განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.09.2019
საქმის ნომერი
010210018002730814
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018002730814

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-830-2019 17 სექტემბერი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მომჩივანი - შპს პ-------- ფ----- ჯ-----ი

წარმომადგენელი - თ-----------–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - შპს M-- G------

წარმომადგენელი - ქ--------------ე

 

დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა

 

გასაჩივრებული განჩინება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება

 

1. მომჩივანის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

2. გასაჩივრებული განჩინების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული განჩინებით შპს M-- G-------ს განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესახებ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4--------) კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სს ს----------–--------ში შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წინაშე არსებული დავალიანების 35 736.28 ლარის ფარგლებში, გარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა, შემდეგი წესით: 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისათვის განკუთვნილი თანხის გარდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) კუთვნილ 5000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს ჯამში 35 736.28 ლარის ფარგლებში, მხოლოდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50 %-სა, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხეს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული თანხის 50%-ის განკარგვის საშუალება, ხოლო ყადაღადადებული თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, აღსრულების მომენტისათვის, 35 736.28 ლარს. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. ბათუმი, გამზირი ფ-------- ხ--–--–ი , #-- (ს/კ 0---------------------). საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2018 წლის 08 ნოემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს სავარაუდო მოპასუხის შპს M-- G------ -ს სახელზე სს თ----------ის ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს 35 736.28 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა, არაუმეტეს 2018 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო ბიუჯეტისა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნომებრის განჩინებით შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის" წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ: სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სს თ----------ში, შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წინაშე არსებული დავალიანების 35 736.28 ლარის ფარგლებში, გარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა, შემდეგი წესით: 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისათვის განკუთვნილი თანხის გარდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) კუთვნილ 5000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს ჯამში 35 736.28 ლარის ფარგლებში, მხოლოდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50 %-სა, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხეს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული თანხის 50%-ის განკარგვის საშუალება, ხოლო ყადაღადადებული თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, აღსრულების მომენტისათვის, 35 736.28 ლარს. 2.2. 2019 წლის 16 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედოს სავარაუდო მოპასუხის შპს M-- G------ -ს სახელზე სს ს----------–--------ის ანგარიშებზე განთავსებულ თანხებს 35 736.28 ლარის ფარგლებში, გარდა საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა, არაუმეტეს 2018 წლის ოქტომბრის თვის სახელფასო ბიუჯეტისა. 2.3. ვინაიდან შპს M-- G-------ს არ გააჩნდა სს თ----------ში საბანკო ანგარიშები და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განჩინება ფაქტობრივად დარჩა აღუსრულებელი, მოითხოვა დამატებით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება და სს თ----------ის ნაცვლად, მოპასუხის ანგარიშების დაყადაღებას სს ს----------–--------ში, სადაც მოპასუხე კომპანიას რეალურად გახსნილი ჰქონდა საბანკო ანგარიში. 2.4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვარის განჩინებით შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სს თ----------ში შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წინაშე არსებული დავალიანების 35 736.28 ლარის ფარგლებში, გარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა, - სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სს ს----------–--------ში შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის წინაშე არსებული დავალიანების 35 736.28 ლარის ფარგლებში, გარდა 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისა, შემდეგი წესით: 2018 წლის ოქტომბრის თვის საბიუჯეტო და სახელფასო გასაცემლებისათვის განკუთვნილი თანხის გარდა, ყადაღა დაედო მოპასუხე შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) კუთვნილ 5000 ლარზე მეტი ოდენობის ფულად სახსრებს ჯამში 35 736.28 ლარის ფარგლებში, მხოლოდ ანგარიშზე ჩარიცხული ანდა არსებული თანხის არაუმეტეს 50 %-სა, რაც გულისხმობს, რომ მოპასუხეს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ანგარიშზე არსებული ან ჩარიცხული თანხის 50%-ის განკარგვის საშუალება, ხოლო ყადაღადადებული თანხის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს, აღსრულების მომენტისათვის, 35 736.28 ლარს. 2.5. 2019 წლის 28 იანვრის ბათუმის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართა შპს M-- G-------ს წარმომადგენელმა და მოითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების საგნის შეცვლა კერძოდ, განმცხადებელმა მოითხოვა ნაცვლად საბანკო ანგარიშებისა, ყადაღა დაედოს შპს M-- G-------ს (ს/ნ 4-------- ) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე, ქ. ბათუმი გამზირი ფ-------- ხ--–--–ი, #-- (ს/კ 0---------------------). 2.6. განმცხადებელის განმარტებით ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულება ბევრად მეტია ვიდრე სასარჩელო მოთხოვა და იგი სრულად უზრუნველყოფს შპს პ-------- ფ----- ჯ-----ის სარჩელზე მისაღებ გადაწყვეტილებას, ხოლო უზრუნველყოფის ღონიძიება, რომელიც სასამართლოს მიერ არის გამოყენებული გაუმართლებლად ზღუდავს მოპასუხის ინტერესს. შესაბამისად, ის არღვევს მხარეთა ინტერესების სამართლიან ბალანსს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. სასამართლომ განმარტა, რომ თავისი შინაარსით, განმცხადებლის მიზანია ადეკვატური და ტოლფასი ალტერნატიული ქონების შეთავაზებით, სარჩელის უზრუნველყოფის ერთი საგანი, შეცვალოს მეორეთი. 2.8. სასამართლომ აღნიშნა, რომ ნებისმიერი ღონისძიება რომელიც სასამართლოს მიერ გამოყენებული იქნება სარჩელის უზრუნვეყოფისათვის, უპირველეს ყოვლისა უნდა ემსახურებოდეს მომავალი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის ფაქტობრივი საფუძვლების შექმნას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე. 2.9. სასამართლო ვერ დაუშვებს რაიმე ფორმით საფრთხე შეექმნას, უკვე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლით, მომავალი გადაწყვეტილების აღსრულებას, რამეთუ მხოლოდ გარანტირებულად აღსრულებადი სასამართლო გადაწყვეტილებით მიიღწევა, საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების განხორციელების ძირითადი მიზანი, სამართლიანი სასამართლოს უფლება. ამავე დროს, სასამართლო, ამ პროცესში გვერდს ვერ აუვლის, მოპასუხე მხარის კანონიერ ინტერესებს და ყურადღებას ამახვილებს პროპორციულობის ტესტზე, რომლის თანახმად, უფლების შეზღუდვა მხოლოდ მაშინ არის შესაბამისი და ადეკვატური, თუ თანაბრადაა დაცული ორივე მხარის ინტერესი, უფლების შეზღუდვას არ მოჰყვება უფრო მეტი ზიანი, ვიდრე ეს სავარაუდო იყო და ზიანი არ არის იმდაგვარი, რომლის გამოსწორება შეუძლებელია ან შეუსაბამოდ მაღალ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. 2.10. სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საგნის შეცვლის შესაძლებლობაც ინტერესთა ამ ბალანსის შენარჩუნებას ემსახურებოდა. განმცხადებლის მიერ წარდგენილი იყო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2019 წლის 23 იანვრის მდგომარეობით, რომლის თანახმადაც ქ. ბათუმში, ფ-------- ხ--–--–ის გამზირი , #---ში (ს/კ 0---------------------) მდებარე უძრავი ქონება დღეის მდგომარეობით ირიცხებოდა შპს M-- G-------ს (ს/ნ 4--------) საკუთრებაში. 2.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ძირითადი მიზანი იყო მომავალი გადაწყვეტილების აღსრულებისათვის სათანადო პირობების შექმნა. სასამართლოს დასკვნით, დაცული იყო უზრუნველყოფის ღონისძიების შეცვლისათვის აუცილებელი ორი ძირითადი პირობა: 1. შესაცვლელი ქონება წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებას, რაც დადასტურებული იყო შესაბამისი მტკიცებულებით და 2. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი უზრუნველყოფის საგანი, საბაზრო ღირებულებით, გაცილებით აღემატებოდა სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, ქონება მაღალი ლიკვიდურობის იყო.

 

3. საჩივრის საფუძვლები განჩინება გაასაჩივრა შპს პ-------- ფ------- ჯ-----მა: ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები 3.1. სასამართლოს მიერ თავდაპირველად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება იყო ადეკვატური საშუალება, რითიც მიღწეული იყო ის მიზანი, რასაც სარჩელის უზრუნველყოფა ემსახურება. ამასთან, დავის საგნის სიმცირიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად არ ფერხდებოდა მოაპსუხის სამეწარმეო საქმიანობა. 3.2. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მომჩივანი იძულებული იქნება აღსრულება დაიწყოს მოპასუხის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე მიქცევით, რაც დაკავშირებულია გაუმართლებელი დროის რესურსთან. ასევე ხშირია პრაქტიკა იმისა, თუ როგორ რთულდება მოპასუხის კუთვნილ ქონებაზე აღსრულების პროცესი საქმეში მესამე პირების ჩართვით.

 

4. გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილი არის, რომ შპს პ-------- ფ------- ჯ-----მა სარჩელი აღძრა შპს M-- G-------ს წინააღმდეგ 35 736,28 ლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით. 4.2. ამ სარჩელის უზრუნველსაყოფად, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის განჩინებით, განსაზღვრული წესით, ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ საბანკო ანგარიშებს სს ს----------–--------ში 35 736,28 ლარის ფარგლებში. 4.3. მოპასუხემ განცხადებით მიმართა სასამართლოს და საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადების ნაცვლად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება მოითხოვა. სამართლებრივი დასაბუთება 4.4. პალატა სავსებით ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილისა და 1961 მუხლის 1 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სასამართლომ თანაზომიერად უნდა დაიცვას როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები. 4.4.1. ამის შესაბამისად, უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული უნდა იქნას იმგვარად, მან, ერთი მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის 1 ნაწილით გათვალისწინებული მიზნები შეასრულოს და - მეორე მხრივ, მოპასუხეს არათანაზომიერ, გაუმართლებელ ტვირთად არ დააწვეს. 4.5. პალატა აღნიშნავს, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 1 მუხლის მე-2 პუნქტის თანახად, სამეწარმეო საქმიანობის მიზანი მოგების მიღებაა. 4.5.1. მოგებას კი საწარმო, ჩვეულებრივ, ფულადი სახით იღებს. 4.5.2. ამის შესაბისად, ფულად სახსრებზე ყადაღის დადება, მისი მოცულობის მიუხედავად, საწარმოს, როგორც, ზოგადად, სამეწარმეო საქმიანობაში, ისე - მოგების მიღებაში სხვა ყველა შეზღუდვაზე მეტად უშლის ხელს. 4.5.3. ამიტომ, ჩვეულებრივ, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, საწარმოს ფულად სახსრებზე ყადაღის დადება გამონაკლის შემთხვევაში უნდა იქნას გამოყენებული, ანუ მაშინ, როცა სხვა ღონისძიებების მეშვეობით უზრუნველყოფის ღონისძიების მიზნის მიღწევა შეუძლებელი იქნება. 4.6. გასაჩივრებული განჩინებით, მომჩივანის სარჩელის უზრუნველსაყოფად ყადაღა დაედო მოპასუხის კუთვნილ, 0--------------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 92,88 კვ.მ. ფართის მქონე ბინას. 4.6.1. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი „უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით“ დგინდება, რომ 2018 წლის 2 ოქტომბერს ამ ქონების 1 კვ.მ. ფართი მოპასუხემ 311,84 აშშ დოლარად შეიძინა. 4.6.2. ამის შესაბამისად, ნათელია, რომ, მთლიანად, ყადაღადადებული ქონების ღირებულება - 92,88X311,84=28963,69 აშშ დოლარია, რაც მომჩივანის მოთხოვნას, თითქმის, 2,5-ჯერ აღემატება. 4.6.3. აღსანიშნავია, რომ ეს სადავოდ არც თავად მომჩივანს გაუხდია. 4.7. ამრიგად, საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ერთი სახის მეორეთი შეცვლის თაობაზე. 4.8. მომჩივანს არ დაუზუსტებია, თუ რა სახით შეეშლება ხელი გადაწყვეტილების აღსრულებას ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შემთხვევაში და რატომ იქნება ეს დაკავშირებული გაუმართლებელი დროის რესურსთან. 4.9. ამის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები არ არსებობს და იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შპს პ-------- ფ------- ჯ-----ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 1 თებერვლის განჩინება;

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

4. განჩინება არ საჩივრდება.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ირმა პერანიძე

ლაურა მიქავა