განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
010217718002755112
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010217718002755112

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-823-2019 17 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მომჩივანი - შპს უ--–--, შპს ს---

წარმომადგენელი - ლ-----------–--ე

მოწინააღმდეგე მხარე - ზ------ მ------ე, ს---–--- ტ----ე

 

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინება

 

1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით ზ------ მ------ეს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. მოსარჩელე შპს ს---ს და შპს უ--–--ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქობულეთის რაიონი, სოფელი მ------------, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 10 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ს---სა და შპს უ--–--ს წარმომადგენელმა ლ-----------–--ემ, სავარაუდო მოპასუხეების ზ------ მ------ისა და ს---–--- ტ----ის მიმართ და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყადაღა დაედოს მოპასუხეების ს---–--- ტ----ის (პ.ნ. 6----------) და ზ------ მ------ეს (პ.ნ.6----------) საბანკო ანგარიშებს, ასევე, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალოს მოპასუხე ზ------ მ------ეს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების: ა) ქ. ქობულეთში, თ---------–--ის ქუჩა N-- „თ“–ში მდებარე 604,00 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა – ნაგებობების, რომლის საკადასტრო კოდია: 2-----------; ბ) ამავე მისამართზე მდებარე 421,00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრო კოდია: N 2-----------, რეალიზაცია და სამართლებრივად დატვირთვა; ასევე, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალოს ზ------ მ------ეს, მის საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებების, რომლის რეკვიზიტებია; 1) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – E--------, მოდელი – MERCEDES – BENZ S 500, გამოშვების წელი–2004, საიდენტიფიკაციო ნომერი – W----------------, ფერი – შავი, ტექ,პასპორტი – L--------, რეგისტრაციის თარიღი –2014.09.08; 2) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – A------, მოდელი – ARCTICKAT 366, გამოშვების წელი –2008, საიდენტიფიკაციო ნომერი –R----------------, ფერი –მწვანე 3/8, ტექ.პასპორტი – B--------, რეგისტრაციის თარიღი – 2016 09.08, რეალიზაცია და სამართლებრივად დატვირთვა. 2.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით შპს ს---ს და შპს უ--–--ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ : 1.1. მოპასუხე ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) და უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 1.2. მოპასუხე ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა გასხვისება და სამართლებრივად დატვირთვა მის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების: ა) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – E--------, მოდელი – MERCEDES – BENZ S 500, გამოშვების წელი–2004, საიდენტიფიკაციო ნომერი – W----------------, ფერი – შავი, ტექ,პასპორტი – L--------, რეგისტრაციის თარიღი –2014.09.08; ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – A------, მოდელი – ARCTICKAT 366, გამოშვების წელი –2008, საიდენტიფიკაციო ნომერი –R----------------, ფერი –მწვანე 3/8, ტექ.პასპორტი – B--------, რეგისტრაციის თარიღი – 2016.09.09. 2.3. 2019 წლის 15 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ზ------ მ------ემ და მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე ზ------ მ------ისათვის (პ/ნ 6----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნაწილში. 2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით ზ------ მ------ის საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბერის განჩინების ნაწილობრივ გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ: გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბერის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 2.5. 2019 წლის 07 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ------ მ------ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლა კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა მოპასუხე ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთის რაიონი, სოფელი მ------------, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 2.5.1. განმცხადებელის განმარტებით ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება ბევრად მეტია ვიდრე სასარჩელო მოთხოვნა და იგი და უკვე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სრულად უზრუნველყოფს შპს ს---სა და შპს უ--–--ს სარჩელზე მისაღებ გადაწყვეტილებას, ხოლო უზრუნველყოფის ღონისძიება, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოყენებული გაუმართლებლად ზღუდავს მოპასუხის ინტერესებს, შესაბამისად, აღნიშნული არღვევს მხარეთა ინტერესების სამართლიან ბალანსს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.6. სასამართლომ განმარტა, რომ თავისი შინაარსით, განმცხადებლის მიზანი იყო ადეკვატური და ტოლფასი ალტერნატიული ქონების შეთავაზებით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი საგანი, შეცვალოს მეორეთი. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნება სარჩელის უზრუნველყოფისათვის, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს მომავალში მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ფაქტობრივი საფუძვლების შექმნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. სასამართლო ვერ დაუშვებს რაიმე ფორმით საფრთხე შეექმნას, უკვე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით, მომავალი გადაწყვეტილების აღსრულებას, რამეთუ მხოლოდ გარანტირებულად აღსრულებადი სასამართლო გადაწყვეტილებით მიიღწევა, საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი მიზანი, სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე დროს, სასამართლო, ამ პროცესში გვერდს ვერ აუვლის, მოპასუხე მხარის კანონიერ ინტერესებს და ყურადღებას ამახვილებს პროპორციულობის ტესტზე, რომლის თანახმად, უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ არის შესაბამისი და ადეკვატური, თუ თანაბრადაა დაცული ორივე მხარის ინტერესი, უფლების შეზღუდვას არ მოჰყვება უფრო მეტი ზიანი, ვიდრე ეს სავარაუდო იყო და ზიანი არ არის იმდაგვარი, რომლის გამოსწორება შეუძლებელია ან შეუსაბამოდ მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. 2.7. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობაც ინტერესთა ამ ბალანსის შენარჩუნებას ემსახურებოდა. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2019 წლის 07 მარტის მდგომარეობით, რომლის თანახმადაც ქობულეთის რაიონში, სოფელ მ------------ში, (ს/კ 2-----------) მდებარე უძრავი ქონება ირიცხებოდა ზ------ მ------ეს (პ/ნ 6----------) საკუთრებაში. განმცხადებლის მიერ ასევე წარდგენილი იყო 2018 წლის 22 თებერვლით დათარიღებული შპს დ------------ის მიერ მომზადებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენის შესახებ დასკვნა, რომლის თანახმად უძრავი ქონების, მდებარე ქობულეთის რაიონი, სოფელი მ------------, (ს/კ 2-----------) ღირებულება შეფასების თარიღისათვის განისაზღვრა 128500 ლარით. 2.8. სასამართლომ დააგინა, რომ დაცული იყო უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლისათვის აუცილებელი ორი ძირითადი პირობა: 1. შესაცვლელი ქონება წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, რაც დადასტურებული იყო შესაბამისი მტკიცებულებით და 2. განმცხადებლის მიერ წარდგენილი უზრუნველყოფის საგანი, საბაზრო ღირებულებით, გაცილებით აღემატებოდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, ქონება იყო მაღალი ლიკვიდურობის.

 

3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრეს შპს უ--–--მ და შპს ს---მ: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. მოპასუხემ, სწორედ იმ მიზნით, რომ თავი აარიდოს დიდი ოდენობის - 115 375 ლარის დაკისრების თაობაზე მის მიმართ სამომავლოდ გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, მოახერხა და უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ სასამართლო განჩინების მიღებამდე სხვა პირზე გადააფორმა მის საკუთრებაში არსებული და ღირებული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რის გამოც, იგი ვერ იქნა გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის საგნად. 3.2. მომჩივანის მიერ საჯარო რეესტრიდან გამოთხოვილი ნასყიდობის ხელშეკრულებით დგინდება, რომ N2----------- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ქონების რეალური ღირებულება შეადგენს 80 000 ლარს და არა 128 500 ლარს, რაც, ბუნებრივია, ვერ უზრუნველყოფს სასარჩელო მოთხოვნას. გარდა ამისა, აღნიშნული უძრავი ქონება მდებარეობს სოფლად, რომელიც ზღვის სანაპიროდან და ქობულეთიდან მოშორებულია 20-25 კილომეტრით და დაბალი მყიდველობითუნარიანია.

 

4. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს ს---სა და შპს უ--–--ს წარმომადგენელმა ლ-----------–--ემ, სავარაუდო მოპასუხეების ზ------ მ------ისა და ს---–--- ტ----ის მიმართ და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ს---–--- ტ----ის და ზ------ მ------ეს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება და მოპასუხეთათვის უძრავი ქონების მდებარე: ა) ქ. ქობულეთში, თ---------–--ის ქუჩა N-- „თ“–ში მდებარე 604,00 კვ.მ არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთის და მასზე განლაგებული შენობა – ნაგებობების, რომლის საკადასტრო კოდია: 2-----------; ბ) ამავე მისამართზე მდებარე 421,00 კვ.მ. არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, რომლის საკადასტრო კოდია: N 2-----------, რეალიზაცია და სამართლებრივად დატვირთვა; ასევე, სარჩელზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე აეკრძალოს ზ------ მ------ეს, მის საკუთრებაში რიცხული სატრანსპორტო საშუალებების, რომლის რეკვიზიტებია; 1) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – E--------, მოდელი – MERCEDES – BENZ S 500, გამოშვების წელი–2004, საიდენტიფიკაციო ნომერი – W----------------, ფერი – შავი, ტექ,პასპორტი – L--------, რეგისტრაციის თარიღი –2014.09.08; 2) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – A------, მოდელი – ARCTICKAT 366, გამოშვების წელი –2008, საიდენტიფიკაციო ნომერი –R----------------, ფერი –მწვანე 3/8, ტექ.პასპორტი – B--------, რეგისტრაციის თარიღი – 2016 09.08, რეალიზაციისა და სამართლებრივად დატვირთვის აკრძალვა. 4.2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: 1.1. მოპასუხე ზ------ მ------ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) და უძრავი ქონების, მდებარე ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 1.2. მოპასუხე ზ------ მ------ეს აეკრძალა გასხვისება და სამართლებრივად დატვირთვა მის სახელზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების: ა) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – E--------, მოდელი – MERCEDES – BENZ S 500, გამოშვების წელი–2004, საიდენტიფიკაციო ნომერი – W----------------, ფერი – შავი, ტექ,პასპორტი – L--------, რეგისტრაციის თარიღი –2014.09.08; ბ) სახელმწიფო სანომრე ნიშანი – A------, მოდელი – ARCTICKAT 366, გამოშვების წელი –2008, საიდენტიფიკაციო ნომერი –R----------------, ფერი –მწვანე 3/8, ტექ.პასპორტი – B--------, რეგისტრაციის თარიღი – 2016.09.09. 4.3. 2019 წლის 15 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს საჩივრით მიმართა ზ------ მ------ემ და მოითხოვა მითითებული განჩინების გაუქმება ნაწილობრივ, კერძოდ მოპასუხე ზ------ მ------ისათვის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისებისა და იპოთეკით დატვირთვის ნაწილში. 4.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის განჩინებით ზ------ მ------ის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბერის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხე ზ------ მ------ეს აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე - ქალაქი ქობულეთი, ქუჩა თ---------–---, #----, (ს/კ 2-----------) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა. 4.5. 2019 წლის 7 მარტს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა ზ------ მ------ემ და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლა კერძოდ, N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ნაცვლად, ქობულეთის რაიონი, სოფელ მ------------ში მდებარე, N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავ ქონების გასხვისებისაა და იპოთეკით დატვირთვის აკრძალვა მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.6. პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1961 მუხლის 1 ნაწილის თანახმად, 1961 ყადაღადადებული ქონების ღირებულება არსებითად არ უნდა აღემატებოდეს სარჩელის ფასს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მოპასუხე ერთადერთი ნივთის მესაკუთრეა. ასეთ შემთხვევაში მოპასუხეს შეუძლია სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის მიზნით სასამართლოს სარჩელის ფასის ტოლფასი სხვა ქონება შესთავაზოს. 4.7. ამ ნორმის საფუძველზე, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლისათვის აუცილებელია, ერთდროულად: ა) ყადაღადადებული ქონების ღირებულება სარჩელის ფასს არსებითად აღემატებოდეს და ბ) სხვა ქონების ღირებულება სარჩელის ტოლფასი იყოს. 4.8. პალატის აზრით, ზ------ მ------ის განცხადება „სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ“ არც-ერთ ზემოხსენებულ პირობას არ აკმაყოფილებდა. 4.9. პალატა, პირველ ყოვლისა, აღნიშნავს, რომ ზ------ მ------ეს N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ღირებულება არ განუსაზღვრავს. 4.9.1. ე.ი. იმის თაობაზე, რომ ამ ქონების ღირებულება სარჩელის ფასს არსებითად აღემატებოდა, მას არც მიუთითებია და არც აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება წარმოუდგენია. 4.9.2. მეტიც, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განჩინებაზე წადგენილ საჩივარში მას აღნიშნულ ქონებაზე შეზღუდვის არსებობა სადავოდ არ გაუხდია. მაშინ, რომ, ამავე საჩივრით, N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ქონებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებას იგი, სწორედ, სარჩელის ფასთან ქონების ღირებულების შეუსაბამობის გამო ითხოვდა. 4.10. ამის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის კანონით განსაზღვრული წინაპირობა არ არსებობდა, რაც განცხადების დაკმაყოფილებას თავისთავად გამორიცხავდა. 4.11. გარდა ამისა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის 1 და მე-2 ნაწილების თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. 4.11.1. ზ------ მ------ემ, მართალია, სასამართლოს წარუდგინა შპს დ------------ის 2019 წლის 22 თებერვლის დასკვნა, რომლითაც N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული ქონების ღირებულება 128 500 ლარით არის განსაზღვრული, თუმცა მომჩივანთა მიერ წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, თავად ზ------ მ------ემ იგივე ქონება 2019 წლის 11 თებარვალს, ე.ი. შეფასებამდე 11 დღით ადრე 80 000 ლარად შეიძინა. 4.12. ამ ვითარებაში, პალატას აუდიტორული შეფასება არადამაჯერებლად მიაჩნია და მას ვერ გაიზიარებს. 4.13. ამის შესაბამისად, პალატის აზრით, საქალაქო სასამართლომ ზ------ მ------ის განცხადება შეცდომით დააკმაყოფილა.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და ზ------ მ------ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს უ--–--სა და შპს ს---ს საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 19 მარტის განჩინება;

3. ზ------ მ------ის განცხადება, სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს

4. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

5. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები თამარ სვანიძე

ლაურა მიქავა