განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 21.09.2018
საქმის ნომერი
330310017002032822
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
21.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3ბ/1984-18, 330310017002032822

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

21 სექტემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე – მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - რუსუდან ანდრიაშვილი

 

აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - რ----- ჩ------ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

 

1. სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით, რ----- ჩ------ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 3 ივლისის ,,ოჯახის დეკლარაცია” და მის საფუძველზე საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება, ასევე ბათილად ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2015 წლის 20 ნოემბრისა და 2016 წლის 4 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციები” და 2017 წლის 30 ივნისის N0------- და 2017 წლის 27 ივლისის N0------- გადაწყვეტილებები და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ----- ჩ------ის სასარგებლოდ 2015 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

1.2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ რ----- ჩ------ე დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2013 წლიდან, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 37 940 ქულას და იღებდა საარსებო შემწეობას 60 ლარის ოდენობით.

 

1.3. 2015 წლის 3 ივლისს რ----- ჩ------ის ოჯახი გადამოწმდა გენერირებული სიების მიხედვით, შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“ და ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 84 820, რის გამოც შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება 2015 წლის 1 ივნისიდან. ასევე დადგენილია, რომ რ----- ჩ------ის ოჯახი გადამოწმებულ იქნა კიდევ ორჯერ, კერძოდ, 2015 წლის 20 ნოემბერს, როდესაც მისმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 83 910 და 2016 წლის 4 ივნისს, როცა მიენიჭა 72 690 ქულა და კვლავ ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის მიღების უფლება.

 

1.4. 2015 წლის 3 ივლისის ,,ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემების მიხედვით, რ----- ჩ------ე არ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, ასევე არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. იმავე დეკლარაციის თანახმად, რ----- ჩ------ეს კომუნალური ხარჯებისთვის 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, ელექტროენერგიისთვის გადახდილი აქვს 250 ლარი, ხოლო ბუნებრივი გაზისთვის - 200 ლარი.

 

1.5. 2015 წლის 20 ნოემბრის ,,ოჯახის დეკლარაციაში“ კვლავ აღნიშნულია, რომ რ----- ჩ------ე არ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, ასევე არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა კომუნალური ხარჯების სახით ბუნებრივი გაზისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილი აქვს 232,29 ლარი და მითითებულია, რომ მას მიღებული აქვს სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 302 ლარის ოდენობით.

 

1.6. 2016 წლის 4 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი მონაცემებით ირკვევა, რომ რ----- ჩ------ე ს-–--–--–----------–-–-------------- სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, თუმცა კვლავ არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. ამასთან, სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი მიღებული აღარ აქვს, თუმცა მის მიერ გადახდილი თანხა კომუნალური ხარჯებისთვის 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, ელექტროენერგიისთვის შეადგენს 120 ლარს, ხოლო ბუნებრივი გაზისთვის 40 ლარს.

1.7. 2017 წლის 2 ივნისს რ----- ჩ------ემ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ----- ჩ------ის ოჯახში შევსებული 2015 წლის 3 ივლისის, 2015 წლის 20 ნოემბრის, 2016 წლის 4 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციების“ და ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით. რ----- ჩ------ემ ასევე მოითხოვა 2015 წლის 1 ივნისიდან მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება. ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა და ი----–------------–------- დგინდება, რომ რ----- ჩ------ე არის უ-------–--, პ------–- ჯ------- ი----–---- მ-------–---ის არქონის გამო და ამასთან აქვს სხვა დ------ებები.

 

1.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რ----- ჩ------ეს ეთხოვა დოკუმენტურად დაესაბუთებინა მისი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნებოდა მიღებული წარმოებაში, ვინაიდან ერთთვიან ვადაში აქტის გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ იყო და მისი ადმინისტრაციული საჩივარი შესაძლოა ყოფილიყო ხანდაზმული.

 

1.9. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის N0------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან რ----- ჩ------ის მიერ არ იქნა წარდგენილი სააგენტოს ქმედების ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ერთი თვის ან ერთი წლის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში. (ტ.1. ს.ფ. 45-47; 81-84, 86-87; 90-97; 104-110);

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძირითადად დასაბუთებულია საქართველოს კონსტიტუციის მე-7, 42-ე, 44-ე მუხლებით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლით, "ევროპის სოციალური ქარტიის" მე-12 მუხლით, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი, მე-6-7 მუხლებით, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირების და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8, მე-12 მუხლებით, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5-7, მე-9 მუხლებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6-7 მუხლებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2, მე-5, 601-ე, 96-ე, 97-ე, 207-ე, 208-ე მუხლებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2, 17-ე, 22-ე, 24-ე, 32-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 105-ე მუხლებით, "სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ- ოკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის N758 დადგენილების მე-6-9 მუხლებით.

 

2.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ რ----- ჩ------ე დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2013 წლიდან, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 37 940 ქულას და იღებდა საარსებო შემწეობას 60 ლარის ოდენობით, თუმცა 2015 წლის 3 ივლისს რ----- ჩ------ის ოჯახი გადამოწმდა გენერირებული სიების მიხედვით, შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“ და ვინაიდან სარეიტინგო ქულამ შეადგინა 84 820, შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება.

ასევე დადგენილია, რომ რ----- ჩ------ის ოჯახი გადამოწმებულ იქნა კიდევ ორჯერ, კერძოდ, 2015 წლის 20 ნოემბერს, როდესაც მისმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 83 910 და 2016 წლის 4 ივნისს, როცა მიენიჭა 72 690 ქულა და კვლავ ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის მიღების უფლება.

 

2.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულის გამოთვლა პროგრამულად ხორციელდება ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების საფუძველზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ოჯახის დეკლარაციაში შეტანილ მონაცემებს მოსარჩელე არ ეთანხმება, რადგან სარეიტინგო ქულის გაზრდა განპირობებული იყო დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანით, კერძოდ, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადასტურებული თუ რა შემოსავლები მიიღო მოსარჩელემ, რატომ იქნა მითითებული ერთ-ერთ დეკლარაციაში არარეგულარული ფულადი შემოსავალი 302 ლარის ოდენობით და რამ გამოიწვია მისი შემოსავლების ზრდა. ამასთან, სამივე დეკლარაციაში მითითებული იქნა, რომ რ----- ჩ------ე არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არის უ-------–--, პ------–- ჯ------- ი----–---- მ-------–---ის არქონის გამო და ამასთან აქვს სხვა დ------ებები. ამდენად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ----- ჩ------ის ,,ოჯახის დეკლარაციებში“ შეტანილი მონაცემები არ შეესაბამება მის რეალურ მდგომარეობას.

 

2.3. სასამართლომ მიუთითა "სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტზე, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი.

 

2.4. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - 2015 წლის 3 ივლისის ოჯახის დეკლარაციაში მითითებული კომუნალური ხარჯები არ არის დადასტურებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო სააბონენტო ნომრებით და შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ იგი არ გადამოწმდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი შევსების დროს.

 

2.5. ამასთან, სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელე რ----- ჩ------აზე, 2015 წლის 12 ივნისს გაცემული ჯანმრთელობის ცნობით დადგენილია, რომ მისი მდგომარეობა არის უ-–---, მ-------–---ის გამო, განეკუთვნება I---------ს ი----–---ს, აქვს ჰ--------------–ი დ------ება, გ---–---------------ა, ტ---–-------–---------–--------–-–----------------------------------------------------–----–------------------------------------- რომელიც მიმდინარეობს ქრონიკულად და საჭიროებს მუდმივ მკურნალობას; ხოლო სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში - 2015 წლის 3 ივლისის ოჯახის დეკლარაციაში მითითებული არ არის ის, რომ მოსარჩელე რ----- ჩ------ეს დ-----------–--------–-----–--------------–--------------------------–--–ს, ასევე ასახული არ არის მისი დ----------------------------------–--–--–-----------–-–---------------- მ-------- მკურნალობის აუცილებლობა.

 

2.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პირველი ინსტანციის სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ,,ოჯახის დეკლარაციებში“ შეტანილი მონაცემების უტყუარობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა დეკლარაციაში მითითებული ოდენობით კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოსარჩელის ფიზიკური მდგომარეობა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. ამდენად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე არის უ-------–-- პირი, რომლის შესახებაც ოჯახის დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები არ შეესაბამება მის რეალურ მდგომარეობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საარსებო შემწეობის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი წინამძღვრები, რის გამოც სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.

 

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

 

3.1. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის N126 დადგენილებით დამტკიცებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესის“ მე-8 მუხლის, საქართველოს შრომის , ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“, სოციალური დახმარების შესახებ“ საქართელოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილების მე-3 პუნქტით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე და 182-ე მუხლებით.

 

3.2. სააპელაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ რ----- ჩ------ის მიერ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტების გაუქმების მოთხოვნით წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივარზე სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის N0------- წერილით, მოსარჩელეს შესაძლებლობა მიეცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 182-ე მუხლის შესაბამისად, ორი კვირის ვადაში შესაბამისობაში მოეყვანა ადმინისტრაციული საჩივარი აღნიშნული კოდექსის მე-13 თავის მოთხოვნებთან, ასევე დოკუმენტურად დაესაბუთებინა საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ადმინისტრაციული საჩივარი ვერ იქნებოდა მიღებული წარმოებაში. რ----- ჩ------ის მხრიდან კი არ იქნა წარდგენილი სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქმედების (უმოქმედობის) ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამდენად, სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტო ადმინისტრაციული წარმოებისას უფლებამოსილი იყო წარმოებაში არ მიეღო რ----- ჩ------ის ადმინისტრაციული საჩივარი, რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლოს ყურადღება არ გაუმახვილებია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტი მიიჩნევს, რომ არსებობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები.

 

4. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების გაცნობის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

4.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

 

4.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

 

4.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხის გაცემად(იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

5. სააპელაციო პალატა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის კანონიერების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

 

5.1. რ----- ჩ------ე დარეგისტრირებული იყო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 2013 წლიდან, მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 37 940 ქულას და იღებდა საარსებო შემწეობას 60 ლარის ოდენობით.

 

5.2. რ----- ჩ------ის ოჯახი 2015 წლის 3 ივლისს გადამოწმდა გენერირებული სიების მიხედვით, შეივსო ,,ოჯახის დეკლარაცია“ და ოჯახის სარეიტინგო ქულამ შეადგინა 84 820, რის გამოც შეუწყდა საარსებო შემწეობის მიღება 2015 წლის 1 ივნისიდან. ასევე დადგენილია, რომ რ----- ჩ------ის ოჯახი გადამოწმებულ იქნა კიდევ ორჯერ, კერძოდ, 2015 წლის 20 ნოემბერს, როდესაც მისმა სარეიტინგო ქულამ შეადგინა 83 910 და 2016 წლის 4 ივნისს, როცა მიენიჭა 72 690 ქულა და კვლავ ვერ მოიპოვა საარსებო შემწეობის მიღების უფლება.

 

5.3. ,,ოჯახის დეკლარაციაში“ 2015 წლის 3 ივლისს შეტანილი მონაცემების მიხედვით, რ----- ჩ------ე არ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, ასევე არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. იმავე დეკლარაციის თანახმად, რ----- ჩ------ეს კომუნალური ხარჯებისთვის 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, ელექტროენერგიისთვის გადახდილი აქვს 250 ლარი, ხოლო ბუნებრივი გაზისთვის - 200 ლარი.

 

5.4. ,,ოჯახის დეკლარაციაში“ 2015 წლის 20 ნოემბრის მდგომარეობით კვლავ აღნიშნულია, რომ რ----- ჩ------ე არ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, ასევე არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა კომუნალური ხარჯების სახით ბუნებრივი გაზისთვის ბოლო 12 თვის განმავლობაში გადახდილი აქვს 232,29 ლარი და მითითებულია, რომ მას მიღებული აქვს სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი 302 ლარის ოდენობით.

 

5.5. ,,ოჯახის დეკლარაციაში“ 2016 წლის 4 ივნისს შეტანილი მონაცემებით ირკვევა, რომ რ----- ჩ------ე ს-–--–--–----------–-–-------------- სამკურნალოდ საჭიროებს პერმანენტულ მედიკამენტოზურ/ამბულატორიულ მკურნალობას, თუმცა კვლავ არ საჭიროებს მომვლელს და შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. ამასთან, სხვა არარეგულარული ფულადი შემოსავალი მიღებული აღარ აქვს, თუმცა მის მიერ გადახდილი თანხა კომუნალური ხარჯებისთვის 12 თვის განმავლობაში, კერძოდ, ელექტროენერგიისთვის შეადგენს 120 ლარს, ხოლო ბუნებრივი გაზისთვის 40 ლარს.

 

5.6. რ----- ჩ------ემ 2017 წლის 2 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს რ----- ჩ------ის ოჯახში შევსებული 2015 წლის 3 ივლისის, 2015 წლის 20 ნოემბრის, 2016 წლის 4 ივნისის ,,ოჯახის დეკლარაციების“ და ფულადი სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების მოთხოვნით. რ----- ჩ------ემ ასევე მოითხოვა 2015 წლის 1 ივნისიდან მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება. ადმინისტრაციულ საჩივარზე თანდართული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობითა და ი----–------------–------- დგინდება, რომ რ----- ჩ------ე არის უ-------–--, პ------–- ჯ------- ი----–---- მ-------–---ის არქონის გამო და ამასთან აქვს სხვა დ------ებები.

 

5.7. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 30 ივნისის N0------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რ----- ჩ------ეს ეთხოვა დოკუმენტურად დაესაბუთებინა მისი საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მისი ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნებოდა მიღებული წარმოებაში, ვინაიდან ერთთვიან ვადაში აქტის გასაჩივრების დამადასტურებელი მტკიცებულება წარდგენილი არ იყო და მისი ადმინისტრაციული საჩივარი შესაძლოა ყოფილიყო ხანდაზმული.

 

5.8. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივლისის N0------- გადაწყვეტილებით, ვინაიდან რ----- ჩ------ის მიერ არ იქნა წარდგენილი სააგენტოს ქმედების ან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონმდებლობით დადგენილ ერთი თვის ან ერთი წლის ვადაში სადავოდ ქცევის დამადასტურებელი დოკუმენტი, ადმინისტრაციული საჩივარი არ იქნა მიღებული წარმოებაში.

 

6.1. სააპელაციო პალატა, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივ და ერთობლიობაში გამოკვლევა - შეფასების შედეგად თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლით, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება.

 

6.2. სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში მიუთითებს ასევე ევროპის სოციალური ქარტიის მე-12 მუხლზე, რომლის შინაარსიდან გამომდინარე სოციალური უზრუნველყოფის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ შექმნან და შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა. შეინარჩუნონ სოციალური უზრუნველყოფის სისტემა დამაკმაყოფილებელ დონეზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ევროპის სოციალური უზრუნველყოფის კოდექსის რატიფიკაციისათვის აუცილებელ დონეს. მიიღონ ზომები სოციალური უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესების მიზნით.

 

6.3. სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს ასევე „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ პაქტის მე-9 მუხლით, რომლის შესაბამისად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას სოციალურ უზრუნველყოფაზე, სოციალური დაზღვევის ჩათვლით.

 

6.4. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად აღნიშნა, სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა იყოს მოსარჩელე რ----- ჩ------ის მოთხოვნა ეფუძნება თუ არა კანონმდებლობით დადგენილ პირობებს და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს უარი შეწყვეტილი საარსებო შემწეობის ანაზღაურების თაობაზე გამომდინარეობს, თუ არა კანონმდებლობიდან.

 

6.5. სააპელაციო პალატას მიაჩნია, მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა ასევე „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6-7 მუხლებზე; ამ ნორმების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით.

 

6.6. სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ასევე „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლზე, რომლის მიხედვით, მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ქმნის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. მითითებული წესის მე-12 მუხლის თანახმად, ოჯახის იდენტიფიკაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაციისა და დადგენილი მეთოდოლოგიის გამოყენებით განისაზღვრება სარეიტინგო ქულა, რომელიც მყარი ერთეულია და მისი შეცვლა, როგორც წესი, შესაძლებელია მისი მინიჭებიდან სულ ცოტა ერთი წლის გასვლის შემდეგ. ამ ვადის გასვლამდე ოჯახის გადამოწმება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ცვლილება წევრთა რაოდენობაში (დემოგრაფიული ცვლილება), შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ოჯახის წევრს დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, დასაქმდა, მიიღო ლეგალური შემოსავალი ან დაკარგა სამუშაო ადგილი.

 

6.7. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ ასევე სწორად მიუთითა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის მიხედვით, საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი); ხოლო იმავე წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია არსებული/ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ.

 

6.8. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა ასევე ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის შესაბამისად, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია პირადად შეამოწმოს ელექტოენერგიის, ბუნებრივი აირის, დასუფთავებისა და წყლის დანახარჯის ამსახველი ქვითრები და ამოწეროს სააბონენტო ნომერი; პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტში - 2015 წლის 3 ივლისის ოჯახის დეკლარაციაში მითითებული კომუნალური ხარჯები არ არის დადასტურებული მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სათანადო სააბონენტო ნომრებით და შესაბამისად, უფლებამოსილი პირის მიერ იგი არ გადამოწმდა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი შევსების დროს.

 

7.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ასევე იმავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონომდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ განხორციელებულა, რის გამოც, მოსარჩელე რ----- ჩ------ემ ვერ შეძლო სოციალური დახმარების მიღების უფლების ჯეროვნად რეალიზაცია.

 

7.2. სააპელაციო პალატა ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ ვერ იქნა დაძლეული მტკიცების ტვირთი, მან ვერ დაადასტურა სადავო ,,ოჯახის დეკლარაციებში“ შეტანილი მონაცემების უტყუარობა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოკვლეული არ ყოფილა დეკლარაციაში მითითებული ოდენობით კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულებები და მოსარჩელის ფიზიკური მდგომარეობა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მოყვანილ ფაქტობრივ გარემოებებს. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელე არის უ-------–--, მისი ოჯახის შესახებ დეკლარაციაში შეტანილი მონაცემები არ შეესაბამება მის რეალურ მდგომარეობას, პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონიერად ჩათვალა, რომ არ არსებობდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საარსებო შემწეობის შეწყვეტის ფაქტობრივი და სამართლებრივი წანამძღვრები.

 

7.3. სააპელაციო პალატა თვლის, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სწორად გამოიყენა ასევე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

7.4. სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.

 

7.5. სააპელაციო პალატა მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა კანონიერად დააკმაყოფილა და კანონიერად დაავალა მოპასუხეს ქმედების განხორციელება, კერძოდ, მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 1 ივნისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მიუღებელი საარსებო შემწეობის ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.

 

7.6. ყოველივე ზემოაღნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი;

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. სააპელაციო პალატის განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).

 

მოსამართლე: მარიამ ცისკაძე