განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 170210018002555169
საქმე №2ბ/6381-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე ოთარ სიჭინავა
სხდომის მდივანი - მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი - ს----–--–---------–----–----------------–-----------------------------–-
წარმომადგენელი - ა-–--- ა------- (დირექტორი), ნ---- ც------–-, რ--------- ფ-----------
მოწინააღმდეგე მხარე - ნ----- ს---------
წარმომადგენელი - ნ-------- ხ----–-------
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 24.08.2018წ. გადაწყვეტილება
დავის საგანი - სახელფასო თანხის ანაზღაურება.
1. აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
1. ნ----- ს---------ს სარჩელი მოპასუხე ს----–--–---------–----–--------------------------------------------–-- მიმართ დაკმაყოფილდა.
2. მოპასუხე ს----–--–---------–----–--------------------------------------------–-- მოსარჩელე ნ----- ს---------ს სასარგებლოდ დაეკისრა 1555.89 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. ს-----–--–---------–----–------------------–-----------------------------–-- დირქტორის 2017 წლის 07 ნოემბრის №------ ბრძანების თანახმად, ს------–------------------------------–-- ს---------------------–--------------- მასწავლებელს ნ----- ს--------- მიეცეს ხელფასი ბაკალავრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით 2017 წლის 07 ნოემბრიდან.
2.2. ს------–--–---------–----–------------------–-----------------------------–-- დირქტორის
2017 წლის 30 იანვრის №----- ბრძანების თანახმად, ს------–------------------------------–-- ს---------------------–--------------- და ბ----–------ მასწავლებლის - ნ----- ს---------ს შრომის ანაზღაურებიდან მომდევნო 8 თვე შესაბამისი პროპორციული გადანაწილებით დაექვითა ზედმეტად გაცემული თანხა 1555.89 ლარის ოდენობით.
2.3. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2018 წლის №----------------- გადაწყვეტილებით დადასტურდა ნ----- ს---------ს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების T------------ დიპლომის ნამდვილობა. ასევე, შპს თ---–---------------------------------------- ს მიერ 2010 წელს გაცემული უმაღლესი განათლების T------------ დიპლომის შესაბამისად, ნ----- ს--------- 2005 წელს მიენიჭა ქ--------–----------------- მასწავლებლის კვალიფიკაცია. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89- ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნ----- ს---------ს მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს.
2.4. ს------–--–---------–----–------------------–-----------------------------–-- დირქტორის 2018 წლის 30 მარტის №------- ბრძანების თანახმად, ს------–------------------------------–-- ს---------------------–--------------- მასწავლებელს ნ----- ს--------- მიეცეს ხელფასი მაგისტრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით 2018 წლის 26 მარტიდან.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.5. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნია სახელფასო დავალიანება 1555.89 ლარის ოდენობით.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოპასუხე განმარტავს, რომ ხელმძღვანელობდა ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, რომლითაც განისაზღვრება შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრის სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0,8; ბ) პროფესიული განათლება - 0,9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1,1; ე) დოქტორის ან მაასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების მე-6 თავში დადგენილის მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის თანახმად, მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების მიზნით, დადგენილია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიში მოქმედი მასწავლებლის შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:
ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ; ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ; ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში; გ) ,,ა“ ქვეპუნტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია, შესაბამისი მასწავლებელი;
იმ გარემოებას, რომ მოხდა მოსარჩელისათვის დარიცხული (ხელფასის სახით გაცემული) თანხის დაქვითვა, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 30 იანვრის №----- ბრძანება სამსახურებრივი ბარათი და თვითონ მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები. ამის საფუძვლად მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ვინაიდან მხარის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, აღნიშნული კი წარმოადგენდა მასწავლებლის კანონისმიერ ვალდებულებას - შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად აეტვირთა ელექტრონულ სისტემაში, რათა დამსაქმებლის მიერ მოხდეს მისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემა, მოხდა შესაბამისი ოდენობის თანხის დაქვითვა, რომლის ვალდებულებაც მოპასუხეს გააჩნდა როგორც ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვვლის N68 დადგენილებით, ასევე ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილ მოცემულობაში, მოსარჩელე მხარეს ვერ ექნებოდა შესაძლებლობა 2018 წლის 26 მარტამდე სათანადო წესით წარედგინა მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.6. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სსკ-ის 1.2. მუხლი). ამავე კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. მოპასუხე მხარეს მოსარჩელის მიმართ, მის მიერ შესრულებული სამუშაოსათვის, შრომის ანაზღაურების გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მოსარჩელემ კი, როგორც დასაქმებულმა, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა თავისი შრომითი ვალდებულება.
,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის N959 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების“ მე-4 მუხლის ,,ვ“ პუნქტის შესაბამისად, შრომითი ხელშეკრულებით განისაზღვრება შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი.
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრის სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0,8; ბ) პროფესიული განათლება - 0,9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1,1; ე) დოქტორის ან მაასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.
,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების მე-6 თავში დადგენილის მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის თანახმად, მოქმედი მასწავლებლის სქემაში განაწილების მიზნით, დადგენილია, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებიში მოქმედი მასწავლებლის შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება შემდეგი მონაცემები:
ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ;
ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების , აკადემიური ხარისხის შესახებ; ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ;
ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში;
გ) ,,ა“ ქვეპუნტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია, შესაბამისი მასწავლებელი;
განსახილველ შემთხვევაში, დამსაქმებელს გააჩნია უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები. ფაქტი იმის შესახებ, რომ მოსარჩელის განათლების აკადემიური ხარისხის, როგორც მაგისტრის აკადემიური ხარისხის არ აღიარება იმ პერიოდზე, რა პერიოდზეც მოხდა ხელფასის დაქვითვა, არ დასტურდება.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მიმდინარე სამართალწარმოებაც უნდა გადაწყდეს იმის მიხედვით თუ რამდენად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ჯერ შესაბამისი სადავო პერიოდში სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების გარემოება, შემდგომ შრომის კუთვნილი ანაზღაურების მიუღებლობის გარემოება. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ დაამტკიცა მოპასუხის მიმართ თავისი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ ვერ დაამტკიცა და დაასაბუთა თავის შესაგებელში მითითებული პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა სარჩელის დაკმაყოფილება.
საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტით, ასევე სასამართლოში სამართალწარმოების დროს მიღებული მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე ცალსახად დადგენილია გარემოება, რომ მოსარჩელის ნ----- ს---------ს მიმართ 2017 წლის იანვრიდან დაქვითული ხელფასის 1555.89 ლარის ოდენობით ანაზღაურება არ განხორციელებულა. ეს გარემოება, როგორც ზემოთ ნამსჯელი სამართლებრივი მოცემულობის შესაბამისად, ცალსახად ამ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას განაპირობებს.
3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები
3.1. დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელეს 2018 წლის 26 მარტამდე წარედგინა მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსარჩელე მხარეს ასეთი შესაძლებლობა ჰქონდა მას შემდეგ რაც სკოლასთან გააფორმა ხელშეკრულება. ამასთან, როგორც შესაგებელშია მითითებული, სკოლამ არაერთხელ მოსთხოვა ნ----- ს--------- დიპლომის აღიარების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება (რომლითაც ნ----- ს--------- უარი ეთქვა დიპლომის აღიარებაზე), მიღებული იყო 2015 წლის 31 აგვისტოს, მოსარჩელის მიერ არ მოხდა მისი სკოლისთვის გადაცემა.
სასამართლო მიუთითებს, რომ უტყუარად დადასტურებულია, რომ ნ----- ს---------ს მიერ მიღებული განათლება 2005 წლიდან უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, თუმცა არც ცენტრის გადაწყვეტილებაში და არც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება. ცენტრის მიერ 26.03.2018წ. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ნ----- ს---------ს მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს, თუმცა არ არის მითითებული რომელი თარიღიდან.
2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრის სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-4 მუხლის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურების სქემა ითვალისწინებს მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოების და თანამდებობრივ სარგოებზე დანამატების გაანგარიშებას შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: ა) მასწავლებლის განათლება და კვალიფიკაცია. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0,8; ბ) პროფესიული განათლება - 0,9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1,1; ე) დოქტორის ან მაასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული წესით განსაზღვრული მოთხოვნები. აღნიშნული წესი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მასწავლებლის მიერ სსიპ მართვის საინფორმაციო სისტემაში ატვირთული მისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის მიხედვით ხდება მისი თანამდებობრივი სარგოს დაანგარიშება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
ამავე კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. ს-----–--–---------–----–------------------–-----------------------------–-- დირქტორის 2017 წლის 07 ნოემბრის №------ ბრძანებით ს------–------------------------------–-- ს---------------------–--------------- მასწავლებელს ნ----- ს--------- მიეცა ხელფასი ბაკალავრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით 2017 წლის 07 ნოემბრიდან (ტ.1, ს.ფ. 140).
4.2. ს------–--–---------–----–------------------–-----------------------------–-- დირქტორის 2017 წლის 30 იანვრის №----- ბრძანების თანახმად, ს------–------------------------------–-- ს---------------------–--------------- და ბ----–------ მასწავლებლის - ნ----- ს---------ს შრომის ანაზღაურებიდან მომდევნო 8 თვე შესაბამისი პროპორციული გადანაწილებით დაექვითა ზედმეტად გაცემული თანხა 1555.89 ლარის ოდენობით (ტ.1, ს.ფ. 70).
4.3. განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით დადასტურდა ნ----- ს---------ს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების T------------ დიპლომის ნამდვილობა. ასევე, შ--------–----------------------------------------ს მიერ 2010 წელს გაცემული უმაღლესი განათლების T----------- დიპლომის შესაბამისად, ნ----- ს--------- 2005 წელს მიენიჭა ქ--------–----------------- მასწავლებლის კვალიფიკაცია. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნ----- ს---------ს მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (ტ.1, ს.ფ. 11-15).
4.4. ს-----–--–---------–----–----------------–-----------------------------–-- დირქტორის 2018 წლის 30 მარტის №------- ბრძანების თანახმად, ს------–------------------------------–-- ს---------------------–--------------- მასწავლებელს ნ----- ს--------- მიეცა ხელფასი მაგისტრის ხარისხის შესაბამისი კოეფიციენტით 2018 წლის 26 მარტიდან (ტ.1, ს.ფ. 131).
4.5. მოსარჩელე ითხოვს დაუბრუნდეს 2017 წლის 30 იანვრის №----- ბრძანების საფუძველზე დაქვითული თანხა 1555.89 ლარის ოდენობით.
იმ გარემოებას, რომ მოხდა მოსარჩელისათვის დარიცხული (ხელფასის სახით გაცემული) თანხის დაქვითვა, ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი 2017 წლის 30 იანვრის №----- ბრძანება სამსახურებრივი ბარათი და თვითონ მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებები. მოპასუხე მხარე განმარტავს, რომ ვინაიდან მხარის მიერ არ იყო წარდგენილი ინფორმაცია აკადემიური ხარისხის შესახებ, აღნიშნული კი წარმოადგენდა მასწავლებლის კანონისმიერ ვალდებულებას - შესაბამისი დოკუმენტაცია დროულად აეტვირთა ელექტრონულ სისტემაში, რათა დამსაქმებლის მიერ მოხდეს მისთვის შესაბამისი ანაზღაურების მიცემა, მოხდა შესაბამისი ოდენობის თანხის დაქვითვა, რომლის ვალდებულებაც მოპასუხეს გააჩნდა როგორც ,,მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილებით, ასევე ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანებით.
,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერრების მინისტრის 2015 წლის 28 სექტემბრის N126/ნ ბრძანების პირველი მუხლით დადგენილი ,,საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მასწავლებლის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და თანამდებობრის სარგოზე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დანამატებს. ამავე წესის მე-5 მუხლის თანახმად, მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას განსაზღვრულია მასწავლებლის განათლებისა და კვალიფიკაციის ხუთი საფეხური და შემდეგი კოეფიციენტები: ა) სრული ზოგადი განათლება - 0,8; ბ) პროფესიული განათლება - 0,9; გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.0; დ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, აგრეთვე 2000 წლის ჩათვლით მიღებული 4 წლიანი უმაღლესი პედაგოგიური განათლება - 1,1; ე) დოქტორის ან მაასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი - 1.2.
სადავო პერიოდში მოქმედი „მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დამტკიცების შესახებ“ 2015 წლის 20 თებერვლის N68 დადგენილების მე-6 თავში მოცემულია მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები, რომლის თანახმად მოქმედი მასწავლებლების სქემაში განაწილების მიზნით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედი მასწავლებლების შესახებ ელექტრონულ სისტემაში განთავსდება ა.ბ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის მიერ მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების, ან მისი ცალკეული ნაწილის წარმატებით დაძლევის, ასევე საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესახებ; ა.გ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის განათლების, აკადემიური ხარისხის შესახებ; ა.დ) ინფორმაცია მოქმედი მასწავლებლის პედაგოგიური საქმიანობის სტაჟის შესახებ; ბ) მასწავლებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ,,ა.გ“ და ,,ა.დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაციის ატვირთვა ელექტრონულ სისტემაში; გ) ,,ა“ ქვეპუნტში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე პასუხისმგებელია, შესაბამისი მასწავლებელი;
გათვალისწინებით იმისა, რომ განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დიპლომის ნამდვილობის დადასტურება განხორციელდა მხოლოდ 26.03.2018წ. გადაწყვეტილებით, დასაბუთებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელე მხარეს ვერ ექნებოდა შესაძლებლობა 2018 წლის 26 მარტამდე სათანადო წესით წარედგინა მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული განათლების განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურდა ნ----- ს---------ს მიერ მიღებული უმაღლესი განათლების T----------- დიპლომის ნამდვილობა, რომლითაც ნ----- ს--------- 2005 წელს მიენიჭა ქ--------–----------------- მასწავლებლის კვალიფიკაცია. “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, ნ----- ს---------ს მიერ მიღებული განათლება უთანაბრდება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს (ტ.1, ს.ფ. 11-15).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხისთვის 2017 წლის 30 იანვრის №----- ბრძანებით დაქვითული თანხის დაკისრების თაობაზე. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელე ნ----- ს---------ს სასარგებლოდ მართებულად დაეკისრა 1555.89 ლარის ანაზღაურება. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
6. სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ს----–--–---------–----–----------------–-----------------------------–-- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელი დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება.
3. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ოთარ სიჭინავა