განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119002893218
საქმე №1/ბ-551-2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ
მოსამართლე - მაკა გორგოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----– შ------ ძე კ--------ის მიმართ, დაბადებული: 196- წლის 02 ო----------ს, პირადი ნომერი: 6----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული შ- რ---------–-- გამზ. N1-----, ფაქტობრივად მცხოვრები ქ. ქუთაისი, გ--–----- ქუჩა N13.
აღწერილობით ნაწილი:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ ვ----– კ--------ემ ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის დეკემბრის თვის დასაწყისიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით დროის მონაკვეთში ქუთაისში, ბ------ ქუჩა N5ბ/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ----– კ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს ზ----- ფ--–------–---–ს. ასევე 2019 წლის 17 იანვარს ქუთაისში, ბ------ ქუჩა N5ბ/31-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ვ----– კ--------ე სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შვილს შ----- კ--------ეს. დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენით ვ----–ი კ--------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ვ----–ი კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ----–ი კ--------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალა სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან.
ზემოაღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ----– კ--------ემ, რომლებმაც მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უკანონო. საქმეში არ არსებობს ერთმანეთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი გახდებოდა. სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა არა თუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი მტკიცებულებაც კი, რომელიც გონიუვრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვ. კ--------ის მიერ ჩადენილ ბრალეულ ქმედებას. არადამაჯერებელი და აბსურდულია თავად ბრალდების შესახებ დადგენილებაც. მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ყოფილმა მეუღლემ ზ----- ფოცხერაშვილმა მისცა ბუნდოვანი და ურთიერთ გამომრიცხავი ჩვენება, რომელიც შორს იყო ობიექტური რეალობიდან. აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის ინსპექტორმა ა---- მ--–--ემ და გამომძიებელმა ი-–-- კ--------ემ აჩვენეს, რომ მათ მიმართ რაიმე აგრესია და წინააღმდეგობა მსჯავრდებულს არ გაუწევია. საქმეში მტკიცებულების სახით ჩადებული დახასიათება, პირდაპირი მნიშვნელობით ასახავს ვ.კ--------ის დადებით პიროვნულ მახასიათებელ ნიშნებს და ასვე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დახასიათებაზე ხელის მომწერ მოქალაქეთა უმრავლესობა მისი მეზობლები არიან, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ე.წ. დაზარალებულთა მისი ოჯახის წევრთა მზაკვრული გეგმათა შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ----– კ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში ბ------ ქუჩა N5 ბ/31-ში, შვილთან შ----- კ--------ესთან და მეუღლესთან ერთად. 1990 წელს დაქორწინდა ვ----– კ--------ეზე. მისი განმარტებით, მათ დაძაბული ურთიერთობა ჰქოდათ ყოველთვის, რადგან მას არ უნდოდა ვ----– კ--------ეზე დაქორწინება და მასაც არ შეურთავს სიყვარულით, არამედ შეირთო სახლის გარემონტებისა და მომაკვდავი მამის მოვლის მიზნით. მოწმის განმარტებით, ვ----– კ--------ე მის მიმართ იყო აგრესიული. ძირითადად ამ აგრესიულობას ავლენდა ალკოჰოლის მიღების დროს, ეს არ გამოიხატებოდა მხოლოდ ბოლო პერიოდში, ის ამას ავლენდა მოწმის ფეხმძიმობოდან მოყოლებული. მოწმის განმარტებით, ვ----– კ--------ე აგრესიას გამოიხატავდა ალკოჰოლური სასმელის ზეგავლენის ქვეშ ყოფნის პერიოდში, ჩხუბობდა, სცემდა. ასეთ სიტუაციაში ზ----- ფ--–------–---–ი იძულებული ხდებოდა გადასულიყო დედასთან. როდესაც ვ----– კ--------ე გამოფხიზლდებოდა, მიაკითხავდა მეუღლეს ჩხუბით და ისევ უკან აბრუნებდა სახლში. მსგავსი სიტუაცია გრძელდებოდა თვეების მანძილზე. მოწმის განმარტებით, მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდი სულ დაძაბულად და ჩხუბში გაატარა. ვ----– კ--------ე მათგან წავიდა 2018 წლის 6 დეკემბერს. მაგრამ მანამდე ზაფხულის პერიოდშიც იყო აგრესიული, ეჩხუბებოდა ოჯახის წევრებს, მუდმივად იმყოფებოდა მოსაწევი ნივთიერების (პლანის) ზემოქმედების ქვეშ და როდესაც გამოდიოდა ამ მდგომარეობიდან ხდებოდა აგრესიული იმდენად, რომ მასთან საუბარი და კონტაქტი შეუძლებელი იყო. მოწმე აღნიშნავს, რომ ისეთი სიტუაცია იყო ოჯახში დილიდან, მეზობლებსაც კი აწუხებდა ვ----– კ--------ის ჩხუბი და ყვირილი. 2018 წლის 6 დეკემბერს, როდესაც უკვე მიდიოდა სახლიდან ვ----–ი, მან განუცხადა მეუღლეს, რომ აღარ სურდა მათთან ერთად ყოფნა, ეყიდათ მისთვის ერთოთახიანი ბინა და გადავიდოდა სხვაგან საცხოვრებლად. დაზარალებული ზ----- ფ--–------–---–ი 2018 წლის 06 დეკემბრიდან 2019 წლის 18 იანვრის ჩათვლით ფაქტებს იხსენებს და განმარტავს, რომ 06 დეკემბერს სახლიდან წასვლისას ვ----– კ--------ემ განაცხადა, რომ მას არ უნდოდა ოჯახთან ერთად ცხოვრება და გაეყიდათ ბინა. შემდეგ მისთვის ეყიდათ ერთოთახიანი ბინა და გაეშვათ ცალკე, წინააღმდეგ შემთხვევაში არ გაახარებდა მათ, ლიმონკას შეუგდებდა და გადაწვავდა. უთხრა: „შენო ქუჩაში დაგხვდები და დაგშტირავო“, ანუ დაგჩეხავო. ზ----- ფ--–------–---–მა მას შესთავაზა, რომ სასამართლოს გზით გაეყოთ ქონება და რაც ეკუთვნოდა მას ის წაეღო. ვ----– კ--------ე თავისი სურვილით წავიდა სახლიდან და 2018 წლის 06 დეკემბრიდან ნელ-ნელა დაიწყო ნივთების გატანა, რისთვისაც მოდიოდა კვირაში 2-3-ჯერ. მოწმის განმარტებით, მისთვის გასაღები არ გამოურთმევია და როცა უნდოდა მაშინ მიდიოდა სახლში და რჩებოდა. 2018 წლის 28 დეკემბრიდან ვ----– კ--------ემ შეწყვიტა სახლში მისვლა, 10 დღე აღარ გამოჩენილა. შემდეგ ისევ ჩხუბით მიდიოდა სახლში, მეზობლებთან და ყველა მათ საერთო ნაცნობებთან ჩხუბობდა, იძახდა უწმაწურ სიტყვებს ავრცელებდა ცრუ ინფორმაციებს იმ მიზნით, რომ ხალხში შეერცხვინა და თავი მოეჭრა ოჯახისთვის. ამბობდა, რომ თითქოს შ----- კ--------ე არ იყო მისი შვილი. ნივთების გატანისას ზ----- ფ--–------–---–მა შეამჩნია, რომ მის ნივთებთან ერთად გაჰქონდა სამზარეულოში დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად განკუთვნილი ალესილი დანაც (აქვე აღნიშნა, რომ ვ----– კ--------ეს საკუთარი ჯიბის დანა სულ თან ჰქონდა). ფაქტის შემჩნევისას ზ-----მ, როდესაც ჰკითხა თუ რატომ წაიღო მისი კუთვნილი სამზარეულოს დანა, ვ----–ისგან პასუხად მიიღო ის, რომ თუ სასამართლოში საკითხი მის სასარგებლოდ არ გადაწყდებოდა, ამ დანით გამოფატრავდა. ასევე შეუგდებდა ლიმონკას და გადაწვავდა მათ. მოწმის განმარტებით, ის იმყოფება ვ----– კ--------ის ამგვარი ქმედებებიდან გამოწვეული შიშისა და წნეხის ქვეშ, რადგან ფიქრობდა, რომ ამგვარი მუქარა სავსებით რეალური იყო და ვ----–ი რასაც იმუქრებოდა, ამის გამკეთებელი იყო, რადგან ჩხუბისას ბევრჯერ მიუყენებია მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა. მიდიოდა დანით სახლში და მას იყენებდა ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ზ----- ფ--–------–---–ი დაცვის მიზნით გადაეფარა შვილს, რომ დანით ზიანი არ მიეყენებინა ვ----– კ--------ეს და ამის ამსახველი იარაც კი აქვს დაზარალებულს თავის არეში და ეს არ არის ერთადერთი იარა. ბოლოს ეს ფაქტი მოხდა 2019 წლის 17 იანვარს. არსებული მუქარების შემსწრე იყვნენ თავად ზ-----, მათი შვილი შ----- კ--------ე, მეზობლები. როგორც ზ----- ფ--–------–---–ი აღნიშნავს, არაერთხელ დამუქრებია მას ვ----– კ--------ე. ერთ-ერთი მუქარა ვ----–ის მხრიდან იყო ის, რომ, როდესაც ზ----- ფ--–------–---–ი წავიდოდა თავის დეიდასთან მოსავლელად, იქ დახვდებოდა და „კისლატას“ შეასხამდა. ასევე ადრე, ზ----- ფ--–------–---–ის დედასთან ყოფნის პერიოდში, ვ----– კ--------ემ მიიტანა ლიმონკა სახლში და დაემუქრა, რომ თუ მათ ცოლ-შვილს არ გამოუშვებდა, მათ გადაწვავდა. ზ----- ფ--–------–---–ის განმარტებით, ვ----– კ--------ე ასევე ემუქრებოდა შვილს შ----- კ--------ეს, რაც გამოიხატებოდა სიტყვებში, რომ თითქოს წაიყვანდა ტყეში დააბამდა, ჩამოკიდებდა ფეხებით და ა.შ- ეს იყო არაერთხელ. დაზარალებული ზ----- ფ--–------–---–ი ითხოვს ვ----– კ--------ის დასჯას, რადგან მისგან განხორცილებული მუქარების შედეგად მოწმე არის შეშინებული.
მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ შ----- კ--------ის ჩვენების თანახმად, ის ცხოვრობს ქ. ქუთაისში ბ------ ქუჩა N5ბ/31-ში, მშობლებთან - ზ----- ფ--–------–---–თან და ვ----– კ--------ესთან ერთად. მამამისი 2018 წლის 06 დეკემბერს წავიდა სახლიდან თავისი ნებით და მათ განუმარტა, რომ მათთან ერთად ცხოვრება აღარ უნდოდა. მას შემდეგ ვ----– კ--------ე პერიოდულად მოდიოდა სახლში. მოწმის განმარტებით, ოჯახში დედა-შვილი იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ- ვ----– კ--------ე მათ ემუქრებოდა, რომ გადაწვავდა. 2019 წლის 17 იანვარს ვ----– კ--------ე მივიდა სახლში და განახორციელა მუქარა ცოლისა და შვილის მიმართ. კერძოდ, ემუქრებოდა დაგასახიჩრებთო, ლიმონკას შემოგიგდებთო და ისტორიაში შევალთ ამითო. მსგავსი სახის მუქარა ერთი კვირის წინაც იყო. მოწმის განმარტებით, მუქარას სრულად აღიქვამს მოსალოდნელ რეალურ ფაქტად, რადგან მისი წარსულში ნასამართლეობიდან და მისი წარსული ქმედებებიდან გამომდინარე მისგან ყველფერი იყო მოსალოდნელი. მოწმის განმარტებით, ვ----– კ--------ე ალკოჰოლური სასმლის ზემოქმედების ქვეშ საკმაოდ აგრესიული იყო, ასევე პლანის ზემოქმედების ქვეშ ახორციელებდა აგრესიას ოჯახის წევრების მიმართ. ის 26 წლის განმავლობაში სულ იყო მომსწრე იმისა, თუ როგორ ახორციელებდა მუქარებს დედის მიმართ ვ----– კ--------ე. მას სულ ახსოვს დედა დალურჯებული, ასევე მასაც ეხებოდა ხელით შეურაცხმყოფელად, მაგრამ დედა დაცვის მიზნით გადაეფარებოდა შვილს, რის შედეგადაც თავად მას აქვს დაზიანებები სხეულზე. მოწმის განმარტებით, აქამდე მამის ხელში არ დაუნახავს ცეცხლსასროლი იარაღი, მაგრამ დანა საკმაოდ ხშირად შეუნიშნავს. ბოლოს პოლიციის განყოფილებაში ზარის განხორციელების მიზეზიც დედის მხრიდან იყო ის, რომ ვ----– კ--------ე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, იქცეოდა არაადეკვატურად და ვერ აცნობიერებდა რას აკეთებდა, მისკენ წამოვიდა დანით და სახესთან უტრიალებდა დანას ორივეს - მას და დედას, თან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოთა მათ. შ----- კ--------ე ცდილობდა შეეჩერებინა მამის მსგავსი ქმედებები, მაგრამ უშედეგოდ. ამის თვითმხილველები იყვნენ მხოლოდ დაზარალებულები, შ----- კ--------ე და ზ----- ფ--–------–---–ი. მოწმის განმარტებით, აქამდე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობებს მომსწრეები ჰყავს, კერძოდ, როდესაც თავად შ----- იყო პატარა, ზ----- ფ--–------–---–ს გაუტეხა თავი ვ----– კ--------ემ და ამ ფაქტს შეესწრო მეზობელი. მოწმის განმარტებით, ამ მუქარებისა და ძალადობების შედეგად მათ მიადგათ მორალური ზიანი, რის გამოც ითხოვს ვ----– კ--------ის დასაჯას.
მოწმის სახით დაკითხულ ი----- დ------–---–ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 18 იანვრიდან ძირითადი საგამოძიებო და პროცესუალური მოქმედებები არის მის მიერ წარმოებული, გარდა ბრალდებულის დაკავებისა. გამოიკითხა ზ----- ფ--–------–---–ი და შ----- კ--------ე თავიდან მოწმის სახით, შემდეგ დაინიშნა ექსპერტიზები, რომლებზეც მიმართვები გაგზავნილ იქნა შესაბამის უწყებებში, მათ შორის სოციალურ სამსახურში, პრობაციაშიც, ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზეც. ასევე ი----- დ------–---–ის განმარტებით, ორივე დაზარალებულს, დაზარალებულად ცნობის დადგენილებაც თვითონვე გააცნო, უფლებები განუმარტა. ამის შემდეგ დაკავებულ იქნა ბრალდებული ვ----– კ--------ე, რომელსაც ბრალი თავად წარუდგინა და განუმარტა თავისი უფლებები, ასევე დაუნიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში. ამიტომ გამოთხოვილ იქნა მოსამართლის განჩინებით შესაბამისი დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დაენიშნა ბრალდებულს ფსიქიატრიული ექსპერტიზა. დასკვნის თანახმად კი ვ----– კ--------ეს შეურაცხადობა არ დაუდგინდა. დაზარალებულებს, ზ----- ფ--–------–---–სა და შ----- კ--------ეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა იმის გათვალისწინებით დაენიშათ, რომ მათ განაცხადეს რომ ბრალდებული ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებდა მათზე ზეწოლას, სიტყვიერ შეურაცხყოფას, მუქარას, და ასევე ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. ამის გათვალისწინებით კი დაუნიშნეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რათა შეემოწმებინათ ნამდვილად განიცდიდნენ თუ არა ეს პიროვნებები ფსიქოლოგიურ ტანჯვასა და ზეწოლას, ვ----– კ--------ის მხრიდან. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა დაკითხვისას არ დააფიქსირა ძალადობების ფაქტი, მაგრამ ბრალის წარდგენის დროს, ადვოკატთან ერთად დროებით მოთავსების იზოლატორში, ი----- დ------–---–ის თვალწინ ვ----– კ--------ე დაემუქრა თავის ცოლ-შვილს.
მოწმის სახით დაკითხულ ი-–-- კ--------ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ 2019 წლის 29 იანვარს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა ბრალდებული ვ----– კ--------ე, ქუთაისში, ბ------ ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავებაში მონაწილეობას ღებულობდა ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ა-–---------ე ა--------ე. დაკავებისას ვ----– კ--------ე გაეცნო განჩინების შინაარსს, მაგრამ რაიმე წინააღმდეგობა ან ძალადობა მისი მხრიდან არ ყოფილა, ჩაბარდა შესაბამისი ასლი დ მოაწერა აღნიშნულ დოკუმენტს ხელი. მოწმის მიერ ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქუთაისის ფსიქონევროლოგიური სამსახურიდან ამოღებული იქნა ბრალდებულ ვ----– კ--------ის მკურნალობის ისტორიის ასლი, რაც საფუძველი გახდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნისა.
მოწმის სახით დაკითხულ ა---- მ--–--ის ჩვენების თანახმად, ის მუშაობს იმერეთის საპატრულო პოლიციაში, პატრულ-ინსპექტორის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით განმარტა, რომ მიმდინარე წლის 18 იანვარს ის ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მას დაუკავშირდა ქუთაისის კრიმინალური პოლიციის მესამე განყოფილებიდან დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი მიხეილ კახიანი, რომელმაც ითხოვა შემაკავებელი ორდერის გამოცემასთან დაკავშირებით დახმარება. მათი ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ ადგილზე იმყოფებოდა ზ----- ფ--–------–---–ი და მისი შვილი შ----- კ--------ე. როგორც ადგილზე გაირკვა, ვ----– კ--------ე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მას და ასევე შვილს შ----- კ--------ეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ის გაესაუბრა დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–ს, რომელმაც მისცა ახსნა-განმარტება, რომ მისი მეუღლე ვ----– კ--------ე მასზე სისტემატურად ძალადობდა, კერძოდ, ის ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ასევე საცხოვრებელ ბინაში ლიმონკის შეგდებით და გადაწვით. მოწმის განმარტებით, შემაკავებელი ოქმი შეადგინა დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–ის ჩვენების საფუძველზე. შემაკავებელი ორდერის გამოცემამდე შეავსეს შემაკავებელი ორდერის ოქმი, რომელშიც არის კითხვარები და რომელსაც პასუხი უნდა გასცეს მსხვერპლმა. ეს კითხვარები ფასდება ქულით და სამი ქულის დაგროვების შემთხვევაში, მას როგორც პატრულ ინსპექტორს და შესაბამის უფლებამოსილ პირს, უფლება აქვს გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. კითხვარების შეფასებამ დაზარალებულ ზ----- ფ--–------–---–თან გასაუბრებისას დაახლოებით 20 ან 25 ქულა მოაგროვა. მოწმე ასევე გაესაუბრა შ----- კ--------ეს, რომელმაც ასევე დაადასტურა ძალადობის ფაქტი, აქედან გამომდინარე კი მან გამოსცა შემაკავებელი ორდერი, რომლის ვადად განისაზღვრა 30 დღე. ვინაიდან ვ----– კ--------ე არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, შემაკავებელი ორდერის გაცნობა მოხდა ტელეფონის მეშვეობით, კერძოდ ბრალდებულ ვ----– კ--------ეს განუმარტეს, რომ მის მიმართ გამოიცა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც მოძალადეს აეკრძალა იმ სახლთან მიახლოება სადაც მსხვერპლი ცხოვრობს, ასევე მას აეკრძალა მსხვერპლთან და იმ სამსახურთან მიახლოება სადაც ისინი იმყოფებიან და ასევე ნებისმიერი სახის სატელეფონო კომუნიკაცია.
მსჯავრდებულ ვ----– კ--------ის განმარტებით, მასა და მეუღლეს შორის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. ვ----– კ--------ე ცდილობდა თავი აერიდებინა ამ კონფლიქტებისთვის და სახლიდან მიდიოდა პერიოდულად. ყოფილა უმნიშვნელო კამათებიც, სიტყვიერი შეურაცხყოფაც, რომელიც ხშირად ორმხრივ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ისე არასოდეს არ გამწვავებულა როგორც ეს დღესაა. მოწმის განმარტებით, ბოლო 5 წლის მანძილზე მათ შორის საკმაოდ დაიძაბა ურთიერთობა და შესაბამისად გამწვავდა ოჯახური მდგომარეობაც. მისი შვილი საკმაოდ შეიცვალა იმ პერიოდში და მასთანაც დაეძაბა ურთიერთობა, რადგან შვილმა მოინდომა უფროსობა ოჯახში, პრობლემებს იქმნიდა სამსახურში, იყო ემოციური ბავშვი და ა.შ- მოწმე უარყოფს წარდგენილ ბრალდებას და განმარტავს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში გამოთქმული სიტყვები იყო არსებული უსიამოვნებების შედეგად გამოთქმული მწუხარება და არა მუქარა. მოწმემ განმარტა, რომ შეიძლება რაღაც წამოსცდა და თუ დასასჯელია დაისაჯოს. დ------–---–მა ზ-----ს სულ ტყუილები ათქმევინა. მისი ცოლი და დ------–---–ი იმნაირს მოიმკიან რომ ... მონსტრად გამოიყვანეს. „ახლაც რომ ვუყურებ მეშინიაო“ - განმარტა მისმა ცოლმა და რისი ეშინია? მას ყოველთვის უნდოდა, რომ მისთვის ხელი დაერტყა, მაგრამ არ დაურტყია. პროვოკატორები ჰყავდა ოჯახში. არ განუხორციელებია მუქარა შვილის მიმართ. ბინასთან დაკავშირებით იყო სულ დავა. ვ----– კ--------ის განმარტებით, დაახლოებით ერთი თვის წინ უბნის ინსპექტორის სტუმრობისას, მან უთხრა დაეწერა განცხადება და დააპატიმრებდნენ, რაზედაც მისი ცოლი ეუბნებოდა უარს. შემდეგ უბნის ინსპექტორმა შესთავაზა ვ----– კ--------ეს, რომ დაეტოვებინა საცხოვრებელი სახლი და თავი აერიდებინა მათთან კონფლიქტისთვის. ამის შემდეგ მოხდა შელაპარაკება ცოლ- ქმარს შორის, სადაც ითხოვდა მეუღლე ვ----– კ--------ის სახლიდან წასვლას. ვ----– კ--------ის განმარტებით, მათ შორის იყო მოლაპარაკება სახლის დაქირავებასთან დაკავშირებით, კერძოდ, ვ----–ი წავიდოდა ნაქირავებ ბინაში, ქირას გადაიხდიდა მისი მეუღლე, კომუნალურებს კი - თავად ვ----– კ--------ე. არსებულ მოლაპარაკებაზე ვ----–ის მეუღლე არ დათანხმდა. მისი განმარტებით, დედამისის ბინა გაყიდეს და მერე იყიდეს ეს ბინა, რასაც ზ-----ც არ უარყოფს. „მაგ ბინა ვნახე მე დამწვარი, რად მინდოდა ეს ბინა“ -განაცხადა ვ----– კ--------ემ. მისი განმარტებით, მას არ განუხორციელებია მისი ოჯახის წევრების, კერძოდ მეუღლის - ზ----- ფ--–------–---–ის და შვილის - შ----- კ--------ის მიმართ, სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარა. იყო მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა. დ------–---–ის შეკერი-–-- ეს საქმე, დ------–---–ის დარიგებულია მისი ცოლ-შვილი და სწორედ ამიტომ მისცეს ასეთი ჩვენება.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით დადგენილია, რომ ქუთაისში ბ------ ქუჩა N5ბ/31-ში ვ----–ი კ--------ე სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას მეუღლეს ზ----- ფ--–------–---–ს და ემუქრება მას სიცოცხლის მოპობით.
ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მესამე განყოფილების უფროსის სახელზე ზ----- ფ--–------–---–ის მიერ გაკეთებული განცხადებით ირკვევა, რომ იგი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ვ----– კ--------ესთან და ჰყავს შვილი - 28 წლის შ----- კ--------ე. დაახლოებით 2018 წლის დეკემბრის დასაწყისიდან დღემდე მისი მეუღლე ვ----– კ--------ე სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობს სიტყვიერად, ფსიქოლოგიურად და ემუქრება სიცოცხლის მოპობით, რასაც რეალურად აღიქვამს, ვინაიდან ის არის აგრესიული და მუქარას შეასრულებს რეალურად.
N------ შემაკავებელი ორდერით დადგენი-–--, რომ ორდერი შედგა 2019 წლის 18 იანვარს 14:00 საათზე ქ. ქუთაისში ა------–-----–ის ქუჩა N35ა-ში. ორდერის შედგენის საფუძველად მითითებულია, რომ მოძალადე ვ----– კ--------ე სისტემატიურად აყენებს შეურაცხყოფას და ემუქრება სიცოცხლის მოსპობით მსხვერპლს ზ----- ფ--–------–---–ს. ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. მოძალადე ორდერის შედგენისას ადგილზე არ იმყოფებოდა, ეცნობა ტელეფონით.
N------ შემაკავებელი ორდერით დადგენი-–--, რომ ორდერი შედგა 2019 წლის 18 იანვარს 15:00 საათზე ქ. ქუთაისში ა------–-----–ის ქუჩა N35ა-ში. ორდერის შედგენის საფუძველად მითითებულია, რომ მოძალადემ ვ----– კ--------ემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით მსხვერპლს შ----- კ--------ეს. ძალადობის ფორმად მითითებულია - ფსიქოლოგიური ძალადობა. მოძალადე ორდერის შედგენისას ადგილზე არ იმყოფებოდა. ეცნობა ტელეფონით.
მართალია სისხლის სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით ხასიათდება, თუმცა მტკიცების ტვირთი ბრალდების მხარეზეა, ყველა წარმოდგენილი მტკიცებულება ბრალდების მხარის პოზიციას ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ვერც პირველი და ვერც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში დაცვის მხარემ ვერ წარმოადგინა ისეთი მტკიცებულება რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მსჯავრდებულის ვ----– კ--------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით შერაცხული დანაშაულის ჩადენას. ხოლო მსჯავრდებულის განმარტებას, რომ მას დანაშაული მუქარა არ ჩაუდენია და ოჯახის წევრების მზაკვრული გეგმის მსხვერპლია, სასამართლო ვერ გაიზიარებს ვინაიდან აღნიშნული არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებებით. მსჯავრდებულსა და მის ადვოკატს მხარეთა თანასწორობის და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე სრული შესაძლებლობა ჰქონდა საპროცესო კანონმდებლობის დაცვით წარმოედგინა მისი გამამართლებელი მტკიცებულებები: მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები და გაებათილებინა ბრალდების მტკიცებულებები, თუმცა დაცვის მხარეს ამ უფლებით არ უსარგებლია. იგი შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირი მოსაზრებებით, რაც გამყარებული არ არის შესაბამისი მტკიცებულებებით.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენში ნათლად ასახა თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მთელ რიგ ასეთ ასპექტებზე, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოყვანილი მიზეზები და ფაქტობრივი გარემოებები, შეიძლება გაზიარებულ იქნეს ამ დასაბუთების განმეორების გარეშეც. (Hirvisaari v. Finland)
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გასაჩივრებული განაჩენი ვ----– კ--------ის მიმართ დასაბუთებული კანონიერი და სამართლიანია და უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ ვ----– კ--------ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 03 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი:
ვ----–ი კ--------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ვ----–ი კ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვ----–ი კ--------ეს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო ჩაეთვალოს სასჯელის ვადაში და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 იანვრიდან.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს დადგენიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე