განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010310017002146730
საქმე №3/ბ-18-19წ.
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი (მომხსენებელი)
ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი _ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი _ თ-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს სახალხო დამცველი
წარმომადგენელი _ მ-----–---------–---ი
მოპასუხე _ შპს "ქ------–------–---–ი"
მესამე პირი _ ა(ა)იპ ქ--------–------–---------------------ა
წარმომადგენელი _ დ--------------–ი
დავის საგანი _ ქმედების განხორციელების დავალდებულება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის უარყოფა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
2017 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს "ქ------–------–---–ის" მიმართ და მოითხოვა დაევალოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს სულხან ევგენიძეს, მისი კომპეტენციის ფარგლებში, შპს „ქ------–------–---–ს“ ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება. დაევალოს შპს „ქ------–------–---–ს“ ლ------------ის ქ. №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.
სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ 2016 წლის 27 ივლისს სახალხო დამცველს მიმართა ააიპ „ა---------------–--------–---–---------------------------–------მა“ (E--), რომელიც წარმოადგენდა ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ ინტერესებს, სახალხო დამცველის აპარატში.
საქმის მასალების დეტალური შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ ქალაქ ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე, ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო სასწავლო მიზნებისათვის და ობიექტში იგეგმებოდა მ----–--ი ბავშვებისათვის პანსიონატის განთავსება. შენობის ჯეროვანი ფუნქციონირების მიზნით, შპს „ქ------–------–---–ს“ უნდა ჩაეტარებინა შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოები და აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 2014 წლის 26 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება. შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით, შპს „ე--------ს“ მიერ ჩაერიცხა ფულადი თანხა, 1650 ლარი.
2014 წლის 03 ივლისს შპს „ქ------–------–---–ის“ ტექნიკური განყოფილების ბრიგადამ სცადა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულება, თუმცა, ვინაიდან ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან ხელშეშლას ჰქონდა ადგილი, სამუშაოების ჩატარების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ხელშეშლის შესახებ ინფორმირებული იყო, სსიპ „1--“ და ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიციაც. აღნიშნული ინციდენტის შესახებ 2014 წლის 05 ს----------ს შპს „ქ------–------–---–მა“ აცნობა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2014 წლის 03 ივლისის შემდეგ, შპს „ე--------ს“ წარმომადგენელი, მ-----------–--ე წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების თაობაზე ხშირად უკავშირდებოდა შპს „ქ------–------–---–ს“, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად უსაფრთხოების არარსებობას ასახელებდნენ. ამასთან, მ-----------–--ის განცხადებით, მას შპს „ქ------–------–-ლიდან“ შესთავაზეს, რომ 1 650 ლარს უკან დაუბრუნებდნენ და ჩამოშორდებოდნენ საქმეს, რაზეც მან უარი განაცხადა.
2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ა(ა)იპ ა---------------–--------–---–---------------------------–------მა აცნობა პოლიციასა და გამგეობას და მათგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია მიიღო, შპს „ქ------–------–---–ის“ წარმომადგენლები განმეორებით მივიდნენ ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების მიზნით, რის შემდეგ, მალევე შეიკრიბა დაახლოებით 10-15 მართლმადიდებელი, რომლებიც შპს „ქ------–------–---–ს“ სამუშაოების ხელშეშლით დაემუქრნენ. ამის შემდეგ, შპს „ქ------–------–---–ს“ წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების მცდელობა აღარ ჰქონია. სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მოპასუხეები ასახელებენ ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობას, ვინაიდან მათ არ სურთ შენობა გამოყენებული იყოს მ----–-----------------ად.
ააიპ „ქ--------–------–---------------------ას“ მის მფლობელობაში არსებულ ობიექტში სათანადო ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში არ ეძლევა საშუალება, ისარგებლოს საკუთრების უფლებით, დანიშნულებისამებრ გამოიყენოს ქონება და სწავლების გზით გამოხატოს რელიგია. ამდენად, ადგილი აქვს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას, საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვის გზით. ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ მიმართ ხდება არათანასწორი, განსხვავებული მოპყრობა და ის არასახარბიელო მდგომარეობაშია ჩაყენებული, საქართველოში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებთან შედარებით.
საქმის მასალების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ------–------–---–მა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ჩაიდინეს ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მიმართ, პირდაპირი დისკრიმინაცია და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, 2016 წლის 19 ოქტომბერს რეკომენდაციით მიმართა შპს „ქ------–------–---–ს“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას, რომ დაუყოვნებლივ მოეხდინათ ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქ. №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთება.
რეკომენდაციით შპს „ქ------–------–---–ს“ დაევალა, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაში ჩართვისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ხოლო აღნიშნულ საქმიანობაში ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში გამგეობის ინფორმირება, რათა სამართალდამცავი ორგანოების დახმარებით მოხდეს ხელშეშლის აღკვეთა. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, როგორც შპს „ქ------–------–-ლის“ 100% წილის მფლობელი და წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფის ექსკლუზიური უფლებამოსილების მატარებელი წარმოადგენს მხარეს, რომელმაც შპს „ქ------–------–-ლის“ ადამიანური და ტექნიკური რესურსის გამოყენებით უნდა აღმოფხვრას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის შედეგები, სახალხო დამცველის რეკომენდაციის სრულყოფილი/ჯეროვანი შესრულებით. მიუხედავად იმისა, მოპასუხე მხარემ 2016 წლის 09 ნოემბერს უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და აცნობა, რომ შპს „ქ------–------–---–ს“ დაავალა ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, დღემდე არ არის ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა „ქ--------–------–---------------------ის“ რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზებას.
მოსარჩელე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებს ეკისრებათ უმნიშვნელოვანესი როლი, გააქარწყლონ საზოგადოებაში დამკვიდრებული მცდარი ინფორმაცია და შექმნან თანასწორი გარემო სხვადასხვა რელიგიებისთვის, რაც რეალურად წარმოადგენს რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილების ეფექტურ გზას.
სახალხო დამცველისათვის ბუნდოვანია, თუ, კონკრეტულად, რა სახის ღონისძიებები გაატარა მოპასუხე მხარემ და რა სახის ღონისძიებების გატარებას გეგმავს მომავალში დამატებით, „ქ--------–------–---------------------ის“ დარღვეული უფლებრივი მდგომარეობის აღდგენისა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ქმედების განხორციელების დავალდებულება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა, ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და თუ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 მაისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირად ჩაება ა(ა)იპ ქ--------–------–---------------------ა.
მოპასუხეებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ქ------–------–---–ის“ წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი ნაწილობრივ ცვნეს და განმარტეს, რომ მხარეებს ამ ეტაპზე არ მიაჩნიათ მიზანშეწონილად სასამართლომ მიიღოს რაიმე სახის გადაწყვეტილება, სანამ მუნიციპალიტეტი არ გაატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებას, სანამ არ მოწესრიგდება კონფლიქტური საკითხი მხარებს შორის და ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სამართალდამცავი ორგანოების ჩარევა უფრო დაძაბავს სიტუაციას, არ არის მიზანშეწონილი ობიექტის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა. ამასთან, მუნიციპალიტეტი აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს მხარეებთან, რათა მშვიდობიან პირობებში მოხდეს საკითხის გადაწყვეტა.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია დავალდებულდა, შპს „ქ------–------–---–ს“ დაავალოს ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.
ამავე გადაწყვეტილებით დაევალა შპს „ქ------–------–---–ს“ ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
სასამართლომ დაადგინა, რომ 2014 წლის 24 ივნისს წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით შპს „ქ------–------–---–ს“ განცხადებით მიმართა ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე უძრავი ქონების, შენობა-ნაგებობის მესაკუთრემ, შპს „ე-------იმ“ (წარმომადგენელი მ-----------–--ე).
2014 წლის 26 ივნისს შპს „ქ------–------–---–თან“ გაფორმდა ხელშეკრულება და შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით შპს „ე-------ის“ მიერ ჩაირიცხა ფულადი თანხა, 1650 ლარი.
2014 წლის 01 აგვისტოს ა(ა)იპ „ქართველ მ----–--ანთა ურთიერთობის“ თავმჯდომარესა და შპს „ე-------ის“ შორის დაიდო უძრავი ქონების იჯარის ხელშეკრულება, რის საფუძველზეც ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა გადაეცა მოიჯარეს, ა(ა)იპ „ქართველ მ----–--ანთა ურთიერთობას“, რომელიც გეგმავდა შენობაში მ----–--ი მოსწავლეებისათვის განათლების მიღების ხელშეწყობას, სკოლა პანსიონის მოწყობით.
2014 წლის 3 ივლისს შპს „ქ------–------–-ლის“ ტექნიკური განყოფილების ბრიგადამ სცადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება, მაგრამ ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მართლმადიდებელი ქრისტიანების მხრიდან ხელშეშლას და სამუშაოების ჩატარების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, რის შესახებაც ინფორმირებული იყო საპატრულო სამსახური. ინციდენტის შესახებ შპს „ქ------–------–---–მა“ 2014 წლის 5 სექტემბერს წერილობით აცნობა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
2014 წლის 03 ივლისის შემდეგ, შპს „ე-------ის“ წარმომადგენელი, მ-----------–--ე წყალგაყვანილობასთან დაკავშირებული სამუშაოების თაობაზე ხშირად უკავშირდებოდა შპს „ქ------–------–---–ს“, თუმცა, კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად უსაფრთხოების არარსებობას ასახელებდნენ.
2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც აღნიშნული ფაქტის შესახებ ა(ა)იპ ა---------------–--------–---–---------------------------–------მა - E---მ აცნობა პოლიციას და გამგეობას და მათგან უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტია მიიღო, შპს „ქ------–------–-ლის“ წარმომადგენლები განმეორებით მივიდნენ პანსიონატის ტერიტორიაზე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების მიზნით. მათი მისვლის შემდეგ, ადგილზე მალევე შეიკრიბა დაახლოებით 10-15 მართლმადიდებელი, რომლებიც შპს „ქ------–------–---–ს“ სამუშაოების ხელშეშლით დაემუქრნენ, რის გამოც სამუშაოები აღარ შესრულდა.
შპს „ე-------ის“ წარმომადგენელი, მ-----------–--ე ამის შემდეგ ხშირად მიმართავდა შპს „ქ------–------–---–ს“, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მიუთითებდნენ კონფლიქტური სიტუაციის არსებობაზე, რომ სამუშაოების შესრულების მცდელობისას ადგილზე შეიკრიბნენ მართლმადიდებელი მოქალაქეები, რომლებიც ხელშეშლით ემუქრებოდნენ.
2015 წლის 26 აგვისტოს შპს „ქ------–------–---–მა“ წერილობით აცნობა ა---------------–--------–---–---------------------------–------ს, E---ს, რომ უსაფრთხოების გარანტიების შექმნის შემდეგ წყალმომარაგების სისტემაზე მიერთების სამუშაოებს განაახლებდა. აღნიშნულის პასუხად 2015 წლის 24 ს----------ს ა---------------–--------–---–---------------------------–------მა, E---მ შპს „ქ------–------–---–ს“ გაუგზავნა შინაგან საქმეთა სამინისტროს 2015 წლის 17 აგვისტოს წერილი, რომლითაც სამინისტრო გამოთქვამდა მზადყოფნას, ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის შემთხვევაში, შესაბამისი ზომების მისაღებად.
შპს „ქ------–------–---–მა“ 2015 წლის 13 ოქტომბერს წერილობით აცნობა ა(ა)იპ ა---------------–--------–---–---------------------------–------ს - E---ს, რომ სამუშაოების შესრულების თარიღად განისაზღვრა 2015 წლის 23 ოქტომბერი, თუმცა რამოდენიმე დღის შემდეგ, 19 ოქტომბრის წერილით E---ს აუწყა, ქ. ქობულეთში 2015 წლის 08 ოქტომბერს მომხდარი სტიქიის გამო, სამუშაოების ჩატარების გაურკვეველი დროით გადადების შესახებ.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 6 მაისის და შპს „ქ------–------–-ლის“ 10 მაისის წერილში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ადგილი აქვს ხელშეშლას, რასთან დაკავშირებით გამგეობა მოსახლეობასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.
2016 წლის 05 ს----------ს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სახალხო დამცველს წერილობით აცნობა, რომ შპს „ქ------–------–---–ი“ ჩაატარებს წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოებს, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლა აღიკვეთება, რაც გამგეობის უფლებამოსილებას აღემატება. მსგავსი შინაარსის წერილი მიიღო სახალხო დამცველმა შპს „ქ------–------–-ლისაგან“, 2016 წლის 13 ს----------ს.
2016 წლის 27 ივლისს სახალხო დამცველს მიმართა ააიპ „ა---------------–--------–---–---------------------------–------მა“, რომელიც წარმოადგენდა ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ ინტერესებს, სახალხო დამცველის აპარატში. საქმის შესწავლის შედეგად, საქმეში არსებული მასალებისა და სამართლებრივი შეფასების, ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით, სახალხო დამცველმა დაადგინა, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაცია ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ მიმართ და 2016 წლის 19 ს----------ს ქალაქ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს „ქ------–------–---–ს“ მიმართა რეკომენდაციით, რომლითაც შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქ--------–------–---------------------ას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა ასევე, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლ------------ის №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველეყო, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 09 ნოემბერს წერილობით უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და სახალხო დამცველს აცნობა, რომ შპს „ქ------–------–---–ს“ დაავალა ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება.
2017 წლის 11 იანვარს სახალხო დამცველმა მოპასუხეებს მიმართა წერილობით, რომ ეცნობებინათ, მოხდა თუ არა, ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, თუმცა აღნიშნულზე სახალხო დამცველს პასუხი არ მიუღია.
2017 წლის 08 ს----------ს სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის მოწოდების თაობაზე, თუმცა სახალხო დამცველს ოფიციალური პასუხი კვლავ არ ეცნობა.
დადგენილია, რომ დღემდე არ არის ჩატარებული ტექნიკური სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა „ქ--------–------–---------------------ის“ რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზებას
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად საქალაქო სასამართლომ მიუთითა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-141 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტზე და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახალხო დამცველი უფლებამოსილია, როგორც დაინტერესებულმა პირმა, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან ქმედების განხორციელება, თუ ადმინისტრაციულმა ორგანომ მის რეკომენდაციას არ უპასუხა ან ეს რეკომენდაცია არ გაიზიარა და არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს;
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება.
ადამიანის უფლებათა და „ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის“ მე-9 მუხლის I პუნქტის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება; ეს უფლება მოიცავს რელიგიის ან რწმენის შეცვლის თავისუფლებას და აგრეთვე, თავისუფლებას, როგორც ინდივიდუალურად, ისე სხვებთან ერთად, საჯაროდ ან განკერძოებით, გააცხადოს თავისი რელიგია თუ რწმენა აღმსარებლობით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით.
კონვენციის მე-9 მუხლი იცავს როგორც უფლებას სწამდეს, ასევე რელიგიის გამოხატვის უფლებას, რომელიც სხვადასხვა ფორმით ვლინდება, მაგალითად, აღმსარებლობით, სწავლებით, წესების დაცვითა და რიტუალების აღსრულებით. ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლის მიხედვით, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, აღნიშნული მუხლი იცავს არა მხოლოდ მესაკუთრეს, არამედ მფლობელსაც, მაშინაც კი, როდესაც შენობა-ნაგებობა საკუთრება არ არის და მხოლოდ სარგებლობაშია. საკუთრებით ეფექტური სარგებლობა მოიცავს არამხოლოდ სახელმწიფოს მხრიდან უფლებაში ჩაურევლობას, არამედ პოზიტიურ ვალდებულებას, საჭიროების შემთხვევაში, პირის მიერ საკუთრების უფლების შეუფერხებლად რეალიზაციის მიზნით მიიღოს შესაბამისი ზომები.
„თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებიც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს წარმოადგენს.
მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს დელეგირებული აქვს შპს „ქ------–------–---–ზე“ და ეს უკანასკნელი თავის მხრივ განახორციელებს ამ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როგორც შპს „ქ------–------–---–ის“ წილის 100%-ის მფლობელი, მნიშვნელოვნად მონაწილეობს კომპანიის მართვაში.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ქალაქ ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე, ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ჯეროვანი ფუნქციონირების მიზნით, შპს „ქ------–------–---–ს“ უნდა ჩაეტარებინა შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოები და აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 2014 წლის 26 ივნისს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება. შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით, შპს „ე--------ს“ მიერ ჩაერიცხა ფულადი თანხა, 1650 ლარი.
2014 წლიდან, ივლისიდან, 2015 წლების პერიოდში შპს „ქ------–------–---–ს“ სამჯერ ჰქონდა წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების მცდელობა, რაც ვერ განხორციელდა. სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მოპასუხეები ასახელებდნენ, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობას, რომლებსაც არ სურდათ, შენობა გამოყენებული ყოფილიყო მ----–-----------------ად.
გარდა ამისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, სამუშაოების შეჩერების მიზეზად მოსახლეობას შორის დაპირისპირების თავიდან აცილებას, საზოგადოებრივი წესრიგისა და სოციალური მშვიდობის შენარჩუნების მიზანს ასახელებდა.
სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ------–------–---–მა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მიმართ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია, რელიგიური ნიშნით და 2016 წლის 19 ს----------ს მათ რეკომენდაციით მიმართა, რომლითაც შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქ--------–------–---------------------ას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლ------------ის №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე, უზრუნველეყო, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სახალხო დამცველისთვის მიწოდებულ მასალებში არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდა დისკრიმინაციას;
დადგენილია და მოპასუხე მხარეც ადასტურებს, რომ მათი (მოპასუხეთა) ამგვარი უმოქმედობა განპირობებულია იმით, რომ ააიპ „ქ--------–------–---------------------ა“ გეგმავს რელიგიური დანიშნულებით გამოიყენოს შენობა, ხოლო ქობულეთის მართლმადიდებელი მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება ობიექტის სასწავლო მიზნებისთვის, კერძოდ, მ----–--ი ბავშვებისთვის პანსიონად გამოყენებას. შპს „ქ------–------–---–ისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმოქმედობა არის მართლმადიდებელი მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ნაკარნახევი, ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებს მათი ინტერესების გათვალისწინებით და არათანასწორი მოპყრობა ხორციელდება, რელიგიის უფლების სწავლებით გამოხატვის მიზნის მიუღებლობის გამო. ამის შედეგად, ააიპ „ქ--------–------–---------------------ა“ არახელსაყრელ მდგომარეობაშია, საქართველოში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებთან შედარებით.
მოპასუხეთა მიერ სასამართლოში წარმოდგენილი წერილობითი შესაგებლითა და განმარტებებით დასტურდება, ადგილობრივმა ხელისუფლებამ იმისათვის, რომ არ მომხდარიყო კონფლიქტის გამწვავება და შუღლის ჩამოგდება სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლებს შორის, სამუშაოების განხორციელებას ამჯობინა, წყალარინების სისტემაზე ობიექტის მიერთება განუსაზღვრელი ვადით გადადება.
შესაბამისად, ლ------------ის ქ. №13-ში მდებარე ობიექტის მიზნობრივი გამოყენება დღემდე ვერ ხდება, ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ცხოვრების ან/და სასწავლო მიზნებით გამოყენებისთვის შეუსაბამო მდგომარეობაა. წყალარინების სისტემაზე მიერთების გარეშე შენობაში არ იქნება დაცული სანიტარიული პირობები, აღნიშნული კი ობიექტს, ფაქტიურად გამოუსადეგარს ხდის მოსარჩელისთვის.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხე მხარის მოსაზრება, რომ ზემოაღნიშნულით ადგილი აქვს რელიგიის თავისუფლებაში ჩარევას, საკუთრების უფლებით სარგებლობის შეზღუდვის გზით.
ამასთან, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ შპს „ქ------–------–---–ის“ მიერ აღნიშნული სამუშაოების შეუსრულებლობის გამომწვევ გარემოებად, ქ. ქობულეთში 2015 წლის 08 ოქტომბერს მომხდარი სტიქიური მოვლენის დასახელება, სამუშაოების გადადების ხელოვნურ მიზეზს წარმოადგენდა, რამდენადაც, ამ სტიქიური მოვლენის შემდეგ რამოდენიმე წელი გავიდა და დღემდე არ ყოფილა მცდელობა, უფლებამოსილი ორგანოების ჩართულობით მომხდარიყო ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის თავიდან აცილება და განმცხადებლის სარგებლობაში არსებული შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება.
ამას ხელს არაფრით უშლიდა სასამართლოში განსახილველი სარჩელის აღძვრაც, პირიქით, სასამართლოს მიერ მხარეებს მიეცათ საკმარისი დრო, დავის არსებითი განხილვის გარეშე, მორიგებით დასრულებისთვის, რაც გულისხმობდა მოპასუხეთა მიერ წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ნებაყოფლობით შესრულებას, თუმცა ეს არ მოხდა.
როგორც განხილული ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობას შორის მშვიდობის შენარჩუნების არჩეული საშუალება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება, რადგან აღნიშნულით მხოლოდ მ----–--ი თემის წარმომადგენლები ზარალდებიან, რამდენადაც, დომინანტი რელიგიური ჯგუფის სურვილის საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით, მ----–--ი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რელიგიის თავისუფლების რეალიზაცია, მის მფლობელობაში არსებულ შენობაში პანსიონატის მოწყობის გზით.
მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და დაავალა შპს „ქ------–------–---–ს“ შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, დღემდე არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა მ----–--ი თემის მიერ შენობის სურვილისამებრ გამოყენებას, შესაბამისად, სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება, რომ რეკომენდაცია ვერ ჩაითვლება შესრულებულად, ვინაიდან შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება დღემდე არ მომხდარა და მ----–--ი თემი პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზება.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიღების შემდეგ გასულია ის გონივრული ვადა, რაც შეიძლებოდა საჭირო ყოფილიყო ლ------------ის №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების უზრუნველსაყოფად. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სახალხო დამცველის რეკომენდაციის შემდეგ, შპს „ქ------–------–---–ისთვის“ მხოლოდ სამუშაოების ჩატარების დავალება ვერ ჩაითვლება რეკომენდაციის გაზიარებად და შესრულებად, ვინაიდან, გამგეობის ქმედებას არ მოჰყვა რეალური შედეგი, რაც არის გადამწყვეტი ფაქტორი, მ----–--ი თემისთვის, დარღვეული თანასწორობის უფლების აღსადგენად. ადგილობრივ ხელისუფლებას (ქობულეთის მუნიციპალიტეტს) მოპასუხე მხარის მტკიცებით, ჰქონდა კონფლიქტის მოგვარების მიზნით პოზიტიური ღონისძიებების გატარების მცდელობა იმ ფორმით, რომ მართლმადიდებელი ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტიური მუშაობის შედეგად მიეწოდებინა სწორი ინფორმაცია, მ----–--ი თემის მიერ პანსიონის გახსნის შესახებ, აქტიური სამუშაოები გასწია ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებისათვის, თუმცა ეს საკმარისი არ არის, რამდენადაც შედეგი დღემდე ვერ იქნა მიღწეული. მოპასუხეს არ გამოუყენებია ის შესაძლებლობა, რომ წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისას მოსახლეობის მხრიდან ხელშეშლის შემთხვევაში, მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის და ამ გზით უზრუნველეყო სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება.
მუნიციპალიტეტის მიერ რეკომენდაციით განსაზღვრული ამ მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, შპს „ქ------–------–---–ს“ გააჩნია შესაბამისი ადამიანური და ტექნიკური რესურსი იმისათვის, რომ ჩაატაროს სამუშაოები, ლ------------ის ქ. №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების მიზნით.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის სარჩელი ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების შესახებ, პროცედურულად ემყარება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს და წარმოადგენს მოპასუხისათვის ქმედების დავალებულებას. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი განსაზღვრულია, როგორც დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმი და სწორედ აღნიშნული კანონით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის ის და ადგენს, როგორც საჯარო, ასევე, კერძო პირთა მიერ ჩადენილ დისკრიმინაციის ფაქტებს, რის შემდეგაც იღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს, მის აღმოსაფხვრელად. ამ კონკრეტულ შემთხვევაში სახალხო დამცველს გააჩნდა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციას ადასტურებს და რაც საფუძველი გახდა რეკომენდაციის გამოცემისა.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „თვითმმართველობის კოდექსი“ და სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესიდან და მოპასუხე მხარე ვალდებულია, შეასრულოს სახალხო დამცველის მოთხოვნა, რეკომენდაციის გაზიარებისა და ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების თაობაზე.
მოპასუხეებს მოსალოდნელი წინააღმდეგობა არ ათავისუფლებს მოვალეობისაგან, უზრუნველყონ მოსარჩელის ლეგიტიმური მოთხოვნა, კანონისმიერი კომპეტენციის ფარგლებში წყალარინების სისტემაზე მიერთებით შენობის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად მოსამზადებლად, თუნდაც, დაინტერესებული პირის რელიგიური უფლების რეალიზაციისათვის.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიამ, რომელმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
აპელანტის განმარტებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის 19 სექტემბრის რეკომენდაციის საფუძველზე, შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქ--------–------–---------------------ას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას ასევე დაევალა, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლ------------ის №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე უზრუნველეყო ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.
აპელანტის განმარტებით, ამ პერიოდის განმავლობაში ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სახალხო დამცველის რეკომენდაციის გათვალისწინებით, წარმოქნილი კონფლიქტური სიტუაციის დასამშვიდებლად, კონფლიქტის დეესკალაციისა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, რელიგიური თანასწორობის საკითხებზე აქტიურად ატარებდა შესაბამის ღონისძიებებს, მათ შორის მოსახლეობასთან შეხვედრებს. ყოველივე ხორციელდება იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღემდე არ არის დამთავრებული მხარეებს შორის არსებული კონფლიქტური სიტუაციის საბოლოოდ განმუხტვა, რაც დამატებით საჭიროებს მუნიციპალიტეტის მიერ ღონისძიებების გატარებას, რათა მომავალში არ განმეორდეს და არ მიეცეს არცერთ მხარეს საშუალება სიტუაციის დაძაბვისა ან კონფლიქტური სიტუაციის შექმნისა.
აპელანტის განმარტებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტი ატარებს ყველა შესაძლო ღონისძიებებს, რათა მოხდეს სიტუაციის საბოლოოდ დარეგულირება მშვიდობიანი გზით, სამართალდამცავი ორგანოების ჩარევის გარეშე, ვინაიდან, აღნიშნული გამოიწვევს მხარეების უფრო მწვავე რეაქციას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, მუნიციპალიტეტი მოახდენს სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებას დახმარების აღმოჩენის თაობაზე.
ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ შენობა-ნაგებობა, რომლის წყალარინების სისტემაში ჩართვა არის მოთხოვნილი, მდებარეობს საცხოვრებელ ზონაში, ასევე შენობა ფუნქციური დანიშნულებით იყო საცხოვრებელი, მოსახლეობა და არამარტო სამეზობლო არეალში მცხოვრებლები გამოხატავენ პროტესტს აღნიშნულის თაობაზე, რაზეც მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება შესაბამისი ღონისძიებები.
აპელანტის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა აღნიშნულ გარემოებებს და აღნიშნა, რომ მერიის უმოქმედობა მოტივირებულია რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან აცილებისა და სოციალური მშვიდობის შენარჩუნების გზით, თუმცა იმ შემთხვევაში, როცა არსებობს ლეგიტიმური მიზანი უფლების შეზღუდვა იქნება არაპროპორციული, რისი გათვალისწინებითაც დაევალა ქმედების განხორციელება, რაც აპელანტ მხარეს მიაჩნია, რომ სწორედ სასამართლოს მიერ დასაბუთებულ სოციალურ მშვიდობას დააზარალებს და შედეგი შეიძლება დადგეს მართაც არაპროპორციული ლეგიტიმურ მიზანთან მიმართებაში. ამდენად მიაჩნია, რომ არსებული კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით არ უნდა დავალდებულდეს მერია განახორციელოს შენობის წყალანირება, ვინაიდან აღნიშნული ხელს შეუწყობს რელიგიურ კონფლიქტს და დაარღვევს სოციალურ მშვიდობას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ აპელანტის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს, საქმის ფაქტობრივ საკითხებთან დაკავშირებით, შესაბამისად, სააპელაციო პალატა დამტკიცებულად მიიჩნევს საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რაც არის დადგენილად მიჩნეული ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით და როგორი სახითაც არის ისინი მითითებული წინამდებარე განჩინებაში გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნების კონსტატირებისას. საქალაქო სასამართლოს დასკვნები საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად და მტკიცების ტვირთიც, იმავე კოდექსის 102-ე მუხლისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, მხარეებზე განაწილებულია სწორად.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებასა და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიუთითებს მათზე:
დადგენილია, რომ ქალაქ ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე, ააიპ „ქ--------–------–---------------------ის“ მფლობელობაში არსებული შენობა-ნაგებობის ჯეროვანი ფუნქციონირების მიზნით, შპს „ქ------–------–---–ს“ უნდა ჩაეტარებინა შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოები და აღნიშნული მომსახურების გაწევის სანაცვლოდ, 2014 წლის 26 ივნისს მასთან გაფორმდა ხელშეკრულება.
შპს „ქ------–------–---–ს“ წყალგაყვანილობის სისტემაზე მიერთების და აბონენტად აყვანის საზღაურის სახით, შპს „ე--------ს“ მიერ ჩაერიცხა ფულადი თანხა, 1650 ლარი.
2014 წლიდან, ივლისიდან, 2015 წლების პერიოდში შპს „ქ------–------–---–ს“ სამჯერ ჰქონდა წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარების მცდელობა, რაც ვერ განხორციელდა. სამუშაოების შეუსრულებლობის მიზეზად მოპასუხეები ასახელებდნენ, ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობის წინააღმდეგობას, რომლებსაც არ სურდათ, შენობა გამოყენებული ყოფილიყო მ----–-----------------ად.
სახალხო დამცველმა დადგენილად მიიჩნია, რომ შპს „ქ------–------–---–მა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, ა(ა)იპ „ქ--------–------–---------------------ის“ მიმართ ჩაიდინა პირდაპირი დისკრიმინაცია, რელიგიური ნიშნით და 2016 წლის 19 ს----------ს მათ რეკომენდაციით მიმართა, რომლითაც შპს ,,ქ------–------–---–ს“ დაევალა ქ. ქობულეთში, ლ------------ის ქუჩა №13-ში მდებარე შენობა-ნაგებობის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარება, რათა ააიპ ,,ქ--------–------–---------------------ას“ შეძლებოდა შენობით სარგებლობა, ხოლო ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, სამართალდამცავი ორგანოების ინფორმირებითა და მათი მონაწილეობით ხელი შეეწყო შპს ,,ქ------–------–---–ის“ მიერ ლ------------ის №13-ში მდებარე ობიექტის წყალარინების სისტემაზე მიერთების სამუშაოების ჩატარებისათვის, ასევე, უზრუნველეყო, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მუნიციპალიტეტში მცხოვრები რელიგიური ჯგუფების თანასწორობის უფლების დაცვა.
შპს „ქ------–------–---–ისა“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის უმოქმედობა არის მართლმადიდებელი მოსახლეობის ამ ნაწილის მიერ ნაკარნახევი, ადგილობრივი ხელისუფლება მოქმედებს მათი ინტერესების გათვალისწინებით და არათანასწორი მოპყრობა ხორციელდება, რელიგიის უფლების სწავლებით გამოხატვის მიზნის მიუღებლობის გამო. ამის შედეგად, ააიპ „ქ--------–------–---------------------ა“ არახელსაყრელ მდგომარეობაშია, საქართველოში დომინანტი რელიგიის წარმომადგენლებთან შედარებით, რის გამოც დღემდე ვერ ხდება ქობულეთში, ლ------------ის ქუჩის №13-ში მდებარე ობიექტის მიზნობრივად გამოყენება, ვინაიდან აღნიშნულ შენობაში ცხოვრების ან/და სასწავლო მიზნებით გამოყენებისთვის შეუსაბამო მდგომარეობაა. წყალარინების სისტემაზე მიერთების გარეშე შენობაში არ იქნება დაცული სანიტარიული პირობები, აღნიშნული კი ობიექტს, ფაქტიურად გამოუსადეგარს ხდის მოსარჩელისთვის.
ამდენად, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის და შპს „ქ------–------–---–ის“ მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობა კანონით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობაში გამოიხატა, რაც რელიგიური სიძულვილით მოტივირებული ქცევის შეწყნარებასა და დაშვებას განაპირობებს.
პალატა განმარტავს, რომ დისკრიმინაცია, როგორც გამორჩევა, შეზღუდვა ან უპირატესობის მინიჭება თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. ადამიანთა გარკვეული კატეგორიის დისკრიმინაცია შეიძლება ხდებოდეს მათი რასობრივი კუთვნილების, ეროვნების, სარწმუნოების, პოლიტიკური მრწამსისა და სხვა ამგვარი ნიშნებითა თუ მოტივით. დისკრიმინაცია, რა ფორმითაც უნდა იყოს იგი გამოხატული, ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს და აკრძლულია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ისე საერთშორისო სამართლის ნორმებით.
სახელმწიფოებს ეკისრებათ, როგორც ნეგატიური ვალდებულება (თანასწორად მოეპყრონ თანაბარ მდგომარეობასა და პირობებში მყოფ პირებს), ასევე პოზიტიური ვალდებულება (განსხვავებულად მოეპყრონ არათანაბარ პირობებში მყოფ პირებს, რათა მათ თანასწორი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ უფლებებსა და თავისუფლებებზე). სახელმწიფოს როლი, ვალდებულებება და პასუხისმგებლობა განუზომლად დიდია დისკრიმინაციის ეფექტურ პრევეციაში.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტი (მიღებულია 16.12.1966 წ) მე-2 და 26-ე მუხლები კრძალავს დიკრიმინაციას. პაქტის 2.1 მუხლით, მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას პატივი სცეს და მისი ტერიტორიის ფარგლებსა და იურისდიქციაში მყოფი ყველა პირი უზრუნველყოს წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებებით, რასის, კანის ფერის, სქესის ენის, რელიგიის პოლიტიკური ან სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებათა მიხედვით ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე. 2.3 მუხლის ”ა” ქვეპუნქტით, პაქტის მონაწილე თითოეული სახელმწიფო კისრულობს ვალდებულებას ნებისმიერი პირი, რომლის წინამდებარე პაქტით აღიარებული უფლებები და თავისუფლებებიც დაირღვა, უზრუნველყოს სამართლებრივი დაცვის ეფექტური საშუალებებით იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დარღვევა ჩაიდინეს ოფიციალურად მოქმედმა პირებმა.
პაქტის 26-ე მუხლით, თითოეული ადამიანი თანასწორია კანონის წინაშე და ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, კანონით თანაბარი დაცვის უფლება აქვს. ამ მხრივ უნდა აიკრძალოს ყოველგვარი დისკრიმინაცია და კანონი უნდა უზრუნველყოფდეს ყველა პირის თანასწორ და ეფექტურ დაცვას რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსის, ეროვნული და სოციალური წარმოშობის, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა გარემოებების გამო დისკრიმანციისაგან.
სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ პაქტის 26-ე მუხლით განსაზღვრულ ვალდებულებათა ანალიზისას გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა საქმეზე Broeks v the Netherlands (no.172/1984) დაადგინა, რომ მაშინ, როდესაც ’სახელმწიფოები თავიანთი სუვერენული უფლებების ფარგლებში იღებენ კანონმდებლობას, პაქტის 26-ე მუხლი მოითხოვს, რომ კანონმდებლობით გათვალისწიენბული ნებისმიერი უფლება თუ შეღავათი უზრუნველყოფილი უნდა იქნეს დისკრიმინაციის გარეშე”. ამავე დროს, ადამინის უფლებათა გაეროს კომიტეტმა თავის ზოგად კომენტარში განაცხადა, რომ 26-ე მუხლი სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას აკრძალონ და იმოქმედენ დისკრიმინაციის საწინააღმდეგოდ.
ამდენად, სახელმწიფოში არსებულ კანონმდებლობაზე, აღმასრულებელი და მართლმსაჯულების ორგანოების სწორ პრაქტიკაზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის, მიუხედავად მისი სქესის, რასის, კანის ფერის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური თუ სხვა შეხედულებების, სოციალური წარმოშობის, ეროვნული უმცირესობებისადმი კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის, დაბადების თუ სხვა სტატუსისა, თანასწორი ხელმისაწვდომობა სამართლებრივ გარანტიებზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლით (2017 წლის რედაქციია), სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ადამიანურ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. მე-9 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო აცხადებს რწმენისა და აღმსარებლობის სრულ თავისუფლებას. მე-14 მუხლის მიხედვით, ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო, აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.
საქართველოს კოსტიტუციის მეორე თავში მოცემული ადამიანის ძირითადი უფლებები, თავიანთი შინაარსის გათვალისწინებით იცავს ”ყველა ადამიანს” და ”ყველა მოქალაქეს”, რაც ერთი შეხედვით მიუთითებს იმაზე, რომ ამ ნორმათა მოქმედების სფერო ვრცელდება მხოლოდ ფიზიკურ პირთა უფლება-თავისუფლებებზე, თუმცა კონსტიტუიის 45-ე მუხლი ადგენს, რომ ”კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე”. ეს კი ნიშნავს იმას, რომ იურიდიულ პირებს, მსგავსად ფიზიკური პირებისა, კონსტიტუციურად აქვთ გარანტირებული თანასწორობის ძირითდი უფლება და შესაბამისად, შეუძლიათ გამოიყენონ დისკრიმინაციისაგან დაცვის სამართლებრივი მეთოდები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის სავალდებულო წინაპირობა არ არის საქართველოს სახალხო დამცველის, სხვა პირის ან ორგანოს მიერ საქმის განხილვა. 3632-ე მუხლის მე-3 ნაწილით, პირს უფლება აქვს, ამ მუხლით გათვალისწინებული სარჩელით მოითხოვოს: ა) დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; ბ) მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. იმავე კოდექსის 3633 მუხლით, სარჩელის აღძვრისას პირმა სასამართლოს უნდა წარუდგინოს ფაქტები და შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების ვარაუდის საფუძველს იძლევა, რის შემდეგაც მოპასუხეს ეკისრება იმის მტკიცების ტვირთი, რომ დისკრიმინაცია არ განხორციელებულა.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს სახალხო დამცველის მიერ დადგენილ გარემოებას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე.
ამასთან, მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული ორგანოსათვის მოქმედების განხორციელების ან მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების დავალების მოთხოვნით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის დაკმაყოფილების პირობებს ამავე კოდექსის 331-ე მუხლი შეიცავს, რომელიც სარჩელის დაკმაყოფილებას უკავშირებს სარჩელის დასაშვებობის რამდენიმე პირობას, კერძოდ, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე კანონს უნდა ეწინააღმდეგებოდეს, ამასთანავე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.
„თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი უფლებამოსილებები, რომლებიც ექსკლუზიურ უფლებამოსილებებს წარმოადგენს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, წყალმომარაგებისა და წყალარინების უზრუნველყოფა მუნიციპალიტეტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც ქობულეთის მუნიციპალიტეტს დელეგირებული აქვს შპს „ქ------–------–---–ზე“ და ეს უკანასკნელი თავის მხრივ განახორციელებს ამ საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა, როგორც შპს „ქ------–------–---–ის“ წილის 100%-ის მფლობელი, მნიშვნელოვნად მონაწილეობს კომპანიის მართვაში.
ევროპული სასამართლოს განმარტებით გადაწყვეტილებაში, საქმეზე №14307/88 25/05/1993, კოკინაკისი - საბერძნეთის წინააღმდეგ, განმარტებულია, რომ სახელმწიფომ სხვადასხვა ჯგუფის ინტერესები უნდა მოარგოს ერთმანეთს, რათა ნეიტრალურად და მიუკერძოებლად დაიცვას მორწმუნეთა შორის სოციალური მშვიდობა და ურთიერთგაგება. სახელმწიფოს აღნიშნული როლი ხელს უწყობს დემოკრატიულ საზოგადოებაში სახელმწიფო წესრიგის, რელიგიური მშვიდობისა და ტოლერანტული გარემოს შექმნას და არ შეიძლება მიჩნეულ იქნას როგორც რწმენის ან იმ რელიგიის როლის დამაკნინებელი, რომელთანაც ამ სახელმწიფოს მოსახლეობა ისტორიულად და კულტურულად ასოცირდება.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად, საქმეზე - ბესარაბიის ეკლესია და სხვები, მოლდოვის წინააღმდეგ (საქმე N45701/99, 27/03/2002, &114), რელიგიურ ჯგუფებს აქვს უფლება, დააარსონ საგანმანათლებლო დაწესებულებები ან/და ასწავლონ თავისი რელიგია.
ამასთან, ევროპულმა სასამართლომ არაერთგზის აღნიშნა, რომ უმცირესობა თავისი რელიგიის სწავლებით ვერ შეძლებს, მასშტაბური მავნე ზეგავლენა მოახდინოს უმრავლესობაზე.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით (2011 წლის 22 დეკემბრის №1/1/477 გადაწყვეტილება), უმრავლესობის ინტერესები ყოველთვის ან ძირითადად უპირატესი ვერ იქნება. დემოკრატია ეყრდნობა კერძო და საჯარო ინტერესებს შორის გონივრული ბალანსის არსებობას, რაც, მათ შორის, გულისხმობს სამართლიან მიდგომას უმცირესობების წარმომადგენლებისადმი. ეს თავისუფლება როგორც მინიმუმ, მოითხოვს სხვადასხვა რწმენის მიმდევართა ჰარმონიული თანაცხოვრების შესაძლებლობის გარანტირებას.
შპს „ქ------–------–---–ის“ და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელთა განმარტებით, მათი ამგვარი უმოქმედობა მოტივირებულია რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების თვიდან აცილებისა და სოციალური მშვიდობის შენარჩუნების მიზნით, თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არსებობს მსგავსი ლეგიტიმური მიზანი, როგორც ევროპული სასამართლო აღნიშნავს თავის გადაწყვეტილებაში (ჰოფმანი - ავსტრიის წინააღმდეგ, საქმე №12875/87, 23/06/1993, &36), უფლების შეზღუდვა იქნება არაპროპორციული, თუკი ჩარევა განპირობებულია მხოლოდ პირთა განსხვავებული რელიგიისადმი კუთვნილებით.
ზემოაღნიშნულიდან გამოდინარე სააპელაციო სასამართლოს განმარტავს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობას შორის მშვიდობის შენარჩუნების არჩეული საშუალება არ არის მიზნის მიღწევის პროპორციული ღონისძიება, რადგან აღნიშნულით მხოლოდ მ----–--ი თემის წარმომადგენლები ზარალდებიან, რამდენადაც, დომინანტი რელიგიური ჯგუფის სურვილის საფუძველზე, საკუთრების უფლების შეზღუდვის გზით, მ----–--ი თემი მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რელიგიის თავისუფლების რეალიზაცია, მის მფლობელობაში არსებულ შენობაში პანსიონატის მოწყობის გზით. მიუხედავად იმისა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ უპასუხა სახალხო დამცველის რეკომენდაციას და დაავალა შპს „ქ------–------–---–ს“ შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება, დღემდე არ განხორციელებულა ქმედითი ღონისძიებები, რომელიც უზრუნველყოფდა მ----–--ი თემის მიერ შენობის სურვილისამებრ გამოყენებას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო როგორც საქალაქო სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის მტკიცებას, რომ რეკომენდაცია ვერ ჩაითვლება შესრულებულად, ვინაიდან შენობის წყალარინების სისტემაზე მიერთება დღემდე არ მომხდარა და მ----–--ი თემი პრაქტიკულად მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლების რეალიზება.
5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორი შეფასება მისცა წარმოდგენილ მტკიცებულებებს, სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა სადავო სამართალურთიერთობას. გადაწყვეტილება ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებულია სრულად, მისი გაუქმებისათვის დასაბუთებულ პრეტენზიას წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს, შესაბამისად, არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცესუალურ-სამართლებრივი საფუძვლები. ამდენად, უცვლელად უნდა დარჩეს მოცემულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
6. სასამართლო ხარჯები
აპელანტი ქუბულეთის მუნიციპალიტეტის მერია გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქუბულეთის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი: თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), დასაბუთებული განჩინების ასლის მხარისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (მისამართი: ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32).
მოსამართლეები: მურთაზ მეშველიანი
ხათუნა ხომერიკი
გოჩა აბუსერიძე