განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310017002215870
საქმე N3ბ/1603-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
6 ივლისი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე – მარიამ ცისკაძე
სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - გ------ა რ-------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება
სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით გ------ა რ-------ის სასარჩელო მოთხოვნა - ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–-----------------ს M---------------- ბრძანება; დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, გ------ა რ-------ის სამსახურში აღდგენის თაობაზე - არ დაკმაყოფილდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. გ------ა რ-------ე 2007 წლის 3 მაისიდან კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადიოდა სამხედრო სამსახურს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გ--------------–--–------------------- შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–----------------ს N--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ს-----–-----------------–-----–-------------------–---------------–---------------–----------–-ს (მი-24) ბ---------------------------------ს, ა---–--- უ---------–---------- გ------ა რ-------ეს გაუფორმდა შეთანხმების ოქმი კონტრაქტის ვადის 10 წლით გაგრძელების შესახებ.
2.2. 2016 წლის 3 ოქტომბერს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს პატაკით მიმართა ამავე სამსახურის სარდლის (მფრინავის) მოვალეობის შემსრულებელმა და აცნობა, რომ მიზანშეწონილი იყო გ------ა რ-------ის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან.
2.3. აღნიშნულ პატაკზე თანდართული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2------–-–------------------- ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------ა რ-------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების გამო, და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
2.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2------–-–-------------------------------------- ბრძანებით სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ს-----–-------------------------–--------------–---------------–----------–-------------------------------- გ------ა რ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.
2.5. საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის გ------ა რ-------ე არაერთხელ არის დაჯილდოებული I, II და III ხარისხის მედლებით.
2.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, გ------ა რ-------ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–-------------------------------------- ბრძანება გ------ა რ-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში; სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასდეს მოსარჩელე გ------ა რ-------ის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა თუ არა კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. (ს.ფ. 47-66).
2.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2-----–-–-----------------ს M---------------- ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ს-----–--------------------------–--------------–----------------–----------–--------------------- (ს-–------------------------------------–-----------------), კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2016 წლის 13 ოქტომბრიდან.
2.8. მითითებული ბრძანებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–------------------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ს-----–--------------------------–--------------–----------------–----------–---------------------, კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. აღნიშნული ბრძანება გ------ა რ-------ემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით (ს---------------) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–------------------------- ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
2.9. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------ა რ-------ეს შორის 03.05.2007 წელს გაფორმდა N217 ხელშეკრულება (კონტრაქტი). რომლის 6.1.2 და და 6.1.4 პუნქტების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი, გაუფრთხილდეს პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება. ამ კონტრაქტის 9.1.3 პუნქტი კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს კონტრაქტის პირობების ბრალეულ დარღვევას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილების (საქმე N--------) თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საავიაციო ბრიგადის მე-3 საავიაციო ესკადრილიის ,,A’’ საავიაციო რგოლის ბორტტექნიკოსმა, კაპიტანმა გ------ა რ-------ემ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის ზომა, ჯარიმის სახით.
2.10. ნარკოტიკული საშუალების მოხმარება წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის და საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსებით გათვალისწინებულ აკრძალულ ქმედებას, აგრეთვე საჯარო/სამხედრო სამსახურის თვისობრივ პრინციპებთან/ღირებულებებთან შეუთავსებელ ქმედებას, რაც საჯარო/სამხედრო მოსამსახურეს ავალდებულებს საჯარო/სამხედრო სამსახურის განმავლობაში არ განახორციელოს ამგვარი ქმედება, გაუფრთხილდეს საჯარო/სამხედრო სამსახურის დადებით რეპუტაციას, რომლის ჩამოყალიბებაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საჯარო-სამხედრო მოსამსახურის ზოგად ზნეობრივი და კანონშესაბამისი ქცევა. აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ არ მოხდეს ნარკოტიკების არადანიშნულებისამებრ მოხმარება და აცილებული იქნეს მისგან გამოწვეული ზიანი, ასევე არ განხორციელდეს ნარკოტიკების პოპულარიზაცია და არ გახდნენ მისი სამიზნე სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც არ მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს და დღემდე ღირსეულად იცავენ მათზე დაკისრებულ მოვალეობებს.
უდავოა, რომ კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ის მხრიდან მარიხუანას მომხარება იყო ბრალეული ქმედება და ეს დადგენილია სასამართლოს ზემოთ აღნიშნული დადგენილებით. ამ ქმედებისათვის ადეკვატური შემხვედრი ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან ობიექტურად არის კონტაქტის შეწყვეტა, რადგან ამგვარი ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან (უფრო მეტიც ოფიცერთან) შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე (რაშიც იგულისმხება სამხედრო დისციპლინის შენარჩუნება).
გასათვალისწინებელია, რომ ნარკოტიკული საშუალების მოხმარება შეუფერებელია ნებისმიერი საჯარო, მათ შორის სამხედრო მოსამსახურისათვის, ვინაიდან, ასეთი ქმედებით ზიანი ადგება სამხედრო სამსახურს და სამხედრო მოსამსახურის ავტორიტეტს, მითუფრო, რომ მოცემული შემთხვევა კატეგორიულად მიუღებელია სწორედ იმ ფუნქციის განმახორციელებელი სამხედრო თანამდებობისათვის, რომელსაც ასრულებდა გ------ა რ-------ე (ბ----------------- პასუხს აგებს საფრენი აპარატის დროული და ხარისხიანი ფრენებისთვის მომზადებაზე; მასზე მიმაგრებული ინსტრუმენტის გამართულობასა და შენახვაზე; საბორტო დოკუმენტაციის სწორ და დროულ გაფორმებაზე. ფრენებისაგან თავისუფალ დღეებში ბ----------------- ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ტექნიკის დათვალიერებაში და მისი მტყუნებების მიზეზების გამოვლენის, ანალიზისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად; რიგ შემთხვევებში ბ----------------- ასრულებს საფრენი აპარატის ტექნიკოსის მოვალეობებს). ამდენად მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი მომეტებულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოებას, სამხედრო სამსახურის ინტერესებს და საზოგადოებაში ქმნის უარყოფით შეხედულებას სამხედრო მოსამსახურის ავტორიტეტზე. (ს.ფ.25-27; 45-46;).
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, 601-ე მუხლით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, 23-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი, მე-2 და მე-11 მუხლებით, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით, 24-ე მუხლით, ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 10 თებერვლის #111 ბრძანებულების პირველი, მეორე, 31-ე, 36-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე- 4 და 102-ე, 105-ე მუხლებით.
4.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ის მხრიდან მარიხუანას მომხარება იყო ბრალეული ქმედება, ხოლო ამ ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან ობიექტურად არის კონტაქტის შეწყვეტა, რადგან ამგვარი ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან (უფრო მეტიც ოფიცერთან) შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე (რაშიც იგულისხმება სამხედრო დისციპლინის შენარჩუნება); ასეთი ქმედებით ზიანი ადგება სამხედრო სამსახურს და სამხედრო მოსამსახურის ავტორიტეტს, მით უფრო, რომ მოცემული შემთხვევა კატეგორიულად მიუღებელია სწორედ იმ ფუნქციის განმახორციელებელი სამხედრო თანამდებობისათვის, რომელსაც ასრულებდა გ------ა რ-------ე (ბ----------------- პასუხს აგებს საფრენი აპარატის დროული და ხარისხიანი ფრენებისთვის მომზადებაზე; მასზე მიმაგრებული ინსტრუმენტის გამართულობასა და შენახვაზე; საბორტო დოკუმენტაციის სწორ და დროულ გაფორმებაზე. ფრენებისაგან თავისუფალ დღეებში ბ----------------- ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ტექნიკის დათვალიერებაში და მისი მტყუნებების მიზეზების გამოვლენის, ანალიზისა და აღმოფხვრის სამუშაოებში, მიიღოს ზომები მათ აღმოსაფხვრელად; რიგ შემთხვევებში ბ----------------- ასრულებს საფრენი აპარატის ტექნიკოსის მოვალეობებს). ამდენად მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი მომეტებულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოებას, სამხედრო სამსახურის ინტერესებს და საზოგადოებაში ქმნის უარყოფით შეხედულებას სამხედრო მოსამსახურის ავტორიტეტზე.
4.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს ჩადენილი სამართალდარღვევის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით ეკისრება დისციპლინური, ადმინისტრაციული, სამოქალაქო - ან სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამასთან, გადაცდომისათვის, რომელიც დაკავშირებულია სამხედრო დისციპლინისა და მხედრული ღირსების შელახვასთან, სამხედრო მოსამსახურე პასუხს აგებს საერთო- საჯარისო წესდების საფუძველზე.
,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2-----–-–---------------–---------რძანებულების პირველი მუხლის თანახმად, აღნიშნული წესდების ამოცანაა მმართველობის დადგენილი წესის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი წესრიგისა და სამხედრო დისციპლინის დაცვა; დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილების უზრუნველყოფა, სამხედრო მოსამსახურეთა მიერ სამხედრო სამსახურის გავლის უზრუნველყოფა, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის ზუსტი და განუხრელი დაცვით, მოქალაქეთა და სხვა სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების პატივისა და ღირსების გათვალისწინებით, საერთო და სამხედრო ცხოვრების წესების პატივისცემით, დაკისრებულ მოვალეობათა შესრულების სულისკვეთებით. აღნიშნული ამოცანის განხორციელების მიზნით, წესდება განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება წარმოადგენს დისციპლინურ გადაცდომას და რომელი ღირსეულ საქციელს, რა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან რა სახის წახალისება და რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ, რა წესით შეიძლება დაეკისროს დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეს.
ხსენებული წესდების მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის ღირსება გულისხმობს მის ზნეობრივ დამოკიდებულებას საკუთარი თავისა და საზოგადოების მიმართ. იგი ღირსების საშუალებით აცნობიერებს საკუთარ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. სამხედრო დისციპლინა არის სამხედრო მოსამსახურის მიერ საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებებით გათვალისწინებული წესების მკაცრი და ზუსტი დაცვა. სამხედრო დისციპლინა ეფუძნება სამხედრო მოსამსახურეების მიერ მოვალეობების განუხრელ შესრულებას, პირადი პასუხისმგებლობის მაღალ შეგნებას, მუდმივ საბრძოლო მზადყოფნას სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით.
4.3. სასამართლომ მიუთითა მოსარჩელე - გ------ა რ-------ესთან გაფორმებულ 2007 წლის 3 მაისის კონტრაქტზე, რომლის მოქმედება 10 წლის ვადით გაგრძელდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გ--------------–--–------------------- შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–----------------ს N--- ბრძანების საფუძველზე და აღნიშნავს, რომ ხსენებული კონტრაქტით გათვალისწინებულია კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე სისტემატურად ან ბრალეულად არღვევს მის მიერ კონტრაქტით ნაკისრ ან შესაბამისი საჯარისო წესდებებით დადგენილ ვალდებულებებს. სისტემატურ დარღვევად ჩაითვლება ორჯერ ან მეტჯერ დარღვევა.
4.4. სასამართლომ მიუთითა ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ ს----------–---------------------------–-–---------------–-------------------–---ს 31-ე მუხლზე, რომლის მიხედვით დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის და/ან სამხედრო სამსახურის წესის, საკუთრების, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების, მმართველობის მიერ დადგენილი წესის (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებს, ხოლო 36-ე მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახეები, კერძოდ, დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა; დ) მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა; ე) გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო; ვ) ადმინისტრაციული პატიმრობა; ზ) ხელფასის დაქვითვა; თ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა; კ) დისციპლინური ქულის დაკლება; ლ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა. ამასთან, 45-ე მუხლის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული), და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.
4.5. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.
4.6. საქმის მასალების შეფასების შედეგად პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წინასწარი შეცნობით დაარღვია კანონი, კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ის მხრიდან მარიხუანას მომხარება იყო ბრალეული ქმედება, იგი იმყოფებოდა სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელ მდგომარეობაში. სასამართლომ გაიზიარა სამინისტროს დასაბუთება, რომ ამგვარი ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არის სწორედ კონტაქტის შეწყვეტა, რადგან სადავო ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან (უფრო მეტიც ოფიცერთან) შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაშიც იგულისმხება სამხედრო დისციპლინის შენარჩუნება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს, შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ------ა რ-------ემ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
5.1. აპელანტი სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლის “ა”, ”ბ”, ”გ” და 394-ე მუხლის “ე” და “ე” პრიმა ქვეპუნქტების მოთხოვნები, ასევე 249-ე მუხლის მე-4 ნაწილი.
5.2. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, რადგან არ არის გამოყენებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი.
5.3. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 -17 მუხლები. აპელანტმა იხელმძღვანელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 26 ოქტომბრის №2/2-389 გადაწყვეტილებით საქმეზე “საქართველოს მოქალაქე მაია ნათაძე და სხვები საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ” II-30; ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის №2/1/536 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ლევან ასათიანი, ირაკლი ვაჭარაძე, ლევან ბერიანიძე, ბექა ბუჩაშვილი და გოჩა გაბოძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის წინააღმდეგ“, II-54; საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 9 თებერვლის №1/2/622 გადაწყვეტილებით საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ედიშერ გოგუაძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ“, II-12.
5.4. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ უმსჯელია და გაუანალიზებია გ------ა რ-------ის საქმის ინდივიდუალური მახასიათებლებზე, მათ შორის ქმედების ერთჯერად ხასიათსა და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანას) თავისებურებებზე.
5.5.აპელანტი მიუთითებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებზე და სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს: ,,ყველა მოწმე და სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ მარიხუანის მოხმარების შედეგად ადამიანის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ნაკლებია სხვა, მძიმე ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების შედეგად ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანთან შედარებით. ამავე დროს, ხშირ შემთხვევაში, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოხმარება შეიძლება მარიხუანის მოხმარებაზე მეტი საფრთხის შემცველიც კი იყოს. ექსპერტმა დ-----------–---მ აღნიშნა, რომ მარიხუანა, სხვა ნარკოტიკებისგან განსხვავებით, არ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას. ალკოჰოლის მავნედ მოხმარების შემთხვევაში არანაკლები ფსიქო-ფიზიკური და სამართლებრივი სირთულეები იქმნება“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-79; ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”, II- 30 ).
,,სასამართლო აღნიშნავს, რომ საერთაშორისო სამედიცინო კვლევების თანახმად, მარიხუანის მოქმედების ზიანი ჯანმრთელობაზე არის ნაკლები ან მსგავსი ისეთი ნივთიერების მოხმარებისა, რომელიც არაა აკრძალული, მაგალითად, ალკოჰოლი (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 31). ,, არ არსებობს დადასტურებულ მეცნიერულ კვლევებზე ან ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებული მტკიცებულება, რომლის საფუძველზე სასამართლო დაასკვნიდა, რომ მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ქმნის პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მომეტებულ საფრთხეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 36).
,,საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, რომ მარიხუანის ზოგიერთმა მომხმარებელმა შემდგომში სხვა, უფრო მძიმე ნარკოტიკული საშუალება მოიხმაროს, თუმცა აღნიშნულის გამომწვევი მიზეზი ვერ იქნება უშუალოდ მარიხუანა და მისი დამახასიათებელი თვისებები” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 39). სამეცნიერო-სამედიცინო კვლევებით ცალსახად არ არის დადასტურებული, რომ მარიხუანის მოხმარება იწვევს სურვილს, გასინჯო უფრო ძლიერი ნარკოტიკული საშუალება. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 40). ,,მარიხუანის მოხმარების აკრძალვა მიმართულია თავად მომხმარებლის ჯანმრთელობის დაცვისკენ” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 47).
,,იმის სავალდებულოდ დადგენა, თუ რისი ჭამა, დალევა, მოწევა შეიძლება და ამ ქმედებისათვის სასჯელის დაწესება, წარმოადგენს პირადი ავტონომიით დაცულ სფეროში ჩარევის ისეთ ფორმას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია მხოლოდ საჯარო ინტერესების დასაცავად. პიროვნების დასჯა მხოლოდ საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გამო, წარმოადგენს სახელმწიფოსგან გამოვლენილი პატერნალიზმის ისეთ ფორმას, რომელიც არ არის თავსებადი თავისუფალ საზოგადოებასთან. „ცალსახაა, რომ სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანის თავისუფლებაში მხოლოდ იმიტომ, რომ ის ირაციონალურ ქმედებას ახორციელებს. ასეთი ჩარევა გამართლებული რომ იყოს, საჭიროა, მან მიაღწიოს გარკვეულ სიმწვავეს, სხვებს უქმნიდეს რეალურ და სერიოზულ საფრთხეს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის №1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-74). ამდენად, სადავო ნორმით დადგენილი უფლების შეზღუდვას ვერ გაამართლებს სახელმწიფოს ინტერესი, დაიცვას პირი საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისაგან (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 50).
,,მარიხუანის განმეორებითი მოხმარება არ ქმნის ისეთ საზოგადოებრივ საფრთხეებს, რომელთა დასაცავადაც პირის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯა გამართლდებოდა. შესაბამისად, შეუსაბამოა პირისთვის კრიმინალის სტატუსის მინიჭება ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ პირის ჯანმრთელობას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს და არ ქმნის სხვათა უფლებების დარღვევის მომეტებულ საფრთხეს” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის №1/13/732 გადაწყვეტილება საქმეზე ,, საქართველოს მოქალაქე გივი შანიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ” II- 56).
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
6.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
7. სააპელაციო პალატა გ------ა რ-------ის სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:
7.1. გ------ა რ-------ე 2007 წლის 3 მაისიდან კონტრაქტის საფუძველზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადიოდა სამხედრო სამსახურს. საქართველოს შეიარაღებული ძალების გ--------------–--–------------------- შემადგენლობის დეპარტამენტის უფროსის 2----–-–----------------ს N--- ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ს-----–-----------------–-----–-------------------–---------------–---------------–----------–-ს (მი-24) ბ---------------------------------ს, ა---–--- უ---------–---------- გ------ა რ-------ეს გაუფორმდა შეთანხმების ოქმი კონტრაქტის ვადის 10 წლით გაგრძელების შესახებ.
7.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელს 2016 წლის 3 ოქტომბერს პატაკით მიმართა ამავე სამსახურის სარდლის (მფრინავის) მოვალეობის შემსრულებელმა და აცნობა, რომ მიზანშეწონილი იყო გ------ა რ-------ის დათხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან. აღნიშნულ პატაკზე თანდართული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2------–-–------------------- ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების თანახმად, გ------ა რ-------ე ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის, კერძოდ, ნარკოტიკული საშუალების ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანას) მოხმარების გამო, და სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
7.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2------–-–-------------------------------------- ბრძანებით სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისთვის და კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ს-----–-------------------------–--------------–---------------–----------–-------------------------------- გ------ა რ-------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში.
7.4. საქმის განხილვის დროს წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში უმწიკვლო სამსახურისთვის გ------ა რ-------ე არაერთხელ არის დაჯილდოებული I, II და III ხარისხის მედლებით.
7.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, გ------ა რ-------ის სარჩელი მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებისა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების დაკისრების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–-------------------------------------- ბრძანება გ------ა რ-------ის თანამდებობიდან გათავისუფლების ნაწილში; დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა მოსარჩელესთან მიმართებაში, კანონით დადგენილ ვადაში; სხვა მოთხოვნების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
7.6. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2-----–-–-----------------ს M---------------- ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ს-----–--------------------------–--------------–----------------–----------–--------------------- (ს-–------------------------------------–-----------------), კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ე ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე’’ (სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის) და ,,თ’’ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტების თანახმად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში 2016 წლის 13 ოქტომბრიდან.
7.7. მითითებული ბრძანებით დადგენილია შემდეგი გარემოებები: საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–------------------------- ბრძანებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის ს-----–--------------------------–--------------–----------------–----------–---------------------, კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ე, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში. აღნიშნული ბრძანება გ------ა რ-------ემ გაასაჩივრა სასამართლოში. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით (ს---------------) ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2----–-–------------------------- ბრძანება და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
7.8. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში დადგინდა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გ------ა რ-------ეს შორის 03.05.2007 წელს გაფორმდა N217 ხელშეკრულება (კონტრაქტი). რომლის 6.1.2 და და 6.1.4 პუნქტების შესაბამისად სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია მტკიცედ დაიცვას სამხედრო ფიცი, გაუფრთხილდეს პატივსა და ღირსებას, არ ჩაიდინოს სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება. ამ კონტრაქტის 9.1.3 პუნქტი კონტრაქტის შეწყვეტის საფუძვლად ითვალისწინებს კონტრაქტის პირობების ბრალეულ დარღვევას. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 26 სექტემბრის დადგენილების (საქმე N--------) თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის საავიაციო ბრიგადის მე-3 საავიაციო ესკადრილიის ,,A’’ საავიაციო რგოლის ბორტტექნიკოსმა, კაპიტანმა გ------ა რ-------ემ მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), რის გამოც მის მიმართ გამოყენებული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული სახდელის ზომა, ჯარიმის სახით.
8.1. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. ასევე, ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება. შრომის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლის გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. ამასთანავე, შრომის უფლება არ არის აბსოლუტური, აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას კანონით გათვალისწინებული საფუძვლის შემთხვევაში გაათავისუფლოს დასაქმებული. ამდენად, მოცემული დავის გადაწყვეტისას საჭიროა გათავისუფლების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების დადგენა.
სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
8.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ურთიერთობის შეფასების პროცესში სასამართლოს კომპეტენცია შემოიფარგლება იმ გარემოების დადასტურებით, დაცულია თუ არა პროპორციულობისა და თანაზომიერების პრინციპი, ადექვატური და სამართლიანია თუ არა დადებული სახდელი და რამდენადაა დაცული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დისკრეციის ფარგლები.
8.3. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებზე, რომლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან ხდება ამ კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ შემდეგ შემთხვევებში: ა) ზღვრული ასაკის მიღწევისას; ბ) ავადმყოფობის გამო; გ) რეორგანიზაციასა და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით; დ) სამსახურებრივი შეუსაბამობისათვის; ე) სამხედრო მოსამსახურის ღირსების შემლახველი საქციელისათვის; ვ) ჩადენილი სისხლის სამართლის მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ; ზ) პირადი სურვილით, თუ მან, როგორც ოფიცერმა, იმსახურა არანაკლებ 10 წელი; თ) კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე; ი) პირადი განცხადებით, როგორც გამონაკლისი, დასაბუთებული და შესაბამისი დოკუმენტებით დადასტურებულ მიზეზთა გამო (მძიმე ოჯახური მდგომარეობა, სხვა სახელმწიფოში მუდმივსაცხოვრებლად გადასვლა, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში არჩევა ან დანიშვნა).
8.4. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ხელმძღვანელობს ,,საქართველოს სამხედრო ძალების საჯარისო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ ს----------–---------------------------–-–---------------–-------------------–---ს 31-ე მუხლით, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომად ჩაითვლება სამხედრო მოსამსახურის მხრიდან საზოგადოებრივი წესრიგის და/ან სამხედრო სამსახურის წესის, საკუთრების, სამხედრო მოსამსახურეებისა და მოქალაქეთა უფლება-მოვალეობების, მმართველობის მიერ დადგენილი წესის (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლისთვისაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი პასუხისმგებლობის ზომას არ ითვალისწინებს, ხოლო 36-ე მუხლით გათვალისწინებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის სახეები, კერძოდ, დისციპლინის დამრღვევ სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) რიგგარეშე სამ განწესამდე დანიშვნა; დ) მორიგი დათხოვნის უფლების ჩამორთმევა; ე) გაფრთხილება არასრული სამსახურებრივი შესაბამისობის გამო; ვ) ადმინისტრაციული პატიმრობა; ზ) ხელფასის დაქვითვა; თ) სამხედრო წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ი) სამსახურიდან დათხოვნა; კ) დისციპლინური ქულის დაკლება; ლ) სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა. ამასთან, 45-ე მუხლის საფუძველზე სამსახურიდან დათხოვნა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გამოიყენება განსაკუთრებულ შემთხვევაში და მხოლოდ საკონტრაქტო (პროფესიული), და კადრის სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ.
8.5. სააპელაციო პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ წინასწარი შეცნობით დაარღვია კანონი, რადგან კაპიტანი გ------ა ა------------ რ-------ის მხრიდან მარიხუანას მომხარება იყო ბრალეული ქმედება, იგი იმყოფებოდა სამხედრო მოსამსახურისათვის შეუფერებელ მდგომარეობაში.
სააპელაციო პალატა თვლის, განსახილველი დავის ფარგლებში სასამართლომ სწორად მიაქცია ყურადღება სადავო აქტის დასაბუთების იმ ნაწილზე, სადაც საუბარია გ------ა რ-------ის, როგორც სამხედრო მოსამსახურის ფუნქცია-მოვალეობებზე და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი მომეტებულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საავიაციო უსაფრთხოებას, სამხედრო სამსახურის ინტერესებს და საზოგადოებაში ქმნის უარყოფით შეხედულებას სამხედრო მოსამსახურის ავტორიტეტზე. სასამართლომ ასევე სწორად გაიზიარა სამინისტროს დასაბუთება, რომ ამგვარი ქმედებისათვის ადეკვატური ნაბიჯი სამინისტროს მხრიდან არის სწორედ კონტრაქტის შეწყვეტა, რადგან სადავო ქმედების ჩამდენ მოსამსახურესთან (უფრო მეტიც ოფიცერთან) შრომითი ურთიერთობის გაგრძელება მიზანშეუწონელია სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, რაშიც იგულისმხება სამხედრო დისციპლინის შენარჩუნება.
8.6. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და ერთობლიობაში შეფასების შედეგად ირკვევა, ჩადენილი გადაცდომის ხასიათისა და სიმძიმის გათვალისწინებით მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობა ადექვატურია.
9.1. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერება გამორიცხავს სამსახურში აღდგენის მოთხოვნის დაკმაყოფილებას და შესაბამისად, ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან კანონმდებლობა საჯარო სამსახურში აღდგენას ცალსახად უკავშირებს მისი დათხოვნის/გათავისუფლების უკანონობას, არ არსებობს მოსარჩელის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი.
9.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს გ------ა რ-------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. არ დაკმაყოფილდეს გ------ა რ-------ის სააპელაციო საჩივარი;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21(ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე: მარიამ ცისკაძე