განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 24.09.2019
საქმის ნომერი
330310019002935796
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
24.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330310019002935796

საქმე №3ბ/1814-19

თბილისის სააპელაციო სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

24 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

მოსამართლე - ილონა თოდუა

სხდომის მდივანი - მარინე კახაძე

აპელანტი (მოსარჩელე) -ლ---- გ-------;

წარმომადგენელი-გ------- გ--–--ე;

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია;

წარმომადგენელი - თ----- კ--–------ე

დავის საგანი - ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება

1. ლ---- გ-------ს სასარჩელო მოთხოვნა:

 

ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2---–-–------------ის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ლ---- გ-------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას დაევალოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები:

2.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით ლ---- გ-------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

2.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები:

2.2.1. საქმეში წარდგენილი ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვ---- რაიონის 1----–-–----------ის N------ გადაწყვეტილებით დგინდება, რომ მიღებული იქნა საუწყებათაშორისი ტექნიკური და ინდ.საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შემსწავლელი კომისიის/ოქმი N- წინადადება და ჭ-------------------------ა ში მცხოვ. გ.გ-------ს ნება დაერთო აეშენებინა კაპიტალური ავტოსადგომი. ასევე დგინდება, რომ პროექტი შეთანხმებული უნდა ყოფილიყო ქალაქის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვ---- რაიონის 1----–-–----------ის გადაწყვეტილება N------ ,,საუწყებათაშორისო ტექნიკური და ინდ. საცხოვრებელი სახლების სამართლებრივი რეგისტრაციის შემსწავლელი კომისიის წინადადებათა განხილვის შესახებ“ (ს.ფ 24)

 

2.2.2. საქმეში წარდგენილი 1----–-–-----------ის ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის N--- ბრძანებით დგინდება, რომ დამტკიცდა ქ.თბილისში ვ---- რაიონში ჭ-------ის გამზირი N-- ში მცხ. გ.გ-------სთვის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ ერთი ავტოსადგომის მოწყობის პროექტი. სამშენებლო სამუშაოები დაწყებულ იქნა ა--------------------------------------–------------------------------------------------------------------–----–-----–--------------–---------–--ში მ--–---------------------------------------------–---აზე დამკვეთსა და პროექტის ავტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების წარდგენისას და მშენებლობაზე ნებართვის მიღების შემდეგ და ი-----–-ის მიერვე იქნა მიღებული ობიექტი ექსპლუატაციაში.

 

ქ.თბილისის მერიის არქიტექტურის და პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის ა-----------------------–-----–-----------------–ის ი-----–-ის მიერ 1996წლის 31 დეკემბერს გაიცა ნებართვა N---, ქ.თბილისში, ვ---- რაიონში, ჭ-------ის გამზირი N---ში ავტოფარეხის მოწყობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქ.თბილისის მთავარი არქიტექტორის 1----–-–-----------ის ბრძანება N---( ს.ფ 26)

- ქ.თბილისის მერიის ა-----------------------------------–-----------------------------------------------------------------–-----–--------------–ის ი-----–-ის 1---–-–---------------ის ნებართვა N--- (ს.ფ 25)

 

2.2.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურმა 2----–-–------------–ის N------------- წერილით, გ------ გ-------ს თავის 2-----–-–-------------–ის N-------- განცხადებაზე აცნობა, რომ საჯარო რეესტრის მონაცემებით მის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე მითითებული ტერიტორიის ნაწილზე საკუთრების უფლება არ არის რეგისტრირებული. იხ. დანართზე მონიშნული N 2 ნაწილი. ხოლო I ნაწილი შედის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ნივთის, მდებარე - ი.ჭ-------ის გამზირი N--ა-ს მიმდებარედ(საკადასტრო ნომერი-----------------) მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ასევე განუმარტა, რომ ამასთან, იმ შემთხვევაში თუ აინტერესებდა ინფორმაციის მიწოდება რეგისტრირებული უძრავ ნივთებზე- საქართველოს კანონის „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ’’ მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად ერთეულ ნივთზე საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის გაცემისათვის დადგენილია საფასური - 10ლარის ოდენობით. მის წერილზე სრული ინფორმაციის მისაღებად საჭიროა წარდგენილი იქნეს დამატებით გადახდილი თანხის 10 (ათი) ლარის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2-----–-–--------------–ის N------------ წერილი(ს.ფ 72)

 

2.2.4. საქმეში წარმოდგენილი 2---–-–-----------–--ის სანოტარო წესით დამოწმებული N--------- სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ლ---- გ------- არის 0--------- წელს გარდაცვლილი გ------ გ-------ს კანონისმიერი მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან-მეუღლე. მან, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება კერძოდ- 173.00ფართი, მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, გამზირი ი.ჭ-------ის N--ა.

 

საქმეში წარმოდგენილი 2-----–-–----------–--ის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, გამზირი ი.ჭ-------ე №---, ბინა N-, ფართი: 173.00 კვ.მეტრი, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №-----------------------, საკუთრების უფლებით აღრიცხულია ლ---- გ-------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2----–-–---------–--ის სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა N--------- (ს.ფ 43-48)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 0---------(ს.ფ 50-51)

 

2.2.5. საქმეში წარმოდგენილი 2-----–-–-----------------–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ კ---------------------------–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ლ---- გ------- (პირადი ნომერი N-----------) 1----–-–----- დღემდე ფლობს და სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიმდებარედ მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭ-------ის გამზირი N--ა-ს (N-----------------------) მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით. ასევე აცხადებს თანხმობას, რომ ლ---- გ-------მ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

 

საქმეში წარმოდგენილი 2----–-–----------------–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით დგინდება, რომ დ--–----------ე და თ--------------–--–---–ი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ლ---- გ------- (პირადი ნომერი N-----------) 1---–-–----- დღემდე ფლობს და სარგებლობს მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მიმდებარედ მდებარე მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭ-------ის გამზირი N--ა-ს(N-----------------------) მიმდებარედ არსებული მიწის ნაკვეთით. ასევე აცხადებენ თანხმობას, რომ ლ---- გ-------მ მოახდინოს აღნიშნული მიწის ნაკვეთის ლეგალიზაცია და საკუთრების უფლებით რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- კ--------------------------–ის 2-----–-–----------------–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ.41)

- დ--–---------ის, თ--------------–--–---–ის 2----–-–----------------–ის სანოტარო წესით დამოწმებული განცხადება (ს.ფ.39)

 

2.2.6. 2-----–-–----------------–ს ლ---- გ-------მ N---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოთხოვა მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ.თბილისი, ჭ-------ის ქუჩა N---ა, ფართი: 25,25 კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ---- გ-------ს 2---–-–---------------–ის N---------------- განცხადება(ს.ფ18)

 

2.2.7. საქმეში წარმოდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2-----–-–---------------ოს N--------------- წერილით დგინდება, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურს გადაეგზავნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სახელზე შესული ი-----–- გ-------ს N-------------- 0--------- წლის განცხადება დასკვნის წარდგენისათვის.

 

სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ჭ-------ის ქუჩა N--ა; 25.25 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და აცნობათ, რომ მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ–1) და სატრანსპორტო (ტზ–1) ზონაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------ოს N-------------- წერილი( ს.ფ 65)

 

2.2.8. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------ის N--- განკარგულებით უარი ეთქვა ლ---- გ-------ს მიწის ნაკვეთებზე(მისამართი: ქ.თბილისი ჭ-------ის ქუჩა N-- ა, საერთო ფართობი: 25.25 კვ.მეტრი) საკუთრების უფლების აღიარებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------ის განკარგულება N--- ,,მიწის ნაკვეთზე ლ---- გ-------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’ (ს.ფ 15-16)

 

3. დადგენილი ფაქტები პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად შემდეგნაირად შეაფასა:

 

3.1. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტზე, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტს.

 

სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2----–-–------------ის N--- განკარგულება ,,მიწის ნაკვეთზე ლ---- გ-------ს საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენდა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლოს უნდა შეამოწმებინა მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

3.2. სასამართლომ მიუთითა „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით(შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა.

 

სასამართლომ მოიხმო საქართველოს მთავრობის 2016წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესი’’, რომელიც არეგულირებს მართლზომიერ მფლობელობაში ან სარგებლობაში არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრების უფლების აღიარების პროცედურებსა და პირობებს, განსაზღვრავს საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილების მქონე ორგანოს სამართლებრივ სტატუსს, კომპეტენციასა და სამართლებრივ საფუძვლებს, აგრეთვე საკუთრების უფლების აღიარების პროცესში მონაწილე მხარეთა უფლება- მოვალეობებს.

 

სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს მთავრობის 2016წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ 5.1 მუხლზე, რომლის თანახმად, თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებისათვის, უფლებამოსილია შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან (ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისია, რომელიც თავის ფუნქციებს ახორციელებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VIII თავით განსაზღვრული ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისა და „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ წესით დადგენილი წესით. წესების მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, საკუთრების უფლების აღიარების შესახებ მოთხოვნის განხილვის საფუძველია პირის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ წერილობითი განცხადების წარდგენა კომისიაში.

 

სასამართლომ მიუთითა დადგენილ გარემოებაზე, რომ 2---–-–------------------–ს ლ---- გ-------მ N---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოთხოვა მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ.თბილისი, ჭ-------ის ქუჩა N---ა, ფართი: 25,25 კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული განცხადების საფუძველზე იქნა დაწყებული კომისიაში სარეგისტრაციო წარმოება.

 

3.3. სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საკუთრების უფლების აღიარებას ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები: ა)მართლზომიერ მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებული;

ბ)თვითნებურად დაკავებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით კი განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა:

ა) პირუტყვის გადასარეკი ტრასა;

ბ) წყლის სახელმწიფო ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომელთა საკუთრებაში გადაცემა და გამოყენება შესაძლებელია „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

გ) სახელმწიფო სამეურნეო ტყის ფონდის მიწა, გარდა იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც დაკავებულია ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის მიერ, რომელთა საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს დასკვნის შესაბამისად და რომელთა სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვა ხელს არ შეუშლის სახელმწიფო ტყის ფონდის მართვისა და დაცვის განხორციელებას;

დ) დაცული ტერიტორია, გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა;

ე) რეკრეაციული დანიშნულების პარკი, ტყე-პარკი, სკვერი და სხვა, გარდა

„საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო-სათხილამურო ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული სარეკრეაციო ტერიტორიებისა;

ვ) ისტორიის, კულტურის, ბუნებისა და საკულტო-რელიგიური ძეგლები;

ზ) საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

თ) თუ მასზე განთავსებულია წყალსაცავი, ჰიდროტექნიკური ნაგებობა და ამ ობიექტების სანიტარიულ-დაცვითი ზონები;

ი)თუ მასზე განთავსებულია საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის(სატრანსპორტო და მიწისქვეშა კომუნიკაციების, წყალმომარაგების, წყალარინების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგაყვანილობის) ობიექტები;

კ) სპეციალური დანიშნულების (თავდაცვისა და მობილიზაციისათვის განკუთვნილი) მიწის ნაკვეთები;

ლ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ობიექტებით დაკავებული მიწის ნაკვეთი, მათ შორის, ის მიწის ნაკვეთი, რომელზე განთავსებული სახელმწიფო ქონებაც,„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, არ ექვემდებარება პრივატიზებას;

მ) სასაფლაო და პანთეონი;

ნ) სანიტარიული და დაცვითი ზონები;

ო) თუ იგი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის მაგისტრალური მილსადენებისა და მათთან დაკავშირებული მიწისქვეშა და მიწისზედა საშუალებების მშენებლობისა და ექსპლუატაციისათვის.

 

სასამართლომ განმარტა, რომ პირის მოთხოვნა შესაძლოა აკმაყოფილებდეს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს,- თუმცა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავსსახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2---–-–------------ის N--- განკარგულებით, განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, ვინაიდან ადმინისტრაციული წარმოების პროცესში საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ მოთხოვნილი მიწის ნაკვეთის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეულია სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), აღნიშნული გარემოება კი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.2. მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენს ლ---- გ-------ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

 

საქმეში წარდგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------ოს N-------------- წერილით დგინდება, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ჭ-------ის ქუჩა N--ა; 25.25 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი. მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ–1) და სატრანსპორტო (ტზ–1) ზონაში.

 

სასამართლომ დამატებით მიუთითა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების 15.5 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმადაც სატრანსპორტო ზონა1 (ტზ-1) არის სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს(გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს, ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს.

 

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტი იმის თაობაზე, რომ კომისიამ არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რამდენადაც საქმის მასალებში წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდებოდა, რომ ლ---- გ-------ს მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ–1) და სატრანსპორტო (ტზ–1) ზონაში, აღნიშნული გარემოება კი, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ თანახმად გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას. სასამართლომ დამატებით მიუთითა, რომ აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილი არ ყოფილა.

 

3.4. სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიიჩნია, ლ---- გ-------ს სარჩელი იყო უსაფუძვლო, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამებოდა მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდიოდა მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა იყო უსაფუძვლო და იგი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სასამართლომ დაუსაბუთებელად მიიჩნია მოთხოვნაც, მოპასუხე მხარეზე ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს დაკმაყოფილებაზე სრულად ეთქვა უარი.

 

4. ლ---- გ-------ს სააპელაციო მოთხოვნა:

 

4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთ კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

5. ლ---- გ-------ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

 

5.1. აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მთელი რიგი გარემოებისა, რომელზედაც მოსარჩელე მხარე აპელირებდა. კერძოდ, ის რომ მიწის ნაკვეთზე რომელზედაც ხდებოდა საკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნა, ფაქტობრივი საკუთრება წარმოშოილი იყო ჯერ კიდევ 90-იან წლებში და რომ მიწის ნაკვეთზე მდგარი შენობის აშენების მიზნით, მთელი რიგი ადმინისტრაციული აქტები იქნა გამოცემული. მათ შორის, მშენებლობის ნებართვა და სხვა საპროექტო დოკუმენტაცია. ასევე აპელანტი განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება ჩატარდა დარღვევებით.

 

აპელანტი განმარტავს, რომ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული, ამასთან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

 

აპელანტი მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2019 წლის 12 მარტის განკარგულებით დარღვეულ იქნა მოსარჩელის კანონიერი უფლება საკუთრების უფლების მოპოვებასთან დაკავშირებით.

 

6. სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

 

6.1. სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას არ დარღვეულა მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება მისცა საქმის მასალებს, საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია სრულყოფილად, რაც არ იძლევა გადაწყვეტილების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

სააპელაციო სასამართლო იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს, მიუთითებს მათზე და აღნიშნავს შემდეგს: სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, პალატამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების კანონიერება უნდა შეამოწმოს ლ---- გ-------ს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.

 

6.2. დადგენილია, რომ 2---–-–------------------–ს ლ---- გ-------მ N---------------- განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოთხოვა მიწის ნაკვეთზე მდებარე: ქ.თბილისი, ჭ-------ის ქუჩა N---ა, ფართი: 25,25 კვ.მეტრი, საკუთრების უფლების აღიარება. სწორედ აღნიშნული განცხადება გახდა კომისიაში სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველი.

 

6.3. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-3 მუხლით ცალსახად განსაზღვრავს, თუ რომელი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო ან/და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწის ნაკვეთები არ ექვემდებარება უფლების აღიარებას.

 

ამავე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულია, რომ საკუთრების უფლების აღიარებას არ ექვემდებარება სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შემდეგი მიწა, კერძოდ კი ამავე პუნქტის ,,ზ“ პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი სარგებლობის მიწის ნაკვეთი (მოედანი, ქუჩა, გასასვლელი, გზა, ტროტუარი, სანაპირო), დასასვენებელი ადგილი (პარკი, ტყე-პარკი, სკვერი, ხეივანი), დენდროლოგიური პარკი და ბოტანიკური ბაღი;

 

პალატა ეთახნემება პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებას, რომ პირის მოთხოვნა შესაძლოა აკმაყოფილებდეს კანონითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებულ ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით’’ განსაზღვრულ მოთხოვნებს,- თუმცა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული თუნდაც ერთ-ერთი გარემოების არსებობა გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2---–-–------------ის N--- განკარგულებით, განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე, იმ მოტივით, რომ განმცხადებლის მიერ საკუთრების უფლების აღიარება მოთხოვნილი იყო ისეთ მიწის ნაკვეთზე, რომლის ნაწილი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით მოქცეული იყო სატრანსპორტო ზონაში (ტზ-1), აღნიშნული გარემოება კი ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის 3.2. მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგენდა ლ---- გ-------ს განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძველს.

 

საქმეში წარმოდგენილია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის 2----–-–-------------ოს N-------------- წერილი, რომ სამსახურმა ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით, განიხილა ჭ-------ის ქუჩა N--ა; 25.25 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთის კანონმდებლობით დადგენილი წესით საკუთრების უფლების აღიარების საკითხი და მითითებული მიწის ნაკვეთი, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ–1) და სატრანსპორტო (ტზ–1) ზონაში.

 

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ’’ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24 მაისის N14-39 დადგენილების 15.5 მუხლის ,,პ’’ ქვეპუნქტის თანახმად სატრანსპორტო ზონა1 (ტზ-1) არის სატრანსპორტო ქვეზონა, რომელიც მოიცავს თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ არსებულ/დაგეგმილ ტრანსპორტის/ქვეითის გადაადგილებისთვის განკუთვნილი გზებს/ქუჩებს, მოედნებს, გზატკეცილებს, ხიდებს, გზაგამტარებს, სარკინიგზო ხაზებს(გასხვისების ზოლის ჩათვლით), მეტროპოლიტენის მიწისზედა ხაზებს, ტრამვაის ხაზებს, ტროტუარებს, ტროტუარის მიმდებარე გაზონს, ზღუდარებს, ქუჩის მომიჯნავე გამწვანებულ ზოლებს, უსაფრთხოების კუნძულებს, გამწვანებულ გზაგამყოფებს, მიწისქვეშა ნაგებობებს, ასევე თბილისის განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში ან/და საზღვრებს გარეთ, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის უძრავ ქონებაზე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრულ პარკირების ადგილებს.

 

ამრიგად, საქმეში არსებული მასალებით დადასტურებულია, ის ფაქტი, რომ ლ---- გ-------ს მიერ მოთხოვნილი უფლებაასაღიარებელი მიწის ნაკვეთი დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, მოქცეულია საზოგადოებრივ-საქმიან (სსზ–1) და სატრანსპორტო (ტზ–1) ზონაში, აღნიშნული გარემოება კი, გამორიცხავს სახელმწიფოს საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე თვითნებური დაკავების საფუძვლით საკუთრების უფლების აღიარებას. (საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ შესაბამისად).

 

6.4. პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601 მუხლი შეიცავს ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

განსახლველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამრიგად, პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგს, რომ ლ---- გ-------ს სარჩელი იყო უსაფუძვლო, რადგან ადგილი არ ჰქონდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას.

 

7. პროცესის ხარჯები:

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 390-ე, 397-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ---- გ-------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება;

 

3. გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N6) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. N-ა) მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე ილონა თოდუა