განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002627145
საქმე №1/ბ-49--2019წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 სექტემბერი, 2019 წ. ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე- მაკა გორგოძე
სხდომის მდივა-- - ნათია ბზიკაძე
პროკურორის _ ა-- ბ------–---–ის,ადვოკატის - ბ----- ბ-----ის მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ--–-- ტ-------------ას (დასწრების გარეშე) მიმართ, დაბადებული 199- წლის 28 მ-----ს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბათუმი, კ-----–--ის ქუჩა №4, ბინა №----;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:
გასაჩივრებული განაჩენით სასამართლომ დაადგინა, რომ მ--–-- ტ-------------ამ ჩაიდინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა, მისი საქმიანობის შეწყვეტის და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 05 ივნისს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. ბათუმში მდებარე აჭარისა და გურიის რეგიონალური დროებითი მოთავსების იზოლატორში, მ--–-- ტ-------------ამ მათი საქმიანობის შეცვლისა და შეწყვეტის მიზნით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ამავე იზოლატორის ცვლის უფროს ინსპექტორს - რ---- ხ--–--–---–ს და ცვლის უმცროს ინსპექტორს - მ------ ბ-–----ეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის მ--–-- ტ-------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მ--–-- ტ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
სააპელაციო საჩივრის არსი:
აპელანტი - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-- ბ------–---–ი წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს ცვლილების შეტანას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენში და მ--–-- ტ-------------ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნას. შემდეგ მოტივებზე მითითებით: განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო და დაუსაბუთებელი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული არის ძებნილი და ვერ მოხერხდა მისი ადგილსამყოფელის დადგენა, ასევე ის გარემოებაც, რომ მ--–-- ტ-------------ა არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, არ უცდია დაზარალებულებისათვის მოეხდა ბოდიში და აენაზღაურებინა მათვის მიყენებული ზიანი. ამდენად, დანიშნული სასჯელით ვერ იქნება მიღწეული საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნები.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
აპელანტს - ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორს ა-- ბ------–---–ს, რომელმაც მხარი დაუჭირა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს ბ----- ბ-----ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები, გააანალიზა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატას მსჯავრდებულ მ--–-- ტ-------------ას მიმართ მსჯავრად შერაცხული ქმედების ჩადენა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, დადასტურებულად მიაჩნია საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულების რ---- ხ--–--–---–ის და მ------ ბ-–----ის ჩვენებებით, მოწმეების: ჯ------------------–---------------------------------- ჩვენებებით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 06 ივნისის დადგენილებით, იზოლატორიდან გამოთხოვილი შიდა პერიმეტრის სათვალთვალო კამერის ვიდეო ჩანაწერებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
ამდენად, მსჯავრდებულ მ--–-- ტ-------------ას ქმედებას გასაჩივრებული განაჩენით მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, განაჩენის კანონიერება და დასაბუთებულობა არც სააპელაციო საჩივრითაა სადავოდ გამხდარი, აპელანტი (პროკურორი) ითხოვს მსჯავრდებულს განესაზღვროს უფრო მკაცრი სასჯელი.
მსჯავრდებულ მ--–-- ტ-------------ას მიმართ დანიშნულ სასჯელთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის განსაზღვრისას თანაზომიერების პრინციპიდან გამომდინარე კანონით განსაზღვრული ნორმები ლეგიტიმურ მიზანს, გამოსადეგობას და პროპორციულობას უნდა ემსახურებოდეს. პროპორციულობა - კონსტიტუციურობის უნივერსალური კრიტერიუმია. სასჯელის მიზნები კი თავისებური ორიენტირია სასამართლოსათვის სასჯელის დანიშვნისას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულს სასჯელი დაუნიშნა საქართველოს სსკ-ის 53-ე და 39-ე მუხლების შესაბამისად, კერძოდ, მის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მის მიერ ჩადენილი დანაშაული, მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი ოჯახური მდგომარეობა და სამართლიანობის აღდგენის და ახალი დანაშაულის თავიდან აცილების განსახორციელებლად მსჯავრდებულს დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ მ--–-- ტ-------------ას მიმართ დანიშნული სასჯელის გამკაცრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის ა-- ბ------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
მ--–-- ტ-------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ--–-- ტ-------------ას სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავებისთანავე მოთავსებულ იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
მ--–-- ტ-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცება - ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომლებზეც ასახულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ვიდეოკამერების ჩანაწერები და რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საკასაციო წესით, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე მაკა გორგოძე