განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210017001947198
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210017001947198

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/1002 - 18 “ 13” ივნისი, 2019წ.

თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი მოწინააღმდეგე მხარეები წარმომადგენელი _ - - ჯ---- მ-----–---–- 1. სსიპ ს-----------–---–------–-------–------------------------------- გ------- გ--–---, ე---------- მ------–---–- 2. სსიპ ქ------–------------------------–- ე---------- დ---–-–---–-, თ------- გ-------–---–-

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილება

დავის საგანი - ბრძანებების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება 1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ჯ---- მ-----–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვას უარი.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

უ 2.1. 2011 წლის 02 დეკემბრის ბრძანებით ჯ---- მ-----–---–- დაინიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ს------------–---–------–-------–----------------------------------------------------–------------------–-------–--------–-----–----------------------- თანამდებობაზე 2011 წლის 5 დეკემბრიდან. 2.2. 2015 წლიდან დაიდო სამმხრივი შრომითი ხელშეკრულებები სსიპ ს-----------–---–-------–-------–---------------------------------------------–---------–-------------------------–--- და ჯ---- მ-----–---–ს შორის, რომლის თანახმადაც დარეგულირდა დამსაქმებელს, ს-----------–---–------–-------–------------------------------------–---–------–-------–------------------------------- შორის წარმოშობილი შრომითი და მათი თანმდევი ურთიერთობები. ამ ხელშეკრულებების თანახმად შრომითი ურთიერთობა ძალაში იყო 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით და ჯ---- მ-----–---–-ს ხელფასი განისაზღვრა ყოველთვიური 500 ლარის (დარიცხული) ოდენობით. 2.3. 2016 წლის 31 დეკემბრის N------ შრომითი ხელშეკრულებით გაგრძელდა 2016 წლის 07 აპრილის შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომითი ურთიერთობის სხვა პირობები დარჩა უცვლელი. 2.4. 2017 წლის 17 იანვრის მონიტორინგის სამმართველოს დასკვნის თანახმად, იმის გამო, რომ ჯ---- მ-----–---–-ს მხრიდან ადგილი ჰქონდა ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, თ----–------–--------–---–--------–----–-- მიმართ უღირსი საქციელის ჩადენის ფაქტს, რის გამოც მონიტორინგის სამმართველოს მიზანშეწონილად მიიჩნია ჯ---- მ-----–---–-ს მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელი - სასტიკი საყვედური. 2.5. 2017 წლის 17 იანვრის N------ ბრძანებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის ჯ---- მ-----–---–ს გამოეცხადა სასტიკი საყვედური. 2.6. 2017 წლის 11 თებერვალს ჯ---- მ-----–---–მა დაწერა განცხადება, რითაც აცნობა დამსაქმებელს, რომ სარგებლობდა მისი კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების ნაწილით 3 სამუშაო დღით 2017 წლის 13 თებერვლიდან 2017 წლის 15 თებერვლის ჩათვლით. 2.7. 2017 წლის 23 თებერვლის დისციპლინური გადაცდომის განმხილველი ორგანოს დასკვნის თანახმად ს-----------–---–------–-------–------------------ ჯ---- მ-----–---–ს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N---- ბრძანებით დამტკიცებული ,,ს-----------–---–------–-------–------------------- ეთიკის კოდექსის" მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაეკისრა სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება). 2.8. 2017 წლის 22 თებერვლის მონიტორინგის სამმართველოს დასკვნის თანახმად, იმის გათვალისწინებით, რომ ჯ---- მ-----–---–ს უკვე აქვს დაკისრებული დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელი-სასტიკი საყვედური და იგი 2017 წლის 13,14 და 15 თებერვალს არ გამოცხადდა სამსახურში, რითაც დაარღვია მ------------- ეთიკის კოდექსის მე-3 თავის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე" და ,,ზ" ქვეპუნქტები, მიზანშეწონილია ჯ---- მ-----–---–-ს მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური პასუხისმგებლობის სახდელი-სამსახურიდან გათავისუფლება. 2.9. 2017 წლის 20 თებერვლის ახსნა-განმარტებაში ჯ---- მ-----–---–- აცხადებს, რომ მისი უშუალო ხელმძღვანელი არ იყო ინფორმირებული შვებულებაში გასვლის თაობაზე და არ მიუღია მისგან თანხმობა. 2.10. 2017 წლის 03 იანვრის N- ბრძანებით დამტკიცდა სსიპ ს-----------–---–------–-------–-------------------------------ს შინაგანაწესი, რომლის თანახმადაც ანაზღაურებადი შვებულების აღებისას მ------------- სამსახურის თანამშრომელი/მ------------ ვალდებულია 2 (ორი) კვირით ადრე გააფრთხილოს მ------------- სამსახურის უფროსი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვადის დაცვა შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო, პირადი ან ოჯახური პრობლემების გამო. 2.11. სსიპ ს-----------–---–------–-------–-------------------------------ს 2017 წლის 24 თებერვლის N------ ბრძანებით დისციპლინური გადაცდომის ჩადენისთვის, ჯ---- მ-----–---–ს დაეკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა (გათავისუფლება) და დაევალა ადმინისტრაციულ სამმართველოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნის და ამ ბრძანების ჯ---- მ-----–---–-ს პირად საქმეში შეტანა. 2.12. 2017 წლის 31 მარტს სსიპ ს-----------–---–------–-------–------------------- სამსახურმა ჯ---- მ-----–---–ს გაუგზავნა მისი სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთება. 2.13. 2017 წლის 24 თებერვალს სსიპ ქ--–--------–-------------------------–---– გამოსცა ბრძანება N------ მანდატურ ჯ---- მ-----–---–-------- შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის თაობაზე. 2.14. ბრძანება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ სსიპ ქ--–--------–-------------------------–-- ჯ---- მ-----–---–ს გაუგზავნა 2017 წლის 25 აპრილს. 2.15. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 28 აპრილის განჩინებით ჯ---- მ-----–---–ს უარი ეთქვა მოპასუხეე სსიპ ს-----------–---–------–-------–-------------------------------ს წინააღმდეგ სარჩელის წარმოებაში მიღებაზე, ამ სარჩელით ჯ---- მ-----–---–- ითხოვდა ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენას და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას. 2.16. ს-----------–---–-------–-------–---- მ------------ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით. 2.17. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში სადავოდ არის ქცეული ის ფაქტობრივი გარემოებანი, რაც საფუძვლად დაედო მოსარჩელის საყვედურის გამოცხადებისა და სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს, კერძოდ მოსარჩელე არ ეთანხმება მოპასუხის პოზიციას მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევის შესახებ. მოპასუხეების განმარტებით, მოსარჩელისათვის საყვედურის გამოცხადების წინაპირობა იყო მისი მხრიდან გამოვლენილი მ------------- ეთიკისათვის შეუფერებელი საქციელი, ხოლო სამსახურიდან დათხოვნის წინაპირობა გახდა მისი ქმედება, არაჯეროვნად შეესრულებინა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილებანი, რის გამოც შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის გამო. ს-----------–---–------–-------–------------------- ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 27 მაისის N---- ბრძანების მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მ------------ თავის საქმიანობაში უნდა ეყრდნობოდეს პროფესიონალიზმს და ეთიკურ ნორმებს, იგი მუდმივად უნდა აკონტროლებდეს თვის მოქმედებას, გრძნობებსა და ემოციებს, რაც გულისხმობს მ------------- ვალდებულებას ყველა სუბიექტს მოექცეს კორექტულად და მისთვის მინიჭებული კომპეტენციისა და უფლებების ფარგლებში; თუ მ------------ მიიჩნევს რომ ვინმე არღვევს მის მიმართ რაიმე დადგენილ წესს, მაშინ უნდა მიმართოს შესაბამის უწყებებს და მოითხოვოს ამ ფაქტის გამოკვლევა, ეთიკის ნორმების დაცვა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან იგი სამსახურეობრივ უფლებამოსილებებს ახორციელებს ს-----------–---–------–-------–---–- და ვალდებულია დაიცვას და შექმნას ფსიქო-სოციალურად ჯანსაღი ფონი, საწინააღმდეგო ქმედება არღვევს უსაფრთხო სკოლის პრინციპს. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, მ------------ ვალდებულია იყოს თავაზიანი დ დაიცვას პროფესიული და კოლეგიალური ეთიკის ნორმები, პირველი პუნქტის მიხედვით, მ------------- ურთიერთობა მოსწავლეებთან/სტუდენტებთან, მასწავლებლებთან/ლექტორებთან და მშობლებთან დამყარებული უნდა იყოს ურთიერთთანამშრომლობის და ნდობის პრინციპზე, მესამე პუნქტით, მ------------ პატივისცემით ეპყრობა მასწავლებელს/ლექტორს, საგანმანათლებლო დაწესებულების დირექციას და აქ დასაქმებულ სხვა პირებს მიუხედავად მათი პროფესიული გამოცდილებისა და პიროვნული თავისებურებებისა. იმ დროს, როცა სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა ექიმის კაბინეტში, ჯ---- მ-----–---–- სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უყვიროდა არა მარტო ექიმს, არამედ სკოლის მოსწავლესაც, კერძოდ, 2016 წლის 16 დეკემბერს ექიმის კაბინეტში მოსწავლეებმა მიიყვანეს მოსწავლე (არასრულწლოვანი) ქ------- ა-------–---, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შემდეგ ექიმმა მოსწავლე დააწვინა საწოლზე და მიაღებინა წამლები, ამ დროს ექიმის კაბინეტში შევიდა მოსარჩელე და ექიმს განუცხადა, რომ აღნიშნული მოსწავლე იყო სიმულიანტი და მატყუარა და იძულებით ცდილობდა ბავშვი წაეყვანა დასაკითხად. ჯ---- მ-----–---–-ს მხრიდან ყვირილს არ ქონდა ერთჯერადი ხასიათი და იგი რამოდენიმეჯერ განმეორდა დღის განმავლობაში, ეს ფაქტები დადასტურებულია იმ მოწმეების გამოკითხვით, ვინც ესწრებოდა ამ ფაქტს, მოწმეებმა ასევე დაადასტურეს ქ------- ა-------–---- მშობლის საჩვარში აღწერილი ზემოდ მითითებული გარემოებები, შესაბამისად, მოსარჩელემ დაარღვია მ------------- ეთიკის სტანდარტები და ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა რასაც ითვალისწინებს ეთიკის კოდექსის მესამე თავის მე-5 მუხლის 1 პუნქტის ,,დ" ქვეპუნქტი, კერძოდ ამ ნორმის თანახმად, დისციპლინური გადაცდომაა: ზნეობრივ-ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, თანამშრომლის, პედაგოგის/ლექტორის, მოსწავლის/სტუდენტის, მშობლის, მ------------- სამსახურის ან საგანმანათლებლო დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად მისი ჩადენის ადგილისა. ამდენად ჯ---- მ-----–---–-ს ქმედება უნდა შეფასდეს როგორც მ-------------ათვის შეუფერებელი ქმედება და შესაბამისად გამოყენებული საყვედური თანაზომიერი სასჯელის ჩადენილი ქმედებისათვის. რაც შეეხება სსიპ ს-----------–---–------–-------–-------------------------------ს მიერ გამოცემულ ბრძანებას ჯ---- მ-----–---–-ს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ეს ბრძანება თვისი არსით არის უმკაცრესი დისციპლინური სახდელი დადება ჩადენილი დარღვევისათვის, ამ ბრძანებას საფუძვლად დაედო სამი დღის განმავლობაში მოსარჩელის სამსახურში გამოუცხადებლობა, კერძოდ, ჯ---- მ-----–---–- თვითონვე ადასტურებს რომ სამსახურში არ გამოცხადებულა 2017 წლის 13 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით, მისი მითითებით 11 თებერვალს მოითხოვა შვებულების გამოყენება 13 თებერვლიდან, თუმცა მისივე ინფორმაციით აღნიშნულის თაობაზე მისი უშუალო ხელმძღვანელის თანხმობა არ ჰქონია მიღებული. ამ ფაქტს ასევე ადასტურებს ჯ---- მ-----–---–-ს უშუალო ხელმძღვანელის - მ--- ს------–---–-- მოხსენებითი ბარათები, რომლის მიხედვითაც იგი ითხოვს სამსახურს შემდგომ რეაგირებას, რადგან მის დაქვემდებარებაში მყოფი სუბიექტი არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას სამსახურში გამოცხადების შესახებ და უსაფუძვლოდ მოქმედებს საკუთარი შეხედულებისამებრ. როგორც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, მ------------ პასუხისმგებელია საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაზე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, რაც გულისხმობს, რომ მ------------ პასუხისმგებელია საგანმანათლებლო დაწესებულება დაცული იყოს უცხო პირთა შეჭრისგან, ასევე მ------------- უნდა უზრუნველყოს სკოლაში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან სხვა მავნე ნივთიერებების გამოყენების ფაქტის გამოვლენა და აღკვეთა, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღის სკოლის ტერიტორიაზე მოხვედრა და ასევე აღკვეთოს ყველა ისეთი ქმედება, რაც ხელს შეუშლის ბავშვის უფლებას დაცული იყოს მისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოება. ამდენად მოსარჩლის სამსახურში გამოუცხადებლობით ზიანი მიადგა სკოლის და მოსწავლეების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ს-----------–---–------–-------–-------------------------------ს შინაგანაწესის მესამე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, ანაზღაურებადი შვებულების აღებისას მ------------ ვალდებულია ორი კვირით ადრე გააფრთხილოს მ------------- სამსახურის უფროსი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული ვადის დაცვა შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო, პირადი ან ოჯახური პირობების გამო. ეს ვადა არ დაიცვა ჯ---- მ-----–---–მა და ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა რაში გამოიხატებოდა შვებულებაში გასვლის გადაუდებლობა, ამ გარემოებად ვერ გამოდგება მხოლოდ მითითება იმის შესახებ, რომ მას სჭირდებოდა უფასო იურიდიული დახმარების მიღება საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანების გასაჩივრებისათვის, მით უფრო მაშინ, როცა მისი სამუშაო დრო სრულდებოდა 15 საათზე და ეს სადავო არ არის. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სრულად დადასტურდა მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.18. სასამართლოს მიაჩნია, რომ, თუ ზოგადად დამსაქმებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს დასაქმებულს შრომითი ვალდებულებების, დადგენილი შინაგანაწესისა და სამსახურებრივი ეთიკის დაცვა, ასეთი უფლებამოსილება დამსაქმებლისა, განსაკუთრებით აქტუალური და მიზანშეწონილია განსახილველი სამართალურთიერთობისათვის. მოცემული სამართალუთიერთობის არსი გახლავს ის, რომ მოსარჩელეს, რომელიც სკოლაში ასრულებდა მ------------- უფლებამოსილებას. ამ ფუნქციათა განხორციელებისას, პერმანენტულად დაშვებულ იქნა სხვადასხვა გადაცდომანი, რამაც საბოლოოდ მისი დათხოვნის წინაპირობა შექმნა. სასამართლო აუცილებლად აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ სადავო ბრძანებების ფორმალური კანონიერების საკითხი სადავოდ არ გამხდარა; ანუ როგორც მ------------- სამსახურის, ასევე საჯარო სკოლის მიერ სადავო ბრძანებების გამოცემა, უფლებამოსილებითი ნაკლის მატარებელი არ არის და ეს უდავოა; მათი გამოცემა შეესაბამება მათ შორის „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 481 მუხლის, ასევე სხვა კანონქვემდებარე აქტების მოთხოვნებს. სადავო გახლდათ მხოლოდ აქტების მატერიალური კანონიერება - ანუ მათი ფაქტობრივი საფუძვლების შინაარსობრივი მართებულობა: იმ ფაქტს, რომ ჯ---- მ-----–---–მა რამდენჯერმე დაარღვია შრომითი ხელშეკრულებით და შრომის შინაგანაწესით ნაკისრი ვალდებულებები სასამართლო იზიარებს. ასეთი მსჯელობის საფუძველს ცალსახად იძლევა ზემოთ - სადავო ფაქტობრივ გარემოებებში აღწერილი გარემოებანი. მოსარჩელე იყო სკოლის მ------------ და ნათელია, რომ მისი ვალდებულება გახლავს საჯარო სკოლაში მაღალი ეთიკური სტანდარტის დაცვით თავისი ფუნქციების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ვლინდება, რომ გარკვეული ეპიზოდები ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს ასეთი ეთიკური სტანდარტის მოთხოვნებს. საქმეში წარმოდგენილია არა ერთი ე.წ. „გასაუბრების ოქმები“ და სხვა დოკუმენტაცია, რომლებიც ამას ადასტურებენ. საწინააღმდეგოდ კი მოსარჩელის ახსნა-განმარტების გარდა, საქმეში არაფერი წარმოდგენილა (მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ მოსარჩელეს სხდომაზე განუმარტა მოსამზადებელი სხდომის მთავარ სხდომაში გადაზრდის პროცესუალური შედეგები და შესთავაზა რაიმე მტკიცებულებების წარმოდგენა ან ასეთის გამოსათხოვად შესაბამისი შუამდგომლობების დაყენება). შესაბამისად, დადასტურებულია, რომ მოსარჩელე არღვევს შრომით ვალდებულებებს. ამავე დროს, სავსებით კანონზომიერია მოპასუხის მოქმედება არა უმკაცრესი დისციპლინური სანქციის, არამედ სასტიკი საყვედურის გამოყენების შესახებ, რაც შესაბამისობაშია შრომით სამართალში დამკვიდრებული Ultima ratio-ს პრინციპთან. ამის შემდგომ, მოსარჩელე კვლავ განაგრძობს შრომითი ვალდებულებების უგულვებელყოფას და ფაქტიურად თვითნებურად ტოვებს სამსახურს იმ მიზეზით, რომ არ ეთანხმება დისციპლინური სახდელის თაობაზე გამოცემულ ბრძანებას და სურს მოიძიოს ხელმისაწვდომი სამართლებრივი კონსულტაცია. თავისთავად მოსარჩელის სურვილი სამართლებრივი გზით შეებრძოლოს დისციპლინურ სანქციას სავსებით ლეგიტიმური შეიძლება იყოს, თუმცა ის გზა, რომელიც ამისათვის აირჩია ჯ---- მ-----–---–მა (იხ. მსჯელობა სადავო ფაქტობრივ გარემოებებში), სამართლებრივად შეწყნარებული ვერ იქნება. საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - ჯ---- მ-----–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტის მიერ შემუშავებულ თეზას - „საკმარისად სერიოზული“ წინაპირობა. ექსპერტთა კომიტეტის მიერ განმარტებულ იქნა, რომ იმისათვის, რათა დასაქმებული სამსახურიდან დათხოვნა ჩაითვალოს ლეგიტიმურად, ასეთი დათხოვნის საფუძველი უნდა აღწევდეს სწორედ საკმარისად სერიოზულ დონეს. შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განვითარებული პრაქტიკაც (კონკრეტული მაგალითების მითითებები უკვე აქტუალობას მოკლებულია) ცალსახად მეტყველებს, რომ ხელშეკრულების უხეში დარღვევა საკმარის საფუძველს ქმნის მისი შეწყვეტისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხე დაწესებულების ნება - დაითხოვოს დასაქმებულები შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. აღნიშნული კი ისევ და ისევ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა (ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს) და 115-ე მუხლის (სამოქალაქო ნება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად) საფუძველზე, ამ ნების (ანუ სადავო ბრძანებების) მართლზომიერებას განაპირობებს. სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი ორი მოთხოვნაც თანამდებობაზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა. რაც შეეხება არასრულად მიღებულ ხელფასს, სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ჯ---- მ-----–---–- გათვისუფლდა 2017 წლის 24 თებერვალს, ხოლო გარდა ამისა სამი სამუშაო დღე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდებოდა სამსახურში, დარიცხული თანხა წარმოადგენს შესრულებული სამუშაოს თანაზომიერად ანაზღაურებულ გასამრჯელოს, რის გამოც დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა 120 ლარის დაკისრების შესახებ. 3. სააპელაციო საჩივარი 3.1. აპელანტის განმარტებით, მისი ხელმძღვანელი ინფორმირებული იყო შვებულებასთან დაკავშირებით. აპელანტმა 10.02.2017წ - ერთხელ, ხოლო 11 თებერვალს - ორჯერ მიმართა დამსაქმებელს და მოითხოვა ანაზღაურებადი შვებულება, რათა მოეხდინა დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით გამოცემული აქტის გასაჩივრება. არცერთ განცხადებაზე მოსარჩელეს უარი არ მიუღია, დამსაქმებელს არ განუმარტავს, რომ უარს ეუბნებოდა დასაქმებულს შვებულებაში გასვლასთან დაკავშირებით. დამსაქმებელმა თავისი უმოქმედობით მოსარჩელეს შეუქმნა რწმენა, რომ ის თანახმა იყო შვებულების მიცემაზე და საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. ის, რომ მოსარჩელეს მიმართვის ვადა არ აქვს დაცული, არ შეიძლება ჩაითვალოს სამსახურებრივი მოვალეობის უხეშ დარღვევად, ვინაიდან შრომის კოდექსი ასეთ ვადას არ ადგენს. 24.02.2017წ. დამსაქმებელმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც მოსარჩელეს დააკისრა დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან განთავისუფლება. ბრძანების დასაბუთება მოსარჩელეს გადაეცა 31.03.2017წ., რომლის თანახმადაც განთავისუფლების საფუძველი გახდა ის სამი დღე, როდესაც დასაქმებული შვებულებაში იყო გასული, რათა გაესაჩივრებინა წინა ბრძანება სახდელის დაკისრების შესახებ. 3.2. აპელანტის განმარტებით, უსწოროა სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მასზედ, რომ იმ დღეს, როდესაც სკოლის მოსწავლე იმყოფებოდა ექიმის კაბინეტში, მოსარჩელე სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და უყვიროდა ექიმს და სკოლის მოსწავლეს. აპელანტს სიტყვიერი შეურაცხყოფა არც ექიმისთვის და არც მოსწავლისთვის არ მიუყენებია. შესაბამისად, არასწორ ფაქტებზე დაყრდნობით გამოტანილი იქნა დასკვნა მოსარჩელის მიერ მ------------- ეთიკის სტანდარტების დარღვევის და დისციპლინური გადაცდომის შესახებ. აპელანტის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ჩაიდინა გადაცდომა, ვინმეს უყვიროდა ან ვინმეს ეჩხუბა. სასამართლო დაეყრდნო მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტებას და მტკიცების სტანდარტი პრაქტიკულად მინიმუმამდე დაიყვანა. 3.3. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 1--------------------–------------------------------------------- არ შეიცავს არანაირ დასაბუთებას და საკითხის გამოკვლევას. კრების ოქმიდან დგინდება, რომ სამეურვეო საბჭოს არსებითად არ შეუსწავლის აღნიშნული საკითხი და დირექტორის მიმართვა დააკმაყოფილა საკითხის ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე. კრების ოქმი შედგა მხოლოდ ფორმალური კანონიერების დასაცავად. 3.4. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ იმსჯელა, იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში გაურკვეველია შრომის კოდექსის რომელი მუხლი გახდა განთავისუფლების საფუძველი, რადგან არ არის კონკრეტული ნორმა მითითებული. თუ გათავისუფლება მოხდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს ქმედება უხეშ დარღვევად. აპელანტს სადავო სამი დღე ესაჭიროებოდა იურისტის მოსაძებნად და ცდილობდა სარჩელის შეტანას სასამართლოში. სასამართლომ აღნიშნულ ნორმასთან მიმართებაში საერთოდ არ იმსჯელა და შესაბამისად, გაურკვეველია, აფასებდა თუ არა ამ ფაქტს შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევად. ამასთან, საამართლო არ მსჯელობს, თუ რატომ უნდა ჩაითვალოს უხეშ დარღვევად და არა უბრალო გადაცდომად, რომლის გამოც უფრო მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეიძლებოდა დაკისრებოდა. სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რა შედეგი გამოიწვია გადაცდომამ. მოპასუხე არ მიუთითებდა რაიმე ისეთ შედეგზე, რაც ვინმესთვის ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო. აღნიშნული საკითხის გარკვევა მნიშვნელოვანი იყო დარღვევის სიმძიმის დასადგენად. სასამართლოს არ გამოურკვევია, თუ რატომ არ იყო მითითებული ბრძანებაში შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი , იქნებ დამსაქმებელი თავად არც კი თვლიდა მოსარჩელის ქმედებას „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებად და იგი განთავისუფლდა ამავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. აპელანტის მითითებით, აღნიშნული საკითხის გამორკვევა არსებითი ხასიათისაა, რამდენადაც „თ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში თუ ბათილად იქნებოდა ცნობილი საყვედურის გამოცხადების შესახებ ბრძანება, რომელიც მოსარჩელეს გასაჩივრებული ჰქონდა, ავტომატურად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი განთავისუფლების ბრძანებაც. ის ფაქტი, რომ დამსაქმებელმა არ მიუთითა განთავისუფლების ბრძანების საფუძველზე, კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ბრძანების უკანონობაზე. 4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. 394-ე მუხლის “ე” პუნქტი ადგენს, რომ გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. აპელანტი მიუთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევაზე და განმარტავს, რომ სასამართლომ გააერთიანა რა ორი სამოქალაქო საქმე, არ უცნობებია მოსარჩელისთვის, რომ იმ კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით აღძრულ სარჩელთან ერთად იხილებოდა სარჩელი დისციპლინური სახდელის დაკისრების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ. აპელანტის განმარტებით, მას, როგორც მოსარჩელე მხარეს შეეზღუდა დისციპლინური სახდელის არამართლზომიერად დაკისრებასთან დაკავშირებით მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენის უფლება (იხ.: სააპელაციო სასამართლოს 27.05.2019წ. სხდომის ოქმი, 14:23:46-14:23:59, 14:29:21-14:33:06). წინამდებარე სააპელაციო საჩივრის ფარგლებში სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს განსახილველ საქმეზე საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით. მოცემულ საკითხზე მსჯელობა არ ცდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ დანაწესს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმების თაობაზე. აპელანტის პრეტენზიათა საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს საკითხის შეფასებისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე: საქმის მასალებით დადგენილია, რომ: - მოსარჩელის მიერ აღძრული იქნა ორი დამოუკიდებელი სარჩელი: 1. დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ სსიპ ს-----------–---–------–-------–-------------------------------ს 17.01.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომელიც 17.02.2017წ. წარდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ტ.2, ს.ფ. 1) და 2. სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე 24.02.2017წ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის მოთხოვნით აღძრული სარჩელი, რომელიც 31.05.2017წ. წარდგენილი იქნა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ტ.1, ს.ფ. 1). - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 24.04.2017წ. განჩინებით ჯ---- მ-----–---–-ს სარჩელი 17.01.2017წ. ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე განსახილველად განსჯადობით გადაეგზავნა სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას (ტ.2, ს.ფ. 123-126). - საქმის მასალებით დადგენილია, რომ აღნიშნული სარჩელებზე დამოუკიდებლად მიმდინარეობდა წარმოება და მათი გაერთიანება ერთ წარმოებად მოხდა მხოლოდ სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. განჩინებით (ტ.2, ს.ფ. 134,135). ამავე დროს დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 29.11.2017წ. განჩინებით მოსამზადებელი სასამართლო სხდომა დაინიშნა სარჩელზე სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 134,135). ამავე დღეს ეცნობათ მხარეებს 05.12.2017წ. ჩანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე (ტ.1, ს.ფ. 136-138). - 05.12.2017წ. სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერის გამოკვლევით დგინდება, რომ საქმის არსებითი განხილვის დასაწყისში, სასამართლომ გააჟღერა რა განსახილველი სასარჩელო მოთხოვნები და საკითხი შეეხო მოსარჩელისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობას, მოსარჩელემ განმარტა, რომ საყვედური იყო სხვა საქმე და, როგორც მისთვის ცნობილი იყო, იგი განიხილებოდა სხვა მოსამართლის მიერ, რის თაობაზეც მას რამოდენიმე თვის წინ აცნობეს. სხდომის ოქმით, დგინდება, რომ აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი არ იყო არც მოპასუხე მხარის წარმომადგენლისთვის, რომელიც ასევე მიუთითებდა რომ სახდელის დაკისრების საქმეს იხილავდა სხვა მოსამართლე. მხარეთა განმარტებების პასუხად მოსამართლემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ აღნიშნული საქმეც გადაეწერა მას და მითითბული საქმეების განხილვა მოხდებოდა ერთად (ტ.1, 15:31:55 – 15:32:31). - აპელანტი განმარტავს, რომ იგი სათანადოდ ვერ მოემზადა სასამართლო განხილვისთვის, ვინაიდან მისთვის უცნობი იყო საქმეთა გაერთიანების და იმ კონკრეტულ სხდომაზე დისციპლინური სახდელის დაკისრების ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის განხილვის თაობაზე. აპელანტი განმარტავს, რომ მას სასამართლო მოხელემ ტელეფონით აცნობა სხდომის თარიღის შესახებ და მიუხედავად იმისა, რომ იგი არაერთხელ ჩაეკითხა მეორე საქმის თაობაზე, მოხელემ განუმარტა, რომ განიხილებოდა განთავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს 27.05.2019წ. სხდომის ოქმი, 14:23:46-14:23:59, 14:29:21-14:33:06). - რაიმე მტკიცებულება, რაც მიუთითებდა, რომ მხარეებს რაიმე ფორმით ეცნობათ საქმეთა გაერთიანების შესახებ საქმეში წარმოდგენილი არ არის. - საქმის მასალებით დგინდება, რომ 05.12.2017წ. სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა გადაიზარდა მთავარ სხდომაში და იმავე დღეს დასრულდა სასამართლო განხილვა და მიღებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტ.1, ს.ფ. 136-143). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა იზიარებს აპელანტის შედავებას საქალაქო სასამართლოს მხრიდან საპროცესო ნორმების დარღვევის თაობაზე და მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობები. ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ინფორმირებული არ იყო დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის სასამართლო განხილვასთან მიმართებაში, ერთმნიშვნელოვნად საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევად უნდა შეფასდეს და გაზიარებული უნდა იქნეს აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ მას შეეზღუდა სასამართლოსთვის სარჩელის საფუძვლად მითითებული მტკიცებულებების წარდგენის უფლება. სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ წინამდებარე საქმე განიხილა საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევით. დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–4 მუხლი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 62.5-ე მუხლით, რომლის მიხედვით, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. სამოქალაქო სამართალწარმოება ემყარება რა შეჯიბრებითობის და თანასწორობის პრინციპს, სასამართლოს მხრიდან აღნიშნული პრინციპის დარღვევა სწორედ ხსენებული ფუნდამენტური პრინციპის დარღვევად განიხილება, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველია. პალატა მიუთითებს, რომ ამგვარი მიდგომა გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციითა თუ ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით გარანტირებული სასამართლო ხელმისაწვდომობის პრინციპიდან და ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დებულებიდან (პრეცედენტული სამართლის თანახმად, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტია, მოითხოვს თითოეული მხარისგან ჰქონდეს გონივრული შესაძლებლობა წარმოადგინოს საკუთარი საქმე ისეთ პირობებში, რომელიც არ ჩააყენებს მას მნიშვნელოვნად არახელსაყრელ მდგომარეობაში მის მოწინააღმდეგე მხარესთან მიმართებით (იხ. „ნიდეროსტ-ჰუბერი შვეიცარიის წინააღმდეგ“, (Nideröst-Huber v. Switzerland), 18/02/1997, §23, გადაწყვეტილებათა და განჩინებათა კრებული 1997-I; „კრესი საფრანგეთის წინააღმდეგ“ (Kress v. France) [დიდი პალატა], # 39594/98, § 72, ECHR 2001-VI; „ეივონი საფრანგეთის წინააღმდეგ“(Yvon v. France), #. 44962/98, § 31, ECHR 2003-V; და „გორაიზი და სხვები ესპანეთის წინააღმდეგ“(Gorraiz Lizarraga and Others v. Spain), #. 62543/00, § 56, ECHR 2004-III). ეროვნული ორგანოები ვალდებულები არიან უზრუნველყონ „სამართლიანი განხილვის“ მოთხოვნები თითოეულ საქმეზე (იხ. Dombo Beheer B.V. ნიდერლანდების წინააღმდეგ (Dombo Beheer B.V. v. the Netherlands), 27/10/1993, §33, Series A #. 274). კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი პარაგრაფი არ ითვალისწინებს დოკუმენტების გაგზავნის კონკრეტულ ფორმას (იხილეთ „ბოგონოსი რუსეთის წინააღმდეგ“ (განჩინება) (Bogonos v. Russia (dec.), # 68798/01, 05/02/2004, და „ორამსი კვიპროსის წინააღმდეგ“ (განჩინება)(Orams v. Cyprus (dec.), # 27841/07, 10/06/2010), თუმცა, სამართლიანი სასამართლოს ზოგადი კონცეფცია მოიცავს შეჯიბრებითი სამართალწარმოების ფუნდამენტურ პრინციპს (იხ. რუიზ-მატეოსი ესპანეთის წინააღმდეგ (Ruiz-Mateos v. Spain), 23/06/1993, § 63, Series A # 262). ამასთან, სამართლიანი სამართალწარმოება მოითხოვს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების ყველა მხარე ინფორმირებული იყოს და შესაძლებლობა ჰქონდეს, გამოთქვას მოსაზრება წარდგენილ დასკვნებსა და მტკიცებულებებზე, რათა გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე (იხ. „ლობო მაჩადო პორტუგალიის წინააღმდეგ“ (Lobo Machado v. Portugal), 20/02/1996, §31, ანგარიშები 1996-I) . უპირველეს ყოვლისა, აღნიშნული საკითხი გულისხმობს იმას, რომ პირი ინფორმირებული უნდა იყოს მის წინააღმდეგ მიმდინარე სამართალწარმოების შესახებ (იხ. „დილიპაკი და კარაკაია თურქეთის წინააღმდეგ“ Dilipak and Karakaya v. Turkey ნომ. 7942/05 და 24838/05, §77, 04/03/2014). (შდრ. სუსგ. ას 105-105-2018, 11.05.2018წ.). განსახილველ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია საპროცესო სამართლის ნორმათა მნიშვნელოვანი დარღვევით, რამაც გავლენა იქონია დავის შედეგზე (სსსკ-ის 393.3 მუხლი), რის გამოც, იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების წანამძღვრები. 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 6. საპროცესო ხარჯები რადგან სააპელაციო პალატა სარჩელზე შემაჯამებელ გადაწყვეტილებას არ იღებს და საქმე უბრუნდება პირველი ინსტანციის სასამართლოს განსახილველად, წინამდებარე განჩინებით პალატა არ მსჯელობს სახელმწიფო ბაჟის საკითხზე. ხარჯები განაწილებული იქნება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ დ ა ა დ გ ი ნ ა 1. ჯ---- მ-----–---–-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.12.2017წ. გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. 3. ხარჯები განაწილებული იქნება საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებით. 4. განჩინება, შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით. 5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ამირან ძაბუნიძე