განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.06.2019
საქმის ნომერი
330210016001436928
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 330210016001436928

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2ბ/5903-18 „13 “ ივნისი, 2019წ.

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე ოთარ სიჭინავა

მოსამართლეები თეა სოხაშვილი-ნიკოლაიშვილი ამირან ძაბუნიძე

 

სხდომის მდივანი _ მაკა ბუიღლიშვილი

 

აპელანტი - ს----------–---------------–------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- წარმომადგენელი - ი-----–- კ---–--- მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,------ წარმომადგენელი - გ---- ფ----- გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 03 აგვისტოს გადაწყვეტილება დავის საგანი - თანხის დაკისრება 1. აპელანტის მოთხოვნა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში (მე-2 და მე-3 პუნქტები) და ახალი გადაწყვეტილებით ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

1. შპს ,------- სარჩელი ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------- მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- შპს

,-------ს სასარგებლოდ დაეკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით 6075,82 ლარის გადახდა;

3. ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- შპს

,-------ს სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხის ჯამში - 85 504,66 ლარის გადახდა;

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. 2012 წლის 06 აგვისტოს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შპს ,-------ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ე------------ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,-------მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ---------------–------------------–-------- კ------------------- მონაკვეთის ს--------–----–---------–------ს (------------ განხორციელება. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი (შპს ,------ ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით. ხელშეკრულების 2.5. პუნქტით, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მეღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შ-------------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---) მიერ დადასტურებული აქტი. ხელშეკრულების 2.17. პუნქტით, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. 2.2. 2012 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მე-5 მუხლით მხარეება განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში გათვალისწინებული წესებითა და პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 06.08.2012წ.-30.09.2013წ. პერიოდის განმავლობაში. სამუშაოს მთლიანი ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე განისაზღვრა 8 619 929,66 ლარით. 2.3. 2012 წლის 06 აგვისტოს ხელშეკრულების მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ 9.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს). 2.4. 2013 წლის 23 ივლისიდან ს----------–------------------–---------------------------- ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე------------ ხელშეკრულება, რის თაობაზეც შპს ,------- ეცნობა 2013 წლის 23 ივლისის წერილით. 2.5. 2012 წლის 31 აგვისტოს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შპს ,-------ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ე------------ ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,-------მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ---------------–------------------–-------- კ-------------------- მონაკვეთის ს--------–----–---------–------ს (------------ განხორციელება. ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით. ხელშეკრულების 2.5. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მეღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში. ხელშეკრულების 2.9. პუნქტის თანახმად, შემსყიდველის მიერ ავანსის გაცემასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს გასაცემი ავანსის ოდენობის უპირობო საბანკო გარანტია, რომელიც ძალაში უნდა იყოს გასაცემი ავანსის დაქვითვამდე. მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობისა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შ-------------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---) მიერ დადასტურებული აქტი. ხელშეკრულების 2.17. პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მეირ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ანა უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. 2.6. 2012 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების პირობების მე-5 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. ხელშეკრულების 5.1. პუნქტით მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს შესრულების პროცესში იხელმძღვანელოს ამ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში გათვალისწინებული წესებითა და პირობებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 31.08.2012წ.-01.12.2012წ. პერიოდის განმავლობაში. სამუშაოს მთლიანი ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე, განისაზღვრა 2 976 610,17 ლარით. 2.7. 2012 წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულების მე-9 მუხლით განსაზღვრულია ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, კერძოდ 9.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დამდები ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ, რაზედაც აცნობებს მეორე მხარეს წერილობითი ფორმით. ხელშეკრულების 9.4. პუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე ცალმხრივად შეწყვიტოს ამ ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებელი არღვევს ამ ხელშეკრულების პირობებს (არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს). 2.8. 2013 წლის 23 ივლისიდან ს----------–------------------–---------------------------- ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 06 აგვისტოს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე------------ ხელშეკრულება, რის თაობაზეც შპს ,------- ეცნობა 2013 წლის 23 ივლისის წერილით. 2.9. 2012 წლის 06 აგვისტოს ე------------ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა. 2.10. 2012 წლის 31 აგვისტოს ე------------ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის დაკავებულმა სარეზერვო თანხამ შეადგინა 117 619,68 ლარი. მთლიანი სარეზერვო თანხიდან პირველი ნახევარი 58 809,84 ლარი ჩაირიცხა 2014 წლის 05 თებერვალს, ხოლო მეორე ნახევარი 58 809,84 ლარი ჩაირიცხა 2018 წლის 12 თებერვალს. 2.11. 2012 წლის 06 აგვისტოს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შპს ,-------ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ შ---------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,-------მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წ---–-----------------------------–---------------------------------------- ს--------–----–---------–------ს განხორციელება. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2013 წლის 13 ივნისს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხა 38 683,4 ლარი მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2018 წლის 12 თებერვალს. 2.12. 2012 წლის 14 მარტს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შპს ,-------ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ე----------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,-------მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ---------------–------------------–-------- 2------------------------ არსებული ს-----------------–--–----------–--–---------------------------–---–--–-----------------------------–------ სამუშაოების განხორციელება. შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდა 2012 წლის 07 აგვისტოს. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხა 4690,48 ლარი მოპასუხის მიერ ანაზღაურებული იქნა 2018 წლის 12 თებერვალს. 2.13. 2012 წლის 11 სექტემბერს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შპს ,-------ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ა------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,-------მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ--------------------------------–-------- ს--------–----–---------–------ს განხორციელება (-------------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი. 2.14. 2012 წლის 09 იანვარს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შ-------------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–----ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ე---------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ს-------------–--------------------–----–---------–------------------------–-- მომსახურების გაწევა. 2.15. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- შპს ,-------ს მიმართ, 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9). ამ მოთხოვნის საპირისპიროდ მოპასუხე აპელირებს მოსარჩელის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევაზე, კერძოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნაწილში საექსპერტო დასკვნის წარუდგენლობაზე, ხოლო სარეზერვო თანხების ნაწილში, შესაბამისი საზედამხედველო კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ დასკვნის არარსებობაზე. მოპასუხის განმარტებით, ე------------ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,-------ს მიერ შესრულებული იქნა 3 356 230,52 ლარის ღირებულების სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით. შპს ,-------ს შესრულების მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაკავებული 5%-იანი თანხიდან პირველი 2,5% თანხით 83 905,76 ლარი გადაერიცხა შპს ,-------ს, ხოლო მეორე 2,5%-ის (83905,76 ლარი) გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ს---------------–------------ შპს ,---------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---- წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ, რის საფუძველზეც უნდა მოხდეს აღნიშნული თანხის ანაზღაურება. მოპასუხე ასევე არ ეთანხმება 2012 წლის 11 სექტემბრის ს----–-–------–----------–------ ა------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,-------ს მოთხოვნას სარეზერვო თანხისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრების ნაწილში და უთითებს, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში შპს ,-------ს მიერ შესრულებული იქნა 31 978 ლარის სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით. წარმოდგენილი შესრულებიდან ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 5%-იანი თანხის გათვალისწინებით, ანაზღაურებული იქნა 25 902,18 ლარი (80%). კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ე------------------------------------------------------ 2012 წლის 12 ივლისის N-------- ბრძანების მოთხოვნების გათვალისწინებით, აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან შესაბამისი დასკვნა, რის გამოც მათ მიერ შესრულებული სამუშაოების მირება არ განხორციელებულა და ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე შპს ,-------ს მისაღები დარჩა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 6075,82 ლარი დღგ-ს ჩათვლით და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაკავებული 5%-იანი თანხა 1598,90 ლარი დღგ-ს ჩათვლით, რომლის გადახდაც შესაძელებელი იქნება მხოლოდ სათანადო ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენის შემდეგ. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მენარდის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მოტივით მხარეთა შორის ხელშეკრულება შემკვეთის მიერ ცალმხრივად მოიშალა. სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ამდენად, ხელშეკრულების მოშლის საფუძვლისა და შესრულებელი სამუშაოს მოცულობის მიუხედავად, შემკვეთმა უნდა აუნაზღაუროს მენარდეს ამ სამუშაოს ღირებულება (იხ. სუსგ-ები: №ას-697-663- 2015, 15 დეკემბერი, 2015 წელი; ას-901-851-2015,5 თებერვალი, 2016 წელი; ას-981-926-2015,11 მარტი, 2016 წელი; №ას-399-383-2016, 15 ივლისი, 2016 წელი). მოცემულ შემთხვევაში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია გაირკვეს, შეასრულა თუ არა მენარდემ სამუშაო, რა მოცულობისა და ღირებულების იყო იგი და ხელშეკრულების პირობების თანახმად, იყო თუ არა შესრულებული ჯეროვნად. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის წარმომშობი ფაქტის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება) მითითება {სსკ-ის 629-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან გააკეთა კიდეც, მაგრამ ამ ფაქტის უარმყოფელი მტკიცებულების წარდგენა ევალებოდა მენარდეს. ნარდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების პირობების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. 4.4. პუნქტის თანახმად ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმებას და მიღება-ჩაბარებას ახორციელებს შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი (შპს ,---------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეს შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს. ამავე ხელშეკრულების 4.5. პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ. ტექზედამხედველი ამოწმებს სამუშაოთა მოცულობას დასრულების თაობაზე და დადასტურების შემთხვევაში გადასცემს სათანადო ინფორმაციას შემსყიდველს კომისიის ჩამოყალიბების მიზნით. 2014 წლის 25 სექტემბერს საგზაო სამუშაოების მიმღებმა კომისიამ შეადგინა მიღება- ჩაბარების აქტი ქ---------–---–--------–--------–---------–------–-------------------------------------- ს--------–----–---------–------ს ადგილზე შესაფასებლად და მიღებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების, მათ შორის შესრულებული და დარჩენილი სამუშაოების რაოდენობის დადგენის (ინვენტარიზაცია) და შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზისა და დეფექტების გამოვლენის მიზნით. აღნიშნული კომისია შეიქმნა ს-------------–---------------------------- 2013 წლის 23 ივლისის N--- ბრძანებით. მითითებული მიღება-ჩაბარების აქტის შინაარსით დგინდება, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------–---–--------–--------–----------–------–------------------------------------- სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2012 წლის 06 აგვისტოს ს-------------–---------------------------- გაფორმებული ხელშეკრულების (ე------------) საფუძველზე ახორციელებდა შპს ,------, რომელსაც ს----------–------------------–-------------------- 2013 წლის 23 ივლისის N------------ წერილით, კონტრაქტის პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული პერიოდისათვის შპს ,------- უკვე შესრულებული ჰქონდა 3 356 230,52 ლარის სამუშაოები, დღგ-ს ჩათვლით. ამავე აქტით დადგენილი იქნა ობიექტზე გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხის ოდენობა 4132 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. დარჩენილ სამუშაოებზე ერთ პირთან მოლაპარაკებით შპს ,-–----------- 2013 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება (კონტრაქტი შ---------- 05.08.2013წ.). მიმღებმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ----------–---–--------–--------–---------–------–------------------------ მონაკვეთის ს--------–----–---------–------ მიღებული იქნას ექსპლუატაციაში და აყვანილი იქნას საქართველოს ს-------------–---------------------------- ბალანსზე. როგორ უკვე აღინიშნა, ხელშეკრულებით მხარეება განსაზღვრეს, რომ შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენს ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. სამუშაების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო მეორე ნახევარი საგარანტიო ვადის (ერთი წლის) გასვლის შემდეგ). იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. განსახილველ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მოპასუხემ ხელშეკრულება ცალმხრივად 2013 წლის 23 ივლისს შეწყვიტა. ამ მომენტისათვის შესრულებულას სამუშაოებმა შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა, რაც არის სწორედ დავის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს ნარდობის ხელშეკრულების ის მუხლი, რომელიც შეეხება შესრულებული სამუშაოების შემოწმების ვადას და წესებს რადგანაც, სწორედ 2.17, 2.18 და 4.3 პუნქტების ერთობლივი განმარტებითაა შესაძლებელი გარიგებაში გამოვლენილი ნადვილი ნების დადგენა და ამდენად, სადავო საკითხის გადაწყვეტაც. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებითა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების მოთხოვნათა გათვალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ცხადია, რომ ეს „გონივრული განსჯა“ უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების 2.17 მუხლით დადგენილია ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენის კონკრეტული ვადა, სწორედ 2.17 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა გამოვლინდეს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს, ხოლო 2.18 პუქნტი, შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაბრუნების წინაპირობად აწესებს საგარანტიო ვადის გასვლას. შესაბამისად, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ს---------------–------------ შპს ,---------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---- წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით ს---------------–------------ს აღნიშნული დასკვნა სამუშაოების მიღებიდან 2014 წლის 25 სეტქმბრიდან ერთი წლის განვალობაში (საგარანტიო ვადაში) 2015 წლის 25 სექტემბრამდე უნდა წარედგინა, ხოლო მისი წარუდგენლობა არ ნიშნავს ექსპლუატაციის პროცესში ხარვეზების არსებობას, რაც სარეზერვო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი გახდებოდა. იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რომ მან ექსპლუატაციაში მიღებიდან დღემდე ხარვეზების შესახებ განაცხადა პრეტენზია, აღნიშნული საფუძველს აცლის მოპასუხის განმარტებას, რომ მას თანხის გადახდის ვალდებულება არ გააჩნია. რაც შეეხება, 2012 წლის 11 სექტემბრის ა-------------- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე შესრულებული სამუშაოს ღირებულებისა და სარეზერვო თანხის დაბრუნებას, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ევალებოდა თუ არა შემსრულებელს შესაბამისი საექსპერტო დასკვნის წარდგენა შესრულებული სამუშაოების თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 11 სექტემბერს, ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ა და შპს ,-------ს შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ა------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმად, შპს ,-------მ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ--------------------------------–-------- ს--------–----–---------–------ს განხორციელება (-------------. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი. ხელშეკრულებით მხარეებმა, განსაზღვრეს სამუშაოს მიღება-ჩაბარების წესი. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები ყოველთვიურად მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ. ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმების და მიღება-ჩაბარებას ახორციელებს შპს ,--------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---. 2012 წლის 28 დეკემბერს ს----------–------------------–---------------------------- და შპს ,-------ს შორის გაფორმდა შეთანხმება N2, რომლითაც მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეწყდა შემსყიდველსა და მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის 2012 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ადგილობრივი მნიშვნელობის მ--------------------------------–-------- ს--------–----–---------–------ს განხორციელების შესახებ ა------------- ხელშეკრულება. (იხ. ტომი III, ს.ფ. 250); ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით შპს ,-------ს მიერ 2012 წლის 05 ნოემბერს წარდგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ადგილობრივი მნიშვნელობის მ-----------------------------------–----–--- სამუშაოების ღირებულების თაობაზე თანხით 31 978 ლარი, რომელიც დადასტურებული იქნა ს-------------–---------------------------- მხრიდან. (იხ. ტომი III, ს.ფ. 440); მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მითითებული თანხიდან ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი; ს----------–----------------------------------------------------------- 2012 წლის 12 ივლისის N-------- ბრძანებით დამტკიცებულია ს--–-----–--------–-------------–-–------–---------------------------------------------------------------------------–---- დამტკიცების შესახებ. სწორედ აღნიშნულ ბრძანებაზე დაყრდნობით, უთითებს მოპასუხე მხარე, რომ შემსრულებელი ვალდებულიყო იყო წარმოედგინა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან შესაბამისი დასკვნა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამორიცხავს თანხის გადახდის ვალდებულებას. უნდა აღინიშნოს, რომ არც მითითებული ბრძანება და შესაბამისად არც მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო პირობა, არ ითვალისწინებს შემსრულებლის მხრიდან საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებას, შესაბამისად დაუსაბუთებელია მოპასუხის განმარტება, რომელიც ეხება 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ღირებულების და სარეზერვო თანხის გადახდისაგან განთავისუფლებას. მითითებული ბრძანება ეხება, სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესს, თუმცა არ ადგენს შემსრულებლის ვალდებულებას საექსპერტო დასკვნის წარდგენის თაობაზე. მხარეები შეთანხმდნენ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენაზე, მაგრამ, სასამართლო მიიჩნევს, რომ, თუ სხვა მტკიცებულებებით დასტურდება ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულების ფაქტი, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის არარსებობა ხსენებული ფაქტის უარსაყოფად ვერ გამოდგება (იხ. სუსგ, 01.12.2011წ., საქმეზე №ას-323-307-2011). მოპასუხემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მოსარჩელის მიერ არ განხორციელებულა მისთვის 2012 წელს სამუშაოების ჩატარება, ღირებულებით 31 978 ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტს. შპს ,-------ს მიერ 2012 წლის 05 ნოემბერს წარდგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ადგილობრივი მნიშვნელობის მ-----------------------------------–----–--- სამუშაოების ღირებულების თაობაზე თანხით 31 978 ლარი, სწორედ აღნიშნული მოთხოვნის საფუძველზე იქნა გადახდილი სამუშაოების ღირებულების ნაწილი 25 902,18 ლარი, რაც დაუსაბუთებელს ხდის მოპასუხის განმარტებას დარჩენილი ღირებულების 6 075,82 ლარის ნაწილში. მოპასუხემ ვერც 2012 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესრულებული სამუშაოების ნაწილში შეძლო ხარვეზების დადასტურება, რადგან მოპასუხეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები რომ მან სამუშაოს მიღებიდან დღემდე ხარვეზების შესახებ განაცხადა პრეტენზია. მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 28 დეკემბერს, ხოლო საგარანტიო ვადა გავიდა 2013 წლის ბოლოს. ამდენად შემკვეთმა ვერ შეძლო მისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება. კერძოდ, მოპასუხემ სარწმუნო, უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებით ვერ გააქარწყლა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- შპს ,-------ს მიმართ, 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9); დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს, რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისგან თვის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანია სამართლებრივი კვალიფიკაცია მიეცეს მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობას, რაც სსკ-ის 629-ე მუხლით რეგულირდება. ნარდობის ურთიერთობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სსკ-ის 636-ე მუხლი შემკვეთის უფლებას ადგენს, უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნარდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას საქართველოს ს-------------–---------------------------- მხრიდან ადგილი არ ჰქონია. პირიქით მენარდემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულა და მხარეებს შორის ნარდობის ხელშეკრულება შეწყდა. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა- განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- შპს ,-------ს მიმართ, 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9) ამდენად, სახეზეა მხოლოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულებისა და სარეზერვო თანხების ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები 3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დ-------------ის განმარტება იმ გარემოებაზე, რომ დ-------------სა და შპს „------- შორის 2012 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების ე------------ ფარგლებში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაკავებული 5%–იანი თანხიდან, მეორე 2,5%–ის (83905,76 ლარი) (შემდგომში - სარეზერვო თანხა) გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან არ არის წარმოდგენილი ს---------------–------------ შპს „--------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---- (შემდგომში - ს---------------–------------) წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ. სასამართლომ არასწორი ინტერპრეტაცია მისცა დ-------------ის განმარტებას, სარეზერვო თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის (ამ ეტაპზე) თაობაზე და გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტში (გვ. 24, მე-2 აბზაცი) მიუთითა, რომ №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ს---------------–------------ს აღნიშნული დასკვნა, სამუშაოების მიღებიდან 2014 წლის 25 სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში (საგარანტიო ვადაში), 2015 წლის 25 სექტემბრამდე უნდა წარედგინა. აღნიშნული განმარტება არის უსაფუძვლო, შემდეგი გარემოებების გამო: სასამართლო, №------ ხელშეკრულების ფარგლებში, სარეზერვო თანხის გადახდის ვადად არასწორად მიიჩნევს 2015 წლის 25 სექტემბერს, ვინაიდან კომპანიის მიერ შესრულებული იქნა №------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მცირე ნაწილი 3 356 230.52 ლარის სამუშაოები დღგ–ს ჩათვლით, №------ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ამ მონაკვეთის ს--------–----–---------–------ შ---------- კონტრაქტის თანახმად დაასრულა შპს „–--------–მ (6 812 178.57 ლარი დღგ–ს ჩათვლით). შ---------- კონტრაქტის შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს 2 წელს სამუშაოების მიღებიდან. ვინაიდან კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების ნაწილის ხარისხის შემოწმება ცალკე შეუძლებელი იყო, საგარანტიო ვადად მიჩნეულ უნდა იქნეს, შესრულებული სამუშაოების სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის (შემდგომში - კომისია) მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 წლის საგარანტიო ვადაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ-------------ს, კომპანიის სასარგებლოდ სარეზერვო თანხის გადახდის ვალდებულება წარმოეშვება ზედამხედველი კომპანიის მიერ, შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ, წარმოდგენილი აქტის (წერილი) საფუძველზე. სასამართლო ასევე არასწორად მსჯელობს იმ გარემოებაზე, თითქოს ზედამხედველი კომპანიის მიერ, შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ, წარმოდგენილი აქტის წარუდგენლობას დ-------------ი მიიჩნევს, როგორც ექსპლუატაციის პროცესში ხარვეზების არსებობას, რაც გახდა სარეზერვო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძველი. სასამართლო სხდომაზე, დ-------------ის წარმომადგენლების მიერ არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ დ-------------ი არ უარყოფს სარეზერვო თანხის კომპანიისთვის გადახდის სამომავლო ვალდებულებას და ზედამხედველი კომპანიის მიერ, შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ აქტის (წერილის) წარმოდგენის შემდგომ, დ-------------ი იქნება უფლებამოსილი იმსჯელოს №------ ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისათვის სარეზერვო თანხის გადახდის საკითხზე. 3.2. სასამართლომ, უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დ-------------ის განმარტება იმ გარემოებაზე, რომ დ-------------სა და შპს „------- შორის 2012 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების ა------------- ფარგლებში, კომპანიის მიერ შესრულებულ იქნა 31 978.00 ლარის სამუშაოები დღგ–ს ჩათვლით. წარმოდგენილი შესრულებიდან ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული 5%– იანი თანხის გათვალისწინებით, ანაზღაურებულ იქნა 24 303.28 ლარი (80%). კომპანიის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან შესაბამისი დასკვნა, რის გამოც კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოების მიღება არ განხორციელებულა და ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაზე კომპანიას მისაღები დარჩა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ნაწილი 6 075.82 ლარი დღგ–ს ჩათვლით და ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისათვის დაკავებული 5%–იანი თანხა 1 598.90 ლარი დღგ–ს ჩათვლით, რომლის გადახდაც შესაძლებელი იქნება მხოლოდ სათანადო (ექსპერტიზის) დასკვნის წარმოდგენის შემდეგ. სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტში მიუთითა, რომ მართალია ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, იმ შემთხვევაში თუ სხვა მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი. აღნიშნული განმარტება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, შემდგები გარემოებების გამო: ნიშანდობლივია, რომ №---- ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. ,,ს--–-----–--------–-------------–-–------–---------------------------------------------------------------------------–----“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ე------------------------------------------------------ 2012 წლის 12 ივლისის №-------- ბრძანებით დამტკიცებული ს--–-----–--------–-------------–-–------–---------------------------------------------------------------------------–---- (შემდგომში - წესი) მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამშენებლო სამუშაოების გამარტივებული შესყიდვისას შესრულებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ფაქტობრივი დანახარჯების მიხედვით. აღნიშნული დანაწესის და იმის გათვალისწინებით, რომ №---- ხელშეკრულება გაფორმებულია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, დ-------------ის მხრიდან ვალდებულების წარმოშობისათვის (ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის) აუცილებელია კომპანიის მიერ წარმოდგენილ იქნეს ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაცია (ექსპერტის სათანადო დასკვნა ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობის შესახებ), რაც კომპანიას დ-------------ში არ წარმოუდგენია და შესაბამისად, დ-------------ისათვის უცნობია ფაქტობრივად რა ოდენობის თანხა ექვემდებარება გადახდას. ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ დ-------------ში სათანადო დასკვნის წარმოდგენის შემდგომ დ-------------ი იქნება უფლებამოსილი იმსჯელოს №---- ხელშეკრულების ფარგლებში კომპანიისათვის თანხის გადახდის საკითხზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ-------------ი არ უარყოფს, №---- ხელშეკრულების ფარგლებში, შესრულებული სამუშაოების სახით 6 075.82 ლარის და სარეზერვო თანხის 1 598.9 ლარის, კომპანიის სასარგებლოდ გადახდის სამომავლო ვალდებულებას, თუმცა განმარტავს, რომ აღნიშნული ვალდებულებები არ დამდგარა, ვინაიდან კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი, ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაცია (ექსპერტის სათანადო დასკვნა ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობის შესახებ), შესაბამისად დ-------------ი ვერ დაადგენს ფაქტობრივი დანახარჯების ოდენობას.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება: 4.1. 06.08.2012წ. ს----------–--------------–----------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–--------------------------- (შემდგომში “მოპასუხე“, „შემსყიდველი“ ) და შპს ,------- (შემდგომში „მოსაჩელე“, „მიმწოდებელი“) შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ე------------ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შეესრულებინა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზ---------------–------------------–-------- კ------------------- მონაკვეთის ს--------–----–---------–------ (------------ (ტ.1, ს.ფ. 33-69). ხელშეკრულების 2.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ანგარიშსწორებისას ვალდებულია ყოველ თვეში წარმოადგინოს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მთლიანი და ჯამური (დამატებული ღირებულების გათვალისწინებით) ღირებულება საანგარიშო პერიოდსა და ნაზარდი ჯამის ჩვენებით. 2.5. პუნქტით, ანგარიშსწორება მოხდება ყოველთვიურად, ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების და დადასტურებული მოცულობის მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ- ფაქტურის გაფორმების საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტის და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის წარდგენიდან 28 დღის განმავლობაში. 2.14 პუნქტის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით ხელშეკრულების ფარგლებში ანაზღაურებელი იქნება მხოლოდ იმ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის შემსყიდველთან შეთანხმებული შესრულებული გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულება, რომლის მოცულობასა და ხარისხზე არსებობს უშუალოდ შემსყიდველის და საამისოდ შერჩეული პირის (შ-------------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---) მიერ დადასტურებული აქტი. მხარეები ხელშეკრულების 2.17. პუნქტით შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. 2.18 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. ხელშეკრულების მე-5 მუხლით მხარეებმა განსაზღვრეს სამუშაოს შესრულების პირობები და ვადები. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1. პუნქტით, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები განახორციელოს 06.08.2012წ.-30.09.2013წ. პერიოდის განმავლობაში. სამუშაოს მთლიანი ღირებულება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებული ღირებულების გადასახადის გარეშე განისაზღვრა 8 619 929,66 ლარით. 23.07.2013წ.-დან შემსყიდველმა ცალმხრივად შეწყვიტა ე------------ ხელშეკრულება, რის თაობაზეც მიმწოდებელს ეცნობა 2013 წლის 23 ივლისის წერილით (ტ.1, ს.ფ. 104-106). 4.2. მხარეები არ დავობენ და საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2012 წლის 06 აგვისტოს ე------------ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 3 356 230,52 ლარი, ხოლო დაკავებულმა სარეზერვო თანხამ 167 811,53 ლარი. სარეზერვო თანხის პირველი ნახევრიდან დეფექტების გამო დაკავდა 4132 ლარი, ხოლო დარჩენილი 79 773,6 ლარი დაბრუნებული იქნა. შესაბამისი აქტი გაფორმდა ახალი კონტრაქტორი მესამე პირის მიერ სამუშაოების დასრულების შემდეგ. მეორე ნახევარი, კერძოდ 83 905,76 ლარი დღემდე არ დაბრუნებულა (ტ.1, ს.ფ. 134,136-140, 141,142). 4.3. 11.09.2012წ. მხარეთა შორის შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ა------------- ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა თანდართული ხარჯთაღრიცხვისა და პროექტის შესაბამისად შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მ--------------------------------–-------- ს--------–----–---------–------ს განხორციელება (------------- (ტ.3, ს.ფ. 232-236). ხელშეკრულების 2.13. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის, საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. ამავე ხელშეკრულების 2.14 პუნქტის თანახმად, სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი. 4.4. 09.01.2012წ. მოპასუხეს და შპს ,---------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---- შორის დაიდო ს----–-–------–----------–------ ე---------- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს მიმწოდებლის მიერ, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ს-------------–--------------------–----–---------–------------------------–-- მომსახურების გაწევა (ტ.3, ს.ფ. 77-84). 4.5. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულებების საფუძველზე, გააჩნია ჯამში 91 580,48 ლარის გადახდის ვალდებულება, საიდანაც 6075,82 ლარი შეადგენს 2012 წლის 11 სექტემბრის ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში 2012 წელს შესრულებული სამუშაოების ღირებულებას, ხოლო 85 504,66 ლარი - დაუბრუნებელი სარეზერვო თანხის ღირებულებას (83 905,76+1598,9) (ტ.3, ს.ფ. 477-514). აპელანტი არ უარყოფს აღნიშნული სარეზერვო თანხების კომპანიისთვის გადახდის სამომავლო ვალდებულებას და მიუთითებს, რომ მოპასუხე მხოლოდ ზედამხედველი კომპანიის მიერ, შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ აქტის (წერილის) წარმოდგენის შემდგომ იქნება უფლებამოსილი იმსჯელოს კომპანიისათვის სარეზერვო თანხის გადახდის საკითხზე. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას, აპელანტის განმარტებით, აღნიშნული ვალდებულებები არ დამდგარა, ვინაიდან კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი, ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაცია (ექსპერტის სათანადო დასკვნა ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობის შესახებ). 4.5.1. დადგენილია, რომ ე------------ ხელშეკრულების 2.17. პუნქტის შესაბამისად, შეთანხმებით შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენდა ერთ წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სამუშაოების ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველთვიურად დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის ნახევრის (2,5%) დაბრუნება მოხდება სამუშაოს სრული დასრულებისა და შემსყიდველის მიერ შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ შედგენილი ობიექტის ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება დეფექტების გამოსწორებამდე. დადგენილია, რომ 2013 წლის 23 ივლისს მოპასუხემ ცალმხრივად შეწყვიტა 06.08.2012წ. ხეკლშეკრულება და ამ მომენტისათვის შესრულებულმა სამუშაოებმა შეადგინა 3 356 230,52 ლარი. წინამდებარე სარჩელით სადავოა დაკავებული სარეზერვო თანხა რომელიც დაბრუნებული არ არის. ხელშეკრულების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შესრულებული სამუშაოების გადაცემა უნდა მომხდარიყო მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე. ხელშეკრულების პირობების მე-4 მუხლით განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი. 4.4. პუნქტის თანახმად ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმებას და მიღება-ჩაბარებას ახორციელებს შემსყიდველის მიერ უშუალოდ საამისოდ შერჩეული პირი (შპს ,---------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---, რომელიც ადგილზე ამოწმებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ობიექტზე ყოველ თვეს შესრულებულ სამუშაოთა მოცულობას და ხარისხს. 4.5. პუნქტით ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა მიმწოდებელი ატყობინებს შემსყიდველს სამუშაოთა დასრულების შესახებ. ტექზედამხედველი ამოწმებს სამუშაოთა მოცულობას დასრულების თაობაზე და დადასტურების შემთხვევაში გადასცემს სათანადო ინფორმაციას შემსყიდველს კომისიის ჩამოყალიბების მიზნით. საქმის მასალებით დგინდება, რომ 25.09.2014წ. საგზაო სამუშაოების მიმღებმა კომისიამ შეადგინა მიღება- ჩაბარების აქტი ქ---------–---–--------–--------–---------–------–------------------------ მონაკვეთის ს--------–----–---------–------ს ადგილზე შესაფასებლად და მიღებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარების, მათ შორის შესრულებული და დარჩენილი სამუშაოების რაოდენობის დადგენის (ინვენტარიზაცია) და შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზისა და დეფექტების გამოვლენის მიზნით. მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ---------–---–--------–--------–----------–------–------------------------------------- სარეაბილიტაციო სამუშაოებს 2012 წლის 06 აგვისტოს ს-------------–---------------------------- გაფორმებული ხელშეკრულების (ე------------) საფუძველზე ახორციელებდა შპს ,------, რომელსაც ს----------–------------------–-------------------- 2013 წლის 23 ივლისის N------------ წერილით, კონტრაქტის პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის ცალმხრივად შეუწყვიტა ხელშეკრულება. აღნიშნული პერიოდისათვის მოსარჩელეს უკვე შესრულებული ჰქონდა 3 356 230,52 ლარის სამუშაოები, დღგ-ს ჩათვლით. ამავე აქტით დადგენილი იქნა ობიექტზე გამოვლენილი დეფექტების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხის ოდენობა 4132 ლარი, დღგ-ს ჩათვლით. დარჩენილ სამუშაოებზე ერთ პირთან მოლაპარაკებით შპს ,-–----------- 2013 წლის 05 აგვისტოს გაფორმებული იქნა ხელშეკრულება (კონტრაქტი შ---------- 05.08.2013წ.); მიმღებმა კომისიამ გადაწყვიტა, რომ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქ----------–---–--------–--------–---------–------–------------------------ მონაკვეთის ს--------–----–---------–------ მიღებული იქნას ექსპლუატაციაში და აყვანილი იქნას საქართველოს ს-------------–---------------------------- ბალანსზე (ტ.1, ს.ფ. 204-209). პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ ხელშეკრულების 2.17 მუხლით დადგენილია ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოჩენის კონკრეტული ვადა, სწორედ 2.17 პუნქტით დადგენილ ვადაში უნდა გამოვლინდეს ხარვეზები, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ეკისრება მიმწოდებელს, ხოლო 2.18 პუნქტი, შესრულებული სამუშაოების ღირებულების დაბრუნების წინაპირობად აწესებს საგარანტიო ვადის გასვლას. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოპასუხის განმარტება მასზედ, რომ გადახდის ვალდებულება არ წარმოშობილა, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის საზედამხედველო კომპანიის შპს ,---------------–------------------–----–----------------------–------------------–-------------–---- წერილი შესრულებული სამუშაოების ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ. ის გარემოება, რომ მოპასუხის კონტრაქტორი საზედამხედველო კომპანიის მხრიდან აღნიშნული დასკვნა წარდგენილი არ ყოფილა არათუ სამუშაოების მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებით მიჩნეული იქნა საგარანტიო ვადათ, არამედ, როგორც აპელანტი მიუთითებს, დღეის მდგომარეობითაც არ არის წარდგენილი, ვერ მიიჩნევა სარეზერვო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლად. იმ პირობებში როდესაც მოპასუხეს სამუშაოების ექსპლუატაციაში მიღებიდან დღემდე ხარვეზების შესახებ პრეტენზია არ განუცხადებია და ასეთის არსებობაზე არც მიუთითებს, ხელშეკრულება შეწყვეტილია, გასულია საგარანტიო ვადა, უსაფუძვლოა მსჯელობა მასზედ, რომ თავად მოპასუხის კონტრაქტორი საზედამხედველო კომპანიის დასკვნის არარსებობა უნდა იქნეს მიჩნეული სარეზერვო თანხის დაბრუნებაზე უარის თქმის საფუძვლად. 4.5.2. დადგენილია, რომ 2012 წლის 11 სექტემბრის ა-------------- ნარდობის ხელშეკრულებიდან გამოდინარე გამომდინარე სარეზერვო თანხამ შეადგინა 1 598,9 ლარი, ხოლო შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 31 978 ლარი, საიდანაც ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი. ხელშეკრულების 4.3. პუნქტის თანახმად მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოები ყოველთვიურად მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის (ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების მოცულობების მიღების აქტი) და დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურის გაფორმების შემდეგ. ამ ხელშეკრულების ძალით შესრულებული სამუშაოების შემოწმების და მიღება-ჩაბარებას ახორციელებს შპს ,--------------–------------------–----–----------------------–-----------------–-------------–---- 28.12.2012წ. 28 დეკემბერს მხარეთა შორის შორის გაფორმდა შეთანხმება N2, რომლითაც მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეწყდა შემსყიდველსა და მიმწოდებელ ორგანიზაციას შორის 2012 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული ადგილობრივი მნიშვნელობის მ--------------------------------–-------- ს--------–----–---------–------ს განხორციელების შესახებ ა------------- ხელშეკრულება. (ტ. III, ს.ფ. 250). 05.11.2012წ. მოსარჩელის წარდგენილი იქნა ელექტრონული საგადასახადო ანგარიშფაქტურა, ადგილობრივი მნიშვნელობის მ-----------------------------------–----–--- სამუშაოების ღირებულების თაობაზე თანხით 31 978 ლარი, რომელიც დადასტურებული იქნა ს-------------–---------------------------- მხრიდან. (ტ. III, ს.ფ. 440). მხარეთა შორის უდავოა, რომ მითითებული თანხიდან ანაზღაურებული იქნა მხოლოდ 25 902,18 ლარი. მოპასუხე მიუთითებს რომ მიმწოდებელი ვალდებულიყო იყო წარმოედგინა აკრედიტირებული საექსპერტო ორგანოდან შესაბამისი დასკვნა, ხოლო აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამორიცხავს თანხის გადახდის ვალდებულებას. აღნიშნულთან მიმართებაში პალატა იზიარებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემულ მსჯელობას მასზედ, რომ არც საქართველოს ე------------------------------------------------------ 12.07.2012წ. N-------- ბრძანება, რომლითაც დამტკიცებულია სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესი, და არც სახელშეკრულებო პირობა, არ ითვალისწინებს მიმწოდებლის მხრიდან საექსპერტო დასკვნის წარდგენის ვალდებულებას. იმ პირობებში, როდესაც, უდავოა მოპასუხის მიერ შესრულების მიღების ფაქტი, დადასტურებულია შესაბამისი ანგარიშფაქტურა 31 978 ლარზე, სადიანაც ანაზღაურებულია 25 902,18 ლარი და აპელანტი სადავოდ არ ხდის თანხის სამომავლოდ გადახდის ვალდებულებას, დაუსაბუთებელია აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ ფაქტობრივი დანახარჯების შესახებ ინფორმაციის წარდგენამდე (ექსპერტის სათანადო დასკვნა ფაქტობრივი დანახარჯის ოდენობის შესახებ), მხარეს არ გააჩნია თანხის ანაზღაურების ვალდებულება. პალატა მიუთითებს, რომ ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმების (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები) არც ერთი დანაწესით კანონმდებელი იმპერატიულად არ აწესებს ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის შესაძლებლობას მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის გზით. მართალია, ხელშეკრულების მხარეები შეთანხმდნენ შესრულებული სამუშაოს მიღება-ჩაბარების ფორმაზე, მაგრამ მიღება-ჩაბარების აქტის შეუდგენლობა, თუ სხვა მტკიცებულებით უტყუარად დადასტურდება ვალდებულების შესრულების შესრულების ფაქტი, არ შეიძლება გახდეს სარჩელზე უარის თქმის საფუძველი ( სუსგ. განჩინება, ას-323-307-2011, 01.12.2011წ.). რაც შეეხება 2012 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხას, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა 2012 წლის 28 დეკემბერს. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ მოპასუხემ სამუშაოს მიღებიდან დღემდე განაცხადა ხარვეზების შესახებ, საქმეში წარმოდგენილი არ არის და ასეთზე არც მოსარჩელე მიუთითებს. ამდენად, პალატა ანალოგიური მოცემულობის და სახელშეკრულებო პირობების მხედველობაში მიღებით იზიარებს 06.08.2012წ. ხელშეკრულებასთან მიმათებაში წინამდებარე განჩინების 4.4.1 პუნქტში განვითარებულ მსჯელობას სარეზერვო თანხის დაბრუნების მართლზომიერებასთან მიმართებაში. 4.6. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოპასუხეს მართებულად დააკისრა შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით 6075,82 ლარი, ასევე 2012 წლის 06 აგვისტოს და 2012 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სარეზერვო თანხის ჯამში - 85 504,66 ლარის გადახდა. არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

6. საპროცესო ხარჯები აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ს----------–---------------–------------------------------------------------------------------–-–-------------–---------–-------–------------------–---------------------------ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 03.08.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლეები: ოთარ სიჭინავა

 

თეა სოხაშვილი -ნიკოლაიშვილი

 

ამირან ძაბუნიძე