდა საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას.

 

9.5. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №589 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №1015 ბრძანება და დამტკიცდა ახალი დებულება, რომლის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველო ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებებს მინისტრის, ადმინისტრაციის უფროსისა და მისი მოადგილის უშუალო დავალებით, ორგანიზებასა და კონტროლს უწევდა საზღვარგარეთის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების ვიზიტებს, ღონისძიებებს, მათ შორის, მოსამზადებელ ღონისძიებებს (ტრანსპორტირება, ოფიციალური სადილი, განთავსება, ოფიციალური დასაჩუქრება), ორგანიზებას უწევს საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში სამინისტროს მიერ გასამართ ვიზიტებსა და ღონისძიებებს, ახორციელებს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენლების სამსახურებრივი მივლინების ვიზიტების დაგეგმვას, ორგანიზებას, ვიზებითა და სამსახურებრივი პასპორტებით უზრუნველყოფას, უზრუნველყოფს სამინისტროში შესული და/ან დამუშავებული დოკუმენტების საჭიროებისამებრ თარგმნასა და ბეჭდით დამოწმებას, საპროტოკოლო ღონისძიებების განსახორციელებლად, თანამშრომლობს სხვადასხვა დაწესებულებებთან, საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური მისიების შესაბამის სამსახურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინირებით, ახორციელებს საპროტოკოლო ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო სატრანსპორტო და სხვა ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფას (ს.ფ. 42-54).

 

9.6. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3------ ბრძანებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლ------- ი-----ე რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა შსს კადრების განკარგულებაში (ს.ფ. 38)

 

9.7. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 16 აპრილის №8----- ბრძანებით, შსს კადრების განკარგულებაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების ყოფილი წამყვანი სპეციალისტი, მოსარჩელე ლ------- ი-----ე დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო (ს.ფ. 39).

 

9.8. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 8 დეკემბრის Nბს-449-442 (კ-15) გადაწყვეტილებაზე; ამ გადაწყვეტილებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ საჯარო სამსახურის დაწესებულების შიდა სტრუქტურული ან/და ფუნქციონალური გარდაქმნა, რასაც შეიძლება მოსდევდეს დაწესებულების მთლიანად ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფების სტატუსის, დაქვემდებარების ან/და ფუნქციონალური დატვირთვის ცვლილება, წარმოადგენს რეორგანიზაციას. იმავე გადაწყვეტილების თანახმად, საშტატო ერთეულისათვის სახელწოდების შეცვლა არ წარმოადგენს საფუძველს იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, რომ აღარ არსებობს საშტატო ერთეული. საშტატო ერთეული გაუქმებულად ითვლება, როცა ფუნქციური დატვირთვით აღარ არსებობს ამგვარი შტატი, ახალი საშტატო ერთეულით განისაზღვრა სხვა უფლება-მოვალეობები, ან/და ამგვარი საშტატო ერთეულის დასაკავებლად სხვა კრიტერიუმები უნდა იქნეს დაკმაყოფილებული პირის მიერ და ა.შ. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შეიძლება ადმინისტრაციული ორგანოს სტრუქტურა შეიცვალოს, გაიყოს და კონკრეტული სამსახურები განსხვავებულად ჩამოყალიბდეს, მაგრამ მოხელის მიერ დაკავებული შტატი არსებითად უცვლელად დარჩეს ანუ იყოს იმავე იერარქიულ საფეხურზე, თუნდაც სხვა უწყების დაქვემდებარებაში და ითვალისწინებდეს იმავე უფლება- მოვალეობების შესრულებას. შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ აუცილებლად მიიჩნია, რომ კონკრეტული თანამდებობების იდენტურობის დადგენის მიზნით უნდა შეფასდეს: ა) მათი ადგილი ადმინისტრაციული ორგანოს სამსახურებრივ იერარქიაში; ბ) ძირითად უფლებამოსილებათა წრე, ამასთან, ფორმალურად ზოგიერთი ფუნქციის მოკლება ან რაიმე უმნიშვნელო მოთხოვნის დამატება მდგომარეობას არ ცვლის; გ) მოთხოვნები, რომლებიც რეორგანიზაციის შემდგომ საჭიროა კონკრეტული თანამდებობის დასაკავებლად; დ) ზოგიერთ შემთხვევაში - შრომის ანაზღაურება.

 

9.9. სააპელაციო პალატა თვლის, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიუთითა,რომ სტრუქტურული ერთეული, რომელშიც მოსარჩელე ლ------- ი-----ე მუშაობდა, რეორგანიზაციის შედეგად, ფუნქციურად არ გარდაქმნილა და იმავე ფუნქციებით დაიტვირთა, რასაც რეორგანიზაციამდე ახორციელებდა იგი; რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებული საშტატო ერთეული არსებითად უცვლელად იქნა დატოვებული ანუ გათვალისწინებული იქნა იმავე ფუნქციური დატვირთვით, იმავე იერარქიულ საფეხურზე შეცვლილი სახელწოდებით. შესაბამისად, ცხადია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, მოსარჩელის მიერ დაკავებული თანამდებობა არ შემცირებულა და შტატების შემცირება განხორციელდა მხოლოდ განყოფილების უფროსის მოადგილის და მთავარი სპეციალისტის საშტატო ერთეულების შემცირების ხარჯზე, რამდენადაც ინსპექტორის საშტატო ერთეულების რაოდენობა, რომლის დაკავებისათვის დადგენილია პოლიციის კაპიტნის წოდება და იგივე წოდება იყო გათვალისწინებული რეორგანიზაციამდე არსებული წამყვანი სპეციალისტის საშტატო ერთეულისათვის, 2---–------- ერთეულიდან 3 საშტატო ერთეულამდე გაიზარდა.

 

9.10. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლდა ისეთ პირობებში, როდესაც ის საშტატო ერთეული, რომელსაც იგი იკავებდა არ გაუქმებულა და მის მიერ დაკავებული თანამდებობის ფუნქციები არ შეცვლილა, ასევე არ შეცვლილა უფლება- მოვალეობები, რომელსაც ის სამსახურიდან გათავისუფლებამდე ახორციელებდა. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან განთავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის თაობაზე ბრძანებაში მითითებული სამართლებრივი საფუძველი არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობით დადგენილ წინაპირობებთან, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა ლ------- ი-----ის ნაწილში „შვებულების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების და კადრების განკარგულებაში აყვანის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 15 დეკემბრის №3------ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.

 

9.11. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის იმ დასაბუთებულ განმარტებაზე, ვინაიდან ლ------- ი-----ის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში გადაყვანისას ადგილი არ ჰქონია მის მიერ დაკავებული საშტატო ერთეულის შემცირებას, ამიტომ არ არსებობდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და კადრების განკარგულებაში აყვანის სამართლებრივი საფუძველი; ყოველივე ამის გამო სწორად იქნა კანონშეუსაბამოდ მიჩნეული მისი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტიც. შესაბამისად სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე სწორად გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილი. ამ ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

9.12. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–---------------–-----------------–-------------–------------------- თანამდებობა იმავე ფუნქციების მატარებელია, რაც რეორგანიზაციამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------–------------------------------------–-- სამმართველოს პროტოკოლის განყოფილების წამყვან სპეციალისტს ჰქონდა. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმ პირობებში, როდესაც არსებობს იდენტური უფლება-მოვალეობებით აღჭურვილი თანამდებობა და შტატების შემცირებას ადგილი არ ჰქონია, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მისი შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის შესახებ საფუძვლიანია და მოპასუხეს სწორად დაავალა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მისი სამსახურში, მითითებულ თანამდებობაზე აღდგენის თაობაზე.

 

9.13. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად მიუთითა, ვინაიდან მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ლ------- ი-----ის სამსახურში აღდგენა, მასვე უნდა დაევალოს მისთვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება მისი თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე, შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის (თანამდებობრივი სარგოს და დანამატის) ყოველთვიური ოდენობით.

 

10.1. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე; ასევე იმავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი. პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა ასევე მითითებული კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

10.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, ვინაიდან მოსარჩელე ლ------- ი-----ე წარმოადგენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს, ამიტომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სწორად იქნა გამოყენებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, პოლიციელი საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით შეიძლება გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით შემდეგ შემთხვევებში: პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; ხოლო მითითებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს შემდეგ შემთხვევებში: პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; მოქალაქეობის შეცვლის გამო; სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; გარდაცვალების გამო; საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად კი, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ დაწესებულებაში მიმდინარე რეორგანიზაცია მხოლოდ მაშინ ქმნის საფუძველს მოხელის გასათავისუფლებლად, როცა მას შედეგად მოჰყვება შტატებით გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირება. საშტატო ერთეულის შემცირება გულისხმობს იმავე ფუნქციური დატვირთვის და საკვალიფიკაციო მოთხოვნების მქონე საშტატო ერთეულის, საშტატო ნუსხიდან ამოღებას (გაუქმებას).

 

10.3. სააპელაციო პალატა მიუთითებს ასევე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს განაცდური შრომითი გასამრჯელო.

 

11.1. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შსამოწმებლად თავდაპირველად ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით, რომელთა თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნებისა და უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ.

 

11.2. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას ამახვილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის პირველ წინადადებაზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გამოიყენა მოსარჩელის მიმართ აღნიშნული ნორმა.

 

სააპელაციო პალატა თვლის, შრომითი უფლების ბუნებიდან გამომდინარე, რამდენადაც იგი ასევე შეეხება პირის კონსტიტუციით გარანტირებული საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და პირადი ცხოვრების უფლებებს, პირველი ინსტანციის სასამართლო სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ, კერძოდ, მოსარჩელე ლ------- ი-----ის თანამდებობაზე აღდგენისა და ხელფასის ანაზღაურების შეფერხებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს მისი სოციალური ყოფის გაუარესების თვალსაზრისით, რამდენადაც შრომითი უფლების რეალიზაცია თავისი შინაარსით პირის სოციალური უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალებაცაა; პირის ღირსეული არსებობა ერთგვარად სწორედ მასზეა დამოკიდებული, რის გამოც სააპელაციო პალატა წარმოდგენილ კერძო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

 

12. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები გამოიკვლია ყოველმხრივ და ერთობლიობაში, შესაბამისად მათ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს სააპელაციო საჩივრის და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 419-420-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი.

 

2. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კერძო საჩივარი;

 

3. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 30 აგვისტოს გადაწყვეტილება.

 

4. სააპელაციო პალატის განჩინება კერძო საჩივართან დაკავშირებით საბოლოოა და არ საჩივრდება.

 

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (თბილისი, ძმ. ზუბალაშვილების ქ. N32) დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის გადაცემის მომენტიდან ოცდაერთი დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით ( თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ.N7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე