განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 170310014636784
საქმე №3ბ/594-15
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
I შ ე ს ა ვ ა ლ ი
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლე - მანანა ჩოხელი
სხდომის მდივანი - ნინო პაპინაშვილი
აპელანტი (მოსარჩელე) - ნ-----–---- ს---–----–--ლი (ბ-–-- ს---–----–--ლის უფლებამონაცვლე)
აპელანტი (მესამე პირი) - ბ--------- ს---–----–--ლი
წარმომადგენელი - გ---------------
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - ი--------------------
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ინდისივუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება
I I ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. აპელანტების მოთხოვნა
1.1. აპელანტი ნ-----–---- ს---–----–--ლი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
1.2. აპელანტი ბ--------- ს---–----–--ლი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ითხოვს.
2. მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია
მოწინააღმდეგე მხარის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სახეზეა კერძო პირთა შორის დავა, რომლის მიმართ ადმინისტრაციულ ორგანოს ინტერესი არ გააჩნია. ამასთან, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს პირდაპირ დასაბუთებას, რა გარემოებები უნდა გამოიკვლიოს მარეგისტრირებელმა ორგანომ.
3. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
3.1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის გადაწყვეტილებით ბ-–-- ს---–----–--ლის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6----–--ის №8-------------- გადაწყვეტილება და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა სადავო საკითხთან დაკავშირებით; ბ-–-- ს---–----–--ლის მოთხოვნა - დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ შ----------ში, 1540 კვ.მ. მიწის ნაკვეთის დარეგისტრირება ბ-–-- ს---–----–--ლის სახელზე არ დაკმაყოფილდა.
3.2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
2002 წლის 4----–--ის (განცხადების რეგისტრაციის N1---------) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ შ----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო 0,154 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ-–-- ს---–----–--ლს (N8-----------).
2014 წლის 2-----–-სს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით მიმართა ბ-–-- ს---–----–--ლმა და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი შ----------ი, ფართი 1500 კვ.მ. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, საკუთრების მოწმობა.
2014 წლის 2-----–-სს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის N8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტირირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებს შორის არსებობს ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადება თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამება მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრება მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. შესაბამისად, წარსადგენია კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი.
2014 წლის 0------------ის N8------------04 გადაწყვეტილებით შეწყდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარმოდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი- ინფორმაცია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 1------------ის N1----- გადაწყვეტილებით ბ-–-- ს---–----–--ლს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე ეთქვა უარი.
საქართველის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად 1999 წლის 1-----------იდან, მიწის განაწილების სიის N--- საფუძველზე, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში მდებარე 1718.27 (დაზუსტებული) კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ბ---კ ს---–----–--ლზე (სარეგისტრაციო ნომერი 8-----------).
2002 წლის 4----–--ის (განცხადების რეგისტრაციის N1---------) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ შ----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო 0,154 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ---კ ს---–----–--ლს (N8-----------).
2013 წლის 6------ს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით მიმართა ბ--------- ს---–----–--ლმა და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტება. მდებარე: თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი ა--------ი და ითხოვა საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემა. განცხადებას ერთვოდა აზ. ნახაზი, მიწის ნაკვეთის სარეგისტრაციო მოწმობა.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 1-----–-სის N8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერებული იქნა სარეგისტრაციო წარმოება, კერძოდ, წარმოდგენილი აზ.ნახაზით მიწის ნაკვეთის საზღვრები ფარავს N8-----------, N8----------- და 8----------- საკადასტრო კოდებით სისტემურად რეგისტრირებულ დაუზუსტებელ მიწის ნაკვეთებს, ხოლო განმცხადებელი ითხოვს ფართებისა და საზღვრების დაზუსტებას ს/კოდზე 8-----------. სარეგისტრაციო წარმოების განახლებისათვის წარსადგენი იყო ცნობა ადგილობრივი თვითმართველი ორგანოდან, რომლითაც დადასტურდება აზ.ნახაზით წარმოდგენილი უძრავი ქონების შესაბამისობა ბ--------- ს---–----–--ლის საკუთრებაში არსებულ ს/კ 8------------ზე.
2013 წლის 2-------ს ბ--------- ს---–----–--ლის მიერ დამატებით წარდგენილი იქნა განცხადება, ცნობა ტერიტორიული ერთეულიდან და სიტუაციური ნახაზი. განცხადებით ბ--------- ს---–----–--ლმა ითხოვა წარდგენილ N8----------- განცხადებაზე თანდართული დოკუმენტებით მოხდეს ფართის დაზუსტება N8----------- ნაკვეთზე, ხოლო ტერიტორიული ერთეულიდან, კერძოდ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის ტერიტორიული ორგანოს 2013 წლის 26------ის N-- ცნობის თანახმად, სისტემური რეგისტრაციით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო კოდით 8----------- ნამდვილად მდებარეობს ცნობაზე თანდართულ სიტუაციურ ნახაზზე ნაჩვენებ საზღვრებში.
2013 წლის 6------ს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის თემის ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული N8- ცნობის თანახმად, სიტუაციურ ნახაზებზე წარმოდგენილი მიწის ნაკვეთები საკადასტრო კოდებით: 1) 8-----------, 2) 8-----------, 3) 8-----------, 4) 8-----------, 5) 8-----------, 6) 8-----------, 7) 8----------- ნამდვილად ბ--------- ს---–----–--ლის საკუთრებაა.
2013 წლის 06----–--ის N8-------------- გადწყვეტილებით დაკმაყოფილდა ბ--------- ს---–----–--ლის 2013 წლის 6------ის განცხადება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საზღვრებისა და ფართობის დაზუსტების, მდებარე თეთრიწყარო, სოფელი ა--------ი თაობაზე.
საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 6------ის ამონაწერით დასტურდება, რომ თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ შ----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დაზუსტებული ფართობი 1500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით აღირიცხა ბ--------- ს---–----–--ლის სახელზე. უფლების დამდგენ დოკუმენტს წარმოადგენს მიწის განაწილების სია N--- (საკადასტრო კოდი: N8----------- (ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------).
სასამართლომ დაადგინა, რომ მიწის განაწილების სია N----ით ბ---კ ს---–----–--ლს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში გადაეცა 1718.27 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით 8-----------), ხოლო 2013 წლის 6----–--ის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან აღნიშნული განაწილების სიის საფუძველზე, ბ--------- ს---–----–--ლის სახელზე რეგისტრირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) ნაკვეთი, 1500 კვ.მ. მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი შ----------ი. (საკადასტრო კოდი 8-----------, ნაკვეთის წინა ნომერი 8-----------)
3.3. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,დ” ქვეპუნქტების საფუძველზე, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6----–--ის №8-------------- რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონშესაბამისობა უნდა შემოწმდეს განსახილველი დავის ფარგლებში.
,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებზე მითითებით, სასამართლომ განმარტა, რომ რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.
„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ამავე კანონის მე-8 მუხლის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სარეგისტრაციო წარმოების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს სარეგისტრაციო დოკუმენტი - სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას მოცემული კანონის შესაბამისად. ამასთან, მარეგისტრირებელი ორგანო, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ვალდებულია გადაამოწმოს სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საჯარო რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციასთან.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურმა 2013 წლის 6----–--ის გადაწყვეტილების მიღების დროს გამოკვლეული არ იქნა სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საჯარო რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციასთან. კერძოდ, მიწის განაწილების სია N----ით ბ---კ ს---–----–--ლს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ა--------ში გადაეცა 1718.27 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, ხოლო 2013 წლის 6------ის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან აღნიშნული განაწილების სიის საფუძველზე, ბ--------- ს---–----–--ლის სახელზე რეგისტრირებული იქნა სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) ნაკვეთი, 1500 კვ.მ. მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი შ----------ი. ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ იქნა გამოკვლეული, შეესაბამებოდა თუ არა ბ--------- ს---–----–--ლის მიერ წარდგენილი საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაცია უფლების დამდგენ დოკუმენტს.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და მასზე სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ამინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სპეციალური ნორმატიული რეგულაციებით სხვა რამ არის გათვალისწინებული, თუმცა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ადგენს იმ ზოგად პრინციპებს, რომელთა უგულებელყოფით მოქმედების უფლება არცერთ ადმინისტრაციულ ორგანოს არ აქვს. ერთ-ერთ ასეთ პრინციპს წარმოადგენს გადაწყვეტილების გამოტანის დაუშვებლობა ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის გარეშე. აღნიშნული პრინციპი ასახვას ჰპოვებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე და 53-ე მუხლებში.
განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 6----–--ის №8-------------- გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, სადავო საკითხთან დაკავშირებით გამოსცეს ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის რეგისტრაციის დავალების ნაწილში, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად სარეგისტრაციო წარმოების აქრის ბათილად ცნობა და ადმინისტრაციული ორგანოსთვის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ ახალი აქტის გამოცემის დავალება გულისმხობს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ სწორედ რეგისტრაციის საკითხი შესწავლას. აღნიშნული კი, ამ ეტაპზე გამორიცხავს სასამართლოს მიერ რეგისტრაციის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
4.1. ნ-----–---- ს---–----–--ლის (ბ-–-- ს---–----–--ლის უფლებამონაცვლის) სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ არაწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რამეთუ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების შესაძლებლობას. აპელანტი აღნიშნავს, რომ ბ--------- ს---–----–--ლმა გააყალბა მტკიცებულებები. აპელანტი მიუთითებს, რომ უფლების დამდგენი დოკუმენტის არსებობის პირობებშიც კი, მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს, თუ სად მდებარეობს მისი მიწის ნაკვეთი, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არეგისტრირებს იმ განაცხადს, რომელიც პირველად წარედგინა. შესაბამისად, ბ--------- ს---–----–--ლმა მოცემული გარემოება გამოიყენა და საკუთრების უფლება დაირეგისტრირა მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
აპელანტი აღნიშნავს, რომ „სამოსახლოს ნაკვეთი“ ხ------- ს---–----–--ლმა მიიღო რეფორმამდე და გააფორმა შვილზე - ბ-–-- ს---–----–--ლზე, 1991 წლამდე იყო აშენებული სახლი, მოცემული უძრავი ნივთის დარეგისტრირება ვერ მოხდა, რადგან მხარე ფლობს საბუთების მხოლოდ ასლებს. ამასთან, ასლიდან ჩანს, რომ მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ შეესაბამება „თაღას ჭალის თავზე“ არსებულ ნაკვეთს და შეესაბამება სამოსახლოს.
სააპელაციო საჩივრის თანახმად, გზასთან მდებარე, N8-------- სარეგისრაციო კოდის მქონე მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია ბ-–-- ს---–----–--ლის სახელზე, საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე. ბ--------- ს---–----–--ლმა სცადა მოცემულ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია, თუმცა მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება „ნატბეურის“ ნაკვეთს, ბ--------- ს---–----–--ლს გააჩნია მასზე გარკვეული უფლება, მაგრამ ფლობს და დარეგისტრირებული აქვს სულ სხვა კონფიგურაციის და სხვა ფართობი, მოსარჩელის ნაკვეთის ხარჯზე. „ნატბეურის“ ტერიტორია რეალურად განაწილებულია 6 ნაკვეთად, ხოლო სისტემური განაწილებით დაყოფილია 26 ნაკვეთად 26 პიროვნებაზე, შედეგად, განაწილების სიებში ხვდებიან სულ სხვა სოფლის მაცხოვრებლებიც, ხოლო იმავე სოფლის მაცხოვრებლები სიიდან ამოღებულნი არიან. ასევე, „თაღას ჭალის თავის“ სადავო მიწის ნაკვეთის მიმართ მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და იცის მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობაც. ბ--------- ს---–----–--ლის უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობები და კონფიგურაცია კი რეგისტრირებულს არ ემთხვევა. N8------------ ნაკვეთზე რეგისტრირებული უფლება არ ემთხვევა განაწილების სიას და საკუთრების მოწმობა მესამე პირს არ წარუდგენია. აპელანტი აღნიშნავს, N8------------ და N8------------ მიწის ნაკვეთები სხვასხვა ტერიტორიაზე მდებარეობს, მესამე პირის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები კი არ ასახავს რეალურ ვითარებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას მოითხოვს.
4.2. ბ--------- ს---–----–--ლის სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და დაუსაბუთებლად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2013 წლის ივლისის გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოიკვლია სარეგისტრაციოდ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობა საჯარო რეესტრში დაცულ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტებთან.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მისი საკუთრების რეგისტრაცია განხორციელდა კანონის სრული დაცვით, 0-------- წლის სარეგისტრაციო მოწმობის, მიწის განაწილების სიის N---, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ა--------ის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობისა და თეთრიწყაროს ტერიტორიული ორგანოს მიერ შედგენილი აქტის საფუძველზე. მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გარემოებათა გამოკვლევას ადასტურებს მის მიერ სარეგისტრაციო დოკუმენტების დაზუსტების მოთხოვნაც, რაც გამოსწორებული იქნა ბ--------- ს---–----–--ლის მიერ დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენით. მითითებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბ--------- ს---–----–--ლის საკუთრებაშია როგორც მიწის ნაკვეთი კოდით 8------------, ასევე მიწის ნაკვეთი კოდით 8------------.
სააპელაციო საჩივრის მიხედვით, სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ არ გამოიკვლია, შეესაბამებოდა თუ არა ბ--------- ს---–----–--ლის მიერ წარდგენილ საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთის კონფიგურაციას უფლების დამდგენი დოკუმენტს. აპელანტს უსაფუძვლოდ მიაჩნია მოცემული არგუმენტაცია, ვინაიდან სარეგისტრაციო სამსახური არ ხელმძღვანელობს უფლების დამდგენ დოკუმენტში არსებული საკადასტრო გეგმით და მხარეს ავალებს ადგილზე განახორციელოს მიწის აზომვა, წარადგინოს შესაბამისი სპეციალისტის მიერ შესრულებული დაზუსტებული ნახაზი და ელექტრონული ვერსია. შესაბამისად, აპელანტი მიიჩნევს, რომ მასზე რეგისტრირებულია სწორედ უფლებადამდგენი დოკუმენტებით გათვალისწინებული უძრავი ქონება. მოცემული დასტურდება როგორც წერილობითი მტკიცებულებებით, ისე მოწმეთა ჩვენებებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი მიიჩნევს, რომ დაცულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე, 96-ე მუხლების მოთხოვნები, არ არსებობდა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების წინაპირობა და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
III ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს საქმის გარემოებებთან დაკავშირებით გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითებას, შესაძლო ცვლილებების ან დამატებების გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
5.1. ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო ეთანხმება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც და მიუთითებს მათზე.
5.2. სამართლებრივი დასაბუთება:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა სადავო საკითხი, სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად შეაფასა საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება; თავის მხრივ, აპელანტებმა სააპელაციო საჩივრებში ვერ გააქარწყლეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი დასკვნები, ვერ მიუთითეს და ვერ წარმოადგინეს ისეთი არგუმენტები, რომლებზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნებოდა საქმეზე დადგენილი ფაქტების სხვაგვარი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს უძრავ ნივთზე ბ--------- ს---–----–--ლის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერება, ვინაიდან მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რეგისტრაცია განხორციელდა მის კუთვნილ ქონებაზე.
სააპელაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2002 წლის 4----–--ის (განცხადების რეგისტრაციის N1---------) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონში, შ----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო 0,154 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ-–-- ს---–----–--ლს (N8-----------). ამასთან, საქართველის მიწის (უძრავი ქონების) სააღრიცხვო ბარათის თანახმად 1999 წლის 1-----------იდან, მიწის განაწილების სიის N--- საფუძველზე, თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ა--------ში მდებარე 1718.27 (დაზუსტებული) კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ირიცხება ბ---კ ს---–----–--ლზე (სარეგისტრაციო ნომერი 8-----------). 2002 წლის 4----–--ის (განცხადების რეგისტრაციის N1---------) მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის თანახმად, თეთრიწყაროს რაიონი, სოფელ შ----------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო 0,154 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრების უფლებით ეკუთვნის ბ---კ ს---–----–--ლს (N8-----------).
ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 2-----–-სს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურს N8----------- განცხადებით მიმართა ბ-–-- ს---–----–--ლმა და ითხოვა საკუთრების უფლების რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე, მდებარე თეთრიწყაროს რაიონი, სოფელი შ----------ი, ფართი 1500 კვ.მ. განცხადებას თან ერთვოდა მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, ელ.ვერსია, საკუთრების მოწმობა. 2014 წლის 2-----–-სს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს თეთრიწყაროს სარეგისტრაციო სამსახურის N8------------03 გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ვინაიდან სარეგისტრაციოდ წარგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტირირებული უძრავი ნივთის სარეგისტრაციო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამრიგად, დადგენილია, რომ ზედდება გამოწვეულია სწორედ ბ--------- ს---–----–--ლის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ნივთთან.
ამდენად, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლო აღნიშნავს, რომ, როგორც მოსარჩელე მხარე, ისე მესამე პირი ფლობენ საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას. ორივე შემთხვევაში უძრავი ნივთები მდებარეობს სოფელ ა--------ში, ხოლო უფლების დამდგენ დოკუმენტებში დაკონკრეტებული შ----------ი - ტერიტორია ა--------ში. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელე ითხოვს იმ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციას, რომელზეც უკვე რეგისტრირებულია მესამე პირის საკუთრების უფლება. ამდენად, განსახილველი დავის ფარგლებში უნდა შეფასდეს რამდენად კანონიერად მოხდა მესამე პირის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია და შედეგად ხომ არ დარღვეულა მოსარჩელის საკუთრების უფლება.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის მითითებული მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მითითებული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, რეგისტრაცია წარმოებს როგორც უშუალოდ სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტების, აგრეთვე ამ დოკუმენტაციის სათანადო წესით შექმნილი ელექტრონული ასლების საფუძველზე, ხოლო მე-2 მუხლის „კ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას.
ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაცია ხორციელდა კანონით დადგენილი წესითა და საფუძვლით, უფლებამოსილი პირის მიერ შესაბამის დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი განცხადების შედეგად. ამდენად, როგორც თავდაპირველი რეგისტრაციისას, ისე რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების განსახორციელებლად განმცხადებელმა უნდა უზრუნველყოს შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის, საკადასტრო მონაცემების და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა. ამდენად, რეგისტრაცია ხორციელდება უფლების წარმომშობი დოკუმენტის საფუძველზე და ასეთი დოკუმენტის შესაბამისად. გარდა ამისა, მართალია, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხს არ აგებენ წარმოდგენილი სარეგისტრაციო დოკუმენტაციის ნამდვილობაზე, მაგრამ ამავე ნორმის მიხედვით, მარეგისტრირებელი ორგანო და მისი თანამშრომელი პასუხისმგებელნი არიან რეგისტრირებული მონაცემების და მათთან დაცული სარეგისტრაციო თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე. ამრიგად, სარეგისტრაციო წარმოების ფარგლებში, რეგისტრაციის განხორციელებამდე მარეგისტრირებელმა ორგანომ, ერთი მხრივ, უნდა გამოიკვლიოს და გამორიცხოს მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე სხვა პირის საკუთრების უფლების არსებობა, მეორე მხრივ კი, რეგისტრაციის განხორციელებისას უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტითა და რეგისტრაციის შესახებ განცხადებით მოთხოვნილი მიწის ნაკვეთების იდენტურობა. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება, რომლის ფარგლებშიც პირი მესაკუთრედ დარეგისტრირდება იმ ქონებაზე, რომლის მიმართაც გააჩნია საკუთრების უფლება და არ შეილახება მესამე პირთა უფლებები.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლასა და გამოკვლევას, კერძოდ, იმ პირობებში, როდესაც ორივე მხარე ფლობს საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, აუცილებელია შემოწმდეს და შეფასდეს, კონკრეტულად რა ქონება ეკუთვნის თითოეულ მათგანს და რამდენად არის შესაბამისობაში რეგისტრირებული მონაცემები უფლების დამდგენ დოკუმენტაციასთან. მით უფრო, რომ „საკუთრება არის ფაქტი და დაუშვებელია ბუნებაში მისი აბსტრაქტული სახით არსებობა. საკითხის საწინააღმდეგოდ გადაწყვეტა ლახავს სამართლებრივ უსაფრთხოებას, ქმნის მდგომარეობას, როდესაც პირი არის საკუთრების უფლების მატარებელი, თუმცა არ გააჩნია საკუთრების უფლების ობიექტი, რაც ეწინააღმდეგება საკუთრების უფლების არსს, რადგან არ არსებობს საკუთრების უფლება ამ უფლების ობიექტისაგან დამოუკიდებლად. საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირების და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელ რეგისტრაციას გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი.“ (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმეზე №ბს-367-363(კ-12)).
ამრიგად, მარეგისტრირებელმა ორგანომ უნდა დაადგინოს, რამდენად მოხდა მესამე პირის სახელზე მის მიერ წარდგენილი, მისი საკუთრების უფლების წარმომშობი დოკუმენტით გათვალისწინებული ქონების რეგისტრაცია და, ხომ არ შელახულა აღნიშნულით მოსარჩელის საკუთრების უფლება, რომელიც ასევე ფლობს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. მათ შორის, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ უნდა შეაფასოს მოსარჩელის კუთვნილი, უფლების დამდგენ დოკუმენტში მითითებული მიწის ნაკვეთის ფართობის შესაბამასობა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობთან, უნდა გამოიკვლიოს მიწის ნაკვეთთა ზუსტი მდებარეობა და კონფიგურაცია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომლებიც ადგენს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ან სხვა სახის ქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ან თავისუფლებების შეზღუდვას, დაიშვება მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავის შესაბამისად, კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამასთან, ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლი ანიჭებს საკმაოდ დიდ უფლებამოსილებას, აძლევს რა საშუალებას, გამოითხოვოს დოკუმენტები, შეაგროვოს ცნობები, მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს, დაათვალიეროს მოვლენის ან შემთხვევის ადგილი, დანიშნოს ექსპერტიზა, გამოიყენოს აუცილებელი დოკუმენტები და აქტები, მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევის და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.
„ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა“. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს-246-243(კ-14).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიყენოს კანონით მისთვის მინიჭებული ყველა შესაძლებლობა, რათა სრულყოფილად დაადგინოს და შეისწავლოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. მხოლოდ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების სრულად შესწავლისა და დადგენის შემდეგ არის შესაძლებელი კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. მოცემულ შემთხვევაში კი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნული ვალდებულება არ შესრულებულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.
პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ სადავო აქტის მიღებისას სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა ადმინისტრაციული აქტის საფუძვლად არსებული გარემოებების სათანადოდ გამოკვლევა და შეფასება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საკითხი გადაწყვიტა მართებულად.
6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა არსებითი საპროცესო დარღვევების გარეშე, სწორად დაადგინა საქმეზე ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რის გათვალისწინებითაც სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამდენად, აპელანტების მიერ სააპელაციო საჩივრებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150-150 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
IV ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-391-ე, 397-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ-----–---- ს---–----–--ლისა და ბ--------- ს---–----–--ლის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 მარტის გადაწყვეტილება;
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კასაციის წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32), დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა).
მოსამართლე: მანანა ჩოხელი