განაჩენი

სისხლის სამართლის 24.09.2019
საქმის ნომერი
080100119002987664
ინსტანცია
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 080100119002987664

საქმე №1/ბ-364-2019 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის

სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

 

ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)

მარინა სირაძე, მარინე იმერლიშვილი

 

სხდომის მდივნის – თეონა ქიმერიძის

 

სახელმწიფო ბრალმდებლის _ დ----- ს-------ს

ადვოკატის – ლ-----------ის

მონაწილეობით,გამართლებულის – ა------ ს-----------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ს-------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №8------) ა------ ს-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის ქ---------–----------–-----------–-, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1.ბრალდების არსი:

 

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ა------ ს-----------ეს ბრალი დაედო კანონიერ ქურდობაში, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა------ ს-----------ე, მისივე მოთხოვნით, ქურდული სამყაროს ლიდერების მიერ აღიარებული იქნა კანონიერ ქურდად, აღიარების დღიდან გახდა ქურდული სამყაროს აქტიური წევრი და ერთ-ერთი ლიდერი. იგი ქურდულ სამყაროში მიღებული სპეციალური წესების შეს---მისად, ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს, როგორც სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩადენაში, ისე „ქურდული საერთოს” აკრებასა და ქურდულ გარჩევებში.

 

2.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით:

 

ა------ ს-----------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.

 

ა------ ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

გამართლებულ ა------ ს-----------ეს განემარტა, რომ უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ქონებრივი და მორალური ზიანი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ვ-–- შ--–--ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ.--------–-----------------------–- მდებარე შპს „--------------ის უძრავ ქონებას.

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის ქონებას, კერძოდ, ქ---------–----------–-----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ნაკვეთს.

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა შ--–-- ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ---------–-------–-------------------–-------–- მდებარე შპს „------------ უძრავ ქონებას (ბ--------------------------------------------------------).

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ბრალდებულ ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის სახელით (ან სახელზე) მისი ან მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების: მეუღლის _ მ--- ჯ------ს ასული ს-----------ისა და შვილების _ ს-------, მ---, კ---- და ს--- ს-----------ეების (მცხოვრები ქ---------–----------–---------------–ი), ძმის _ ვ-–- შ--–--ს ძე ს-----------ის, ძმის მეუღლის _ ლ--–- გ----------ე-ს-----------ის, ძმისშვილების _ ზ---- და ქ--------- ს-----------ეების (მცხოვრები ქ.--------–----------–-----–--------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები ქ---------–----------–---------------–-), სიძეების _ მ------- მ-------ის ძე წ-–--–-–---–ის (მცხოვრები ქ---------–----------------------------–-), დ----- რ-----ის ძე ქ-------ის (მცხოვრები ქ---------–------–------------------–-), სიმამრის _ ჯ----- ძ--–----ის, სიდედრის _ ლ------ მ------ის, ცოლის ძმის _ კ------------- ჯ------ს ძე ძ--–----ის (მცხოვრები ქ---------–----------–---------------–-) სახელზე შემოსულ ყველა სახის წერილს, დეპეშას, რადიოგრამას, ბანდეროლს, ამანათს, საფოსტო კონტეინერს ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ შეტყობინებას.

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა შ--–-- რ-–-----ს ძე ს-----------ის საკუთრებაში არსებულ, ქ---------–---–-----------------------–--------------–-----------–- მდებარე არასაცხოვრებელ ფართს (პურ-ფუნთუშეულის საამქრო).

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა ვ-–- შ--–--ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ---------–----------------------------–- მდებარე შპს „-------------- ის უძრავ ქონებას.

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა შ--–-- რ-–-----ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ---------–-------–------------------------------–--------–- მდებარე შ--------------- უძრავ ქონებას (ბ--------------------------------------------------------).

 

გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნა შ--–-- რ-–-----ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას _ საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ნაკვეთს, მდებარე ქ---------–----------–-----------–-.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი CD-R დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, უნდა დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

3.სააპელაციო საჩივრის არსი:

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა დ----- ს-------მ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკითხულმა მოწმეებმა _ რ----- ჯ----–--ემ, ხ---- ზ--------ემ, მ------- წ-–--–-–---–მა, დ----- მ--–----მ და გ---- მ------ემ (რომლის ჩვენება გამოქვეყნდა სასამართლოში), ერთმნიშვნელოვნად დაადასტურეს, რომ ა------ შ--–--ს ძე ს-----------ე არის კანონიერი ქურდი, მეტსახელად „-----------, რომელიც დღემდე ატარებს ამ სტატუსს.

 

რუსულენოვანი ინტერნეტსაიტების დათვალიერებისას აღმოჩენილი იქნა კანონიერი ქურდის, ა------ ს-----------ის 50 წამიანი რუსულენოვანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ეს უკანსაკნელი პასუხობს სამართალდამცველების მიერ დასმულ კითხვებს და არ უარყოფს, რომ ატარებს „კანონიერი ქურდის“ სტატუსს. ინტერნეტსივრცეში მოძიებული და სასამართლოში გამოკვლეული იქნა ინფორმაციები ა------ ს-----------ის მიმართ, როგორც ტექსტური სახით, ისე ციფრული ფორმით, რითაც უტყუარად დასტურდება, რომ ა------ ს-----------ე არის „კანონიერი ქურდი” 1970-იანი წლებიდან და არის „ქურდული სამყაროს” ერთ-ერთი აქტიური ლიდერი, ინფორმაციებში მითითებულია ფაქტები ა------ ს-----------ის, როგორც კრიმინალური სამყაროს ლიდერის საქმიანობიდან, ასევე გამოკვლეული იქნა ფოტოსურათი, რომელშიც ა------ ს-----------ე აღბეჭდილია „კანონიერ ქურდებთან” ერთად.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად შეაფასა სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები, არ გაიზიარა ბრალდების მხარის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებდნენ ა------ ს-----------ის კანონიერ ქურდობაზე, ასევე, არ გაიზიარა ინტერნეტსაიტების დათვალიერებისას მოპოვებული სარწმუნო მონაცემები და მიიღო დაუსაბუთებელი და უკანონო განაჩენი.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----- ს-------მ მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება, ხოლო გამართლებული ა------ ს-----------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ლ-----------ემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4.გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ს-------ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას და არგუმენტებს საქართველოს სისხლის სამართლის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ა------ ს-----------ის უდანაშაულოდ ცნობის თაობაზე და თვლის, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა და საქმეში არ მოიპოვება პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო ეჭვის გამომრიცხავ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ა------ ს-----------ის კანონიერი ქურდობის ფაქტი, კერძოდ:

 

2006 წლის 25 აპრილს, ი---------------------–------------------------–---------------------–----------------------–----------------------–---- ინსპექტორ-გამომძიებელ გ--------ის მიერ შედგენილი პატაკის თანახმად, ქ---------–----------–---------------------------–- მცხოვრები, 1----–--–- დაბადებული ა------ შ--–--ს ძე ს-----------ე, ზედმეტსახელად „----------- არის კრიმინალური სამყაროს ლიდერი, ე.წ. „კანონიერი ქურდი”. ის რამდენჯერმე ნასამართლევია, არის ნარკოტიკული ნივთიერებების მომხმარებელი, ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს დანაშაულის მომზადებასა და განხორციელებაში.

 

გ---- მ------ის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მოწმის სახით დაკითხვისას მიცემული ჩვენებით (რომელიც გამოქვეყნდა სასამართლო სხდომაზე) დადგენილია, რომ მან 1995 წელს მუშაობა დაიწყო ქ-------------–--------–-–--- სამმართველოში, საიდანაც 2000 წელს წამოვიდა პირადი განცხადების საფუძველზე და მუშაობა გააგრძელა შ----------------------------------------------–--–-, სადაც იმუშავა 2007 წლის ივლისის თვემდე. 2006 წლის დასაწყისში, ოპერატიულ თანამშრომლად მუშაობის პერიოდში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ---------–---------–---------------–- მცხოვრები ა------ შ--–--ს ძე ს-----------ე, ზედმეტსახელად „----------- იყო „კანონიერი ქურდი”. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის უკონტროლო საზღვრების გადაკვეთით რუსეთის ფედერაციიდან შემოსული იყო საქართველოში და შეხვედრას ახდენდა საქართველოში მყოფ დამნაშავეთა სამყაროს წარმომადგენლებთან. მისთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ „კანონიერ ქურდ” ა------ ს-----------ეზე შექმნილი იყო საინფორმაციო საქმე მისი კავშირების დადგენის მიზნით. მის მიერ ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოდან გამოთხოვილი იქნა აღნიშნული საინფორმაციო საქმე, რომლის შესწავლით გაირკვა, რომ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ა------ ს-----------ე, ზედმეტსახელად „-----------, რამდენჯერმე იყო ნასამართლევი და იგი „კანონიერ ქურდად” აღიარეს 70-იან წლებში.

 

მოწმე რ----- ჯ----–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ იგი 1984 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში, ხოლო 2005-2006 წლებში მუშაობდა ქ----------–----------------------------–--------–-–-------------------–---–- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მის სამოქმედო ზონაში შედიოდა ს--------- ტერიტორია, რომელსაც ეკუთვნოდა გ------–---- ქუჩა. აღნიშნულ ქუჩაზე ცხოვრობდა ა------ შ--–--ს ძე ს-----------ე. მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის მიხედვით, ის იყო „კანონიერი ქურდი” და სარგებლობდა ამ სტატუსით. ა------ ს-----------ე კანონიერი ქურდი გახდა 80-იან წლებში, მას კავშირი ჰქონდა სხვა „კანონიერ ქურდებთან”, მათ შორის, ტ------– ფ--–-------სთან და მ------ესთან, რომლებიც ამჟამად გარდაცვლილები არიან. მოწმის განმარტებით, მას ბრალდებულთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია და იცნობდა მხოლოდ შესახედავად.

 

მოწმის სახით დაკითხული შ-------------------–------------------–---------–-–--------------------–---- უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ხ---- ზ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ა------ შ--–--ს ძე ს-----------ე ცხოვრობდა და რეგისტრირებული იყო გ------–---- ქუჩა №---–-. ეს ტერიტორია შედიოდა მის სამოქმედო ტერიტორიაში, ამიტომ როდესაც ა------ ს-----------ეზე ძებნა გამოცხადდა, მას ევალებოდა მისი საცხოვრებელი სახლის შემოწმება. როდესაც მიდიოდა აღნიშნულ მისამართზე, იქ ხვდებოდნენ ა------ ს-----------ის მშობლები, რომლებსაც აწერინებდა ხელს შედგენილ ოქმებზე, რადგან ა------ ს-----------ე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა რუსეთის ფედერაციაში და დაახლოებით 2005 წლის შემდეგ საქართველოში არ ჩამოსულა. ა------ ს-----------ე 70-იანი წლებიდან ცნობილია, როგორც „კანონიერი ქურდი”, რომელიც სარგებლობს ავტორიტეტით ქურდულ და დამნაშავეთა სამყაროში, არის ქურდული ტრადიციების მატარებელი და მონაწილეობს ქურდულ გარჩევებში. მისი ზედმეტსახელია „-----------.

 

მოწმე დ----- მ--–----მ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ ა------ ს-----------ე იყო მისი მოსაზღვრე მეზობელი. იგი სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც თვითონ რუსეთის ფედერაციაში წავიდა და 1970 წელს დაბრუნდა იქედან. მისთვის უცნობია ა------ ს-----------ე არის თუ არა ნასამართლევი, რა ცხოვრების წესით ცხოვრობს და აქვს თუ არა კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან. მოწმის განმარტებით, 70-იანი წლების ბოლოს გაიგო, რომ ა------ი აღიარეს „კანონიერ ქურდად”, რისი განმარტებაც მისთვის უცნობია. პირადად ა------ ს-----------ესთან ურთიერთობა არ ჰქონია მათ შორის ასაკობრივი სხვაობის გამო, ამიტომ არ იცის მონაწილეობდა თუ არა იგი კრიმინალურ გარჩევებში და წარმოადგენდა თუ არა ავტორიტეტს კრიმინალურ სამყაროში.

 

მოწმე მ------- წ-–--–-–---–ის (ა------ ს-----------ის სიძის) ჩვენებით დადგენილია, რომ იგი აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2006 წელს დაიკითხა გამომძიებლის მიერ. დაკითხვისას ჰკითხეს მისი სიმამრი, ა------ ს-----------ე იყო თუ არა კანონიერი ქურდი, რაც დაადასტურა, მაგრამ დღეის მდგომარეობით აღარ ახსოვს თუ ვისგან გახდა აღნიშნულის შესახებ მისთვის ცნობილი. ა------ ს-----------ე ბოლოს 2003 წელს ნახა საკუთარ ქორწილში, რის შემდეგაც მას აღარ შეხვედრია და არ იცის რა სტატუსი აქვს ამჟამად.

 

ინტერნეტსაიტების დათვალიერების შესახებ ოქმით დასტურდება, რომ იმ----------------–--------------------------------------------------- სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ფ--–--- ადეიშვილმა, სპეციალისტის ზ----- ნ---------–---–ის და თარჯიმნის მ-------- მ-------ის მონაწილეობით, სამსახურებრივი კომპიუტერით მოახდინა ინტერნეტსაიტების დათვალიერება, კერძოდ:

 

ინტერნეტსაიტზე _ h---------------------------------- საძიებო ველში ა------ ს-----------ის სახელის და გვარის რუსული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილი იქნა რუსეთის ფედერაციაში დაკავებული „კანონიერი ქურდის”, ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის 50 წამიანი ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ასახულია შემდეგი შინაარსის დიალოგი ა------ ს-----------ესთან _ „...მამაკაცის შეკითხვა: ხართ თუ არა კანონიერი ქურდი? ს-----------ის პასუხი: არაკორექტული შეკითხვაა. მამაკაცის შეკითხვა: ესე იგი არ უპასუხებთ ამ კითხვას. უბრალოდ ხართ თუ არა კანონიერი ქურდი? ს-----------ის პასუხი: არაკორექტული შეკითხვაა და ასეთ კითხვებს არ ვუპასუხებ“.

 

აღნიშნულის შემდეგ დათვალიერებულ იქნა საიტი ----------------, სადაც მისამართზე http://w----------------/news/2007 09 20 3572/, საძიებო ველში ა------ ს-----------ის სახელის და გვარის რუსული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილი იქნა რუსულ ენაზე არსებული სტატია „კანონიერ ქურდის”, ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის თაობაზე, რომელშიც მითითებულია, რომ „...ა------ ს-----------ე, (მეტსახელად „-----------) იმსახურებს განსაკუთრებულ აღნიშვნას. 50 წლის ქ---------–- არის ძველი ქურდული გვარდიის ერთ-ერთი კაშკაშა წარმომადგენელი. მოსკოვში, სადაც „----------- დაფუძნდა 90-იანი წლების დასაწყისიდან, ის სათავეში ჩაუდგა ქუთაისურ ქურდულ ოჯახს...“ იმავე საიტზე აღმოჩენილი იქნა ა------ ს-----------ის ფოტო, რომელზეც ის გამოსახულია სხვა „კანონიერ ქურდებთან” ერთად, აღნიშნულ სურათებზე სხვადასხვა პირებს გაკეთებული აქვთ კომენტარები, რომელთა შინაარსით ფოტოზე გამოსახული პირები არიან „კანონიერ ქურდები”.

 

აღნიშნულის შემდეგ საიტზე _ h------------------- საძიებო ველში ა------ ს-----------ის სახელის და გვარის რუსული ასოებით აკრების შემდეგ აღმოჩენილი იქნა სტატია „კანონიერ ქურდის”, ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის, ზედმეტსახელად „-----------” თაობაზე, რომელშიც მითითებულია როგორც მისი დაბადების წლის მონაცემი _ 1----–--–-, ასევე „ქურდულ ოჯახში” მისი გაწევრიანების წელი _ 1----–--–-. იმავე გვერდზე აღმოჩენილი იქნა 05.03.2011წ.-ით დათარიღებული რუსულენოვანი სტატია _ „ქართველი კანონიერი ქურდები ციხის ნაცვლად თურქეთში აღმოჩნდებიან”, რომელშიც ასევე მოხსენიებულია „კანონიერი ქურდი” ა------ ს-----------ე (ზედმეტსახელად „-----------).

 

აღნიშნულის გარდა აღმოჩენილი იქნა შემდეგი შინაარსის სტატია: „-------------------------------- - კანონიერი ქურდები იდეისათვის სხეულის ნაწილებს კარგავენ. ქურდულ კლანებს შორის არსებული არაერთწლიანი დაპირისპირება სულ უფრო გასაოცარ ფორმებს იღებს. როგორც საინფორმაციო სააგენტო პრაიმკრაიმისათვის გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ე--------–- ყოფნისას 54 წლის ქუთაისელმა კანონიერმა ქურდმა ა------ ს-----------ემ, მეტსახელად „-----------”, პირადი ურთიერთობების გარკვევისას მეორე „კანონიერ ქურდს”, 34 წლის ჯ------- ბ----------ს, მეტსახელად „--------”, ცხვირი მოაჭამა...“.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „კანონიერი ქურდი“ არის პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს „ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მართავს ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს. ამდენად, კანონიერი ქურდობის ობიექტური მხარე გამოიხატება „ქურდული სამყაროს“ მეთოდების გამოყენებით „ქურდული სამყაროს“ ან სხვა პირთა ჯგუფის მართვაში ან/და მათთვის ორგანიზების გაწევაში. აქედან გამომდინარე, პირი რომ დამნაშავედ იქნეს ცნობილი „კანონიერი ქურდობისათვის”, საკმარისი არ არის მხოლოდ ის ფაქტი, რომ იგი საზოგადოებაში „კანონიერი ქურდის” სახელითაა ცნობილი, არამედ აუცილებელია დადასტურდეს, რომ იგი მოქმედებდა ამ სამყაროს საქმიანობის მეთოდების შესაბამისად და მართავდა ან/და ორგანიზებას უწევდა „ქურდულ სამყაროს“ ან პირთა გარკვეულ ჯგუფს, სწორედ ამ მეთოდების შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები ა------ ს-----------ის მიერ „ქურდული სამყაროს“ ან სხვა პირთა გარკვეული ჯგუფის მართვის ან/და მათთვის ორგანიზების გაწევის შესახებ, „ქურდული სამყაროს“ მეთოდების გამოყენებით. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების _ გ---- მ------ის, რ----- ჯ----–--ის და ხ---- ზ--------ის ჩვენებებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მათ გააჩნიათ ოპერატიული ინფორმაცია ა------ ს-----------ის კანონიერი ქურდობის შესახებ, მაგრამ ინფორმაცია მის მიერ რაიმე კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის თაობაზე, რაც დაადასტურებდა ამ პირის „კანონიერ ქურდობას”, აღნიშნულ მოწმეებს არ აქვთ. ა------ ს-----------ის მიერ ასეთი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა არ დასტურდება ასევე მოწმეების _ მ------- წ-–--–-–---–ის და დ----- მელქაძის ჩვენებებით. რაც შეეხება ბრალდების მხარის მითითებას ინტერნეტსაიტების დათვალიერების შედეგად მიღებულ ინფორმაციებზე, ვერც აღნიშნული ჩაითვლება ა------ ს-----------ისთვის წარდგენილი ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად, ვინაიდან, უცნობია რა წყაროებს ეყრდნობა ისინი, რაც საეჭვოს ხდის აღნიშნული ინფორმაციების სანდოობასა და ავთენტიკურობას.

 

ამდენად, სააპელაციო პალატის შეფასებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ა------ ს-----------ე ოპერატიული და ინტერნეტსაიტებზე მითითებული ინფორმაციების თანახმად, მიჩნეულია „კანონიერ ქურდად”, არ არის საკმარისი მისი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით მსჯავრდებისათვის.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს სასამართლოს, რომ სათანადოდ შეაფასოს მტკიცებულებები, სამართლიანად გადაჭრას მათ შორის არსებული წინააღმდეგობები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც უნდა ადასტურებდეს მის ბრალეულობას დანაშაულის ჩადენაში. შესაბამისად, პირის მსჯავრდება დაუშვებელია, როცა არ არსებობს დანაშაულში მისი მამხილებელი ამგვარი მტკიცებულებების ერთობლიობა და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილი იქნეს მხოლოდ არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ ა------ ს-----------ის მიმართ 2019 წლის 12 აპრილს გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის, დ----- ს-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 12 აპრილის განაჩენი ა------ ს-----------ის მიმართ დარჩეს უცვლ--–-დ.

 

3.ა------ ს-----------ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.

 

4.ცნობად იქნას მიღებული, რომ ა------ ს-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

5.გამართლებულ ა------ ს-----------ეს განემარტოს, რომ უფლება აქვს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-228-ე მუხლების (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) თანახმად, მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

6.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ვ-–- შ--–--ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ.--------–-----------------------–- მდებარე შპს „--------------ის უძრავ ქონებას.

 

7.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის ქონებას, კერძოდ, ქ---------–----------–-----------–- მდებარე საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ნაკვეთს.

 

8.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 07 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ---------–-------–-------------------–-------–- მდებარე შპს „------------ უძრავ ქონებას (ბ--------------------------------------------------------).

 

9.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 26 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ბრალდებულ ა------ შ--–--ს ძე ს-----------ის სახელით (ან სახელზე) მისი ან მისი ოჯახის წევრებისა და ახლო ნათესავების: მეუღლის _ მ--- ჯ------ს ასული ს-----------ისა და შვილების _ ს-------, მ---, კ---- და ს--- ს-----------ეების (მცხოვრები ქ---------–----------–---------------–ი), ძმის _ ვ-–- შ--–--ს ძე ს-----------ის, ძმის მეუღლის _ ლ--–- გ----------ე-ს-----------ის, ძმისშვილების _ ზ---- და ქ--------- ს-----------ეების (მცხოვრები ქ.--------–----------–-----–--------------------------------–-, ფაქტობრივად მცხოვრები ქ---------–----------–---------------–-), სიძეების _ მ------- მ-------ის ძე წ-–--–-–---–ის (მცხოვრები ქ---------–----------------------------–-), დ----- რ-----ის ძე ქ-------ის (მცხოვრები ქ---------–------–------------------–-), სიმამრის _ ჯ----- ძ--–----ის, სიდედრის _ ლ------ მ------ის, ცოლის ძმის _ კ------------- ჯ------ს ძე ძ--–----ის (მცხოვრები ქ---------–----------–---------------–-) სახელზე შემოსულ ყველა სახის წერილს, დეპეშას, რადიოგრამას, ბანდეროლს, ამანათს, საფოსტო კონტეინერს ან კავშირგაბმულობის სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებულ შეტყობინებას.

 

10.გაუქმეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 29 ივლისის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- რ-–-----ს ძე ს-----------ის საკუთრებაში არსებულ, ქ---------–---–-----------------------–--------------–-----------–- არსებულ არასაცხოვრებელ ფართს (პურ-ფუნთუშეულის საამქრო).

 

11.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას ვ-–- შ--–--ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ---------–----------------------------–- მდებარე შპს „--------------ის უძრავ ქონებას.

 

12.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- რ-–-----ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ, ქ---------–-------–-----------------------------–--------–- მდებარე შ--------------- უძრავ ქონებას (ბ--------------------------------------------------------).

 

13.გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 22 სექტემბრის ბრძანება და ყადაღა მოეხსნას შ--–-- რ-–-----ს ძე ს-----------ის სახელზე რეგისტრირებულ ქონებას _ საცხოვრებელ სახლს და საკარმიდამო ნაკვეთს, მდებარე ქ---------–----------–-----------–-.

 

14.საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი CD-R დისკი, რომელიც თან ერთვის საქმეს, დარჩეს საქმეში და შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

15.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

16.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№6), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/

 

მოსამართლეები: /მ. სირაძე/

 

/მ.იმერლიშვილი/