განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330310018002565376
საქმე №3ბ/1737-19
თბილისის სააპელაციო სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - ილონა თოდუა
სხდომის მდივანი - მარინე კახაძე
აპელანტი (მოპასუხე) -სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენელი - ლ-–-----------ე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - სს „-------------------–--ი“
წარმომადგენელი - მ-------–--–-----ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება
1. სს ,-------------------–--ის“ სასარჩელო მოთხოვნა:
ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-----------ის №-------- გადაწყვეტილება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:
2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებითი, სს „-------–----------------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-----------ის №-------- გადაწყვეტილება და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:
2.2.1. 2----–-–------------–- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ №-------- წერილით მიმართა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს და შემდგომი რეაგირების მიზნით, მოქალაქე რ-------------–--ის 2----–-–---------------–ის №----- განცხადება წარუდგინა, რომელიც ეხებოდა სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ში პაციენტ ლ---–---------ისათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ანაზღაურების საკითხს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2----–-–------------–ის №-------- წერილი და თანდართული დოკუმენტაცია (ს.ფ. 95-109).
2.2.2. სამედიცინო კლასიფიკატორების მოდულის თანახმად, კოდი M---- შეესაბამება დიაგნოზს - „---–------------–------------------------------------------ (---------“, ხოლო S---- კოდი შეესაბამება დიაგნოზს - „--------------------------------–-------------–----“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამედიცინო კლასიფიკატორების მოდული (ს.ფ. 112-113).
2.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოქალაქე რ-------------–--ის 2----–-–---------------–ის №----- განცხადების საფუძველზე, შეისწავლა სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის მიერ წარდგენილი მოქალაქე ლ---–---------ის სამედიცინო (------------) და ფინანსური დოკუმენტაცია. მითითებული საკითხის შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ ლ---–---------ე 2----–-–-----------------ს, 1---- სთ-ზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ ჰ---------–იზებულ იქნა სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- კლინიკაში დიაგნოზით: მ---–------------------–----------------------–-------------------–---- (M----). პაციენტს ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა: ბ------------–------------–---ის შ-----------–-ა, ი-------------–------–---–-------ის გამოყენებით (----: N-----) და სტაციონალურ მკურნალობას გადიოდა 2----–-–-----------------ის 14 საათამდე. მიმწოდებელს ზემოთ აღნიშნული კოდები (N-----; M----) პაციენტის კლინიკიდან გაწერის დროისთვის ჰქონდა გასაფასებელი. დაწესებულების მიერ პაციენტის ინფორმირება მოხდა 470 ლარის ოდენობით თანხის თანაგადახდის შესახებ. ხოლო სტაციონარიდან გამოწერის შემდეგ, მიმწოდებელმა პაციენტს დააკისრა 3173,75 ლარის თანაგადახდა, რასაც ადასტურებს სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსის წერილიც (№---; 3---------). ვინაიდან, პაციენტი წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარს და სარგებლობს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილების 1.2 დანართით გათვალისწინებული პირობებით (165-ე დადგენილება - ასაკობრივი ჯგუფი) და ამავე დადგენილების თანახმად, გათვალისწინებულია ბ------------–------------–---ის ოპერაციული მკურნალობა, მ--------–---ის შ------------–-ით, მათ შორის, S---- - ბ----------------------ი (------–ის) მ--------–---ა (რომელიც არ გამორიცხავს პ------–-------- მ--------–---ას), მიმწოდებელს აღნიშნული შემთხვევის მართვა შეეძლო წინასწარ განფასებული კოდების (S-----N-----) მიხედვით, რომლის ფასი შეადგენს 2310 ლარს. ხოლო დაწესებულების მიერ დაფიქსირებული კომბინაციის (M-----N-----) შემთხვევაში, ტარიფის არეალი განისაზღვრა 5500 ლარის ოდენობით, საიდანაც სახელმწიფოს მიერ ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 1856,25 ლარი, პაციენტის ასანაზღაურებელმა თანხამ კი 3643,75 ლარი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-----------ის №-------- გადაწყვეტილებით სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ს პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (1856.25 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 5568.75 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს (სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ს) დაევალა პაციენტისთვის გადახდილი თანხის 470 ლარის უკან დაბრუნება; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდიდან 10 (ათი) დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-----------ის №-------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 148-150).
2.2.4. პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
1. დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ან სრული დიაგნოზი (ძირითადი დაავადება, თანმხლები დაავადებები, გართულებები შესაბამისი ICD – 10 კოდის მითითებით) - M---- ძ--–------------–-----------------------------------------ს (--------- (-----------------) მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა; C---- ს-----------------–-------------------–----–--–---------------------------------------------------------------------------------------------------------–---
2. მოკლე ანამნეზი: პაციენტმა 0--------ში სახლში საწოლში მ---–--------------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–-------------------------ის მიდამოში, რის შემდეგ 112 ბრიგადის მიერ მოყვანილია ჩვენს კლინიკაში, მოთავსდა ER -ში, შეკრებილ იქნა ანამნეზი (-------–--------ი პაციენტი), ჩატარდა ყველა საჭირო კლინიკურ-დიაგნოსტიკურ (----–------------------–--------–-------–-----------–--–-------------------------------–----, ლაბორატორიული კვლევები, დადგინდა დიაგნოზი (მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა), პაციენტს და მის ოჯახის წევრებს გაეცათ პასუხი ყველა დასმულ შეკითხვაზე, მდგომარეობის, მ--------–---ის მკურნალობისა და პროგნოზის შესახებ. მათი თანხმობის შემდეგ, პაციენტი ER -ში სათანადო მომზადების შემდეგ აყვანილ იქნა ტ-----------–-------- განყოფილებაში, შემდგომი მკურნალობის მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა ჯანმრთელობის მდგომარების შესახებ ცნობა (ს.ფ. 39-40).
2.2.5. პაციენტ - ლ---–---------ის 2----–-–-----------------ის წინასაოპერაციო ეპიკრიზში (სამედიცინო დოკუმენტაცია №---------) მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: „კლინიკური დიაგნოზი: მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა“; „დაავადების დინამიკა: ანამნეზიდან ირკვევა, რომ პაციენტმა 2----–-–------------------ს სახლში საწოლში მ---–--------------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–------------------------ის მიდამოში, რის შემდეგ 112 ბრიგადის მიერ მოყვანილია ჩვენს კლინიკაში, მოთავსდა ER-ში, შეკრებილ იქნა ანამნეზი, ჩატარდა ყველა საჭირო კლინიკურ-დიაგნოსტიკურ (----–------------------–--------–--------–------------–--–-----------------------------------–----, ლაბორატორიული გამოკვლევები, დადგინდა დიაგნოზი (მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა).“
„პაციენტის მკურნალ ექიმთან ო-----–---თან განხორციელებული სატელეფონო კონსულტაციის, რეკომენდაციის და ანამნეზის (ო-------–------------–-–------------------------------ გათვალისწინებით პაციენტისთვის რეკომენდირებულია შეძლებისდაგვარად მ--------------ი ოპერაციული ჩარევა. ამის განხორციელება მოცემულ ვითარებაში (მ---–----------------------------------–--------ი მ--------–---ა) შესაძლებელია პაციენტის სათანადო მომზადების და შემდეგ მხოლოდ G--------------------------------------–------–---------- გამოყენებით.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- პაციენტ - ლ---–---------ის 2----–-–-----------------ის წინასაოპერაციო ეპიკრიზი (სამედიცინო დოკუმენტაცია №---------) (ს.ფ. 30-35).
2.2.6. სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ექიმ რადიოლოგის მიერ 2017 წლის 10 ოქტომბერს გაცემული ცნობაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია:
პაციენტ - ლ---–---------ეს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია სპირალურ რეჟიმში. მიღებულ ტომოგრამებზე მ-----------------––---–------–------–--------------------------------–----------–ი დაზიანების ფონზე ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ლ--------ი დაზიანება, მაქსიმალური მათ შორის მ---–------------------–----------------–-----------------ის დონეზე 2,3/1,7. იწვევს კ----------–--------–-------------ს. ასეთივე, 1,6/0,7 სმ ზომის ლ--------ი დაზიანება ისახება მ---–------------–------------------–--ზე, კ----------–------–------------ის ნიშნებით. მ---–----------------–-------------------–--ზე ისახება 10,4/10,7 სმ ზომის ს--–----------–-----–---–-------------ი, რომელიც ვრცელდება როგორც დ--------–----------ისკენ, ასევე მ-------------ში.
მ-----------------------–--------------–---------------ი, ყ--–----------- ს--–----------–ად შეცვლილია, ისახება ს------–----------------თ. ვლინდება მ----------------------------------ის და ს-------------–--ის პ------–--------ი ხანდაზმული მ--------–---ა, ძ--–---------------ით. ვლინდება მ---–----------------------ს უკანა კიდის და მ---–------------------–------------ის ხაზოვანი მ--------–---ა უხეში ცდომის გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „-------–------------------–----------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების 2----–-–-----------------ის ცნობა (ს.ფ. 51).
2.2.7. სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის 2----–-–----------------ის, პაციენტ - ლ---–---------ის ბ------------–ის რენტგენოგრაფიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: მ---–------------------–----------------------–-------------------–---- დამაკმაყოფილებელი დგომით. მ---–--------------------------------------–ი მკვეთრად შ---–----------–ია, ს--–----------–ია, ს----------------ზე აღინიშნება ძ--–-------–--------------------------------. მ---–---ა ბ------------–ის თავი ქ---------------–---აში, დ------------–----------------–-----–--. მ---–---ა ბ------------–ის ყელი დამოკლებულია. შენტონის ხაზის წყვეტა არ შეინიშნება. გავა-თეძოს შესახსრების ნაპრალები შ---–----------–ი და ს--–----------–ია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის 2----–-–----------------ის ბ------------–ის რენტგენოგრაფია (ს.ფ. 56).
3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:
3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ იგი ფორმალურ-მატერიალური თვალსაზრისით აკმაყოფილებდეს აღნიშნულ იმპერატიულ-ნორმატიულ მოთხოვნებს და შეიცავდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო, სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ. შესაბამისად, იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ დავის განხილვისას უნდა შემოწმებულიყო მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სადავო სფეროში მოქმედ სხვა ნორმატიული აქტების დებულებებთან.
3.2. სასამართლომ მიუთითა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 27 ივნისის №190/ნ ბრძანებით დამტკიცებულ „სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების“ (ძალადაკარგულია 2018 წლის 10 ოქტომბრიდან) მე-2 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააგენტოს მიზნებია მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზაცია და მისი განხორციელების ხელშეწყობა. ამავე სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ერთ-ერთ ფუნქციას და უფლებამოსილებას წარმოადგენს მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში შესაბამისი სახელმწიფო პროგრამების განხორციელება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
სასამართლომ ასევე მოიხმო „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“ (დანართი №1), რომლის მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი). ამავე პროგრამის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ პროგრამის ფარგლებში შესაბამისი მომსახურების მიმწოდებელია პირი (შემდგომში - მიმწოდებელი), რომელიც აკმაყოფილებს ამ საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და დადგენილ ვადაში და წესით წერილობით დაუდასტურებს განმახორციელებელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს, ხოლო მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ეს პროგრამა და თანდართული დანართები, ამავე პროგრამის შესრულების უზრუნველსაყოფად გამოცემული შესაბამისი სამართლებრივი აქტები, ასევე სამედიცინო ვაუჩერის პირობებთან დაკავშირებული სხვა მარეგულირებელი აქტები და მიმწოდებლის წერილობითი დასტური, პროგრამაში მონაწილეობის თაობაზე, ერთობლივად წარმოადგენს შეთანხმებას პროგრამის განმახორციელებელსა და მიმწოდებელს შორის და შესაბამისად, მხარეები თავისუფლდებიან რაიმე დამატებითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებისაგან, გარდა ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. მითითებული დანართი №1-ის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლი არეგულირებს პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლის საკითხს. კერძოდ, მითითებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განმარტებული იქნა, რომ კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან.
ზემოაღნიშნული პროგრამის 151 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, სასამართლომ განმარტა, რომ კონტროლი ხორციელდება გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების გზით. ამასთან, კონტროლის განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს შემთხვევის დასრულებიდან 5 (ხუთი) კალენდარულ წელს. კონტროლი შესაძლებელია, გახორციელდეს შერჩევითი შემოწმების გზით, პროგრამის განმახორციელებლის მიერ, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე. მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, სასამართლომ განმარტა, რომ კონტროლის განხორციელებისას განმახორციელებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის წარმომადგენელი უარს აცხადებს აქტის ხელმოწერაზე, აქტში უნდა გაკეთდეს შესაბამისი შენიშვნა. შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ მითითებული იქნა დადგენილ გარემოებაზე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოქალაქე რ--------------–--ის 2-----–-–-----------------–ის №----- განცხადების საფუძველზე, შეისწავლა სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის მიერ წარდგენილი მოქალაქე ლ---–---------ის სამედიცინო (------------) და ფინანსური დოკუმენტაცია.
დადგენილია ასევე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-----------ის №-------- გადაწყვეტილებით სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- ჰ---------–ს პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (1856.25 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 5568.75 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს (სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- ჰ---------–ს) დაევალა პაციენტისთვის გადახდილი თანხის 470 ლარის უკან დაბრუნება; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდიდან 10 (ათი) დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.
3.3. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ განმარტებული იქნა, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭო, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანო, ვალდებული იყო ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიეღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, რაც სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა.
სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლზე უფლებამოსილ ორგანოს, ვალდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა მიმწოდებლის მიერ პროგრამით განსაზღვრული პირობების გარღვევის ფაქტს და არსებობს თუ არა მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების - საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძვლები, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ განმარტა, რომ სს „-------–----------------–--------ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ვინაიდან S---- კოდი ითვალისწინებდა ბ---------------------- (------–ის) მ--------–---ას (რომელიც არ გამორიცხავს პ------–-------- მ--------–---ას), მიმწოდებელს პაციენტ ლ---–---------ის შემთხვევის მართვა შეეძლო წინასწარ განფასებული კოდების (S-----N-----) მიხედვით და არა დაწესებულების მიერ დაფიქსირებული კომბინაციით - M-----N-----. მითითებულ საკითხთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ როგორც მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-თი და 2----–-–-----------------ის წინასაოპერაციო ეპიკრიზით ირკვევა, პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით „სახლში საწოლში მ---–--------------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–--------------------------ის“. ამასთან, სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- ჰ---------–ში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა: „მიღებულ ტომოგრამებზე მ----------------––--–------–-----–--------------------------------–----------–------------ის ფონზე ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ლ--------ი დაზიანება, მაქსიმალური მათ შორის მ---–---ა ბ------------–ის პ----------–---------------ის დონეზე 2,3/1,7.“, ხოლო ბ------------–ის რენტგენოგრაფიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: მ---–------------------–----------------------–-------------------–---- დამაკმაყოფილებელი დგომით.
სასამართლოს მიერ მითითებული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს; დ) დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი; ე) დანიშნოს ექსპერტიზა; ვ) გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები; ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
სასამართლომ ასევე მიუთითა „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმადაც, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. პროგრამის განმახორციელებელი უფლებამოსილია, მოითხოვოს მიმწოდებლისგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
კონკრეტულ შემთხვევაში მითითებულ იქნა იმ დადგენილ გარემოებაზე, რომელიც მოპასუხესაც სადავოდ არ გაუხდია. კერძოდ, სს „-------–----------------–--------ისთვის“ მიმართვისას პაციენტ ლ---–---------ის დიაგნოზი იყო - ა---------------------- რაც M---- კოდის გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება მ---–---ა ბ------ის მ--------–---ის გამომწვევ ფაქტორს, აღსანიშნავია, რომ სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მ--------–---ის რაიმე სახის გარეგანი ფაქტორით, გარეგანი ძალის მოქმედებით გამოწვევა არ დასტურდებოდა. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს „-------–----------------–---------ში“ ჩატარებული გამოკვლევებით პაციენტს მ---–---ა ბ------------–ის დიაფიზის პ------–--------ი მ--------–---ა დაუდგინდა. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „-------–----------------–--------ის“ მიერ M---- კოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო პაციენტის (ლ---–---------ე) მ---–---ა ბ------------–ის პ------–--------ი მ--------–---ის გამომწვევი გარემოებები, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის განხილვისას სრულყოფილად არ ყოფილა გამოკვლეული. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელახლა უნდა ემსჯელა სს „-------–----------------–--------ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე.
3.4. სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიადუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ზემოაღნიშნული მსჯელობისა და სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2-----–-–-------------ის №-------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, სადავო საკითხთან დაკავშირებით, კანონით დადგენილ ვადაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
4. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო მოთხოვნა:
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:
5.1. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. აპელანტს მიაჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების გარემოებები არ არსებობს, მოსარჩელის მოთხოვნები მოკლებულია იურიდიულ საფუძვლებს, რადგან სააგენტოს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ-სამართელბრივი აქტი გამოცემულია მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში.
6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს: სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს სს ,--------–----------------–--------ის“ (შემდგომში სს ,------ის ჰ---------–ების“) სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
6.2. სს ,--------–----------------–--------ის“ (შემდგომში სს ,------ის ჰ---------–ების“) სასარჩელო მოთხოვნა უკავშირდება საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის N36 დადგენილების N1 დანართით დამტკიცებულ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სს ,--------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ისათვის საჯარიმო სანქციის დაკისრების შესახებ საქართელოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებას.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით დამტკიცებულ „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ (დანართი №1), მე-3 მუხლის თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში ტექსტსა და დანართებში - განმახორციელებელი).
მითითებული დანართი №1-ის მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია პროგრამის განმახორციელებელს და პროგრამის/ვაუჩერის მოსარგებლეს პროგრამულ მომსახურებაში არ გადაახდევინოს სხვა გადასახადი ან დამატებითი თანხა, გარდა ამ დადგენილებით განსაზღვრულისა.
„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კონტროლი მოიცავს: ა) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესაბამისობის დადგენას დანართი №1-ის 21-ე მუხლით განსაზღვრული მომსახურების მოცულობასთან (მათ შორის, დიაგნოზის შესაბამისი პათანატომიური დასკვნის არსებობის შემოწმებას, იმ შემთხვევებზე, როდესაც ამ მოტივით შემთხვევა არ იყო/არის დასრულებული პროგრამით განსაზღვრულ ვადაში, ასევე დადგენილ ვადებში დახურულ შემთხვევებში მსგავსი დასკვნის არსებობას, ასეთის საჭიროებისას); ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე პროგრამის განმახორციელებლის მიერ მიღებული ელექტრონული და/ან მატერიალური ინფორმაციის შედარებას მიმწოდებელთან არსებულ დოკუმენტაციასთან. ხოლო ამავე პროგრამის 151 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, კონტროლი ხორციელდება გეგმიური და არაგეგმიური შემოწმების გზით.
პალატა, მითითებული სამართლებრივი ნორმის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად, განმარტავს, რომ კონტროლის განხორციელებისას, უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ დგება შემოწმების აქტი პროგრამის განმახორციელებლის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად, რომელსაც შემოწმების დასრულებისას ხელს აწერენ აქტის შემდგენელი და მიმწოდებლის წარმომადგენელი. შემოწმების აქტის შესაბამისად, მიმწოდებელს შეიძლება დაეკისროს ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა. ამასთან, შემოწმების აქტი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს და მოიცავდეს მითითებას საჯარიმო სანქციების გადახდისა და აღსრულების პირობებზე. შემოწმების შედეგების თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის საჭირო პროცედურებს უზრუნველყოფს პროგრამის განმახორციელებელი.
დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ, მოქალაქე რ--------------–--ის 2-----–-–-----------------–ის №----- განცხადების საფუძველზე, შეისწავლა სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–--------ი ჰ---------–ის მიერ წარდგენილი მოქალაქე ლ---–---------ის სამედიცინო (------------) და ფინანსური დოკუმენტაცია.
დადგენილია, ისიც, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2----–-–-----------ის №-------- გადაწყვეტილებით სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- ჰ---------–ს პროგრამის მე-19 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა პროგრამის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხის (1856.25 ლარი) სამმაგი ოდენობით, ანუ 5568.75 ლარი. ამავე გადაწყვეტილებით მიმწოდებელს (სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- ჰ---------–ს) დაევალა პაციენტისთვის გადახდილი თანხის 470 ლარის უკან დაბრუნება; გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის გადახდიდან 10 (ათი) დღეში სოციალური მომსახურების სააგენტოში წარდგენა.
3.3. პალატა მოიხმობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლს, რომლის პირველ ნაწილს, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული. საქმის გარემოებების სრულ და ყოველმხრივ გამოკვლევას ავალდებულებს ადმინისტრაციულ ორგანოს ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილიც. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში სწორედ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოა ვალდებული, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოეკვლიოს და შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პალატა იზიარებს მსჯელობას, რომ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული პირობების შესრულების კონტროლზე უფლებამოსილი ორგანოა ვალდებული ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულისხმიერად და სრული პასუხიმგებლობით მიუდგეს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს - ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვროს ადგილი ჰქონდა თუ არა მიმწოდებლის მიერ პროგრამით განსაზღვრული პირობების გარღვევის ფაქტს და არსებობს თუ არა მიმწოდებლის მიმართ პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების - საჯარიმო სანქციის დაკისრების საფუძვლები, რაც უნდა განახორციელოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევის გზით.
უდავოა, რომ სს „-------–----------------–--------ის“ მიმართ პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების საფუძველს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ ვინაიდან S---- კოდი ითვალისწინებს ბ---------------------- (------–ის) მ--------–---ას (რომელიც არ გამორიცხავს პ------–-------- მ--------–---ას), მიმწოდებელს პაციენტ ლ---–---------ის შემთხვევის მართვა შეეძლო წინასწარ განფასებული კოდების (S-----N-----) მიხედვით და არა დაწესებულების მიერ დაფიქსირებული კომბინაციით - M-----N-----.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს პაციენტ - ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის ფორმა №IV-100/ა-ს და 2----–-–-----------------ის წინასაოპერაციო ეპიკრიზს, რომლებიდანაც დგინებდა, რომ პაციენტმა „სახლში, საწოლში, მ---–--------------------ის უხერხული მოძრაობის შემდეგ იგრძნო ძლიერი ტკივილი მ---–--------------------------ის“. გარდა ამისა, სს „-------–----------------–--------ის“ ტ-----------–-------- ჰ---------–ში ჩატარებული კომპიუტერული ტომოგრაფიით დადგინდა: „მიღებულ ტომოგრამებზე მ----------------––--–------–-----–--------------------------------–----------–------------ის ფონზე ვლინდება მრავლობითი, სხვადასხვა ზომის ლ--------ი დაზიანება, მაქსიმალური მათ შორის მ---–---ა ბ------------–ის პ----------–---------------ის დონეზე 2,3/1,7.“, ხოლო ბ------------–ის რენტგენოგრაფიაში მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: მ---–------------------–----------------------–-------------------–---- დამაკმაყოფილებელი დგომით.
პალატა მოიხმობს, „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის“ 151 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც, კონტროლის განხორციელებისას ხდება მიმწოდებელთან არსებული სამედიცინო, ფინანსური დოკუმენტაციისა და საინფორმაციო სისტემაში მიმწოდებლის მიერ დაფიქსირებული ინფორმაციის გადამოწმება. სწორედ პროგრამის განმახორციელებელი ორგანოა უფლებამოსილი, მოითხოვოს მიმწოდებლისგან მომსახურებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, ასევე ახსნა-განმარტებები, საჭიროებისამებრ, განახორციელოს პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრება.
დადგენილია და მხარეებიც სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სს „-------–----------------–--------ისთვის“ მიმართვისას პაციენტ ლ---–---------ის დიაგნოზი იყო - ა---------------------- რაც M---- კოდის გამოყენების ერთ-ერთ წინაპირობას წარმოადგენს. რაც შეეხება მ---–---ა ბ------ის მ--------–---ის გამომწვევ ფაქტორს, სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახული პაციენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციით მ--------–---ის რაიმე სახის გარეგანი ფაქტორით, გარეგანი ძალის მოქმედებით გამოწვევა არ დასტურდებოდა.
განსახილველ შემთხვევაში სადაოდ არის გამხდარი M---- კოდის გამოყენების მართლზომიერების საკითხი, რაც პაციენტის (ლ---–---------ე) მ---–---ა ბ------------–ის პ------–--------ი მ--------–---ის გამომწვევი გარემოებების გამოკვლევის საჭიროებას წარმოშობდა და რაც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ ყოფილა სრულყოფილად გამოკვლეული.
პალატა, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებთ, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი ლ---–---------ის სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე, ხელახლა უნდა იმსჯელოს სს „-------–----------------–--------ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხზე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის შესაბამისად.
7. პროცესის ხარჯები:
7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება;
3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N7ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
მოსამართლე ილონა თოდუა